შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 15


15-05-2015, 20:56
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 650

ჯერ მხოლოდ სამშაბათი იყო.მე კი კვირის ბოლომდე დრაკოსთან უნდა ვყოფილიყავა.წვიმა ისევ არ წყდებოდა,დაღამებასთან ერთად წვიმა და ქარი კიდევ უფრო ძლიერდებოდა.სიცივისგან ცხვირი და ტუჩები სულ გალურჯებული მქონდა,ნამდვილად არ მეგონა ნოემბრის შუა რიცხვებში თუ ასეთი სუსხი იქნებოდა.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ ნელ-ნელა აქ ყოფნა და აქურობის ატანა,უფრო და უფრო მიჭირდა.დედას წერილს მივწერ რამე მაგლური წიგნი გამომიგზავნოს რომ მოწყენილობისგან სულ არ მოვკვდე.ალბათ ეს სასჯელიც რომ არ იყოფილიყო აქამდე დეპრესიისგან მოვკვდებოდი.დიდანს ვიჯექი კიბის საფეხურზე და ჩემს იდიოტურ ცხოვრებას დავტიროდი, დასამალი ადგილიც კი არ მქონდა.ჩემს წინ, რამდენიმე გოგონა იდგა, მგონი რეივენქლოელები იყვნენ.აღტაცებით საუბრობდნენ მომავალ მეჯლისზე.კაბებზე,მაკიაჟზე,ფეხსაცმელზე და კიდევ უამრავ სისულელეზე.მე ალბათ არავინ არ დამპატიჟებდა. მათმა საუბარმა რატომღაც გამაღიზიანა,ზანტად წამოვდექი და გრიფინდორის ოთახისკენ გავწიე.
საერთო ოთახში მხოლოდ რონი და ჰერმიონი იყვნენ,ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ და ეფერებოდნენ.ნამდვილი საშინელება იყო.ჩუმად გავიპარე გოგონების ოთახისკენ.ქურთუკი გავიხადე დასველებულიყო,მაგრამ ნეტავ როდის?გამოვიცვალე, დავალებები სწრაფად დავწერე,ასე მეგონა სანამ საათს დავხედე, უკვე 7 გამხდარიყო.კნუტს ხელი დავავლე და საავადმყოფოს ფლიგელისკენ გავწიე.დაბლა ჩამოსულს ჯინი შემხვა.
-საით გაგიწევია? მკითხა წითურმა
-მალფოის უნდა მოუაროს.ჩაიქირქილა რონმა და ჰერმინიც აჰყვა.
-მოკეტე რაა.-უხეშად მივმართე რონს.
-მალფოის ფრაზებიც აუთვისების.არ ცხრებოდა რონი.
-იქნებ მოკეტო.მკაცრად მიმართა დამ.-ისე ამ ბოლო დროს შენ რა აგრესიული ხარ.მოხდა რამე?
-არა რა უნდა მომხდარიყო.შენ სად მიდიხარ?
-ასტრონომიურ კოშკში_ეს ადგილი აქამდე არ გამიგია.
-და რა ხდება იმ რაღაც კოშკში?
-მე და ჰარი უნდა განვმართოვდეთ.თვალები აუციმციმდა წითურს.
-მაგარია.“უნდა განმარტოვდეს“გოგო ლამის სიცილი წამსკდა.
-სასაცილო არაა.მართლა მალფოისთან ყოფნა მთელი დღით ხომ არ გიწევს, ჰოდა შაბათს დილით ჰოგსმიტში წავიდეთ.უხმოდ დაუქნიე გოგოს თავი და კარისკენ წავედი.
-მალფოის ჩემს მაგივრად აკოცე.მომძახა რონმა.ლამის მივვარდი და ის წითური თმა დავაწიწკნე.
-ყურადღებას ნუ მიაქცევ. თვალები გადაატრილა ჯინიმ.
მე და ჯინი ერთად დავადექით გზას.ჯინის ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ თითქოს ვერ ბედავდა.ბოლოს მაინც გაბედა.
-ვიცი რომ ამაზე ლაპარაკი არ გინდა,მაგრამ შენზე მართლა ვნერვიულობ,მგონია რომ შენსა და სხვებს შორის დიდი კედლის აშენება და დამალვა გინდა..
-არაფრის აშენება არ მინდა-ლაპარაკი შევაწყვეტინე გოგოს-უბრალოდ აქ ყოფნა არ მომწონს.
-მგონი მალფოი შენზე ცუდ გავლენას ახდენს.-ამოიოხრა წითურმა-ისე ცუდი წყვილი არ ხართ.-პირი გავაღე გასაპროტესტებლად,მაგრამ ჯინიმ ყურადღება არ მომაქცია და მხიარულად ჩაირბინა კიბე და კოშკისკენ გაუხვია.

ცოტა ხანს სასახლის დერეფნებში მარტო ვიბოდიალე.პლატაში რომ მივედი,ზიბინი დამხვდა, მალფოის საწოლზე ჩამომჯდარიყო და მომავალ ქვიდიჩის მატჩზე ესაუბრებოდა.ბიჭი დიდი შემართებით უყვებოდა გუნდის ახალ გეგმაზე და თავის გუნდს გამარჯვრბასაც უწინასწარმეტყველებდა.მალფოი კი ზანტად იზმორებოდა საწოლში და დებილივით იღიმოდა.კარს მოვშორდი და ურცხვად შევიჭერე ოთახში.მალფოიმ გამიღიმა და კიდევ ერთხელ ზანტად გაიზმორა.
-მგონი ზედმეტი ვარ.სიცილით თქვა ბლეზმა და კარისკენ გასწია.
ფისო საწოლზე დავსვი და მეც მის გვერდით დავსკუპდი.ფურცელი და ფრთა მოვიმარჯვე და წერილის წერას შევუდექი,სათქმელი ბევრი არაფერი არ მქონდა.მოვიკითხე,თბილი ტანსაცმლისა და წიგნების გამოგზავნა ვთხოვე.სულ ეს იყო.
მალფოი ინტერესით მაკვირდებოდა.
-ვის წერ?დაინტერესდა ბიჭი.
-დედაჩემს.ძალიან მომენატრა.მალფოის სახე შეეცვალა.ნაცრისფერი თვალები წყლით აევსო,მაგრამ თავი მოთოკა.არ მეგონა ასე თუ იმოქმედებდა.დიდხანს ვიჯექით უსიტყვოდ,ჩვენ-ჩვენ ფიქრებში გართული.
-რა თბილად ჩაგიცვამს.უცებ მომმართა მალფოიმ და სევდიანად გამიღიმა.
-დღეს დილიდან ძალიან ცივა.დავიჯღანე მე.
-დღესაც ჩემთან დაიძინე.ეშმაკურად ჩამიკრა თვალი დრაკომ.
-მოგცლია რა.ცხვირი ავიბზუე მე.ბიჭმა გაიცინა და წინ ჩამოყრილი თმა,თავისი გრძელი ლამაზი თითებით უკან გადაიწია.ამას ისე აკეთებდა გული ცუდად მიხდებოდა.

****
ისევ მალფოის მკლავებში გამეღვიძა.ოღონდ წარმოდგენა არ მქონდა აქ საიდან აღმოვჩნდი. დიდდად არც მაინტერესებდა,მთავარია თავს კომფორტულად ვგრძნობდი. საათს დავხედე ჯერ კიდევ შუა ღამე იყო,ალბათ დაძინებას ვაღარ მოვახერხებდი,ამოტომ მალფოის გაღვიძება დავაპირე. ჯერ ფრთხილად წავარტყი ხელი მკლავზე,ასე რომ ვერაფერს გავხდი ავდექი და ფართხალი დავიწყე,სანამ მის მკლავებს თავი არ დავაღწიე.მალფოი წამოხტა.თვალები სიბრაზისგან უელავდა,მაგრამ რომ დაინახა როგორ ვიცინოდი მის დაბოღმილ სახეზე,თვითონაც გაეცინა და ლოყაზე ნაზად მიჩმიტა.კიდევ უფრო ავკისკისდი.-გაჩუმდი თორემ ყველა გაიგებს.წაიჩურჩულა ბიჭმა და სწრაფი მოძრაობით გაიძრო გრძელმკლავიანი მაისური.მე თვალები ვჭყიტე და საწოლიდან გაპარვა დავაპირე..
-ნუ ნერვიულობ ბლექ,უბრალოდ დამცხა. ცბიერი მზერა მომაპყრო მალფოიმ.ენა პირში ჩამივარდა,აბა რა ნახევრად შიშველი მალფოი იდგა ჩემს წინ.ბიჭმა შედარებით თხელი მაისური მოძებნა,ისევ სწრაფი მოძრაობით დაფარა სხეული და თავის ადგილს დაუბრუნდა.ბიჭს ხელზე ბნელი ლორდის დამღა მოუჩანდა,შიშისგან ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მზერა ჭერს მივაპყარი,მალფოი ყველაფერს მიმიხვდა,ისევ ვერ შევძელი შიშის დამალვა.ვცდილობდი არაფერი შემმეჩნია ,მაგრამ ვრძნობდი როგორ მბურღავდა მალფოის მზერა. გული ისე მიცემდა მეგონა ნეკნებს ამოამტვრევდა და ამოხტებოდა.
-რისთვის გამაღვიძე?მკაცრად მკითხა მალფოიმ.კიდევ უფრო დავიძაბე.არ ვიცოდი რა მეპასუხა.
-ისე უბრალოდ.უაზროდ წამოვისროლე სიტყვები და მაშინვე ვინანე.
-მეტი გასართობი ვერ ნახე?საპირისპირო მხარეს გადავბრუნდი.დრაკომ დიდხანს იწრიალა,ეტყობა დაძინებას ვერ ახერხებდა .ვიგრძენი როგორ მომეკრო მისი თბილი და ძლიერი სხეული ზურგზე.ლამის დავდნი.
ასე გრძელდბოდა მანამ სანამ მალფოი საავადმყოფოდან არ გაწერეს.იმდენად ჩვეულებრივი გახდა მალფოის მკლავებში ნებივრობა ,რომ ალბათ მის გარეშე დაძინება გამიჭირდებოდა.....

******
დრაკო
არასოდეს მიყვარდა საავადმყოფოები და სულელური მიზეზების გამო ვარჯიშის გაცდენა.ყოველთვის ვცდილობდი თავი ადვილად გამომეძვრინა, მაგრამ ამჯერად იმდენად სასიამოვნო სტუმარი მყავდა ყოველ ღამე ,რომ კიდევ დიდხანს არ ვიტყოდი უარს ცუდად ყოფნაზე.
მადამ პომფრიმ პარასკევს საღამოს გამწერა.ჩემი ნივთები ავალაგე და სლიზერინი სსაერთო ოთახისკენ გავემართე.ოთახში შესვლა ვერ მოვასწარი რომ პენსი და მისი დაქალები მომეტმასნენ.
-როგორც იქნა კარგად ხარ.თვალები გაუბრწყინდა. დებილი გოგო.
-მომშორდი პარკინსონ და ეგენიც თან გაიყოლე.
ამ ორი კვირის მანძილზე ანას იმდენად მივეჩვიე, რომ სხვა გოგოები უკვე ნერვებს მიშლიდნენ.იმხელა კონტრასტი იყო მათ შორის...
-როგორც იქნა დაბრუნდი.სიხარულით სემეგება ბლეზი,ბიჭების ოთახში ასულს.-კარგია ხვალ ვარჯიში გვაქვს ,ცომ იცი ფორმაში მალე უნდა ჩადეგე.
-არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება,აუცილებლად მივიგებთ.
-შენი კნუტი სად გყავს?
-რა კნუტი? დავიბენი მე.
-ოოო ვითომ ვერ ხვდები? იმ გოგოზე გეუბნები,შენი გული რომ განმირა და თვალები დაგიბნელა.თამაშზე არ მოვიდეს თორემ დაგვღუპავს.
-ნუ აჭარბებ არავისაც არ გავუგმირივარ.
-ნეტავ განახა როგორ უყურებ.თან საძაგლობებსაც აგარ ჩადიხარ.აშკარად მისი გავლენააა.გაიკრიჭა ბლეზი.რა გინდა იმ უჟმურ პენსის კი სჯობს.საპასუხოდ ბალიში ვესროლე ბიჭს.ნუთუ მართლა ასე მეტყობა შეყვარებული რომ ვარ,ცხოვრებაში პირველად.არც ისეთი ცუდი ყოფილა.მაგრამ მთავარია ის რას მიპასუხებს.....


ესეც ახალი თავი.რაღაც მუზა მღალატობს ამ ბოლო დროს.დააფიქსირეთ თქვები აზრი,მადლობა ყველას :* :* :*



№1  offline წევრი Khaleesi

ეჰჰჰ მეც მინდა მალფოისთან ძილი

 


№2  offline წევრი Nina-

vaime dzaliam kargia :* :* male gaagrdzele <3 <3

 


№3  offline წევრი nia^_^

Maleee gagrdzelee raa... movkvi lodinit

 


№4  offline წევრი sa sa .)

მშვენიერია :) ეს ნახატი მომწონს :)) tongue

დააა მალფოი ანას მეჯლისზე როდის დაპატიჟებს ??? tongue lol lol

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent