შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ლამბერსექსუალი [11]


18-05-2015, 21:12
ავტორი Pessimist
ნანახია 3 747

11.
სადღაც წამიკითხავს,რომ ჭეშმარიტად შეყვარებული ადამიანი ვერასდროს ახსნის სიყვარულის არსს და ძალას.მთელი გზა ვფიქრობდი ამ ქაოსურ გრძნობაზე,მაგრამ ბოლოს იმდენად მერეოდა ყველანაირი ემოცია,რომ საშინელ თავის ტკივილის იწვევდა.ალბათ ყველა ადამიანი ადარებს წარსულს და აწმყოს.მე კი უბრალოდ შემიძლია ვთქვა,რომ ჩემი წარსული ბურუსით იყო მოცული,თითქოს სადღაც ღრმა გამოქვაბულში ვიყავი ჩაკეტილი და აქამდე ვერ ვიაზრებდი რა იყო ემოცია,შეგრძნება,ნამდვილი ღიმილი და რაც მთავარია დათმობა.ცოტნეს გამოჩენა გაზაფხულის დადგომა იყო.ყოველთვის ვფიქრობდი,რომ უფალმა მამა წამართვა,მაგრამ ცოტნე მაჩუქა,რომელმაც ყველაზე დიდი ტკვილი ნაწილობრივ გადამატანინა.ალბათ იმ ადამიანს ვგავარ,რომელსაც მზის დანახვა უხარია,მაგრამ არსებობს განსხვავება.შეიძლება ზოგისთვის მზე კაშკაშა ბურთი იყოს,მაგრამ ჩემთვის ცხოვრების ყველაზე დიდი ნათელი წერტილი.ცოტნე...
ათსაათიანმა მგზავრობამ მაინც თავისი გაიტანა და ძალიან მომთენთა.სახლის კარი ვარაუდით გავაღე და მთვარეულივით წავედი საწოლისაკენ.ცოტნეს ჩემი შემხედვარე სიცილი აუტყდა,მაგრამ იმდენად ვიყავი გათიშული მისი ხითხითი საერთოდ არ მესმოდა.თბილი ხელების შეგრძნება ვიგრძენი და მეც უფრო მეტად გავიტრუნე.თბილ ხელებს ცხელი ტუჩები დაემატა და საბოლოოდ მოვწყდი დედამიწას.შემოვიფრინე მთელი გალაქტიკა,მარსი მაგრამ ცოტნეს ჩურჩულმა ისევ დამაბრუნა დედამიწაზე.
-ახლა არა რა.-ძლივს ამოვილუღლუღე და მისი ხელი მოვიშორე,რომელიც ჩემს მაისურს ეჯაჯგურებოდა.
-მერე მე გეტყვი უარს.-ბუზღუნით მომშორდა და ზურგი მაქცია.
-კარგი რა ცოტნე,-თვალებ დახუჭულმა ვუთხარი მას.-შეხედე ზუსტად საძილე ამინდია.
-და სექსის ამინდი როდისაა?-თვალები ძალით გამახელინა და უაზროდ ჩამაშტერდა.
-რა კითხვებით ხარ?!-მობეზრებულმა შევხედე და პლედში შევძვერი.
-მოდი,მოდი.-ხელები გაშალა და ჩამიხუტა.-რა ვქნა,რომ შენს გარეშე ვერ ვძლებ?!-ჩუმად ამოილაპარაკა და ცხელი კოცნა დამიტოვა ყელში.
აღარაფერი მითქვამს.უბრალოდ გადაჭარბებული ჰარმონიით ვტკბებოდი.ხელები უფრო მაგრად შემოვხვიე და უსასრულობაში გადავეშვი.იმ მომენტში ყველაფერი მქონდა,წვიმის გარდა.არასდროს მომბეზრდება იმის ახსნა,თუ რა არის წვიმა ჩემთვის.არ ვიცი,რატომ მაგრამ საოცარი შეგრძნება მეუფლება წვიმის დროს.ვგიჟდები!აი ასე უბრალოდ ვგიჟდები.
წკაპა-წკუპის ხმამ მწარედ შემანარცხა ჩემს ოცნებებთან.ბედნიერებისაგან გამეღიმა და ცოტნეს უფრო მეტად ჩავეხუტე.


***
დილას საოცარი ენერგიით შევეგებე.ალბათ წინა საღამოს მუხტი გამომყვა და მეც ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზე ვიყავი.ფეხზე გიჟივით წამოვხტი,მაგრამ როდესაც გავიაზრე,რომ ჯერ მხოლოდ რვა საათი იყო ისევ დავწექი.
ძალიან ძნელი იყო,ჩემს გვერდით მყოფი ცოტნე დამეიგნორებინა.ხელებს ვერ ვიკავებდი ისე მინდოდა,რომ შევხებოდი.ბოლოს ჩემმა სურვილმა გაიმარჯვა და შავ წვერზე შევეხე.კოპები წამიერად შეკრა,მე კი მის გამომეტყველებაზე გამეცინა.ტუჩებზე შეხება პიკი იყო და თვალები გაახილა.
-დილამშვიდობისა.-ღიმილით ვუთხარი და გაბუშტულ ტუჩებს შევეხე.
-დილამშვიდობისა.-გამიღიმა მან და უფრო მეტად მიმიზიდა.ჩემი ტუჩების დაგემოვნება დაიწყო.
ალბათ ყველას გაგიგიათ ეს ფრაზა : ''პეპლები მუცელში'',რატომღაც მსგავსი არაფერი მიგრძვნია,სამაგიეროდ უდიდესმა სითბომ და სიტკბომ მოიყარა თავი ამ კოცნაში.
-ჯერ რვა საათია?-გაფართოებული თვალებით შემომხედა.
-გაჩერებულია ეს საათი.-თავის დაძვრენას შევეცადე და გავუღიმე.
-და მაგიტომ მოძრაობს ისრები?
-გაჩერებული კი არა,უკან არის.-დაბნეულმა ვუპასუხე.-ამერია.
-ოხ,ნატა!-ზლაზვნით წამოდგა და სააბაზანოში გაუჩინარდა.-
-ე,მე მინდოდა შესვლა.-მობეზრებულმა გადავაქნიე თავი და ფანჯრის რაფაზე დავჯექი.
ხედი რა თქმა უნდა განსხვავებული იყო,მაგრამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს.უბრალოდ ვერ ვეგუები ,რომ წვიმის სურნელი ისეთი მძაფრი არ არის,როგორც ლონდონში.იმდენად მომაწვა ნოსტალგია,რომ ვერც კი ვიგრძენი მოპირდაპირე აივანზე მყოფი ბიჭები.პირდაღებულები მიყურებდნენ და თან ერთმანეთს რაღაცას ანიშნებდნენ.მსგავსი საქციელი არასდროს მოქმედებდა ჩემზე,ალბათ ცხოვრების განსხვავებულმა სტილმა მოახდინა გავლენა ამაზე.
-დებილი ხარ?-გაბრაზებული ცოტნეს დანახვამ ფიქრებიდან დამაბრუნა.
-რატომ?-გაოცებული ვკითხე.
ვერც კი გავიაზრე ისე ამაფრიალა ხელში და ჩამომსვა ფანჯრის რაფიდან.
-ძალიან მესაკუთრე ვარ ნატა!-გამაფრთხილებელი ტონით მითხრა მან.-ვერ ავიტან ვინმე თვალებით,რომ გჭამდეს,გესმის?-მის ხმას ოდნავი ყვირილი გაერია.
-მე ვერც კი წარმოვიდგენდი ამაზე თუ გაბრაზდებოდი.-თვალები ზედიზედ რამდენჯერმე დავახამხამე.
-რას ვერ წარმოიდგენდი გოგო?ტრუსით და რაღაც მოღეღილი მაისურით ზიხარ და ყველას აძლევ იმის საბაბს,რომ გიყუროს.
-ხო იცი,რომ სულ ასე დავდივარ?
-ეგ ლონდნოში,მაგრამ აქ მსგავსი რამ აღარ გააკეთო!-ბრძანებლური ტონით მითხრა მან.-მოდი აქ.-ღიმილით მითხრა მან.მეც სიცილით მივუახლოვდი და კალთაში ჩავუსკუპდი.
-დღეს ბიჭები უნდა გაგაცნო,-ღიმილით მითხრა მან.-ამჯერად ოფიციალურად.
-შენი საცოლე ვეგონე სამივეს.-სიცილით ვუთხარი და ლოყაზე ტუჩები მივადე.
-იცოდნენ,რომ ჩემს მეტი გზა არ გქონდა.-სიცილით მიპასუხა მანაც.
-არ გამაბრაზო!-ხელი დავუქნიე გამაფრთხილებლად.
-შენ რომ ყოველ წამს მაბრაზებ ეგ კარგია?
-მმმ,ძალიან.-ღიმილით ვუპასუხე და სანამ რამეს მეტყოდა მის ტუჩებს შევეხე.


***
ჯერ მხოლოდ ცხრა საათი იყო,ჩვენ კი თომას კართან ვიდექით.წინა საღამოს ყველა თომასთან დარჩნენ და ამით ისარგებლა ცოტნემაც.
-ძალიან ადრეა ცოტნე და სირცხვილია.-უკვე მეათეჯერ ნათქვამი ფრაზა გავუმეორე.
-არ არის სირცხვილი.-ჩემს წუწუნს არ მოუსმინა და ზარის ღილაკს ხელი მიაჭირა.რამდენიმე წამი გადამბულად რეკავდა.კარს იქით ბოხი ხმის ბურდღუნიც მოისმა და უფრო მეტად დავიბენი.
-ვინ ჯანდაბა ხარ?-არც კი შემოგვხედა ისე იყვირა თმა აბურძგნულმა თომამ.
-გამარჯობა.-სირცხვილისაგან აწითლებულმა ამოვილუღლუღე და გავუღიმე.
-ნატა?-გაოგნებულა შემომხედა და მაისური გადაიცვა.-შემოდი,ტო.როგორ ხარ გოგო?-ღიმილით მკითხა და გამიღიმა,ცოტნე არც კი შეიმჩნია და კარი ცხვირწინ მიუხურა.
-კარგად შენ?-ღიმილით ვუპასუხე და ტკბილეულობა ხელში მივაჩეჩე.
-გამიღე ბიჭო!-ცოტნეს ყვირილმა დაარღვია სიჩუმე.
-არ ხარ ღირსი!-დაუბრუნა პასუხი და მისაღებისაკენ გამიძღვა.
-ცოდოა.-საწყალი თვალებით შევხედე და კარებისაკენ ვანიშნე.
-შიშის დედა,რომ ვატირე თორე ახლა ეს სახლში შემოსაშვებია?-ბუზღუნით გაუღო კარი ცოტნეს.
-ცოდოა გოგო,არ შეაშინო შენი სიველურით.-თავი დაიზღვია თომამ და ერთი ნაბიჯით შეასწრო მისაღებ ოთახში.
ბიჭების როხროხზე დანარჩენებსაც გაეღვიძათ და სულ ლანძღვით გამოვიდნენ მისაღებ ოთახში.ჩემმა დანახვისას ბიჭები დაიბნენ.
-ხო ვთქვით,რომ ჩვენი რძალი იქნებოდი?-ღიმილით მომიახლოვდა ირაკლი და გადამკოცნა.
-ცოტნე,რა მაიმუნი ხარ ბიჭო!-სიცილით წამოვიდა ჩემსკენ ლაზარე და ლოყაზე მაკოცა.


***
მთელი დილა მათთან ერთად გავატარე,იმდენად კარგები იყვნენ,რომ არც ერთი წამი არ მიგრძვნია თავი უხერხულად.ალბათ სწორედ ეს არის ჭეშმარიტი მეგობრობა,როდესაც მეგობრის ყველანაირ გადაწყვეტილებას პატივს სცემ.
იმდენად ბავშვურები და ლაღები მეჩვენა მათი საუბარი,რომ ყოველ წამს სულელივით მეღიმებოდა.გაუთავებლად ბევრს საუბრობდნენ და მეც არ მაძლევდნენ მოწყენის საშუალებას.
-ნატა ჩვენ ძალიან გვიყვარს ყველაფერი კანონის მიხედვით.-ეშმაკური ღიმილით შემომხედა ლაზარემ.
-ძალიან კარგია კანონს თუ პატივს სცემთ.-ვერ მივხვდი რატომ დაიწყო ამ თემაზე საუბარი,მაგრამ მეც ავყევი.
-ოფიციალურობაც გვიყვარს.-დაამატა ირაკლიმ და ცოტნეს მხარზე ხელი დაარტყა.
-საითკენ მიგყავთ ახლა ეს ლაპარაკი?-სიცილით იკითხა ცოტნემ და ლუდი მოსვა.
-ჯვრისწერისკენ ძმაო!-სიცილით უპასუხა თომამ.
-რა?-ცივი წვენი გადამცდა და ხველა ამიტყდა.
-ჯვრისწერისაკენ-თქო მომავალო რძალო.-ღიმილით შემომხედა თომამ და წვენის ჭიქა ხელიდან გამომგლიჯა.
-ადექით მალე.-გიჟივით წამოხტა ირაკლი სავარძლიდან და გამზადება დაიწყო.
ოთახში მხოლოდ მე და ცოტნე დავრჩით.
ცოტნე იღიმოდა.
მე კი სულელის გამომეტყველება მქონდა სახეზე აკრული.
-ცოტნე ხუმრობთ ხო?-ხმის კანკალით ვუთხარი და აცრემლებული თვალებით შევხედე.
-არ გინდა ჯვრის დაწერა?-ანერვიულებულმა შემომხედა.
-როგორ არა,მაგრამ ეს...-იმდენად ვიყავი დაბნეული,რომ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.
-ნატა მისმინე,არ არის საჭირო ზედმეტი საუბარი,უბრალოდ გულს მივენდოთ.-ჩემი საყვარელი ღიმილით გამიღიმა.
მისმა სიტყვებმა დამაფიქრა,მართლაც ამ ქვეყნად ერთხელ მოვდივართ და აუცილებელია,რომ დრო ფუჭად არ დავკარგოთ.მივცეთ საკუთარ თავს სიყვარულის,სიგიჟის და რაც მთავარია ბედნიერების უფლება,ზედმეტი სიამაყის და თავის დაფასების გარეშე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent