Bad Boys. (თავი 17)
*** (ერეკლე) 20 ნოემბერი. ხვალ ჩემი დაბადების დღეა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის მატჩია რომელიც დღეს გაიმართება ბრძოლა წესების გარეშეში, საჩუქარი კი ის პრიზი იქნება რომელიც ჩემს წელს დაამშვენებს გამარჯვების შემთხვევაში, დღევანდელი მატჩი საღამოს 6საათზე გაიმართება, მანამდე ბევრი დრო მაქვს, მაგრამ შეჯიბრამდე დალევა ან რამე უნდა გამოირიცხოს იმიტომ რომ სასტიკად აკრძალულია ჩვენთვის ნასვამ მდგომარეობაში ბრძოლა, თუმცა ეს მოგების შანსებსაც შემიმცირებს.. მთელი დღე სავარჯიშო დარბაზში გავატარე, წინასწარ არც ვიცოდი ვინ იქნებოდა ჩემი მოწინააღმდეგე, მაგრამ ერთადერთი რაც ვიცოდი იქნებოდნენ უცხოელი მებრძოლები, დარწმუნებული ვიყავი მოვუგებდი ამ პროტეინით გაჟღენთილ კაჩოკებს, მთელი დღის მანძილზე ვვარჯიშობდი, მცირე შესვენებებით, დაახლოებით 5 საათზე ყველას შევატყობინე და მოვიდნენ, ცოტნეც მათთან ერთად იყო, ჩავთვალე რომ წესების ახსნა მისთვის მომიწევდა, მიუხედავად იმისა რომ საქმეში ჩავრთეთ მაინც პოლიციის ბიჭი მგონია, ამიტომაც წესების ახსნა დავიწყე : ‘’კაროჩე ცოტნე, აქ რამე წესები არაა, თუ გინდა ალმატურა გადაალეწე, თუ გინდა ადამიანი, მთავარია იარაღი არ გამოიყენო, თუ კაი ბიჭობა მოგინდება შეგიძლია შუა ჩხუბში შემოვარდე, არაა პრობლემა, ნებისმიერს აქვს ჩხუბის უფლება’’ -ვიცი ეკე. (ცოტნე) -საიდან? (ერეკლე) -სანამ პოლიციელი გავხდებოდი 4 წელი ვბრძოლობდი, არა ფიცის დადების შემდეგ 2 წელიც, მაგრამ შემდეგ შევეშვი. (ცოტნე) -მაოცებ. (ერეკლე) -ჰო, ვიცი.. პოლიციაც რაღაც მიზეზების გამო ავირჩიე, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ თუ დაგაინტერესებთ.. (ცოტნე) -მერწმუნე მე მაინტერესებს ყველაზე მეტად. (დემეტრე) -კაროჩე წავედი აბა ბიჭებო, ამის შემდეგ ჩემი გამოსვლაა. (ერეკლე) -წარმატებები ეკე! (ტაისია) -აბა შენ იცი არ შემარცხვინო. (ანაბელი) -მიდი სახე გაუხიე მაგ ნაბიჭვრებს! (ემილი) -თავისთავად. (ერეკლე) მათგან წავედი, წინა შეჯიბრში მაისკამ მოიგო, ალბათ გახსოვთ ჩემი წინა მოწნააღმდეგე, სწორედ მან მოიგო ვიღაც დამწყებთან ბრძოლა, ახლა ჩემთან უწევდა ბრძოლა, ჩვეულად გამომაცხადეს, დარბაზში გავედი, მაისური გავიხადე და ხალხში ვისროლე, საბრძოლო ნაწილზე ავედი, დიდი ბრძოლის ჟინი არ მქონია ამიტომ მოაჯირზე ავედი, და ორივე ფეხებით გულ- მკერდის არეში შევახტი მაისკას, რინგზე დაეცა ვერ მოძრაობდა მაგრამ მაინც ჩავარტყი სახეში ხელი, უკვე საბოლოოდ გაითიშა, მსაჯმა ხელი ამაწევინა, შემდეგი მებრძოლი ერთ-ერთი ბოდი ბილდერი იყო, საკმაოდ კარგი მიღწევები ჰქონდა, 10 თამაშიდან 2 წაგება, ჩემი შედეგი გაცილებით უკეთესი იყო, დაახლოებით 30 შეჯიბრში მქონდა მხოლოდ 2 წაგება, ისიც დამწყებობისას, სცენაზე ამოვიდა, აშკარად არ ეზარებოდა ლაპარაკი. -სცენაზე არიან შენი გულშემატკივრები ეკჩო? -კი პროტენა აქ არიან.. -ტირილი მოუწევთ მატი პატარა მეგობრის გამო. -ამასაც ვნახავთ. -დარბაზისკენ შევტრიალდი და ხმამაღლა ვიკითხე ‘’დარბაზში ვინმეს ნემსი გაქვთ? ბუშტებთან ჩხუბი არ მევასება, დაჩუტეთ ვინმემ ეს გასაბერი კაცი’’ ყველას სიცილი აუტყდა, ამაზე ჩემი მოწინააღმდეგე გაბრაზდა, გამოექანა მუჭი უნდა დაერტყა, უბრალოდ გვერდით გავიწიე და რკინის ბარიერს შეეჯახა, ძლიერი ტკივილის გამო ბარიერზე გადაწვა, ოდნავ გრძელ თმებში ხელი მოვჭიდე, თავი უკან გადმოვაწევინე და რკინაზე დავარტყმევინე, ერთი უბრალო დარტყმით ვერ გავჩერდი, რამოდენიმეჯერ იგივე გავიმეორე, შემდეგ ხელში ავიყვანე და სცენაზე მთელი ძალით დავაგდე, ვეღარ მოძრაობდა, ფეხი ავიღე ზურგში უნდა ჩამერტყა, როდესაც დანებება გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ამაწევინეს გამარჯვების ხელი, დარბაზიდან ჩავედი, ახლა ვიღაც რუსი მებრძოლი სერგეი გავიდა დარბაზში, ქართველი საკმაოდ კარგი მებრძოლი დაამარცხა, შემდეგ რუმინელი მებრძოლი ავიდა სცენაზე, ოღონდ ერთმანეთთან ბრძოლას არ აპირებდნენ, წამყვანმა და მსაჯმა გამოაცხადა: ‘’ვისაც მათთან შებრძოლების სურვილი აქვს გამოვიდეს სცენაზე, ან მათთან ერთად ბრძოლის’’ სცენაზე ავედი, მაისკა და შემდეგი ბიჭი მათ გვერდით დადგა, სცენაზე სრულიად მოულოდნელად დემეტრე და ერეკლე გამოჩნდა, მაგრამ გაოცებას პიკს მაშინ მიაღწია როდესაც მათ უკან მომავალი და პერანგ გახდილი ცოტნე დავინახე, სცენას დიდი რკინის საკანი ჩამოუშვეს, რომელზეც დამაგრებული იყო ხელ-კეტები, კასტეტები და სხვადასხვა ნივთები.. ბრძოლა დაიწყო.. ცოტნემ ხის ხელკეტი აიღო ხელში, დამიანემ და დემეტრემ კასტეტი, მე რკინის კეტი ავიღე, მათაც გადაინაწილეს სხვადასხვა ნივთები, კედლიდან იარაღების ნაწილი აიტანეს, ქართველმა მებრძოლებმა ბიჭების უკანა ნაწილი დაიკავა, სასაცილო იყო ეშინოდათ მაგრამ მაინც გამოვიდნენ საბრძოლველად, ალბათ სამაგიეროს გადახდა უნდოდათ ჩემთვის, მაგრამ უკვე სასაცილოც კი იყო სხვის ზურგზე გამარჯვების მსურველი ბავშვური გამოხტომები, სერგეიმ კეტი მოიქნია რომელსაც მუშტი დაარტყა დემეტრემ და სერგეისთვის სამწუხაროდ შუაზე გადაწტყდა დემემ გამოართვა კეტის ნამსხვრევები და საკნიდან გარეთ ისროლა, სერგეის სახეში კასტეტი ჩაარტყა, მისი ხელის მოკიდებისთანავე სერგეის ყელი ხელებში მოიქცია და კასტეტიანი ხელი სახეში ურტყა, ჩემი რჩეული მაინც მაისკა იყო, ეს ადამიანი იმ დონეზე მაღიზიანებდა რომ ერთი მოგება არ მყოფნიდა, რკინის კეტი ზურგში შემოვარტყი, აღებული ხის ნაჭერი ხელიდან გაუვარდა, მისი ხე ხელში ავიღე და თავზე გადავალეწე, დამიანეს რჩეული ჩვენი რუმინელი ‘მეგობარი’ იყო, რომელსაც უკვე დაეგდო რუმინელი ვაჟკაცი იატაკზე და ფეხებით მთელი ძალით ურტყამდა, ცოტნე?! ცოტნე გასაოცრად ბრძოლობდა, პროტეინებით გაჟღენთილი თვალის სილამაზე თმებით ყავდა მომწყვდეული და რკინის ბარიერს ურტყამდა, როდესაც მოტრიალდა რაღაც დაინახა, დაიყვირა, ჩვენ უკან შევტრიალდით, რეაგირება ვეღარ მოვასწარით როდესაც საიდანღაც დაბერილმა არსება გადაიფრინა ჩვენს თავზე და რკინის ხელკეტითგამოქანებულ მაისკას და დანარჩენებს დაეცა, სამივე იატაკზე ეყარა, ზემოდან კი ეს მშვენიერი არსება ეგდო, ნელ-ნელა რკინის ბარიერი აწიეს ზემოთ, სცენაზე მსაჯი ამოვიდა, დიდი ქამრით ხელში რომელიც გადმომცეს მე, მე იმიტომ რომ ოფიციალურად მხოლოდ მე ვმონაწილეობდი ამ რინგში. ქამარი წელზე გამიკეთეს და გავიგონე აპლოდისმენტების ხმა, რომელიც ახლა ფეხებზეც კი მეკიდა, სცენაზე გოგონები ამოვიდნენ, პირველად ჩამეხტა ტაისია თავისი ნებით, მთელი ძალით მივიკარი გულზე და ჰაერში დავატრიალე, ვერც კი გავაცნობიერე ისე გახდა 12 საათი, ანუ ჩემი დაბადების დღეც დადგა ტაისიამ ჩამჩურჩულა ‘’გილოცავ’’ ჩემი პასუხი იყო. -მიყვარხარ ტაისია! (ცოტნე) -რაა? (ტაისია) -მოიცა! ხალხოო!- განვაგრძე ლაპარაკი ხმამაღლა- მე ეს გოგონა საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს!!!- ტაისიასკენ შევტრიალდი და მის პასუხს დაველოდე.. -მეც..... მეც მიყვარხარ ერეკლე! მთელი ძალით ჩავეხუტე ტაისიას, დემეტრემ გამოქცეული ემილი ჩაიხუტა და ჰაერში დაატრიალა, დემეს გულში თავი ჩარგო და ხმადაბლა ჩაულაპარაკა ‘’ჩემი გიჟი ბიჭი’’ დემეტრემ თავზე აკოცა, ხალხმა აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ შემოჰკრა, მაგრამ ანაბელმა წაიწუწუნა.. -უკვე ზედმეტად ვგრძნობ თავს... (ანაბელი) -აღარ!- უპასუხა დამიანემ, წელზე ხელი შემოხვია და ტუჩებში აკოცა.. უკვე სცენაზე სამი შემდგარი წყვილი ვიდექით, ჩემი დაბადების დღის დასაწყისი ასეთი ბედნიერი ჯერ არასდროს არ ყოფილა, დარბაზიდან ყველა ჩვენს სახლში წავედით, მართალია გოგონებს არ უნდოდათ ასე გვიან ჩვენთან წამოსვლა, მაგრამ შევძელით მათი დათანხმება, სადღეგრძელოები, მუსიკა და ყველაფერი ისე იყო როგორც საჭირო იყო, უბრალოდ ჩვენს წყვილებთან ერთად ცოტნეც იყო, ის ჩვენი სამეგობროს ახალი შემადგენელი ნაწილი იყო, აშკარად უცნაურად მოხდა ჩვენი დამეგობრება მაგრამ ბედნიერები ვართ რომ მის შეფასებაში შევცდით. -აბა ცოტნე, რაღაც უნდა მოგეყოლა. (დემეტრე) -ჰოო, მოკლედ პოლიცია იმიტომ გადავწყვიტე, რომ როდესაც 22 წლის ვიყავი, დავინიშნე ერთ გოგოზე, ჩემზე რამოდენიმე წლით პატარა იყო, 17ის, ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვიღაც პედოფილი გამოჩნდა 40 წლის , რომელმაც ის გააუპატიურა, მიუხედავად ასეთი შემთხვევისა მაინც თანახმა ვიყავი მიმეღო ისეთი როგორიც იყო, ეს ხომ მისი ბრალი არ იყო, მეორე დღეს ჯვარი დავიწერეთ, მაგრამ ჩემმა საცოლემ ეს დამცირება ვერ გადაიტანა და ორ დღეში თავი მოიკლა, ის მილიონჯერ მივიყვანე სიკვდილამდე, მაგრამ ვერ ვკლავდი.. იცით რატომ? იმიტომ რომ მე არ ვარ მკვლელი, როგორც თქვენ არ ხართ მკვლელები, ამიტომაც საბოლოოდ გადავწყვიტე ეს გზა ამერჩია შურის საძიებლად და მისნაირი ნაბიჭვრები ჩემი ხელით ჩამეყუდებინა ციხეში, იქ კი დამსახურებულსაც მიიღებდნენ, არ იყო ჩემი არჩევანი პოლიცია მაგრამ ცხოვრებამ მომიყვანა ამ ადგილას, დაქორწინებული ვარ გარდაცვლილ ადამიანზე და არასდროს ვაპირებ მასზე ღალატს და ვინმე ახალის შეყვარებას. (ცოტნე) -აუ ბოდიში ძმაო, მართლა არ მეგონა ასეთი მიზეზით თუ მოხვდებოდი ეგეთ ადგილას და მართლა მაგრად მრცხვენია ახლა ჩემი თავის. (დემეტრე) -ყველაფერი მაგრად იქნება, უკეთესადაც შევძლებთ მასზე შურისძიებას.. ახლა სად არის ის ? (ერეკლე) -თანხა გადაუხადეს და ციხიდან გამოიყვანეს, ყველა ნაბიჭვარს ყავს ‘კრიშა’ და მასაც აღმოაჩნდა. (ცოტნე) -ერთად ვიძიებთ შურს! ჩვენ შენთან ვართ ძმაო.. (დამიანე) -უნდა გამაგრდე, შენი მეუღლე შენს გვერდით იქნება ყოველთვის და შენს გულში იცოცხლებს, მისი გულისთვის იმაზე ძლიერი უნდა იყო ვიდრე ხარ!.. (ტაისია) -ყოველთვის შენს გვერდით მიგულე, რაც არ უნდა დაგჭირდეს შენთან ვარ. (ანაბელი) -ყველა შენთან ვართ. (დემეტრე) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.