ატეხილი გრძნობები 6
კარგა ხანს იდგა გაშტერებული. ახლა რაღა ქნას? ლეას ხელები იგრძნო, მხრებზე უთათუნებდა და უსიტყვოდ უთანაგრძნობდა. მალე ისევ ის პატარა აბი შეაჩეჩა ხელში და მანაც ისევ ულაპარაკოდ გადაყლაპა. დასვენება და ამ ქაოსური ფიქრებისგან გათავისუფლება სასწრაფოდ ესაჭიროებოდა. მერე უკვე ვეღარ ხვდებოდა, ესიზმრებოდა რომ ლეა ტანსაცმელს ხდიდა, თუ სინამდვილეში ხდებოდა. დილით აზრზე მოსვლისთანავე ფანჯარას ეცა, სადარბაზოსთან ჯარჯის მანქანა შენიშნა და კვნესა აღმოხდა. დღეს არ წავა კონსერვატორიაში, გადაწყვეტილია! სადარბაზოდან ფეხის გადგმა და მის მანქანაში აღმოჩენა ერთი იქნება. მას კი ახლა არ შეუძლია, არაფრით შეუძლია იმ ცივი და საშიში ადამიანის სიახლოვეს ყოფნა. სულ დაძაბულია, ძარღვებში სისხლი ეყინება, თან მისი მზერა... ჰგონია, მთელი მისი ფიქრები იცის, მისი განცდები, შინაგანის თითოეულ კუნჭულში დაფათურობს, სულს უშიშვლებს. პირსახოცის ხალათს წამოავლო ხელი, აბაზანაში შევა და დამშვიდდება. მართალია, ბოლო დროს ბევრი გაცდენა დაუგროვდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით იდარდებს, ახლა ცხელი წყლით უნდა ისიამოვნოს. ოთახიდან გასული ლეას გადაეყრა და მიხვდა, უსიტყვოდ გაუგო მამიდაშვილმა. კარგა ხანს ათამაშა ხელები საჭეზე, მალევე მიხვდა ჩამომსვლელი რომ არ იყო. გაცოფებული გადმოხტა მანქანიდან და სადრბაზოში შევარდა. მთელი ძალით აბრახუნებდა კარზე, გაბმულად. ლეამ გაღიმებულმა გაუღო კარი. – სად არის?! – მოგიწევს, მასთან კომპრომისებზე წახვიდე. – ირონიულად უთხრა ლეამ. – სად არის – მეთქი! – პასუხს არც დაელოდა ისე შექანდა ერთერთ საძინებელში. გახალისებული ლეა უკვე ხმით იცინოდა. საძინებლიდან უკან გამოვარდნილი, იმავე წამს აბაზანიდან გამოსულ ფეფოს კინაღამ შეასკდა. მკერდამდე გადაღეღილი, დაუდევრად შეკრული ხალათი. ცხელი წყლით შევარდისფერებული კანი, მასზე მოსრიალე ბრჭყვიალა წვეთები. სველი და კიდევ უფრო დაგრძელებული თმა. გაღუებული ტუჩ–ცხვირი. გამქრალი მრისხანება და გაჩენილი შიმშილი, გაღვიძებული მხეცი... გაშეშებული იდგა ფეფო, მოულოდნელობამ დააბნია. უყურებდა ჯარჯის თვალებს და ამჩნევდა, როგორ ანაცვლებდა ბრაზს რაღაც სხვა, მისთვის გაუგებარი ემოცია. ძლივს მოიფიქრა და აკანკალებული ხელით მკერდის ღარამდე გადახსნილი ხალათი შეისწორა. მეტი ვეღარაფერი გაახერხა, წინ ასვეტილ მამაკაცს მზერა მოაშორა და დაბლა დახარა თავი. "სისულელის ჩადენის დრო არაა." მკაცრად შემოუძახა საკუთარ თავს ჯარჯიმ და ნაბიჯით უკან დაიხია. ცოდნა იმის, რომ ხალათს შიგნით გოგონას სრულიად შიშველი სხეული იმალებოდა, აგიჟებდა. – მისაღებში დაგელოდები. – ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა სუნთქვა გახშირებულმა და სასწრაფოდ გაეცალა. წინ უზის, როგორც ყოველთვის გაუგებარი სიგრძის და ფორმის კაბაში გამოწყობილა. სველი თმა უკან აქვს გადავარცხნილი, ხელები მუხლებზე უდევს. თითქოს დამფრთხალია და მაინც, რაღაცნაირი შეუპოვრობა გამოსჭვივის მისგან. არ იცის როგორ მიუდგეს, საიდან დაიწყოს. ცხოვრებაში პირველად, ვიღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის, ისე საჭიროებს როგორც არავის არავინ. ჩამოსკუპებია წინ უდრტვინველი, თითქმის ათი წლით პატარაა მასზე და აიძულებს ტონი, სიტყვები შეურჩიოს. გამაღიზიანებელი სიტუაციაა, მაგრამ მოუგრეხს კისერს, აუცილებლად მოდრეკს. – ისეთი იოლი დასამორჩილებელიც არ აღმოჩნდი, როგორიც ჩანხარ. – ზუსტად ის თქვა, რასაც იმ მომენტში ფიქრობდა. – მე გავალ. – კართან ატუზული ლეა ოთახიდან გაშპა. – ნუთუ, ყველა მდედრში დევს ეს უაზრო სიჯიუტე? კრინტს არ ძრავდა ფეფო, არც იცოდა რა უნდა ეპასუხა. – მოდი თავიდან დავიწყოთ... – გოგონას გაჭიანურებული დუმილი სხვა გზას არ უტოვებდა და განაგრძო. – ჯარჯი ბუნტური. – ... ... – ჯიუტობ? – ... ... – გისმენ! – ფეფო დოლიძე. – თითქმის ჩურჩულით უპასუხა მოთმინება დალეულ ჯარჯის. – მინდა თვალებში მიყურო ხოლმე, როცა ვისაუბრებთ. – კატეგორიულად მოსთხოვა მამაკცმა. მაშინვე დაემორჩილა და მზერა გაუსწორა. ჯარჯი დამშვიდდა, ფეფო პირიქით. – რატომ არ წახვედი დღეს კონსერვატორიაში? – არ მინდოდა. – კონკრეტულად, რა არ გინდოდა. ისევ აარიდა მზერა, არ დაუმსახურებია მისი ბრაზი. – არ მინდოდა... შენს მანქანაში აღმოჩენა. – რატომ? – ძალიან კარგად ხვდებოდა, როგორ აშინებდა გოგონას, მისი მკაცრი და შეუვალი ტონი და მაინც განაგრძობდა. – თვალებში მიყურე–მეთქი. – შედარებით ხმადაბლა, მაგრამ მეტი მომთხოვნელობით უთხრა. – გუშინაც გითხარი, მეშინია შენი. – ისევ გაუსწორა მზერა. – განსაკუთრებით მაშინ, როცა თვალებში გიყურებ. შენი თვალები ისეთი ცივია, რაღაცას მსაყვედურობს თითქოს, მიბრაზდება და რაღაცას მოითხოვს ამავდროულად და მე არ მესმის, ვერ ვუგებ რა სურთ... – შენ. – მასთან ახლოს, მეტისმეტად ახლოს დაჯდა ჯარჯი. შეამჩნია როგორ დაეჭიმა ფეფოს სხეული. უკან დახევაზე არც უფიქრია, უნდა შეეჩვიოს მის სიახლოვეს, თავად მას. – მე?... მე არ ვიცი, კონკრეტულად რას მოითხოვ ჩემგან. შენგან ისეთი სიცივე მოდის. ჩემი გონება შორს გაქცევას მთხოვს. – წყნარად, ხმისკანკალით წარმოთქვამდა სიტყვებს ფეფო. – ცოტა ხანს, ნუ მოუსმენ გონებას. შეეცადე და იურთიერთე ჩემთან. შენი თბილი თვალებით გაალღვე ჩემში არსებული სიცივე. "თბილი თვალები", კარგად ჟღერდა. ეს პირველი კომპლიმენტი იყო ჯარჯისგან და ფეფოს გულის გარეთ არ გაუვლია ამ ორ სიტყვას. – არ მგონია რამე გამოვიდეს. – კარგა ხნის დუმილის შემდეგ ძლივს ამოთქვა, კიდევ სცადა წინააღმდეგობა გაეწია. – შეეცადე. – მძაბავ. – ვიცი. – უხეში ხარ. – ვარ. ცოტა ხანს ისევ სიჩუმემ დაისადგურა. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. ფეფოს გამოუცნობი, იდუმალი, ბუნდოვანი მომავალი თან აშინებდა, თან აღელვებდა. განერვიულებული ისევ ტუჩს იწვალებდა კბილებით და ამ უბრალო ჟესტით გახელებულ ჯარჯისაიძულებდა რკინის ნებისყოფა გამოევლინა. – შენ კი მაიძულებ უაღრესად თავშეკავებული ვიყო. – ფეფოს სველი თმა მოიქცია მუჭში და ცხვირთან მიიტანა, ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი. – ისეთი სურნელოვანი ხარ... – წასჩურჩულა მაცდუნებლად და კიდევ უფრო დაძაბა გოგონა. ერთიანად გაწითლებული, გაშეშებული იჯდა. პირველად იყო მსგავს სიტუაციაში. გამშრალ, დაკბენილ ტუჩებს ახლა უკვე ენით ისველებდა, უარესს მართებდა მამაკაცს. – წავალ, შენ იფიქრე. ხვალ სადარბაზოსთან დაგელოდები. – უეცრად წამოვარდა ფეხზე ჯარჯი, სწრაფად მიაყარა და გასასვლელისკენ დაიძრა. – შემიძლია ჩაი შემოგთავაზო. – ცალყბად მიიპატიჟა გამორკვეულმა ფეფომ. გულში იმედოვნებდა, არ დარჩებოდა მამაკაცი. არ გასჭირვებია მისი განწყობის ამოკითხვა ჯარჯის, ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა გოგონას და კარს იქით გაუჩინარდა. შვებით ამოისუნთქა და ისევ სავარძელში ჩაეშვა. რაღაც გაუგებარი, ამოუხსნელი ხდება მის თავს, უმართავი. ის ურთიერთობაზე დათანხმდა ჯარჯის, საფიქრალი აღარაფერია. აი, ამბავი... მთელი დღე კლასიკას უსმენდა, მერე ვიოლინოზე უკრავდა, მერე ისევ მუსკას უსმენდა და ისევ უკრავდა. მოდუნებას ცდილობდა, მოსალოდნელ შეხვედრაზე ფიქრს იგდებდა გონებიდან. ლეა ჩუმად იყო, თითქმის შეუმჩნევლად დადიოდა სახლში. გარკვეულწილად დამნაშავედ გრძნობდა თავს, რომ არა ის იქნებ არც გადაკიდებოდა ჯარჯი ფეფოს, ვინ იცის?.. დილით გამოუძინებელი და ფეხარეული ჩადიოდა კიბეზე. არ იცოდა რა ეთქვა, როგორ დაეჭირა თავი ჯარჯისთან. იქნებ, არც ელოდა? იქნებ, გადაიფიქრა კიდეც? უსაფუძვლო იმედს წყალწაღებულივით ჩაებღაუჭა. ნაბიჯს აუჩქარა და სადარბაზოდან გასული ლამის ზედ წაემხო ჯარჯის მანქანას, ძლივს შეიმაგრა თავი. საკუთარ მანქანას მიყრდნობილი, ნერვიული მანერით ეწეოდა სიგარეტს. გამომცდელად მიაჩერდა გამოვარდნილ გოგონას, ფეფოც ათვალიერებდა. სიგარეტის ნამწვი მოიქნია, ვიოლინო თავის ფუტლიარიანად ჩამოართვა და მძღოლის გვერდითა კარი გამოუღო. ყოყმანით წავიდა მისკენ, სანამ ჩაჯდებოდა თვალებში ახედა და, – დილა მშვიდობისა. – წყნარად მიესალმა. იგრძნო ჯარჯიმ როგორ გაუთბა, სადღაც შიგნით, სიღრმეში რაღაც. არ უნდოდა მის თვალებს მოწყვეტოდა, მაგრამ ფეფოს სულაც არ ესმოდა, შინაგანად რას განიცდიდა ჯარჯი. ისევ მის ცივ, მკაცრ თვალებს ხედავდა, სწორ ხაზად დაკუმულ ტუჩებს და სალამზეც არ უპასუხეს. კიდევ უფრო დაიძაბა და მანქანაში ჩაჯდა. მიხვდა მამაკაცი რაღაც ისე რომ ვერ გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე უპასუხა სალამზე. გრძნობდა ფეფოს დაძაბულობას, მიხვდა არაკომფორტულად რომ გრძნობდა გოგონა მასთან თავს. – ჩვენ, ორივეს გვიჭირს ახალ ადამიანებთან გახსნა და ლაღი, ან ზოგადად ურთიერთობების წამოწყება. – უთხრა და მანქანა დაძრა ჯარჯიმ. ამაში ნამდვილად ეთანხმებოდა ფეფო, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ფანჯარაში იყურებოდა და ფეხით მოსიარულეებს ათვალიერებდა. – ასე რატომ იცვამ? – მართლა აინტერესებდა რა იყო მიზეზი მისი ასეთი ჩაცმულობისა, განა იმიტომ რომ მისთვის რამე მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის რა ეცვა, უბრალო ინტერესი იყო, თანაც რაიმეზე ხომ უნდა აელაპარაკებინა გოგონა. შუქნიშანთან გაჩერდნენ. მისკენ გაიხედა ფეფომ, დაინახა როგორ ათვალიერებდა ჯარჯი და შერცხვა. იცოდა განსხვავებულად რომ ეცვა და ახლა ძალიან მოუნდა, ისევე ცმოდა, როგორც სხვებს. ამ მხრივ მაინც აღარ მიიქცევდა მის ყურადღებას. მიტყუპებულ მუხლებზე დაელაგებინა ხელები და მსგავსი, გულუბრყვილო აზრები უტრიალებდა თავში. – სხვანაირად ჩაცმის ნებას ბებია არ მაძლევდა. – ჩაიბუტბუტა გაწითლებულმა. გაიხსენა ბოლო მოდაზე, თუმცა სოლიდურად, გემოვნებიანად გამოწყობილი ლუარა, მკაცრი სახით როგორ მიკაკუნობდა ხოლმე ქუჩაში და ბრაზმა შეიპყრო. ასეთი ასკეტურობა შვილიშვილისადმი რა სიგიჟეა. –ბებია თვლიდა. – დამორცხვებულმა განაგრძო ფეფომ. – რომ ისედაც კარგი ვარ და არაა საჭირო სხვა, გარეშე ფაქტორებით ყურადღების მიპყრობა. დარწმუნებული იყო, ჩემს შინაგანს ვინც დაინახავდა, იმისთვის სულერთი იქნებოდა, რამდენად მოხდენილი სამოსი მაცვია. ნამდვილად ეთანხმებოდა ჯარჯი ამ მხრივ ლუარას. – მაგრამ მე არ ვეთანხმებოდი ბებიას. ჩემი განსხვავებული ჩაცმულობით უფრო ვიქცევდი ყველას ყურადღებას და ბოლო დროს ამის გამო, რამდენჯერმე ვიკამათეთ კიდეც. – ხმა გაებზარა ფეფოს. დარჩენილი გზა კონსერვატორიამდე უხმოდ განვლეს. უსიამოვნო ფიქრებში გადააგდო ფეფო, მისმა შეკითხვამ ჩაცმულობაზე და არ იცოდა, როგორ ენუგეშებინა. ისეთი ტიპი ნამდვილად არაა, ლამაზ, დამამშვიდებელ სიტყვებად რომ იღვრებიან. მანქანიდან გადასვლის წინ მადლობა გადაუხადა გოგონამ და კინაღამ ხმამაღლა გაეცინა ჯარჯის. ფაქტიურად აიძულა მისი მანქანით მგზავრობა, ფეფო კი ისე უხდიდა მადლობას, თითქოს თავად სთხოვა. – აქედან თავად წავალ სახლში. – თავი ჩახარა და მშვიდად გააფრთხილა ჯარჯი. – რატომ? – აშკარა უკმაყოფილება იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში. – ჯერჯერობით, დილაც საკმარისი იქნება. – ისევ თავჩაღუნულმა გასცა პასუხი. – შემომხედე. შეხედა და ისევ დაინახა ჯარჯიმ ის სიჯიუტე, რაც წინადღით. უხმო და უშფოთველი, მაგრამ ურყევი და მიხვდა, დათმობაზე უნდა წასულიყო. – ხვალ დილით სადარბაზოსთან ისევ. – ესღა უთხრა და ფეფოს გულწრფელი, თბილი ღიმილი დაიმსახურა. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ერთი კითხვა მაქვს ბავშვებო და უმორჩილესად გთხოვთ, მიპასუხოთ... რა იფიქრეთ, როცა სახელები, ჯარჯი და ფეფო ამოიკითხეთ. საიდან თხრის ეს გოგო ამ საშინელ სახელებსო? რაც შეეხება თავებს. ასეთი წინადადება მაქვს თქვენთან. ან კვირაში ორ–სამ თავს დავდებ და დიიდებს, ან ყოველდღე იმხელებს, როგორებსაც ვდებ და ამას დაჯერდით. თავად გადაწყვიტეთ. სხვა ვარიანტების შემოთავაზება უბრალოდ არ შემიძლია. მესმის, რომ არ გყოფნით, ავტორობამდე მკითხველი ვიყავი და ვერ ვიტანდი, ვერც ახლა ვიტან ლოდინს, მაგრამ სხვანაირად არ მიხერხდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.