შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირის ირონია 18


21-05-2015, 14:24
ავტორი Lydia
ნანახია 2 033

ჯერ კიდევ შეშინებული იყურებოდა გოგონა და თითებს ისრესავდა.
-(ედვარდი) უფრო სუსტი აღმოჩნდი ვიდრე მეგონე.ბიჭი სიცილს ვერ იკავებდა.
-(ანნა) შენ რა გენაღვლება?თხუთმეტჯერ რომ გადაგიაროს მანქანამ მაინც არ მოკვდები.ანნამ უხეშად უთხრა და მზერას არიდებდა.
-(ედვარდი) გადადი მანქანიდან! ბიჭმა რემენი მოხსნა და კარები გაუღო შავი ღილაკით.
-(ანნა) რააა?სადღც დაუსახლებელ ადგილზე მომიყვანე და მეუბნები გადადიო?იმედია დამცინი.
-(ედვარდი) სამწხაროდ არ დაგცინი.გადადი მანქანიდან სანამ ჯერ კიდევ საღი გაქვს ორგანიზმში ყველაფერი.ბიჭმა ცალი წარბი აუწია და ღიმილიც შეეპარა სახეზე.
ანნა მიხვდა,რომ ედვარდთან წინააღმდეგობა შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო,ამიტომ თავისი ფეხით გადავიდა მანქანიდან.
ბიჭმა გადასვლა არც კი აცადა, ისე დაადგა პედალს ფეხი და გავარდა.
-(ანნა) რა გავაკეთო ეხლა? გოგონამ ჩაიბურტუნა და წელზე დოინჯი შემოირტყა.
დღეს რატომღაც ტრასაზე მანქანები არ ჩანდნენ რომ ვინმეს წაყოლოდა,ან ჩანდნენ და უცხოს არ უჩერებდნენ.იმ ქალაქში ისედაც საკმარისად ხდებოდა მკვლელობები და ყველა ერიდებოდა უცხოსთან საქმის დაჭერას.
გოგონამ უკვე გადაიწურა იმედები და იქვე გამხმარ ბალახზე ჩამოჯდა თან წყურვილი კლავდა.
როგორც იქნა გამოჩნდა მანქანა,მაგრამ ანნა არ აპირებდა გაეჩერებინა, რადგან იცოდა რომ მაინც არავინ წაიყვანდა.
მის წინ თვითონვე გაჩერდა თეთრი მანქანა და იქიდან ლამაზად ჩაცმული, ნაზი და საყვარელი გოგონა გადმოვიდა.
სახიდან სათვალე მოიხსნა და ღიმილით შეხედა ანნას.
-(უცნობი) დახმარება ხომ არ გჭირდება? უცნობი გოგონა მივიდა ანნასთან და ხელი გაუწოდა.
-(ანნა) მგონი კი.ანნამაც ღიმილით უპასუხა და ტანსაცმელი გაიფერთხა.
-(უცნობი) მანქანა გაგიფუჭდა?
-(ანნა) არა მეეეე...მეეეეე.მეეე..გოგონა სიტყვებს ვეღარ აბავდა თავს.
-(უცნობი) კარგი გასაგებია.გოგონამ ხელი დადო მხარზე.
-(უცნობი) წამოდი წაგიყვან თუ რა თქმაუნდა წინააღმდეგი არ იქნები.
-(ანნა) არა რას ამბობ,პირიქით ძალიან დიდი მადლობა.
-(ანნა) ამ ქალაქში ვცხოვრობ,უბრალოდ ფეხით ნადვილად ვერ წავიდოდი.
-(უცნობი) კარგი,მოდი ჩაჯექი.უცნობმა მანქანის კარები გაუღო და სიამოვნებით ჩასვა...
მანქანაში ორივე გოგონა სდუმდა,რატომღაც მარტო ღიმილით შემოიფარგლებოდნენ ყოველ ორ წუთში ერთხელ.
ბოლოს მობეზრდა ანნას სიჩუმე,უხერხულობას გრძნობდა,ამიტომ გამონახა რაღაც თემა.
-(ანნა) ამ ქალაქში ცხოვრობთ თქვენც?
-(უცნობი) არა,სტუმრად ვარ ჩამოსული მეგობართან.
-(ანნა) როგორც ვხედავ კარგად იცით გზები.
-(უცნობი) კი,აქ ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე.
-(ანნა) რა ჰქვია თქვენს მეგობარს?ეს პატარა ქალაქია შეიძლება ვიცნობდე.
-(უცნობი) არამგონია იცნობდეთ.უცნობმა კითხვას თავი მარტივად აარიდა.
-(უცნობი) შენზე რას მეტყვი?
-(ანნა) არც არაფერია ისეთი მოსაყოლი,ჩვეულებრივი გოგო ვარ ჩვეულებრივი პრობლემებით,ანნამ კვლავ გაუღიმა და რემენი მოიხსნა.
-(ანნა) აქ გამიჩერე თუ შეიძლება,გზის მოპირდაპირედ ვცხოვრობ,აქედან ჩემით წავალ.
უცნობმა ახალგაზრდამ გზისკენ საეჭვოდ გაიხედა და რატომღაც უცნაური თვალებით იყურებოდა.
-(უცნობი) დარწმუნებული ხარ რომ აქ გინდა ჩამოსვლა?
-(ანნა) კიი კიიი.ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.გოგონამ მანქანის კარები გააღო და ნაზად გადმოვიდა.
უცნობმა მანქანა ისე სწრაფად გააქროლა,რომ მტვერის კორიანტელი დადგა.
როდესაც ანნამ სახლი დაინახა ამოისუთქა,მაგრამ გაახსენდა თავქარიანი ედვარდი და სახლისკენ სიბრაზით დაიძრა.
როდესაც სახლში შევიდა დაინახა ედვარდი წამოსკუპებული მდივანზე,როგორ აგემოვნებდა სისხლს ვისკის ჭიქით.
-(ედვარდი) შენ კიდევ ცოცხალი ხარ?
-(ანნა) შენდა სამწუხაროდ კი.გოგონამ მოჭუტული თვალებით გახედა და კიბეებზე დაიწყო ასვლა.
-(ანნა) და კიდევ ერთი! სისხლს ჩემი ჭიქიდან ნუ სვავ.
ბიჭი თითქოს აქამდე წყარად უსმენდა გოგონას,მაგრამ სახეზე უცბად ღრუბელმა შემოიტია და გოგონასთან ავარდა თავისი ვამპირული სისწრაფით და ყელზე მოუჭირა.
-(ანნა) თუ არ გინდა რომ შენი სიცოცხლე იმაზე მალე დამთავრდეს ვიდრე დაგეგმილი მაქვს,ჩემს სახლში ნუ მიბრძანებ ნურაფერს გაიგე?
ბიჭმა ხელი გაუშვა და იქით მიაგდო.
-(ანნა) შენ კიდევ დამახსოვრე,რომ ვიღაც გომბიო,რომელიც ჩემზე და ყველაზე ცოტა მეტ ძალას ფლობს უფლებას არ მივცემ ასეთი ტონით მესაუბროს.კიდევ დამაკარებ ხელს და იცოდე რომ შენი სიცოცხლე უფრო მალე დამთავრდება ვიდრე მე მაქვს დაგეგმილი.
ანნა თითის ქნევით ელაპარაკებოდა.ცოტა თავხედური ლაპარაკიც უსწავლია,მაგრამ ბიჭი კი გააჩუმა.
დამიანი კარებში იდგა და გაიგონა ანნას ბოლო სიტყვები.
-(დამიანი) ანნა! ეს რას ნიშნავს?
-(ედვარდი) ხედავ მამიკო როგორ მექცევა დედინაცვალი?თავი კონკია მგონია.ბიჭმა ისევ სიცილი დაიწყო და ბოლო წვეთამდე დაცალა სისხლი.
-(ანნა) მხოლოდ იმიტომ ვიტან ამას აქ რომ შენი შვილია.სხვა მიზეზი არ არსებობს იმისა რომ აქედან კისრის ტეხვით გავაგდო.
-(ედვარდი) მე როგორც დაჩაგრული ბავშვი გირჩევდი რომ შენი ამბიციემბი და მუქარები სახლიდან გაგდების შესახებ საკუთარ სახლში განახორციელო.
-(დამაინი) ედვარდ გეყოფა.
გოგონა ცრემლიანი ავარდა ოთახში და ყველაფრის ძირს დაყრა დაიწყო.
-(ედვარდი) როგორც ჩანს ვიღაცა დღეს ცუდ ხასიათზე იქნება.
დამიანმა ,,გამოუსწორებელი'' თვალებით შეხედა და ანნასკენ წავიდა.
დაინახა როგორ ყრიდა ყველაფერს ძირს და როგორ ჩამოდიოდა ცრემლები მის სახეზე.
-(დამიანი) ანნა!
-(ანნა) შემეშვი გთხოვ!დავიღალე უკვე! რამდენჯერ უნდა ვიგრძნო ეს?
ბიჭი მივიდა და გოგონას ხელები მის ხელებში მოიგცია.
-(დამიანი) გთხოვ ყურადღებას ნუ აქცევ,მას მხოლოდ შურისძიება და ბოღმა ალაპარაკებს.
-(ანნა) ვერც ვერფარს ვეტყვი.და იცი რატომ?იმიტომ რომ რასაც ამბობს ყველაფერი სიმართლეა,ხო მე უსახლკარო,უპატრონი გამოგდებული ბავშვი ვარ,რომელსაც ყოველთვის თავში წამოარტყავენ ამის გამო.
-(დამიანი) ვერავინ ვერაფერს გეტყვის სანამ მე ცოცხალი ვარ.უბრალოდ გამიგე ჩემი შვილია და ვერ გავაგდებ ასე უბრალოდ.როგორიც არის ის მაინც ჩემი სისხლი და ხორცია.
-(ანნა) ლოგიკურია.უბრალოდ გთხოვ ეხლა მარტო დამტოვე.
-(დამიანი) კარგი.ბიჭმა შუბლზე აკოცა და კარები ნელა გაიხურა.
..............................................................................................................
-(დამიანი) ანნა! კარებზე უკაკუნებდა ბიჭი,მაგრამ ხმას არავის სცმედა ამიტომ,ნელა შეიჭყიტა საძინებელში..
ანნას ჩასძინენბოდა,მოკუნტული იწვა ლოგინზე და მსუბუქად სუნთქავდა.ბიჭი ფრთხილად შევიდა ოთახში და გვერძე მიუწვა.როდესაც მოთავსდა ლოგინზე,რაღაცნაირად შეიშმუშნა,თითქოს სისხლის სუნი სცემდა.ანნას გადახედა და მკლავიდან ცოტათი სისხლი მოსდიოდა.
დამიანს დაუწითლდა თვალები და თეთრი კბილებიც ჩამოყარა.ცერა თითი აუსვა სისხლს და სახესთან მიიტანა.უსუნა და დიდძალი სიამოვნება დაეუფლა.ტუჩთან უნდა მიეტანა თითი,როცა ანნას გამოეღვიძა.
-(ანნა) დამიან! რას აკეთებ?
ბიჭს თითი გაშეშებული დარჩა და გაშტერებული უყურებდა ანნას.
-(დამიანი) შენი სისხლი.....
-(ანნა) რა ჩემი სისხლი?.გოგონამ დაიხედა ტანზე და შეამჩნია როგორ სდიოდა მკალვიდან სისხლი.
-(დამიანი) ვაიმე რას ვაკეთებდი.ბიჭი წამოხდა და ზურგი აქცია გოგონას.
-(დამიანი) არ შემომხედო
-(ანნა) ყველაფერი რიგზეა! გოგონაც ნელა წამოდგა და წინ დაუდგა დამიანს.
-(ანნა) არა აქვს მნიშვნელობა მას,მე მიყვარხარ ისეთი როგორც ხარ,და მომიწევს შევეგუო ყველაფერს.
ბიჭმა თავი დაუქნია და აკოცა.
-(ანნა) და ეს სისხლი ედვრდის წყალობით მომდის.
-(დამიანი) ედვარდის?რა გააკეთა?
-(ანნა) დილით სკოლაში მოვიდა,წამომიყვანა და შუა გზაზე დამტოვა.ეს მკალვიც მაშინ ვიტკინე როცა მანქანიდან გადმომაგდო.
-(დამიანი) ვინ წამოგიყვანა იქიდან?
-(ანნა) რა მნიშვნელობა აქვს?
-(დამიანი) ანნა ვინ წამოგიყვანა მეთქი?
-(ანნა) არ ვიცი გზად ვიღაც ახალგაზრდა გოგონა იყო და იმას წამოვყევი.
დამიანს სიმწრის ოფლმა დაასხა და ოთხიდან ედვარდისკენ გავარდა.ანნაც ნელ-ნელა გაჰყვა.
-(დამიანი) სულ შეიშალე? დამიანი ყვირლით მიუვრდა ედვარდს.
-(ედვარდი) რა იმპულსურები ხართ ეს შეყვარებულები?წესივრად ცხოვრებას რატომ არ მაცდით?
-(დამიანი) რატომ დატოვე გზაზე?მათ რომ ეპოვათ ხვდები რა მოხდებოდა?
-(ედავრდი) კი ვიცი,მოკლავდნენ.ბიჭმა კვლავ გააგრძელა ირონია.
-(დამიანი) მეორეთი არ გაეკარგო ანნას.თორემ იმათმა რომ იპოვნონ და რამე რომ დაემართოს,დავივიწყებ რომ ჩემი შვილი ხარ.
დამიანი გამობრუნდა და სახლიდან გავარდა.გოგონამ ყველაფერი გაიგო რასაც დამიანი ლაპარაკობდა და ცოტა არიყოს გაურკვევლობის ქვეშ იყო.
-(ანნა) ვინ უნდა მიპოვოს?ჩაიბურტუნა და ოთახისკენ შეტრიალდა.


შემიფასეთ
წინა კომენტარების გამო გადავწყვიტე,ისევ გავაგრძელო წერა,ოღონდ დიდ თავებს ვერ დავდებ ხოლმე.
პატარ-პატარებს და ხშირ-ხშირად



№1  offline წევრი -tiko))

მალე დადე ხოლმე რააა
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№2  offline წევრი saliii

რა კაიააა...მალეე დადეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent