შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატეხილი გრძნობები 7


20-05-2015, 14:00
ავტორი malena
ნანახია 13 386

სამი კვირა გავიდა ასე. არანაირი ძვრები მათ ურთიერთობაში. ორიოდე სიტყვა
დილაობით, სახლიდან კონსერვატორიამდე და მორჩა. ვერ დამთბარი ჯარჯი და
ვერ გახსნილი ფეფო. არ სურდა დაეჩქარებინა გოგონა, არ აწვებოდა, მაგრამ
ზუსტად იცოდა დიდხანს ვეღარ გააგრძელებდა ასე, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება
გლახად ამოეხეთქა. განსაკუთრებით შაბათკვირის გადაგორება უჭირდა.
სახლში არ ადგებოდა. იცოდა მაინც თავშეკავებული იქნებოდა გოგონა. ამიტომაც
დაგეგმა მომდევნი შაბათს კლუბში ყველას შეკრება, მაგრამ მთავარი ფეფოს
დათახმება იყო. ლეას იმედი ჰქონდა, ის მიდიოდა და წესით ფეფოსაც უნდა
გაადვილებოდა წასვლა.
ორშაბათი იყო. გადაწყვიტა, კვირის ბოლოს დაგეგმილ საღამოზე იმ დღესვე ეთქვა
და თუ უარს ეტყოდა, წინ კიდევ რამდენიმე დღე რჩებოდა მის დასარწმუნებლად.
როგორც ყოველთვის სალმით შეხვდნენ ერთმანეთს. ოდნავი ღიმილით ჩაჯდა
ფეფო მანქანაში და მანქანის დაძვრამდე, რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურეს
თვალებში. ჯარჯის ეს მოთხოვნა უკვე ტრადიციად ექცათ ამ სამი კვირის
მანძილზე. მამაკაცის მზერა ისევ ამოუხსნელი იყო გოგონასთვის. ხან უცნაურ
ცეცხლის ნაპერწკლებს ხედავდა მის თვალებში, ხან თოვლიან მყინვარწვერებს.
გრძნობდა იმ რამდენიმე წამის განმავლობაში როგორ უჩქარდებოდა გული,
უხშირდებოდა სუნთქვა, ეცვრებოდა ხელისგულები და რატომღაც მათ შორის
ჰაერის ნაკლებობას გრძნობდა. ეჩვენებოდა, უკვე მთელი საათია ასე სხედან და
უნდოდა გვერდზე გაეხედა, უნდოდა ეს უცნაური კავშირი დაერღვია, რომლის
დროსაც მის წინ მჯდომი მამაკაცი სრულიად აუღელვებლად, ყოველგვარი
სუნთქვია გახშირებების გარეშე კითხულობდა მასში აზვირთებულ ემოციურ
ტალღებს, მაგრამ იქამდე ვერ ახერხებდა შეწყვეტას, სანამ თავად ჯარჯი არ
გადაწყვეტდა რომ საკმარისი იყო და შებრუნდებოდა, დაქოქავდა მანქანას და
მიდიოდნენ თითქმის უხმოდ კონსერვატორიამდე.
– მინდა, შაბათს კლუბში წამოხვიდე.
დიდი მოულოდნელობა იყო ფეფოსთვის ეს სიტყვები. მისი თვალებით
აღელვებული თავის მწყობრში მოყვანას ცდილობდა. სულ არ ჰქონდა ხმის
ამოღების თავი. კარზე ღილაკებს დააჩერდა, ვერ გადაეწყვიტა რომლისთვის
დაეჭირა თითი, ფანჯარა რომ ჩამოეწია. გვიანი შემოდგომის ცივი ჰაერი
მისწრება იყო მისთვის. მიუხვდა ჯარჯი, რაც სჭირდებოდა და სრიალით
წამოვიდა მინა დაბლა. ხარბად ჩაისუნთქა პირით ჰაერი. ცოტა მოვიდა აზრზე
და სავარძლის საზურგეს დამშვიდებული მიეყრდნო. ისევ ზემოთ ასრიალდა
მინა. ჯარჯის გრძელი, ლამაზი თითებისკენ გაექცა მზერა, ხშირად ემართება
ასე. ძალიან მოსწონს მისი გრძელი თითები, მოვლილი ფრჩხილები და მამაკაცური,
დაძარღვული მკლავები.
– წამოვალ. – მისი ხელებისთვის მზერა არ მოუცილებია ისე უპასუხა.
დაეჭვებული მიაჩერდა ჯარჯი, ეგონა მოესმა.
– ე. ი. წამოხვალ. – დააზუსტა მაინც.
– წამოვალ. – წინ, მანქანების ნაკადს გახედა ფეფომ ღიმილით. მიხვდა, მის თანხმობას
არ ელოდა ჯარჯი.
– ლეაც იქნება, ვერკაც, მგონი მოგეწონა, არა? ლიოშაც და შოთაც. – ჩამოუთვალა
მაინც მეტი სანდოობისთვის.
ხმა აღარ ამოუღია ფეფოს, ღიმილით გასცქეროდა გზას და ინტერესი კლავდა ჯარჯის,
გაეგო, რა ფიქრები უტრიალებდა ლამაზ თავში გოგონას. სასწავლებელთან გააჩერა
მანქანა და მისკენ მიბრუნდა. იცოდა თბილი თაფლისფერები კიდევ ერთხელ
დასდებდნენ პატივს. ასეც მოხდა, სერიოზული სახით გაუყარა თვალი თვალში ფეფომ.
– მე შენ გენდობი ჯარჯი.
"სულ ტყუილად" გაიფიქრა და ტუჩის კუთხე აეწია მხოლოდ, მაგრამ ისეთი შვება
იყო ეს სიტყვები მისთვის და იმხელა პასუხისმგებლობა... მისკენ გადაიხარა, მარჯვენა
ხელი ფრთხილად შეახო ლოყაზე, მეტისმეტად მიუახლოვა სახე, მისი ტკბილი სურნელი
ჩაისუნთქა. მსხვილ ტუჩებზე დააჩერდა და იგრძნო, თვალსა და ხელს შუა გაქრა
ფეფოს თავდაჯერებულობა. ათრთოლდა, სუნთქვა გაუხშირდა და თვალები მინაბა.
ღმერთმა იცის რის ფასად არ აკოცა. აუჩქარებლად გადაატარა თითი ბაგეზე, მეორე
ხელით კარი გაუხსნა, თავად კი სავარძელში გასწორდა. მზერადაბინდულმა აახამხამა
წამწამები, ჯარჯის ღიმილშერეულ ტუჩებს და ნაპერწკლებგაჩენილ თვალებს
მოკრა თვალი. დარცხვენილი და გაბრუებული გადავიდა მანქანიდან. ვერაფრით
გაეგო რა ერქვა იმ მდგომარეობას, რაშიც ახლა იმყოფებოდა. რამდენიმე ნაბიჯი
ფრთხილად გადადგა. შუა გზაში გაახსენდა ვიოლინო მანქანაში რომ დარჩა,
სწრაფად მოტრიალდა, შეეშინდა ჯარჯი უკვე წასული არ დახვედროდა, ის კი
მანქანას მიყრდნობილი, ვიოლინოთი ხელში იდგა და დამცინავი მზერით უყურებდა.
მთელ სახეზე სიწითლემ გადაკრა, თავჩაღუნული წავიდა მისკენ, თვალებში
აღარ შეუხედავს ისე ჩამოართვა საკრავი და უსიტყვოდ გაბრუნდა უკან.

მომდევნო დღეებში შედარებით გაუშინაურდნენ ერთმანეთს. ცოტ–ცოტა ერთმანეთის
ოჯახებზეც შეიტყეს. როგორც ფეფო მიხვდა, მშობლებთან მაინცდამაინც კარგი
ურთიერთობა არ ჰქონდა ჯარჯის. "მხოლოდ ხალხის დასანახად თამაშობენ კარგი
ადამიანების როლს." ამ სიტყვებმა, მათი პირველი შეხვედრისას, ჯარჯის ნათქვამი
სიტყვები ფარისევლობასა და თვალთმაქცობაზე ასე თუ ისე გასაგები გახადა. გაიგო,
რომ მუშაობდა, გაკვრით ახსენა რაღაც კომპანია. ძლივს გაბედა და ნაიარევზე
ჰკითხა, ეშინოდა მისი რეაქციის. იქნებ, როგორი არასასიამოვნო მოგონებები აღეძრა
მამაკაცში. ჯარჯიმ კი აუღელვებლად უპასუხა, ერთ დროს რბოლით სერიოზულად
ვიყავი დაკავებული, მერე კი საშინელ ავარიაში მოვყევი და მაშინ გავლამაზდიო. ჯარჯიმ
ფეფოს მუსიკალური მოღვაწეობის შესახებ შეიტყო მეტი. ფილმებზეც ისაუბრეს ცოტა,
რომანტიკული მელოდრამების ხსენებაზე, "ჰო, აბა რაა..." ეს ჩაილაპარაკა ჯარჯიმ
და ფეფოსაც ბევრი აღარ გაუგრძელებია გატაცებით საუბარი. უფრო მეტად ჯარჯის
ჰქონდა კითხვები ფეფოსთან. ყველაფერი აინტერესებდა მის შესახებ, აბსოლუტურად
ყველაფერი, წვრილმანებიც კი.
კოცნის, მოფერების, ან რაიმე მსგავსის მცდელობა აღარ ჰქონია კაცს და ფეფოც
მშვიდად იყო. კლუბზეც აღარ უსაუბრიათ, შეთანხმდნენ და მორჩა. ძალიან ღელავდა
ფეფო. იცოდა, ლეა და მისი მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ სხვადასხვა კლუბებში
და მერე მთელ ღამეს სმასა და ცეკვაში ათენებდნენ, მაგრამ თვითონ არასდროს
ყოფილა. მხოლოდ ლეასგან მიღებულ მცირე ინფორმაციას ფლობდა კლუბის
შესახებ. გადაწყვიტა პირველ რიგში ჩაცმულობისთვის მიეხედა, ამიტომ ლეას
სთხოვა დახმარება.
პარასკევს კონსერვატორიიდან გამოსულს ლეა ტაქსით ელოდა. ჯერ ანგარიშიდან,
ლუარას დატოვებული დანაზოგიდან მოხსნეს გარკვეული თანხა და მერე მაღაზიებისკენ
გაეშურნენ.
ამდენი არასდროს უჩხუბიათ გოგონებს. შარვლებზე თავიდანვე თანახმა იყო ფეფო,
მთელი ცხოვრება ჯინსის ნატვრაში გაატარა, მაგრამ აი, მოკლე კაბებზე, ან ქვედაბოლოებზე
ვერაფრით დაითანხმა ლეამ. ხან დაუყვავა, ხან შეუტია, ხან გოიმი და ბანძი აძახა,
მაგრამ ვერა რაა... არ შეეძლო ჩაფართხუნებული კაბებიდან ეგრევე მინიზე გადასვლა.
ბოლოს ერთი, მუხლებს აცდენილი მუქი მწვანე კაბა ძლივს აყიდინა. მერე დახეულ
ჯინსებზე გააფიჩინა ფეხები. არა, განა არ მოსწონდა სხვის ტანზე როცა ხედავდა, მაგრამ
თავის ტანზე წარმოდგენა გაუჭირდა. სულ ძალით, ყვირილით და ჩხუბით შეაგდო
ლეამ გასახდელში. ცოტა ხანში სარკეში რომ ჩაიხედა, უკვე შარვალში გამოწყობილმა,
კრინტი ვეღარ დაძრა ისე მოიხიბლა საკუთარი თავით, ლეამაც სასწრაფოდ გადაიხადა
საფასური და ფრიად კმაყოფილი გავიდა მაღაზიიდან. ფეხსაცმელებზე თითქმის
არ უკამათიათ. აი, უზორებიანი ჩულქები და კოლგოტი რომ უხსენა ლეამ, გულგახეთქილი
ფეფო მაშინვე გავარდა სავაჭრო ცენტრიდან.

სახლში მისვლისთანავე ფეფოს კარადას ეცა ლეა და თითქმის ყველაფერი გარეთ
გამოუყარა.
– სად შოულობდა ამ საზიზღრობებს ბებიაშენი? – დამანჭული სახით გაუშალა ერთერთი
კაბა ფეფოს.
ღიმილით შესცქეროდა, როგორ ტენიდა უშველებელ ცელოფანში ტანისამოსს ლეა.
ღიღინ – ღიღინით შეალაგა შენაძენი კარადაში. გული პირველად ჰქონდა იმ სიხარულით
სავსე, რასაც ქალი შოპინგის პროცესში და მის შემდგომ განიცდის.
– ჩავიტან ამათ და ბუნკერში გადავუძახებ. – ორი სავსე ტომრისკენ მიუთითა ლეამ.
– არა, ეკლესიაში ჩავიტან მერე. მამაო გაჭირვებულებს დაურიგებს. – იქვე კუთხეში,
ქშენით მიაწყო პარკები ლეამ და ფეფოს საწოლზე გაიშოტა.
– შემდეგ წასვლაზე, ლამაზ შიდა თეთრეულს გაყიდინებ აუცილებლად.
– რაო? – დამფრთხალი მიტრიალდა ფეფო.
– დიახაც, თურმე მკერდი გქონია. წარმოიდგინე ლამაზი, მაქმანებიანი ბიუსტჰალტერი
მასზე მორგებული, რა მაგრობა იქნება. ან ეგ ხუთი წლის ბავშვის ტრუსები რომ გაცვია
ამხელა ქალს, რა უბედურებაა? მაქმანებს უნდა დაუმეგობრდე ჩემო კარგო. – შემგონებლური
ტონით ალაპარაკდა ლეა. – მითუმტეს შენ ისეთი კაცი დაგტრიალებს....
ლოგინიდან წამოხტა და გასვლა დააპირა.
– მოიცადე! – უკან დაედევნა ფეფო. – ჯარჯი რატომ ახსენე, რა კავშირიშია მაქმანებთან?
– იმ კავშირშია რომ, კაცებს აგიჟებთ მსგავსი ლამაზობები.
– ჩემი ტრუსების და ბიუსტჰალტერების მასთან გამომზეურებას არ ვაპირებ, არც
გაშიშვლებას ვგეგმავ. ჯერ ადრეა... – დამორცხვებულმა ჩახარა თავი და თითქმის
ჩურჩულით წაილუღლუღა.
– გეგმავს თურმე... სულ შენს გეგმებს დაეკითხება ჯარჯი რააა... – ჩაიქოთქოთა
ლეამ და ისევ საწოლზე დაჯდა. – შენ ძალიან გამოუცდელი ხარ ფეფო. ის მამაკაცია.
მამაკაცები კი ქალის გარეშე ვერ ძლებენ, ჯარჯისნაირები მითუმეტეს. მას ყოველთვის
ყავდა ობიექტი, რომლის ხელში ჩასაგდებადაც აზარტში შესული იღწვოდა და მიზანს
ყოველთვის აღწევდა. ახლა შენ ხარ მისი ინტერესის სფერო და მართალია მჯერა,
ძველებურად ჟინის მოკვლის სურვილით არ გელოლიავება. შენთან სხვანაირი
თბილი გრძნობები აქვს, მაგრამ მაინც კაცია და დარწმუნებული ვარ, სიგიჟემდე
უნდიხარ.
ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, ფეფო ჩაფიქრებული და შეცბუნებული იდგა. ამაზე არასდროს
დაფიქრებულა.
– შენ კი... ცოტათი მოგწონს მაინც?
– კი. – ძლივსგასაგინად წარმოთქვა. – მაგრამ მაინც მაშინებს მისი თვალები. მისი
სიმკაცრე, ის რომ შეიძლება ვერასოდეს გავუგო მის მზერას. ხანდახან ისეთი
იდუმალია და ამოუცნობი.
– ჰო. რთული ადამიანია, ძნელად გასაგები და ძნელად წასაკითხი, მაგრამ თანდათან
უკეთ გაიცნობ, ასე ვთქვათ დაუმუღამებ. – ლოყაზე მოუთათუნა ხელი ლეამ. – მთავარია
მოგწონს.

შაბათ საღამოს, გამზადებული იჯდა მისაღებში და ლეას ელოდა, როდის დაასრულებდა
პრანჭვას და გამოაღწევდა ოთახიდან. სულ ოდნავ ღელავდა და ონდავ ეუცხოებოდა
ახალი ტანსაცმელი. წინადღით ნაყიდი კაბა, რომელიც მუხლს ზემოთ სიგრძის იყო,
სავარძელში ჩამჯდარს კიდევ უფრო ზემოთ ასვლოდა და მეტისმეტად შიშვლად
გრძნობდა თავს. თუმცა, გამოცვლაზე წამითაც არ უფიქრია. მითუმეტეს ლეას ჩაცმულობის
ხილვის შემდეგ.
– როგორ გამოვიყურები? – გრაციოზულად დატრიალდა ფეფოს წინ, შავ ბადეში
გამოწყობილი ლეა. დიახ, ბადეში. სხვა სიტყვა ვერაფრით მოიფიქრა ფეფომ.
თვალებგადმოკარკლული მიაჩერდა მამიდაშვილს.
– ჰო, შენთვის შოკის მომგვრელია ალბათ. – ჩაილაპარაკა ფეფოს გაშტერებული სახის
შემხედვარე ლეამ და ქურთუკი მოიცვა.

ყურის ბარაბნები კინაღამ დასუკდა კლუბში შესულს. სად მისი საყვარელი კლასიკა
და სად ეს. ლეამ ხელი ჩაავლო არ დამეკარგოო და ერთერთი მაგიდისკენ დაიძრა.
პირველი ვერკა მოხვდა თვალში. ნამდვილი სილამაზის ქალღმერთი იყო ქალი.
როგორ შეიძლებოდა ვინმეს ვერკა ენახა და არ შეყვარებოდა ერთი ნახვით, გიჟური
სიყვარულით, ვერ ხვდებოდა. ან როგორ შეეძლოთ ჯარჯის, შოთას, ალიოშას მისი
მეგობრები ყოფილიყვნენ მხოლოდ და სხვა ქალისკენ გაეხედათ, როცა მსგავსი მშვენიერება
ცხვირწინ ჰყავდათ.
ლიოშა მკაცრი სახით გასცქეროდა მოცეკვავე ახალგაზრდობას, შოთა ვერკასთან ერთად
ხალისობდა, ჯარჯი კი არსად ჩანდა. სამივე თბილად შეხვდა, ლიოშამაც კი გაუღიმა,
ვერკამ გულში ჩაიკრა. თავადაც ღიმილი აეკრა სახეზე. გარემო მოათვალიერა, ჯარჯის
დაუწყო ძებნა თვალებით. ბარისკენ მიანიშნა ლეამ. იქ იდგა და ფეფოს არ აცილებდა
თვალს. მოკლე სახელოებიანი, მუქი ლურჯი მაისური ეცვა. პირველი შეხვედრის
მერე აღარ ენახა მისი ტატუები, ისეთი შიშისმომგვრელი აღარ ეჩვენა, მეტიც
მოიხიბლა.

შემოვიდნენ თუ არა მაშინვე შეამჩნია. შეაცბუნა მისმა გამოაშკარავებულმა სილამაზემ.
იცოდა კოხტა ფეხები რომ ჰქონდა გოგონას, მაგრამ მაინც ერთგვარი მოულოდნელობა
იყო ლამაზი მუხლებით დაგვირგვინებული ჩამოსხმული წვივები. წვრილი წელი,
მოყვანილი თეძოები, გამოკვეთილი მკერდი, წინანდელ ჩაცმულობაში თითქმის რომ
არ შეიმჩნეოდა. მოღერებული ყელი, თითქოს კაფანდარა, თუმცა მომრგვალებული,
კოხტა ფორმებით. თმა ისევ დაწნული. დამფრთხალი, დაბნეული გამომეტყველება.
კაბის გამო, თაფლისფერ თვალებში ჩაღვრილი მუქი მწვანე და საყვარლად
დაბურცული ტუჩები. ო, როგორ ურევს თავგზას ეს პატარა გოგო, როგორ აგიჟებს.
თავი ანება კლიენტების მომსახურებას და მისკენ წავიდა. ვერ აიტანს რომ არ შეეხოს,
სიახლოვეს რომ არ დაიგულოს.
მკაცრი სახით მიაჭრა გოგონასთან. წვრილი წელი ჩაბღუჯა და მკერდზე აიკრა. მისი
შეკრთომაც შენიშნა, მისი დაძაბულობაც, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. ტუჩები
ყურთან მიუტანა...
– ჩემი ხარ! – მკაცრად, კატეგორიულად, ხაზგასმით წასჩურჩულა და შეშინებულ
თვალებში ჩახედა. ოი, როგორ მოუნდა მისი ბაგეების დაგემოვნება. იგრძნო, მასში
არსებული მხეცი როგორ იწყებდა აჯანყებას და ისევ თბილ თაფლისფერებზე
გადაერთო.
მორცხვად გაუღიმა ფეფომ, ფრთხილად წაიღო ხელი ჯარჯის სახისკენ. ნაიარევს მთელს
სიგრძეზე, წარბიდან ყბის ძვლამდე, ნაზად დაუსვა თლილი თითები. მამაკაცის მომთხოვნმა
მზერამ, გახშირებულმა სუნთქვამ დაძაბა და სწრაფადვე ჩამოსწია უკან.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სავარაუდოდ, ხვალ ვერ დავდებ მომდევნო თავს. მომკალით
თუ გინდათ, მაგრამ არ ვიქნები სახლში მთელი დღე.
ვწუხვარ და ბოდიშიიი...



№1  offline წევრი nestanuka13

მმმ რა კრგი თავი იყო და დიდიც მაგრამ არ მეყო რა თქმა უნდა, მე ძალიან მომწონს ასეთი კაცები რა ეხლა ვგიჟდები ჯარჯიზე love :)))) ეხხ მოვითმენ ზეგამდე სხვა რა გზაა sad

 


№2  offline წევრი nnssnnss

Shen iseti kargi xar ertdgian dasvenebas imsa xureb :-D ogont marto ertdgiani ra:-D chvents shegvicode:-D♥♥

 


№3  offline მოდერი MyLove

ვაიმე ამ სიცხეში კიდევ ეს მინდოდა მე? wassat
გამდინდა ღვითქი! lol
გიმეორებ უკვე მემილიონედ, რომ შენ ხარ არაჩვეულებრივი და ყოველთვის, ყოველთვის, ყოოოოოოველთვის მიხარია შენი ისტორიის ახალი თავის ხილვა.
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი Unnamed

Gadavitant rogorme :D kargi iyo dzaaaannn :D leqss fbze gamogigzavni dges sagamos :D

 


№5  offline მოდერი malena

მადლობებიიიი... როგორი გამგებიანი გოგჩოები მყავხართ.
MyLove სიმხურვალე მომდევნო თავებში ნახე შენ. ;)

Unnamed
Gadavitant rogorme :D kargi iyo dzaaaannn :D leqss fbze gamogigzavni dges sagamos :D


მოვიძიე ნეტში. წავიკითხე და ძალიან შემეცოდა ის ჯარჯი. :(

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

მალენიკო, მაგარი რომ იყავი კი ვიცოდი,მაგრამ ასეთსაც არ ველოდი. მარტო ამ ისტორიის კითხვა მინდა ამ საიტზე ეხლა. ვსიო,მეტი არაფრის:)). არა, 2-3 ისტორიის კიდევ,მაგრამ შენ სათავეში ხარ. და შენს გვერდით ვინც მყავს ის პირადშიც მიგზავნის წინასწარ ისტორიას:)))).

 


№7  offline მოდერი malena

grafo
მალენიკო, მაგარი რომ იყავი კი ვიცოდი,მაგრამ ასეთსაც არ ველოდი. მარტო ამ ისტორიის კითხვა მინდა ამ საიტზე ეხლა. ვსიო,მეტი არაფრის:)). არა, 2-3 ისტორიის კიდევ,მაგრამ შენ სათავეში ხარ. და შენს გვერდით ვინც მყავს ის პირადშიც მიგზავნის წინასწარ ისტორიას:)))).


დედას მტირობ ისე მარცხვენ. ვის გვერდით მაყენებ, იმ ჩასაყლაპ გოგოსთან მოვალ მეე???

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

malena
grafo
მალენიკო, მაგარი რომ იყავი კი ვიცოდი,მაგრამ ასეთსაც არ ველოდი. მარტო ამ ისტორიის კითხვა მინდა ამ საიტზე ეხლა. ვსიო,მეტი არაფრის:)). არა, 2-3 ისტორიის კიდევ,მაგრამ შენ სათავეში ხარ. და შენს გვერდით ვინც მყავს ის პირადშიც მიგზავნის წინასწარ ისტორიას:)))).


დედას მტირობ ისე მარცხვენ. ვის გვერდით მაყენებ, იმ ჩასაყლაპ გოგოსთან მოვალ მეე???


ეხლა მომისმინე(კატეგორიული ტონი): ის თავის ჟანრშია სუპერ და განუმეორებელო და შენ რა შუაში ხარ ქალბატონო?! შედარების შენეული ვერსია სულ არ მომწონს და მეტჯერ განმეორებას არ გირჩევ,თუ თავი არ მოგბეზრებია! ის რასაც წერს კარგია და შენ რასაც წერ ეგეც კარგია. გაიგე თუ კიდევ გავიმეორო?!:)))).
მე მარტო მაშინ შეგარცხვენ, ახალ თავს თუ ძალიან დააგვიანებ:*.

 


№9  offline წევრი casas

ნახე ფეფოო როგოორრ გათამაამდააა wink ისწავლიის ესეეც ეშმაკობეებს თანდათან და მთლად გადარეევს აამ ბიჭს wink მეეც მინდა ერთი ჯარჯისნაირიიი winked

 


№10  offline წევრი nestanuka13

რა იწვევს შენს გაღიზიანებას ასე??

 


№11  offline მოდერი malena

eremar
daiviwyet, chemi azri vis rashi ainteresebs


მე მაინტერესებს ჩემო კარგო, რამ გაგაბრაზა? ბოლო მინაწერი გავიგე, მაგრამ ისტორიაში რამ გაგაღიზიანა?

 


№12  offline წევრი mari_xano

Erti dge gavudzlebt rogorme :D male gaagrdzele raa :*

 


№13  offline მოდერი malena

eremar
bolo minawershi ra azric devs, igive istoriac, ubralob ufro ganvrcobilad. tu erti gaige, meore misi aslia.


მე ასე გავიგე. გაღიზიანდი დღეს რომ ვერ ვტვირთავ ახალ თავს, ანუ ისტორიასაც ამიტომ ერჩი? ნუ, თუ არ გინდა ნუ განმარტავ, კი ბატონო. :)

"ეს ისტორია უკვე მაღიზიანებს" ამ ფრაზაში გავრცობილი ვერაფერი დავინახე მეე

 


№14  offline მოდერი malena

ket-kat
აუ საღამოს მაინც დადე :((((

დღეს ვერა, არ ვარ სახლში. :)

 


№15  offline მოდერი malena

[quote=eremar][quote=casas]ნახე ფეფოო როგოორრ გათამაამდააა wink ისწავლიის ესეეც ეშმაკობეებს თანდათან და მთლად გადარეევს აამ ბიჭს wink მეეც მინდა ერთი ჯარჯისნაირიიი ai, aman gamagiziana me da ara shenma minawerma :D :D axla mivxvdi , rom sxvanairad gaige rac davwere.[/quote]

უიმეე... რატომ მერე, რატომ? რას ერჩი?

სახლში ისეთი სიტუაცია მაქვს, მგონი დღესაც ვერ დავდებ ახალ თავს. :(

 


№16  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა საყვარელია ფეფო heart_eyes

 


№17  offline წევრი sofi_sofiaa13

ოჰოჰ ფეფო მგონი გამოცოცხლდაა
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent