მე შენ სიზმარში შემიყვარდი. 5
ალბათ, მართლაც უცნაურია, როცა შენი სიზმარი ერთ დღესაც რეალობად იქცევა.ელენი ახლა, იდგა იმ უცნობის წინაშე, მის სიზმრებში რომ მოდიოდა და გულს უფორიაქებდა. დაბნეული უყურებდა ლუკას და თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეთქვა, თითქმის ყოველ ღამე მესიზმრებოდიო. ასე იდგებოდა დიდხანს, მეგი რომ არა. -აჰ ესე იგი შენ ხარ სასტუმროს მფლობელი? და დაიწყო მან დილით მომხდარი გაუგებრობის მოყოლა ლუკასთვის, მისი თანამშრომლები არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა და დაასკვნა რომ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონეს ასეთი რამ არ შეეფერებოდა. ლუკამ, მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და უფასო ვახშამზე დაპატიჟა გოგონები. მათაც სიამოვნებით მიიღეს ეს წინადადება და ოთახებისკენ გაემართნენ. -ღამე მშვიდობისა ელენ. მიაძახა, დაბნეულად მიმავალ ელენს ლუკამ და გაუღიმა. ოთახში შესვლისთანავე, მარიმ და მეგიმ ერთხმად დაიწყეს განხილვა თუ როგორი სიმპატიური მფლობელი ყავდა სასტუმროს. -ლეენ დაინახე როგორ გიყურებდა? ლამის თვალებით შეგჭამა. დაიწყო მარიმ. - ხო გოგო მგონი მართლა მოეწონე და იმიტომაც დაგვპატიჟა რესტორანში, თორე ისე როგორც ყველგან ხდება ერთ ხილით სავსე კალათს გამოგვიგზავნიდნენ ვითომ ბოდიშის მოხდით. - გოგოებო, ვიცი იტყვით ეს მგონი სულ გაგიჟდაო, მაგრამ გეფიცებით, ეს ის ბიჭია რომ გითხარით სიზმრებში ვხედავთქო. სწორედ მაგიტომ წამივიდა გული მის დანახვაზე, ვერც აგიღწერთ ეს რა შეგრძნება იყო. სიხარული, გაოცება, შიში.. ყველაფერი ერთად ვიგრძენი და იმწამსვე გავითიშე. მარი და მეგი პირდაღებულები უყურებდნენ ელენს. -ვაიმეე ნადვილად რაღაც მაგიურ ძალას ფლობ ლეენ, ალბათ წინასწარმეტყველი ხარ და აქამდე არ იცოდი. აღფრთოვანდა მეგი. მარიმ მობეზრებული სახით გახედა. -მეგი რამდენჯერ გითხარი დაანებე მაგ სულელური სერიალების ყურებას მეთქი თავი, მაგია აქ არაფერ შუაშია. ლუკა ქართველია და დარწმუნებული ვარ ალბათ ელენს ის თბილისში უნახავს სადმე და მის გონებაში ეხლა ამოტივტივდა. დაამშვიდა მარიმ გოგონები. - ხო ალბათ, მაგრამ არ მახსენდება ჩემს ცხოვრებაში ესეთი სიმპატიური ბიჭი მენახოს და მერე ასე უბრალოდ დამვიწყებოდა. -ოო თქვენ როგორები ხართ კიდე რა, ეს არის რაღაც სასწაული გეუბნებით მე თქვენ და იჯექით ეხლა და იმტვრიეთ თავები. მიაძახა მეგიმ გოგონებს და სიგარეტს მოუკიდა. გოგონები კიდევ ცოტა ხანს საუბრობდნენ, შემდეგ მეგი თავის ნომერში წავიდა და დასაძინებლად მოემზადნენ. ელენი ვერ ისვენებდა, ძილი არ ეკარებოდა. ლუკაზე ფიქრი გონებას უმღვრევდა. პირველად იყო მის ცხოვრებაში, რომ მამაკაცის გამო ასე იყო აფორიაქებული. თანაც როგორი მამაკაცის. ის ხომ ისეთი სიმპატიური, ტანადი და მდიდარი იყო. არა ეს ნამდვილად რაღაც ზღაპარია, სინამდვილეში ესე იდეალურად არ ხდება ხოლმე, იქნებ ცოლიანია და შვილებიც ყავს გაუელვა ელენს თავში და თავისივე ფიქრებმა ძალიან შეაშინა. დილის 9:00 საათი იყო მარიმ რომ გამოაღვიძა. -ლენ ადექი რა, ნახე როგორი კარგი ამინდია, წამოდი აუზზე ჩავიდეთ, ის გიჟი უკვე მზადაა და გველოდება. მეგის ხსენებაზე ორივეს სიცილი აუტყდათ, მაინც როგორი ენერგიული და ჭკუამხიარული იყო ეს გოგო, შეუძლებელია მასთან მოიწყინო. გოგონები აუზზე ჩავიდნენ, იქაურობა თითქმის სავსე იყო ხალხით, ძლივს მოძებნეს თავისუფალი ადგილი, თავისი ნივთები იქვე მიყარეს და წყალში გადაეშვნენ. გოგონებმა წყალში ყოფნით, რომ იჯერეს გული, აუზიდან ამოვიდნენ და მზეს მიეფიცხნენ. ცოტა ხანში მწველმა მზემ, მათი კანი შეაფერადა. ელენს თვალები დახუჭული ქონდა და იმ ვახშამზე ფიქრობდა ლუკამ, რომ დაპატიჟა. უცებ, მის თავთან ნაცნობი ხმა გაისმა და მთელი სხეული ისე დაეჭიმა, თითქოს თოკები მოუჭირესო. -მგონი ამ ცხელ მზეზე გოგონებს, რამე გამაგრილებელი სასმელი მოუხდებათ. მათ წინ ლუკა იდგა, მიმტან ბიჭთან ერთად, რომელსაც ხელში ლანგარი ეჭირა ცივი კოქტეილებით. გოგონები იმ წამსვე წამოსხდნენ და ერთმანეთს დაბნეულად გადახედეს. -ეს კი ნამდვილად შესანიშნავი სერვისია, აღფრთოვანდა მეგი და ხელი სტაცა ჭიქას. ელენმა უხერხულად გამოართვა ლუკას ჭიქა და მადლობის ნიშნად გაუღიმა. ლუკა მის პირდაპირ ჩამოჯდა და გოგონებს საუბარი გაუბა. -ესე იგი აქ გუშინ ჩამოხვედით? -ხო წელს გოგოებმა გადავწყვიტეთ ცოტა განსხვავებულად აგვეღნიშნა ახალი წელი. ისე რამე სპეციალური პროგრამა გააქვთ აქ საახალწლოდ? შეეკითხა ელენი. - კი სასტუმროს დამსვენებლებისთვის ყოველ წელს ვაწყობთ ხოლმე საახალწლო ივენთს. -აჰა ძალიან კარგი, ესე იგი არ მოვიწყენთ. - მაგის სრულ გარანტიას გაძლევ ელენ. უპასუხა ლუკამ და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა. ელენი დაიბნა ლუკას ასეთ სითამამამეზე და გაუღიმა. - ისე აუზზე ყოფნას, ჯობს ზღვაზე გახვიდეთ, ძალიან კარგი წყალია, სანაპიროზეც გესიამოვნებათ. ურჩია ლუკამ. გოგონებსაც მოეწონათ მისი იდეა და ლუკას გაყვნენ. წყალი მართლაც სასიამოვნო იყო, გოგონებმა ზღვაში შეცურეს და პატარა ბავშვებივით ერთმანეთის გაწუწვა დაიწყეს. ლუკა მათთან ახლოს მიცურდა და თამაშში აყვა. ცოტა ხანში ელენმა დაღლა იგრძნო და ნაპირზე გამოვიდა. სიამოვნებით მიწვა ოქროსფერ ქვიშაზე და სხეული მზეს მიუფიცხა.დანარჩენებიც შეუერთდნენ მას. -აქ ოჯახთან ერთად ცხოვრობ? ვეღარ მოითმინა ელენმა და ლუკას დაკითხვას შეუდგა. -არა, ჩემები ეხლა თბილისში არიან, იქაც გვაქვს სასტუმროების ქსელი და მამაჩემი უვლის იქაურ საქმეებს. მე ხან აქ ვარ ხან თბილისში.ზამთარს გამოვექეცი, არ მიყვარს სიცივე. დაიწუწუნა ლუკამ და ქვიშაზე მიწვა. ელენი გაუბედავად აპარებდა თვალებს ლუკასკენ, თითქოს რაღაც ძალა ექაჩებოდა მისკენ. -სად შეიძლება რომ რამე ტრანსპორტი ვიქირაოთ პირამიდებთან რომ წაგვიყვანოს და საერთოდ ქალაქი რომ დაგვათვალიერებინოს? ჰკითხა ელენმა. -ჰმმ. მყავს ერთი საიმედო ნაცნობი, ძალიან სანდო ადამიანია, ყველა შენს სურვილს შეასრულებს. -არაჩვეულებრივია, როდის შეძლებს რომ გამოგვიაროს? თვალები აუციმციმდა ელენს. -ეხლავე შეუძლია თქვენი სურვილის ასრულება. გაუღიმა ლუკამ და წარბები ეშმაკურად აათამაშა. -ოჰჰ როგორი მაღალი თვითშეფასების უნარი გქონია, მაინც რატომ გგონია რომ თვალდახუჭული შეიძლება გენდო? უთხრა ელენმა და გამომცდელი მზერა მიაპყრო ლუკას. -იმიტომ, რომ შენი ნდობა დიდი ხნის წინ მოვიპოვე უკვე. უპასუხა ლუკამ და თვალებში ჩახედა გაოცებულ ელენს. -უკაცრავად, მგონი ვერ მიგიხვდი, როგორ თუ აქმადე მოიპოვე?. დაბნეულად კითხა ელენმა. ლუკამ ხმამაღლა გაიცინა -გუშინ არ იყო რომ, სიკვდილს გადაგარჩინე? ნუთუ არ ვიმსახურებ ნდობას? .გამომწვევად მიუგო ლუკამ და ელენს აპრეხილ ცხვირზე თითი ნაზად ჩამოკრა. ღმერთო ჩემო რა სულელი ვარ, რა უაზროდ ვკითხე. გაიფიქრა ელენმა და საკუთარ თავზე ბრაზი მოერია. ლუკა, ელენს მისჩერებოდა, გრძნობდა როგორ იზიდავდა თავისკენ ეს არაჩვეულებრივი გოგონა, როგორი მოხდენილია, ნაზი და სადა. ისეთია, სულ რომ გვერდით უნდა გყავდეს და უფრთხილდებოდე. ნეტა ვინმეს თუ ხვდება. რა მნიშვნელობა აქვს, რომც ხვდებოდეს შეუძლია სამუდამოდ დაემშვიდობოს. ამ ფიქრებში იყო ლუკა გართული და ვერც კი მიხვდა, რომ ელენმა მისი დაჟინებული მზერა შეამჩნია, რომელიც თითქოს წვავდა მის სხეულს. -ესე იგი ჩვენო სანდო მძღოლო, რომელ საათზე შეძლებ ჩვენს წაყვანას?. სიჩუმე მეგიმ დაარღვია. -შეგიძლიათ გამოიცვალოთ, იმიტომ რომ მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა საცურაო კოსტუმებით იქ ვერ წამოხვალთ. გაუღიმა გოგონებს ლუკამ. -ჯერ ვჭამოთ რა, წყალში ყოფნის მერე ძალიან მომშივდა. დაიწუწუნა მარიმ. მისი იდეა სხვებმაც გაიზიარეს და სასტუმროსკენ გაემართნენ. მალევე მზად იყვნენ გოგონები. ლუკა სასტუმროს შესასვლელთან მანქანით ელოდებოდა. სამივე უკანა სავარძელაზე დასხდნენ, რამაც ლუკას პროტესტი გამოიწვია და გოგონებს უკმაყოფილო სახით გახედა. -კარგით რა, თავი მართლა მარშუტკის მძღოლი მგონია, ერთ ერთი გადმოდით წინ. მარიმ ელენს გვერდზე უჩქმიტა და თვალებით ანიშნა წინ დაჯექიო. ელენიც, გადმოვიდა და ლუკას გვერდით მიუჯდა. -ეხლა შეგიძლია დაძრა მანქანა უფროსო. დაუსისინა ელენმა ლუკას და თავისი აბზეკილი ცხვირი კიდევ უფრო მაღლა აბზიკა. ლუკას გაეცინა მის ასეთ საქციელზე და თავი ძლივს შეიკავა რომ ელენისთვის ცხვირზე არ ეკბინა. გოგონები გზა და გზა აჩერებინებდნენ ლუკას მანქანას, გადაცვივდებოდნენ და ერთი და იგივე ადგილზე, საცოდავ ლუკას ათასს სურათს აღებინებდნენ. მისი წუწუნი უკვე აღარ ჭრიდა გოგონებზე და საბოლოოდ დაიმორჩილეს ის. როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე. მანქანა დააყენეს თუ არა გოგონები მოუთენლად გადმოცვივდნენ და აღტაცებულები უყურებდნენ მათ წინ აღმართულ პირამიდებს. ლუკა უხსნიდა მათ, რომ ყველა პირამიდას თავისი სახელი აქვს და თითოული მათგანი საკუთარ ისტორიას ფლობს. - აი მაგალითად ეს, ჯოსერის პირამიდაა და იცი ვისი აშენებულია? მუმია გახსოვს ფილმი? აი მაგ მუმიის, იმჰოტეფის აშენებულია. ელენი მოხიბლული იყო ლუკას საუბრით, გულისყურით უსმენდა და უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა, მის თვალწინ რომ აცოცხლებდა ლუკა საუკუნეების წინანდელ ლეგენდებს. გოგონებმა გული იჯერეს პირამიდების ცქერით, უკვე მზეც ჩადიოდა და მართლაც არაჩვეულებრივი სანახავი იყო პირამიდების წვერზე ოდნავ მოელავარე მზის სხივები. ელენი, ჩუმად იდგა და გასცქეროდა ამ ლამაზ სანახაობას.უცებ, უკნიდან ლუკას ხმა მოესმა, რომელიც ისე მიუახლოვდა, რომ მისი სუნთქვა ელენს პირდაპირ ყურებთან ესმოდა. სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. ლუკამ ხელი მოკიდა და თავისკენ შემოატრიალა. -საერთოდ არ შეცვლილხარ. უთხრა და ლოყაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა. ელენს თითქოს, რაღაც ჩასცხესო ისე გაქვავდა ადგილზე. ნუთუ მასაც ვესიზმრებოდიო გაიფიქრა, მაგრამ კითხვას ვერ ბედავდა, ეშინოდა იქნებ ვერ გამიგოს და სასაცილოდ ამიგდოსო. -როგორ თუ საერთოდ არ შევცვლილვარ? საიდან იცი როგორი ვიყავი ადრე? ლუკა ვერ ვხვდები მე შენი სიტყვებით თამაშს და იქნებ ამიხსნა ეს ყველაფერი. გამომცდელი თვალებით დააშტერდა ლუკას სახეს, რომელიც სრულიად მშვიდად იდგა მის წინ და სულაც არ აპირებდა, რაიმე ახსნა განმარტების მიცემას. -რა უნდა აგიხსნა? ასახსნელი არაფერია პატარავ. თბილისში როდის ბრუნდებით? სცადა სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი. -3 იანვარს. ლუკა არ ვიცი, რატომ მაგრამ რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს, რაღაც დეჟავუს მსგავსი. თითქოს სადღაც მინახიხარ, თითქოს აქ უკვე ვყოფლვარ შენთან ერთად. ვიცი ცოტა სულელურად ჟღერს მაგრამ... ძლივს დაასრულა სათქმელი ელენმა, ლუკას მზერას ვეღარ გაუძლო და თვალები დახარა. ლუკამ მისი სახე ხელებში მოიქცია და ალბათ მის ტუჩებსაც დასწვდებოდა , რომ არა მეგი, რომელიც ცდილობდა ქვებზე აცოცებულიყო და ისე საცოდავად დაეცა მიწაზე, რომ მისმა კივილმა გამოაფხიზლა წყვილი. ელენი და ლუკა მიცვივდნენ მეგის, რომელიც თან იცინოდა და თან ტიროდა. წამოაყენეს და იქვე სკამზე ჩამოსვეს. -შეგიძლია მითხრა სად მიძვრებოდი? წარბაწულმა კითხა ელენმა. -სურათი უნდა გადაეღო ჩემთვის მარის და მინდოდა ცოტა ორიგინალური ყოფილიყო, რავიცოდი ეს ქვები თუ იფშვნება. თავი იმართლა მეგიმ. -კარგით წასვლის დროა უკვე ბნელდება და თან თქვენი ვახშმის დროც მოდის. უთხრა ლუკამ გოგოებს, მეგი მხარზე გადაიკიდა და ისე წავიდნენ მანქანისკენ. სასტუმროში რომ დაბრუნდნენ, ყველას ძალიან შიოდათ უკვე. გოგონები ოთახებისკენ გაემართნენ და ლუკას შუთანხმდნენ რომ 9 საათისთვის სასტუმროს მისაღებში შეხვდებოდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.