შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური საფრთხე (IV თავი)


17-05-2015, 18:02
ავტორი N7
ნანახია 3 725

ფეხშიშველი, პიჟამოსა და გაწეწილი თმით გამოვარდა მაშო და გაბრაზებულმა შეავლო თვალი დემეტრესა და ელენეს, რომლებიც თან ილუკმებოდნენ, თან საუბრით ირთობდნენ თავს.
–გაიღვიძე, მაშიკო? – გაუღიმა ელენემ და მისკენ დაიძრა.
პატარამ გაბრაზებულმა აიქნია თავი.
–უთხარი იმას, ნუ როხროხებს, დამაძინოს, – თითი დემეტრესკენ გაიშვირა და ბრძანების მერე დოინჯი შემოირტყა.
დემეტრეს გაეცინა, ელენესაც.
–მე ვროხროხებ, მაშიკო? – სიცილს არ წყვეტდა მამაკაცი.
–ხო, შენ! – ხელი აიქნია გაბრაზებულმა.
–კარგი, მაშო, – დამშვიდდა ელენე და ხელში აიტაცა პატარა. – ჩაის დალევ ხო?
–კი, – თავი დაუქნია და დემეტრეს მაინც არ შეხედა.
მამაკაცი იცინოდა. ასეთი ჭკვიანი და მოხერხებული ბავშვი ჯერ არ ენახა. როხროხებსო, ნეტა თუ იცის როხროხი როგორია.
მაშო კი, მიუხედავად იმისა, რომ დემეტრეს წინ იჯდა, თვალს არ უსწორებდა, ხელები ერთმანეთისთვის შეეყარა და დაბღვერილი მისჩერებოდა ერთ წერტილს.
დაქუცმაცებულ პურზე კარაქი გადაუსვა ელენემ და წინ დაუდო.
–ურაა! სალდატები! – მხიარულად შემოსცხო ხელები ერთმანეთს.
დემეტრეს კიდევ გაეცინა ამ ჟესტქ ზე.
–ნუ დამცინი, – თითი ისევ მისკენ გაიშვირა და შეუბღვირა.
დანებების ნიშნად ხელები მაღლა აწია მამაკაცმა.
–დღეს ჩამოდიან ხო დიანა და ვლადი?
–კი, დედიკო და მამიკო დღეს ჩამოდიან, – წამოიძახა გახარებულმა მაშომ.
–ანუ ვისვენებ? – წამოიძახა გახარებულმა დემეტრემ.
დემეტრეს ტელეფონი აწრიალდა. შეშინებულმა დახედა, არავის ელოდა. გათიშა.
–ვინ იყო? – იკითხა ელენემ და ეჭვნარევად შეათვალიერა დემეტრე.
ხვდებოდა რაღაცას და მიხვედრის მაგალითი წინა ღამე იყო, ასე რომ, არ იყო გასაკვირი, რომ დემეტრე შეშინებული იხევდა უკან.
–არავინ, – ხელი აიქნია მამაკაცმა.
–დემეტრე! – გამკაცრდა ელენე.
–არავინ–მეთქი, – კბილებში გამოცრა და კიდევ ერთხელ დახედა გააფთრებულმა ისევ აწრიალებულ ტელეფონს.
–მომეცი, ვუპასუხებ, – ტელეფონისკენ დაიძრა ელენე.
–არ არის საჭირო, – ხელი დასტაცა ტელეფონს დემეტრემ.
–კი, არის. მომეცი, – ხელი გაუწოდა ელენემ და მოჩვენებითი სიწყნარით გაუმეორა თხოვნა.
–ელენე, – კიდევ ერთხელ შეეცადა საუბრის წამოწყებას დემეტრე.
–დემეტრე! – გამკაცრდა ელენე და შედეგად ტელეფონი მიიღო.
მამაკაცს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ქალი, რომელთანაც ცოლს ღალატობდა, არ გამოაშკარავებდა და მის ცოდვებს მოძრავ ფირფიტაზე, საქვეყნოდ, არ გამოიტანდა.
–გისმენთ, – უპასუხა ელენემ და მოჩვენებითი სიწყნარით მიეკრო კარადას.
–რომელი ხარ? – დაიწიკვინა გოგონამ ყურმილს იქედან.
–თავად ვინ ბრძანდებით? – იკითხა და იგრძნო თუ როგორ აეკაფრა სახე.
–მე ნატა ვარ, დემეტრეს მიაწოდეთ, თუ შეიძლება.
გაკვირვებულმა გადახედა ელენემ დემეტრეს და ცალი წარბი გაკვირვების ნიშნად შეარხია.
–ელენე, მომეცი, – გაისმა დემეტრეს მკაცრი ბარიტონი და ელენემ მორჩილად გაუწოდა ტელეფონი.
თვალები აუწყლიანდა და ყელში მომდგარრი ბურთი ხმაურიანად გადააგორა. ზურგი აქცია დემეტრეს და იდაყვებით დაეყრდნო კარადას. ცოტა ხანი ორივე გაჩუმებულიყო. ბოლოს ელენე მობილიზდა, მაშოს ვერ ანახებდა მათ კამათს, ისევ.
–მაშო, წამოდი, კომპიუტერზე ითამაშე, – პასუხს არ დალოდებია, ხელი მოკიდა და ოთახში გაიყვანა. აღელვებულ დემეტრეს ყურადღება არ მიაქცია, გვერდით ისე ჩაუარა.
აღელვებულმა, აკანკალებული ხელებით ჩაურთო კომპიუტერი, თავზე აკოცა და ცოტა ხნით აქ იყავიო უთხრა. ნელი ნაბიჯიტთ გავიდა სამზარეულოში. მუხლები ეკვეთებოდა და ხელები უკანკალებდა. როგორ უნდოდა გადაეხვია დრო და არ ეპასუხა იმ ამაზრზენი ქალისთვის, არ მოესმინა მისი ამაზრზენი წიკვინი და ხმა, რომლითაც ელენეს საყვარელი კაცის სახელს ახსენებდა.
სანამ ზღურბლს ადააბიჯებდა და სამზარეულოში შევიდა, კარის კიდეს მიეყრდნო და დემეტრეს ზურგს თვალი მოავლო. როგორ უყვარდა ეს კაცი და როგორ ეტკინა გული. ეტკინა იმიტომ, რომ ვერ დაუფასეს სიყვარული, თორე არასდროს დაუშლია დემეტრესთვის ქალებში სიარული, მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ექიმი იყო და იცოდა მამაკაცის მოთხოვნილებების ამბავი.
–ხომ გთხოვე? – ხმა ჩაეხლიჩა და ჩასაწმენდად რამოდენიმეჯერ ჩაახველა. – ხომ გთხოვე, რომ სხვისგან არ მომესმინა ის, რაც ასე მატკენდა გულს, დემეტრე... – ამოიკვნესა.
–ელენე... – თქვა დემეტრემ და ქალს შეხედა. მასაც აწყლიანებოდა თვალები.
–რა ელენე? დემეტრე, რა ელენე? – ხმას აუწია. – უბრალოდ გთხოვე, რომ შენით გეთქვა აღსარება, უბრალოდ გთხოვე. გვქონია მომენტი, როცა მიჩხუბია ქალების გამო? გვქონია მომენტი, როცა გავბრაზებულვარ შენს გვიან დაბრუნებაზე სახლში? გვქონია მომენტი, რომ შენთვის არ მომესმინა? არც ერთხელ, არც ერთ წამს არ გამიფიქრია სხვაზე: რა სიმპათიურია ან რამე ამდაგვარი, მაგრამ მომიწევს ფიქრი,ალბათ, რადგან დავასრულე, – ბოლო სიტყვები თქვა და თვალიდან ჩამოვარდნილ, მოუსვენარ წვეთს არ მისცა მეტი გასაქანი, ცერა თითით მოიწმინდა.
სანამ დაიძრებოდა, კიდევ ერთი სიტყვის თქმის უფლება მისცა თავს.
–ყოველთვის მასწავლიდი: ნუ უსმენ სხვასო, მაგრამ რომ მესმინა, იქნებ აქამდე არც მივსულიყავით. იქნებ ყველაფერი დროზე ჩაგვეხშო? მე არც კი ვიცი, ვინ არის ნატა, მაგრამ როგორც წესი, ერთი ღამის ქალები არ რეკავენ ხოლმე ყოველ დილით. შენ კი უკვე მერამდენე დღეა უთიშავ ტელეფონს.. არ ვარ სულელი ქალი, დემე, არა. ჭკუა ვისწავლე! – სიმწრით ჩაიცინა და თითი დემეტრესკენ მიიშვირა. – არაფერს არ მოვისმენ, რადგან ვხედავ არც შენ გაქვს სურვილი და არც მე, სისულელეების მოსმენის, უბრალოდ ადვოკატს დაურეკე.
ის იყო შეტრიალდა და ოთახისკენ დააპირა წასვლა, გაიგო იატაკზე მძიმე საგნის დაცემა, მისი ნაწილების დაშლა და ადგილზე შეხტა. „არა, ეს დემეტრე ვერ იქნებოდა. ვერანაირად ვერ იქნებოდა“ – ინუგეშებდა თავს მანამდე, სანამ მის მაჯას მძიმე და ძლიერი ხელი შეეხებოდა და თავისკენ მტკივნეულად დაქაჩავდა.
–არა! მოგიწევს მომისმინო, რადგან არ ვაპირებ სისულელეებს აგაყოლო! – კბილებში გამოსცრა და კედელს ააკრო ელენე. შეშინებული თვალებით ახედა ქმარს ქალმა.
ცოტა ხნით აკვირდებოდა მამაკაცი ქალის თვალებს, უფრო რომ გამწვანებოდა. თვალებს, რომელთა ყურებაც, 12 წლის მანძილზე, არც ერთი წამით არ მობეზრებია. ახლა კი რაღაც სჭირდა. მის ასეთ ლამაზ თვალებს, მწვანე და თაფლისფერი ერთდროულად რომ ანიჭებდნენ ელფერს, სხვა ნაპერწკლები ეხატებოდა, სხვანაირად ამოიყურებოდა.
–თორმეტი წელი გაჩუქე ელენე... – დაიწყო დემეტრემ. – ყველაფერი გაჩუქე, მთელი ჩემი ცხოვრება, ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, გულის ყოველი ფეთქვა. არ ქონდა მნიშვნელობა რას გავაკეთებდი მე და რას გააკეთებდი შენ, რადგან ყველაფერი ერთმანეთისთვის კეთდებოდა. მეც კი, რომლის ქუჩიდან გამოყვანა და გამოსწორება არსად ეწერა, თვით იმ ოქროს ასოებით ნაწერ წიგნში, ფეხზე დამაყენე და მე დღეს კაცი ვარ. ყველა კეთილი და კარგი თვისებით აღჭურვილი მუდმივად აქ, მარცხნივ ფეთქავდი, მაგრამ არ ვიცი რა ხდება ახლა. – შეჩერდა და მის თვალებს კიდევ ერთხელ დააკვირდა, თითქოს დასარწმუნებლად, რის თქმასაც აპირებდა იყო თუ არა მართალი. – რა ხდება ახლა, როცა შენს თვალებს ვაკვირდები და ვხედავ ყველა ცეცხლი ჩამქრალია და მისი ნათელი – გამკრთალებული. რა ხდება, როცა მხოლოდ ნაპერწკლებს ვხედავ შენს თვალებში და თანაც ჩაქრობის პირას მყოფს. რატომ არ გესმის, რომ ვერ ავიტან უშენობას, შენ კი ყოველთვის უარით მიცილებ და ქალებში ყოფნას მთხოვ. და ახლა დგახარ და იმის, რაც თავად გააფუჭე, გამოსწორებას მთხოვ. ელენე, შენ ქალი ხარ, მე – კაცი. ისიც ქალია და ცეცხლოვანი. შესაძლოა არ ვარ მართალი, როცა სხვის საწოლს ვიზიარებ, მაგრამ რამოდენიმე თვის წინ სხვა რამაც გავიზიარე მისგან. მაპატიე, ელენე, მე ის მაქვს, რაც შენ არ მაჩუქე, თუმცა შენი სიყვარული, შენი ფეთქვა ისევ აქ არის, მარცხნივ. რაც არ უნდა მოხდეს, მეც ვერ ვაპატიებ ჩემ თავს და დარწმუნებული ვარ, რომ შენც არანაკლებ უსაყვედურებ ყოველ ღამე თავს, რომ უფლება მომეცი გამეკეთებინა ის, რისიც ახლა ასე ძალიან გეშინია. დიახ, ელენე მიყვარხარ, მაგრამ ჩემი შვილიც მიყვარს. შვილი, რომელიც შენ არ მაჩუქე, – ბოლო სიტყვები განსაკუთრებულად მკაფიოდ წარმოსთქვა და ხელი, რომლითაც ძლიერად ეკავა ელენეს მაჯა, აუშვა, გაანთავისუფლა.
ტკივილისგან ამოიკვნესა ელენემ და ჩაიკეცა. ვერ გააცნობიერა დემეტრემ რომელი ტკივილი იყო ეს, გულის თუ ხელის. ისიც მიჰყვა ქალს და ხელზე მოეფერა.
–მაპატიე, არ მინდოდა მეტკინა, – მთელი გულით დააყოლა სიტყვებს.
ელენეს ცეცხლი მოედო მთელ სახეზე.
–მომცილდი! როგორ ბედავ! – მთელი ძალით ჰკრა ხელი გულ–მკერდზე, – მეგონა საფრთხე კომპანიის მტრებისგან გვქონდა, სინამდვილეში კი... რეალური საფრთხე შენში იყო, დემეტრე, შენში! – ფეხზე წამოდგა და თავისი ოთახისკენ გაიქცა.
გაოგნებულ მაშოს შეხედა, რომელიც ძალდატანებით უცქერდა კომპიუტერს.
–მაშო, ჩაიცვი რა, – ხმაჩახლეჩილმა უთხრა და კარადა გამოხსნა.
მაშოს ტანსაცმელი გადმოარჩია და წინ დაუწყო. ბავშვმა გაკვირვებით შეხედა.
–რა მოხდა, ელე? – თვალები გააფართოვა ინტერესის ნიშნად.
–ჩაიცვი, – წყნარი ბრძანების ტონით უთხრა და პატარაც დაჰყვა მის ბრძანებას.
თავისთვისაც გამოიღო უბრალო ტანისსამოსი, რათა მთელი დღე გაეტანა თავი კომფორტულად. გადაიცვა. პატარა ჩანთა გადმოიღო და რამოდენიმე წყვილი კაბა, მაისური და შარვალი ჩადო. მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამ სახლში არ დაბრუნდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ეკუთვნოდა.
ტელეფონზე დედამისის ნომერი აკრიფა და პასუხს დაელოდა. გაისმა თუ არა პასუხი, მაშინვე მიაყარა.
–დიკო, რამდენ ხანში მოხვალთ? საქმეები მაქვს და მაშიკოს ვერსად ვტოვებ.
–მშვიდობა გაქვს, ელენე? – იკითხა დიანამ, როგორც კი ანერვიულებული ხმა შეამჩნია შვილზე.
–მერე გეტყვი ყველაფერს. მოდიხართ? – ნერვიულად უსმევდა მაშოს ფეხზე ხელს, ბავშვი კი გაკვირვებულ ტყუპ თვალს არ აშორებდა გარდაქმნილ დას.
–ჯერ ახლა გამოვედით ბათუმიდან, ელენე.
–მანქანით?
–ხო, აბა რეისები დღეისთვის აღარ იყო..
–კარგი დიკო, საღამოსთვის უეჭველად იყავით აქ, – უთხრა და გაუთიშა.
მერე მაშოს მიუტრიალდა.
–ჩაიცვი? – ჰკითხა და კულულებს წაეთამაშა.
–კი, – თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა.
ელენემ ჩანთას ხელი დაავლო, გასაღები აიღო მანქანის და გარეთ გავიდა. კარი არ ჩაუკეტავს, ფიქრობდა, რომ დემეტრე სახლში იყო.
ჩანთა უკანა სავარძელზე მოაათავსა, წინ მაშო დასვა და ღვედი გადაუჭირა და სწრაფად დაძრა მანქანა ადგილიდან. არაფერი აღარ უნდოდა. რაში ჭირდებოდა კაცი, რომელსაც ეხვეწებოდა ეთქვა სიმართლე და მიუტევებდა, მაგრამ მოატყუა და გვიან, უკვე ყველაფერი რომ მზის შუქს მოედო, ამოღერღა, რომ შვილი ყოლია ელენეს იქეთ. აპატიებდა, უეჭველად აპატიებდა წინა ღამით რომ ეთქვა. მაშინ რომ ეთქვა, როცა ელენემ საჭიროდ ჩათვალა სიმართლის ცოდნა. ყველაზე გაწონასწორებული ქალი იყო. მგრძნობიარე, მაგრამ მაინც გაწონასწორებული. ამ ხასიათით ბევრს იგებდა, მაგრამ არანაკლებს აგებდა კიდეც.
საავადმყოფოსთან გააჩერა მანქანა და მაშო გადაიყვანა.
–მაშიკო, – უთხრა ბავშვს და მისკენ დაიხარა. – მე ვიცი, რომ კარგი გოგო ხარ, მაგრამ დამპირდი, რომ ჭკვიანად იქნები, ცოტა ხანი მჭირდება, კარგი? – ბავშვმა თავი დაუქნია. მადლობის ნიშნად, შუბლზე აკოცა.
მხიარულად დახვდა მომუშავე პერსონალი ელენეს. მაშოსაც ბევრი ეფერეს. ბოლოს მეგობარი შენიშნა ელენემ და დაუძახა.
–დათა, ერთი წუთით, – მამაკაცი მისკენ შემოტრიალდა. აღელვება რომ დაატყო ელენეს სახეზე, გაკვირვებულმა კითხა რა ხდებოდა. –შალვა აქ არის? – მის კითხვას თავი აარიდა.
–კი, მგონი. მშვიდობა გაქვს?
–ეს ჩემი დაა, მაშო, გცალია, რომ დაიტოვო სანამ შალვას დაველაპარაკები? – მუდარის ტონით უთხრა აღელვებულმა.
–რა თქმა უნდა, – გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები დათამ, როცა ელენე კაბინეტისკენ წავიდა აღელვებული. ასეთი არასდროს ენახა ეს ქალი და უკვირდა, თანაც ძალიან.
მაშოს მიუტრიალდა და დავალებული საქმის შესრულებას შეუდგა.
ელენემ უფროსის კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეხსნა და ადგილზე შეხტა, როცა ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი.
–მაპატიეთ, – ამოიჩურჩულა და ის–ის იყო კარის დახურვა დააპირა, დემეტრეს ბარიტონი გაისმა:
–შემოდი, ახლა ზუსტად შენზე ვსაუბრობდითო.
______________________________________________
ძალიან დიდი ბოდიში, დაგვიანებისთვის. იმედია ისიამოვნეთ, აჰა, დაპირებული ინტრიგა. ველი შეფასებებს <3



№1  offline წევრი lamazmani

ვაიემ ეს რა წავიკითხე ლამის მოვკვდი დემეტრეს შვილი ყავს ლამის გავგიჟდი ვაიმე ეს რა იყო თავი ელენეს ადგილზე წარმოვინგინე და ლამის გავგიჟდი მარა მის ბრალიცაა რო არ გაუჩინა ბავშვი მარა სხვათან შვილი რო ყავს გული დამწყდა ნეტა სიზმარი იყო სან რამე მასეთი. აუ სად გაწყვიტე რა მალე დადე თორე მოვკვდები ნერვიულობით მაგარი გოგო ხარ love

 


№2  offline წევრი human

ნუ აგვიანებ რა მაინტეერესებს

 


№3  offline მოდერი sopiko

ძალიან გთხოვ ხვალ მაინც დადე მაგარია ძაან, აი ინტრიგა wink მაგრამ მაინც არ მომწონს დემეს საქციელი მაინც მაბრაზებს wink და გავკადნიერდები და ჩავთვლი რომ ელენემაც უნდა დაიწყოს თავისი ცხოვრება გინდ შურისძიების გამო და გინდ ნამდვილად. ეს ჩემი აზრია. შენ კი მაგარი გოგო ხარ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent