იდეალური აზროვნება 9
^^^ და მართლაც რომ არ პატიობენ არასდროს, რადგან არ არსებობს პატიება, როგორც რეალური ფაქტი. ალბათ, მართლაც ეს უბრალოდ დადებითი ემოციებით უარყოფითი ემოციების გადაფარვაა... მაგრამ შეუძლია კი კარგმა ემოციებმა განცდილი ტკივილი დაგავიწყოს?! შეუძლიათ... კარგ ემოციებს ისიც შეუძლიათ თავიდან დაგბადონ, ახალი სიცოცხლე და ბედნიერი წამები გაუჩუქონ. ნინას აღარ ახსოვდა ერთთვიანი უბედურება, არც საავადმყოფოში გათენებული უამრავი ბნელი ღამე და პირველი მზის სხივი, რომელსაც მხოლოდ მაშინ მოჰქონდა საშინელი იმედგაცრუების განცდა მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გათენდა დაჩის გარეშე... თითქოს ეს ყველაფერი არც ყოფილა ისე ბედნიერად გრძნობდა თავს და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რატომ იყო ასე სასიამოვნოდ დაღლილი, სავარძელში გაღიმებული სახით ჭერს აშტერებოდა და ყურებში ჯერ კიდევ ესმოდა ნიკას ნათქვამი ორი სიტყვა: „გონს მოვიდა“. არ უნდა შეგვეშინდეს უარყოფითი ემოციების მაშინ, როცა ამდენი დადებითი ემოცია არსებობს... არ უნდა შეგვეშინდეს პატიების, როცა ის სულს გვიმსუბუქებს და გვაიძულებს ცუდის არსებობის მიუხედავად მაინც კარგის ვიწამოთ... ^^^ ისეთი იმედი ჰქონდა, ისეთი იმედი, რომ აღარ იგრძნობდა არანაირ სიცარიელეს, როცა დაჩი უკვე კარგად იქნებოდა... გაურკვევლობა ტანჯავდა ნინას. საკუთარი თავის არ ესმოდა და ეს საშინლად აღიზიანებდა. უკვე რამდენიმე კვირა იყო გასული, რაც დაჩი საავადმყოფოდან გამოწერეს, აბსოლუტურად ჯანმრთელი, თვალებში ეტყობოდა თუ რა ბედნიერი იყო ნიასთან... ნინა ცეკვავდა, სწავლობდა, მეგობრებს ხვდებოდა, ყოველ საღამოს ოჯახთან ერთად ვახშმობდა, მაგრამ ისე მაინც არ იყო რაღაც, უკვე რამდენიმეჯერ გამოიჭირა საკუთარი თავი თვალებს რომ აცეცებდა ქუჩაში, თითქოს ვიღაცას ეძებდა... ჩვენ ყოველთვის ვიცით პასუხი კითხვაზე თუ რა გვინდა, მაგრამ ძალიან იშვიათად გვყოფნის გამბედაობა ის ვაღიაროთ და მივიღოთ. ნინას დარწმუნებით შეეძლო ეთქვა გაბედული ვარო, მაგრამ ეს ისეთ ფაქიზს გრძნობებს ეხებოდა... ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთ იმედგაცრუებას დაჩის მხიარული ხუმრობებიც ვერ უშველიდა და ნინას ეშინოდა გარისკვის... ამიტომ თავის ფიქრებშიც კი არასდროს გაუმხელია თუ რა აკლდა მის ჩვეულებრივად მხიარულ ცხოვრებას... ^^^ -ნინა, ერთი წუთით შეიძლება? გოგონა ძლივს გამოერკვა ფიქრებიდან და ისე სწრაფად მობრუნდა ხელიდან ყველა ფანქარი დაუცვივდა. -ბოდიში, არ მინდოდა შენი შეშინება, უხერხულად უღიმოდა ახალგაზრდა და თან ფანქრებს უკრეფდა. -არაუშავს, ნინაც დაიხარა მისაშველებლად. -მე რატი ვარ, ბიჭმა ხელი გამოუწოდა და ისევ გაუღიმა. -სასიამოვნოა, ფანქრები მარცხენაში დაიჭირა და მარჯვენა ჩამოართა ბიჭს. -ნინა, მე კოტეს მეგობარი ვარ, არ მიცნობ, მაგრამ ძალიან დიდი სათხოვარი მაქვს შენთან. -რატი, კოტე უკვე თითქმის თვეა არ მინახავს. -ვიცი, რომ გირეკავს, ნინა. გოგონამ უცებ მზერა ფანქრებზე გადაიტანა. -მე...მე... აღარ ვპასუხობ, მოულოდნელად ისე ჩახედა თვალებში რატი სულ დაიბნა. -ეგეც, ვიცი... მოკლედ მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ მართლა მჭირდება შენი დახმარება. -კარგი, გისმენ. -ძალიან ცუდადაა, ბაკურიანის მერე თავიდან არაუშავდა, მაგრამ მერე... მერე სმა დაიწყო, სახლში თითქმის არ მიდის, ძალიან ნერვიულობენ მისი მშობლები. -ვწუხვარ, რატი, მაგრამ... -იქნებ უპასუხო და გაიგო სად არის, არ გთხოვ მიხვიდე, უბრალოდ ჩემს ნომერს დაგიტოვებ და როცა შეგეხმიანება მეც გამაგებინე, კარგი? -რა თქმა უნდა, მაგრამ მე უკანასკნელი ვარ, ვისაც რაიმეს ეტყვის. ბოლოს რომ ვუპასუხე კეთილგანწყობის არაფერი ეტყობოდა, ამიტომ დიდი იმედი ნუ გექნება, რომ რამეს მეტყვის. -მაინც ცადე, გთხოვ, ბიჭმა მობილური გამოართვა და თავისი ნომერი ჩაუწერა. მერე დაემშვიდობა და წავიდა. ლამის შეხტა მობილურის ხმა რომ გაიგონა და უცნაური შიშით დახედა. გაუხარდა მისი ძმის მომცინარი სახის დანახვა ეკრანზე და თითი ღიმილით გადაუსვა მწვანეს. -დაიკო, იდგები მანდ კიდევ დიდხანს თუ დაგვავალებ მე და ჩემს მანქანას და წამოხვალ? -მოვდივარ, მოვდივარ, ჩიდუდღუნა ნინამ და მანქანისკენ სირბილით წავიდა. -ჰე, რა გჭირს? ნინამ ღვედი გადაიკრა და ძმას გაუღიმა. -რა უნდა მჭირდეს? -დაჩი, უნივერსიტეტში მომაკითხე, იცი რამდენი ხანია ჩემთვის სადმე არ მოგიკითხავს? -არა, რამდენი? დაჩი მართლა ინეტერესით მიაშტერდა დას. -ბანკეტის მერე, ნინამ გაეცინა და დაჩიც აიყოლია. -მოკლედ, დღეს არის სამი თვე რაც მე და ნია ერთად ვართ, აქედან ერთი თვე კომაში ვიყავი და კიდე დამატებით ორი კვირა საავადმყოფოში, მაგრამ მაინც ხო სამითვე გავიდა არა? -ნინა ახარხარდა დაჩის სასაცილო გამოთვლებზე და მერე ისევ დასერიოზულდა ძმის გაბრაზებულ სახეს რომ წააწყდა, -მინდა ნიას ცოლობა ვთხოვო და შენ ბეჭედს ამარჩევინებ, ნინას სახეს ღიმილი საერთოდ ჩამოშორდა. -დაჩი, ნიაზე ხუმრობა ერთხელ ძვირად დაგიჯდა და მეორედ აღარ გირჩევ, სიტყვა გაუწყდა, როცა უფროსმა მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა. -მეკაიფები, ხო? რა ხუმრობა, გოგო? ლამის დაიყვირა დაჩიმ და ნინას გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა. -ცოლი მოგყავს? -ნინა, არ ვიცი ახლა რას გიზამ! დაჩის თვალები მღელვარებისგან აენთო. -ვაიმე, დაჩის ცოლი მოყავს, კიდევ უფრო მეტად ახარხარდა ნინა და ძმას მაგრად ჩაეხუტა, -კაი, ოღონდ ჯერ ნია დავითანხმოთ. -ჩვენ მხოლოდ ბეჭედს ავარჩევთ, დანარჩენს მე თვითონ მივხედავ, მაინც გაეცინა დაჩის და მანქანა ისევ დაქოქა. -მოიცა, ნიკას უთხარი ან მამას? -კი გუშინ, გიორგიმ ის გოგო ერთხელ მაინც ნაწყენი თუ ვნახე ერთხელ ჩემი ხელით გავამზადებ განქორწინების საბუთებსო და ნიკამ მაინც არ დაგთანხმდებაო, მოგონებაზე გაეცინა დაჩის. -დედასთვის არ გითქვამს? ნინას თვალები გაუფართოვდა. -ნწ, იმდენ რაღაცას შემეკითხებოდა და მერე მეტყოდა ხო უყურებ რამდენი რამე არ იცი ნიაზე ჯერ რა დროის ქორწილიაო, არ გახსოვს ნიკას რაები ჩაუტარა? -ლიზიკო და ნიკა ერთმანეთს მგონი წელზე მეტი ხვდებოდნენ. -კარგი რა, ნინა, მე მეგონა უფრო რომანტიკული იყავი, რად მინდა ერთი წელი ერთ ადგილას ყოფნა, ასე არ სჯობს? მერე თან, მეორე ძმისშვილი არ გინდა? ნინამ ამჯერად უბრალოდ გაიღიმა და დაჩის თავი დაუქნია. -წავედით ბეჭდის ასარჩევად, ისე ჩემი გათხოვების ამბავს თუ შეხვდება მამაჩემი ასე მშვიდად? -არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ განქორწინებით შენს საქმროს დაემუქრება და არა შენ... მოიცა, რა გათხოვება, ჰა? -დაჩი უბრალოდ ვიხუმრე, ნინამ თვალები აატრიალა და ფანჯარაში გაიხედა. ხან ფერი არ მოეწონა, ხან ფორმა, ხან თვალის ზომა, ხან ზედმეტად ნაზი ბეჭედი ნახა, მაგრამ ნინას რომ უთხრა ეს ოქროს ბეჭედი ძაან ოქროსფერიაო უმცროსმა დადიანმა ვეღარ მოითმინა და ისეთი უჩქმიტა დაჩი წამში გამოერკვა წინასაქორწინო ეიფორიებიდან და ბოლოს და ბოლოს ბეჭედი იყიდა... ^^^ -რამე მაინც მაჭამე, ბიჭო, ადამიანი არ ხარ? -მივალთ ახლა სახლში. -ჟმოტო, შენ. ნინამ მუჭი მხარზე მიარტყა და დარწმუნებული იყო თვითონ უფრო ეტკინა, მაგრამ მაინც კმაყოფილი დაეჭყანა უფროსს. დაჩიმ მანქანა დაამუხრუჭა და მობილურს დახედა, რომელიც გაუჩერებლად რეკავდა ბოლო რამდენიმე წუთი. ნინამ ნათლად დაინახა როგორ გადაუვიდა მუქი ფერები სახეზე დაჩის და მთელი სხეული დაძაბა სანამ ყურმილს აიღებდა. -გისმენ, უხეშად ჩასძახა აპარატს და ნინამ სმენა დაძაბა, მაგრამ პასუხი ვერაფრით გაიგონა. -ამის დედაც, ხელი არ ახლო შე ნაგავო, იცოდე ორივეს მიგამტვრევ რამე რომ დაუშავდეს, გაიგე? შენი დედაც... ნინასაც დაეჭიმა მთელი სხეული და თავი ვეღარ შეიკავა როცა უფროსმა მთელი ძალით მიაჭირა გაზის პედალს ფეხი. თითქოს არაფერი ესმოდა, ნინას არც ერთ კითხვას არ გასცა პასუხი, არც მის „ფრთხილად იარეზე“ რეაგირებდა. მხოლოდ ცოტა მოგვიანებით ისევ უეცრად დამუხრუჭებუს ხმამ ყურები ატკინა ნინას. -აქ იყავი, არ გადმოხვიდე! საშინელი სიმკაცრით ჩაილაპარაკა დაჩიმ და მანქანიდან გადახტა, ნინა ალბათ მოკვდებოდა აქ რომ დალოდებოდა დაჩი ისეთი განერვიულებული იყო, ამიტომ თვითონაც გადახტა და სირბილით გაეკიდა უკან ძმას. ნინამ ის აივანი იცნო რამდენიმე თვის წინ რომ უღიმოდა მოპირდაპირე ბარიდან და კატასტროფის მოახლოვება სხეულზე იგრძნო. -ნია...ნია... გაიგონა როგორ ღრიალებდა მისი ძმა და თვითონაც შევიდა ღია კარში. დაჩის პატარაობიდანვე ასე ემართებოდა... როცა რაღაცას ძალიან განიცდიდა გონზე მოსასვლელად რაღაც დრო სჭირდებოდა. ნინას მთელი არსებით ეტკინა მისი გახევებული ძმა უაზრო თვალებით რომ მიშტერებოდა დარჩიას როგორ მოექცია ქვემოდან ის არსება, ვისთვისაც მთელი დღე ბეჭედს არჩევდა დაჩი. საკუთარი გულის ცემა ესმოდა ნინას, ხელი სულ ოდნავ შეახო უფროსს და საშინელმა ღრიალმა ოთახის ჰაერი გაკვეთა. ნინამ ძლივს მოასწრო შეძრწუნებული დარჩიას თვალების დაფიქსირება სანამ დაჩიმ მთელი ძალით მოიქნია და კედელს შეანარცხა. ადრენალინის უზღვავი ნაკადი იგრძნო ორგანიზმში და ოთახს თვალი მოავლო, მზერა გაუშტერდა ნიაზე და წამით სრული უსუსურობა იგრძნო მის უემოციო სახეს რომ შეხედა. ინსტინქტურად წავიდნენ ფეხები გოგონასკენ და ნინამ ხელი დაუსვა მკლავზე. -ნია, შემომხედე, ნია, ყველაფერი კარგადაა, ნია, გთხოვ შემომხედე, უკვე მთელი ძალით ანჯღრევდა გოგონას და თვალი შეავლო მის სხეულს. კაბა სულ ოდნავ ჰქონდა ჩახეული, ნინას გაეღიმა კიდეც თავის ფიქრზე „ვერ მოასწრო“. ახლა უფრო იმედიანად შეხედა სახეზე და ნია ოდნავ წამოაყენა, თავისი მოსაცმელი შემოახვია და ცრემლები მოწმინდა. თითქოს ტვინში ზარებს სცემდა დაჩის ღრიალი და გოგონამ მობეზრებულად გადახედა ძმას. -ნიაკო, დამთავრა, ვერაფერს დაგიშავებს... გოგონამ თვალები ცრემლებით აევსო და ნინამ მთელი ძალით შემოხვია ხელები. -დაჩი, შეეშვი მაგას, ბოლოს ვერაფრით მოითმინა მისი ძმის შეშლილი სახე და ისევ ნიას დააშტერდა. მხოლოდ სხეულის მოახლოვება იგრძნო და ისიც როგორ ჩაიმუხლა მის გვერდით დაჩი. ნინამ ნელა შეუშვა ხელი ნიას და ფეხზე წამოდგა, ვერაფრით გაიხსენა როდის ჩამოსრიალდნენ საწოლიდან. ძალიან ძლიერი დარტყმა იგრძნო შიგნიდან, როცა დაინახა დაჩიმ როგორ მთელი ძალით მოხვია ხელები გოგონას და ვერ მიხვდა რატომ იგრძნო ტკივილი ბედნიერების ნაცვლად, როცა მთელი სახე დაუკოცნა ნიას და ძალიან თბილი, მშვიდი ხმით თხოვა რომ აღარ ეტირა. ნინას თითქოს სუნთქვა შეეკრა და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს რომ აღარაფერი დაენახა. -დაჩი, წავიყვანოთ, ხმაც არ იყო ნინასეული, საოცრად გაცრეცილი და უფერო იყო მისი ტონი. უფროსმა ხელში აიყვანა ნია ისე, რომ წამითაც არ მოუშორებია მისი სხეული და ნინას ანიშნა გაჰყოლოდა. -დადიანო, არ გაპატიებ ამას იცოდე! თითქმის კარში იყვნენ გასული დარჩიამ თავი რომ შეახსენა ყველას, ნიამ უფრო მეტად მოუჭირა ხელები დაჩის და ნინას მისი ძმის ხელახლა დაჭიმული სხეულიც არ გამოპარვია. თითქოს თავიდან განიცადა ყველაფერი, ყელში ისე მაგრად მიებჯინა რაღაც რომ ეგონა შუაზე გასკდებოდა. უცებ ყველაფერში ეს დარჩია დაადანაშაულა... იმაში, რომ მისი ძმის მძაფრი ემოცია მასაც ტკიოდა, ისიც, რომ არ იცოდა საიდან დაუგროვდა სულში ამდენი სიცარიელე და ვერაფერს უხერხებდა მარტოობის საშინელ განცდას უკვე სულ რომ თან დასდევდა. ახლა მართლა გაგიჟდებოდა ნინა, რაღაც რომ არ ექნა... თითქოს ძალა საერთოდ გამოაცალა დარჩიასნაირების არსებობამ და გვერდით მდგარ სკამს ცალი ხელით მაგრად დაეყრდნო... დაელოდა რომ იქნებ გონზე მოსულიყო როგორმე და მერე ისევ ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა. -დადიანო, გაოგონე, ყოველთვის მიმყავს საქმე ბოლომდე, დაჩი მთელი ტანით შემოტრიალდა უკან, ნინამ იგრძნო მის ყელში როგორ გასკდა ის დიდი ბურთულა და სხეულში ნაპერწკლებად გაიბნა... საოცარი ძალა იგრძნო, სკამს დაყრდნობილი ხელი მაგრად ჩაშჭიდა, მეორეც მიაშველა და მთელი ძალით მოიქნია დარჩიასკენ. -მოკეტე, ბოლოს და ბოლოს... თან დაიყვირა გოგონამ და წარბიც არ შეტოკებია ისე დააკვირდა როგორ წააქცია მოქნეულმა სკამმა ბიჭი და არც მის ძლივს წამოწეულ თავს და გაოგნებულ მზერას ჰქონდა რაიმე გავლენა ნინაზე, გული შეუღონდა, როცა იგრძნო როგორ იკრებდა ძალას ახალი ბურთი ყელში და სასწრაფოდ გავიდა სახლიდან. დაჩის მანქანას რომ მიაღწია უკან მოიხედა და ძმას უკანა კარი გაუღო. -მე დავჯდები, თვითონ საჭეს მიუჯდა და მანქანა რაც შეეძლო ფრთხილად დაქოქა. -ნინა, სად მიდიხარ? დაჩიმ უკანა სავარძლიდან გადმოსძახა დას. -სახლში. ძალიან დაღლილი ხმა ჰქონდა უმცროსს. -აქ დამელოდე ორი წამით დედას გავაფრთხილებ, დაჩის ჩუმად გადაულაპარაკა, თუმცა ნიას უკვე ეძინა და მაინც ვერაფერს გაიგებდა და სახლში სირბილით შევიდა. -ნინა, რა დაგემართა? გიორგი ფეხზე წამოდგა გაფითრებული შვილი რომ დაინახა. -მამა, დედა, ახლა დაჩი შემოვა და ჩუმად მიიღეთ, ნია ჰყავს თან და არ გააღვიძოთ შეეშინდება... -შვილო, რას ამბობ? ნატა ფეხზე წამოდგა და პირზე ორივე ხელი აიფარა დაჩის ხელში მძინარე გოგონა რომ დაინახა. -რა მოხდა? თითქმის ჩურჩულით იკითხა ლიზიკომ. -მერე გეტყვით, დაჩი, ჩემს ოთახში წაიყვანე, თავი დაუქნია ბიჭმა და კიბეებს ნელი ნაბიჯით აუყვა. -ნიკა, იქნებ ვინმე გააგზავნო ნიას სახლში, ის... ის ჯერ კიდევ იქაა და კარიც არ დაგვიკეტავს... -ნინა, დაჯექი ახლავე და დამშვიდდი, მკაცრი იყო გიორგის ხმა და ნინას მუხლები ისედაც ეკვეთებოდა, როგორც კი დაჯდომა გაახსენდა მოწყვეტით დაეშვა დივანზე. ბარბარეს ჭიქა გამოართვა და ცივი სითხე სასიამოვნოდ ჩაეღვარა სხეულში. გრილი ხელები სახეზე ჩამოისვა და თითქოს გულის ცემაც ნორმაში ჩაუდგა. -ვინ ის, ნინა, რა მოხდა? ნიკა დის წინ ჩაიმუხლა და ნინას ძალიან მოუნდა ახლა უფლება ჰქონოდა არაფერი ეთქვა. -დარჩია იყო ნიასთან და მგონი დაჩის დაურეკა, ჩვენ რომ მივედით ჯერ კიდევ არ იყო გვიან, მაგრამ ნიას ძალიან შეეშინდა და... -ღმერთო, ეს რა მესმის, ნატამ ისევ აიფარა სახეზე ხელები და ნინას გვედით დაეშვა დივანზე. -როგორ შეეშინდებოდა ბავშვს, დედა, რას შვება ახლა ნია? -არა, ნია კარგადაა, მართლა, მე დარწმუნებული ვარ არაფერი მომხდარა. ტუჩი აქვს გახეთქილი და მკლავზე რამდენიმე ადგილას ჩალურჯება ექნება ხვალ, თორემ ისე კარგადაა. ძალიან შეშინებული იყო, ნინამ სიცარიელეს გახედა და მოგონებაზე შეაჟრჟოლა. -ის დარჩია ნიას სახლში დარჩა? -ჰო, ნიკა, კარი შემტვრეული იყო და ვერაფრით დავკეტავდით, ნინამ სახეზე ხელები ჩამოისვა და კიბეებზე ჩამომავალ უფროსს გახედა. ნიკამ მობილური აიღო და ოთახიდან გავიდა. -როგორაა? ნატა შვილს მიეგება. -ძინავს, დაჩიმ მძიმედ გადახედა ოჯახს და ისიც ნინას გვედით დაჯდა. -ნინა, შეიძლებოდა მოგეკლა, იცი? დაჩიმ დას ხელი მოხვია და საფეთქელთან აკოცა. -სხვანაირად არ ჩუმდებოდა. ნინამ თითქოს თავი იმართლა. -კიდევ რაღა მოხდა? ნატას თვალები ცრემლებით აევსო. -ნინამ დარჩიას სკამი ესროლა, დაჩისაც ისეთი დაღლილი ხმა ჰქონდა... ნინამ წამით დააფიქსირა ოჯახის წევრების გაოცებული სახეები და მალევე მზერა აარიდა ყველას. -ძალიან მეძინება, დაჩის ახედა და ფეხზე წამოდგა. -ნია წევს შენს საწოლში, გადავაწვენ ახლავე, ნინამ ხელით გააჩერა დაჩი და კიბეებისკენ წავიდა. -სანამ მაგ ბეჭედს არ მიიღებს და საკურთხეველთან არ მიიყვან მანამდე იქ დარჩება და ამაზე არ ვდაობთ, უკან მოიხედა ნიამ და დაჩის უკმაყოფილო სახეზე ოდნავ გაეღიმა, მერე მამამისის მომცინარ სახეს შეხედა და ცოტათი დამშვიდებულმა შეაღო თავისი საძინებლის კარი. ^^^ -მაინც ვერ ვხვდები აქ რას ვაკეთებ... კიდევ ერთხელ ჩაიდუდღუნა დემეტრემ და ყელზე წაჭერილი ბაფთა ოდნავ მოუშვა. -მაგარი კაცი იქნებოდი ეს ქალივით წუწუნი რომ არ გიყვარდეს, ალექსანდრემ სიცილით გადახედა მეგობარს. -ძმას გეფიცები მე აქ არაფერ შუაში ვარ, ანდრეამ ხელები დანებების ნიშნად ასწია და დემეტრეს გვერდით ამოუდგა. დევდარიანმა ანდრეას მზერას თვალი გააყოლა და მოულოდნელად გაიღიმა. ალბათ ძმაკაცის ფრთხილ გამოხედვაზე... ან არა... -შენ რაც გინდა ის ქენი, ძმაო, მაგრამ მე ეს გოგო მეორე გაბრიაძესთვის არ მემეტება, ალექსანდრემ ნინაზე მიათითა. -არც მაგას ემეტება თავისი თავი, დემეტრემ გაიცინა და დადიანისკენ წავიდა, საოცრად ლამაზი რომ იყო მოკლე ატმისფერ კაბაში. ნინას მზერა წამსვე დაიჭირა და უცნაური დისკომფორტის გრძნობა გაუჩნდა, მაგრამ ღიმილი მაინც ვერ მოიშორა. -ბექა, თმა გაქვს გასასწორებელი, მხიარული ხმით გადაულაპარაკა დემეტრემ უმცროს გაბრიაძეს და სახეზე დააშტერდა. ნინამ ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა რომ ხმამაღლა არ გასცინებოდა. უცნაურად კარგ ხასიათზე დადგა მომენტალურად და მიხვდა მელანქოლიას ძალიან დიდი უფლებები მისცა ამ ბოლო ხანებში. -როგორ ხართ? გოგონებს გადახედა დემეტრემ და ახლა მათ გაუღიმა. -დემეტრე, კარგად შენ როგორ ხარ? ლიზიკომ გაიღიმა და სიცილი ვერ შეიკავა ბექა რომ მართლა თმის სწორებით გავიდა ოთახიდან. -დემეტრე, ეს ნიაა, დაჩის საცოლე. -გილოცავთ, სასიამოვნოა. -ყველას ცოლი მოყავს ჩემს გარდა, ალექსანდრემ გოგონებს გაუღიმა. ნინამ ანდრეას მზერა დაიჭირა და რომ არ გასცინებოდა გვერდზე გაიხედა. -დღეს არ უნდა ვიცეკვოთ? -მაგას კითხვა უნდა? ღიმილით უპასუხა გოგონამ. -ნიკა და დაჩი არ არიან? ანდრეამ დაძაბული ხმით ჩაილაპარაკა და ნინას ისევ გაეღიმა. -არა, დაჩის რეპეტიცია აქვს და ნიკას ხვალ პროცესი და უნდა მოემზადოს, ლიზიკომ დანანებით ჩაილაპარაკა. -როგორ შეიძლება ლამაზი საღამო დადიანების გარეშე, ნინამ მობეზრებულად გადახედა ახალმოსულს. -ნია, ეს ხატიაა, ლიზიკომ თავი აშკარად არაკომფორტულად იგრძნო. -გამარჯობათ, თქვენი მეგობარია? საოცარი გულუბრყვილობით იკითხა გოგონამ. -უბრალოდ ხატიაა ბექას და, ზედმეტად ჩვეულებრივად უთხრა ნინამ და გოგონას გაუღიმა, ნიას სახეზე სიწითლემ გადაურბინა და ნერწყვი მძიმედ გადაუშვა კისერში. დემეტრემ მიაგნო რასაც ეძებდა. -ვიცეკვოთ? ნინას თვალები გაუფართოვდა ხატიას კითხვის ადრესატი რომ დაინახა, ვერ დაიჯერა, მართლა წარმოუდგენელი იყო, რომ ის დემეტრეს ეპრანჭებოდა. ალექსანდრეს ჩაცინების ხმამ გამოიყვანა და თვალი მოაშორა გოგონას. დევდარიანი უცნაური იმედგაცრუებით მიშტერებოდა მის გვერდით მდგარ სუბიექტს, ზრდილობიანად გაუღიმა და არ ვცეკვავო უპასუხა. -მე ვცეკვავ, ნინა ვერ მიხვდა რატომ დაიძაბა მის უკან მდგარი ნია. და ისევ გადაიტანა მზერა ხატიას გვერდით მდგომ ბიჭზე. -გამარჯობა დავით, დემეტრე ჯერ კიდევ თვალს ვერ აშორებდა ნინას შეცვლილ სახეს და ვერ აიტანა რომ მისი ცვლილების მიზეზი არ იცოდა. -გამარჯობათ, დარჩიამ ყველას მოავლო მზერა, -ნია, როგორ ხარ? შეუძლებელი იყო ლიზიკოს შეშინებული სახის არ შემჩნევა, არც ნინას მობეზრებული მზერა გამოპარვია და მით უმეტეს არც ნიას დამფრთხალი თვალები. ჰო, და არც ის დარჩია ამ რეაქციებით საკმაოდ კმაყოფილი რომ ჩანდა. -პარაზიტი, ადამიანთა მოდგმის პარაზიტი, აი რა ქვიათ შენნაირებს, თითქოს გულიდან ამოხეთქა სათქმელმა და ნიას მაგრად ჩაშჭიდა ხელი. -ნინა დადიანი ზრდილობის ქალღმერთი როგორ არ გახდა მიკვირს, ხატიას ირონიული კილო იმდენად უადგილო იყო, რომ ნინა გაახალისა მისმა არსებობამ. -უი, უკაცრავად, თქვენნაირები უნდა მეთქვა, ნინამ გაიღიმა და დემეტრეს დისკომფორტის გრძნობა გაუღრმავდა. -ან ხორცმეტი, კიდევ არსებობს ბევრი შესაფერისი სიტყვა, ნინას გულიანად გაეცინა ნიას ნაზი ხმა სხვათაშორის ტონით რომ ალაპარაკდა. -ბოლოს რომ გნახე ასეთი გაბედული არ იყავი, დარჩია არაფრით ეშვებოდა გამოწვევებს. -დავით! ცეკვას აპირებდი, დემეტრეს მკაცრმა ხმამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, მაგრამ ნინას სხეული უკითხავად მოეშვა. მხდალი ადამიანები ვერასდროს უძლებენ ძლიერ წინააღმდეგობას, დემეტრეს დაძაბული სხეული კარგს არაფერს ჰპირდებოდა დარჩიას, ამიტომ მორჩილი სახით გაეცალა ხატიასთან ერთად. ნია დამშვიდდა, ლიზიკომაც ამოისუნთქა, მაგრამ დემეტრეს შეეკრა სუნთქვა ნინას თვალებს რომ გადააწყდა... ყველანაირი დისკომფორტი გაუქრა სხეულიდან... -ეს ნიკას სკოლაა? ალექსანდრემ ლიზიკოს ცოტნეზე მიანიშნა, რომელიც შორიახლოს დადიოდა და მოახლოვებას ვერ ბედავდა. -ნამდვილად, ღიმილით უპასუხა გოგონამ. -ქორწილი როდის გაქვთ? ანდრეას ტონს რომ სიფრთხილე არ შორდებოდა საოცრად ახალისებდა ნინას. -ერთ კვირაში, ბედნიერი ხმით ჩაილაპარაკა ნიამ. -მოსაწვევები მოგივათ, ალექსანდრეს შეხედა ნინამ და ისევ გაიღიმა, ანდრეამ დაძაბული მზერა შეავლო ჯერ დემეტრეს და მერე ძირს დაიხედა, ღრმად ამოისუნთქა.. -უიმე, ანდრეა, რა იყო, არ ვიკბინები, ვეღარ მოითმინა და გაეცინა ბიჭის დაძაბულ მზერაზე. დემეტრემ სხეულში სითბო იგრძნო, ნინას იმაზე უფრო უბრალო ხასიათი ჰქონდა, ვიდრე მას წარმოედგინა, სასიამოვნო იყო სიმარტივის დანახვა ნინაში. -შენ რისი ღირსი ხარ ახლა? ანდრეა ღიმილს ვერ იკავებდა. -აბა? რისი? ნინამ ხმამაღლა გაიცინა. ანდრეამ თავი გადააქნია და შვებით ამოისუნთქა. -შენი ქმარი წინააღმდეგი იქნება შენს წელზე ჩემს ხელს თუ დაინახავს? ლიზიკოს გაუცინა და საცეკვაოდ წაიყვანა. -მეც დამპირდა ვიღაც ცეკვას აქ... ალექსანდრე დატრიალდა და დემეტრეს მზერას შეეჩეხა. -მაგრამ ჯერ დიდი სიამოვნებით გავიცნობდი დაჩის საცოლეს, ნიას ხელი გაუწოდა და გაუღიმა. -ასე ხშირად შემთხვევით არავის შევხვედრივარ, დემეტრეს სახეზე უცნაური იყო სიმსუბუქის დანახვა და ნინას ეს ძალიან მოეწონა. -მე კი, აგერ ხატია შემეჩვია ძალიან, დევდარიანს ხმამაღლა გაეცინა. -ჰო, შენს შავ სიაში მოხვედრას სჯობს დედამიწიდან წახვიდე, გამომცდელი მზერა მიაპყრო გოგონას. -დარჩიას საიდან იცნობ? -კოლეგაა, ნინას თვალები გაუფართოვდა. -აჰ, ახლა ხომ ხვდები რა განსხვავებაა კარგ და ცუდ ექიმებს შორის? -ახლა? ახლა თუ ვხვდები? დემეტრე ახარხარდა, -შენ მგონი მართლა ყველაზე ჭკვიანი გგონია შენი თავი. -არ მგონია, ნინამ ბუზღუნით უპასუხა და დემეტრეს ისევ გაახსენდა მისი ტუჩების გემო. -ადვილია შენთან ურთიერთობა, ზედმეტად ადვილიც კი, დემეტრეს ხმაზე ნინაც დაიძაბა. სულ აინტერესებდა რისი შედეგი იყო ის მუდმივი სიმკაცრე და უხეში ტონალობა სულ რომ თან ახლდა დევდარიანს. სხეულში უცნაური იმპულსები იგრძნო დემეტრე რომ მიუახლოვდა. -თუ შავ სიაში არ ხარ, ნინამ გაიღიმა, მაგრამ ის მუსიკა უცნაურად მოქმედებდა. -დღეს არ გიცეკვია, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა გოგონასკენ. -არ მითხრა, რომ ჩემი ცეკვა მოგწონს, ნინამ გაღიმება ვერაფრით შეძლო. -გიკვირს ხო? უბრალოდ კეთილი გული მაქვს, დემეტრეს თვითონ გაეცინა ნინას ფრაზა რომ გაიმეორა, გოგონას ის უფრო გაუხარდა რომ ახსოვდა. -დემეტრე, ნუ მეთამაშები. ნინას ხმაში უფრო თხოვნა იგრძნობოდა, ვიდრე მოთხოვნა და დემეტრეს სასიამოვნო დაძაბულობა გაუქრა სხეულიდან. -ნინა, გთხოვ არ იფიქრო... -რომ არაფერს ნიშნავს? დემეტრეს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სახეში მაგრად გაარტყეს...დამსახურებულად. -უკვე არ ვიფიქრე, ნინამ თავი ძირს დახარა და დემეტრე ვეღარ ხედავდა მის თვალებს. -მაპატიე, დევდარიანის ხმა გულიდან ისმოდა. ნინა მართლა ვერ მიხვდა რისთვის სთხოვდა პატიებას, მაგრამ დემეტრეს ხმა აღარ იყო მხიარული, ოდნავადაც კი... -რომ ამის გაძლება მოგიწევს, ნინამ გაოცებული თვალები მიაპყრო დევდარიანს და არ იცოდა რა უნდა ეფიქრა, ვერ მიხვდა მის მინიშნებებს. მაგრამ დემეტრემ შემრიგებლურად გაუღიმა და ლოყაზე ოდნავ შეახო თითები. გოგონას წამით ეგონა რომ აკოცებდა, ან ჩაეხუტებოდა, ან რამეს კიდევ იტყოდა, მაგრამ არა... დემეტრე არასდროს აკეთებდა იმას, რასაც მისგან ელოდნენ. ნინას ცხვირი აეწვა ვერწამოსული ცრემლებისგან. ^^^ -მოდი აქ, დაჯექი, დაჩის მკაცრს ხმაზე ნინას ლამის ხელიდან გაუვარდა წიგნი და გაოცებული მიაშტერდა ნია მას და ლიზიკოს შორის რომ ჩააჯინა. -რა ქენით წვეულებაზე? ვის ელაპარაკეთ? ნინას ფერები გადაუვიდა, მისკენ მომართული მკაცრი მზერა რომ დაინახა. ნიკას გაოცებულმა დახედა. -რა გალაპარაკებდათ დარჩიასთან? რამე რომ კიდევ დაეშავებინა? ნინას გაეღიმა დაჩის გაბრაზებულ ხმაში იმდენი მზრუნველობა ამოიკითხა. -მოიცა, დაჩი, ნიკა ნელი ნაბიჯით გამოემართა მათკენ. -ჯერ ერთი, ჩემს ცოლს, დას და რძალს ნუ უყვირი, უმცროსს გაუღიმა, -და მერე მეორე, არ გინდა ნახონ? მოაგვარე! ხელები გაგების ნიშნად გაშალა და დაჩის სერიოზული მზერა მიანათა. უმცროსმა კიდევ გადახედა გოგონებს და ნია ისევ წამოაყენა. წელზე ხელი მოხვია და ისე გავიდნენ ოთახიდან. -ასე შეყვარებაც არ შეიძლება, სულ გამოშტერდა, ნინას გაეღიმა ნიკას კომეტარზე. -შენს ძმას ნუ დასცინი, გიორგის მხიარული ხმა მოესმა გოგონას და მიხვდა ყველაფერი გაიგონა. -ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მომეცა ეს შანსი და რას მთხოვ, მამაჩემო, ახლა ნიკა ჩაჯდა ნინას და ლიზიკოს შორის. -რაო დარჩიამ ისე? ჯერ დას გადახედა მერე ცოლს და ლიზიკომ უცებ გაიღიმა. -არაფერი მნიშვნელოვანი, დემეტრე და მისი მეგობრები იყვნენ იქ, ნინა თვითონ დარჩა გაოცებული თავისი რეპლიკიდან და უხერხულად გაიღიმა, სულ გაწითლდა სახეზე. -ნუ მომაშტერდი, ნიკას დაუბღვირა. -ამასაც ამდენი ხანი ველოდი და, ნიკაც კი გაოცებული იყო. -მაგრამ... ნიკას სიტყვა გააწყვეტინა მობილურის ხმამ და გაეცინა წარწერას რომ დახედა. -გისმენ, დემეტრე, ღიმილით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. ნინა ჯერ კიდევ გაწითლებული იყო სახეზე, მეძინებაო უთხრა მამამისს და თავისი ოთახისკენ წავიდა. ლამის თავი გაუსკდა ფიქრისგან, მაგრამ ვერაფრით მიხვდა რაზე იყო დემეტრეს ბოდიში, ვერაფრით მიხვდა რატომ იძაბებოდა სულ ასე, ზოგადად მისი სიმშვიდე და გაწონასწორებულობა მოსწონდა ნინას. ისეთი მობილიზებული იყო ყოველთვის, მაგრამ მასთან ვერაფრით ინარჩუნებდა ამ ყველაფერს და ნინას გული ძალიან დასწყდა ამის გააზრებისას. მართლა არ ესმოდა რატომ არასდროს იყო დემეტრე თბილი... -გამოგიშვა? ნიას გაუღიმა. -რა ბრაზიანია ხოლმე შენი ძმა, ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ და მის გვერდით წამოწვა. -ნიაკო, არასდროს დაანახო დარჩიასნაირებს შიში, -აღარ ინერვიულო რა იმაზე, თითქმის სამი კვირა გავიდა. -ჰო, თანდათან ემოცია მიქრება, თან დაჩისთან ერთად ისე მარტვივია, მთელი სახე გაუბრწყინდა ნიას. -აქ ხართ? ლიზიკო მათ შუაში ჩაგორდა და ორივეს გაუღიმა. -ნინიკო, დღეს ძალიან მამაცი იყავი და პირნათლად შეასრულე შენი ძმების მოვალეობა, ლიზიკომ მაგრად აკოცა ლოყაზე და ორივეს ჩაეხუტა. რა აძლიერბთ ადამიანებს? ახლობლების ბედნიერი სახეები, მშვიდი საღამოები იმათთან ერთად, ვინც უყვართ და სიმშვიდის განცდა... ხო ეს ყველაფერი ნინასაც აძლევდა ძალას. -ძალიან მამაცი ხარ, ნინიკო, ძალიან, ძალიან... ისევ ჩაილაპარაკა ლიზიკომ და ნინას კიდევ აეწვა ცხვირი შეკავებული ცრემლებისგან. -დამიბრუნეთ ჩემი ცოლი, ნიკამ კარი შემოაღო. -ამაღამ დაგვიტოვე, რა, ნიამ გაიღიმა ნიკას გაბუსხულ სახეზე. -მალე მოდი, ხმადაბლა ჩაილაპარაკა და კარი მიხურა. ნინამ რძლებს გადახედა და გაეცინა. -შენ წადი, სანამ ჩემმა ძმამ ტირილი დაიწყო, ლიზიკოს ხელი გააშვებინა და ფეხზე წამოდგა, შენ დაიძინე, ნიაკოს დაეჭყანა. -მთელი სამი კვირა დაჩი შენზე გაბრაზებული რომ დადის თუ ამჩნევ, სიცილით უთხრა. -ეგ როგორ გამომეპარებოდა? -რას ერჩი ისე? ლიზიკო ფეხზე წამოდგა. -კარგი რა დაჩის სახეს რომ ვუყურებ სიცილით როგორ არ ვკვდები მიკვირს, ნინამ გაიცინა, -თანაც ამასაც ასე ერჩივნა, ხო? სარძლოს გაუღიმა და თვალები დააწვრილა. -საერთოდ, მადლობა მითხარით დილით დაჩის ვიზიტებს რომ არ ვიმჩნევ, ორივემ ხმამაღლა გაიცინეს აჭარხალებულ ნიაზე. -ვაიმე ეს ისეთი მორცხვია როგორ გაუძლებს ჩემს ძმას არ ვიცი, ნინა ოდნავ შეირყა ნიასგან ნასროლი ბალიში ზუსტად თავში რომ მოხვდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.