შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური საფრთხე (VI თავი)


20-05-2015, 17:49
ავტორი N7
ნანახია 3 787

თვითმფრინავში ჩასხდნენ. ელენე ძალიან გაახარა მაშოს დანახვამ და ბევრი ჩაკოცნა საყვარელი პატარა. ბოლო შეტყობინება გაუგზავნა დიკოს, რადგან არ ენერვიულა და დაღონებულმა დაუქნია საყვარელ ქალაქს ხელი. ისიც კი არ იცოდა, თუ სად, რომელ კუნძულზე ან კონტინენტზე, თუნდაც ქალაქში, ან სოფელში, საერთოდ, სად მიდიოდნენ, მაგრამ ენდობოდა დემეტრეს. მისგან გამოხატულმა თხოვნამ, რომ სანდო არ იყო, ბოლომდე ვერ იქონია გოგონაზე გავლენა. მაინც ენდობოდა დემეტრეს, მაინც უყვარდა მამაკაცი, რომელსაც თორმეტი წელი დაუთმო.
ფრენამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ელენესა და მაშოზე. ზუსტად ეს ორი უკანასკნელი, ამ ცუდი თვისებებით დაემსგავსნენ ერთმანეთს, ორივე ხდებოდა ცუდად მგზავრობისას. დემეტრე წინ და უკან დადიოდა თვითმფრინავში და წამალს უშედეგოდ ეძებდა. ერთმანეთს მისვენებული მაშო და ელენე კი უაზროდ აიმედებდნენ დემეტრეს, რომ კარგად იყვნენ, თუმცა მათი ფერწასული სახე ყველაფერს გარკვევით ამბობდა.
საბოლოოდ, როგორც იქნა, ჩაფრინდნენ დანიშნულების ადგილზე. მაშო დემეტრემ აიყვანა და ელენეც მისი „სათრევი“ გახდა საბოლოოდ.
თვითმფრინავი ტრიალ მინდორზე დაეშვა. ულამაზესი გარემო იყო, მინდორი და გარშემო მთები. შორიდან, ძალიან მკაფიოდ ისმოდა მდინარის ხმა. თითქოს მთებში დიდი ჩანჩქერი შუაზე იყოფოდაო და ორივ მხარეს, ექოსავით აყრუვებდა გარემოს. დიდხანსაც რომ გესმინათ, ვერ გაიგებდით საიდან მოდიოდა ეს ხმა და ჩიტების გამაყრუებელი გალობა, მდინარის ხმას შეერთებული, სმენას დაგიხშობდათ. საოცარი სურნელი ტრიალებდა გარშემო და ზღაპარში წარმოდგენილ საოცარ ადგილს გაგახსენებდათ.
სწორედ ზემოთხსენებული ყოველივე ელენეს შეეხო და სმენის დახშობასთან ერთად, ფიქრი დაეხშო. გაშეშდა წამით და აღარაფერი ესმოდა გარდა იმ საოცარი ხმების ერთობლიობასა, რომელსაც ჩიტების ჭიკჭიკი და მდინარის შეერთებული ხმა წარმოშობდა. თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და იგრძნო, რომ ვეშაპის კლანჭებისგან განთავისუფლებულიყო. მიხვდა, რომ აღარ იყო ჩიტი, გალიაში გამომწყვდეული და ის გარემო, სადაც თავი ამოჰყო, სიცოცხლის ყოველი წამის გასატარებლად ღირდა.
ნელა გაახილა თვალები და მომღიმარ დემეტრეს გახედა. თავადაც გაუღიმა და ძალიან მაგრად შემოჭდო ხელები მის წელს. ეს იყო ნიშანი მადლობისა ყოველივესთვის. ჯერ თავად ბედნიერება ხომ ეს მამაკაცი იყო და მერე ასეთი საოცრებების თანხლებით? მიხვდა, რომ ყველაფერი უღირდა, ოღონდ არასდროს ყოფილიყო მისგან შორს.
–დემე, მიყვარხარ, – თითქმის თავისთვის წაიჩურჩულა და იგრძნო, თუ როგორ აღელდა მამაკაცი.
–მეც, – გაისმა მისი ბარიტონი და თავზე შეეხო იმდენად ცხელი ტუჩები, რომ გაბუებული თმის ქვეშაც იგრძნო მათი სიმხურვალე.
წამში დაუარეს ცხელმა ტალღებმა ელენეს.
მერე ნელა გაანთავისუფლა მამაკაცი კლანჭებისგან და ამჯერად მაშოს მიეფერა, რომელიც ისევე აღტაცებული იყო სანახაობით, როგორც თავად.
არ ჰქონდა მნიშვნელობა ერთი მამის შვილები იყვნენ, თუ – არა, მნიშვნელოანი იყო ის, რომ ერთმანით ასლები იყვნენ და ერთმანეთს ავსებდნენ. ისეთი სიცოცხლით სავსე იყო პატარა, რომ ელენეს შეუძლებლად ეჩვენებოდა წამი, რომელსაც მის გარეშე გაატარებდა მას შემდეგ, რაც მშობლები დააბრუნებდნენ რუსეთში, მაგრამ დაშვების შემდეგ მიხვდა, რომ ყოველი წამი მისი იქნებოდა და ყოველ წამს შეეზლებოდა მის საყვარელ, ქერა კულულებს წასთამაშებოდა და კურნოსა ცხვირზე ეკოცნა. მიხვდა და უსაზღვრო ბედნიერებით აივსო.
როცა მაშოს ფერებასაც მორჩა, ნელა გასწორდა და ახლაღა შენიშნა უცნობი ქალი და ბავშვი. თითქოს გული, რომელიც ფერადი ფერებით აღდგა ორიოდ წუთის წინ, ვიღაცამ გაწიწკნაო. სახე აეკაფრა. აი, თურმე სიყვარულმა კი არ ააღელვა დემეტრე, არამედ შედეგმა, რომელსაც გამოიღებდა ელენეს გონზე მოსვლა.
–შენ? – იკითხა გაკვირვებულმა და აკანკალებული თითი ლამის ცხვირწინ აუფრიალა. – შენ ხარ დემეტრეს შვილის დედა? – ხმა აუკანკალდა და სანამ ჩაეხლიჩებოდა, რამდენჯერმე ჩაახველა.
–მე ვარ, – უხეშად წარმოსთქვა ელენესთვის უცნობმა ქალმა.
ელენემ იგრძნო, თუ როგორ დაიჭიმა, დაიძაბა დემეტრე.
–და შენ რა გქვია? – ამჯერად თბილად მიუბრუნდა 3–4 წლის ბიჭუნას.
–მე ირაკლი, – დამორცხვებით თქვა პატარამ და დედის უკან მიიმალა.
–მე ელენე ვარ, – უთხრა და ხელი გაუწოდა.
პატარა ხელი ნელა ჩამოართვა ირაკლიმ.
–კარგია, რომ ბავშვი დედას არ დამსგავსებია, – ქალისთვის კარგად გასაგონად ჩაილაპარაკა და დემეტრეს მიუბრუნდა, – ამ ტრიალ მინდორზე ვაპირებთ ცხოვრებას?
მამაკაცი ჯერ დაიბნა ქალის ასეთი ურეაქციობით, შემდეგ მოტვინა და ხმა ამოიღო.
–არა, – მოჩვენებითად, განსატვირთვად გაიღიმა, – რა თქმა უნდა, არა, – დარწმუნებით გაიმეორა. – აქ, მდინარესთან სახლია, იქ ვიცხოვრებთ.
–ერთი? – გულწრფელად გაუკვირდა ელენეს.
კიდევ ერთხელ დააბნია მამაკაცი თავისი შეკითხვით და ურეაქციოობით.
–კი, მეტი უნდა იყოს? – გულახდილი პასუხი გასცა.
–ფიქრობ კი, – მისთვის უცნობ ქალს გახედა.
–ელენე, გთხოვ, – მუდარით შეხედა დემეტრემ, – ეს ნადიაა. ჩვენი სექსუალური კავშირები დიდი ხნის წინ შეწყდა, აქ უბრალოდ დაცვისთვის არიან და იმედია დამეგობრდებით, ბრძოლას არ გააჩაღებთ.
–ანუ არც მალავ, რომ კავშირები? – გაეცინა ელენეს, თუმცა ეს სიცილი როდი გავდა გულწრფელს.
–რა მაქვს დასამალი, ელენე, თუ ღმერთი გწამს! – ხმას აუწია გაღიზიანებულმა კაცმა.
–არაფერი, – ხელი ჩაიქნია ელენემ, მაშოს მოკიდა ხელი და მინიშნებული სახლისკენ ნელი, ნაზი ნაბიჯებით წავიდა.
ნადიას ხმა მოესმა, რომელშიც აშკარად იგრძნობოდა გამწარება და ელენემ დაიფიცა, რომ მთელი მათი აქ ყოფნის მანძილზე, არ მოასვენებდა ქალს, რომელიც ოდესღაც (თუ კიდევ არა), მისი ქმრის საწოლს იზიარებდა
___________________________________________________________
ორი დღე მოუნდნენ სახლის მოწყობას თავიანთ გემოზე. მთელი ამ დროის მანძილზე, ერთმანეთის კბენას არ წყვეტდნენ გააფთრებული ქალები. დემეტრეს ვერ გაეგო, თუ რა ვერ გაეყოთ ამ ქალებს, მაგრამ ამაზე ადვილი გასაგები არაფერი იყო, – კაცი ვერ გაეყოთ, კაცი.
–ელენე, მშია, – მიმართავდა ხოლმე ცოლს დემეტრე, ნადიასგან კი მაქსიმალურად ცდილობდა თავის შორს დაჭერას.
საჭმლის კეთებისას, თუ ნადია მოიხელთებდა საჭმელს მოშორებულ ელენეს, ხან სიმწარეს უმატებდა და ხანაც მარილს. დემეტრე კი გაბრაზებული საყვედურობდა ცოლს. რამდენიმე ხანი ელენე ცდილობდა, რომ არ შეემჩნია ქალის ეს საქციელი, მაგრამ ბოლოს მოუხდა შემჩნევა. ჩაუსაფრდა ნადიას და პროცესში რომ გამოიჭირა, ისეთი ამბები აწია, დემეტრე გადარია.
–გაგიჟდი შენ ხო? გგონია იმდენად სულელი ვარ, რომ ვერ მივხვდებოდი რასაც მიქარავ? ბო*ო! მოცილდი ჩემ საჭმელს თორე გაგიფენ აქვე! – დაიყვირა გაავებულმა ელენემ და ფაქტმა, რომ ქალი საკმაოდ შეაშინა, ძალიან გაახარა, თუმცა დემეტრეში გაბრაზების ნაპერწკალი გააღვივა.
–ელენე, კმარა! – დაიყვირა დემეტრემ და კედელს მაგრად დაარტყა მუშტი. – ის არ გეყოფა, როგორც ნადიას ამწარებ, ახლა ისტერიკებიც დაგეწყო? შეიგნე, რომ ჩვენ შორის დიდი კედელია აღმართული და ნუ ეჭვიანობ უსაფუძვლოდ! – ღრიალებდა მწყობრიდან გამოსული ქალი და ელენე ძლივს ძლებდა, რომ არ ეტირა.
–ხო? – გაიცინა. – ვერ ხედავ? პილპილი უკავია და ჩემი კერძის კიდევ ერთხელ გაფუჭებას ცდილობს. რატო არ შეგიძლია დაინახო ის, რასაცის აკეთებს? დემეტრე, შენი შვილი მივიღე, მაგრამ ისეთ ბო*ს, როგორიც ეს შენი ნადიაა, ვერ მივიღებ. ან მე წავალ აქედან ან ის! –გაბრაზებულმა მკერდზე საჩვენებელი თითი რამდენჯერმე მიაჭირა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა თავისი ოთახისკენ.
აქამდე თუ დემეტრე და ის იზიარებდნენ ამხელა საწოლს, ხვდებოდა, რომ იგივე აღარ გამეორდებოდა. აშალა საწოლი, თავისი ნივთები ისევ ჩემოდანში ჩაალაგა და იქ გავიდა, სადაც დემეტრე და ნადია დატოვა. მხოლოდ დემეტრე დაუხვდა.
–ქალაქამდე მიმიყვანე და დანარჩენი მე ვიცი, – თქვა მტკიცედ ელენემ.
–დაჯექი, – წყნარად უთხრა დემეტრემ, ისე, რომ მისკენ არც მიუხედავს.
–მიმიყვანე–მეთქი! – გაუმეორა ტემბრს აწეულმა ელენემ.
–მე გითხარი დაჯექი–მეთქი და დაჯექი, – გაბრაზება დაეტყო მამაკაცის ხმას.
–მორჩი დიქტატურას! – წამოიყვირა გაღიზიანებულმა ელენემ და ადევნებულ მაშოს სთხოვა ოთახში დაბრუნება.
–დაჯექი, ელენე, არ გესმის? – დაიყვირა მწყობრიდან გამოსულმა მამაკაცმა და ელენე შიშისგან შეხტა.
უგამოსავლოდ დარჩენილი დაჰყვა ქმრის ბრძანებას და მის წინ, თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა.
–კომპრომისებს ნუ მიგდებ წინ, ელენე, თორე არ ვიცი რას ვიზამ, – გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ისეთი მზერით ახედა ქალს, რომ აგრძნობინა მზად იყო კაცის მკვლელობისთვისაც კი.
–რაც გინდა ის გიქნია დემეტრე, მთავარია, რომ შენი მთავარი ოჯახი ახლოს გყავს, ჰოდა შენ გზაზე ბედნიერებას გისურვებ, – გაუღიმა ელენემ და თვალები დახარა, რათა მამაკაცს არ შეემჩნია მისი აწყლიანებული თვალები.
–ხუთი თითივით გცნობ, ელენე, – გაეღიმა მამაკაცს და მის ხელს თავისი ნელა შეახო.
გაღიზიანებით მოიცილა ქალმა.
–აი მე კი, საერთოდ ვეღარ გცნობ, დემეტრე! – წამოიყვირა და თავს უფლება არ მისცა ეტირა, მითუმეტეს, რომ მამაკაცს ეს ათმაგად გააღიზიანებდა.
–იმაზე კარგად მცნობ ელენე, ვიდრე წარმოგიდგენია და გთხოვ, მორჩი სპექტაკლებს. იცი, რომ ყველას მირჩევნიხარ და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე წინა ადგილზე ხარ, რატომ გინდა, რომ გამაგიჟო?
–არ არის დემე მასე, შენ თავსაც უნიჭოდ ატყუებ და მეც, – გაუღიმა და თვალები გაუსწორა.
–არ უხდება შენ თვალებს წყლიანობა, – გაუღიმა დემეტრემ და ნელა გადაიხარა მისკენ კენტად ჩამოგორებული ცრემლის მოსაწმენდად.
–მონადირეს მაგონებ, რომელიც ერთი გასროლით ორ კურდღელს ვერასდროს დაიჭერს, – უხეშად მოიშორა მამაკაცის ხელი ელენემ და თავისით გაიფანტა ცხელი ცრემლები სახიდან. – სად ვართ? – იკითხა მწარე რეალობას შეგუებულმა.
–იქ, საიდანაც ვერსად წახვალ, ელენე, – უიმედობა უფრო გაუმძაფრა დემეტრემ.
–არ გინდა თამაში, თავადაც კარგად იცი, რომ თუ მოვინდომე, ფეხითაც გავალ აქედან ქალაქამდე, – მკაცრად ჩაილაპარაკა ქალმა.
–აქედან ქალაქი ას კილომეტრშია, წარმატებებს გისურვებ, – გაისმა ელენესთვის უკვე ნაცნობი და ამაზრზენი ხმა და ფეხზე წამომხტარმა გაავებით დაარტყა მაგიდას ორივე მუშტი.
_________________________________________________
უდიდესი მადლობა ჩემს უსაყვარლეს ლამაზმანს და კიდევ მათ, ვინც კითხულობთ და ნახვების მიღმა რჩებით. გთხოვთ გააქტიურდით, ჩემთვის თითოეულის აზრი უმნიშვნელოვანესია.
პ.ს დაგვიანებისთვის დიდი ბოდიში, გუშინ ისეთი გადაღლილი ვიყავი, რამე რომ დამეწერა, აზრი არც ქონდა.



№1  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი მიყვარხარ ძაან ძაან მომწონს love

 


№2  offline წევრი N7

lamazmani
აუ ძაან მაგარი გოგო ხარ უმაგრესი მიყვარხარ ძაან ძაან მომწონს love

შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო და დიდი, დიიიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი N7

nino-28
გადაობ? ელენეს ადგილზე ალბათ დემეტრეს ცოცხლად დავმარხავდი, არ მესმის არაფერი belay wink

ნელ-ნელა ყველაფერი მოეფინება მზის სინათლეს და გასაგები იქნება თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი wink იმედია მანამდე გამიძლებთ winked
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline წევრი ფსიქო.13

vau.
gaocebas ver vmalav.
ragac intriga minda.
ragac sashineleba.
demetre tipiuri axvaria. ax-va-ri :)
ori kurdglis dachera ertad unda.
shen ki,magari xar.
msiamovnebs rro vkitxulob.
yochag <3
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№5  offline წევრი N7

psychopath_013
vau.
gaocebas ver vmalav.
ragac intriga minda.
ragac sashineleba.
demetre tipiuri axvaria. ax-va-ri :)
ori kurdglis dachera ertad unda.
shen ki,magari xar.
msiamovnebs rro vkitxulob.
yochag <3

უღრმესი მადლობა საყვარელო, მიხარია, რომ მოგწონს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline წევრი nanako123

ელენეს ადგილას რომ ვიყო დემეტრეს დავჭრივდი, დავწვავდი, დავღეჭავდი, მოვკლავდი ერთი სიტყვით არ ვიცი რაა, რას არ ვუზამდიი :დდდ ჩემი აზრით დემეტრე ერთი " " კაცია , რომელიც არაფრის ღირსიი არააა ! ცოლს რომ საყვარელს მიუყვან და ერთად აცხოვრებ ეგეთ ადამიანს რაღა უნდა მოთხოვო -_- (თავად ფანტასტიური ხარ ველოდები რა მოხდება )

 


№7  offline წევრი N7

nanako123
ელენეს ადგილას რომ ვიყო დემეტრეს დავჭრივდი, დავწვავდი, დავღეჭავდი, მოვკლავდი ერთი სიტყვით არ ვიცი რაა, რას არ ვუზამდიი :დდდ ჩემი აზრით დემეტრე ერთი " " კაცია , რომელიც არაფრის ღირსიი არააა ! ცოლს რომ საყვარელს მიუყვან და ერთად აცხოვრებ ეგეთ ადამიანს რაღა უნდა მოთხოვო -_- (თავად ფანტასტიური ხარ ველოდები რა მოხდება )

უღრმესი მადლობა, საყვარელო love ჩარლი მოგიყვებათ რა მოხდება, ხვალ^_^ გახაებული ვარ ძალიან, რომ თურმე მხოლოდ ერთი არ ადევნებდა მოთხრობას თვალს love lol
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent