მეორადი ბედნიერება [12]
პეტრე.. ბედნიერი იყო იმით, რომ ნახა. მითუმეტეს, რომ გაჰყვა, არ გაექცა. საკუთარ შანსად ჩათვალა. ღიმილიც წინსვლა იყო, თუმცა თვალები ძველებურად, სევდით ჰქონდა სავსე. „მე უბრდალოდ დავკარგე, ამ შემთხვევაში თავიდან დაწყება ძალიან რთულია, დავიწყება კი შეუძლებელი.“ - გონებაში სულ მისი სიტყვები უტრიალებდა. თვითონაც მშვენივრად იცოდა დავიწყების შანსი რომ არ არსებობდა. ანნას სულ ემახსოვრებოდა გეგა, მაგრამ უნდა მოეხერხებინა საკუთარი ადგილი მოეპოვებინა მის ცხოვრებაში. ხომ შეიძლებოდა მეორედაც შეყვარებოდა, ჰოდა მეორე სიყვარული აუცილებლად თვითონ იქნებოდა. ახლა კი უბრალოდ ურთიერთობის დათბობას ეცდებოდა, ჯერ მეტი ამბიციები არ უნდა ჰქონოდა. ღიმილით იხსენებდა ტლიკინას და ისევ მის დაბრუნებაზე ოცნებობდა. ანნა... არავისთვის არაფერი უთქვამს, არც ელენესთვის. დილით კაკაო მოუნდა, ძალიან, არადა არასდროს მოწონდა, რძე ეზიზღებოდა, მაგრამ ახლა ისე უნდოდა, არც კი დაფიქრებულა, მოიმზადა და გემრიელადაც მიირთვა. ტელეფონი ამღერდა, ეკრანს თითი გადაუსვა და ყურზე მიიდო, იქიდან ნაცნობი ხმა მოესმა. გული კვლავ აუძგერდა და გაბრაზდა საკუთარ რეაქციაზე. ნერწყვი ჩაყლაპა, ხმა დაიწმინდა და ცოტა უფრო გარკვევით გამოთქვა: - გისმენთ. - ანნა, პეტრე ვარ.. - ჰო, გისმენ.. - მოსაკითხად დაგირეკე.. - არამიშავს, შენ როგორ ხარ? - მეც ასე.. _ ენა წინ უსწრებდა, უნდოდა სადმე დაეპატიჟებინა, მაგრამ მოახერხა და თავი შეიკავა. _ კარგი, აღარ შეგაწუხებ. - ნახვამდის _ ტელეფონი გათიშა. კინაღამ უთხრა არ მაწუხებო. პეტრეზე ფიქრებს სულ თავს არიდებდა, აშინებდა აჩქარებული გულისცემის შეგრძნება, ძალიან აშინებდა. ერთი კვირა ისე გავიდა, პეტრეს აღარსად შეხვედრია. მაგრამ დღე არ გასულა, რომ ბიჭს არ მოეკითხა, ხან შეტყობინებებით, ხან ზარებით, ყოველდღიურად ეხმიანებოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ უპასუხოდ ვერ ტოვებდა ანნა, თითები თვითონ გაურბოდნენ საპასუხოდ.. კვლავ აშინებდა ვერდამორჩილებული თითები და აკანკალებული ხმა.. ვერ ხვდებოდა რა იყო ეს, კარგი ნაცნობობა, მეგობრობა თუ... საღამოს ელენე იყო მისული. ბევრი ელაპარაკა, აჟიტირებული იყო რატის საჩუქრებით. მერე საფირმო ღიმილით შეხედა და ანნასაც გაეღიმა, მიხვდა, რაღაც თხოვნა ჰქონდა. - მთხოვე, გისმენ.. - აუ რა მაგარი გოგო ხარ _ გაუცინა.. _ მაგრამ უარი არ მითხრა და უფრო მაგარი იქნები.. - რა გინდა? - მოკლედ, რატის აქვს დაბადების დღე ხვალ, აპირებს წყნეთში წასვლას აღსანიშნავად, შენც დაგპატიჟა და ხომ წამოხვალ? - ელე.. - გთხოვ რა, ვიცი, მესმის, მაგრამ ასე ჩაკეტილი ვერ იცხოვრებ ანნა, ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ ამისთვის.. - ელე აქ რომ იხდიდეს, არ გაწყენინებდი, წამოვიდოდი, მაგრამ წყნეთში, ღამითაც იქ უნდა დარჩეთ ალბათ და არ მინდა.. არ შემეფერება.. - ანნა ნუ გადამრიე, რა არ შეგეფერება, ცუდს ხომ არაფერს აკეთებ, უბრალოდ მეგობრის დაბადების დღეზე წახვალ, ამის გამო არავინ გაგკიცხავს ანნა.. პირიქით, ყველას უნდა რომ ის ძველი ანნა დაბრუნდეს.. - არ ვიცი ელე, გეხვეწები ნუ ჩამაცივდები რა.. - კარგი _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. ანნას დედას გვერდით ჩამოუჯდა და ბუტბუტი დაიწყპ.. კარგად იცოდა ასეთ დროს მასზე მეტად ვერავინ დაეხმარებოდა. ქალს გაეღიმა და შვილის ოთახისკენ წავიდნენ ორივე. - დე _ დაბალი ტონით დაიწყო ქალმა. - აუ დე მოსყიდული ხარ ახლა შენ.. - ანნა, ელენე მართალია, შენც ხომ იცი, მთელი ცხოვრება ასე ვერ იქნები, უბრალოდ ვერ შეძლებ.. - თქვენ არაფერი გესმით _ თვალები ცრემლებით აევსო. - მესმის ანნა, ყველაფერი მესმის ჩემო პატარა, მაგრამ გეგას არ მოეწონებოდა ასეთი ანნას ნახვა, გეგას ის მხიარული ბავშვი უყვარდა.. - თქვენც ხომ იცით რომ გეგას ანნა აღარ დაბრუნდება, თავისი წილი ანნა წაიყვანა გეგამ _ ამოისრუტუნა.. - ის ანნა შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს, მაგრამ სხვა ანნა ხომ უნდა გაჩნდეს დე? ახლა რომ არავინ ხარ ხომ ხვდები, ყველას ჩამოშორდი, ელენეს გარდა აღარავის ნახულობ, მხოლოდ პატარას გამო სეირნობ, არ შეიძლება დე ასე.. - კარგი, წავალ _ ამოისუნთქა და ცრემლები მოიწმინდა. _ მაგრამ არც კი ეცადოთ რომ ხვალისთვის ტანსაცმლის ფერი შემაცვლევინოთ.. - კარგი, რაც გინდა ის ჩაიცვი _ გახარებული ჩაეხუტა ელენე. - კარგი.. - ხვალ შუადღისთვის მოვა.. - დილით გამომყევი, საჩუქარს ვუყიდი სასიძოს _ გაუღიმა. - აბა რას ვიზამ.. ელენე რომ გააცილა, კარადიდან ტანსაცმელი გადმოიღო, კვლავ შავი სარაფანი მოიმზადა და იქვე სკამზე მიაფინა აკურატულად. თავისუფალი, მოშვებული სტილი უნდა მოერგო, მუცელი უკვე ასე თუ ისე ეტყობოდა, მაგრამ ერიდებოდა ზედმეტად მოტკეცილი ტანსაცმლის ჩაცმას. ლოგინში რომ დაწვა, მხოლოდ მაშინ დაფიქრდა მომდევნო დღეზე. იმდენი უცხო ხალხი იქნებოდა, ნაცნობებიც... პეტრე! უსიამოვნოდ გაკრა გულში, რომ დღე მასთან ერთად უნდა გაეტარებინა, კვლავ ვერაფერი მოუხერხა გულისცემას და ამის შეეშინდა.. მაგრამ ელენეს პირისპირ ვერაფერს გახდებოდა ადამიანი.. „დღეს არ მოუწერია პეტრეს“ - აი ისევ მასზე იფიქრა.. ვერაფრით მოახერხა, რომ არ ეფიქრა. უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები და მუცელს მიეფერა. პეტრე.. წინასწარ განსაზღვრეს მგზავრობის საკითხიც, პეტრე და ანნა წინ ისხდებოდნენ, დანარჩენები უკან.. აღფრთოვანებული იყო იმ ფაქტით, რომ ტლიკინაც მიდიოდა. ბავშვურად უხაროდა მის შეტყობინებებს რომ პასუხობდა, ტელეფონზეც რომ ელაპარაკებოდა. თითქოს აღარ გაურბოდა.. არც ის იცოდა შეცვლიდა თუ არა ეს ორი დღე რამე, ზედმეტი იმედები არ ჰქონდა.. იცოდა რა იქნებოდა მოსალოდნელი, ანნა არ იყო ასეთი.. ხვდებოდა ასე მალე რომ ვერ შეძლებდა სხვასთან რაიმე ურთიერთობის ქონას.. მაგრამ კვლავ ფიქრობდა, ცდას არაფერი ედგა წინ, ჰოდა ცდილობდა.. მისი ხმის გაგონებისას სასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა, თვალები უშტერდებოდა მისი დანახვისას.. ახლა მიხვდა რა იყო ნამდვილი სიყვარული.. ლიაკო? ლიაკო უყვარდა მაშინ, ისე, მაგრამ ასეთი რამ არ უგრძვნია. ყველაფერს აკეთებდა მისი ბედნიერებისთვის, მისი ღიმილი ახალისებდა, მაგრამ ასე არ იყო.. ახლა გრძნობდა რომ მთების გადადგამაც კი შეეძლო ანნას გამო. ანნას გამო გაუმკლავდებოდა ყველაფერს, ანნას გამო შეეჭიდებოდა წარსულს, ანნას გამო ცხოვრების ბოლომდეც კი დაიცდიდა.. უყვარდა და ვერაფერს ცვლიდა, მაგრამ შეცვლის სურვილი არც ჰქონდა. ანნა... სასიძოს საათი უყიდა, მთელი დილა იარეს ამის გამო.. მოწესრიგდა, თმები უბრალოდ აიწია, ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა და ელენეს ზარს დაელოდა. ეზოში ჩასულმა ბიჭები გადაკოცნა, მოიკითხა, რატის საჩუქარი გადასცა. - შენ როგორც საპატიო სტუმარი წინ დაბრძანდი _ გაუღიმა რატიმ და კარები გაუღო. მორცხვად დაჯდა ანნა და უკვე საჭესთან მოკალათებულ პეტრეს გადახედა. ბიჭი თბილი მზერით შესცქეროდა და უღიმოდა. წყნეთში ისე ავიდნენ, არც პეტრეს და არც ანნას ხმა არ ამოუღიათ. ნიჟარაძე ჯიუტად მხოლოდ ფანჯარაში იხედებოდა, პირველი გზას უყურებდა, მაგრამ თვალები მაინც მისკენ გაურბოდა. სახლში სიმშვიდე იყო, სტუმრებს მოგვიანებით ელოდნენ. ელენემ დიასახლისობა ითავა. - მოგეხმარები _ სამზარეულოსკენ მიჰყვა ანნაც. ყველაფერი მზად იყო, სუფრა საჭიროებდა გაშლას. გოგონებიც აქეთ-იქით დადიოდნენ, თეფშები, ჭიქები, საჭმელები.. პეტრეც ყურადღების გარეშე არ ტოვებდა არც ერთ გამოსვლას, თვალს აყოლებდა, თავისთვის ჩუმად იღიმოდა, ბიჭების ეშმაკურ სიცილსაც არ აქცევდა ყურადღებას, ხელის აქნევით და ფრუტუნით პასუხობდა. საღამოს სტუმრებიც მივიდნენ, ახალგაზრდობა შეიკრიბა, საკმაოდ ბევრნი იყვნენ და ანნა ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს. ხალხში ყოფნისას უხერხულობა არასდროს უგრძვნია აქამდე, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. მორცხვი ღიმილი აეკრა სახეზე და თავისთვის ჩუმად იჯდა სავარძელში ბუხრის წინ. ყველა მოგონება ერთად გროვდებოდა გონებაში, ქრონოლოგიურად მისდევდა ერთმანეთს, გეგას გაცნობიდან მის სიკვდილამდე... ბრაიტონში და გეგას სიკვდილის შემდეგ.. დალაგებული ფიქრები ისევ ირეოდნენ და ასე გრძელდებოდა, სანამ ვიღაცის ხმამ არ გამოაფხიზლა.. - შენ არ გიცნობ _ უღიმოდა უცხო.. - არც მე _ მშვიდად უპასუხა.. - ვასკა.. - ანნა.. - ლამაზი სახელი გაქვს, რატომ ხარ განცალკევებით? - მადლობა, აქ უკეთესად ვარ.. - იქაც კარგად იქნები, გამხიარულდები.. - მართლა არ მინდა.. - მე რომ შენი უკეთ გაცნობა მინდა.. - უკაცრავად, მაგრამ მე არ მინდა.. - ძალიან რომ გთხოვოთ? - აზრი არ აქვს.. - კიდევ უფრო ძალიან? - მგონი აწუხებ ანნას _ პეტრეს მშვიდი ტონი გაისმა. - მე ასე ვერ ვიტყოდი _ გაუღიმა ვასკამ. - მარტო ყოფნა უნდა ხელს უშლი.. - მეტყოდა თვითონაც როგორმე. - გითხრა და ვერ გაიგე.. - კარგი დაგტოვებთ, როგორც ჩანს რაღაც სხვა ხდება აქ _ ღიმილით გაეცალა ვასკა. - მადლობა _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ანნამ. - შეგაწუხა? - არა. - მარტო რატომ ხარ? - ასე მირჩევნია. - ანნა უნდა ეცადო ხალხთან კონტაქტს, ცოტა გამხიარულდე. - ეგ ყველაფერი უკვე ზეპირად ვიცი პეტრე, ყველა ამას მიმეორებს, მაგრამ რა ვქნა. - ყველას უნდა დაუჯერო _ გაუღიმა. - ვცდილობ, აქ წამოსვლაც ამის შედეგია.. - გარეთ გავალ, ჩახუთულობაა _ კარებისკენ წავიდა. პეტრეც უკან მიჰყვა. ეზოში, ჰამაკში ჩამოსხდნენ. ისევ ნაცნობი, უხერხული დუმილი იყო. ანნა ცას შეჰყურებდა, პეტრე ანნას. გოგონაც გრძნობდა დაჟინებულ მზერას, მაგრამ მისკენ არ იხედებოდა. აწუხებდა, აკომპლექსებდა მისი მზერა. ელენეზეც ბრაზობდა, საერთოდ რატომ წამოიყვანა. ქარმა დაუბერა და შესცივდა. მკლავებზე ხელები მოისვა და მოიბუზა. მოსაცმელი გაიხადა პეტრემ და მოაფარა. - მადლობა, მაგრამ შევალ და გავთბები. - გქონდეს _ გაუღიმა.. ისევ არ ესიამოვნა სუნამოს მძაფრი სურნელი... _ ანნა.. - გისმენ.. - რაღაც მინდა რომ გითხრა _ თითქოს იმ რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლმა გამბედაობა შემატა. - გისმენ _ დაიძაბა ანნა.. - არ ვიცი რა რეაქცია გექნება, მაგრამ მე მაინც უნდა გითხრა.. არ ვიცი გეგას ისევ გიყვარს თუ არა, ალბათ, თავისთავად გეყვარება, მაგრამ ვეღარ მოვითმენ რომ არ გითხრა _ ანნა კი უფრო და უფრო იძაბებოდა.. _ გულგრილი არ ვარ შენ მიმართ ანნა. _ ხელები მომუშტა გოგონამ, აჩქარებული გულისცემა ვერ დაირეგულირა, სახეზე აწითლდა, ჟრუანტელმა დაუარა.. _ ანნა, მისმენ? - უკეთესი იქნებოდა არ მომესმინა.. - უნდა მეთქვა, მაპატიე.. _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - ასე არ შეიძლება პეტრე.. შენ ვერც კი ხვდები რა მითხარი.. - ვხვდები, ძალიან კარგად, გითხარი რომ შენთან მინდა ყოფნა.. - შეუძლებელია.. - გეგას გამო? გასაგებია, მე დაგელოდები ანნა, მთელი ცხოვრება ასე ვერ იქნები, დაგელოდები როდის გაგინელდება ტკივილი, როდის შეეგუები გეგას გარეშე ცხოვრებას.. - შენ არაფერი გესმის _ ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე. - მე ყველაფერს გაგიგებ _ ცრემლი ცერაა თითით მოწმინდა და აცახცახებულ მხრებზე ჩამოუსვა ხელი. - ვერ გაიგებ.. - ანნა, მე გეუბნები რომ მზად ვარ ნებისმიერი დაბრკოლება გადავლახო, შენ კი ჯიუტად მიმეორებ ვერ გაიგებო. - უნდა დაივიწყო ყველაფერი, რაც კი ჩემთან გაკავშირებს.. - ვერ დავივიწყებ, ინგლისს ვერ დავივიწყებ, ვერ ელენეს დავაიგნორებ, ჩემს გრძნობებს მითუმეტეს.. - ასე არ შეიძლება _ განერვიულებული წამოხტა ფეხზე. - რატომ? ხომ უნდა გქონდეს რამე მიზეზი? გეუბნები რომ დაგელოდები.. - მიზეზი მაქვს! - რა მიზეზი რა? _ ოდნავ აუწია ტონსაც პეტრემ. ანნა გაჩუმდა. ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, ეთქვა თუ არა პეტრესთვის.. იქნებ ასე უფრო მოეხერხებინა თავის დანებება, ადვილი სულაც არ იქნებოდა შვილიანი ქალის სიყვარულის. - ორსულად ვარ _ ღრმად ამოისუნთქა.. - რა თქვი? - ჰო, მალე შვილი მეყოლება, ჩემი და გეგას შვილი _ თვალები მისი მუცლისკენ გაექცა პეტრეს, გაკვირვებულმა შეხედა სახეზე. - და ესაა მიზეზი? _ გაეღიმა. - არ არის საკმარისი? - და შენი აზრით ამ მიზეზს შეუძლიია ჩემი გრძნობების გაუფერულება? - მგონი ვერ გაიაზრე რა გითხარი.. - მივხვდი, კარგად მესმის, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, რატომ არ გესმის.. მითუმეტეს თუ ასეა, ბავშვს მამა სჭირდება, მარტოხელა დედობა გაგიჭირდება.. - და რას მთავაზობ? არ ხარ ხომ ნორმალური? ბავშვს მამა ჰყავს, მისი მამა გეგაა. - არაფერს გთავაზობ ჯერ, გარდა იმისა რომ არ გამექცე, არ დამემალო.. - ამის შემდეგ ალბათ შეუძლებელი იქნება.. - ანნა გთხოვ, უბრალოდ მომეცი საშუალება თქვენს გვერდით ვიყო, ნუთუ ასე ძნელია? - ძნელია, ძნელია _ აქამდე შეკავებული ცრემლები ერთბაშად ჩამოგორდა ლოყებზე. - არ იტირო რა _ ისევ მოწმინდა ცრემლები, მისი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული, ნელა მიიწია მისკენ, შუბლზე მსუბუქად აკოცა და მოშორდა. _ შევალ მე, აღარ შეგაწუხებ, შემოდი შენც, არ შეგცივდეთ _ მზრუნველი ტონით ჩაილაპარაკა, სახლისკენ წავიდა და ეზოში გახევებული დატოვა ანნა.. ______________ ესეც მეთორმეტე თავი ჩემო თბილებო.. უუღრმესი მადლობა, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მახარებთ თქვენი კომენტარებით.. ისევ და ისევ ბოდიში დაგვიანებისთვის.. სულ რამდენიმე დღეც და მერე უკვე, ვიმედოვნებ რომ შევძლებ ჩვეულ რიტმში ატვირთვას.. სამშაბათს ბოლო ზარი მაქვს, ხუთშაბათიდან გამოცდები მეწყება.. მოკლედ ეს ერთი კვირა საგიჟეთია, ეს ერთი კვირაც მაპატიეთ რა... იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი, ველი შეფასებას და კრიტიკას. პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის.. პ.ს. მიყვარხართ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.