შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციებით სავსე მოულოდნელობა...(3)


18-05-2015, 00:10
ავტორი kat1998
ნანახია 1 685

*******
ეს რა მჭირს? გონს ვერ მოვდივარ...ესე მოულოდნელად..ათი წლის შემდეგ...ეს უბრალოდ ყველაზე საშინელი გრძნობაა რაც გამომიცდია...სახელიც ვერ მომიძებნია..რა დავარქვა არ ვიცი..ყველაფერი ერთმანეთში აირია.
-ლილე გონსს მოდი..მიმოიხედე..დროზე დაბრუნდი რეალობაში..მაიძულებდა ჩემი მეორე მე. მართლაც როგორც იქნა დედამიწაზე დავბრუნდი..ისევ შევიგრძენი ფეხქვეშ მიწა..დავინახე გაკვირვებული სახეები..დავინახე ის თვალები, რომელშიც ყველაფერს წაიკითხავდით...დავინახე მისი გამოწვდილი ხელი..მერე უკვე ვიგრძენი მის ხელის გული ჩემსაზე...და გავიგონე მისი პირიდან წარმოთქმული სიტყვა
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც...ესეც ძლივს თქმული სიტყვა.
-კარგით ხალხო აბა ისედაც დავაგვიანეთ...ჩავჯექით მანქანებში და წავედით -დაიყვირა მხიარულად ნიკამ.
-შენ მერე იტყვი ყველაფერს რა დაგემართა...-გადმომილაპარაკა ჩუმათ, ძლივს გასაგონი ხმით.
კიდევ კარგი არც ისე დიდი ხანი ვიყავი გათიშული და ნიკას გარდა ჩემი ცვლილება ვერავინ შეამჩნია..მექანიკურად ვმოძრაობდი მექანიკურად ჩავჯექი მანქანაში...ნიკას ჩავეხუტე, ვიგრძენი როგორ მომხვია ხელები და დასამშვიდებლად როგორ დამისვა ზურგზე ხელი.
ყველაზე დიდი შოკი რაც ცხოვრებაში განმიცდია ეს იყო...25 წლის გოგო ისე დავპატარავდი მის თვალწინ თითქოს არც არასდროს გავზრდილვარ. ხმის ამოღების სურვილიც არ მაქვს...ვერც შევძლებ ყელში არსებული დიდი ბურთი ხელს მიშლის, თითქოს ჩემი დახრჩობა უნდა.
ფანჯარაში ერთმანეთის მონაცვლე ხეებს თვალს მექანიკურად ვაყოლებ...ვიცი, რომ ჩვენი მანქანის წინ მისი მანქანა მიდის..ისიც ხედავს ამ ხეებს, ამ გზას, ამ შენობებს...კიდევ ერთ ჩხვლეტას ვგრძნობ მერე კი ვხვდები რომ სხვა განზომილებაში გადავდივარ და ვითიშები..
*******
რაღაც ბიძგს ვგრძნობ, ფრთხილად ვახელ თვალებს და ნიკას ნაძალადევად ვუღიმი
-რაო ნიკოლოზ რამ შეგაწუხა? (მე)
-გაიღვიძე, ჩამოვედით უკვე...(ნიკა)
-რამდენი მძინებია (მე)
-ხო, შოკურმა მდგომარეობამ იცის...მაგ შოკის მიზეზს კი შენთვითონ მომიყვები საღამოს (ნიკა)
გამახსენდა მიზეზი ჩემი უცნაური გრძნობისა რომელიც ჩემს სხეულს ერთი წუთით არ ტოვებდა და სიზმრებშიც არ მასვენებდა. თავს შემოვუძახე...მასთან მეორედ ჩემი სისუსტე აღარ უნდა შემემჩნია..ამის ღირსი არ იყო..მე ისევ ის ლილე უნდა ვყოფილიყავი, ხმაურიანი, მხიარული..ის კი უბრალოდ არ უნდა შემემჩნია..რთულია, ვიცი ძალიან რთულია, მაგრამ შევძლებ. უკვე დიდი ვარ იმისთვის, რომ თავის გაკონტროლება ვერ შევძლო. ძალა მოვიკრიბე, გავიღიმე და მანქანიდან გადავედი
ირგვლივ ის არსად არ იყო. შვებით ამოვისუნთქე და ნიკასთან ერთად ბილიკს გავუყევი.
-გვაღირსეს შემოსვლა რა...(გიორგი)
-რას აკეთებდით ამდენი ხანი (მარიკო)
-ოე, დაშოშმინდით ეხლა ვაახ -წამოიძახა მხიარულად ნიკამ.
სულ მაოცებდა ეს ბიჭი როგორ შეეძლო ესე გარდასახვა. ვიცოდი გრძნობდა, რომ ყველაფერი ისე ვერ იყო როგორც უნდა ყოფილიყო და ისიც ჩემსავით ნერვიულობდა, მაგრამ მის ხმაში არაფერი არ იგრძნობოდა.
-ხო რას გვეცით დამშეული ნადირებივით...არ ვიცი როგორ მაგრამ გადავიკისკისე -მეძინა და ნიკა მაღვიძებდა, თან ხო იცით ჩემი გაღვიძება ადვილი არაა.
-აუ ხო ეგ კი ვიცით. მაგრამ ისე კაი გამახსენე მართლა დამშეული ვარ და დატრიალდით გოგონები ამა სახლისანი (სანდრო)
-ოოჰ მოინდომა ბიჭმა...მე გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ და არაფერს გავაკეთებ-წამოიძახა მარიკომ ვითომ შექმნილი გაბრაზებით
-გირჩევ არ გამაბრაზო..და ნებითა შენითა შეუდგე საქმეს თორე მერე ძალითა ჩემითა იქნება ყველაფერი და დამიჯერე არ გაწყობს. გაუცინა ბოროტულად სანდრინიომ
-ჰაჰ...ძალიან შემეშინდაა (მარიკო)
სანდრომ ერთი ჩაიცინა ფეხზე საოცარი სისწრაფით წამოხტა და უკვე გაქცეულ მარიკოს გაეკიდა.
-ამხელა ხალხი როგორ ვერ უნდა დასერიოზულდნენ არ მესმის რა (გიორგი)
-კაი აბა ყველა სვანი ხო ვერ იქნება (ნიკა)
-ეხლა თუ არ გაჩუმდები მოგიწევს მარიკოსავით სირბილი მთელს სახლში (გიორგი)
-კაი ხო დაწყნარდით ეხლა...(მე)-ელენა მიდი წამოდი და გავაკეთოთ რაღაცეები თორე დაჭამენ ესენი ერთმანეთს..
-ვახო მიდი რა საბარგულიდან რაღაცეები ამოიღე და სამზარეულოში შემოგვიტანე (ელენა)
-ეხლავე საყვარელო მეუღლე -ვახომ ისეთი სიყვარულის თვალებით შემოხედა ელენას წამით მათი დიდი სიყვარულის შემშურდა კიდეც. ჰაერშივე იგრძნობოდა მათ შორის მყოფი უნაზესი, უხილავი ძაფები, რომლებიც მეც მაბედნიერებდა.
ამ ფიქრებში ვიყავი როცა სახე ამიწვა ვიღაცის თვალებმა. ამ სიცხის მიმართულებით გავიხედე და ანდრიას უძირო თვალებში გადავეშვი. იდგა და მშვიდად მიყურებდა ისე, როგორც ადრე იცოდა. მისი შავი თვალები, რომელიც, როგორც ყოველთვის რაღაც საოცრად ბრწყინავდა განძრევის საშულებას არ მაძლევდა...მაგრამ მალევე გამახსენდა ჩემი თავისთვის მიცემული პირობა, ცივად ვაქციე ზურგი და ტანის ნაზი რხევით სამზარეულოში გავედი. სანამ კარი არ მოვიხურე მანამ ვგრძნობდი სიმხურვალეს ზურგზე.
შვებით ამოვისუნთქე და ელენასთან ერთად პროდუქტების დახარისხება დავიწყე.
-სალათები შენ გააკეთე მე რაღაცეებს შევწვავ (ელენა)
-როგორც დიდი დიასახლისი იტყვის-გამეცინა და ელენაც ავიყოლიე
მხიარულად ვფუსფუსებდით სამზარეულოში. ძველ ამბებს ვიხსენებდით და ვიცინოდით. ორივეს ცრემლები გვდიოდა.
-ვინ იფიქრებდა შენ თუ ვახოს გაყვებოდი ცოლად. ისე ამწარებდი ყოველდღე დამამშვიდებლებს სვამდა ჩვენი ვაჟკაცი (მე)
-აბა გოგო, ყველაზე ეჭვიანობდა. მე კიდევ ვითომ ვერ ვხვდებოდი არადა სპეციალურად ვაეჭვიანებდი (ელენა)
-ხო მახსოვს-გულიანად გამეცინა მუდამ მოჩხუბარი წყვილის გახსენებაზე.
კარის ხმა, რომ გავიგეთ ორივე გავჩუმდით. იქიდან კი ბოხი ხმა გაისმა
-ლილე შეგიძლია წყალი დამისხა?
გამიკვირდა ანდრიას ხმის გაგონება, ამაზე უფრო მეტად მისი კითხვა გამიკვირდა. მოიცა, მოიცა ნამდვილად მე მომმართა? კი აშკარად...ტვინმა სწრაფი მუშაობა დაიწყო..მასთან არ ვაპირებდი გაბრაზებული გოგოს თამაშს, ეს პირიქით უარესი იქნებობა. ყველაზე მარტივი და უმტკივნეულო კი ის იყო რომ საერთოდ არ შემემჩნია არაფერი.. ამიტომ ოპტიმალური პასუხი შევარჩიე
-კი, როგორ არა. მოიცა დაგისხამ (მე) დავუსხი და ჭიქა გავუწოდე. თან ნაზად გავუღიმე-აი, აიღე.
-მადლობთ (ანდრია)
გაკვირვებულმა შემავლო თვალი. თვალებში კიდევ ერთხელ შემხედა, თავი ოდნავ შესამჩნევად გააქნია და სამზარეულოს კარი გაიხურა. ღრმად ამოვისუნთქე და ჩემი მიღწევით ნასიამოვნებმა გავიღიმე.
ელენა ამდენი ხანი თვალს გვადევნებდა. ეხლაც ჩუმად მაკვირდებოდა. კარგა ხანი სიჩუმე იყო ოთახში. მოულოდნელად კი ელენას ხმა მოწვდა ჩემს ყურთასმენას
-იცნობთ ხო შენ და ანდრია ერთმანეთს? (ელენა) ქვემოდან ამომხედა და პასუხის მოლოდინში მზერა ჩემზე შეაჩერა.
-არა, არა საიდან მოიტანე-ავნერვიულდი, ხმაზეც შემეტყო
-ჩემთან რაში გჭირდება ტყუილი. ხმაზეც გეტყობა, მოქმედებებზეც როცა ოთახში ის ჩნდება და ყველაზე მეტად მაშინ შეგეტყო როცა მისი სახელი გაიგე პირველად. (ელენა)
-ნეტა ეგრე კარგად არ მიცნობდე (მე)-ამოვიოხრე და თვალები ძირს დავხარე
-არ მომიყვები? (ელენა)
-ეს არის ის ანდრია, გახსოვს რომ გიყვებოდი..(მე)
-ჰაა?? ხუმროობ ხო?? (ელენა)
-ნეტა ვხუმრობდე (მე)
-ვაიმე...მეც არ გამიკვირდა რა სახეები აქვთ ორივესთქო. (ელენა) -რას აპირებ ეხლა?
-რას უნდა ვაპირებდე, არ შევიმჩნევ არაფერს. ისევ ისეთი ლილე ვიქნები, როგორიც ვარ ხოლმე თქვენთან ერთად. ოღონდ ბიჭებთან არაფერი თქვა რა, არ მინდა დასვენება ჩაშხამდეთ (მე)
-კაი აბა რას ვიზამ (ელენა) გამიღიმა და მაგრად ჩამეხუტა.
ცოტა ამოვისუნთქე, როცა ვიღაცას ჩემი ამბავი გავაგებინე. თითქოს რაღაც მომეშვა და ღიმილით გავაგრძელე საქმიანობა.
ცოტა ხანში ყველაფერი მზად იყო, სუფრაც გავშალეთ.
-აბა ხალხნო შეიკრიბეთ ყველა მაგიდასთან. მზადაა ყველაფერი, მალეე მალეე -გავკიოდი ბოლო ხმაზე და თან ტაფებს ერთმანეთს ვურტყამდი. მთელი სახლი შემოვიარე. დერეფანში ვიყავი ოთახის კარი რომ გაიღო და წელს ზემოთ შიშველი ანდრია გამოვიდა. აბურძგნული თმა ჰქონდა ზუსტად ისე ათი წლის წინ მე რომ ვუჩეჩავდი, თვალები ძილისგან დასიებოდა და გაბრაზებული შავი თვალებით მიყურებდა. ისეთი სიმპატიური იყო, რომ თავიდან ბოლომდე შესწავლის მერე ძალიან დაამცხა. ისე რომ ჩემი თხელი კაბაც კი ლაბადად მეჩვენებოდა
-მორჩი ჩემს თვალიერებას? -ირონიულად ჩატეხა თავისი დიდი წითელი ტუჩების კუთხე
-რავიცი, მგონი კი -არც მე დავაკელი ირონია.
-ჰაჰ…რა გაყვირებს რა არი..მეგონა ვიწვოდით ან მიწისძვრა იყო ან რამე კატასტროფა (ანდრია)
-მადლობა თქვი, რომ გაგეღვიძა თორემ მშიერი დარჩებოდი (მე)
-მადლობა პატარა (ანდრია)
-პატარა არა და მადლობა მიღებულია (მე) გავუღიმე და ზურგი ვაქციე.
მაგიდასთან პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა. თან ისევ წელს ზემოთ შიშველი და ისევ აგრძელებს მისი დაკუნთული სხეული ჩემს ემოციებზე ზემოქმედებას. საჭმლის ჭამასაც ძლივს ვახერხებ-ეს რა უბედურება გჭირს ლილე, რა უბედურება.
-ყველაფერი ძალიან გემრიელია, აშკარად კარგი ხელის პატრონი გოგონები გვყავს, რა თქმა უნდა მარიკოს გამოკლებით (სანდრო)
-გცეემ (მარიკო)
-კაი რაღას აღიზიანებ ვაა...(გიორგი)
-მიყვარს რომ ბრაზდება და იბუტება (სანდრო)
-ნაცნობი სიტუაციაააა -ვთქვი და ვახოს და ელენას გადავხედე. ყველა მიხვდა რაც ხდებოდა და ოთახში წამში გაისმა გამაყრუებელი სიცილის ხმა.
-კარგი, კარგი გვეყო და თუ მორჩით ავალაგებ (მე)
-კი კი მოვრჩით. წამოიძახა დათომ
ალაგება დავიწყე, რომ მოვრჩი სამზარეულოში ჭურჭლის რეცხვას მივყავი ხელი. თან ნაუშნიკები გავიკეთე და ჩემი საყვარელი მუსიკის Michael Buble - Close Your Eyes მოსმენა დავიწყე. ბოლო ხმაზე მქონდა აწეული და ტანს ვაყოლებდი სულში ჩამწვდომ მელოდიას .სიამოვნებისგან ცაში ვიყავი, როცა ზურგიდან სიმხურვალე ვიგრძენი მერე ცალი ყურიდან ყურსასმენი გამომაძვრეს და პირდაპირ ყურის ბიბილოზე მომდეს კბილები. დავინახე ნიჟარაზე დადებული ნაცნობი ხელი და ვიგრძენი როგორ შემოაცურეს მეორე ხელი ჩემს წელზე. ჩემს სხეულში მოძრავმა ტალღებმა იატაკს მიმაწებეს. ვერც ხმა ვიღებდი და ვერც წინააღმდეგობას ვუწევდი. სიამოვნების პიკი იყო როცა ყურთან ჩუმი, ნაცნობი ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელი ხმა ჩამესმა
-მეორედ ესე ტანი აღარ ააცეკვო თორემ თავს ვეღარ შევიკავებ (ანდრია)
ერთხელ კიდევ მიმიკრო ზურგით მის მკერდზე, ყელში მაკოცა და მერე უკვე სიცივე ვიგრძენი. დამტოვა გულამოვარდნილი, უზღვავი ემოციებით მარტო.
ეს რა იყო..ეს რა იყო ღმერთო..ეს რა დამემართა..ვეღარ ვინძრევი..სხეული მთლიანად მიკანკალებს...კიდევ კარგა ხანს ვიქნებოდი ესე-ერთ წერტილს მიშტერებული რომ არა ჩემი მეორე მეს გაბრაზებული მოწოდება დავბრუნებოდი სასწრაფოთ რეალობას და სწორედ ამ წუთიდან ისევ ის ძლიერი ლილე გააქტიურდა,მაგრამ ანდრია მასაც ერთი შეხებით მიწასთან ასწორებდა..


********
ძვირფასო მომხმარებლებო, ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი, მხოლოდ იმიტომ, რომ გავიგო თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიასთან დაკავშირებით... მადლობთ ყველას ვინც კითხულობთ



№1  offline წევრი kat1998

varduka
Auu ra moxda amat shoriis??

პირველ თავს გადახედე და მიხვდები... love თუ მაინც ვერ გაიგებ მომწეერე და გეტყვი love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent