შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [16]


19-05-2015, 00:31
ავტორი შიკალატკა
ნანახია 3 183

გზაში რამდენჯერმე დავიჭირე უტას ცივი მზერა და გულს მიკლავდა მის ლამაზ, დიდრონ, შავ თვალებში ჩადგმული სევდა. უსამართლობაა! არაფერი არ მომხდარა. არც მე და არც ის უნდა იტანჯებოდეს, მაგრამ მე ხომ ბედი არ მაქვს! ბავშვები სახლში დავტოვეთ. ყველა სევდიანად მიყურებდა, რაც უარესად მაბრაზებდა. მხოლოდ ლიზა და ელენე იყვნენ გამონაკლისები. მაგიტომ მიყვარს ის ორი დასავით!
- ყვრლაფერი მოგვარდება, ამას გპირდები. - წასვლამდე მიჩურჩულა ლიზამ და გამამხნევებლად გამიღიმა. მეც საპასუხოდ გავუღიმე. სახლში უხმოდ მივდიოდით. წინ ვიჯექი. უკან კი ვაპირებდი დაჯდომას, მაგრამ ბავშვებმა იმდენი მოახერხეს, რომ წინ დამსვეს. ორივე წინ ვიყურებოდით. როგორ მინდოდა მისთვის ბოლო ხმაზე მეყვირა, რომ არაამქვეყნიურად მიყვარდა! მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, ვერ გავბედე, მეშინოდა. დიახ, მეშინოდა, რომ გულს მატკენდა მისი პასუხი ან გამოხედვა ან არ ვიცი.
- სახლში პროდუქტები არ გვაქვს, ამიტომ მაღაზიაში წავალთ. - სიჩუმე მოულოდნელად დაარღვია, რომ შევხტი. ისე ცივად და უემოციოდ მითხა, გამაკანკალა, მაგრამ მაინც ვიგრძენი და შევამჩნიე მის ხმაში სიყვარული. ამას ვერ დამალავს, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ გამომაპარებს.
- კარგი. - ჩემი ხმა მე ძლივს ვიცანი. გაკვირვებულმა გამომხედა, ხომ მართლა ქეთა მიზის გვერდითო, მაგრამ მალევე დაუბრუნდა უემოციო სახე და გზას გახედა.
პროდუქტებიც უხმოდ ვიყიდეთ. სახლშიც უხმოდ მივედით. არა! ამდენს ვეღარ გავუძელი!
- უტა... მართლა გჯერა, რომ მე გიორგის... - სათქმელი ვეღარ დავასრულე. უტა ნელა შემოტრიალდა. ცივად შემომხედა და ირონიულად ჩაიცინა.
- მჯერა? დარწმუნებული ვარ. თან დამამტკიცებელი საბუთიც მაქვს, სურათის სახით. - მთელი ირონია ჩართო ამ ერთ წინადადებაში. საშინელმა ტკივილმა მომიცვა. არა, ეს არ იყო ფიზიკური, არამედ სულიერი ტკივილი. გაუსაძლისი, მოურჩენელი. ტყუილია "დრო ყველაფერს კურნავსო". დრო მხოლოდ გვაჩვევს ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას.
- რატომ?! რატომ გჯერა?! ნუთუ ჩემზე ეგეთი წარმოდგენა გაქვს?! - თავი ვეღარ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავტირდი. ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. - მიყვარხარ გესმის?! ხო, მიყვარხარ! მიყვარხარ უტა მკლავაძევ! არაამქვეყნიურად მიყვარხარ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!! - ბოლო ხმაზე გავკიოდი. უტა კი თვალებგაფართოებული, ადგილზე მიყინული მიყურებდა. ჩემოდანს ხელი დავტაცე და კიბეებზე ავირბინე. მთელი გულით მსურდა რომ უკან ამომყოლოდა, მაგრამ არა. ჰაჰ, ამაშიც არ მიმართლებს. ოთახში შევვარდი. თვალები მეწვოდა, მაგრამ ტირილს ნამდვილად არ ვაპირებდი. ტანსაცმელი ამოვალაგე და აბაზანაში შევედი. მინიმუმ 3 საათი ვიწექი ავსებულ ვანაში. წყალი რომ გაცივდა, მხოლოდ მაშინ ვიკადრე ამოსვლა. 8 დაწყრბულიყო. საშინლად ვიყავი დაღლილი. ჯერ მგზავრობისგან, მერე ემოციებისგან. საღამური ჩავიცვი და ცივ ლოგინში შევგორდი. "უტას სიყვარულში გამოვუტყდი." ვიმეორებდი გონებაში. მიკვირდა, ამდენი როგორ გავბედე. ფიქრს თავი დავანებე და დაძინება ვცადრ. ორას სამოცდამესამე ცხვარზე ჩამთვლიმა.

=_=_=_=

სამი დღე გავიდა რაც მე უტას სიყვარულში გამოვუტყდი. მის მერე ერთხელ ვნახე, ეგეც წამით მოვკარი თვალი, რადგან, რასაც ქვია, სახლიდან გარბოდა. მეშინოდა, რომ აღარ ვუყვარდი, მე ხომ მიყვარდა. ვგიჟდებოდი მასზე და ახლაც იმავეს ვგრძნობ. ყოველ ღამე ცრემლისგან დანამულ ბალიშზე მძინავს. უტაც სულ გვიან ბრუნდება სახლში, ისიც ნასვამი.
ერთ დღეს, როგორც ყოველთვის, სახლში მარტო ვიყავი. შუადღის პირველი იქნებოდა. საშინლად მომინდა რომ მემღერა. გიტარით ხელდამშვენებული გავედი ეზოში. აუზთან ახლოს ჩამოვჯექი, ფეხები გადავაჯვარედინე და გიტარა მოვიმარჯვე. ერთი... ორი... სამი... ოთხი სიმღერა ვიმღერე, სრულიად გამოვეთიშე რეალობას და ჩემს ტკბილ-თბილ ოცნებებში ჩავძირულიყავი. რა თქმა უნდა, ვერ გავიგე მანქანის ზუზუნი. "ed sheeran-kiss me"-ს ვმღეროდი, თვალდახუჭული.
- გადასარევად მღერი. - მომესმა უკნიდან მონატრებული, მელოდიური ხმა. უცებ გავშეშდი და თვალები ვჭყიტე. ტანზე ეკალმა დამაყარა. მივხვდი, რამდენად მომნატრებია მისი ბოხი, ინტონაციურად მდიდარი და სასიამოვნო ხმა. ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა და ღიმილით მომაჩერდა. ისევ დამბურძგლა. მის ღიმილზე მუდამ მსგავსი რეაქცია მაქვს.
- მ-მადლობა. - მორცხვად გავუღიმე და გიტარა გვერდით გადავდე.
- არა, გააგრძელე, მინდა რომ მიმღერო. - თბილად მთხოვა. გაკვირვებულმა ავხედე. მართალია მიწაზე იჯდა, თან წელში მოხრილი, მაგრამ მაინც მისწრებდა სიმაღლეში. ისევ საწყის პოზიციას დავუბრუნდი.
- კარგი, რა გიმღერო? - ლიყებაფარკლულმა ვკითხე.
- წეღან რასაც მღეროდი. - თბილად გამიღიმა. იდაყვები მუხლებს დააყრდნო, თავი კი ხელებს დაადო და გაიტრუნა. ღრმად ჩავისუნთქე და სიმღერა დავიწყე. არავის ჰქონდა ჩემი ნამღერი მოსმენილი მამისა და ელენეს გარდა, ამიტომ ოდნავ ვნერვიულიბდი. თვალებაციმციმებული უსმენდა ჩემს ნამღერს, რაც მათამამებდა და მეც უკეთ ვმღეროდი.
- "...Hold me in your arms..." - ამ მომენტზე ჩემს გვერდით გაჩნდა და მარწუხებივით მკლავები მიმხვია. გამაკანკალა. მისი შეხება ისეთი სასიამოვნოა. - "My heart's against your chest... Lips pressed to my neck..." - აქ ყელზე მიმაწება ტუჩები. მეც უცებ ამიჩქარდა გულისცემა და სიმღერას როგორ ვაგრძელებდი მიკვირს. - "I've fallen for your eyes
But they don't know me yet..." - თავი ასწია და თვებში ჩამაშტერდა. მეც გავუსწორე მზერა და მის შავ-ბნელ ირისებში ჩავიძირე. მივხვდი, სიმღერას სიტყვებით კი არა, მოქმედებით ჰყვებოდა. ასე მივშტერებოდით ერთმანეთის თვალებს, მომღიმარნი. - "And the feeling I forget...
I'm in love now...
Kiss me like you wanna be loved...
Wanna be loved...
Wanna be loved..." - ნელა დახარა თავი ჩემსკენ და ძალიან ფრთხილად შემეხო ტუჩებზე. სუნთქვა შემეკრა. სიამოვნებისგან თავბრუც კი დამეხვა. თვალები მივლულე და გიტარას ხელები მთელი ძალით მოვუჭირე. აშკარად შეამჩნია უტამ ჩემი რეაქცია და ამით გახალისებულმა უფრო მომთხოვნად და ღრმად დამიწყო კოცნა. ტუჩები სასიამოვნოდ მიბჟუოდა და ვინატრე ეს წამი არ დასრულებულიყო, მაგრამ მოულოდნელად მომწყდა და ვნებიანი მზერით დამაჩერდა. ისევ თავბრუ მესხმოდა.
- იმაზე ტკბილი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა. - ღიმილით, ვნებამორეული ხმით იჩურჩულა და ცერა თითი აწითლებულ, კოცნისგან დაბურცულ ტუჩებზე გადამისვა. საპასუხოდ გავუღიმე. უცებ სახე დაუსერიოზულდა.
- ქეთა, მაპატიე, რომ შენს სიყვარულში ეჭვი შემეპარა და მეგონა რომ იმ სი*თან მიღალატე. არაკაცურად მოვიქეცი. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. სამი დღის წინ რომ მიყვირე მიყვარხარო... - ჩაიცინა და თვალები სიხარულისგან აუბრწყინდა. - ისე მესიამოვა, გამიხარდა... - სათქმელი აღარ დავასრულებინე ისე დავაკვდი მის ბაგეებს. ზურგზე ხელი მომხვია, მეორე ფეხქვეშ ამომიდო და სახლისკენ დაიძრა. გაუაზრებლად აღმოვჩნდით საწოლზე გაწოლილები, თუმცა გონებაგათიშულს ისიც არ მახსივს, თუ როდის ჩამეძინა.

=_=_=_=



ტკბილ ძილს ვიღაცის შდხება მიქრობს. უკმაყოფილოდ ავბუზღუნდი და გვერდი ვიცვალე. ბუნდოვნად გავიგე ვიღაცის, მცირე ხნიანი სიცილი და ისევ ვიგრძენი მხარზე შეხება.
- ჰმმმ! - ავბუზღუნდი და მხარი გავაქნიე.
- ეე, მძინარე მზეთუნახავო, გაიღვიძეთ. - ძილში გავიგე ბოხი ხმა.
- ჰმმმ.. - არ ვწყვეტდი მე.
- ქეთა. - აწუწუნდა უტა. უკვე აზრი აღარ ჰქონდა, კარგად გამოვფხიზლებულიყავი და ძილს ვეღარ შევიბრუნებდი. თვალები ნელა გავახილე და რამდენჯერმე დავახამხამე, მზერის დასაწმენდად. მისკენ გადავბრუნდი და გავუღიმე. ხელები წელზე მოვხვიე, თავი მკერდზე მივადე და ძილის შებრუნება მაინც ვცადე. მშვენივრად ვიგრძენი როგორ გააკანკალა ჩემს ქმედებაზე და კმაყოფილი ღიმილი ამეკრო სახეზე.
- არა, არა. აღარ დაიძინო. აუ ქეთა პირველი საათია.
- ოო, არაუშავს. მე მეძინება. - შუბლშეკრულმა ვუპასუხე და უფრო კომფორტულად მოვეწყვე მის გულ-მკერდზე. მოულოდნელად ხელში ამიტაცა და ჰოპ, ცივ წყალში ჩამაგდო.
- უტაა! - ამოვყვინთე თუ არა, ავყვირდი. აუზში ვიყავით. მისი ოთახის აივნიდან უპრობლემოდ გადმოხტები. გულიანად იცინოდა ვაჟბატონი.
- გაიღვიძე? - ირონიულად მკითხა და მუცელზე ხელები მომხვია.
- კარგი რა, ძილსაც არ მაცდი. - სერიოზულად ვუთხარი, მაგრამ მისი ბედნიერებისგან განათებულ სახეს რომ წავაწყდი, გამეღიმა. ნახევარი საათი ასე ვიჭყუმპალავეთ, მერე ამოვედით და მოვწესრიგდით.
- კრასოტკააა! მშიააა! - სასტუმრო ოთახში კინოს ვუყურებდით, ლექსოს ღრიალი რომ შემოგვესმა. მოულოდნელობისგან შევხტი და სიცილით ავხედე უკმაყოფილოდ სახედამანჭულ ქმარს.
- ვაა, ესენი ნახე რა დღეში არიან ტო. - სიცილით დაიწყო. მის გამოხტომებს უკვე მივჩვეულიყავი, ამიტომ არ ავწითლებულვარ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია. - ეე, რაღაც ვეღარ გაჭარხლებ ეს ბოლო დროა. - უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა.
- დაგიძველდა ფრაზდბი ლექსუუს. - ვუპასუხე სიცილით და უტას ავეკარი. - შენი "ლოვე" სადაა? - მხიარულად ვკითხე.
- ტატსს, მოდი მალე და როგორც ქეთა ეხუტება უტიკოს, ეგრე უნდა ჩაგეხუტო გიჟოო. - უცებ მოირგო ქალის როლი და შემოსასვლელში გაიხედა. ტატოს სახე რომ წარმოვიდგინე სიცილი ამიტყდა.
- ერთხდლად იქნება მაგ პიდა***ტული გამოხტომებისთვის, გასიებულ თავს მოგაძრობ. - შეუღრინა.
- შე*ემა, რა უტიკო?! - უტამახ დაუბღვირა საცოდავ ლექსოს.
ყველაფერს ველოდი, წარღვნასაც კი, მაგრამ ხელგადახვეული ტატოსა და ელენეს არა. მათი დანახვისას თვალები ბუდიდან ამომიცვივდა და ნერწყვი გადამცდა. ხველებაავარდნილი წამოვხტი და ელენეს მკლავში ვწვდი. ოთახში, რასაც ქვია ავათრიე და კარი ჩავკეტე.
- ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი! - ვუბრძანე და საწოლზე კომფორტულად მივკალათდი.

=_=_=_=

დავდეე! იმედია მოგეწონებათ მადლობა ვინც კითხულობთ და კომენტარის დაწერა არ დაგავიწყდეთ მიყვარხართ ყველაააა!!



№1  offline წევრი ხატული♥

ვაიმეე როგორ გამიხარდა რომ შერიგდნეენ აღფთოვანებული ვაარ მალე დადე რააა ♥♥♥

 


№2  offline წევრი შიკალატკა

ხატული♥
ვაიმეე როგორ გამიხარდა რომ შერიგდნეენ აღფთოვანებული ვაარ მალე დადე რააა ♥♥♥


ჰაჰა, მადლობა დიდი ^_^ სავარაუდოდ დღეს დავდებ, თუ არადა ხვალ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent