შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციებით სავსე მოულოდნელობა...(4)


19-05-2015, 00:07
ავტორი kat1998
ნანახია 1 607

*********
სამზარეულო მივალაგე და გარეთ გავედი. უკვე მოსაღამოვებული ო, მზე ჩადიოდა და ზუსტად კარგი დრო იყო აუზში ბანაობისთვის. ამ იდეით ისე მოვიხიბლე გამმწარებული გავიქეცი ჩემი ოთახისკენ, სასწრაფოთ მოვიძიე ჩემი თეთრი, სპეციალურად აუზისთვის განკუთვნილი კუპალნიკები და ტანზე მოვირგე. ზემოდან თეთრი სარაფანი გადავიცვი თმა კეფაზე კოსად ავიკარი, სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. მომეწონა, კაყოფილმა გავიღიმე და აუზისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი.
მისაღებში ბავშვები იჯდნენ და ყველამ მე გადმომხედა. მათ შორის ანდრიამაც.
-საით გაგიწევია ქალბატონო ეგრე ჩაცმულს? (მარიკო)
-აუზისკენ მივდივარ (მე) სიხარულისგან გავიბადრე
-ეხლა რა აუზი აგიტყდა (გიორგი)
-რატო რა, მშვენიერი იდეაა (დათო)
-გეთანხმები დავით, ვისაც გინდათ შეგიძლიათ შემომიერთდეთ (მე) და ისევ აუზისკენ გავემართე
სარაფანი ლამაზი მიხვრა-მოხვრით გავიხადე, ვიცოდი, რომ ანდრია მაკვირდებოდა და პირდაპირ ვისკუპე აუზში. ისე მესიამოვნა წყალი ირგვლივ ყველაფერი გაქრა. მალე წყალში ჩახტომის ხმა გავიგე ერთს მეორე მოჰყვა, მესამე მეოთხე და დავინახე რომ ყველა აუზში ვიყავით. ზოგი ვის აყვინთავებდა ზოგი ვის. ამხელა ხალხი ბავშვებივით ვერთობოდით. ერთი საათი უკლებლივ ყველა იქ ვიყავით მერე გავიაზრეთ რომ უკვე აცივდა და თუ მალე არ ავიდოდით გავცივდებოდით. ჩემდა გასაკვირად ანდრიას აუზში ჩემსკენ არც გამოუხედავს, შეხებაზე ხომ საუბარი ზედმეტია...ცოტა უხასიათოდ ავედი აუზიდან და ჩემი ოთახისკენ წავედი. არ ვიცი რა დამემართა რამ გამიფუჭა ხასიათი მაგრამ ფაქტია ეხლა აღარაფერი მინდოდა. სველი თმა ავიკარი, ჩემი დათუნიებიანი პიჟამოები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. მალევე ჩამეძინა..

*******
ამიტომ არის საშინელება ადრე დაძინება. შუა ღამეს გამეღვიძა, ვეღარაფრით ძილი ვეღარ შევიბრუნე. იმდენი ვიწრიალე ბოლოს შევწუხდი და სამზარეულოში პიჟამოების ამარა ჩავიპარე. წყალიც დავლიე და მაცივარში ჩემთვის სასურველ ხილს ვეძებდი
-იმ სახლში სადაც უამრავ ბიჭს სძინავს და მათ შორის ერთ-ერთი შენი ყოფილი შეყვარებულია უმოკლესი პიჟამოებით არ უნდა იარო (ანდრია)
შიშისგან კინაღამ გული გამისკდა. არავის ველოდი ამ დროს სამზარეულოში და მითუმეტეს ანდრეას
-იმ სახლში სადაც სხვები ცხოვრობენ აჩრდილივით არ უნდა იწრიალო, თორემ ერთხელაც ვინმეს გულს გაუხეთქავ (მე)
-როდის იყო ჩემი ხმა გაშინებდა? (ანდრია)-იქვე სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა და ინტერესით მათვალიერებდა. იმ მზერით მიყურებდა, რომელიც ჩემს ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა და მხოლოდ მასთან ყოფნისკენ მიბიძგებდა
-შენს ადგილად ნებისმიერი, რომ ყოფილიყო მაინც შემეშინდებოდა. ასე რომ ბატონო ანდრეა თქვენ გამონაკლისი ნამდვილად არანაირი განხრით არ ხართ (მე)-იქვე დადებულ ვაშლს დავწვდი, ირონიულად გავუღიმე და გასასვლელისკენ დავიძარი
-აჰა, ესეიგი გამონაკლისი არანაირი განხრით არ ვარ ხო? -გასასვლელთან ვიყავი ეს სიტყვები რომ დამეწია
-აჰამ...(მე)
ისე სწრაფად წამოდგა და წინ დამიდგა, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი. კიდევ კარგი ჩაცმული იყო თორემ ესეთ სიახლოვეს სხვა მდგომარეობაში ვეღარ გავუძლებდი. მუხლამდე მუქი ლურჯი შორტები ეცვა, ზემოდან შავი მაიკა და შავი ჟაკეტი. ეს უკანასკნელი მის სახეს, აჩეჩილ თმებს და ღამისაგან კიდევ უფრო ჩაშავებულ თვალებს საოცრად უხდებოდა.
ნელა წაამოიღო ხელი და ჩემს კისერზე გააჩერა, ცერა თითით კისერში მეფერებოდა, მისი ბაგეებიდან ცხელი ჰაერი პირდაპირ სახეზე მეფრქვეოდა, თვალებს კი არაფრით არ მაშორებდა და ისედაც აფორიაქებულს უფრო მაფორიაქებდა.
-არც ეხლა ვარ გამონაკლისი, როცა მხოლოდ ჩემი მოახლოვების დროს გული ისე გიჩქარდება, რომ მისი დარტყმების ხმა შემიძლია კილომეტრების იქითაც გავიგონო? როცა მხოლოდ ჩემი მოახლოების დროს დუნდები, ისე როგორც ეხლა ხარ? არც მაშინ ვარ გამონაკლისი, როცა მხოლოდ ჩემზე რეაგირებს ესე ძალიან შენი თვალები? არც მაშინ, როცა მხოლოდ ჩემი მოახლოებისას მთელი სხეული გიხურდება? და მაინც, მიუხედავად ამ ყველაფრისა იყოს ისე, როგორც შენ ამბობ, მაგრამ ზუსტად ვიცი ეს მხოლოდ მე შემიძლია გავბედო შენთან...
დაიხარა და ჩემს ბაგეებს ნაზად შეეხო. ქვედა ტუჩით ტუჩებზე წამეთამაშა. მერე კი კოცნა უფრო და უფრო გააღრმავა. ვგრძნობდი მისი ერთი ხელი როგორ ჩავიდა ჩემს წელთან, როგორ შეცურდა მაიკის ქვეშ და როგორ მომიჭირა თეძოზე. ვიგრძენი ტუჩებზე სიცივე მაგრამ ორმაგად ავხურდი, როცა მისმა ტუჩებმა კისერზე გადაინაცვლა. ტუჩებს ერთმანეთს ვაჭერდი, რომ ჩემი თავი უარესად არ გამეყიდა...მერე მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე და ეს წამლეკავი გრძნობები ცოტა შენელდა
-გაზრდილხარ, იმაზე მეტად ვიდრე ჩანხარ...(ანდრია)
ღიმილით გამცილდა და მხოლოდ ეხლა გავიაზრე რა მოხდა ჩემს თავს. რამხელა შეცდომა დავუშვი...როგორ ჩავადნი იმ კაცს ხელებში, რომელმაც უკან მოუხედავად გამცვალა სხვაში..
-ეს რა გავაკეთე...ისევ ეს საშინელი იმედგაცრუება..ისევ გეტკინა ლილე და მხოლოდ შენი შტერული საქციელის გამო...-ესე რამ შემატოპინა..ესე როგორ მოქმედებს ჩემზე..გამოჩნდა და ძლივს დაწყობილი ცხოვრება და გრძნობები ისევ თავდაყირა დამიყენა..ეხლა რა ვქნა? როგორ მოვიქცე..
ფეხებში ძალა მთლიანად წამერთვა და ნელ-ნელა სვლა იატაკისკენ დავიწყე. მთლიანად მოვიკუნტე და ჩემს ფეხებს შემოვხვიე ხელები. შემცივდაა...ვკანკალებდი მაგრამ ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი..სადღაც სხვაგან იყო ჩემი გონება..ცხელი ცრემლები თვალებიდან გაუჩერებლად მდიოდა...რიტმულად ვირწეოდი, ფიქრებდი ელვის სისწრაფით ანაცვლებდა ერთმანეთს
-გამოსავალს ვერსად ვპოულობ, ღმერთო დამეხმარე რა...ხმამაღლა ვქვითინებდი, დროის შეგრძნება სულ დამეკარდა.მერე კი ვგრძნობდი როგორ მეკარგებოდა გონება და ბოლოს ყველაფერი სიშავემ მოიცვა..

********
დილით საშინელმა დისკომფორტმა გამაღვიძა. სულ მთლიანად გათოშილი ვიყავი. ჩემი ვაჟკაცობა წარმომიდგა თვალწინ და კიდევ ერთხელ გამოვლანძღე ჩემი თავი.
-კიდევ კარგი დილით არავის ვუნახივარ. რას იფიქრებდნენ..ჩავიდუდღუნე ჩემთვის და მთლიანად ძალა გამოცლილი ჩემი ოთახისკენ წავედი. კიბეები ძლივს ავიარე...სააბაზონისთვის საჭირო ნივთები ავიღე და სასწრაფოდ შევიკეტე შიგნით. ცხელი წყლის ჭავლს ჩემი ცხელი ცრემლები უერთდებოდა და უკვე ვხვდებოდი, რომ ისე აღარაფერი იქნებოდა როგორც აამ 10 წლის განმავლობაში იყო. გამიჭირდებოდა. მე ხომ....მე ხომ...ჯანდაბა, მე ხომ ისევ მიყვარს..ჩემი სულის შემხუთავი, ძლივს გულის კუნჭულში მიჩქმალული გრძნობები წინ გადამიშალა და მწარე რეალობაზე თვალი ძალით გამასწორებინა. მე ხომ ეს არ მინდოდა..რატომ ხდება, რომ ჩემი პირადი ცხოვრება მოსვენებას არასდროს მაძლევს...ხომ მომწონდა თავის მოტყუება თითქოს ანდრია წარსულს ჩავაბარე რა საჭირო რეალობა დამენახა.
ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა შენს გამოგონილ სამყაროში ცხოვრება, ეს ხომ შენს ირგვლივ არსებულ პრობლემებს გაშორებს. შეუძლებელია ოცნების, ცოტა თავის მოტყუების გარეშე ისე იცხოვრო, რომ ნაადრევად არ დაავადდე და არ გარდაიცვალო ან მიაღწიო სიბერემდე მაგრამ გაიაზრო, რომ სინამდვილეში უფრო ადრე დაბერებულხარ. ისეთი მწარეა ცხოვრება არარეალური სამყაროს გარეშე, ძალიან მალე შეუძლია ბოლო მოგიღოს. სწორედ ეს არ მინდოდა მე, ჩემი ფარად არარეალური სამყარო დავიყენე და ამით ვიბრძოდი 10 წლის მანძილზე. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, თუ როგორ შეიძლება 15 წლის გოგოს ისე შეუყვარდეს, რომ მის იქით ვეღარავის აღიქვამდეს კაცად, ვერ ივიწყებდეს და მთელი ათი წელი მალულად მაგრამ მაინც მისი ერთგული დარჩეს, მაგრამ რეალურად მართლა ესე იყო. აღმოჩნდა, რომ შემიყვარდა პირველად და უკანასკნელად...
ამის გააზრებაზე სხეულში უსიამოვნოდ გამცრა..გავიაზრე, რომ ზედმეტად დიდი ხანი ვიყავი სააბაზანოში და დრო იყო გავსულიყავი.
თავი მოვიწესრიგე და კიბეებს არხეინად ჩავუყევი...გზა და გზა ვღიღინებდი..არ ვიცი რა ძალა მაძლიერებდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეხლა საჭირო ესეთი ქცევა იყო..
-ვახ, ვახ მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია (ნიკა)
-დიახ ბატონო ნიკოლოზ -გადავიკისკისე და ნიკას კისერზე ჩამოვეკიდე..
-აი, რომ არ ვიცოდე, როგორი სხვანაირი ურთიერთობა გაქვთ უეჭველი მოსიყვარულე შეყვარებულებულები მეგონებოდით რა (გიორგი)
-მე და ლილეკო მაინც ვიყოთ ერთად სხვა არავინ მიყურებს და -ჩაიდუდღუნა ვითომ გაბრაზებით ნიკამ რასაც მალე მოჰყვა ჩვენი საყვარელი დუეტში სიცილი.
მალე სასტუმრო ოთახი მთლიანად შეივსო. ყველა იქ იყო მათ შორის ისიც. კარებში, რომ გამოჩნდა გული შემიფართხალდა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
დათო არხეინად, ღიღინით შემოვარდა სასტუმრო ოთახში და პირდაპირ დივანზე დახტა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გამეღიმა მის ქცევაზე. ნიკას მივამგვანე იმასაც ესეთი ვირული ქცევები ჰქონდა თან ნიკასავით უსაზღვრო სითბო მოდიოდა დათოსგანაც
-აბა როგორ გეძინათ საზოგადოებავ? მე მშვენივრად, მომიხდა ბორჯომის ჰაერი (დათო)
-მე და ჩემს მეუღლეს მშვენივრად -თქვა ვახომ და ელენას წარბები სასაცილოდ აუთამაშა. რასაც ყველას სიცილი მოჰყვა.
-მგონი ყველას მშვენივრად გვეძინა. არ მეთანხმები ლილე? -თქვა ისევ იმ ნაცნობმა ბოხმა ხმამ.ისევ ტუჩი ჩატეხა და ეშმაკურად გადმომხედა.
-კი აშკარად მშვენივრად ეძინა ყველას (მე)
-და შენ? (ანდრია)
-არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი ბატონო ანდრია -გავუღიმე და ისევ ბავშვებს მივუბრუნდი
-ლილეკო წამო რა ერთი, სუფრის გაშლაში დამეხმარე (ელენა)
-ნახე რა, ამ ქაჯს კი აღარავინ სთხოვს დახმარებას -გააბრაზა სანდრომ მარიკო
-ქაჯი არა, ქალი უფრო ითქმი -გადაიკისკისა მარიკომ
-უყურეთ რა, ადექი გოგო და გამოავლინე შენი ქალურობა. თორემ უკვე 25-ის ხარ და დარჩები გაუთხოვარი (სანდრო)
-მეეჭვება ზოგიერთმა გაუთხოვარი დატოვოს -თქვა ნიკამ და ყველამ ერთად გადავიხარხარეთ.
-კაი კაი წამო ელენა დავაპუროთ ნადირთა საზოგადოება (მე)
სამზარეულოში როგორც კი შევედით ელენა შემომიტრიალდა და ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო.
-რა იყო? რამე მოხდა რატომ მიყურებ ეგრე? (მე)
-რა მოხდა შენს და ანდრიას შორის გუშინ ღამე? (ელენა)
-რა იცი? (მე)
-დღეს ისე ჩაგირტყა შენ როგორ გეძინაო, რომ მივხვდი რაღაც მოხდა (ელენა)
-ხო, მაკოცა. -ვთქვი და აწყლიანებული თვალები დავხარე
-რაა? მართლაა? რანაირად გოგო არ გადამრიო (ელენა)
-ადრე რადგან დამეძინა ადრევე გამეღვიძა. სამზარეულოში ჩამოვედი წყალს დავლევ და რამე ხილს შევჭამთქო. ხილს ვეძებდი რომ წამომადგა. რაღაცეები დამიწყო, მეც არ დავაკელი და მის ჩვეულებრივობაზე მივუთითე. ამაზე მისი კაცური თავმოყვარეობა ჩაირთო და თავისი შესაძლებლობის დასამტკიცებლად მაკოცა, მერე ცოტა მომეფერა. გაზრდილხარო და გაშეშებული დამტოვა მე. ხედავ მარტო ჩემი ენის ბრალია ყველაფერი, დავტეულიყავი და არაფერი მოხდებოდა რა..
-უუჰ რა მძიმე ღამე გქონია, მაგრამ არაუშავს. აწი გაითვალისწინებ და მის თამაშზე აღარ წამოეგები. (ელენა)
ეს იყო და ეს ხმა აღარ ამომიღია. ელენაც გაჩერდა მიხვდა, რომ ეხლა უკვე საუბარი აღარ შეიძლებოდა. უხმოთ გავაწყვეთ სუფრა და უხმოთ მივირთვით საუზმე.


***********
დიდი მადლობა ვინც ამ ისტორიას კითხულობთ...თქვენი აზრი გამოხატეთ კომენტარებში.. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent