შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატეხილი გრძნობები 5


18-05-2015, 18:23
ავტორი malena
ნანახია 12 938

დამძიმებული ქუთოთოები ძლივს აწია, ჭერში არასტანდარტული ფორმების
სანათს მიაჩერდა, მერე სანახევროდ ჩაბნელებული ოთახი მოათვალიერა. მუქი
ბორდოსფერი ფარდები, თეთრად შეღებილი კედლები, თანამედროვე აბანოზისფერი
ავეჯი, თუმცა ცოტა. დიდი საწოლი ტუმბოებით, მოზრდილი კარადა და პატარა
სამუშაო მაგიდა კომპიუტერით. ორი კარი შეამჩნია, ერთი პირდაპირ,
მეორე გვერდითა კედელზე. თვალების გახელისთანავე მიხვდა ვის სახლში, ვის
ოთახში იყო და ახლა გულაძგერებული ელოდა მასპინძლის გამოჩენას. ტანზე სამოსი
შეიმოწმა, ხელშეუხებელი იყო. ეგ კი არა, ფეხზეც ისევ ეცვა თავისი მძიმე "ბრახუსტები".
ეს ფაქტი სულ ოდნავ ამშვიდებდა, მაგრამ იმის გამბედაობაც კი არ ჰყოფნიდა,
ლოგინიდან გადმომძვრალიყო და რომელიმე კარს იქით გაეჭვრიტა. არც მისი ჩანთა
ჩანდა სადმე ტელეფონი რომ ამოეძვრინა და ლეასთან დაერეკა. ლოგინის ერთ
კუთხეში მიიყუჟა და განერვიულებული ტუჩებს იკვნეტდა.

გააგიჟებს ეს გოგო. ასეთი უსუსური და დაუცველი არსების მნახველი არაა. ისევ გული
წაუვიდა, თან ხმაც არ ამოუღია, საშველადაც კი არავის უხმო. თავდაცვის ინსტიქტი
აქვს საერთოდ? მოზრდილ ჭიქას წყლით ავსებდა ჯარჯი და ფიქრობდა. საძინებლისკენ
გაემართა, შეეცდება მოასულიეროს. კარის შეღებისთანავე მისი აბუზული სხეული
მოხვდა თვალში. რა თქმა უნდა, ისევ ჩუმად არის, იმის მაგივრად კივილით დააქციოს
აქაურობა.
– წინააღმდეგობის გაწევის უნარი საერთოდ არ გაგაჩნია? – მეტისმეტად მკაცრად გაისმა
მისი ხმა ოთახში.
ფეფო ისევ თავჩაქინდრული იჯდა. გაფითრებულს ხელები კალთაში ეწყო და
შესამჩნევად უცახცახებდა. იატაკზე დაშვებული ფეხები წვერებით მიეერთებინა,
ქუსლები კი განზე გაეწია. მსხვილი ნაწნავი მხარზე ჰქონდა გადმოგდებული და
თმის რამდენიმე ღერი საფეთქელთან ჩამოშლილი. ტუჩებს ისე აცმაცუნებდა,
ეტყობოდა გამეტებით აჭერდა კბილებს. ისეთი უმწეო იყო და ისეთი... ისეთი
რაღაცნაირი, ალბათ საყვარელი. ჰო, ნამდვილად საყვარელი, როგორც იქნა დაარქვა
სახელი. მიხვდა მისი როგორ ეშინოდა და შეეცადა დაემშვიდებინა.
– ახლა მოგიახლოვდები და შეეცადე გულწასული აღარ ჩამესვენო მკლავებში. – მაინც
შეეპარა ირონია. ჰო, ვერ გადაიქცევა ახლა ნაზ ბიჭიკოდ.
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და წყლიანი ჭიქა გაუწოდა. ხელის კანკალით ჩამოართვა
გოგონამ, ისე რომ მისთვის არ შეუხედავს.
– დალიე!
უბრძანა და მანაც მორჩილად მიიტანა ჭიქა ტუჩებთან.
სისხლი!!! აშკარად, სისხლიანი ჰქონდა ქვედა ტუჩი. ელვის სისწრაფით დაეტაკა. ჭიქა
გამოგლიჯა, ნიკაპში უხეშად ჩაავლო ხელი, თავი ააწევინა და ლამის ზედ ბაგეზე დაალაგა
თვალები.
– რა უქენი ტუჩებს?! – ისევ სიმკაცრე.
მისი საქციელით ათრთოლებული ფეფო კრინტს ვერ ძრავდა, არც ესმოდა, ვერ მიხვდა
რაზე ელაპარაკებოდა კაცი.
მკლავში ჩაავლო ხელი, ლოგინიდან წამოაგდო და ერთერთი კარისკენ გააქანა. შავი და
ბორდოსფერი მეტლახით გაკეთებულ აბაზანაში შეიყვანა. ნიჟარასთან დაკიდებულ
სარკეში ჩაახედა და სისხლიან ტუჩზე მიუთითა. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა
გოგონას. თურმე, ისეთი ძალით აჭერდა კბილებს სისხლი დაიდინა, არადა არაფერი
უგრძვნია. ცივი წყალი მოუშვა ჯარჯიმ, ხელი გაისველა და შეეცადა ნაზად მოებანა.
– ასეთი მშიშარა არსება არასდროს მინახავს. – იღრინებოდა გაცოფებული და
ფრთხილად ეხებოდა ფეფოს სქელ ბაგეებს, რომლებიც ისე დასწითლებოდა, თითქოს
ცოტა ხნის წინ შმაგად, უხეშად დაუკოცნა ვინმემ.
– რამდენი წლის ხარ საერთოდ?
ვერაფრით მიხვდა რატომ ბრაზობდა მამაკაცი.
– ოცის. – თბილი თაფლისფერები შეანათა და უმალ განაიარაღა ჯარჯი.
იდგა ენაგადაყლაპული და ისე უნდოდა ჯერ ერთი თვალი დაეკოცნა, მერე მეორე,
გაუცნობიერებლად ხრიდა თავს წინ. თუმცა დროულად შეძლო გონზე მოსვლა, მეტად
ვეღარ დააფრთხობდა ისედაც შეშინებულ გოგონას. დღეისთვის საკმარისი იყო.
– არც თუ პატარა ხარ. შენმა ბებიკომ თავის დაცვა არ გასწავლა? – ისევ ირონიული
ტონი და ფეფოს ნაწყენი და ცრემლიანი თვალები.
– კარგი. შენი წასვლი დროა. – შედარებით თბილი ტონით უთხრა და ისეთმა
გაკვირვებულმა და მადლიერმა ამოხედა ფეფომ, აშკარად ეგონა არსად გაუშვებდა.
მის გამომეტყველებაზე ცალყბად გაეღიმა ჯარჯის.
– ამჯერად გიშვებ, მხოლოდ დღეს. – ხელი ჩაავლო და ჰოლისკენ წაიყვანა. – მალე ისევ
შევხვდებით და არა ერთხელ. – ფეფოსკენ შებრუნდა ქურთუკი შემოაცვა და ნიკაპამდე
შეუკრა, ჩანთაც გადაჰკიდა მხარზე.
– რა გინდა ჩემგან? – ძლივს მოიკრიბა გამბედაობა და კითხვა დასვა.
– შენ. – მისთვის არც შეუხედავს ისე გავიდა კარში და გოგონაც გაიყოლა.
– მე?
– ჰო, შენ. შენ მინდიხარ. – აუღელვებლად დააკმაყოფილა მისი ინტერესი, ლიფტის ღილაკს
მიაჭირა თითი და ფეფოს გადახედა.
– რატომ მე? – აშკარად დაბნეული ჩანდა ფეფო.
– იმიტომ. – მოკლედ მოუჭრა.
გაღებული ლიფტისკენ უბიძგა და თავადაც უკან მიჰყვა. თავჩაღუნული იდგა ფეფო
და ხმას არ იღებდა. მის ლამაზ, ბზინვარე და სურნელოვან თმას დასცქეროდა ჯარჯი,
მის წითელ, გაბუტულ ბაგეს და თავს ძლივს იკავებდა, ისე უნდოდა, უკან, სახლში
აებრუნებინა გოგონა და ფერებით გაეთანგა...
ისევ მოთოკა თავი და ლიფტის გაღებისთანავე გარეთ გავარდა.
– და თუკი, მე არ მინდიხარ? – მანქანაში ჩაჯდომისთანავე ჰკითხა ფეფომ. თუმცა
პასუხი ვერ მიიღო.

– ლეასთან სალაპარაკო მაქვს, რომელსაც შენც უნდა დაესწრო. – ფეფოსთან ერთად
გადავიდა ჯარჯი მანქანიდან, როცა სახლთან მივიდნენ.
ისევ დამფრთხალი, დაბნეული თვალებით გამოხედა ფეფომ. აზრზე არ იყო, რაზე
შეიძლებოდა ესაუბრათ ჯარჯის და ლეას, მისი თანდასწრებით. მაგრამ ხმა არ ამოუღია,
უკან მიჰყვა კაცს. ჩანთაში მოიქექა საკუთარ კართან მდგომმა და გასაღები ამოაძვრინა.
ისე ღელავდა ვერაფრით მოარგო საკეტს. ერთი ამოიოხრა ჯარჯიმ და მოულოდნელად
აართვა ხელიდან გასაღები. ყოველგვარი სირთულის გარეშე მოარგო საკეტს და გადაატრიალა.
კარის ხმაზე კორიდორში გამოვარდა ლეა. ორივე ხელში ტელეფონები ეჭირა. ერთში
სახლის, მეორეში მობილური.
– ამის დედაც ჯარჯი! პატრულთან ვაპირებდი უკვე დარეკვას. – გაცოფებული მივარდა
ჯარჯის.
– შიგნით შევიდეთ, რაღაც მინდა შეგატყობინო. – ყურდღება არ მიაქცია ლეას ქოთქოთს,
პირდაპირ ზალაში შეალაჯა ჯარჯიმ.
– ტელეფონები რატომ გამორთე ჯარჯი? ნერვიულობისგან კინაღამ მოვკვდი, ადამიანი
არ ხარ? მაინცდამაინც ამერიკაში უნდა გადავხვეწო რომ შეეშვა?
– არც გაბედო! – მკაცრად უთხრა ჯარჯიმ და მოშორებით მდგომ ფეფოს ისე გადაეფარა
წინიდან, თითქოს ვინმესგან საფრთხე ემუქრებოდა.
– კარგად დაიმახსოვრე... – ხმადაბლა და მუქარით განაგრძო კაცმა. – ეს გოგო ჩემია და
აღარაფერი ეშველება ამას! სულაც არ მქონდა გეგმაში ვინმეზე გადაკიდება. მხოლოდ
და მხოლოდ მისი ბრალია ასე რომ მოხდა. ასეთი რომაა, ასეთი სასურველი ჩემთვის.
ვერც ამერიკაში დამემალება და ვერც მსოფლიოს რომელიმე წერტილში. სანუგეშოდ
ერთი შემიძლია გითხრა მხოლოდ... ჩემი ინტერესი მის მიმართ, როგორც გასართობი და
როგორც ერთჯერადი გოგოსადმი, ასეთი არ არის. რაღაცას ვგრძნობ მისადმი. ამიერიდან
სულ მის გარშემო ვიტრიალებ და შენგან არანაირი პროტესტი არ მიიღება. – წამით
არ შერყევია ჯარჯის თავდაჯერებული ტონი. – კარგად იცი, არც ისეთი საზიზღარი
ვარ, ჩემი შეყვარება ვერ მოახერხოს.
გაოგნებული და პირდარებული უყურებდა ლეა, როგორ მშვიდად საუბრობდა ჯარჯი
ფეფოს და მის მომავალ ურთიერთობაზე.
– თავად თქვი რომ ძალიან მომნდობი და გულუბრყვილოა, დაუცველი. ქუჩაში ჩემზე
ბევრად უარესი გაიძვერები დააბიჯებენ, უწყინარი სახეებით ჩემგან განსხვავებით და
შენ ეს კარგად იცი. იცი, სახლიდან გასული რამდენ ხათაბალაში შეიძლება გაეხვეს. ვიცი,
მისნაირს არ ვიმსახურებ. გგონია, არ ვიცი? – ხმა ჩაეხრინწა ჯარჯის. – მაგრამ მის გარეშე
არც მინდა და არც შემიძლია. შენ სულ აქ არ ეყოლები. ადრე თუ გვიან, ამერიკაში მოგიწევს
დაბრუნება. შენ იცი, მე შევძლებ მის დაცვას, მის მიხედვას.
კარგა ხანს იდგნენ გასუსულები და გაშტერებულები. ჯარჯის გამოსვლა დიდი
მოულოდნელობა იყო გოგონებისთვის.
– მაინც ვერ გავიგე რა ინტერესი გაქვს მის მიმართ. – ისევ ლეამ დაილაპარაკა. – ან მას
აღარ ეკითხები? – თვალით მის ზურგსუკან მდგომი ფეფოსკენ ანიშნა. – იქნებ შენი
დანახვაც არ უნდა.
– მე ჩემსას შევეცდები, მას კი შეუძლია ყველანაირად ამარიდოს თავო. – შეყოყმანდა და
დააყოლა. – თუკი გამოუვა...
– მაინც რა ბზიკმა გიკბინა? ვინმეს სისხლი გადაგისხეს? ან რაიმე დაავადება ხომ არ
შეგეყარა. – გაოგნებას ვერ მალავდა ლეა. – წესიერად არც კი იცნობ. იქნებ აზროვნებაში
ნულია, ან იქნებ, როგორც თავიდან ფიქრობდი, თვალთმაქცი და კარგი გაქნილი ვინმეა?
– აღარ მინდა ეს აბსურდული მიეთ – მოეთი. რაც მინდოდა ვთქვი, ხვალ მე წავიყვან
კონსერვატორიაში. – ბოლო წინადადება ჩაუმარცვლა ლეას.
გაშტერებული იდგა ლეა და აღარ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა. გახარებოდა თუ სწყენოდა
ის ამბავი, მისი ბიძაშვილით გართობას რომ არ აპირებდა ჯარჯი და სერიოზული
ინტერესები ამოძრავებდა. ადრე თუ გვიან მართლა მოუწევდა ამერიკაში დაბრუნება,
იქ იყო მთელი მისი ცხოვრება, მისი მომავალი და ფეფოსთვის რა უნდა ექნა მერე?
გოგონასთვის რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრების აზრზე არაა, თანაც თავად
ფეფო ყოველთვის წინააღმდეგი იყო ამერიკაში, ლეასთან წასვლის და სამუდამოდ
იქ დამკვიდრების. სხვა გამოსავალს კი ლეა ვერ ხედავს.
– კარგი თანახმა ვარ, მოსინჯე, მე აღარ შეგიშლი ხელს. – მძიმედ ამოიოხრა ლეამ.
– მე არ ვარ თანახმა! – წამოიყვირა ჯარჯის ზურგსუკან მდგომმა ფეფომ.
ლეამ შეშფოთებულმა გადადგა მისკენ ნაბიჯი, მაგრამ ჯარჯიმ ხელის აწევით შეაჩერა და
ნელა შებრუნდა გოგონასკენ. მკაცრი მზერით დააჩერდა მის დახრილ თავს.
– დილას სადარბაზოსთან დაგელოდები. – ისეთი ტონით უთხრა, გაპროტესტებას რომ
არ ექვემდებარება.
– არ მინდა. – ისევ თავდახრილი იდგა, მაგრამ მაინც ეწინაარმდეგებოდა.
– მე მაინც დაგელოდები. – შედარებით ხმადაბლა და ნაკლები კატეგორიულობით
უთხრა ჯარჯიმ.
ლეას ჩაეღიმა და ჩუმად გაიპარა ოთახიდან.
– მეშინია შენი. – ფეფომაც დაუწია ტონს.
ნიკაპში ჩაავლო ხელი, თავი ააწევინა და სახეზე დააჩერდა, ისევ დახრილი ჰქონდა თვალები.
– ვიცი.
– სატანისტი მართლა არ ხარ?
ღიმილი მოჰგვარა მისმა ბავშვურმა გულუბრყვილობამ.
– შემომხედე...
შეხედა და ნეტავ არ შეეხედა. ჯარჯის არაბუნებრივი თვალები... გამჭოლი სუსხი და
სიმკაცრე.
სიმკაცრე იყო მაგრად მოკუმულ ბაგეებში, შეკრულ წარბებში, წარბებს შორის გაჩენილ
ხაზში, მაგრამ თვალები მაინც რაღაც სხვანაირ, იდუმალებანარევ საშიშროებას უქადდა
მასზე მიშტერებულ ფეფოს და სულაც არ ჰგვრიდა შვებას.
– სატანისტი არ ვარ. – თითქოს სადღაც შორიდან ჩაესმა გაშტერებულს. – და ხვალ მე
წაგიყვან! – ესღა უთხრა და დატოვა.


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აბააა... ნამეტანი მიმწოლია ჩემი ჯარჯი და მე მომწონს ასეთი მამაკაცები.
იმედია თქვენც და იმედია მოგეწონათ ეს თავი.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

რა ვთქვა?! ცაო დამჯარჯე:))).

 


№2  offline მოდერი MyLove

რომ არ ვთქვა არ შემიძლია. მოვკვდები და ეს იქნება!
შენ ხარ.. არ ვიცი! მარგალიტი! love არაჩვეულებრივად წერ...
ისეთი გრძნობებით მავსებ, ისე დადებითად, გარდაუვალია არ გამეღიმოს, როცა ყოველი თავის ბოლო სიტყვას წავიკითხავ..
ჯარჯის მსგავსი ადამიანები არასოდეს მომწონდა და ამას ვაღიარებ კიდეც, მაგრამ ახლა რაღაც-რაღაცეები შეიცვალა..
არ არსებობს შენი ისტორია, რომ მე რამეზე არ დამაფიქროს. love
ახალ თავს როდის დადებ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ყოველთვის იმ იმედით ვიცდი, რომ იმედებს არ გამიცრუებ... და მიმართლებ კიდეც შენ ამ იმედებს.
მიყვარს გრამატიკულად გამართული ისტორიები (არ ვამბობ რომ გადასარევად ვიცი გრამატიკა, მაგრამ რაც ჯერ - ჯერობით ვისწავლე, ვიცი wink ) შენ კი სწორედ ის ხარ, ვინც ძალიან ძალიან მომწონს და მიყვარს love request
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline წევრი Unnamed

Damjarje momewona :D kaia dzaan :* ai fefomac amoigo xma!!!! Mec momwons maseti bichebi :D :D :D

 


№4  offline წევრი სტიქია

გემრიელიაა lol lol

 


№5  offline მოდერი malena

მადლობები ყველას გოგონებოოო... მიყვარხართ ყველანიიიი. ♡♡♡♡♥♥♥♥♥
Mylove გრამატიკული შეცდომა/ები ვცდილობ არ მქონდეს, მაგრამ თუნდაც ამ თავში პირველივე სამ ხაზში ვიპოვე საოცრება. ასე რომ... თუმცა, უდიდესი მადლობა შენ ასეთი თბილი და მრავალფეროვანი კომენტარისთვის, მიხარია რომ მოგწონთ. ♥♥♥♥♥♥♥

 


№6  offline წევრი nestanuka13

როგორ მომწონს გიჟი ჯარჯი love საწყალ ფეფოზე კი კარგად ვხალისობ :))

 


№7  offline წევრი eRtI sWeRvA GoGo

ძაან მომწონს ძალიან კარგად წერ როგორ ვთქვა არ ვიცი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთხრობა თუ რაღაც ამდაგვარი. რაღაც უმნიშვნელო შეცდომები კი იყო მაგრამ ეგ არაფერი მე ძალიან მომწონს ოღონდ ჩემი პირადი თხოვნა იქნება გაზარდო თავები და ყოველდღე დადო დ არა კვირაში ოეჯერ ან სამჯერ wink

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ასეთ ცვლას არ ველოდი და სხვა ყველაერს ველოდი ალბათ

 


№9  offline წევრი sofi_sofiaa13

სატანისსტიი ეესს :დ
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent