შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღლა მთაში, ანგელოზი დავინახე!(7)


16-05-2015, 19:18
ავტორი Tay194
ნანახია 4 738

მიუხედავად იმისა,რომ მამაკაცის შეხება სასტიკად სიამოვნებდა, მაინც ახსენდებოდა ის ცხოველური საქციელი,რომელიც სასტიკად სტკენდა გულს და უცებ მოყავდა გონზე.თითქოს გუგა უფრო თბილი და მშვიდი ეჩვენებოდა,მაგრამ მაინც ეპარებოდა მამაკაცში ეჭვი,არ ენდობოდა და ფიქრობდა,რომ მასთან მხოლოდ კიდევ ერთი ღამის გატარება სურდა და სხვა არაფერი.ელენამ უცებ მოიშორა მამაკაცის ხელები და გარეთ დენდარტყმული გავარდა.გუგაც უკან გაყვა და კართან მისულს ძლიერად ჩაავლო ხელი სუსტ მკლავში
_რომ მიდიხარ, იცი მაინც სად უნდა წახვიდე?!გაბრაზებულმა ჩახედა გოგონას ზღვისფერ თვალებს და კიდევ ერთხელ შეათვალიერა მისი ულამაზესი სხეული.ელენამ თავი დახარა,რაღაცაზე ჩაფიქრდა და უცბათ გაუსწორა მზერა მამაკაცს
_მორჩი ჩემს თვალიერებას და ისე ნუ იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა.არ იცის როგორ,საიდან,რანაირად ,მაგრამ გაბედა,გაბედა და პირველად უპასუხა გუგას ყველანაირი დაბნევის და ლოყების აწითლების გარეშე.მაშინვე მოხვდა თვალთ მამაკაცის მწველი მზერა და ცოტახნით შიშმაც კი შეიპყრო.წამით ინანა თვისი ნათქვამი,მაგრამ ახლა უკან დახევას აზრი არ ქონდა.არ იცის საიდან ამხელა გამბედაობა,მაგრამ უნდა აღიაროს,რომ კმაყოფილია თავისი თავით,ნუ დასაწყისისთვის ნამდვილად კარგია
_და რა მოხდა?!გუგას ჩაეცინა,რადგან შენიშნა როგორ აუკანკალდა ელენას მთელი სხეული.მიუხვდა და შეეცადა თავისი თავი დაემშვიდებინა და უფრო არ დაეფრთხო მის წინ მდგარი ანგელოზი,რომელიც ცდილობდა გადაეფარა შიში,მაგრამ მაინც არ გამოსდიოდა
_ძლიან კარგად ხვდები რაც!(ელენა)
_ვერა ვერ ვხვდები!გუგა უფრო მიუახლოვდა სასურველ ქალს და ისევ თავის კლანჭებში მოიქცია სასურველი სხეული.დაინახა როგორ შეკრთა მისი შეხებისას და კმაყოფილს ჩეღიმა.არ იცის რატომ,მაგრამ უნდა აღიაროს რომ საშნლად იზიდავს ეს პატარა გოგო და შეიძლება ითქვას,რომ თავსაც აკარგვინებს
_წავიდეთ რა.მიხვდა,რომ ვეღარ გაუძლება გუგას მწველ მზერას და პატარა ბავშივით მოისაწყლა თავი.ხო პატარა ბავშივით ისე ვთქვი თითქოს ბავშვი არც იყოს.ჯერ კიდევ ახლა გახდა თვრამეტის,მაგრამ ახლა რომ შეათვალიეროთ ისე გამოიყურება როგორც კარგი,ჩამოყალებული,იდეალი და სასურველი ქალი ნებისმიერი მამაკაცისთვის.საშინლად უხდება წელში გამოყვანილი კაბა,რომელიც მის ელეგანტურობას და დახვეწილობას უფრო კარგად უსვამს ხაზს და სხეულის ყველა ფიგურას შესანიშნავ ხიბლს მატებს.ეჰ არ იცის რა ელოდება გუგამ ასეთი სასურველი ქალის გვერდით,როგორია გვერდი ისე ჩაუარო ერთი ვნებიანად არ აათვალიერო ასეთი უნაკლო და მიმზიდველი არსება.ისე ახლა ,რომ დავფიქრდეთ ნეტავ რა გააკეთებდა ელენა ყაზბეგში თავის სოფელში,რომ ყოფილიყო?!ალბათ წიგნებში ექნებოდა თვი ჩაყოფილი და ისევ ააგებდა თავის ოცნების კოშკებს,სადაც ზუსტად ისე გამოიყურება,როგორც ახლა,მაგრამ ერთადერთი განსხვავებაა ისაა,რომ მის ოცნებაში სასურველი მამაკაცის გვერდით დგას და არა ვიღაც დაუკმაყოფილებელი არსების,რომელშიც საგრძნობლად აღიზიანებს ის ცხოველური ქმედებები,რომელსაც ელენას მიმართ საკმაოდ დიდი დოზით ამჟღავნებს
_წავიდეთ.გუგამ აღარაფერი უთხრა, უბრალოდ წელზე მოხვია ხელი და ისე მიაცილა მანქანამდე.თვითონ საჭეს მიუჯდა.ჩუმად იცინოდა გოგონას ასეთ საქციელზე.თვითონაც ხვდებოდა,რომ ჯერ ძალიან პატარა იყო,მაგრამ მოიცა მოიყვანდა ჭკუაზე.ისე უნდა ვაღიარო,რომ ჯერ გუგამაც არ იცის რა უნდა?!სიყვარული თუ მამაკაცური ჟინის დაკმაყოფილება,რომელიც ძალიან კარგად ჩარჩა გონებაში.ისე კარგადაც,რომ ყოველ დღე თავს ახსენებს,მაგარამ ჯერ თვითონაც ვერ ხვდება, ეს სინანულით მოსდის თუ უბრალოდ ყოველდღიური გახსნეებით უფრო მატულობს მასში გოგონას მისაკუთრების სურვილი.გზაში ხმა არ ამოუღიათ,იქნებ არც უნდოდათ გაბატონებული სიჩუმე დაერღვიათ.მაგრამ აშკარაა,რომ გუგასთვის ძლიან გამაღიზიანებელი იყო დუმილი,მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა,რომ იქ მისულებს მთლიანად დაემორჩილებოდა ელენა,რადგან უხერხულ სიტვაციაში ერთდერთი გამოსავალი გუგას გვერდით ყოფნა იყო.მალევე მვიდნენ ერთ ძვირადღირებულ რესტორანთან.მანქანიდან გადმოვიდა,ელენას მხარეს მივიდა,კარი გაუღო და ისევ მოხვია თავისი ხელები მის სუსტ წელს.გოგონაც აღარ შეეწინააღმდეგა და მალევე დაყვა მის ნებას.რესტორანში შესულებს წინ გუგას მდივანი ნატა დახვდათ
_ნატა!ელენა მალევე გაემართა ნატასკენ და მოეხვია.გაუხარდა ამდენ ხალხში ერთი ნაცნობის დანხვა
_არ შევცდით ეს კაბა,რომ დავიტოვეთ.ნატაც მაშინვე გაექანა და გულში ჩიკრა მონატრებული მეგობარი.კარგად შეათვალიერა და კმაყოფილს ჩაეცინა
_არ ვიცოდი შენც თუ იქნებოდი(ელენა)
_არც მე.ბატონმა გუგამ დამპატიჟა(ნატა)
_ხო მე დავპატიჟე!უცებ მოესმა ზურგს უკან მდგარი მამაკაცის ბოხი ხმა,რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გაფაციცებით აკვირდებოდა ელენას და ნატას შეხვედრას და კმაყოფილი იღიმოდა
_კარგია.ელენამ დაბნეულმა გახედა მომღიმარ გუგას
_ნატა, აბა მხოლოდ ირაკლი და რამდენიმე თანამშრომელიო?!დაუღრინა გუგამ
_მეც მასე ვიცოდი ბატონო გუგა ,მაგრამ....დაბნეულმა გახედა წარბშეკრულ უფროსს
_კარგი კარგი ,წამოდი სტუმრები ვნახოთ!მამაკაცმა ისევ მოხვია წელზე ხელი და როცა,ელენას დაბრაწული ლოყები შენიშნა, ყურთნ ჩუმად უთხრა
_ნუ ნერვიულობ,დამშვიდდი!ლოყაზე მსუბუქად მიადო თავისი ცხელი ტუჩები და გზა მშვიდად გააგრძელა.ელენა მის შეხებაზე უფრო აწითლდა,მთლიანად გააჟრჟოლა და წამით ისევ გუგას რომ არ მიეშველებინა თავისი ხელები, ალბათ იქვე წაიქცეოდა. ყველას ძალიან მოეწონა ელენა,ან რა ქონდა დასაწუნი?!შეუდარებელი იყო.მამაკაცები აღფრთოვანებით უყურებდნენ გოგოები კი შურიანი თვალებით ათვალიერებდნენ და ძალით უღიმოდნენ ულამაზეს წყვილს.ყველას აოცებდა ელენას მშვიდი,გაწონაწორებული ხასიათი.მოხიბლულები იყვნენ მისი სიტყვა პასუხით და გუგას ულოცავდნენ.გუგაც კმაყოფილი იყო,თან როგორი კმაყოფილი.ამ წამს ეამაყებოდა კიდეც მის გვერდით ელენა, რომ იდგა და არა ვინმე სხვა.თვითონაც ძალიან უკვირდა ელენას საქციელი.ვერ ხვდებოდა მართლა ასეთ კეთილი იყო, თუ უბრალოდ კარგად ქონდა ნიღაბი შერჩეული.ვერც ვერაფერს ვიტყვით ამ ბიჭზე,ვერ შევეწინააღმდეგებით!რატომ უნდა იფიქროს კარგი ისეთ გოგოზე,რომელიც სრულიად უცხო მამაკაცზე დაქორწინდა.გუგაც ამიტომ იკავებს თავს და ფიქრობს,რომ მას მისი ფული აინტერესებს და სხვა არაფერი.თან მამაკაცმა არც იცის ელენას ძალა, რომ დაატანეს და ძალით გააყოლეს სრულიად უცხო მამაკაცს.ამიტომ გუგას ფიქრები ელენასთან დაკავშირებით, წესით მისაღები უნდა იყოს
_ვაა სიძე შე ძველო!რატი მაშინვე გამოექანა ძმაკაცისკენ და მხარზე ხელი დაარტყა,როგორც სჩევვია ხოლმე
_აქაც მომაგენი?!გუგამ სიცილი დაიწყო
_დავაი რა!აბა შენი ანგელოზი უფრო კარგად გამაცანი,ყაზბეგში კი ვნახე, მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ ახლა უკეთესად გამოიყურება!მაშინვე ჩამოიცილა წარბებშეკრულ ძმაკაცს და ელენას წინ ასევეტა.თბილად ჩაიკრა გულში ერთ ადგილზე გაშეშებული გოგო და ლოყზაე ხმაურიანად აკოცა
_რძალო მართლაც ანგელოზი ხარ!ულამაზესი ხარ!რატი აღფრთოვანებას ვერ მალავდა,თან ცალი თვალით გუგას გახედავდა ხოლმე და აშკარად ხედავდა სერიოზული სახით მყოფი მამაკაცის თვალებში რაღც სხვას,რაც აქამდე არ ქონდა
_მადლობა.ელენამ მორცხვად დახარა თავი და თბილად გაუღიმა.რატომღაც ძლიან მოეწონა გუგას მეგობარი,ალბათ იმიტომ,რომ გუგასთან შედარებით უფრო კონტაქტური და მხიარული იყო
_რა მადლობა რძალო?!აქეთ უნდა მოგიხადოთ მადლობა ჩვენს ურჩხულს ,რომ გამოყევი!რატიმ სიცლი დაიწყო და როცა გუგას გაბრაზებული სახე დაინახა მალევე დასერიოზულდა.ელენასაც გაეცინა და როცა მამაკაცის დაღრეჯილი სახე დაინახა მანაც მალევე მოიშორა ღიმილი სახიდან
_კარგით გეყოფათ!(გუგა)
_უჟმური!(რატი)
_რა უჟმური ,უნდა წავიდეთ, რამდენი ხანია აქ ვართ!დაუღრინა ძმაკაცს და ელენას ხელი მოკიდა
_ნახვამდის რატი.ელენამ თბილად გაუღიმა სახე დაღრეჯილ რატის და გუგას გაყვა.მანქანაში ისევ დუმილი იყო გამეფებული.არა უკვე ნერვებს მიშლის ეს დუმილი,ღირსია ახლავე კინწისკვრით გადავისროლო მანქანიდან,მაგრამ მგონი ჯერ ადრეა.ხო სანამ მე აქ დუმილზე ვჩხუბობ ელენამ უკვე შენიშნა,რომ გუგა სახლში არ მიდის და სადღაც გადაკარგულ ადგილას მიყვას ჩვენი გოგო.ესეც უხმოდ ზის და არაფერს არ ამბობს.ფანჯრის მინაზე აქვს თავი მიყრდნობილი და რაღაცას გაშტერებული უყურებს.რაღაცას არა,ბნელ ღამეს უყურებს და მთვარეს,რომელიც წყვილს ჩუმად მიყვება
_გადმოდი!გასცა ბრძანება და მანქანის კარი გამოაღო.ელენაც უხმოდ გადმოვიდა და მამაკაცთან ერთად მაქნანის წინა ნაწილს მიეყრდნო.ორივე ჩუმად იყვნენ,არაფერს ამბობდნენ.ესე წყნარად უყურებდნენ მათ წინ გადაშლილ თბილისის სურათს
_დღეს ძლიან ლამაზი ხარ და არა მარტო დღეს!გუგამ სიგარეტი ამოიღო და ღრმა ნაპასი დაარტყა
_გმადლობ.ისე უპასუხა მამაკაცს ზედაც არ შეხედა ,რაც გუგას არ გამოპარვია.მაშინვე ხელით გასრისა სიგარეტის ნამწვავი და გოგონას მიუტრიალდა.კარგად დაზვერა მისი სქელი,წითელი ტუჩები და მხეცივით დაიწყო მისი დაგემოვნება.ხარბად უკოცნიდა ჯერ ქვედა,შემდეგ კი ზედა ტუჩს,კიდევ გააგრძელებდა თვისი ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებას,მარცხენა მხარეს სილა რომ არ გაერტყათ.უცებ ვერ გაიზრა რა მოხდა,უფრო სწორად გაიაზრა,მაგრამ ის ვერ მოიფიქრა,რომ ელენამ გაარტყა სილა.ელენამ კი არა, ჯერ როგორ გაუბედეს სილის გარტყმა სახეში.ძარღვები დაებერა და განრისხებულმა ჩახედა გოგოს თვალებში
_როგორ ბედავ?!დაუღრიალა მის წინ მდგარ გოგოს
_მე კი არა შენ როგორ ბედავ, მაინც ვინ გგონივარ?!ელენამ აი ახლა მოიკრიბა მთელი დარჩენილი ძალები და მამაკაცს მზერა გაუსწორა
_ჩემი საკუთრება,რომელიც ვალდებულია ის გააკეთოს რაც მე მსურს!გუგა ისევ ხმამაღლა ყვიროდა და გოგონას ცრემლებს ყურადღებას არ აქცევდა
_მე ასეთი არ ვარ!რატომ გგონივარ ასეთი?ელენა ხელით იშორებდა ჩამოგორებულ ცრემლებს
_გინდა გითხრა როგორ მგონიხარ!უფროსწორად როგორი ხარ!(გუგა)
_არ ვარ ისეთი,როგორსაც შენ ფიქრობ..ცდილობდა გუგასთვის რაღაცის თქმას,მაგრამ არ დააცადა
_შენ ყველაზე უბრალო ბ*** გოგო ხარ!არ გაგაჩნია ელემენტარული ღირსება!ნებისმიერ მამაკაცს ჩუგორდები საწოლში და ნებისმიერის ცოლი გახდები,ფულის გამო!შენ ყველაზე უმდაბლესი ბინძური ადამიანი ხარ ვინც კი მინახავს!უმდაბლესი ბ***!ჰოდა მე გამოგიყენებ,ისევ გამოგიყენებ,როგორც მაშინ!ელენა გაოცებული უყურებდა მამაკაცს და ყოველ სიტყვა ეკალივით ესობოდა გულზე.საშინელი შეურაწყოფა იყო მისთვის მისი ყოველი სიტყვა
_ძალიან ცუდად მელაპარაკები.ძლივს ამოიღო ხმა და მამაკაცს ცრემლიანი თვალები მიაპყრო
_როგორც კი კარგს ვიფიქრებ შენზე მაშნვე ეს მახსენდება და ვხვდები რომ შენც ჩვეულებრივი ერთი დღის ბ*** ხარ ჩემთვის, უფროსწორად ნაქირავები ბ**** ,ოღონდ სხვა ყოფილებისგან განსხვავებით 1 წლით ვიხდი შენში ფულს!ისევ აგრძელებდა გუგა და ვერ ხვდებოდა ეს როგორ ტკენდა ელენას გულს,ან სად ეცალა მისთვის შეეხედა ,გამწარებული ყვიროდა
_ჯანდაბა,მე არ მინდოდა შენი ცოლობა!მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე კიდევ ერთხელ გავხდე შენი!ვერ გიტან,მეზიზღები შენ მე სიცოცხლე მომპარე,ცხოვრება დამინგრიე სხვა ადამიანებთან ერთდ!თქვენ მე მომკალით!არასდროს ვიქნები შენი ყოფილების სიაში მოხვედრილი უმდაბლესი ადამიანი,ამის უფლებას არ მოგცემ!ელენა ხმამაღლა ყვიროდა და ცალი ხელით ცრემლებს იშორებდა სახიდან.არ უნდოდა გუგას ენახა მისი ცრემლები.არ უნდოდა ჩაეთვალა,რომ ელენა სუსტი ადამიანი იყო,მაგრამ როგორ გაბედა და მის ყოფილებს შეადარა,ამაზე გული საშინლად ტკიოდა და თავს მაინც ვერ იკავებდა
_რას ბოდავ!! შენ არ გამომყევი ცოლად?!შენ არ გადმოხვედი ჩვენთან საცხოვრებლად?!თავს ამით იმართლებ?!მამაკაცი გაოცებული უსმენდა გოგოს და ხვდებოდა რომ რაღაც ისე არ იყო როგორც თვითონ ეგონა,მაგრამ ახლაც ფიქრობდა რომ ესეც ელენას ერთგვარი თვისშეცოდების გეგმა იყო
_სახლში წამიყვანე!ელენამ ზედაც არ შეხედა ისე ჩაჯდა მანქანაში.მამაკაციც გვერდით მიუჯდა და სწრაფად მოწყდა ადგილს.სახლში ორივე გაბუსხულები შევიდნენ.ელენა მაშინვე თავის ოთახში ავარდა და საწოლზე დაემხო,მთელი არსებით სურდა ხმამაღლა ეყვირა, ეტირა მაგრამ თავს იკავებდა.გუგა ოთახში არ ასულა,მაშნვე ელენას სიტყვები გაახსენდა და ღამის 2 საათზე თავის მშობლებს შეაკითხა ოთხში
_გააღეთ!ძლიერად აბრახუნებდა მუშტებს ოთახის კარზე და ხმამაღლა ყვიროდა
_რახდება შვილო ?!ეკა მაშინვე გამოვიდა ხალათით და შვილს გაოცებულმა შეხედა.აქამდე არ ენახა თვისი შვილი ასეთ მდგომარეობაში.თვალებჩასისხლიანებული,განრისხებული სახით უყურებდა ეკას და თვალებით ოთხში ვიღაცას ეძელბდა
_მამა სად არის?!(გუგა)
_სძინავს შვილო,გავაღვიძო?!ეკამ როცა შვილი ასეთ მდგომარეობაში დაინახა მიხვდა,რომ რაღაც ხდებოდა
_მე გავაღვიძებ!მალევე შევარდა ოთახში და ეკაც თან გაყვა
_ რა იყო რა აგაღრიალებს?!ზურაც მალევე წამოდგა საწოლიდან და ცოლთან ერთდ, დატუქსული ბავშვივით დივანზე ჩამოჯდა
_უნდა ვილაპარაკოთ!მათ წინ სკამი ძლიერად დაახეთქა,კარგად მოკალათდა და მშობლებს განრისხებული სახე მიაპყრო




მოკლეთ ვფიქრობ ამ ისტორიას მალე დავასრულებ.12 ის შემდეგ კიდევ დავდებ დიდ თავს

ძალიან გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი ამ მოთხობასთან დაკავშირებით

უღრმესი მადლობა ვინც კითხულობთ



№1  offline წევრი nonka

მალე დადე მალეეე..ძაან კაია

 


№2  offline წევრი usazgvro

Aba 12 is mere kide davdwbo ?? Ise dzaan magariaa super

 


№3  offline წევრი eRtI sWeRvA GoGo

აუ რამდენი ხანია ველოდები ახალ თავს და რატომ არ დებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent