შენი არსებობა ნულს ჰგავდა (თავი 5)
საშინელი გრძნობა მეუფლება. ყოველ ღამე მაღვიძებს კოშმარები და ძილს ვეღარ ვიბრუნებ. გარეთ გასვლაც მიჭირს, მგონია ჰაერი აღარ მყოფნის და ისტერიკა მიტყდება, აქ გაჩერება ჩემთვის დღითიდღე გაუსაძლისი ხდება. მშობელბს რამდენჯერმე ვთხოვე უკან დავებრუნებინე, თუმცა მტკიცე უარი განმიცხადეს, სადაც ხარ იქ დაეტიეო. მამიდაჩემი გავაგიჟე, პირი გაიკერაო მოახსენა მშობლებს, მართალიცაა, საჭმელს მე არ ვეკარები და ლაპარაკით ხომ საერთოდ არ ვიწუხებ თავს. არ არის თაკო ცუდი ქალი, მაგრამ რაღაც სტრანნია. მე ვერ გავუგე. აქ ყოფნისას რამდენჯერმე დამიკავშირდა სოფი, ანომაც მომიკითხა და რამდენიმე თვეში უკვე მე აღარ ვპასუხობდი. ძაან ცუდად ვიქცევი, მაგრამ მინდა წარსული სამუდამოდ დავივიწყო, მინდა ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტო იმ ადამინებთან, რომლებმაც დედაჩემს ჩემს აქ გამოგზავნაში ხელი არ შეუშალეს. უამრავი რამ შევისწავლე გერმანიაში, თითქმის ყველაფერი მოვიარე, რამდენჯერმე საფრანგეთშიც ჩავედი გაცვლითი 2 თვიანი კურსებით. მოკლედ რომ ვთქვა ცხოვრება ამეწყოსავით... ზუსტად ერთი წელი იყო გასული ჩემი გერმანიაში ჩასვლიდან დედაჩემმა რომ გამოაცხადა თბილისში ბრუნდები, გეყოო. კინაღამ გადავირიე, სწორედ ახლა როცა ყველაფერი დამილაგდა და ამეწყო, ისევ აფუჭებს დედაჩემი, ისევ მინადგურებს ნაშრომს და ცდილობს რომ ყველანაირად შემიშალოს ხელი. ვერაფერი გავუგე ამ ქალს, გულში კი ვიმუქრებოდი სრულწლოვანი რომ გავხდები ამ ქალთან აღარ გავჩერდებითქო. მაგრამ ბედი ჩემი, რომ სრულწლოვნებამდე კიდევ 2 წელია დარჩენილი. ავბარგდი და კვლავ თბილისში დავბრუნდი. ერთი მხრივ მიხაროდა კიდეც, მაგრამ გერმანიის დატოვება მაინც არ მესიამოვნა. უხმაუროდ, ყველასგან უჩუმრად ჩავედი თბილისში, აი ისე როგორც მე მჩვევია. მთელი დღე ოთახში ვიჯექი, მერე ძველი ნომრების ბლოკნოტი გადმოვიღე, თითქმის ყველას ნომერი ზეპირად მახსოვდა, სულ ბოლო ფურცელზე წითელი ფლომასტრით, დიდი ასოებით ეწერა "ჩემი ცხოვრების აზრი", ქვევით კი ადვილად დასამახსოვრებელი ნომერი, დიდხანს ვუყურე სხვადასხვა ციფრებს, მერე ტელეფონი ავიღე და ციფრები ნელა ავკრიფე. მაშინვე აიღო. გოგონას კისკისმა ყურები დამიგუბა, პირი ძლივს გავხსენი და დუდა ვიკითხე. -ეხლავე მივუტან-გამცა პასუხი უცხომ, რამდენიმე წამში დუდას ბოხი და ხალისიანი ხმა გაისმა. -გისმენთ -დუდა-ამოვიბურტყუნე მე. -რომელი ხარ? და აი აქ მოვკვდი, ნუთუ ვერ მიცნო? ასე მალე? მე მას ასე მალე დავავიწყდი? და ყველა ის მოგონება? და ყველა ის თბილი სიტყვა, ჩახუტება, კოცნა? -მე.. დუდა ქეთა ვარ. -ვაა-ვიგრძენი რომ მასაც გაუკვირდა -ქეთა, რაშვები -რავიცი, მე.. შეიძლება გნახო? -აუ რავი, კი შეილება, ხვალ გნახავ კაი? -ხო, ხვალ. -კაი წავედი, გამიხარდა რო ჩამოხვედი. -დარწმუნებული ვარ ტელეფონი გავთიშე და გვერძე მოვისროლე. ნერვიულად ამოვისუნთქე და საწოლზე გადავეშვი. კარგი. ახლა საჭიროა სიმშვიდე და მობილიზება. არ უნდა ავღელვდე, არ უნდა ვინერვიულო და არ უნდა ვანახო რომ კვლავ გულში მიზის. არადა როგორ მეწყინა გოგონამ რომ აიღო მისი მობილური, როგორ არ მინდოდა ასე მომხდარიყო, თუმცა ერთი მხრივ მართალიცაა, ერთხელ მაინც ხომ უნდა მომეკითხა, საერთოდ ყველა დავივიწყე, მაგრამ ფაქტია თვითონაც არ ვადარდებდი. აფორიაქებული დავბოდიალობდი აქეთ–იქით, საბოლოოდ კლასიკურად გამოვეწყვე, მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე და კაფისკენ ავიღე გეზი. ოფლი მასხავდა და ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი. რომ მივედი იქ არ დამხვედრია, ამიტომ პირდაპირ სააბაზანოსკენ ავიღე გეზი, თავი მოვიწესრიგე, ცოტა ხანს სარკეს მივაშტერდი და საბოლოოდ ვინებე გარეთ გამოსვლა. მიყუჟულ ადგილას მოვთავსდი და ყავა შევუკვეთე. რამდენიმე წამში ვიგრძენი, რომ სილუეტი მიახლოვდებოდა, ღრმად ამოვისუნთქე და უკვე ჩემს წინ მოკალათებულს გავხედე. ოდნავ იყო შეცვლილი, ძალიან ოდნავ, მაგრამ მაინც შესამჩნევად ეტყობოდა. წარბზე ნაკერი ედო, სახეზე კი რამდენიმე ადგილას მკვეთრად ემჩნეოდა სიწითლეები, საშინლად მივამსგავსე ნაჩხაპნებს და ვიფიქრე იჩხუბამეთქი. დუდასგან გასაკვირი რა იყო?! –როგორ ხარ?–გამიღიმა და თვალი თვალში გამიყარა. –ძველებურად დუდა–ჩუმად ჩავილაპარაკე და დავდუმდი. –ქეთა, მე ვფიქრობ რაღაც–რაღაცეები გასარკვევი დაგვრჩა, პროსტა იცი არ მევასება ეს გარჩევები. –არა–ნერვიულად გავიცინე –არაფერი დაგვრჩა გასარჩევი, უბრალოდ მოგინახულე. –არ გიხდება ეს ტყუილები, დარწმუნებული ვარ იმდენი კითხვა გაქვს ჩემთან მაგრამ შენი თავმოყვარეობის გამო ვერცერთს ვერ მკადრებ–ირონიულად ჩაიცინა და მიმტანს ლუდი შეუკვეთა. –კარგი. თუ ასე გინდა მაშინ მომიყევი, მომიყევი რატომ ვარ უბედური, რატომ არ აგვეწყო ურთიერთობა, მითხარი რა მოხდა, რატომ გამიშვი და რატომ აღარ ცადე ჩემი დაბრუნება?! მიდი დუდა, მომიყევი ასე არ გიყვარდი?! არაფერს ვნიშნავდი შენთვის? რამდენიმე წამიც და გავტყდი, ცრემლები გაუჩერებლად მცვიოდა და დუდასთვის ყურებას ვეღარ ვახერხებდი, რამდენიმე წამიანი სიჩუმე დუდას ცინიკურმა სიცილმა დაარღვია. რაიმე სასაცილო ვთქვი? –ისევ ისეთი ბავშვი ხარ! საერთოდ არ გაზრდილხარ ქეთა, საერთოოდ! დამცინოდა, ისიც გაუჩერებლად დამცინოდა და მე მივხვდი რომ ძველი დუდა, რომელიც მხოლოდ მე დავინახე და ისიც რამდენიმე თვით უკვე კარგა ხანია გამქრალიყო და ის საზარელი, ცინიკოსი უგულო და უსიყვარულო არსება დაბრუნებულიყო. ცრემლები მოვიწმინდე, სიმწრისგან გავიცინე ღირსიც ვყოფილვართქო მივაძახე და კაფე სწრაფად დავტოვე. აი რატომ ჯობდა გერმანიაში დარჩენა, ეს ყველაფერი ამად არ მიღირდა, ამდენ წამებად არაფერი მიღირდა. ერთ საათში რადიკალურად შევიცვალე, და ისევ დავუბრუნდი იმ ადგილს, დედამიწის მეორე მხარეს, ანუ დუდასგან ძალიან შორ მხარეს... დეჟავუს შეგრძნება მაქვს, თითქოს იგივე მეორდება რაც რამდენიმე წლის წინ და მეც მონატრება არ მანებებს თავს. ჰო, ხშირად ხდება რომ ადამიანზე მეტად მასთან ერთად გატარებული დრო გიყვარს და გენატრება, ზუსტად ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ღამით რამდენჯერმე დამირეკა, თუმცა მისი აგდებული და ცინიკური საუბრის თავი არ მქონდა. ნერვებმოშლილი დავბოდიალობდი სახლში და ყოველ წამს ვისმენდი დედაჩემის საყვედურებს, რომლებიც ჩემი დაღრეცილი სახის წინააღმდეგ მოდიოდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ქონდა და ოთახში ჩავიკეტე. ახლა აქ დავიწყე ბოდიალი და ნერვიულობისგან ათივე ფრჩხილი დავიჭამე. 10 საათზე სოფისთან წასვლა გადავწყვიტე, რაზეც ორივე მშობელი „ამიშარდა“. კინაღამ ავფეთქდი, სიბრაზისგან ყელზე ძარღვებიც კი დამეჭიმა, ეგღა მაკლდა 1 წლის უნახავი დის სანახავად არ გავეშვი, ისედაც მომბეზრდა აქ ცხოვრება და სოფისთან გადავალმეთქი გამოვაცხადე და სახლიდან წამოვედი. სოფის ისე გაუხარდა ჩემი ნახვა ნახევარი საათი გიჟივით დახტუნავდა და მეხვეოდა. –მოყევი შენ და ეკე რაშვებით –უფ–ხელი აიქნია სოფიმ –სულ ვჩხუბობთ, სულ ეჭვიანობს და ლამისაა ვცემო–გადაიხარხარა,მეც გავიცინე როდესაც წარმოვიდგინე როგორ ცემს ერთი ციდა სოფი ერეკლეს. –კარგი ერთი–თვალები მოვჭუტე –ეჭვიანობ იმიტომ, რომ შენზე გიჟდება. –აღარ ვიცი–ამოიოხრა–მალე სწავლა დაიწყება, უნივერსიტეტში ჩავირიცხე და ისევ უკან მიწევს დაბრუნება, ერეკლეს ვერ ვეუბნები ისე მეშინია.. –უკან? ხომ არ გაგიჟდი?–გაცოფებული წამოვხტი. –ქეთ, შენ არ გესმის, მინდა სწავლა იქ დავამთავრო, მერე კარიერა თავისით ამეწყობა, იქ ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, მე მინდა რომ ჩემს მომავალზე ვიზრუნო. –კაი რა–გაბრაზებულმა გავხედე სოფის –არ ღირს იქ დაბრუნება, შენ აქ ეკე გყავს და უბრალოდ არ უნდა დაკარგო ის, რადგან მე დღეს უკვე გავაცნობიერე, რომ სულ რაღაც 1 წელიწადში ადამიანები ბოლო დონემდე იცვლებიან. –კაიი?–გაფართოებული თვალებით შემომხედა დამ –შეხვდი დუდას? –შევხვდი.. და საბოლოოდ დავუსვით ყველაფერს წერტილი, ვერც კი წარმოიდგენ მან მე აბუჩად ამიგდო და დამცინა, გჯერა? ყველაფერთან ერთად დამცინა. გაოცებულ სოფის ყველაფერი ზედმიწევნით მოვუყევი და დასაძინებლად წავედი. სოფიმაც დიდი სიამოვნებით მიმიღო თავის ბინაში. დაახლოებით 2 საათი იქნებოდა კარზე გაბმული ზარის ხმამ რომ გამაღვიძა, რამდენიმე წუთი ველოდე, ზარის ხმა რომ არ შეწყდა, მივხვდი სოფის გაგუდულს ეძინა, ხალათი შემოვიცვი და კარისკენ წავედი. საჭვრეტიდან ფეხზე ძლივს მდგომი, მობარბაცე ეკე რომ დავინახე გული კინაღამ შემიწუხდა, კარი გავაღე და მისალმების ნაცვლად გავუღიმე. –ვაიმე, ეს ვინ ჩამობრძანებულა–სასაცილო ხმით ალაპარაკდა ერეკლე და სახლში შემოაბიჯა. –შე ლოთო–გადავიკისკისე და ეკეს კისერზე ჩამოვეკიდე. –მოგვენატრე ქეთუთა–ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა –ჩემი პრინცესა მინდა–ბრძანება გასცა და სოფის ოთახს გახედა. –ჩუ–საჩვენებელი თითი ტუჩებზე ავაფარე–არ გამიღვიძო ჩემი კუსკუსა დაიკო. –გააღვიძე–დაიგრგვინა–ცოლად უნდა მოვიყვანო! –ხო აბა სიცილისგან ვიგუდებოდი და თან ერეკლეს მისაღებისკენ მივათრევდი სოფი რომ არ გაეღვიძებინა. –ქეთუთა–ღმერთო რა სასიამოვნოა როდესაც ქეთუთას გეძახიან –გააღვიძე, თორე მე გავაღვიძებ, სხვანაირად–თვალი ჩამიკრა და კვლავ ოთახს გახედა, საიდანაც სოფის ფშვინვა ისმოდა. –ოხ ერეკლე!–ოთახისკენ წავედი და და რამდენჯერმე შევანჯღრიე, საბოლოოდ თვალები ჭყიტა, მე რომ დამინახა სახეში ისე მწარედ გამარტყა სილურჯეც კი დამეტყო. –იდიოტო–ნატკენზე მოვისვი ხელი –რა ჩემი ბრალია თუ შენი მაჩო შუა ღამისას შენს გაღვიძებას მთხოვს. –რა?–გაშტერებულმა შემომხედა. –რა და ჩაიცვი დაიკო, თხოვდები. –შენ ხო არ ურიკინებ გოგო?–ფეხზე წამოხტა და მაინც კარადისკენ გაემართა, მის ამ ქცევაზე გამეცინა. –არა–გავუღიმე –წავედი, მისაღებში სიძე მელოდება–ენა გამოვუყავი და გვერდით გავიწიე რომ მისი ნასროლი ბალიში არ მომხვედროდა. მისაღებში გავვარდი და ეკეს სიცილით მოვუყევი წამების წინ მომხდარი ამბები. ყავა გამიკეთეო მთხოვა და მეც დამჯერი შვილივით გავიქეცი სამზარეულოში. რომ გამოვედი სოფი დამხვდა ეკეს კალთაში მოკალათებული, თან რაც მთავარია გამოპრანჭული. –რაიყო მართლა კი არ თხოვდები–წავკბინე და ეკეს ყავის ჭიქა დავუდგი წინ. –არაუშავს, გათხოვდება უახლოეს მომავალში. –ეკე ანო როგორაა?–ჩემს გასაგონად იკითხა სოფიმ. –უი ანო ძაან მაგრად, გულაობს რა, ეგვიპტეში გავუშვი. უხერხულად გავხედე ეკეს და თმა უკან გადავიწიე. არადა როგორ მომენატრა ჩემი ანუკი, როგორ ვაწყენინე, ისე მინდა მოვეხვიო და კარგა ხანს არ მოვშორდე, როგორ მინდა ყველაფერი მოვუყვე და ჩემი გულისტკივილი მასაც გავუზიარო... ***************** ეს "ღამე დადგომები" და ამბები კიდევ დიდხანს გაგრძელდა, ერეკლე ყოველ ღამე მოდიოდა, ხან ყავა მოუნდებოდა, ხან ის, ხან ეს, სხვათაშორის დამღალა. თანაც გავაანალიზე რომ მე ყოველთვის ზედმეტი ვიყავი, იქნებ რისი გაკეთება უნდოდათ, ამიტომ სოფის გამოვემშვიდობე და ისევ მშობლებს მივადექი. –ასე წინ და უკან როდემდე უნდ იარო?–სახლში შესული არ ვიყავი დედაჩემმა კამათი რომ დამიწყო. –თუ რაიმე პრობლემაა მითხარი დედა. –კი არის–მკაცრი სახე მიიღო –შენ ჯერ არასრულწლოვანი ხარ და კიდევ ერთი წელი მოგიწევს ჩემს ნებაზე იარო, ამიტომ სახლიდან აღარსად აღარ წახვალ ძვირფასო. –იმედია ეს 1 წელი ძალიან მალე გავა ძვირფასო–მისი ხმის ტემბრში გავიმეორე და ოთახში შევბარგდი. არა, ერთის მხრივ მართალიცაა, მეც მომბეზრდა ეს აქეთ–იქით კონწიალი, როგორც კი მეთორმეტე კლასს დავამთავრებ და უნივერსტეტში ამოვყოფ თავს ბინას დავიქირავებ და ყველანაირად შევეცდები ისე ვისწავლო, რომ ფული გადამიხადონ, თუ არადა ცოტას მომეხმარებიან... *ქეთ დღეს წვეულებაა ეკესთან, ანო ჩამოდის, გთხოვ მოდი 7 საათზე, არ აწყენინო შენს დაქალს* -შემატყობინა სოფიმ. საწოლიდან წამოვიზლაზნე, კარადაში რასაც ქვია ჩავძვერი, ვერაფერი ვერ მოვნახე რომ ჩამეცვა, ძველი ტანსაცმელები გადმოვქექე, რაღაცეები მივაჭერ–მოვაჭერი, ჩავიცვი და მაინც არ მომეწონა, უპროპორციო იყო, ერთი ორი ამოვიტირე, მერე მამაჩემს ფული გამოვძალე და რუსთაველზე გავედი. რამდენიმე კაბა ავარჩიე, სახლის სარკეშიც მოვიზომე და კინაღამ ნარცისად ვიქეცი ისე მომიხდა. 3 კაბიდან არჩევანი თეთრ, მოკლე, გაშლილ კაბაზე გავაკეთე... ნუ რათქმაუნდა მე სახლიდან 8–ის ნახევარზე გავედი, ფაქტიურად ერთი საათით დავაგვიანე, ჩემი მთავარი მეთოდია დაგვიანების ეფექტი, ვგიჟდები როდესაც ყველა მე მაშტერდება, ცოტა მძაბავს, თუმცა მაინც სასიამოვნოა. სახლში რომ მივედი იმედები გამიცრუვდა, სულაც არავინ მომშტერებია როგორც გერმანიაში ხდებოდა, მერე მივიხედ–მოვიხედე და ყველა თავის პონტში იყო, სიტუაცია თავიდანვე ავითვალწუნე და პირველ სართულზე წითელ პუფში ჩავესვენე. როგორც გავარკვიე ანო უკვე მოსულიყო და ზემოთ ოთახში იცვლიდა. მეც თვალები გამიბრწყინდა და ზემოთ ავვარდი, ანოს ოთახის კარი დაუკაკუნებლად შევაღე და ჩემს უნახავ დაქალს მთელი ძალით მოვეხვიე. -მენატრებოდი–ჩამჩურჩულა ანომ. –მეც, შენს გარეშე უკვე ვეღარ ვძლებდი. ********************* ისევ წითელ პუფში ვიჯექი და გარემოს ვათვალიერებდი, ანო ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა და როგორც შევატყვე ეგვიპტის ამბებს უყვებოდა. დუდა უკვე შევამჩნიე, რამდენჯერმე გამომეჩხირა თვალში თავის ძვირფას მარიამთან ერთად. გული ისე დამწყდა მოჟამული სახით ვიჯექი და არავის არ ვუღიმოდი, არა, ეს მარიამი ძაან მშვენიერი გოგო ჩანდა ყველაფრით, მაგრამ დუდასთან? ეჰ... რამდენიმე წამი კედელს მიშტერებული ვიჯექი, როდესაც ჩემს მოპირდაპირე პუფში წითელკაბიანი ქერა გოგონა დაეხეთქა, თვალი გავუსწორე და უი–გამარჯობა მარიამ... დაღლილი სახით იჯდა და გარემოს გაჰყურებდა, ჩემთან გამოლაპარაკება სცადა, მაგრამ მოკლე–მოკლე პასუხებით ვაგრძნობინე რომ მაგის თავი არ მქონდა. აი ამას ველოდი, როდესაც დუდას ხმაც გაისმა მარიამის მიმართულებით. –მარო მივდივართ–მე მიყურებდა და თან მარიამს ელაპრაკებოდა, მეც არ ვაშორებდი თვალს და გაუტეხავად მივჩერებოდი. –აუ დუ არა რა, ცოტა ხანიც ვიყოთ, აი მე ქეთუთა გავიცანი. –ვა, უკვე ქეთუთა გახდა შენთვის?–გაიცინა დუდამ და მარიამის გვერძე მოთავსდა. –უიმე რა უჟმური ხარ დუდა–ხელი აუქნია მარიამმა და მე გამომხედა. –ისე ზოგადად არ არის ასეთი–მითხრა და გამიცინა–რომ იცნობდე მიხვდები რომ ძალიან საყვარელია. –შენ წარმოიდგინე ვიცნობ–ვთქვი და დუდას გავხედე. –ვაი მართლა? საიდან? დიდი ხანია?–კითხვები მოგვაყარა მარიამმა. –სკოლელები ვიყავით. მტკიცე პასუხი გასცა და კვლავ მე შემომხედა, აი ამას აღარ ველოდი. სკოლელები? ძალიან მაგარია, მხოლოდ სკოლელები..... –კარგით, მე უნდა დაგტოვოთ–ყურს უკან თმა გადავიწიე და ფეხზე წამოვდექი. –თუ გინდა სახლში ჩვენ გაგიყვანთ, ნუ თუ რათქმაუნდა შენმა ბიჭმა არ უნდა მიგაცილოს–თეძოები აათამაშა ამ სულელმა გოგომ და გადაიხარხარა. –ზუსტად გამოიცანი–თვალი ჩავუკარი მარიამს –მირჩევნია ნიკუშამ გამაცილოს, თქვენ იდილიას არ დაგირღვევთ–გავიღიმე და უკან მოვბრუნდი, ეს ნიკუშაც გამოგონილი პერსონაჟი... გარეთ გამოვედი, სუფთა ჰაერი მესიამოვნა, ღრმად დავიწყე სუნთქვა და შევეცადე ნერვიულობა არ დამტყობოდა. ისტერიული სიცილი დავიწყე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი, რამდენიმე წამში სახლის კარი გაიღო და დუდა გამოვიდა, პირდაპირ ჩემი მიმართულებით წამოვიდა, გვერძე მომიჯდა და სახეზე ხელები დამისვა. –აღიარე რომ ისევ ჩემზე ფიქრობ, აღიარე რომ ისევ გიყვარვარ თოჯინა.. –არა, არა და არა–ისტერიულად ვიცინოდი და დუდას თვალებში ვუყურებდი. –ჩემი ბავშვი, ჩემი თოჯინა, მაინც ვერ გაიზარდე, ჩემი პატარა– სახეზე ხელებს მისვამდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. სიცილი ტირილში გადამეზარდა , დუდა გაშტერებული მიყურებდა და იღიმოდა, ისევ ისე–ჩვეულად. –მენატრებოდი ძალიან, ძალიან ჩუმად ჩავილაპარაკე, დუდა ჩემსკენ გადმოიწია და ტუჩებზე ხელები გადამისვა, მოწყურებული დამაშტერდა. –ჩემი ბავშვი ხარ, რომელიც უნდა გავზარდო, ჩემი პაწაწუნა თოჯინა ხარ! კიდევ ერთხელ მომისვა ტუჩებზე ხელი და სწრაფად დაეწაფა ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს, კოცნაში ავყევი და ვიგრძენი რომ ამ წუთას მე ვიყავი ყველაზე ბედნიერი ბავშვი... ************************ ესეც ასე:))) ბოდიში დაგვიანებისთვის, ამიტომ გთავაზობთ დიდ თავს გთხოვთ დააკომენტარეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.