შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური საფრთხე (V თავი)


18-05-2015, 22:35
ავტორი N7
ნანახია 3 782

დემეტრეს იქ დახვედრამ ძალიან გააოცა. ეს კაცი სიგიჟის ყველა ზღვარს თავისუფლად ლახავდა და ამით ელენეს აგიჟებდა. ელენემ მაინც ვერ გაარკვია რა შეიძლება სდომებოდა აქ მოსულ დემეტრეს, რის დალაშქვრას აპირებდა კიდევ და სანამ რაიმეს იკითხავდა, ალბათ რამოდენიმე წუთი კარში იდგა გაშეშებული.
–რა ხდება აქ? – წაიჩურჩულა თითქმის თავისთვის.
–არაფერი, ელენე, – გაუღიმა უფროსმა. – შენი მეუღლე ჩემთან თხოვნით მოვიდა, – თბილად უთხრა და თავისკენ მიიხმო.
–თხოვნით? – გაკვირვებით გადახედა ქმარს ელენემ.
–კი, – თავი დაუკრა რამდენჯერმე გახარებულმა შალვამ. – და მე თანახმა ვარ გაგიშვა დასასვენებლად, – გახარებულმა წამოიძახა.
„ეს ამხელა კაცი რაღამ გადარიაო“ – გაიფიქრა ელენემ და ყველაფრის გამოსწორება სცადა.
–ბატონო შალვა, მე მიყვარს ჩემი სამუშაო და წამით ვერ წარმომიდგენია მის გარეშე. არ მინდა არსად წასვლა და ვერ შევაგნებინე დემეტრეს, არ მინდა ტყუილად დავხარჯო ჩემი შვებულება, – თქვა განერვიულებულმა და სახე აეკაფრა.
ორი წუთის წინ რომ გეკითხათ თუ რას აპირებდა, გიპასუხებდათ: სამსახურიდან მივდივარო, მაგრამ უცბად შეიცვალა გადაწყვეტილება. თუ დემეტრეს თამაში უნდოდა, აჰყვებოდა, მთლადაც ყველა ასპექტში უარს ვერ განუცხადებდა.
–რას ამბობ, ელენე? ასეთი შანსი არ უნდა გაუშვა, მეც ყოველთვის დამყოლი კი არ ვიქნები, – გაეცინა შალვას.
–ბატონო შალვა... – დაიწყო ისევ, მაგრამ დასრულება არ დასცალდა.
–ელენე, სახლში გავაგრძელებთ, – იძულებით გაუღიმა, – ბატონო შალვა, დიდი მადლობა, – გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.
–რას ამბობთ, ელენე ისეთი კარგი გოგოა, მაგაზე გაწყენინებთ? –გაუცინა და პიჯაკი შეისწორა.
დემეტრემ კიდევ ერთხელ გაუღიმა და ელენეს ხელში ჩაავლო, მტკივნეულად, თუმცა მოჩვენებით ბედნიერად.
–რა სპექტაკლი მომიწყე? – ხელი ააშვებინა, როცა შალვას კაბინეტს გამოცდნენ და ხმადაბლა აყვირდა.
–არანაირი სპექტაკლი, მე და შენ მივდივართ საფრანგეთში, – უთხრა ისე, თითქოს არაფერიო.
–მეხუმრები დემეტრე? რა საფრანგეთი, რა ჯანდაბა გემართება? ხომ გასაგებად აგიხსენი, რომ შენთან ურთიერთობა არ მინდა? – იმდენად გაღიზიანდა ელენე, რომ ვეღარ მოთოკა და ხმას აუწია.
–სახლში დავილაპარაკოთ, – ჩაილაპაკა დემეტრემ და რამოდენიმე ადამიანს გახედა, დერეფანში მოსიარულეს, რომელიც ნაცნობი ექიმისა და ბიზნესმენის წყვილს გაოცებული უყურებდა.
–რომელ სახლში? სახლში, რომელიც აღარ არსებობს? – ირონიულად ჩაიცინა ელენემ.
–სახლი არსებობდა, არსებობს და იარსებებს. წამოდი, – ისევ მოჩვენებითი უმტკივნეულობით ჩაავლო ხელში და ის იყო დაქაჩა, რომ ელენე შედგა და მაშოვო წამოიყვირა.
სულ გადაავიწყდა კოლეგასთან დატოვებული ბავშვი. დემეტრემ გაოცებისგან აუშვა ხელი და ისიც დერეფანში გაიქცა. აჩქარებით გაჰყვა დაბნეული მამაკაცი.
კაბინეტის კარი კი არ შეხსნა, შეამტვრია ელენემ და როცა მოთამაშე დათა და მაშო დაინახა, შვებით ამოისუნთქა და მოჩვენებით გაიღიმა.
–ელენე, მშვიდობა გაქვს? – ჰკითხა დაფეთებულმა მამაკაცმა.
–კი, – გაეცინა ქალს თავის თავზე, – უბრალოდ სულ გადამავიწყდა ეს გიჟი ბავშვი, – თითი დისკენ გაიშვირა და კედელს ქოშინით მიეყრდნო.
–მოდი, დაჯექი, დაისვენე, – სკამზე მიუთითა დათამ.
ახლა, ელენესთვის, ნამდვილი სამოთხე იქნებოდა ისეთ რბილსა და კომფორტულ სკამზე დასვენება, როგორიც დათას ჰქონდა, მაგრამ დემეტრესთან ჰქონდა გასარკვევი საქმეები და ნამდვილად არ ეცალა დათასთან საჭორაოდ.
–მადლობ, დათა, უნდა წავიდე, – გაუღიმა და მაშოს მოკიდა ხელი. –ძალიან დიდი მადლობა, რომ დაიტოვე, ძალიან! – თბილად გაუღიმა.
–რა პრობლემაა, მეტი ჭკუის კი არ ვარ! – გაეცინა მამაკაცს და დააიმედა: შეგიძლია კიდევ დამიტოვო ხოლმე, პრობლემა არ მაქვსო.
რა თქმა უნდა, ეს მშვენიერი წინადადება აქამდე რომ ვინმეს შემოეთავაზებინა ელენესთვის, წამით არ დაფიქრდებოდა, მაგრამ საღამოს ჩამოვიდოდნენ მშობლები და მოაცილებდნენ ამ გიჟს ბავშვს, რომელიც ძალიან მცირე დროში შეუყვარდა, ძალიან.
დათას კაბინეტიდან გამოსულს, დემეტრე აესვეტა წინ.
–სახლში მივდივართ, – უთხრა და მაშო მოიკითხა.
–უკვე გითხარი, რომ სახლი აღარ არსებობს და ისეთი ადამიანის სიტყვაზე სიარულს, როგორიც შენ ხარ, ნამდვილად არ ვაპირებ, – გაჯიუტდა ელენე და გაბრაზების ნიშნად ხელები გადააჯვარედინა მკერდთან ახლოს.
–ელენე, საფრთხე გვემუქრება, ჩვენ გვემუქრება, რატომ არ გესმის. არაა ეს აქ გასარჩევი და უკანასკნელად გთხოვ, სახლში წამოდი. ხომ მიცნობ არა?
ელენე გაჩერდა და წამით დაფიქრდა. მერე ჩაეღიმა.
–ჩვენ, დემეტრე? ჩვენ? საფრთხე? მოდი რაღაცას გეტყვი, ჩვენ აღარ ახსენო, რადგან აღარ არსებობს და აღარც საფრთხე მიხსენო, რადგან მე უკვე გამოვცადე რა არის რეალური საფრთხე. აი, შენ კი, რომ გიცნობ, იმიტომ არ დავემორჩილები შენს ნებას, – კიდევ ერთხელ ჩაეღიმა, – დღეს ყველა გაიგებს ჩვენი დაშორების ამბავს და მე თავისუფალი ვიქნები კაცისგან, რომელიც ყველა ასპექტში საფრთხეს მიქმნის. – კიდევ ერთხელ დაფიქრდა, კიდევ გაეცინა, – შენი ცეცხლოვანი ქალი და შვილი დაიცავი, არ მადარდებს, – ხელები ჰაერში ააფრიალა, შემდეგ დაწყნარებით დაუშვა ქვევით და მაშოს მოკიდა ხელი.
–ელენე! – გაცხარდა მამაკაცი და გაცხარებულმა გრძნობები ვერ მოთოკა და დაიღრიალა, – დღეს ღამე აეროდრომთან იყავი, 10–ზე, – მიაძახა და წავიდა.
ელენე ჰაერში გაშეშდა. ვეღარც წინ გადადგა ნაბიჯი და ვერც უკან. რა უნდა ექნა? დემეტრეს მოსმენა არ სურდა, უკვე საკმაოდ ჰქონდა მისი სისულელეებისთვის ყური ნაგდები. რა უნდა ეთქვა, ის, რომ საფრთხე ემუქრებოდათ? იმაზე დიდი საფრთხე რაღა უნდა ყოფილიყო, რასაც ოჯახის დანგრევა ერქვა? დიდი ხანი ცდილობდა ეს საფრთხე აერიდებინა თავიდან, მაგრამ არ გამოუვიდა, ჩაფლავდა. ახლა კი გაექცეს საფრთხეს? რომელ საფრთხეს, – არ ესმოდა.
წამით დაფიქრდა. მართალი იყო დემეტრე. ნამდვილად იყო გარკვეული საკითხები, რომელშიც სრულიად არასწორი იყო ელენე. როგორ შეიძლებოდა მამაკაცისთვის უარი ეთქვა ყველაზე ძვირფასზე? ყველაზე საყვარელზე და სანატრელზე? არ შეიძლებოდა, მაგრამ უარს მისი სამსახური და სწავლა ამბობდა თავის ნაცვლად. უბრალოდ არ ჰქონდა დრო ოჯახისთვის. უნივერსიტეტის პერიოდი მშვიდი, თუმცაღა თავგადასავლებით აღსავსე იყო, მერე მაგისტრატურა და ათასი ტრეინინგები. ექიმობას ეხუმრებით? ელენეს მოწადინებამ კიდე იქამდე მიიყვანა, რომ მთავარი ექიმის ტიტული მოიპოვა და დამსახურებულად. არავინ არსად არ ოლია, საავადმყოფოში რომ ოვიდა. სულ თავისით მიაღწია ყველაფერს. ექიმობა მისთვის მთელი სამყარო იყო, თუმცაღა მან არ იცოდა დედობის სიტკბოება, ამიტომ ამბობდა უარს ოჯახზე და სამსახურს ამჯობინებდა. შეეძლო გაეჩინა შვილი, ამით ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ვერ გაებედა. დემეტრე კი მამაკაცი იყო, რომელსაცოჯახი სწყუროდა. კეთილდღეობას არ მოაკლბდა ელენეს და თავის შვილს, მაგრამ ქალს თავისი მისრაფებები ჰქონდა. ამიტომაც ჩაფლავდა. დიახ, პირდაპირი გაგებით ჩაფლავდა.
სასტუმრო იქირავა ერთი დღით, სანამ ყველაფერს მოაგვარებდა და დიანას დაურეკა.
–დიკო, რას შვებით, საით ხართ?
–უნდა გაგახარო, კიდევ ერთი დღე მოგიწევს მაშოს დატოვება.
თავბრუ დაეხვა ელენეს.
–დიკო, მეხუმრები? – ამოიკვნესა და ბავშვს გადახედა, რომელიც ტელევიზორის ეკრანს მისჩერებოდა და უყურებდა მულტფილმს.
–არა, კიდევ ახალი საქმეები გამოუჩნდა ვლადის.
–შეიძლება შორს მომიწიოს წასვლა, სად წავიყვანო მაშო, მითხარი? – გაცეცხლდა ქალი.
დიკო დააბნია შვილის ტონმა.
–შორს? მშვიდობა გაქვს? – ხმა აუკანკალდა ქალს.
–არა, არ მაქვს. ჩამოდით დღეს, თუნდაც კერძო რეისით, ვერაფერს ვუხერხებ, თუ არა და წავიყვან, არ მეზარება, მაგრამ საიდუმლო იქნება სად ვიქნებით ჩვენ და რას გავაკეთებთ.
უფრო დაიბნა ქალი.
–ელენე, ნუ მაშინებ, – უფრო დაეტყო კანკალი მის ხმის იოგებს.
–არ გაშინებ, დიკო. უბრალოდ ასე ხდება, ხანდახან, – ამოიკვნესა და საწოლზე გადაწვა.
–ჩამოვალ დღესვე, – წამოიძახა და სანამ გათიშავდა ელენემ მისამართი უკარნახა.
მომდევნო რამდენიმე საათი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.ფიქრი, ფიქრი და კიდევ ერთხელ ფიქრი. არ წყვეტდა მისი გონება ფიქრს დემეტრეზე და მისი სახელის, მისი აღელვების, მისი გაბრაზების გახსენებაზე აჟრჟოლებდა. თვალები ეხუჭებოდა და ბურანში გადავარდნილს, მისი სახის დანახვაზე ეღვიძებოდა.
რამდენიმე საათში, ალბათ სამში, ან შესაძლოა ოთხში, ტელეფონი აწრიალდა. ხაზზე სასტუმროს წარმომადგენლები რეკავდნენ. დაუფიქრებლად უპასუხა, ბოლომდე ეგონა, რომ დიკო იყო.
–ამოუშვით, – მიაძახა სწრაფად.
ორ წუთში კარი შემოხსნეს. ძალიან შეეშინდა ელენეს და ამავდროულად გაუხარდაკიდეც, დემეტრე რომ დაინახა ზღურბლს იქით. შეეშინდა იმიტომ, რომ არ ელოდა და გაუხარდა იმიტომ, რომ ეგონა საბოლოოდ ნახა დღეს საავადმყოფოში და ვერც კი გამოემშვიდობა.
–აქ.. აქ რას აკეთებ, დემეტრე? – ხმის კანკალით წარმოსთქვა და ფეხზე წამოხტა.
–მივდივართ, – მაჯაში ჩაავლო და პასუხს არც დალოდებია, ისე დაქაჩა.
–მაშო! – წამოიყვირა ელენემ და ცარიელ საწოლს გადახედა. – სად არის მაშო? – წამოიძახა ხმის კანკალით აღელვებულმა.
–ჩემთან არის და თუ არ წამოხვალ, მე წავიყვან. გაწყობს?
–შენთან როგორ? აქ იყო... წეღან აქ იყო.. – წამოიძახა გაბრაზებულმა და აცრემლებული თვალებიდან ვერსად დამალა ცრემლი. სახეზე ჩამოუგორდა.
დემეტრე ვერ იტანდა ქალის ცრემლს და მითუმეტეს როცა მისი საყვარელი ქალი ტიროდა, მისთვის ცეცხლში წვის ტოლი იყო. დადნა. ცერა თითით გადააგდო ცრემლი მისი სახიდან და შუბლზე აკოცა.
–გთხოვ, მაპატიე, სხვა გზა არ მაქვს.
ძლიერი მკლავები წელზე შემოჭდო, მეორე ფეხებზე ჩააცურა და ხელში აიფრიალა რამოდენიმე წამში. ელენემ ყვირილი დააპირა და მერე, როცა მიხვდა სანდო მკლავებში იყო, გაჩუმდა.
მანქანაში ჩასვა დემეტრემ, უკანა, დამალული კარიდან გავიდნენ და მანქანაში ჩასვა დემეტრემ ქალი. გვერძე მიუჯდა და მანქანა სწრაფად დაძრა.
–სად მივდივართ? დიკო გადაირევა... – ჩურჩულით, შიშნარევი ხმით წარმოთქვა და გახევებულ მამაკაცს გადახედა.
–შორს მივდივართ, ძალიან შორს, – სახის მოუტრიალებლად თქვა და გზას მიაშტერდა.
–ბავშვი დიკოს უნდა ჩავაბაროთ, არ გამოვა სხვანაირად, – თქვა ელენემ და საქარე მინას თავი მიადო.
–არ გვაქვს დრო, ელენე, გაანალიზე საფრთხე, გთხოვ! – წამოიძახა აღშფოთებულმა კაცმა.
–საფრთხე?! – თავისთვის წაიჩურჩულა ელენემ და გზას მიაჩერდა.
მძიმე იყო განშორება სახლიდან. სახლიდან, რომელიც ეგონა, რომ არ არსებობდა, მაგრამ ასეთი ჭკვიანი ქალი ჯერაც ვერ აცნობიერებდა, რომ სახლი დემეტრესთან იყო, კაცთან, რომელზეც ირეოდა.
____________________________________________
დიდი, დიდი მადლობა, რომ კითხულობთ, ცოტა ისე ვწერ მე, არ მიყვარს რაღაცაზე ჩაციკლვა და ყურადღებით გადაიკითხეთ ხოლმე, რომ მერე კითხვები არ დაგებადოთ. ვეცადე ამეხსნა სიტუაცია, თუ რატო არ აჩენდა ელენე შვილს დანარჩენი შემდეგ თავში და რავიცი, ველოდები ისევ თქვენს ყურადღებას
პ.ს ეს თავი იმდენჯერ წამეშალა და იმდენჯერ მომიწია ახლიდან დაწერა, ვქანაობ ნავზე ჩამოკიდებული დროშასავით. მაპატიეთ თუ მექანიკურად შეცდომა გამეპარა სადმე



№1  offline წევრი lamazmani

პირველი ვარ ძაან გამიხარდა ამის დანახვა ძაან მაგაი გოგო ხრ ველი ახალ თავს love

 


№2  offline წევრი N7

lamazmani
პირველი ვარ ძაან გამიხარდა ამის დანახვა ძაან მაგაი გოგო ხრ ველი ახალ თავს love

უსაყვარლესი ხარ, დიდი, დიიიდი მადლობა შენ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent