შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 16


19-05-2015, 20:31
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 205

დრაკო
ნოემბერი სწრაფად გავიდა.ისე სწრაფად რომ მოვლენების გააზრება ვერც კი მოვასწარი.ყველაფერმა კარგმა სწრაფად ჩაიარა. ქვიდიჩი მოვიგეთ.გამოცდები ჩავაბარე.ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.ასევე დაუბრუნდა ჩემი და ანას ურთიერთობა საწყის ეტაპს,ყოველ პარასკევს უხმოდ ვიჯექით ბიბლიოთეკაში და ჩვენ-ჩვენ საქმეს ვაკეთებდით,უფრო სწორედ ის აკეთებდა,მე კი ვუყურებდი.მიყვარდა მისი ყურება,მაგრამ მაინც ეშინოდა ჩემი ამას ვგრძნობდი.მე მასზე ვდარდობდი,მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ეშინოდა? მერლინს ვფიცავ ეს მე არ ვარ,ეს სხვა ჩემთვის უცხო მალფოია,გოგოსთვის ასე ადრე არასოდეს შემიხედავს,ყველა გასართობი და სათამაშო იყო,მაგრამ ახლა? ჩვენს შორის ყველაფერი კარგად იყო და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმ სასჯელის დამსახურება იყო,მაგრამ პოტერის ბანდა ტვინს ურევადა,რაც უფრო მეტ დროს ატარებდა მათთან მით უფრო ვშორდებოდით ერთმანეთს,რაც ძალიან არ მომწონდა. რამე აუცილებლად უნდა მეღონა,მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტე რა მექნა.
****
შობა ახლოვდებოდა და ყველა მეჯლისის ციებ-ცხელებას მოეცვა.ჩემს გარდა!არასოდეს მიყვარდა მსგავსი რაღაცეებ,ბავშობაშიც კი.ჰერმიონი კომისიის თავმჯდომარე იყო და ამიტომ მთელი საღამო მისი უაზრო იდეების მოსმენა მიწევდა.დერეფნებში,ეზოში,კლასში,ყველგან,კაბებზე,მაკიაჟზე და მათ მომავალ პარტნიორებზე საუბრობდნენ.მე კი ყოველ საღამოს ამრეზილ მალფოის ვუყურებდი.რომელიც უტიფრად მათვალიერებდა და დროდადრო,ცივი ნაცრისფერი თვალებიდან სასტიკ მზერას მესროდა ხოლმე.ჩვენს შორის ისევ კედელი შენდებოდა ,არ მინდოდა, მაგრამ მაინც ასე ხდებოდა.დედამ საკმაო მარაგი გამომიგზავნა მაგლური წიგნების,ესეც ჩემი ერთადერთი ბედნიერება მთელს ამ გაუგებრობაში.
გრიფინდორის საერთო ოთახი ბოლო ხანია ჰერმიონის შტაბად „გადაკეთდა“.ჯინიც კი მასთან ერთად განიხილავდა მომავალი დიდი წვეულების დეტალებს,ესეც ასე ერთადერთი მეგობარიც დავკარდე.იმედი მაქვს დროებით. დახმარება მეც მთხოვეს, მაგრამ თავი დავიძვრინე. გარეთ საკმაოდ ციოდა,მაგრამ იქ ყოფნას ყველაფერი სჯობდა.პალტო ჩავიცვი,შარფი და ხელთათმანები გავიკეთე, წიგნს ხელი დავავლე და ხიდისკენ ავიღე გეზი.სწრაფად გადავჭერი ეზო და ასევე სწრაფი ნაბიჯით გავემართე ხიდის ბოლოსკენ,სადაც ჩემდა გასაკვირად ვიღაცის მაღალი,თხელი სილუეტი იკლაკნებოდა.მალფოი!მაშინვე მივხვდი,რომ ის იყო.ბიჭი კიბეზე ჩამოჯდა,დიდი ხანია აქ არ მინახავს. მე ხომ ყოველ საღამოს ამ ხიდზე ვატარებ,ეტყობა რამე უჭირს. მივირბინე და გვერდით მივუჯექი.მალფოიმ თბილად გამიღიმა და ლოყაზე მიჩმიტა.
-ამ სიცივეში აქ რა გინდა?ვკითხე მალფოის. არაფერი მიპასუხა.საერთოდ ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცეოდა,არა არც აქამდე ყოფილა დიდად დალაგებული,მაგრამ ახლა სულ აურია.ახლაც ისე ცივი და არაფრისმთქმელი მზერით მაშტერდებოდა თვალებში.
-შენ ამ ბოლო დროს რა გჭირს?რამე გაწყენინე?ბიჭმა გაკვირვებულმა შემომხედა.
-არაფერი.თითქოს ხმა ჩაუწყდა მალფოის.
-აბა რამე გაწუხებს?დრაკომ უხმოდ გააქნია თავი.კიდევ ვაპირებდი რაღაცის კითხვას მაგრამ... მალფოი ჩემსკენ მოტრიალდა,ბიჭი მძიმედ სუნთქავდა და თვალები უელავდა,მხრებში მომკიდა ხელი,მისი ნაცრისფერი თვალები სიცივეს და სისასტიკეს ღვრიდა.სული გამიყინა მისმა მზერამ,მეგონა მომკლავდა,მაგრამ უცებ ნაზად ჩამოაცურა ხელები მხრებიდან და მთელი ძალით ჩამიკრა გულში,ისე ძლიერად, რომ ნეკნები ამტკივდა.დიდხანს გაშეშებული ვიდექი,მალფოი კი საპასუხო რეაქციის მოლოდინში იყო....მოვეშვი და მეც მთელი ძალით მივეკარი ბიჭს.
ვიდექი და ხარბად ვსუნთქავდი მალფოის არაამქვეყნიურ სურნელს.აქამდე ვერც კი ვგრძნობდი,როგორ მომნატრებია. ყური პირდაპირ მის გულზე მედო.მესმოდა როგორ გამალებით ფეთქავდა მისი გული,ვგრძბობდი როგორ უთთრთოდა სხეული....
ალბათ ასე ვიდგებოდით დილამდე,ფილჩი რომ არ წამოგვდგომოდა თავზე.
-აი სად ჩაგავლეთ თქვენ საძაგლებო- წაისისინა ბერიკაცმა-წავალ და ყველაფერს დირექტორს მოვახსენებ და თქვენ განახებთ სეირს.მალფოი მოხუცს გაყვა უკან მეც მათ დავედევნე.ფილჩმა მთელი ძალით დააბრახუნა კარზე,მაგგონაგელის სილუეტმაც არ დააყოვნა და კარში გამოიზლაზნა.
-ამ შუაღამეს რამ შეგაწუხათ მისტერ ფილჩ?სათვალის ზემოდან გადმოხედა მინერვამ.
-ეს ორი- ხელი ჩვენზე გამოუშვირა კაცმა.ამის დანახვაზე .მალფოიმ ზურგს უკან ამომიფარა და სასტიკი მზერა ესროლა ენაჭარტალა ბერიკაცს.ხიდთან დავინახე.უზნეობას ჩადიოდნენ.მინერვამ წარბები აზიდა.
-მაინც რა სახის უზნეობაზეა საუბარი მისტერ??
-ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ახარა ქალს,იმის მოლოდინში რომ საშინელ სასჯელს მოისმენდა მისგან.
-სიყვარულში ცუდი. არაფერია მისტერ.გაიღიმა ქალმა.მალფოი მოეშვა,მე კი თვალები ვჭყიტე.ნეტავ რომელ სიყვარულზე ლაპარაკობს, ჩვენ ხომ მხოლოდ მეგობრულად ვეხუტებოდით ერთმანეთს,მაგრამ ახლა ამას აღარ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მთავარია გამოვძვერით.
ჯინი ჯერ კიდევ ფეხზე იყო.
- სად ხარ? გული გამისკდა.შენს საძებნად ვაპირებდი წამოსვლას.
-გარეთ ვიყავი.სუფთა ჰაერზე მომინდა გასვლა.
-მართლა? და მაგ სუფთა ჰაერს მალფოი ხო აქ ჰქვია?
-რეებს იგონებ?უტიფრად მივახალე გოგოს.
-მისი სუნამო გადაგესხა? არაფერი ვუპასუხე.სწრფად ჩავიცვი პიჟამა და საწოლში შევძვერი,ჯინისთვის თავის ასარიდებლად,მაგრამ წითური საწოლშიც შემომიძვრა.
-აუუ ჯერ არ დაგპატიჟა?არ ცხრებოდა გოგო.
-არა,ალბათ არ წამოვა.
-ხვალ კაბების ასარჩევად მივდივარ,ხომ წამოხვალ?
-კი წამოვალ.
-შენ არ გინდა კაბა?
-დედას რომ ვუტხარი მეჯლისი მაქვსტქო გადაირია კაბას მე გიყიდი,ჰოდა დავუთმე ასპარეზი.
-მეც.გაეცინა ჯინის.შენ რა მართლა მისი სუნამო გადაგესხა....ისევ სიცილი ატეხა გოგომ მე კი თვალები გადავატრიალე...



პ.ს.მაპატიეთ პატარა თავისთვის,მაგრამ ისეთ თავს გიმზადებთ ოოოოოოოოო.....აუცილებლად მითხარით თქვენი აზრი,როგორ განავითარებდით მოვლენებს.მადლობა ყველას :* :* :* :D



№1  offline წევრი Khaleesi

შენ მოგანდობ სიუჟეტის განვითარებას ისე Yოჩაღ ძაანაც არ დაგიგვიანია

 


№2  offline წევრი Nina-

ai dzalian magaria yochag :* :* :*

 


№3  offline წევრი tveni

კაი რაა ჰერმიონი ასეთი ცუდი არაა.. პირიქით ყველაზე ჰუმანურია მგონი... დრაკოს რაც შეეხება სულ ვფიქრობდი რო ასეთი იქნებოდა მარტოსული და კეთილი :* :*

 


№4  offline წევრი ელენა

დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიანმომეწონა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent