შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიზმარში შემიყვარდი. 6


21-05-2015, 12:38
ავტორი Ana-maria11
ნანახია 3 096

ოთახებში დაბრუნებისთანავე, საწოლებზე გაიშხლართნენ, დაღლილობა სამივეს ეტყობოდა. ვახშმამდე ერთი სათი იყო დარჩენილი, რაც სავარაუდოდ მომზადებაში დასჭირდებოდათ.
-ლენ რაო იმ შენმა კუნთებიანმა ბიჭმა? დავინახე როგორ მოგეწება იქ პირამიდებთან. შეაპარა მარიმ.
-გოგო არ ვიცი, მგონი რაღაცას მეთამაშება. იცი რა მითხრა? საერთოდ არ შეცვლილხარო. წარმოგიდგენია ისე მელაპარაკება თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ.
-არა გეუბნები მე შენ, სადღაც გეყოლება თბილისში ნანახი, თან სასტუმროები თუ აქვთ რომელიმეში შეხვდებოდი, ივენთის დროს.
-არ ვიცი შეიძლება ეგრეც არის. მაგრამ არ მომწონს ესე რო მეთამაშება. ეტყობა თავში აქვს ცოტა ავარდნილი და გოგოშკებში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს ვაჟბატონი. ეს ისე გაბრაზებით წარმოთქვა ელენმა, რომ მის ხმაში ეჭვიანობის ტონს ამოიცნობდით.

-ოჰოო ვიღაც ეჭვიანობს კიდევაც. გადაიკისკისა მარიმ. ცოტა ხანში მათ ოთახში მეგი შემოვიდა. ისეთი მოკლე კაბა ჩაეცვა, პირდაპირ საცურაო კოსტუმითაც რომ წასულიყო დიდი განსხვავება არ იქნებოდა.
-მეგი რესტორანში მივდივართ სხვათაშორის და არა ღამის კლუბში. მიაძახა მარიმ.
-ხო იცი ყოველ რესტორანს მოსდევს უკან კლუბები და გართობები. დაამშვიდა მეგიმ.
ელენიც უკვე თითქმის მზად იყო. თეთრი სარაფანი ეცვა, რომელიც მუხლამდეც არ სწვდებოდა და მის გამხდარ ფეხებს, რომელსაც მზე ოდნავ მოკიდებოდა კიდევ უფრო ლამაზს აჩენდა. გაშლილი თმა ოდნავ ტალღოვნად ქონდა დახვეული. გოგონებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს მის დანახვაზე.
-ლეენ ისე გამოიყურები ჩემი ნება რომ იყოს ჯვარს დაგწერდით. კეთილშობილი სახით ამოთქვა მეგიმ, რაზეც გოგონებმა გულიანად გაიცინეს.
უკვე 9:00 საათი იყო სასტუმროს მიმღებში რომ ჩამოვიდნენ. ლუკა ერთ-ერთ თანამშრომელს ესაუბრებოდა, რომელმაც თვალით ანიშნა მოდიანო. ელენის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა,გულში სითბო ჩაეღვარა და ძლივს შეიკავა თავი რომ იქვე ხელში არ აეტაცებინა.
-მგონი ყველაზე იღბლიანი კაცი უნდა მერქვას ამ წუთას, ასეთი მშვენიერი ქალბატონების გვერდით ვახშამი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. შეეგება ლუკა გოგონებს. მათაც შეიფერეს კომპლიმენტები და რესტორნისკენ გაემართნენ. დარბაზში, რომ შევიდნენ ელენი კარებთან შედგა. რა ნაცნობი ადგილია, გაიფიქრა გულში და მაშინვე თავისი სიზმარი გაახსენდა სასახლის აივანზე რომ იდგა. რესტორანი ტრადიცილ არაბულ სტილში იყო გაწყობილი, აქა-იქ მართლაც ეფინა ჭრელი ხალიჩები. დიდი ზომის აივანიც ქონდა, რომელიც პირდაპირ ზღვას გასცქეროდა. გოგონებმა აივანზე მოინდომეს დაჯდომა.მაგიდისაკენ რომ მიდიოდნენ ლუკა ელენს გვერდში ამოუდგა და ყურში ჩასჩურჩულა
-შეუდარებელი ხარ, ნამდვილი ფერია. ელენი სახეზე წამოწითლდა, ლუკას თვალებში შეხედა და მადლობა გადაუხადა.
-აქაურობა მართლაც არაჩვეულებრივია. აღნიშნა მარიმ.
- ხო მეც ძალიან მიყვარს ეს ადგილი, განსაკუთრებით ხედი. უპასუხა ლუკამ.
შუა საუბარში იყვნენ გართულები, რომ მათ მაგიდას ახალგაზრდა ქალბატონი მიუახლოვდა და ლუკას თვალებზე ხელები ააფარა. - გამოიცანი აბა ვინ, ინგლისურად კითხა გოგონამ. ლუკამ მისი ხელები მოიშორა და სკამიდან წამოდგა.
-ენდი, როგორ ხარ? გაიცანი ესენი ჩემი სასტუმროს დამსვენებლები არიან. ხელით გოგონებზე მიუთითა, რომლებიც დიდი ინტერესით შეჰყურებდნენ ამ სცენას. ენდიმ მათ მხოლოდ გაუღიმა, ლუკას მიუბრუნდა, ხელები კისერზე შემოხვია და ვითომ გაბუტული სახით კითხა: -როდის დაამთავრებ ამ ვახშამს, ხომ შემპირდი რომ საღამოს ერთად გავისეირნებდით?
-მგონი ისიც გითხარი, რომ მე თვითონ დაგირეკავდი როცა ჩემ საქმეებს მოვრჩებოდი. უპასუხა ლუკამ საკმაოდ მკაცრი ტონით. გოგონებს ნადვილად არ ესიამოვნათ ამ სცენის მომსწრეები, რომ გახდნენ.
-იცით ლუკა თქვენ საერთოდ არ ხართ ვალდებული სასტუმროს ყველა დამსვენებლთან ივახშმოთ, შეგიძლიათ თქვენ საქმეებს მიუბრუნდეთ. საკმაოდ ირონიული ტონით უთხრა მის წინ აღმართულ ლუკას ელენმა და ზრდილობის ნიშნად ენდისაც გაუღიმა. ელენის ეს სიტყვები ლუკასთვის იმდენად გულწრფელი იყო, რომ გადაწყვიტა ენდისთან ერთად დაეტოვებინა იქაურობა. გოგონებს გამოემშვიდობა და წავიდა.
-აჰა გითხარით, ყველაფერი ესე იდეალურად არ ეწყობა თქო. ვინ დატოვებდა ესეთ კაცს მარტოს. გავფრინდი რა მეც ოცნებებში. ბრაზმორეული ტონით დაიწყო ელენმა.
-ოჰ კარგი ერთი, შენ ეხლა იმ ქალბატონს საცოლის შეატყვე რამე?იქნება ეხლა ვინმე აკიდებული მატრაკვეცა ევროპელი. აქოთქოთდა მარი.
-ხო გოგო ვერ დაინახე ლუკა, როგორ ცივად ელაპარაკებოდა? უეჭველი ნაშაა გეუბნები მე შენ. დაასკვნა მეგიმ. ტყვილად ცდილობდნენ გოგონები ელენის გამხნევებას. მას ხასიათიც და ჭამის მადაც ერთ დროულად წაუხდა.
-კარგი რა ლენ ნუ მოიწყენ ეგრე. სხთოვა მარიმ
-მე ვიცი ეხლა რაც გიშველის. წავიდეთ კლუბში, კარგად დავლიოთ და გავერთოთ. შესთავაზა მეგიმ გოგოებს.
-კარგი აზრია წავიდეთ და გავერთოთ. დაეთანხმა ელენიც. გოგონებმა რესტორანი დატოვეს,სასტუმროს ლიმუზინი გააჩერეს და სთხოვეს სადმე კლუბში წაგვიყვანეო. მძღოლმა ისინი ერთ-ერთი კლუბის წინ დატოვა და დაპირდა 2 საათისთვის ისევ უკან წაგიყვანთო. კლუბი სავსე იყო ხალხით. გოგონები ბართან მივიდნენ და სასმელი შეუკვეთეს.ელენს ძალიან მოუნდა, რომ დამთვრალიყო და ცოტა ხნის წინ, რესტორანში მომხდარი ამბავი დავიწყებოდა. სასმელი მალე მოეკიდათ გოგონებს, მეგი უკვე ხალხში იყო გარეული და ცეკვავდა. მარის და ელენს კი ორი ახალგაზრდა მიუჯდა და სასმელებზე დაპატიჟეს, მარიმ უარით გაისტუმრა, ელენი კი დათანხმდა უცნობს და მასთან ერთად განაგრძო დალევა. ცოტა ხანში იგრძნო, რომ საკმაოდ ნასვამი იყო და ჰაერზე მოუნდა გამოსვლა. ახალი ნაცნობიც უკან გამოყვა. გარეთ რომ გამოვიდა გრძნობდა თავბრუ ეხვეოდა და იქვე კიბეზე ჩამოჯდა. თვალები დახუჭული ქონდა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, რომ გონება არ დაეკარგა.უეცრად წელზე ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო და თვალები დააჭყიტა. მის გვერდით კლუბში გაცნობილი ყმაწვილი იჯდა და ვნებიანი თვალებით მიშტერებოდა მას. ელენი წამოდგა და შიგნით შესვლა დააპირა, თუმცა უცნობმა სთხოვა მასთან ერთად წასულიყო, მისი სასტუმრო იქვე ახლოში იყო. ელენი გრძნობდა, რომ სუსტად იყო და სცადა თავი გაეთავისუფლებინა მისგან, ის კი უფრო მაგრად ხვევდა ხელს და თავისკენ ეზიდებოდა გოგონას სხეულს. ამასობაში მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა გაისმა. ორივემ იქეთ მიიხედეს, ელენმა მათკენ გიჟივით მომავალი ლუკა დაინახა და თითქოს შვებით ამოისუნთქა. ლუკამ უცნობს ელენი ხელიდან გამოგლიჯა, ერთი გემრიელადაც უთავაზა და მანქანისკენ გამოემართა. ელენი ხელში ყავდა აყვანილი და ძლიერად იხუტებდა. მანქანაში რომ ჩასვა, ელენმა მხოლოდ იმის თქმა მოახერხა მეგი და მარი ჯერ კიდევ შიგნით არიანო და თვალები მიელულა. შუაღამეზე გამოეღვიძა, თავი ტკიოდა. თვალები რომ გაახილა შეამჩნია, რომ თავის ნომერში არ იყო. შეშინებული წამოხტა და იქაურობა მოათვალიერა. დივანზე მამაკაცის სხეულს მოკრა თვალი. ნუთუ ლუკაა? სად ვარ კი მაგრამ.. ფიქრობდა ელენი. სცადა საწოლიდან წამომდგარიყო, უცებ ლუკასაც გამოეღვიძა და წამოდგა. - ელენ, დაიძინე ჯერ ისევ შუა ღამეა. საწოლზე მის გვერდით ჩამოჯდა და თავზე ხელი გადაუსვა. -ლუკა სად ვარ? აქ როგორ მოვხვდი.
-ჩემს ოთახში ხარ ნუ ნერვიულობ პატარავ. ნასვამი იყავი და მანქანაში ჩაგეძინა.
-გოგოები სად არიან? შეშინებულმა იკითხა.
- თავის ნომრებში არიან. ისინიც წამოვიყვანე კლუბიდან. ელენი ცოტა დამშვიდდა და ლუკას წყალი სთხოვა. ახლა გაახსენდა, რომ ლუკამ გადაარჩინა ვიღაც უცნობი ბიჭისგან. გული სასიამოვნოდ აუძგერდა.
-მერე შენი შეყვარებული? რომ გაიგოს შენს ოთახში მძინავს არამგონია სიხარულით ცას ეწიოს.
-შენმა შეყვარებულმა რომ გაიგოს ალბათ არც იმას ესიამოვნება, ეშმაკურად გახედა ლუკამ.
-მე არ მყავს არანაირი შეყვარებული, ასე რომ არც არავისთან მაკისრია ვალდებულებები. ამაყად მიუგო ელენმა. ლუკას სახეზე გაკვირვება გამოეხატა.
-მართლა? ანუ გინდა თქვა, რომ საქართველოში მამაკაცები დაბრმავდნენ? ელენს გაეღიმა ლუკას ნათქვამზე.
-ენდისთან სერიოზული არაფერი მაკავშირებს, მამაკაცი ვარ და სექსუალური კავშირები მეც მაქვს, როგორც ყველას. ელენი შეიშმუშნა, შერცხვა, ალბათ შემატყო რომ არ მესიამოვნა მის გვერდით გოგოს დანახვაო.
-სულაც არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნა, მე უბრალოდ შენი სასტუმროს დამსვენებელი ვარ. მიუგო ცივად. ლუკას გაეღიმა ელენის გაბუტულ სახეზე და მისკენ კიდევ უფრო ახლოს მიიწია.რამდენადაც უფრო უახლოვდებოდა ლუკა ელენს, გოგონას გული უფრო სწრაფად უძგერდა, სუნთქვა უხშირდებოდა და გრძნობდა როგორ სუსტდებოდა მამაკაცის წინაშე. ხვდებოდა, რომ ცოტაც და სრულად დაკარგავდა თავის თავზე კონტროლს, სასწრაფოდ წამოდგა საწოლიდან და გამოუცხადა, რომ თავის ნომერში უნდოდა დაბრუნება. ლუკას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ელენი ოთახამდე მიაცილა. უკვე კარის გაღებას აპირებდა, ლუკამ რომ შემოატრიალა და მთელი ძალით მოხვია გოგონას ხელები და ისე მიიკრო ცოტაც და სუნთქვასაც შეუკრავდა. შემდეგ სწრაფად გაუშვა ხელები და წავიდა.ელენი დაბნეული იდგა კარებთან და ერთ წერტილს მიშტერებოდა. შემდეგ ოთახში შევიდა, თავის საწოლში ჩაწვა და ჩაიძინა.
დილით წვიმის წვეთების ხმამ გამოაღვიძა. აქაც წვიმა? გაიკვირვა ელენმა და საწოლიდან წამოდგა. მარის ჯერ კიდევ ეძინა, მაგრამ მალე გაახილა თვალები და დაიწუწუნა თავის მისკდებაო.
-გუშინ ცოტა ბევრი მოგვივდა. თავი იმართლა ელენმა.
-ხოო რა მინდოდა რო ვიჭყიპებოდი ესე. სინანულით თქვა მარიმ ,მაგრამ უცებ თითქოს რაღაც გაახსენდაო. ელენს გაოცებულმა შეხედა.
-შენ აქ რას აკეთებ? თუ სწორად მახსოვს ეხლა ლუკას საწოლში უნდა ნებივრობდე.
-ხო მაგასაც თუ ნებივრობა ქვია. გოგო შეყვარებული ყავს, მე სად უნდა შევეტენო. კი განმიმარტა იმ ქალბატონთან მარტო სექსი მაქვსო, მაგრამ მაინც ესე არ შემიძლია. თან თვითონ დივანზე ეძინა. ღამე კი ჩემს ოთახში ჩამომაცილა, მაგრად ჩამეხუტა და წავიდა. სულ ეს იყო ჩემო მარუს.
-ოოხ შენც კიდე რა, წარმომიდგენია როგორ აუბზუებდი მაგ ცხვირს და აბა რა იქნებოდა.. უკმაყოფილოდ წარმოთქვა მარიმ და სააბაზანოში შევიდა. ცოტა ხანში გოგონები სასაუზმოდ ჩავიდნენ რესტორანში. ფანჯარასთან დასხდნენ და სევდიანად გახედეს ნისლში გახვეულ ქალაქს.
-შენი ბიჭი არ ჩანს რაღაც. მოუსვენრად იყო მეგი.
-ჩემი ბიჭი არ არის ეგ. სწრაფად მიუგო ელენმა და წვენი მოსვა.
-უკაცრავად ბატონი ლუკა არ გამოჩენილა დღეს? მოულოდნელად კითხა მიმტანს მეგიმ.
-კი დილით იყო საუზმეზე, მაგრამ თუ არ ვცდები საქმიანი ვიზიტით გაემგზვრა სადღაც. ელენს ამის გაგონებაზე ფერი წაუვიდა და სევდიანი თვალებით გახედა გოგონებს.
-კი მარა ესე დაუმშვიდობებლად გაქრა? გაოცებულმა იკითხა მეგიმ.
-ალბათ რამე სასწრაფო საქმე გამოუჩნდა, ბოლოს და ბოლოს ამხელა სასტუმროს მფლობელია. გაამართლა მარიმ.
-იქნებ მოვრჩეთ მასზე ჭორაობას, აქ მხოლოდ მისი გულისთვის არ ჩამოვსულვართ. თქვა ელენმა და სცადა თავისი ნერვიულობა დაემალა.
-ხო კარგი მოდი დღეს სადმე გავიდეთ. მისაღებში ვკითხოთ რისი დათვალიერება შეიძლება ესეთ ამინდში. ურჩია მარიმ გოგოებს. ანგარიში მოითხოვეს, მაგრამ მიმტანმა უთხრა რომ უკვე გადახდილი იყო. ერთმანეთს კმაყოფილად გადახედეს და მისაღებში ჩავიდნენ. იქ ურჩიეს ქალაქის ძველი ქუჩები დაეთვალიერებინათ და იქ იხილავდნენ ნამდვილ არაბულ კულტურას. გოგონები მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუდგნენ. მძღოლმა ისინი მართლაც, რომ შუა საუკუნეების ეგვიპტეში ჩამოსვა. ქალებს ყველას აბაიები ეცვათ და სახე დაფარული ქონდათ. გოგონებს ეუხერხულად კიდეც მაიკებით სიარული და პირველსავე მაღაზიაში შეცვივდნენ, რათა რამე მოსაცმელი ეყიდათ. სამივემ ერთად მოიხდინეს ნაირ ნაირი ფერის აბაიები და გარეთ კმაყოფილები გამოვიდნენ. თან სურათებს უღებდნენ ერთმანეთს და კისკისებდნენ. მოიარეს ძველი ქუჩები, შეიძინეს ათასნაირი სუვენირები. არაბული ჩაიც დააგემოვნეს ჩილიმთან ერთად ერთ ერთ მყუდრო დუქანში. გარეთ, რომ გამოვიდნენ დუქნის პირდაპირ მოხუცი ქალი შენიშნეს, რომელიც მათ მიშტერებოდა. გოგონებს არ ესიამოვნათ მისი უტეხი მზერა და დააპირეს იქაურობას გაცლოდნენ. მოხუცმა მათ რაღაც უთხრა არაბულად, მაგრამ ვერ გაიგეს რა უნდოდა.იქვე პატარა ბიჭი იყო და მას სთხოვეს იქნებ გვითარგმნო რას გვეუბნება ეს ქალბატონიო.ბიჭუნამ უპასუხა, რომ ის ბებიამისი იყო და გოგონებს მკითხაობა შესთავაზა. ამ წინადადებამ სამივე აღაფრთოვანა და მოხუცთან მიირბინეს. მოხუცმა მარის ხელი თავის ხელში მოაქცია, დიდხანს აშტერდებოდა და ბოლოს უთხრა, რომ ახალი წლის მერე დიდი სიხარული ელოდებოდა მას და მის ოჯახს. შემდეგი მეგი იყო. მოუსვენრად ცქმუტავდა მოხუცის წინ და მოუთმენლად ელოდა რას ეტყოდა. მოხუცს გაეცინა მეგის სულსწრაფობაზე და უთხრა, რომ ყველაფერში ესე აჩქარება უყვარდა და ამის გამო სულ პრობლემები ქონდა. მეგის თვალები გაუფართოვდა და გოგონებს გადახედა. ბოლოს როგორც იქნა მოხუცმა დაინახა მეგის "მომავალი" და მხიარული სახით უთხრა მალე გათხოვდებიო, რაზეც მეგიმ კისკისი ატეხა ეგ მე კიარა მგონი ელენისთვის უნდა გეთქვაო. მოხუცმა ელენს გახედა, მისი ხელი აიღო და თვალები დახუჭა. ცოტა ხნის შემდეგ, გაახილა და სერიოზული სახით უთხრა, რომ მისი სიყავრულის გზა ადვილი გასავლელი არ იქნება და ძალიან ბევრ წინააღმდეგობებს შეხვდებოდა. ელენს არ გაკვირვებია მოხუცის ნათქვამი, მადლობა გადაუხადა და იქაურობა დატოვეს.
-ვაიმე გათხოვდებიო, არ მჯერა ესე უცებ ვის უნდა გავყვე. სერიოზულად არც ერთი კაცი არ მიყურებს არასდროს. ამოიხრა მეგიმ. ელენმა და მარიმ ხელები მოხვიეს და დაამშვიდეს ალბათ მალე გამოჩნდება შენი საქმროცო.
სასტუმროში რომ დაბრუნდნენ გვიანი იყო უკვე. მთელი დღის ნასიარულებს მხოლოდ საწოლი და ძილი უნდოდათ. ელენი და მარი თავის ოთახში, რომ შევიდნენ მაგიდაზე ძალიან ლამაზი ვარდების თაიგული დახვდათ. ორივემ ფართოდ დააჭყიტეს თვალები. ელენი მაგიდაზე დადებულ წერილს დასწვდა და წაიკითხა: "მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალს".



№1  offline წევრი Tako Gogelia

ძალიან მომეწონაა

 


№2  offline წევრი ნინი-21

იცი რა მანტერესებს. ეს მოქმედება როგორც ვიცი ეგვიპტეში ხდება და რა კავშირშია ეგვიპტესთან არაბული კულტურა ? სხვა ყველაფერი ძალიან მომწონს. ეს ისტორია რატომღაც თავიდანვე ამოვიჩემე wink

 


№3  offline წევრი Ana-maria11

ეგვიპტე არაბული ქვეყანა არ არის? wink

 


№4  offline წევრი ნინი-21

Ana-maria11
ეგვიპტე არაბული ქვეყანა არ არის? wink

ხო მაგრამ ეგვიპტეს თავისი კულტურა აქვს, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არის არაბულ კულტურასთან. ეგვიპტური კულტურა განთქმულია თვიდმყოფადობით, არავის გაუერთიანებია ის არაბულ კულტურებში, შენ პირველი ხარ მე ვინც ვიცი. ♥ საბოლოო ჯამში ისტორია, რომ კარგია და ჩემი ფავორიტიც რომაა :3 ეგ აშკარაა ♥! წარმატებები ჩემო კარგო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent