შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიგაცილებ სახლამდე 5 (დასასრული)


15-05-2015, 18:12
ავტორი Peke--
ნანახია 3 635

-ეხლა ყურადღებით მომისმინე და ყოველი ჩემი ნათქვამი სიტყვა კარგად გაიაზრე მაგ შენც ცეროდენა ტვინში!(აკო) ხელები წელზე შემომხვია და გამიღიმა და ისე დასერიოზულდა წამებში რომ ცოტა არიყოს შემეშინდა.
-გისმენ(მე)
-კატო... მე შენ მიყვარხარ და არ მინდა ამ საკითხს ესე უყურებდე აგდებულად და ხუმრობით როგორც უყურებ! შენს დაკარგვას არ ვაპირებ გესმის?! (აკო) საწოლზე გადამაწვინა, თვითონ ზემოდან მომექცა და თმაზე ფერებით განაგრძო საუბარი
-ეხლა უნდა გაკოცო და შეეცადე შემდეგ ძაან არ დამარტყა (აკო) ეს მითხრა, თვალი ჩამიკრა და სულ რაღაც წამებში შეეხო მისი ტუჩები ჩემსას, წინააღმდეგობა არ გამიწევია და ავყევი კოცნაში, გააფთრებული და ვნება მორეული მკოცნიდა,შემდეგ ფეხზე წამომაყენა და სარაფანი გადამაძრო, მის წინ კი ლიფით და ტრუსით ვიდექი, კოცნამ ყელზე გადაინაცვლა მალე ჩემს მკერდსაც შეეხო, უკვე მუცლისკენ ჩადიოდა მისი გაცხარებული ტუჩები რომ გონს მოვეგე
-აკოო... (მე)ამოვიჩურჩულე ისე რომ ჩემი ხმა მე ძლივს გავიგე -შენ ნასვამი ხარ აკო... გაჩერდი გთხოვ, სისულელეს ნუ ჩავიდენთ.
აკო უცებ წამოიწია და თვალებში ჩამხედა, თვალებზე თითქოს ცეცხლი ეკიდა, შუბლზე კი სისველე ედო ოფლისგან.
-ანუ... ანუ??? გავჩერდე? (აკო) მძაფრი სუნთქვით ძლივს ამოღერღა სიტყვები და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია
-ხო(მე) თვალები დავხარე, ის კი იმ წუთასვე მომშორდა, მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან სასწრაფოდ გავარდა
-აკო სად...(მე) დამთავრება ვეღარ მოვასწარი რომ აკო ოთახიდან გაშპა..
--ნეტავ სად წავიდა ამ წვიმაში თან ნასვამი, სასმლის სუნი ასდიოდა ალბათ სადმე დალია, ღმერთო დაიფარე, დაგვიფარე... (მე) ცრემლები გადმოვყარე თვალებიდან და თითქოს ემოციებისაგან ვიცლებოდი, საწოლზე წამოვწექი და ნამტირალები მალევე ჩამეძინა, საღამოს გვიან სახლის ტელეფონის წკრიალმა გამაღვიძა და ისე შემაკრთო რომ საწოლიდან ლამის ჩამოვვარდი, მიმოვიხედე აკო ჯერაც არ მოსულიყო, საათი კი 8საათს უჩვენებდა
--სად უნდა იყო... ჩემი სულელი (მე) ჩემს ფიქრებზე მეთვითონ გამეღიმა და თან ანერვიულებული მივვარდი ტელეფონს
-ალიო (მე)
-უკაცრავად აკაკი სამადაშვილის ბინაა?(...)
-დიახ, აკაკი სახლში არაა(მე)
-ვიცით ქალბატონო, თუ შეგიძლიათ საზღვაო ჰოსპიტალში მობრძანდით, არ ინერვიულოთ საგანგაშო არაფერია(...)
ხმის ამოღებაც კი ვერ მოვასწარი რომ ექთანმა ტელეფონი გამითიშა. უცებ ჩავიცვი ტაქსი გავაჩერე და რამოდენიმე წუთში საავადმყოფოში ვიყავი
-მე აკაკი სამადაშვილთან მოვედი, რომელ პალატაშია?(მე)
-35 პალატაშია, ეხლა ოპერაციას უკეთებენ ქალბატონო ამიტომ ვერ შეგიშვებთ.(...)
-რაა?? ოპერაციას? რის ოპერაციას? რა ჭირს?(მე)ხმა აკანკალებულმა და ცრემლმორეულმა ვიკითხე
-ავარიის შედეგად იქნა აქ გადმოყვანილი, გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა ამიტომ აღარ დაგელოდეს, მარცხენა ხელი ამოვარდნილი და მოტეხილი აქვს, მენჯის ძვალი აქვს გაბზარული და შუშის ნატეხი აქვს გულთან საკმაოდ ახლოს, ამიტომ კეთდება ოპერაცია, გთხოვთ დაელოდოთ.
ექთნის ლაპარაკის დროს ლამის ჩავიკეცე, ბოლო ხმაზე ავღრიალდი და 35პალატასთან მივედი. პალატის კარი ჩაკეტილი იყო და გვერდით სკამზე დავჯექი. ნახევარ საათში ექიმი გამოვიდა რომელსაც თავისი თეთრი ხალათი სულ სისხლით ქონდა მოსვრილი.
-აკაკისთან... (...)
-დიახ მე ვარ !! როგორ არის ? რა ჭირს??(მე)
-ის ეხლა კოომაშია(ექიმი) ექიმმა თავი დახარა და ისე განაგრძო
-დამშვიდდით ქალბატონო! ეხლავე აგიხსნით კომის მიზეზს... მას გულთან შუშის პატარა ნატეხი ქონდა ჩვენ ამოვიღეთ ის ნატეხი მაგრამ სულ პატარა ნაწილის ამოღება ვერ შევძელით რადგან გული რომ ძგერს უკვე ეხება იმ პატარა ნაწილს, ეს ძალიან სარისკოა, ვაცადოთ კომიდან გამოსვლა და ვნახოთ რა იქნება , ჩვენ ლოდინის მეტი არაფერი არ დაგვრჩენია, ვაცადოთ კომიდან გამოსვლა და გავიგოთ თუ როგორ იქნება იქნებ გადარჩეს გულის ოპერაციას, ხომ ხვდებით არა?!(ექიმი)
-ნუთუ არ გესმით რომ ყველაფერი უნდა იღონოთ მის გადასარჩენად?! (მე) ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა
-ეხლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ შეხვიდეთ ცოტა ხნით.(ექიმი)
ეგრევე დავტოვე ექიმი და პალატის კარი შევაღე, გულზე ხელს ვიჭერდი რომ არ ამომვარდნოდა საგულედან. აკოს მივუახლოვდი, მისი ხელი ხელებში მოვიქციე და თავი დავადე. და ტირილით დავუწყე კომაში მყოფ აკოს ლაპარაკი
-იცი რა მინდოდა მეთქვა? აი ახლა, ჰო ამ წვიმიან ამინდში, მოულოდნელად რომ შემცივდა და დავფიქრდი, კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ მყვარებიხარ და როგორ მტკივა გული ესე რომ გხედავ, როგორ მტკივა გული რომ ვერ მელაპარკები და შენი სიყვარულით აციმციმებული თვალები არ მომშტერებია, შენი ჩახუტება ისე მენატრება...(მე)თავს ვერ ვიკავებდი რომ არ მეტირა და გული ვიჯერე ტირილისგან, აკოს ხელებზე ვკოცნიდი და თან ცრემლებს ვიწმენდდი, მერე იტყვიან სასწაული არ არსებობსო, აკოს ხელმა რომელზეც სახე მედო და ვტიროდი მოფერება დამიწყო , გაოგნებულმა ავხედე და აკოს მსუბუქი მაგრამ ოპერაციისგან დატანჯული ღიმილი ეკრო სახეზე
-აკოო (მე) უცებ ხელი გავუშვი და გავშეშდი აკომ კი ნელნელა და ჩუმად ძლივს ამოილუღლუღა
-რომ შემოხვედი მაშინ... გამოვფხიზლდი, და ყველაფერი გავიგე, ჩემო!(აკო)
-აღარ მინდოდა ამდენი სიამაყე და თავის ფასება, აკოს ჩავეკარი, სულ გადამავიწყდა რომ წვეთოვანზე იყო შეერთებული და მთელი გულ მკერდი შეხვეული ქონდა
-ვაიმეე(აკო)
-აკოო მაპატიე ძალიან გატკინე?(მე)
აკომ თავი გადაიქნია მსუბუქად,ამ დროს კი ექიმი შემოვიდა პალატაში
-თუ შეიძლება დატოვეთ აქაურობა, პაციენტს დასვენება ჭირდება(ექიმი)
-არა, იყოს(აკო)გაისმა ისევ ტანჯული აკოს ხმა, მაგრამ ექიმმა პალატიდან მაინც გამომაგდო, შეწინააღმდეგების თავი აღარ მქონდა ამიტომ ექიმის გამოსვლას დაველოდე.
-ექიმო რა სიტუაციაა?(მე) ვკითხე ექიმს გამოსვლისთანავე
-საკმაოდ კარგი, შესანიშნავად გრძნობს თავს, სავარაუდოდ ხვალ გამოვწერთ. (ექიმი)
-პალატაში შევედი აკოს ეძინა მეც მდივანზე მივწექი და ჩამეძინა, დილით ექიმის შემოსვლამ გამაღვიძა
-აბა ჩვენი ორი პაციენტი როგორაა?(ექიმი) მისი ჭკუით გაიხუმრა არადა სულ არ მეხუმრებოდა
-კარგად, ალბათ დღეს შეგვეძლება ხო რომ წავიდეთ?!(მე)
-დიახ.(ექიმი)აკო მალევე მოვიდა გონს და მისი თვალები ისევ აელვარდა მე რომ დამინახა მის გვერდით, იმ საღამოს აკო გამოწერეს დასახლში მივედით.
ერთი კვირა საწოლში წოლა ქონდა გამოწერილი, დიდი ძალა დამჭირდა რომ დამეწვინა და არ ამდგარიყო, ერთი კვირა ძლივს გავაძლებინე საწოლში და როგორც იქნა დავრთე ნება რომ ამდგარიყო.
-რაკარგია სიარული...(აკო)
-აკო რამე ხომარ გაწუხებს?(მე)
-არა პატარავ მგელივით ვარ(აკო) მოვიდა და შუბლზე მაკოცა
-უკვე შუადღე წამოვიდა წამო გავიდეთ სადმე არგინდა(აკო)
-გავიდეთ ოღონდ როგორც კი ოდნავ გადაიღლები მითხარი კარგი?(მე)
-კარგი ჩემო ბაჭიავ(აკო) ახლა კი ჩემს ბაგეებს დაეწაფა მეც კისერზე შემოვალაგე ხელები და ავყევი კოცნაში.
-კარგი წავიდეთ(მე) სიცილით გავხედე და ენა გამოვუყავი
-მაგ ენას მოგაჭამ ეხლა რო მოვალ.(აკო)
-სულელო(მე)
საღამომდე რესტორანში ვიყავით შემდეგ პლიაჟზე გავისეირნეთ იღრუბლებოდა
-მგონი წვიმას აპირებს(მე)
-ხოდა ძალიან კარგი, არ მოგენატრა ჩემთან ცეკვა? (აკო) მომიახლოვდა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაშტერდა- იცი როგორ მიყვარხარ? უზომოდ! უსაზღვროდ! (აკო) ამ სიტყვებს ჩახუტებაც მოაყოლა, ისე ვყავდი გულში ჩაკრული რომ მეგონა გავისრისებითქო
-მეც ძალიან მიყვარხარ აკო(მე) ვუთხარი მორცხვად.
-კატო ცოლად გამომყვები?(აკო) ამ წინადადებაზე თითქოს მეხი დამეცა ამას ნაღდად არ მოველოდი, ყელი გამიშრა და ავცახცახდი სიხარულისგან
-კი (მე) და უფრო მაგრად მივეკარი გულზე
-ჩემო სიცოცხლე!უბედნიერესი ადამიანი ვარ შენ რომ მყავხარ.(აკო)
-სულ ჩემთან იყავი!(მე)
-ხო ჩემო პატარავ სულ შენთან ვიქნები(აკო) შუბლზე მაკოცა და ამ დროს წვიმის წვეთები დაგვეცა თავზე
-აი ხომ გითხარი წამოდი ეხლავე (მე)
-მოდიჩემთან! (აკო)ტელეფონი ამოიღო და მუსიკა ჩართო ''იაგო კუპრეიშვილი-მოგენატრები''
მე გამეცინა
-რატო იცინი?(აკო)
-მაპატიე, და რატომ ესეთი ნაღვლიანი სიმღერა?(მე)
-გაჩუდი და მეცეკცე(აკო) ხელები მაგრად მოვხვიე და მედა აკო ვცეკვავდით ამ სიმღერაზე, საოცრება იყო, წვიმდა, ზღვა აღელვებული იყო და ტალღებს ერთმანეთზე ახეთქებდა
-არ დაივიწყო არასოდეს რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ!(აკო) ჩამჩურჩულა ყურში მეკი გამეღიმა და ლოყაზე ვაკოცე. სიმღერა დასრულდა და მანქანისკენ მივეშურეთ, მალევე კი სახლში ვიყავით.
-კატო ქორწილი?(აკო)
-ხვალვე ვიქორწინოთ (მე) აკომ გამიღიმა და მომიახლოვდა.
-სულ სველი ხარ(აკო) აკომ კაბა გადამაძრო ნელა, მეკი აკოს საროჩკის ღილები გავუხსენი და გავხადე, შემდეგ შარვალი... და სულ რამოდენიმე წამში სულ შიშვლები ვიწექით ჩაბნელებულ და საოცრად მშვიდ ოთახში, რომლის სიმყუდროვესაც მხოლოდ ჩვენი გახშირებული სუნთქვა არღვევდა.
-იქნებ არ გინდა?(აკო)
-ეს ერთადერთი რამაა რაც მინდა!(მე)
-მიყვარხარ!(აკო)
-მეც(მე)
...სიამოვნებისაგან ამოვიკრუსუნე და თვალები მივნაბე, გაცეცხლებული ვნების შემდეგ, აკო ჩემს ბაგეებს დაეწაფა
-რატომ კანკალებ?(აკო)
-ძალიან მიყვარხარ (მე)
აკომ გამიღიმა და თვალებში ჩამხედა
- მეც ძალიან მიყვარხარ, და მუდამ მეყვარები, მაბედნიერებ კატო, და თუ ოდესმე გული გატკინე მაპატიე, რადგან შენ ჩემი სიცოცხლე და მთელი ჩემი ცხოვრება ხარ!ეხლა,თავს გულზე დაგადებ და მერე თუ უნდა აღარც გათენდეს(აკო)
-მიყვარხარ სამუდამოდ!აკოოო.. ჩამეხუტე (მე)
აკომ ხელები მაგრად მომხვია, ჯერ ჩემს ტუჩებს დაეწაფა და შემდეგ შუბლზე მაკოცა, ძილის წინ ერთხელ კიდევ ჩამხედა თვალებში გამიღიმა, ნელ ნელა მისი მოკაშკაშე თვალები დაიხუჭა და ძილს მიეცა, მეც მალევე დავხუჭე თვალები, სანამ დავიძინებდი კიდევ გავიგე აკოს ხმა
-კატო მიყვარხარ! ტკბილი ძილი ჩემო პრინცესავ(აკო)
-შენც სიყვარულო(მე) ამოვიჩურჩულე და აკოზე მთელი სხეულით აკრობილმა სიზმრებში წავედი.
დილით საოცარმა სიცივემ გამაღვიძა, აკოზე ისევ ისე ვიყავი აკრობილი როგორც დავიძინეთ, სულ გაციებულიყო, ძალიან შევშინდი წამოვხტი ხალათი ჩავიცვი და გასაღვიძებლად მივუბრუნდი როცა ადამიანის და ცოცხალის ფერი აღარ ედო, მგონი მთელმა ბათუმმა გაიგო ჩემი შემზარავი ყვირილი, გაყინულ და ფერწასულ აკოსთან მივედი და აკოს სხეულს ჩავეხუტე
-დამიბრუნდი გთხოვ! გემუდარები არ დამტოვო, ნუ დამტოვებ აკო გთხოვ! დამეხმარეე ღმერთო, ხომ დამპირდი სულ შენთან ვიქნებიო! აკოოო.... (მე) ბოლო ხმაზე ვტიროდი, ვღრიალებდი, ამ დროს მეზობლებიც შემოცვივდნენ... ამის შემდეგ იყო ცრემლები, იყო ტანჯვა, მე ის გავაცილე ბოლო გზაზე, მის გაყინულ და გალურჯებულ სახეს ისევ თავისი თბილი ღიმილი დასდებოდა რომელის წყალობითაც ასე შემიყვარდა.
აი შევაბიჯე სასაფლაოზეც, როგორც ჩანს წვიმას აპირებს, თუმცა მოვიდა ზამთარი და რაღა გასაკვირია.
მას შემდეგ ყოველ დღე მივდივარ სასაფლაოზე და მის საფლავს ვეფერები, ვუყვები ყველაფერს, ვუყვები როგორ მირტყავს ხოლმე ფეხებს მუცელში ჩვენი პატარა და ამით ვპოვებ შვებას.
-აკო ჩემო სიყვარულო მოვედი, აი ყვავილები მოგიტანე. დღეს გამიხდა 5თვე სიხარულო, 4თვეში დედა გავხდები, აკო მენატრები, ძალიან მენატრები არ ვიცი მარტომ როგორ გავართმევ თავს ამ ყველაფერს, შენი ჩახუტება როგორ მენატრება, აიი იღრუბლება ეხლა აქ რომ მყავდე ცეკვას შემომთავაზებდი(საფლავს ვუღიმოდი და თან ცრემლები მცვიოდა) მალე წვიმაც წამოვიდა და ამაზე უფრო მეტად ამეტირა, ტელეფონში ის სიმღერა ჩავრთე ადრე აკომ რომ ჩართო (იაგო კუპრეისვილი-მოგენატრები) და საფლავს ჩავეხუტე. არასოდეს დაგივიწყებ. სულ მეყვარები. მე ისიც კი მახსოვს პირველად რა მითხარი... (გამეღიმა) ''მიგაცილებ სახლამდე''

-------------------------------------
4თვეში პატარა აკაკიც დაიბადა, მასაც მამამისის თვალები აქვს, რომ ვუყურებ აკო მახსენდება სულ, სულ მამხნევებს და მეფერება. ღმერთს მადლობას ვწირავ რომ ჩვენი სიყვარულის კვალი დატოვა ამ ქვეყნად, მისთვის ვცოცხლობ და ვსუნთქავ, აკაკი ჩემთვის ყველაფერია.




ესეც ბოლო თავი, მაპატიეთ თუ აგაღელვეთ მაგრამ წერის დროს მე თვითონ ძალიან ბევრი ვიტირე. იმედია მოგეწონებათ, მალე ახალი ისტორიით დავბრუნდები. მიყვარხართ ყველა



№1  offline წევრი Winchester

აუუუუ... :'( რატო გააკეთეე ესეე? ოოოოო... ბოროტოო. :'(:'(
--------------------
ლ.შ L.SH

 


№2  offline წევრი Pekito -))

Vaimee ramdeni vitiree... Peke dzaan magri xar imdeni da iseti emociebi ido am istoriashi da gansakutrebit bolo tavshi rom ravici ra vtqva. Mec miyvarxar dzalian
--------------------
ნათია

 


№3  offline წევრი Smiling girl

ძალიან ძალიან მაგარი იყო <3 იმდენი ვიტირე რო არვიცი, იცი ისეთი დასასრული ჰქონდა რომ არმოგწონებოდა მაგრამ ესენი ერთად რომ დაგეტოვებინა ასეთი საინტერესო არიქნებოდა. ამიტომ ძალიან მაგარი იყო, ძაან მაგარი ხარ love

 


№4  offline წევრი optimistii...

yochaag amdenii kaargaa xania ar mitiriaa <3 dzaalian kargi iyo <3

 


№5  offline წევრი ninee

auu rato daasrule eseeraa :-+

 


№6  offline წევრი Peke--

Smiling girl
ძალიან ძალიან მაგარი იყო <3 იმდენი ვიტირე რო არვიცი, იცი ისეთი დასასრული ჰქონდა რომ არმოგწონებოდა მაგრამ ესენი ერთად რომ დაგეტოვებინა ასეთი საინტერესო არიქნებოდა. ამიტომ ძალიან მაგარი იყო, ძაან მაგარი ხარ love

optimistii...
yochaag amdenii kaargaa xania ar mitiriaa <3 dzaalian kargi iyo <3

optimistii...
yochaag amdenii kaargaa xania ar mitiriaa <3 dzaalian kargi iyo <3

Pekito -))
Vaimee ramdeni vitiree... Peke dzaan magri xar imdeni da iseti emociebi ido am istoriashi da gansakutrebit bolo tavshi rom ravici ra vtqva. Mec miyvarxar dzalian

თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია რომ მოგწონთ, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ თქვენი აზრები ან თუნდაც აქვე დააკომენტაროთ როგორი ჟანრის ისტორიის წერა დავიწყო, ვეცდები შემდეგი ისტორია უფრო საინტერესო გამოვიდეს. love love

შუშის ნაწილი დაუტოვეს ექიმებმა გულთან როგორც ზემოთ ვახსენე და ადვილი მისახვედრია თუ როგორ მოკვდებოდა იმ ღამეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent