შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ლამბერსექსუალი [10]


17-05-2015, 15:01
ავტორი Pessimist
ნანახია 4 227

10.
ბუნების კანონზომიერება არ დაირღვა.
ისევ გაწვიმდა.
მე კი,როგორც ყოველთვის ფანჯრები ღია მქონდა,ოთახში გამეფებული ვნება ნელ-ნელა ქრებოდა,მაგრამ ბედნიერებას ვერც სიცივე და მითუმეტეს ვერც ღია ფანჯარა ვერ გააქრობდა.
ფეხზე ნელა წამოვდექი და ფანჯრის რაფაზე დავჯექი.ორი ზომით დიდი მოსაცმელი,მჭიდროდ მოვიხვიე წელზე და წვრილ ღერს მოვუკიდე.თავი კედელს მივადე და აცრემლებულ ცას შევხედე.იმდენად მივეჩვიე ლონდონურ ცხოვრებას,რომ ალბათ ვერასდროს შევძლებდი სხვაგან ძილს,წვიმის გამო...
გაყინულ სხეულზე თბილი ხელების შეხება ვიგრძენი და ოდნავ მბჟუტავი სიგარეტი საფერფლეში ჩავაგდე.
-ნანობ?-ოდნავი ბოხი ხმით მკითხა მან.
-არა.-გავუღიმე და ხელები შემოვხვიე.
-სანანებელი არაფერია,მაგრამ ქალებს რას გაუგებ.-ამოიბუზღუნა და თავი ჩემს ყელში ჩარგო.
-კაცებს არ გაქვთ ლოგიკა და მაგიტომ ვერ გვიგებთ ქალებს.
-თქვენ გაქვთ ლოგიკა?-წამში მომშორდა და მოჭუტული თვალებით შემომხედა.
-რა თქმა უნდა!-თვითდაჯერებულმა ვუთხარი და რაფიდან ჩამოვხტი.
-მასე,რომ დატანტალებ გაცივდები.-ღიმილით შემავლო თვალი და მაისური გადაიცვა.
-კარგი იმუნიტეტი მაქვს.-ენა გამოვუყავი და ფეხშიშველა გავედი სამზარეულოში.
-გამაგიჟებს ეს!

***
მიუხედავად გადაჭარბებული ბედნიერებისა,მაინც ვერ იყო ყველაფერი კარგად.თითქმის ერთი საათი იყო,რაც ცოტნე ჩუმად იჯდა სავარძელში და ხმას არ იღებდა.მივხვდი,რომ რაღაც აწუხებდა,მაგრამ არაფერი მითქვამს.ყველაზე მეტად ვერ ვიტან მომაბეზრებელ დიალოგს.დარწმუნებული ვიყავი,რომ აუცილებლად მეტყოდა რაც აწუხებდა,მეც დაწყნარებული ველოდი როდის ამოიღებდა ხმას.
-ნატალი.-მისი ჩახლეჩილი ხმის გაგონებამ ოდნავ შემაკრთო და შეშინებულმა ავხედე.
-გისმენ ცოტნე.-ყველანაირად შევეცადე ხმა დამემორჩილებინა,მაგრამ მაინც კანკალით ვუპასუხე.
-მთელი დღეა ვფიქრობ და აუცილებლად უნდა გითხრა ჩემი აზრი.
-ნუ მტანჯავ!-მობეზრებულმა შევხედე და გატრუნული დაველოდე მის გადაწყვეტილებას.
-ალბათ ხვდები,რომ დიდი ხანი ვერ დავრჩები აქ ამიტომ მინდა,რომ თბილისში დაბრუნდე.
-ამაზე ჩემი პასუხი ხო იცი?
-ვიცი,მაგრამ დარწმუნებული ვარ მაგ პასუხს შეცვლი.
-ცოტნე აქ მე ყველაფერი მაქვს.სახლი,სამუშაო და რაც მთავარია წარმატებული ცხოვრება.
-დამიჯერე ეგ ყველაფერი საქართველოშიც არის შესაძლებელი.
-მაგრამ ყველაფერს ახლიდან ვერ დავიწყებ ცოტნე,რატომ არ გესმის?
-შენი აზრით ჩვენი ურთიერთობა არ მოითხოვს,რომ რამე დათმო?-მისმა ყვირილმა შემაკრთო.
-შენ დათმე!-გაღიზიანებულმა ვუთხარი და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დავახეთქე.
-ჩემი სამსახური იქ არის გესმის?აქ ვერავინ გადმოიტანს იმ ფირმას.თეატრები კი ყველა ქვეყანაშია,ყველგან იღებენ ფილმებს,მე რომ გთხოვო სულ სხვა კონტინეტზე წაყოლა იქაც უნდა წამომყვე,მაგრამ როგორც ჩანს შენთვის ეს ურთიერთობა სულ ერთია.
-შენ თავისუფლად შეგიძლია აქ იშოვო სამსახური.
-იმ კომპანიაში აქციონერი ვარ ნატა,ნუთუ ვერ ხედავ განსხვავებას?
-ვერ ვხედავ,ვერა!-ვიყვირე და სახეზე ხელები ავიფარე.
არასდროს წარმომედგინა,თუ ამ თემაზე მოგვიწევდა საუბარი.იმ მომენტში იმდენად მქონდა გონება გათიშული,რომ ვერ გავიაზრე მისი სიტყვები.ის მართალი იყო,მაგრამ არ არის ადვილი ყველაფერს უარის თქმა,მითუმეტეს იმ შემთხვევაში,როდესაც ყველაფერს წვალებით აღწევ.
-გასაგებია.-შედარებით წყნარი ტონით მითხრა მან.-მე მივდივარ.შენ კი წარმატებას გისურვებ შენს კარიერაში.-ერთი წინადადება მომიგდო და ზურგი მაქცია.
ბოლო წუთამდე მჯეროდა,რომ ასე უბრალოდ არ დამთმობდა.
მაგრამ ალბათ ადამიანები ყველაფერს პრინციპებზე ვაგებთ.
ის,რომ არ წასულიყო საკუთარი თავი ამას არ აპატიებდა.
მე,რომ წავყოლილიყავი საკუთარი თავი არ მაპატიებდა ამას.
და ამის მერე მაინც ვიტყვით,რომ სიამაყე ურთიერთობაში გამყოფი კედელი არ არის?!

***
მომენტალურად გამინათდა გონება.მივხვდი,რომ ამ ცხოვრებაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი,ვიდრე საყვარელი ადამიანის გვერდში დგომა.ვერც კარიერა,ვერც ფული და ვერც მდიდრული ცხოვრება ვერ აგინაზღაურებს იმ დიდ დანაკლისს,რასაც სიყვარული ჰქვია.
ფეხზე გიჟივით წამოვხტი და ჩანთაში ტანისამოს ჩაყრა დავიწყე,თან ჩემს პირადობას ვეძებდი.ყველაფერი ფრაგმენტებად მახსოვს...საბოლოოდ ისიც კი არ მახსოვდა,კარი დავკეტე თუ არა.
მაგრამ,როდესაც აეროპორტი დავინახე საშინელი თავბრუს ხვევა ვიგრძენი.როდესაც გავიაზრე,რომ ერთადერთი ბილეთიღა იყო დარჩენილი მივხვდი,რომ ჩვენს ურთიერთობას სერიოზული გულშემატკივრები ჰყავდა ცაში...
ბევრი გადაცვლა-გადმოცვლის შემდეგ,ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე,ცოტნეს გვერდით.თვალები ჰქონდა დახუჭული,თეთრი ყურსასმენები ეკეთა და ალბათ ჩემს საქციელზე ფიქრობდა.იმ მომენტში იმაზე მეტად შემიყვარდა,ვიდრე აქამდე მიყვარდა.ალბათ ყველას გაუკვირდება ჩემი აღიარება,მაგრამ შეიძლება სიყვარულის გარეშე ჩაიდინო ასეთი სიგიჟე?!
ლოყაზე ხელი ნაზად შევახე და მის რეაქციას დაველოდე.ოდნავ შეიშმუშნა,მაგრამ თვალები არ გაახილა.
მის ტუჩებს ოდნავ შევეხე.
მან კი გაოცებული თვალები მომაპყრო.
მე კი უბრალოდ ვუღიმოდი.
ვხვდებოდი,რომ ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს.თვალები მაგრად დახუჭა და ისევ გაახილა.ახლა გაორმაგებულად დაბნეული მეჩვენა.
-შენ?-ლუღლუღით მკითხა მან.
-გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?-ღიმილით ვკითხე მას.
-თვითმფრინავში გნახე პირველად.-მასაც სულელივით გაეღიმა.
-მაშინ ძალიან გამაღიზიანე შენი საქციელებით,მაგრამ ახლა ყველაზე მეტად შენი საქციელები მიყვარს.-სულელური ღიმილი სახიდან ვერ მოვიშორე და თავი მის მხარზე მოვათავსე.-ცოტნე მაპატიე,ძალიან სულელი ვარ.დარწმუნებული ვარ,შენთან ერთად იმაზე დიდი ბედნიერება მელის,ვიდრე ლონდონში.
-მიყვარხარ.-დახშული ხმით ამოილუღლუღა და მფეთქავ არტერიაზე ცხელი კოცნა დამიტოვა.


****
ძალიან დიდი ბოდიში...
უბრალოდ ინტერტენი არ მქონდა და ვერაფრით მოვახერხე დადება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent