შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 18)


17-05-2015, 19:39
ავტორი schizophrenic
ნანახია 2 760

*** (დამიანე)
ნუკრის ჩვენი მუშაობა მოეწონა, როგორც ვხვდები ნდობაც მოვიპოვეთ, ახლა კი მეც და ცოტნესაც გველოდა, სიმართლე გითხრათ არ ვიცოდით რა ხდებოდა, ვერც იმას ვიფიქრებდით რომ ‘’დაგვწვა’’ და ვერც იმას რომ კიდევ უნდოდა ახალი საქონლის გადატანა. ფიქრით და მსჯელობით მივედით კაზინოში.. ნუკრიმ სასმელი დაგვისხა და როგორც ყოველთვის ჩვენს წინ დაჯდა, ჯერ დაგვაკვირდა შემდეგ კი ლაპარაკი დაიწყო.
-ესეიგი თქვენი მუშაობით კმაყოფილი ვარ, ჯერ ასე პროფესიონალურად არავის უმუშავია, შენც საკმაოდ გამჭრიახე ახალგაზრდა ხარ გიორგი და მინდა საქმეში შემოსვლა შემოგთავაზო. (ნუკრი)
-დიახ, რა საკვირველია, დაახლოებით ვხვდები რაც მოყვება შემოთავაზების უარყოფას . (გიორგი/ცოტნე)
-შენი აზრით რა შეიძლება მოყვეს? (ნუკრი)
-სიკვდილი. (გიორგი/ცოტნე)
-მართალია. (ნუკრი)
-რატომ დაგვიბარე დღეს? რამე მოხდა? (დამიანე)
-ესეიგი, გალში უნდა გადახვიდეთ, იქედან კი პროდუქციით დაბრუნდებით სატვირთო მანქანით. (ნუკრი)
-საზღვარზე ასე მარტივად გადასვლა როგორ მოხერხდება? (გიორგი/ცოტნე)
-ჩემი პარტნიორი, კახა ადეიშვილი დაგვეხმარება ამ ყველაფერში. (ნუკრი)
ცოტნე ამ სახელის და გვარის გაგონებაზე შეკრთა, დაიძაბა. ვეცადე ყურადღება მისთვის არ მიექცია, ამიტომაც საუბრის სწრაფად გაგრძელება ვცადე.
-ეს ძალიან კარგია, როდის მივდივართ? და დეტალებიც გაგვაცანით.. (დამიანე)
-დღეს ღამით წახვალთ, ტრანსპორტი და ბილეთები მოგვარებულია, იქ დაგხვდებათ კახა, ამ ღამით დარჩებით, სატვირთო გადმოგეცემათ, ყველაფერს შეამოწმებთ და წამოხვალთ, როდესაც საზღვართან იქნებით შემატყობინებთ, საჭირო თანხებს გადავრიცხავ და საზღვარზე დაგხვდებით. (ნუკრი)
-ტვირთი რამდენი იქნება? (გიორგი/ცოტნე)
-დაახლოებით ნახევარი ტონა. (ნუკრი)
-გასაგებია, მოვემზადებით დღევანდელი ღამისთვის. (გიორგი/ცოტნე)
მე და ცოტნე წამოვედით, ორივე ჩემს ქოხში ავედით და ბიჭებიც მოვიდნენ, ყველაფერი მოვუყევით და მათ რეაქციას დაველოდეთ..
-კაი ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რამე გეგმა გაქვთ? (დემეტრე)
-ესეიგი, მოგეხსენებათ გალში ასე თავისუფლად გადასვლა შეუძლებელია, იქ ჩვენს სამსახურს ვერ ჩავიყვანთ, ამ ყველაფერს მოვუყვები შესაფერის ორგანოებს, რომლებიც გალის პოლიციას დაუკავშირდება და ადგილზე მოხდება კახას აყვანა, ისე რომ ეს ყველაფერი არ გახმაურდეს, ჩვენ საზღვარს გადმოვკვეთავთ შეუფერხებლად, ნუკრის შევატყობინებთ რომ გადმოვდივართ, შეარაღებული ჯგუფი დავხვდებით და მის აყვანასც მოვახერხებთ, შემდეგ კი ყველაფერს პოლიცია მიხედავს. რამოდენიმე აუდიო და ვიდეო ჩანაწერიც გვაქვს, კახასთანაც მოხდება იგივე ჩანაწერების შედგენა. (ცოტნე)
-მოიცა მოიცა, გასაგებია, ფილმისთვის კარგი სიუჟეტია მაგრამ შენ გგონია ნახევარი ტონა ნარკოტიკით მხოლოდ 2 კაცი იმოქმედებს? (დემეტრე)
-მართალი ხარ, მოყვება გართულებები, მაგრამ ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით. (ცოტნე)
-ჩვენ ასე უდარდებად ვერ ვიჯდებით. (ერეკლე)
-არც მოგიწევთ. (ცოტნე)
-ანუ? (ერეკლე)
-როდესაც ორივეს აყვანას მოვახერხებთ შეიძლება გაჟონოს მის წყაროებში, თქვენ კი გოგონების დაცვა გევალებათ, შურის საძიებლად მათ რომ არ მიადგნენ. (ცოტნე)
-მართალი ხარ, ჩვენ აქ დავრჩებით, გოგონებთან ერთად. (ერეკლე)
-არა არა, აქ უსაფრთხო არ იქნება. (დემეტრე)
-აბა რა ვქნათ? (ერეკლე)
-სვანეთში ავაჭრათ, უსაფრთხოცაა და ბევრი მაცხოვრებელიც არაა.(დემეტრე)
-ჰო, მართალი ხარ, სვანეთში წავალთ ღამით. (ერეკლე)
-კარგიი, ბიჭო ცოტნე.. (დამიანე)
-გისმენ. (ცოტნე)
-დღეს რაღაც დაიბენი კახას სახელის ხსენებაზე და ვინმეა შენი? (დამიანე)
-მან გააუპატიურა ჩემი საცოლე. (ცოტნე)
-მაგის დედა შ****. (დემეტრე)
-ერთად შ*****თ ამ საქმის დასრულებისას. ბიჭებო ახლა მე უნდა წავიდე, მაგრამ შეიძლება გვითვალთვალებდნენ, ამიტომ ამ სამოსით წავალ, ერთ-ერთი თქვენგანი წამომყევით, ტანსაცმელს გამოვიცვლი გზად რომ პატარა მიგდებული ქოხია იქ, პოლიციის მანქანით მომაკითხავენ და განყოფილებაში წავალ, ხოლო ჩემი სამოსიანი ჩანთა თქვენ წაიღეთ. (ცოტნე)
-მე წამოგყვები. (დემეტრე)
*** (ცოტნე)
მე და დემეტრე წავედით, ყველაფერი გეგმის მიხედვით შევასრულეთ, გზაში მე და დემეტრემ ცოტა გავისაუბრეთ კიდეც, ძალიან კარგი ადამიანი იყო, არ ვიცი ასე უცებ როგორ შეცვალა ჩემზე დამოკიდებულება, მაგრამ აშკარად უფრო კეთილ განწყობილი იყო, ყველაფერი პოლიციის უფროსს მოვუყევი, მასალაც ვაჩვენე დანარჩენი კი მან მოაგვარა, საღამოს 6 საათზე ნუკრი დაგვიკავშირდა, მასთან მივედით, ცოტა გვესაუბრა, საბუთები გადმოგვცა და მარშუტშიც ჩავსხედით, ვფიქრობთ რომ მარშუტი მისი იყო, ხოლო მასში მყოფი მგაზვრები მისი ხალხი, ამიტომაც ზედმეტი ლაპარაკისგან თავი შევიკავეთ. რამოდენიმე საათში გალშიც ჩავედით, კახა საზღვარზე დაგვხვდა, ცოტა ხნის მანძილზე მაკვირდებოდა, თუმცა აასეთი იმიჯით ჩემი ცნობა ვერ შეძლო, მე კი.. მე კი უბრალოდ მინდოდა დამევიწყებინა ყველა ფიცი, ყველა კანონი, მივვარდნოდი და იქვე ჩამეძაღლებინა, მაგრამ ჩემი სურვილები გვერდით გადავდე და ლმობიერი გამომეტყველებით გავხედე მას, მასთან ერთად იყო ორი დაცვა, როგორც მივხვდით ამის გარდა იქნებოდა კიდევ სხვა ადამიანებიც, რომლებიც მის უსაფრთხოებაზე იზრუნებდა, აქ აშკარად გავლენიანი პიროვნება იყო, ძალაუფლებით და სქელი ჯიბით. მე და დამიანე გაგვჩხრიკეს, მანქანაში ჩაგვსვეს და სადღაც წავიდნენ, ეს ყველა მოძრაობა ჩემს გულსაკიდზე დამაგრებული კამერის საშუალებით უშიშროებას მიეწოდებოდა, კახა მანქანიდან გადავიდა, მას მიყვნენ დაცვები, შემდეგ კი ჩვენ, ჩვენ ვიყავით ერთ დიდ საწყობში, რომელშიც იყო უამრავი ცემენტი და ერთ ნაწილში განთავსებული იყო სხვადასხვა ნარკოტკული საშუალებები, და უფრო ძლიერი ნარკოტიკი, კახას დაცვამ ამ ყველაფრის გადალაგება დაიწყო, მე უშიშროებას სპეციალური ტერმინით ვანიშნე, რომ თავდასხმის დრო იყო, კახასგან ცოტათი უკნ დავდექი როდესაც სპეციალური სამსახური შემოიჭრა საწყობში, შეწინაღმდეგებული დაცვის უმეტესობა დახოცეს, სხვა ნაწილი კი აიყვანეს, ამ დროის მანძილზე შევძელი კახა ჩემს ხელებში მომექცია და შემეკავებინა, განვაიარაღე და ბორკილები დავადე, ისევ იგივე ფორმაში ვიყავით, საწყობიდან გადმოვალაგეთ ნარკოტიკი და სატვირთოში მოვათავსეთ, საჭესთან დასხდომამდე კახასთან მივედი, ქეჩოში ხელი ჩავავლე და ყურში ვუთხარი ‘’მაინც ხომ ჩაგსვი ?!’’ მისგან წამოვედი, უკვე ვხვდებოდით რომ საღვარს მიღმა ასე ადვილად არ იქნებოდა ყველაფერი, საზღვარი გადავკვეთეთ, სადაც გახარებული სახით დაგვხვდა ნუკრი. ტაში შემოსცხო და შეძახებებით მოვიდა ჩვენამდე ‘’ ყოჩაღ, ყოჩაღ!! ესეც ვფიქრობდი. თქვენ რა?! გგონიათ ასე მარტივად ჩაგვყრიდით ციხეში? სასაცილოა, რა მიამიტები ხართ ბიჭებო..
-გვეგონა და გვგონია კიდეც.. (ცოტნე)
-მართლა? საიდან ამდენი ამბიცია ცოტნე? (ნუკრი)
-აი აქედან. (დამიანე)
შეიარაღებული უშიშროების სამსახურის ხალხმა მოიყარა თავ ნუკრის წინააღმდეგ ყველა იარაღი მისკენ იყო მიმართული, მაგრამ არც მისმა მხარემ დაყყარა ფარ-ხმალი, როგორც ვიფირე მარშუტიდან ხალხი და რამოდენიმე გადაცმული ადამიანი მის მხარეს იყო, ირგვლივ ცეცხლსასროლი იარაღისგან შექმნილი იყო ომი, მცირე ომი, რამოდენიმე დაჭრილი და მკვდარი, ნუკრის ხელიდან გასროლილი იარაღი ჩემს ფეხს მოხვდა, ტკივილი დიდად ვერ ვიგრძენი და მაინც შევძელი გაბრძოლება, ჩემი ნასროლი ტყვია ბეჭში მოხვდა ნუკრის, წაიქცა, ყველამ მისკენ მიუთითა იარაღი, მანაც მის ხალხს იარაღის დაყრა და ჩაბარება უბრძანა, ნელ-ნელა ტკივილიდან გონს ვკარგავდი, ყველაფრის დასრულებისას დავაკვირდი ჭრილობას რომლიდანაც უამრავი დოზით მოედინებოდა სისხლი, დამიანე ჩემთან მოვარდა ქამარი მოიხსნა და ფეხზე მთელი ძალით შემომიჭირა, მალევე სასწრაფო მოვიდა, თუმცა შემდეგ აღარაფერი მახსოვს, გავითიშე.. მაგრამ მახსოვს არც ერთი წამით არ მომშორებია დამიანე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნუკრი და კახა დავაპატიმრეთ, მაგრამ არაფერი არ ვიცოდით დემეტრეს, ეკეს და გოგოების შესახებ, სანერვიულო მხოლოდ ეს და ჩემი ფეხის მდგომარეობა იყო.. პირველადი დათვალიერების შემდეგ არა საიმედო მდგომარეობა იყო, მაგრამ ცდილობდნენ ჩემთვის რამე არ ეთქვათ, ოპერაციის შემდეგ რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს ოპერაციას ყველაზე ცუდი შეეგი მოყვება და ჩემს ცოლთან წავალ სამუდამოდ, ჩემი აზრით უკვე მოვიხადე ჩემი ვალი ჩემი ქვეყნის და სამსახურის მიმართ, ახლა კი დროა ჩემს სიყვარულთან წავიდე, გმირულად.
----
აბა რას ფიქრობთ დაძაბულ სიტუაციაზე?



№1  offline წევრი † mariami †

ki dzan vatyob adzabuli sitvaciebi kidev iqneba gogoebtan...gagrdzele kargia

 


№2  offline წევრი masu

Auuu ai imena dzaan magaria <3 cotne armokla ra <3 male dade <3

 


№3  offline წევრი Khaleesi

ცოტა მიფუჩეჩებული მომეჩვენა მარა კაია მაინც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent