შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქიმიის მასწავლებელი IV თავი


17-05-2015, 05:39
ავტორი annabelle
ნანახია 1 936

ტუჩზე ვიკბინე მღელვარება რომ ჩამეცხრო.მიყურებდა..ისევ მიყურებდა. რატომღაც გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა.მისი თვალები,ყველზე ლამაზი თვალები იმედგაცრუებით იკვლევდნენ ჩვენს სხეულებს.ჩემს ხელს რომელიც მჭიდროდ შემოხვეოდა ნათიას. მინდოდა მოვშორებოდი.გავცლოდი იმ ადგილს. მეზიზღება ის ფაქტი რომ ჩემი ქიმიის მასწავლებელი მადარდებს.მძულს ის,რომ ამდენს ვფიქეობ მასზე...
-ეეე გიო მოდი კანფეტი არგინდა?-ირაკლისკენ გავიხედე როცა გამომძაახა და წარბები შეათამაშაღიმილი მომეფინა სახეზე მის შემოთავაზებაზე. მანანა სულ გადამავიწყდა იმის ფიქრში თუ რა სიამოვნება მელოდა წინ. ნათიას მოვუბოდიშე და ცოტახნით გოგონებთან ტბასთან ახლოს დაავტოვე. იკას მივუახლოვდი,რომელიც ბიჭების წრეში მოქცეულიყო და გამხმარ ,,პლანს'' ცალხაზიანი რვეულის ფურცელში ახვევდა. ჩავიხითხითე და მოუთმენლად გავუხახუნე ხელები ერთმანეთს.
-სად იშოვეე?-ალმაცერად გავიღიმე
-სანდო კავშირები ძმა-ჩაიცინა და საგულდაგულოდ დახვეული,მოსაწევად გამზადებული ,,კანფეტი'' გამომიწოდა. გამოვაართვი და სწრაფად მმ
მოვუკიდე. როგორც კი შევისუნთქე მაშინვე ვიგრძენი როგორ დამიარა სიამოვნების ჟრუანტელმა. თვალები უნდბურხ დამეხუჭა.ბალახზე ჩამოვჯექი და სიამოვნების მორდვში გადავეშვი. მანამ არ გადავაგდე სანამ სულ არ ჩაიწვა. ბიჭებს ავხედე. თვალები დავაწვრილე მათი სახეები რომ გამერჩია. გამეცინა იკას ლომის ულვაშებზე. ხარხარი მომინდა მაგრამ რატომღაც არ მინდოდა მათ კარგ ხასიათზე ვენახე/
-აბა? როგორია? ხომაგარია-პატარ ბავშვივით გაიბადრა ფაფარ აშლილი ირაკლი და დიდი შავი ცხვირი საყვარლად ააცმაცუნა
-არის რა-ჩავიხითხითე და წამოვდექი. ვგრძნობდი,როგორ სწრაფად და არა თანაბრად მიცემდა გული,როგორ მიედინებოდა ბლანტი სითხე ჩემს ძარღვებში.ირგვლივ ვიხედებოდი და ვცდილობდი რამე ისეთი მომეფიქრებინა, რაც მოზღვავებული ადრენალინის გამოყოფაში დამეხმარებოდა.გამეღიმა,როცა ნაპირზე მოსაუბრე ნათიას და გოგონებს მოვკარი თვალი.გამეცინა.მათი უკანალები ბატის ბუმბულით დაფარულ კურტუმოს მაგონებდა იმ წამს. მგონი ზედმეტი მოვწიე!
-გავცუროთ?-ბიჭებისკენ შევტრიალდი.მაგრამ მათ პასუხს არ დავლოდებივარ.ლურჯი კედები ფეხების ერთმანეთზე მირტყმით გავიხადე და ტბისკენ გავიქეცი. ვერ ვიჯერებდი ამას რომ ვაკეთებდი.მხოლოდ ის მამშვიდებდა,რომ ზემოქმედებდა ჩემზე და ჩემი ნებით არ ვაკეთებდი ასეთ სისულელეებს//
-ჰეი! გიო! გაჩერდი!გაგიჟდი ბიჭო?-ბუნდოვნად ჩამესმა იკას ხმა მაგრამ უკვე გვიანი იყო.ხელებს აქეთ-იქეთ ვიქნევდი და ბინძურ წყალში რაც შეიძლება ღრმად შესვლას ვცდილობდი.ვიცინოდი!თავს კარგად ვგრძნობდი ასე. არც მანანა და საერთოდ არავინ მანაღვლებდა! საერთოდ არავინ!
მივცურავდი.ნაპირზე მდგომი კლასელები,ნათია და ჩემი ქიმიის მასწავლებელი კი წამდაუწუმ ჩემს სახელს გაჰყვიროოდნენ.მე ისევ მივცურავდი,
მივცურავდი,
მივცურავდი,მანამ სანამ დაღლა არ ვიგრძენი.ხელებში სისუსტეს ვგრძნობდი და მინდოდა დამესვენა, მაგრამუკვე ღრმად ვიყავი შესული.ფეხები დამიმძიმდა და იძულებული გავხდი გავჩერებულიყავი. ჯანდაბა! სულ ეს იყო? მხოლოდ რამდენიმე წუთიანი მხიარულება!
-გიორგიი!-მესმოდა,როგორ მეძახდნენ.ვერ ვთხოვდი მათ დახმარებას! არ შემეძლო! წყეული სიამაყე ამის საშუალებას არ მაძლევდა/
-გიორგიიი! გეყოს! გამოდი!-მისი ხმა ასეთი მკაცრი არასდროს ყოფილა.არ მეგონა მანანას ყვირილი თუ შეეძლო.მაგრამ მგონი ეშინოდა! ჰო!ეშინოდა არ დავმხრჩვალიყავი...მესიამოვნა ეს.თავი გავიქნიე ჩემს საცოდაობაზე.ვერ ვიჯერებდი,ისე,რომ დავეცი სიკვდილის პირას მყოფი ქიმიის მასწავლებელზე ვფიქრობდი!
-გამოდი!ახლავე!-ხმა ჩაუწყდა.ჩავიცინე და გაცურვა ვცადე მაგრამ ვერ შევძელი.მეგონა კუნთები სულ გამეთიშა.თვალები გადავატრიალე იმის გაფიქრებაზე,რომ ეს სავარაუდოთ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთები იყო.თავის გადარჩნა არ შემეძლო და არც გადარჩენის თხოვნას ვაპირებდი! უბრალოდ ვიცდიდი.სიკვდილს ველოდი/ან სასწაულს!ჩავიძირე!თვალები დავხუჭე და სუნთქვა შევიკავე.ახლა ვიგრძენი რა ცივი იყო წყალი.გამაჟრჟოლა მაგრამ სიცივისგან არა.ხელზე შეხება ვიგრძენი.მეგონა ხავსი იყო ან რომელიმე საზიზღარი წყალმცენარე მაგრამ,როცა გავიხედე გავვოგნდი
-სულელი ხარ!-მანანას შიშნარევი ლუღლუღი მომესმა.მეგონა ჰალუცინაცია იყო ან ყველაზე ლამაზი მირაჟი!ყველაზე ლამაზი...
-გიორგი გამოფხიზლდი-ოდნავ შემანჯღრია და შეეცადა წყლიდან ამოვეყვანე.თვალები დავახამხამე და სახეზე მივაჩერდი.იმის მაგივრად,რომ მისი დახმარება მიმეღო მის ნაკვთებს ვიკვლევდი და გონებაში ღრმად ვიბეჭდავდი,არასდროს,რომ არ დამვიწყებოდა!...
-თუ არ დამეხმარები ჩემით ვერ შევძლებ დაგეხმარო.შემომხედე! გთხოვ გიორგი-საწყლად დაიჩურჩულა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.ისეთი საყვარელი იყო. ბრაზი მერეოდა მაგრამ რა შემეძლო გამეკეთებინა? მე ის მომწონდა! ჩემი ქიმიის მასწავლებელი მომწონდა!ამის დედაც!
-წამოდი-ჩემი ხელი კისერზე გადაიდო და ძვლივს დამძრა ადგილიდან.ჩავიცინე.ისეთი უმწეო იყო.რაც ძალა შემრჩენოდა მოვიკრიიბე და თავისუფალი ხელით წყალი ,,გავჭარი''. მეგონა მთელი საუკუნე მივცურავდით ნაპირისკენ.ნელა მივიზლაზნებოდით მე კი ცივი ,,ტბის კალთაში'' სუნთქვა მეკვროდა.
-ცოტა დაგვრჩა.მალე ნაპირთან ვიქნებით-მამხნევებდა მანანა და სველ მაისურზე მისი ნაზი,თხელი თითებით მებღაუჭებოდა...
===
არმახსოვს როგორ გამომიყვანა წყლიდან... და არც ის ვიცი რატომ არ მახსოვს. იმედია გონება არ დამიკარგავს!
-სახლში მე წავიყვან.თაქსი გამოვიძახე და შინ ის წაგიყვანთ.არსად წახვიდეთ.ეს თხოვნა არაა...დღეისთვის საკმარისად ვინერვიულე-თვალები დახუჭული მქონდა მაგრამ მაინც ვიცოდი ვინც იყო.მანანა ნერვიულობდა!ჩემს გამო ნერვიულობდა.
-იმედია კარგად იქნება...-ამოიბუტბუტა ნათიამ და შუბლზე ჩამოყრილი თმა ვიღაცამ გვერძე გადამიწია.არ მინდოდა თვალების გახელა.არც გამიხელია იქამდე სანამ მანქანის ძრავა არ ამუშავდა.ნელა წამოვიწიე და საჭესთან მჯდარ მანანას გავხედე.
-როგორ ხარ?-არ გამოუხედავს ისე მკითხა
-კარგად!-უხეშად ვუპასუხე და სავარძელზე კომფორტულად მოვეწყვე.
-რაზე ფიქრობდი? რომ დამხრჩვალიყავი?
-მაგრამ არ დავმხრჩვალვარ!-მხრები ავიჩეჩე.
-ხომ შეიძლებოდა...
-ჯანდაბა! ცოცხალი ვარ!-სიტყვა გავაწყვეტინე და გაბრაზებით წარმოვთქვი.როგორციქნა შემომხედა. წარბები შევკარი მისი სახის დანახვისას. თითქოს ჩემმა ტონმა გაანაწყენაო...ყოველთვის სიხარულით მოციმციმე თვალებს სიბნელე დაპატრონებია და ,,ბოროტ'' შავ გუგებსაც თითქმის მთლიანად შთაუნთქამს წმინდა,ცასავით ცისფერი ფერი...ისევ გზას მიაშტერდა. მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია. თავს ვიწყევლიდი გულში ჩემი ნაგვობის გამო! ვიცოდი რა დამპალი არსებაც მქონდა მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი.მე უბრალოდ ასეთად დავიბადე!
-მადლობა...-თავს ძალა დავატანე ეს სულელური სიტყვა,რომ წარმომეთქვა.მხოლოდ იმიტომ,რომ სიტუაცია განმემუხტა...
-მადლობა რისთვის?
-სიცოცხლის გადარჩენისთვის!-ამოვიბუზღუნე და თვალები დავხუჭე.ისევ სუსტად ვგრძნობდი თავს.ძილბურანში ვიყავი,როცა მისი ჩურჩული მომესმა
-არაფრის...
ძლიერმა,მაღალმა ტალღამ გამომაღვიძა.წამით სუნთქვა შემეკრა მაგრამ,როცა მივხვდი ეს მხოლოდ საშინელი კოშმარი იყო დავმშვიდდი.ირგვლივ მიმოვიხედე და მოვიბუზე.ჩემს ლოგინში ვიწექი.გვერდით ბალიშები მეწყო.ტანსაცმელი ახალი და მშრალი მეცვა.გავბრაზდი:@ მათ პატარა ბავშვი ხომ არ ვგონივარ?! ბალიშები ძირს მოვისროლე და საგულდაგულოდ გადაფარებული სქელი საბანიც მოვიშორე.მხოლოდ ის მამშვიდებდა,რომ ოთახში არავინ იყო.წამოვდექი.მაისური გავიხადე,იქვე იატაკზე მივაგდე და დიდი მონიტორის წინ ჩამოვჯექი. კამერა ჩავრთე და ახალი Dღიურის ჩაწერა დავიწყე.
,,17 მაისი.2015წელი.
გამარჯობა! საშინელი დღე იყო// ცხოვრებაში ყველაზე სირ*ლად მოვიქეცი და საკადრისადაც მომეზღო! ,,პაემანზე'' დაპატიჟებული ნათია სანაპიროზე დავტოვე,სულელურ შატალოზე საშინელი პლანი მოვწიე და გაყინულ ტბაში ვიცურე. ბოლოს კი ,,დაბოლილი კურდღელივით'' მაგრად ჩავფლავდი! ტბაში დახრჩობას ქიმიის მასწავლებელმა გადამარჩინა! ჩ ე მ მ ა ქიმიის მასწავლებელმა!''
ვიდეო ჩანაწერი სპეციალურ ფაილში შევინახე.ისევ დაწოლას ვაპირებდი კარზე,რომ დააკაკუნეს. თვალები გადავატრიალე. ლოგინზე კომფორტულად მოვეწყვე და დაველოდე სანამ თავისით არ მიხვდებოდნენ შემოსვლას.ისევ კაკუნი... ისევ...
-შემოდი!
-შეიძლება?-ნაცნობი ხმის გაგებისას გაოცება ვერ დავფარე,ტუჩები ერთმანეთს დავაშორე და გაკვირვებულმა ავათვალიერე უხერხულად მდგარი მანანა.-შენმა მშობლებმა ვახშამზე დარჩენა მთხოვეს.წასვლას ვაპირებდი.უბრალოდ მინდოდა გამეგო თავს,როგორ გრძნობ...-ამოიბუტბუტა
-კარგად ვარ-მხრები ავიჩეჩე.
-კარგი...მაშინ წავალ-წამით ჩემს შიშველ მკერდ შეხედა მაგრამ,როცა ჩემი მზერაც იგრძნო განზე გაიხედა.მინდოდა აქ არ ყოფილიყო! მინდოდა საერთოდ არ შემოსულიყო! მინდოდა ჯანდაბაშიც გამეგზავნა იმის გამო,რომ ვერ ვწყვეტდი მასზე ფიქრს!მაგრამ არმინდოდა წასულიყო!!!
-ღამემშვიდობის გიორგი.
-ცოტახანს კიდევ დარჩი!-უემოციოდ ვთქვი და წარბშეკრული მივაჩერდი პასუხის მოლოდინში.დავინახე,როგორ შეეცვალა სახე ჩემს სიტყვებზე.არაფერი უთქვამს.ჩანთა დაბალ კომოდზე დადო და ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა.ჩავიცინე. უცნაური იყო ის ფაქტი,რომ ახლა ჩემს საწოლზე იჯდა. გოგო,რომელიც ჩემი ქიმიის მასწავლებელი იყო... ჩემი ქიმიის მასწავლებელი,რომელიც ასე იდიოტურად! ძალიან მომწონდა...

===============================================================
ვიცი დავაგვიანე, ვიცი საშინელი ,,მწერალი'' ვარ, ვიცი ესეც დანარჩენებივით საშინელი და სულელური გამომივიდააა მაგრამ რავქნა...თუ დარჩით ვინმე საერთოდ ვისაც გახსოვთ და კითხულობთ დაწერეთ რას ფიქრობთ გთხოვთ საერთოდ გავაგრძელო? თუ ტყუილად ვწვალობ დაწერეთ ყველაფერი რასაც ფიქროობთ ძალიან გთხოვთ რა თუ გაგრძელება ღირს ვეცდები მალე დავდ



№1  offline წევრი BiLi

wooow magaria dzaaan magariaa yochag ,, arc ki ifiqro shewyveta egeti sisulele arc ki gaivlo gulshi,,, gaagrdzele da ecade male dado kargi xar :-*

 


№2  offline წევრი S.likuna

კაიაააა ძააან მალე დადე ხოლმე ❤️

 


№3  offline წევრი Smiling girl

კარგია და გააგრძელე, ძალიან განსხვავებულია, ბევრი ვიფიქრედა ვერ მივხვდი ბოლოსკენ როგორი დასასრული იქნება ამიტომ უფრო დიდი მონდომებით ველოდები, მალე დადე და დიდი თავები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent