შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღარიბი გოგოს მდიდრული ისტორია (10)


16-05-2015, 23:24
ავტორი mariam-mariam
ნანახია 5 882

გაბრაზებულ გულზე ყველაფრის დალეწვა მინდოდა... ხელებს გაუჩერებლად ვურტყამდი კედელს.. ალექსანდრე ამაოდ ცდილობდა ჩემ დაწყნარებას... ელენიკოს გასეირნებას აზრი არ ქონდა... ისევ სადარბაზოში ვიჯექი... ერთ წერტილს მივშტერებოდი, ალექსანდრეს ბეჭზე მედო თავი, რაღაცეებს მებუტბუტებოდა,4 თუმცა არაფერი მესმოდა.... ტელეფონზე დაურეკეს... აშკარად ანერვიულებული ლაპარაკობდა...
-შეძლებ წამოსვლას?
როგორც კი გათიშა ტელეფონი მომიბრუნდა....
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ცრემლები მოვიწმინდე და ფეხზე ავდექი... მანქანა სავადმყოფოს ეზოსთან იყო, ამიტომ ტაქსი გააჩერა და რაღაც მისამართი უკარნახა მინდოდა მეკითხა რა მოხდა თუმცა ისეთი სახით იყურებოდა შემეშინდა... ისევ საავადმყოფოსთან მივედით, ამჯერად ტრავმატოლოგიურში..
-აქ რა გვინდა?
ცოტა არ იყოს შეშინებულმა ვკითე, და ერთი თავით მაღალ ალექსანდრეს თვალებში ჩავხედე
-გამოტვინებული გიორგი უნდა ვნახოთ...
ერთ-ერთ ექიმთან მივიდა და გიორგის პალატა ჰკითხა... მესამე სართულზე მოგვიწია ასვლა... როგორ იქნა მივაღწიეთ პალატამდე... ალექსანდრე ისეთი სახით დადიოდა, მეგონა მოკლავდა მაგრამ კარების გაღება, გიორგის დანახვა და ალექსანდრეს ხარხარი ერთი იყო...
-აუ მორჩი სიცილს!!!
-რა მოვრჩე რას გავხარ რაა არის ეს?!-სულს ვერ ითქვამდა ალექსანდრე, ცრემლები მოიწმინდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.. არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში სიცილისგან რამისაა ცუდად გავმხდარიყავი... - ვინ გცემა ესე?
გიორგიმ თავი დახარა და ხმა არ ამოუღია კარგა ხანს... სიჩუმე ამჯერად მე დავარღვიე
-მემგონი მივხვდი ვინც ცემა... გიო ერთ კითხვას დაგისვამ და მიპასუხე...
-ჰე მიდი
-რამდენი გოგო "დაკერე" ჩვენი წასვლის მერე?
ინტერესით გავხედე გიორგის და მერე ჩაბჟირებამდე მისულ ალექსანდრეს....
-ხუთი...
-რამდენი შე*ემა?
-ხუთი და..
-და ერთერთის ქმარმა გაგიფინა..
დავამთავრე მისი წინადადება და კმაყოფილი ალექსანდრეს გვერდზე დავჯექი..
-თან ვკითხე ყავდა თუ არა ვინმე და არაო მითხრა და რა მექნა...
-დებილი ხარ ტო რა უნდა გელაპრაკო.... აჩი სადაა?
-აჩის გაუმართლა.. უი თქვენ რა ქენით გაასეირნეთ ელენიკო?
ელენიკოს ხსენებაზე სახე მომეღუშა და სკამზე ოთხად მოვიკეცე.. ალექსანდრემაც შენიშნა ჩემი ხასიათის გაფუჭება და გიორგის თვალები დაუქაჩა..
-კაი შე*ემა გადმოგივარდა თვალები აღარაფერს ვიტყვი მეტს...
ალექსანდრე რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ექიმი შემოვიდა
-გამარჯობათ... ბატონი გიორგი... ყველაფერი რიგზე გაქვთ... მხოლოდ ხელი გაქვთ მონატეხი და მცირედი დაბეჟილობები გაქვთ.. ხვალ დიკით შეგიძლიათ წახვიდეთ, ოღონდ ლოგინიდან არ უნდა ადგეთ მინიმუმ ერთი კვირა...
ლაპარაკი დაასრულა და ოთახიდან გავიდა...
-ესეც ასე ერთი კვირა ვგულაობ...
-შენ გულაობ და მე და მარიტას გვკითე? ორს ერთად უნდა მოგიაროთ...
-უი დედა... მიდი თქვენ დედასთან წადით და მე ხვალ გამომიარეთ სახლში წასაყვანად...
ამ ყველაფერს ისე ამბობდა თითქოს დედამისსზე არ ყოფილიყო ლაპრაკი... ეს მიშლიდა ყველაზე მეტად ნერვებდ გიორგიში, თავის თავის გარდა არავინ და არაფერი აინტერესებდა... მხოლოდ ის და მისი სურვილების დაკმაყოფილება.. მალევე გამოვედით მე და ალექსანდრე პალატიდან და მეორე სავადმყოფოში წავედით.. მანანა დეიდა კვლავ უგონოდ იწვა.. თვალები ჩავვარდნილი და ჩაშავებული ქონდა... ალექსანდრე მის თავთან იჯდა და მანანას ხელი მის ხელებში მოექცია და ეფერებოდა...
ვუკვირდები და ვხვდები როგორი განსხვავებული ძმები არიან.. ერთი თავის თავზე წინ მისთვის ძვირფას ადამიანებს აყენებს, და მერე მხოლოდ "მე, მე, მეს" გაიძახის...
ვუყურებ ალექსანდრეს და გულში სითბო მეღვრება.. აი ესაა ნამდვილი დედაშვილობა და არა ის რაც მე გადავიტანე..
ოთახში ექიმი შემოვიდა და რაღაცეების გასწორება დაიწყო...
-თქვენ ვინ ბრძნადებით ქალბატონი მანანასი?
როცა თავის საქმეს მორჩა მე და ალექსანდრეს მოგვიტრიალდა...
-შვილი და რძალი... ხო მშვიდობაა?!
"რძალი" რაღაცნაირად მომხვდა ყურში მესიამოვნა, თუმცა გული მაინც ცუდს მიგრძნობდა...
-ქალბატონ მანანას როგორც იცით დიაბეტი აქვს... ანალიზები ავუღეთ და პასუხი მოვიდა... დიაბეტთან ერთად, ტვინის კიბო აქვს მესამე სტადიის .... ძალიან ვწუხვარ....
თავში მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებდა "ტვინის კიბო"...
ნუთუ მანანა დეიდაც, რომელიც სულ რაღაც ერთ კვირაში დედასავით შემიყვარდა, შეიძლება ესე მალე დავკარგო...
ალექსანდრე გაშტერებული იყურებოდა... მიკარებას ვერ ვბედავდი... მისკენ წაღებული ხელი ჰაერში გავაჩერე ვერ გავიგე მივკარებოდი თუ არა... თავი ნელა შემოატრიალა ჩემკენ.. ჰაერში გაჩერებული ხელი დამიჭირა და მისკენ მიმწია... ძლიერად ჩამეხუტა... ვიგრძენი ცხელი სითხე ბეჭეზე, რომელიც გაუჩერებლად მოდიოდა... პირველად ვნახე ალექსანდრე ასეთ მდგომარეობაში..
ტიროდა..
გაუჩერებლად ტიროდა...
-გესმის მარიტა შეიძლება დავკარგო... დავკარგო ადამიანი რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია... ქალი რომელმაც გამზარდა და ქალი რომლისთვისაც შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია.... არშემიძლია მარიტა... ვერ გადავიტან დედას სიკვდილს....
გამამხნევებელ სიტყვას ვერაფერს ვეუბნებოდი... მეთვითონ შოკში ვიყავი... მეც მასთან ერთად ვტიროდი...
ტყუილია როცა ამბობენ კაცები არ ტირიანო..
რომ მოინდომონ ქალებზე ძლიერად იტირებენ..
ალექსანდრე მთელო დღის განმავლობაში გაქვავებული იჯდა.. რამეს რომ ვკითხავდი რაზეც სრული პასუხი მჭირდებოდა მხოლოდ "კის" ან "არას" მეუბნებოდა...
მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარეთ....
დილით გიორგის შეცხადებამ გამაღვიძა, სკამზე ოთხად გაკეცილს მეძინა და წელიც საშინლად მტკიოდა... როგორც ჩანს ალექსანდრეს უკვე ეთქვა ეს ყველაფერი და შესაბამისი რეაქციაც მოყვა...
-მარიტა მითხარი რო მატყუებს და დედას არაფრი ჭირს...
არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა და მდუმარედ ვიჯექი...
-მარტა გთხოვ მითხარი რომ დედას არაფერი ჭირს..
-....
-დედას არაფერი ჭირს ხო?
ჩვეულებრივი წყნარი ლაპარაკი ნელ ნელა ღრიალში გადაეზარდა...
-რა მჭირს?
ოთახში სუსტი ხმა გაისმა..
ყველამ საწოლისკენ მივიხედეთ და მანანა დეიდას შევხედეთ რომელიც, ხან მე შემომხედავდა ხან ალექსანდრეს და ხანც გიორგის...
-რა მჭირს?
ეხლა უფრო მკაცრად გაისმა ოთახში მანანას სუსუტი ხმა... ხმას ვერცერთი ვიღებდით... ან როგორ უნდა გვეთქვა...
"იცი დედა შენ სიმსივნე გაქვს..." ან
"დედა... არ ვიცი როგორ დავიწყო... ექიმმა ანალიზები აგიღო და.. სიმსივნე გაქვს".....
შეუძლებელი იყო ამის თქმა... ან რანაირად უნდა გვეთქვა. ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ, თუმცა შეპარვით ხერხს არცერთი გავდა..
-მანანა დეიდა იცით..
-მარიტა გთხოვ.. -ლაპარაკი ალექსანდრემ შემაწყვეტია -გთხოვ აჩის გაყევი გარეთ ...
ნამდვილად არ მქონდა ეხლა იმის სურვილი გამეგო როგორ ეუბნებიან მანანს... უბრალოდ ვერ გადავიტანდი ამ ყველაფერს.. აჩის გავყევი და დერეფანში სკამებზე დავსხედით...
ხმას ვერცერთი ვიღებდით ან რაზე უნდა გველაპარაკა?! დაახლოებით თხუთმეტ წუთში პალატიდან თვალებჩაწითლებული ალექსანდრე გამოვიდა.. რთული მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო რაც მოხდა..
-როგორაა?
ეგრევე ვაჯახე როგორც კი ახლოდ მოვიდა...
-თავს გვაჩვენებს რომ კარგადაა , თუმცა მე ხო ვიცი არა....
თავი ვერ შეიკავა და რამდენიმე ცრემლი გადმოუვარდა...



№1  offline წევრი ninee

magaria gaagrdzeleee

 


№2  offline წევრი შიკალატკა

ალექსანდრე რა საყვარელია! <3 გააგრძელე და მალე დადეე :*

 


№3  offline წევრი usazgvro

Dzaan magariaa

 


№4  offline წევრი lamazmani

აუ ეს ალექსანდრე რა საყავრელია ძაან მომწონს აუ მანანა მეცოდება ცოროოა მალე გააგრძელე love

 


№5  offline წევრი masu

Kargiaa <3 male dade xolme <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent