შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა (თავი 8)


16-05-2015, 04:51
ავტორი PARVENU
ნანახია 13 508

უი, კინაღამ დამავიწყდა. ბავშვებო, ეს ისტორია არ იქნება ოც თავიანი. გაცილებით მალე დავასრულებ და ვეცდები არ გავწელო დიდხანს. მოვლენებსაც დავაჩქარებ. იმედია მოგეწონებათ.

888
-ჩამოხვედით უკვე?!-წამში ჩამოვსრიალდი ლადოს მხრიდან, პარალელურად კი მუცელზე დახვეულ მაისურს ვისწორებდი.
ნერვიული სიცილით ავხედე შუბლშეკრულს და გაბრწყინებული თვალები მორცხვად დავხარე, ეჭვიანი მზერა რომ გააპარა ჩემსა და მამაკაცს შორის.
-როგორც ხედავ ... და მგონი ხელიც შეგიშალეთ,-დამგესლა წამში და გვერდზე ამიმდგარ ტყუპებს, ისედაც აქოჩრილი თმები უფრო აუჩეჩა.
-ბიძიააა!-ყვირილით გამოვარდა იანა ბიძამისისკენ და კისკისი ატეხა, წამში რომ ააფრიალა კაცმა ხელებში.
-გაიცანით, ეს...-დავიწყე გაცნობის სტანდარტული რიტუალი, რომ შემაწყვეტინეს.
-ვიცნობთ უკვე ერთმანეთს,-ღიმილით გადმომხედა ლადომ და ტიმოთეს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
მანაც იანა მარცხენა ხელში გადაიყვანა და ძლიერად ჩამოართვა კაცს. გაკვირვებული ვადევნებდი სტანდარტული მოკითხვის პროცესს და რატომღაც თავს უჩველოდ უხერხულად ვგრძნობდი. თითქოს დანაშაულზე წამასწრეს და არ ვიცოდი თავი რითი გამემართლებინა. არა და, ასეთი რაღაცები ნამდვილად არ მჩვეოდა. უფრო მეტიც, ჩემგან შორს იყო ახსნა-განმარტება და ამბები.
აშკარად ცუდად მოქმედებდა რაჭის კლიმატი ჩემზე!
-მე წავალ და მზად რომ იქნებით, დამირეკე და გამოგივლით,-მომიბრუნდა ლადო.
-იცი... დღეს ვერ შევძლებთ,-უხერხულად ავიწურე მხრები და თვალებით ვანიშნე იანასთან ლაპარაკით გართულ ტიმოთეზე.
-აუ, ვეღარ წავალთ?-აწუწუნდნენ ტყუპები და განაწტენებულებმა შემოგვიბღვირეს.
არა, ამათი გამოსწორება არ იქნება!
-ხვალისთვის გადავდოთ...-ნაძალადევი ღიმილით გადავხედე ბიჭებს და თვალები გამაფრთხილებლად დავუბრიალე.
-სად აპირებდით წასვლას?-გაწონასწორებული ტონით გვკითხა ტიმოთემ და გამჭოლი მზერა დამასო.
-მდინარეზე მინდოდა მათი წაყვანა,-ლადომ გასცა პასუხი ჩემ მაგივრად.
-არა!-მოულოდნელად წამოიძახა გაღიზიანებულმა,-მარტო არსად არ წავლენ.
-მე ვიქნები მათთან ერთად,-გააპროტესტა განაწყენებულმა.
-არა! მორჩა და გათავდა!-შეუვალი იყო ბატონი ტიმოთე, მე კი სურვილი გამიჩნდა, ჩემი ფეხსაცმელი ომდენ ხანს მერტყა სახეში, სანამ მაგ მედიდურ იერს არ ჩამოირეცხავდა.
-თუ გინდა, ლიკა წავიდეს. ბავშვები სახლში რჩებიან!-ერთი დამიბრიალა თვალები და ჯერ კიდევ ხელში ატატებულ იანასთან ერთად, სახლში შევიდა.

888
მზე ზენიტში იყო, თამაშით მისავათებულ ბავშვებს ვერანდაზე, სარწეველა სკამებში რომ მიეძინათ. ისეთი დაღლილი სახეები ჰქონდათ, გასაღვიძებლად დამენანა და იქვე, სავარძლებში გემრიელად გაწოლილთ გადავაფარე პლედები. საკმაოდ გრილოდა და არ მინდოდა შუა ზაფხულში, ჩემი გაუფრთხილებლობის გამო ვირუსი შეყროდათ.
სახლი უჩვეულოდ ჩაჩუმებულიყო ბავშვების ჟრიამული რომ არ ისმოდა და გულიც უცნაურად შემიტოკდა. აქამდე ხომ ვერ ვიტანდი სიწყნარეს, რუტინულ ცხოვრებას, ახლა ორმაგად მძულდა. დროის გაყვანის მიზნით, ნათიას დავურეკე. საათი მაინც ველაპარაკებოდი მას და მამაჩემს. მონატრებამ უფრო შემომიტია, ლოლაძის ხმა რომ გავიგე და ერთი გემრიელად ვიზლუქუნებდი, რომ არ მცოდნოდა უფროსი სახლში რომ იყო.
ერთი თვე... მთელი ერთი თვე იყო, რაც ჩემები არ მენახა და უკვე სუნთქვაც კი მიჭირდა. აშკარა იყო, რომ ასე დიდხანს ვერ გავძლებდი. ერთხელაც ისე წამიჭერდა მონატრება თავის მარწუხებს, ყველაფერს მივატოვებდი და ფეხით ჩავიდოდი ქალაქში, ჩემებთან. ჩემ კუთვნილ, თბილ და მყუდრო სახლში. პირველმა ჰონორარმა, მართალია ცოტათი ჩამიცხრო ნოსტალგია, მაგრამ არა ისე, რომ თავი სრულყოფილად ბედნიერად მეგრძნო. ვერ ვიტანდი ნაკლულ სიხარულს. მძულდა მსგავსი განცდები... ორგანულად მძულდა.
ალბათ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ უყოყმანოდ დავთანხმდი ლადოს შემოთავაზებას და მდინარეზე წასასვლელად მოვემზადე. ასე უფრო შევძლებდი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. თან ერთ საათში უკან დავბრუნდებოდი და ვერც ბავშვები შენიშნავდნენ ჩემს წასვლას. აღარ შემეძლო უკვე ოთახში გაჩერება. ვგრძნობდი, სული მეხუთებოდა.
კიბეებზე ჩარბენისას, კისერი რომ არ მომეტეხა, თხელი, თალხი, საზღვაო სარაფნის გრძელი ბოლოები ავიკეცე, მჭიდროდ ჩავბღუჯე სელის დაბწვნილ ქუდთან ერთად და ხმაურიანად ჩავუყევი საფეხურებს.
-სად მიდიხარ?-კაბის ბოლოებზე ავტომატურად გამეშვა ხელები, ჩასაფრებული ხმა რომ გავიგე და სხეული ერთიანად მომიდუნდა.
ძლივს შევძელი გონზე მოსვლა და დაბნეულმა ავხედე სამზარეულოს კარის ჩარჩოზე აყუდებულს.
-სასეირნოდ, მდინარის ნახვას დამპირდა ლადო და...-მე თავადაც ვერ ვხვდები, თუ რატო ვუხსნიდი.
-მერე ბავშვები? მარტო ტოვებ?-გაღიზიანებულმა გამოსცრა,-შენ რა დაგავიწყდა აქ რატომ ხარ?
-მე სულაც...
-თუ დაგავიწყდა გეტყვი, რომ შენი მოვალეობა ბავშვების მოვლაა და არა აქაურ ბიჭებთან სიყვარულობანას თამაში!-სიტყვის თქმა არ მაცადა ისე შემაწყვეტინა და თითი გამაფრთხილებლად დამიქნია.
ამას აშკარად თავისი ბატალიონის ჯარისკაცებში ვეშლები!
-მისმინეთ, ბატონო უფროსო!-არც მე ჩამოვრჩი თვალების ბრიალში,-მე ნამდვილად არ მჭირდება ჩემი მოვალეობის შეხსენება, მაგრამ ვატყობ, იგივეს ვერ ვიტყვი თქვენზე! თუ არ ვცდები, თქვენ არავის დაუნიშნიხართ ჩემს ძიძად და ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ სააკუთარ თავზე, თორე კუჭს აგიშლით,-დავუღრინე გაღიზიანებულმა, შეცბუნებულს ზურგი ვაქციე და დემონსტრაციულად დავტოვე სახლი.
-აბა, მზად ხარ? წავიდეთ?-თავისებურად შემომცინა ლადომ და ხელი გამომიწოდა, როგორც კი ეზოს კარს. მივუახლოვდი.
-წავიდეთ,-ძალდატანებით გავუღიმე და ხელი ჩავჭიდე.
-გაყინული ხარ. რამე...-შეშფოთებულმა გადმომხედა, თავი რომ გავიქნიე.
-ყველაფერი რიგზეა!-ღრმად ამოვისუნთქე, მზისგან დასაცავად ქუდი დავიხურე და გზისკენ ვუბიძგე.
იმედი მქონდა, საკმარისად გავერთობოდი, დღევანდელი მომხდარი რომ დამევიწყებინა.
რატომღზც, უჩვეულოდ ვღელავდი.

888
-ლიკა, ფრთხილად, მანდ სწრაფი დინებაა და არ გაგიტაცოს,-უკვე მეათეჯერ მიმეორებდა ლადო შეშფოთებული და ერთი ნაბიჯითაც არ მტოვებდა.
-თუ გამიტაცებს, შენ არ დაუთმობ ჩემ თავს ვიცი,-გადავიკისკისე და კიდევ ერთხელ ჩავყვინთე.
მართალია ცივი იყო წყალი, მაგრამ სხეული უკვე მიჩვეოდა და არც შესამჩნევად ვკანკალებდი. საოცარი იყო ლოდებს შორის მოჩუხჩუხე პატარა ჩანჩქერები და მთლიანად მწვანეში ჩაფლული ბუნება. ხავსმოდებული, გადაჭრილი მორები და ხის კენწეროებში შემალული ჩიტები.
სამოთხეში მეგონა თავი!
-ლიკა, გთხოვ! ნუ შედიხარ უფრო ღრმად,-ლადო ცდილობდა კატეგორიულობა შეენარჩუნებინა და უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.
-რისი გეშინია?-გაკვირვებულმა გადავხედე და სლიპინა ქვაზე თითისწვერებით შევდექი, წყალი პირამდე რომ არ მომწვდომოდა.
-რზმე რომ მოგივიდეს...
-კარგი ხო! გამოვალ,-ამოვიდუდღუნე და ნაპირისკენ გავცურე.
ტანზე ხორკლებმა დამაყარეს, ჰაერი რომ შემეხო სველ სხეულზე და კანკალი ამივარდა. ისე ამიტანა სიცივემ, კბილს-კბილზე მაცემინებდა.
-გავიყინე!-ძაგძაგით გადავძახე აფხუკუნებულ ლადოს და მისი სპორტული ზედა, უფრო შემოვიხვიე ტანზე.
-მაცა, დავანთებ ცეცხლს,-როგორც ჩანს ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, შევეცოდე და ცეცხლის დასანთებად ფიჩხების მოგროვება დაიწყო.
-აუუუ, მალე ქენი რა, თორე გავხდი ყინულის ქანდაკება და ეგაა,-ავწუწუნდი და თითების დაორთქვლა დავიწყე.
-სხვათაშორის, ლამაზი იქნებოდა,-თვალი ჩამიკრა და მუხლებთან დამიჯდა, გაბეზრებულმა რომ ავატრიალე თვზლები,-თუმცა... არამგონია შენი ღიმილის გადატანა შეიძლებოდეს რამეზე,-ტონს დაუწია და ადგილზე გაქვავებულს, ცალ მხარეს ჩამოყრილი გრძელი ჩოლკა გადამიწია,-შეუძლებელია ამ ღრმულების სადმე აღბეჭდვა, საუბრისასაც კი სასაცილოდ რომ გიჩნდება ლოყებზე,-თბილი თითები გადამატარა ლოყაზა, სადაც ფოსოები მქონდა, სახე კი უფრო მომიახლოვა.
განგაშის სიგნალი ჩაირთო!
-სანამ ცეცხლს დაანთებ, მე წყალში ჩავალ!-წამოვიძახე ანერვიულებულმა და პასუხს არ დავლოდებივარ, ისე წამოვხტი ფეხზე და წყლისკენ გავაჭერი.
ამჯერად ვნანობდი, ტიმოთეს რომ არდავუჯერე და სახლში არ დავრჩი.
როცა ნაპირს გავხედე, ლადო აღარსად ჩანდა და მეც შვებით ამოვისუნთქე. ეტყობა ფიჩხებს აგროვებდა, მე კი შემეძლო ცოტა დავწყნარებულიყავი. უხეშად მოვისვი ხელი ლოყაზე, სადაც ის შემეხო და თავი გადავაქნიე. არ მინდოდა მის მზერასა და მოქმედებაზე ფიქრი.
გონზე უეცარმა და საშინელმა ტკივილმა მომიყვანა. მენჯსა და ბარძაყს შორის ისე მბწკენდა, რომ მეგონა საცაა ძარღვებს დამაწყვიტავდნენ. ის იყო, ფეხი გავატოკე, მწველმა ტკივილმა რომ დამიარა და სიმწრით დავკრიჭე კბილები, კივილი რომ შემეკავებინა.
-ლადო! მიშველე!-დავიყვირე გამწარებულმა და ვეცადე დინებას არ გავეტაცე.-ლადო!-დავიკივლე ტკივილმა რომ იმატა და ამაოდ დავიწყე ხელების ფართხალი.
უკვე დინებას მივყვებოდი. ფეხში კი კვლავ მივლიდა მტანჯველი, მბწკენავი შეგრძნება. სიმწრისგან დავიკივლე, სწრაფმა დინებამ წყლიდან ამოშვერილ ფილას რომ მიმაჯახა და მოჭიდებაც ვერ შევძელი, ისე ჩავიძირე წყალში. როგორც კი ზედაპირზე აღმოვჩნდი უღონოდ დავიკივლე, ძალაგამოლეული დინებამ რომ ჩამითრია. ვგრძნობი, როგორ მევსებოდა ნელ-ნელა ხახა წყლით და ნაცნობ ნაპირსაც ვშორდებოდი. თითქოს ბუნდოვნად, მაგრამ მაინც დავინახე მამაკაცის სილუეტი, ჩემკენ რომ მორბოდა და სანამ კვლავ ჩავიძირებოდი, დაგუდულად ჩამესმა გაავებული, სასოწარკვეთის ნოტებ შეპარული ყვირილი.

888
აზრზე რომ მოვედი, კვლავ გაყინული ვიყავი და ვერაფერს ვგრძნობდი. დაგუდულად ჩამესმოდა რაღაც ხმები მაგრამ შხუილში ვერაფერს ვარჩევდი. ბუნდოვნად ვგრძნობდი გათოშილ სხეულზე შეხებას და მეც ნელ-ნელა აზრზე მოვდიოდი.
თვალები რომ გავახილე, პირველი რაც დავინახე, ტიმოთეს გაცეცხლებული სახე იყო, შიში ბოლომდე რომ ვერ დაემალა. მერე ცხელი ხელებიც ვიგრძენი სხეულზე და უჩვეულოდ გავთბი.
-უფროსო...-ამოვიჩურჩულე ხმაჩამწყდარმა და ხველა ამოვარდა.
-რაო, რა მითხარი?! ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებ საკუთარ თავზეო, არა?!-გამოსცრა გამწარებულმა და წამში დამაყენა მიწაზე.
მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ მამაკაცის თხელი სვიტერი მეცვა. ტიმოთეს გადავხედე, ერთი თხელი მაისურისამარა იყო. ისიც სისველისგან ტანზე მიჰკვროდა და გონებას უფრო მირევდა.
აშკარად ჰორმონები მიტევდნენ!
ისევ მდინარის პირას ვიყავით, ოღონ ნაპირი არ მეცნობოდა. არც ლადო ჩანდა არსად და არც ჩემი ტანსაცმელი. არც სადმე იყო ჩანჩქერი და არც სწრაფი დინება.
-სად ვართ?-ყურადღება არ მიმიქცევია მამაკაცის გააფთრებულ სახეზე, ისე ვიკითხე და ანგილზე მოქანავე ავაშტერდი.
-სად ვართ?!-აღშფოთებულმა გაიმეორა და შუბლი მოისრისა,-შენ, ჭკუიდან გინდა ხო გადამიყვანო! ალავიძე, ჩემი გაგიჟება გინდა?! ფსიქიატრიულში ამომაყოფინებ ერთხელაც თავს!.. შენ... შენ... ხვდები რა გააკეთე?! ხვდები რა მოხდებოდა რომ ვერ მომესწრო?! ალავიძე, გამაგებინე რა გიყრია მაგ თავში?! რას ფიქრობდი?!-ხმას თანდათან უწევდა, წინადადების ბოლოს კი მთელი ძალით ყვიროდა.
-მცივა!..-ამოვიკნავლე მოფუზულმა, დიდ ქვაზე ჩამოვჯექი და მუხლები გულზე ავიხუტე.
-ღმერთო გაძლება მომეცი, ჩემი ხელით რომ არ მოვკლა!-ამოიგმინა გაანჩხლებულმა, ხელი მკლავში ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა.
-ქვებზე ვერ დავდივარ... მე... ფეხისგულები მტკივა,-ავწუწუნდი წინ რომ გაალაჯა და მეც მიმაყოლა.
ამჯერად სიცივე სულ არ მახსოვდა. ისე მიმარბენინებდა, ძლივს ვახერხებდი ქვებზე ფეხის. დაბიჯებას. რამდენჯერმე ავცურდი კიდეც და კინაღამ მიწაზე გავიშოტე.
-ასე სწრაფად ნუ მიდიხართ!.. ვერ გეწევით... ფეხშიშველი ვარ!..-კვლავ დავიწყე, თან ქვებიდან ქვებზე ვხტებოდი.
ხმა არ გაუცია, ისე მიაბიჯებდა და ხელსაც არ მიშვებდა, მარწუხებად რომ ჰქონდა მაჯაზე შემოჭერილი. ვერაფერს რომ ვერ გავხდი, წონასწორობა რომ დამეცვა, თავისუფალი ხელით, მის მის მაჯას დავეკიდე და სირბილს ვუმატე, რითაც საგრძნობლად იმატა ჩემმა წაფორხილების რიცხვმა. ზოგან, რომ არა მამაკაცის სისხარტე, ქვებზე დავასხამდი ტვინს. ბოლოს, როგორც ჩანს ყელში ამოუვიდა ჩემი ბორძიკი, როდესაც კვლავ ამისხლტა ფეხი, ხელი დამავლო და ჰაერში ამაფრიალა.
-არა... გამიშვით!.. ჩემით წამოვალ!..-ავფართხალდი და მკერდზე ვუბიძგე.
-ხმა არ გავიგო შენი!-დაიგრგვინა და წამში მომაკეტინა.
ჩემ ნივთებამდე ისე მივედით, დაძაბულობა ოდნავადაც არ მომხსნია და ერთიანად დაჭიმული ვკონწიალობდი ძლიერ, მოუხეშავ მკლავებში. გაჩერებული არ იყო ისე ჩამოვხტი მისი ხელებიდან, სანდლები ამოვიცვი და სხვა დანარჩენი გულზე ავიხუტე, როდესაც ჩვენკენ მორბენალ, სახეშეშლილ ლადოს ვკიდე თვალი.
-ლიკა, როგორ ხარ? ბოდიში! მე... როგორ შემეშინდა!.. მეგონა... ხომ არაფერი დაგშავებია?..-არეულად ლაპარაკობდა და გაუცნობიერებლად, მთელი ძალით მიჭერდა მხრებზე თითებს.
-კარგად ვარ!.. მართლა,-ვეცადე ტკივილი არ შემემჩნია და მოცილება ვცადე, მაგრამ ამაოდ.
-არც კი იცი, როგორ ვინერვიულე... ლიკა, ბოდიში. ჩემი ბრალია!..-კვლავ თავისას აგრძელებდა.
-არაუშავს... ლადო, მტკენ,-ვეღარ მოვითმინე და წამოვიძახე.-სახლში წავალ...-ამოვთქვი, როცა მომცილდა და შეუხედავად ვაქციე ზურგი.
-ლიკა, მოიცა...
-თავი დაანებე!-კატეგორიული ტონი მოისმა.
-უნდა ველაპარაკო!-გაიძახოდა ბიჭი.
მისი დამნაშავეს ტონი გულს მიწურავდა, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი...
ხვალ ვნახავდი და დაველაპარაკებოდი.
-შეეშვი-მეთქი! გითხარი უკვე!-მოთმინებიდან გამოვიდა ტიმოთე და გუმანით მივხვდი, უკან გამომყვა.



№1  offline მოდერი MyLove

გამიკვირდა, გამიხარდა, გავგიჟდი! wink love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline წევრი Annee

როგორ გამიხარდა. ახლავე ჩავუჯდები და მერე მოგახსენებ ჩემს აზრს love love

 


№3  offline წევრი Queen Dreamer :)

Kaia, male Dade shemdegi tavi

 


№4  offline წევრი Annee

შენი ქება-დიდება არ მომბეზრდება. მართლა ძალიან კარგი ხარ! მწყდება გული რომ 20 თავი არ იქნება, მაგრამ რას ვიზავთ. შენ ნაშრომებს აქვს მართლა რაღაც ისეთი, რომელიც დავიწყების საშუალებას არ გაძლევს.
ტიმოთე ძალიან მომწონს love ლადოც კაი ვიღაცაა, მაგრამ ტიმოთე მაინც სხვაა რა wink

 


№5  offline წევრი ely and baby

ძალიან მაგარია,ვგიჟდები ამ ისტორიაზე. ამის კითხვისას მაგრად ვხალისობ,თან ძალიან საინტერესოა.

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ვინ მოგცემს გაწელვის და გასერიალების საშუალებას. ქორი გდარაჯობ ფხიზლად:)))).

 


№7  offline წევრი გურანდა

Super gogo xarrr :* dges wavikitxe tavidan bolomde yvela tavidaaa supe-muper gogo xarr shenn... yvela shens istorias vkitxulob da Didi mondmoebit velii xolme.. vici rom dasasrulii sheneburii eqneba rogorc gchvevia xolme.. inglisuri shriftistvis bodishi teleti varr :D
--------------------
გურანდა ჩხიკვაძე

 


№8  offline წევრი Sexy Mädchen

დაბრწნილი არა ავტორ,დაწნული:დდ ისე,ასე მალ-მალე რატომ დეებბ?:)
--------------------
:)

 


№9  offline წევრი PARVENU

გრაფინია, კვლავ ფორმაშია:D დიიდი, დიიიდი მადლობა ბავშვებო! მაქსიმუმ ხუთი თავი და მოვრჩები.♥♥♥
ხო, გრამატიკული შეცდომებისთვის ბოდიში, რაც შეეხება თავის დადების სიხშირეს... მართლა არ მაქ ხმა ამოსაღები და ვიღებ შენიშვნას.
--------------------
Parvenu

 


№10  offline წევრი Goldhanded

მიყვარხაააააარ ძალიან love

 


№11  offline წევრი marisa

არც ეგეთი ბოროტია ტიმოთე, როგორიც გამოიყვანეთ რა.. მეც დღეს წავიკითხე თავიდან ბოლომდე და ძალიან მომეწონა :) იმედია, ახლა მაინც დადებ მალე :) მოუთმენლად ველი.. ერთი სული მაქვს, ამ ჯიჯღინ-ჯიჯღინში როდის დათბება ამათი ურთიერთობა..

 


№12  offline წევრი natnatia

Kai iyo.
Rod is Dadeb axals?

 


№13  offline წევრი Only DrEAmer

^^ ძალიან მიყვარხარ მე შენ love და ტიმოთეც ^^

 


№14  offline წევრი harryhermione

ელო ფოტოზე ლიკაა? love

 


№15  offline წევრი PARVENU

harryhermione
ელო ფოტოზე ლიკაა? love

კი, ფოტოზე ლიკაა. ნუ, ღაღაც მაგის მსგავსი:D
--------------------
Parvenu

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

Ეს გოგო ჯამრთელი არააა ხოოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent