შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური საფრთხე (VII თავი)


21-05-2015, 17:38
ავტორი N7
ნანახია 3 681

გაავებული უყურებდა ელენე თავისი თავით კმაყოფილ ნადიას და იმდენად იყო გაბრაზებული, რომ არ ეგონა თუ არ მოკლავდა.
–ნადია ხო? – ძლივს დაიწყო. გააფთრებისგან, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. – ბოდიში მოიხადე და დაგვტოვე, თორე გეფიცები სამუდამოდ დაგატოვებინებ დედამიწას! – კბილების ღრჭიალით წარმოსთქვა.
ასეთი არასდროს, არავის არ ენახა ელენე. ვერც ნახავდა ალბათ, რომ არა ეს ქალბატონი. ყველაზე თავშეკავებული ადამიანი იყო, ყველაზე, ვისაც კი ოდესმე შეიძლებოდა შეხვედროდით. ამის დასტური მისი ქმედებებიც იყო, მაგრამ ხომ ყველას აქვს ზღვარი? მასაც გააჩნდა და ამიტომ გაავა ქალის საქციელმა ასე.
–გაეთრიე–მეთქი, არ გესმის? – დაიყვირა და ქალიც დაფუცხუნდა, სწრაფად დატოვა სამზარეულო.
–და შენ გინდა, რომ ამ კახპასთან ერთად გავზარდო მაშო? – მიუტრიალდა დაბღვერილი ქმარს.
–გინდა თუ არა, უნდა მიეჩვიე, – შეუღრინა დემეტრემ. – სხვა გამოსავალი არ არის, მტრებს ვერ მივუგდებ მათ გასაწიწკნად, გაიგე რა!
–არა! არ მესმის და არც მინდა, რომ გავიგო! – წამოიყვირა გაბრაზებულმა ელენემ. – გესმის მაინც რას ამბობ? მე ვარ შენი ოჯახი, მხოლოდ – მე და შენ გინდა რომ ეს ოჯახი გაანადგურო სხვების ხარჯზე? მაშინ წარმატებები!
–ელენე! – დაიყვირა დემეტრემ და ისე ძლიერად დაარტყა მაგიდას ხელი, ლამის ამოტრიალდა. – გინდა თუ არა, ირაკლი ჩემი შვილია და ნადია მისი დედა, მოგიწევს აიტანო, რადგან ჩემი შვილი შენზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის!
–უზრდელი ხარ, დემეტრე! – დაიყვირა ელენემ. – ნამდვილი ანალოგი ხარ იმ ადამიანების, ვინც წარსულში ოჯახსა და სამშობლოს თავისი კეთილდღეობის გამო ყიდიდა.
ფეხზე წამოდგა ელენე და ის იყო ნაბიჯი გადადგა, დემეტრე მიუახლოვდა და მკლავში ძლიერად ჩაავლო ტორი.
–გესმის მაინც რეებს ბოდავ? – კბილებში გამოცრა და ქალი ტკივილისგან დაიმანჭა. – ჩემთვის ოჯახი რომ ჩემზე მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, ამ სიშორეზე წამოვიდოდი და მათაც გამოვიყოლებდი? შემეძლო მარტო გავქცეულიყავი რომელიმე მაგარ ქალაქში, სადაც გართობაა, სადაც მაინც ვერავინ მომაგნებდა, მაგრამ ჩემს გართობის წყურვილს თქვენთან ყოფნის გემო ვამჯობინე და თქვენ აგირჩიეთ. ამხელა ქალი ხარ და ჭკუის ნამცეცი არ გაქვს მაგ თავში.
–ეს განა მე არ მაქვს, ეს შენ გამოგირეცხა ტვინი იმ კახპამ! – წამოიძახა და ძლივს გააშვებინა ხელი. – არ ხარ მზად, რომ ჩვენ აქ ერთად აგვიტანო, ჰოდა გამიშვი.
–არსად არ გაგიშვებ, ელენე, დამშვიდდი, – დაწყნარდა დემეტრე.
–შენ ვინ გეკითხება! – დაიყვირა გაბრაზებულმა ქალმა.
–სანამ ჯერ კიდევ ცოლ–ქმარი ვართ, მეკითხებიან!
–ფორმალურობა რაში მაინტერესებს, სანამ ოფიციალურად გავხდებოდით ოჯახი, მანამ უკეთესი ურთიერთობა გვქონდა და ახლა.. ახლა ჯოჯოხეთია და არ ვაპირებ მაშო აღვზარდო ამდენ ჩხუბსა და დავში.
–ხოდა დაწყნარდი და ყველაფერი მოგვარდება, – დამშვიდებით ჩაილაპარაკა.
–დავწყნარდე? დემეტრე, დავწყნარდე?– გაავდა ისევ ელენე. – ადვილი სათქმელია დაწყნარდი, როცა იმასთან გიწევს ცხოვრება, ვიზეც იცი, რომ შენი ქმრის კახპაა. მძულხარ, დემეტრე! – დაიყვირა მწყობრიდან გამოსულმა და ძალიან ძლიერად ჰკრა ორივე ხელი მამაკაცს მკერდზე.
არც შერხეულა, პირიქით, ორივე ხელი დაუჭირა და ძალიან შეამცირა მანძილი მათ შორის.
–რამოდენიმე დღის წინ სხვა რამეს ამტკიცებდი, – ირონიულად გაუღიმა და შუბლზე შუბლი მიადო.
–შევცდი, – თავი აარიდა ელენემ და ხელების დახსნასაც შეეცადა მამაკაცის მკლავებიდან, მაგრამ ვერ შეძლო და დანებდა.
–შემომხედე, – ელენემ დააიგნორა დემეტრეს ბრძანება. – შემომხედე–მეთქი, – გაუმეორა უფრო მკაცრად და ელენე იძულებული გახდა შეეხედა დემეტრესთვის.
რამოდენიმე წამით, რომელიც ელენეს საუკუნედ ეჩვენა, მამაკაცი უყურებდა თვალებში, ხოლო შემდეგ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
–იცი? როდესაც დაგინახე შენი თვალები შემიყვარდა, საოცრად. ყველა ულამაზესი ნაკვთის მიღმა, შენი ულამაზესი, მოციმციმე თვალები იმალებოდნენ და გავიფიქრე: არსებობდა კი უკეთესი ქალი, რომელთანაც ცხოვრებას ვისურვებდი? მაშინვე გავეცი ჩემ თავს პასუხი, რომ არ არსებობდა და დარწმუნებითაც დავდე პირობა საკუთარ თავთან, რომ არ იარსებებდა. და გგონია, რომ ამდენი ხნის მერე, იარსებებს? – გაუღიმა.
–უკვე არსებობს, – ამოიკნავლა საცოდავად ქალმა.
–არა, არ არსებობს. ის ყველა გამოცდა იყო, რომელიც ჩემ თავს გამოვუვლინე და მივხვდი, რომ შენზე უკეთესი მართლა არავინ იყო, – გაუღიმა და ნელა წაიწია ტუჩებისკენ. თავი აარიდა ელენემ.
–გამიშვი, – მკაცრად მოსთხოვა. – საკმარისია ტყუილები, რომელსაც დღემდე ვისმენდი! – ყელში მომდგარი ბურთი ვაი–ვაგლახით გადაყლაპა.
–იცოდე, რომ თუ კიდევ ერთხელ მომტხოვ წასვლას, ასე მოგკიდებ ხელს და არასდროს, აღარასდროს არსად არ გაგიშვებ! – ღიმილით უთხრა და ხელი გაუშვა.
ნატკენი ადგილები დაიზილა ელენემ და დემეტრეს მიუტრიალდა.
–როგორმე აგიტანთ ცოტა ხნით, მაგრამ იცოდე, რომ სამუდამოდ გაწყვიტე ჩვენ შორის ძაფი! – ზიზღით მიაძახა და თავის ოთახში გავიდა, სადაც მაშო ეგულებოდა.
კარი შეაღო და არავინ რომ არ დაუხვდა, ანერვიულდა. მერე ბავშვების ხმა მოესმა და ფანჯრიდან გაიხედა ეზოსკენ. მაშო და ირაკლი თამაშობდნენ. მაშოს მკლავები მოეტიტვლებინა და მხიარულად დარბოდა ირაკლის გარშემო.
ჩანთიდან ჟაკეტი ამოიღო ელენემ და გარეთ გავიდა. ისე მხიარულობდნენ ბავშვები, რამოდენიმე წუთი ვერ ბედავდა მათი მხიარულების დაშლას, ბოლოს მაშოს დაუძახა.
–მაშო! – ორივე შეჩერდა და ელენეს გამოხედა. მაშომ დაბნეულმა, დამორცხვებით ჩახარა თავი და ელენესკენ დაიძრა.
–ელენე, ბრაზობ? – უთხრა როდესახ მიუახლოვდა და თითები ერთმანეთში გახლართა.
–არა, მაშიკო, რაზე? – გაუღიმა ელენემ და მოეფერა.
–ირაკლის რომ ვეთამაშები, – დამორცხვებისგან ლოყები აეკაფრა.
ელენემ თეთრი კულულები უკან გადაუწია და გაბერილ ლოყებზე აკოცა.
–არა, მაშო, არ ვბრაზობ. უბრალოდ, ეს ჩაიცვი, – ჟაკეტი ჩააცვა და ირაკლისკენ წავიდა.
ისიც ისეთივე დამორცხვებული იდგა, როგორიც მაშო.
–ითამაშეთ, ნუ გრცხვენიათ, – გაუცინა ელენემ და ირაკლი თავისკენ დაქაჩა საკოცნელად. ძალიან გაუხარდა ბიჭუნას.
მერე წამოდგა და სანამ ბავშვებს გაეცლებოდა უთხრათ, რომ შორს არ წასულიყვნენ და სახლისკენ დაიძრა. კართან მდგარი დემეტრე რომ დაინახა, დაიბნა და ლამის ფეხები აეხლართა ერთმანეთში, მაგრამ არ გაჩერებულა, არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ამ მამაკაცისთვის მოთმინება საკმარისი იყო და გადაწყვიტა ცივილირებულად ჩაევლო ქმრისთვის. როცა მიუახლოვდა, პულსმა საოცრად აჩქარება დაიწყო. აშკარად უარყოფითი ემოციის მატარებლად შეეძლო ჩაეთვალა ამ შემთხვევაში დემეტრე, რომელსაც ორი წუთის წინ უმტკიცებდა, რომ სძულდა.
კარებში შესვლისას, წინ გადაეფარა მამაკაცი.
–ახლა რაღა გინდა, – ამოიკვნესა და ხელები გადააჯვარედინა, მკერდთან მიიწყო.
–დიდი მადლობა, რომ ირაკლი მიიღე, მართლა ძალიან მიხარია, – გაუღიმა მამაკაცმა.
–შენ გამო არაფერი გამიკეთებია, – ზიზღით მიახალა.
–არ არის პრობლემა, – ღიმილს არ წყვეტდა მამაკაცი. – ქალაქში უნდა წავიდე და წამოხვალ? ვერაფრის წამოღება ვერ მოასწარი...
–ესეც მყოფნის, – უხეშად უთხრა.
–ტანსაცმელი გყოფნის, მაგრამ პირადი ჰიგიენის ნივთები – არა, – თვალი ჩაუკრა.
–შენ რა, ჩემ ჩანთაში იქექიალე? – გულახდილი გაკვირვებით იკითხა ქალმა და თვალები დაუქაჩა.
–არა, – თავი გააქნია მამაკაცმა, – ფაქტი სახეზეა, – გაეცინა.
–არ წამოვალ, შემატარე, – მკაცრად მოუხაზა.
–შენი ჭირიმე, არ ვვარგივარ მასეთ რაღაცეებში, ხო იცი, – გაეცინა.
–რა კარგ ტალღაზე ხარ, გაგამხიარულა ნადიამ? – ირონიულად ჩაუღიმა ელენემაც.
–არა, შენმა დადებითმა ენერგიამ იქონია ჩემზე გავლენა, – თვალი ჩაუკრა.
–დადებითმა ენერგიამ, რომელიც აღარ არსებობს, – თავისთვის ჩაილაპარაკა. – ნადია წაიყოლე, მე არ მინდა შენთან ერთად მგზავრობა.
–ნადია არ მოდის, ბავშვები უნდა დაიტოვოს.
–აა, მითუმეტეს მარტო მივდივართ? არა, არა და არა! – სრული სიმტკიცით ჩაილაპარაკა.
–ელენე, – გამკაცრდა ისევ დემეტრე.
–რა გინდა, დემეტრე? – მობეზრებულად ჩაილაპარაკა და ამ ხნის მანძილზე, პირველად გაუსწორა თვალები მის თვალებს.
–მინდა, რომ წამოხვიდე და იყიდო საჭირო ნივთები, – უთრა სრული სერიოზულობით და ამ თქმაშიც კი იგრძნობოდა სიბრაზე.
–მარტო არ წამოვალ, გაიგე, – უთხრა მკაცრად, – და არც იმას ვაპირებ, რომ მაშო დავუტოვო იმ კახპას!
–ორივე წამოდით, – დანებდა დემეტრე.
–კარგი, – დათანხმდა ელენე. – ახლავე მივდივართ?
–კი.
–გავემზადები და ჩამოვალ, – უთრა და სწრაფად აირბინა კიბეები.
___________________________________________________________
მთელი გზა ისე იარეს, რომ არც ერთს არ ამოუღია ხმა. როგორც ელენემ ამოიკითხა, კალიფორნიის შტატში იყვნენ და მალე შევიდოდნენ კალიფორნიაში. თავიდან ვერ გააცნობიერა, თუ რამხელა ბედნიერებას გადააწყდა, მაგრამ შემდეგ გაახსენდა, რომ მეგობარი ყავდა აქ, რომელიც ერთი წლის წინ გადმოცხოვრდა და რომლის ნომერიც ტელეფონში ეწერა. გაახსენდა და ძალიან, ძალიან მაგარმა იდეამ გაუევა თავში. დრო იყო შურისძიების. ნამდვილად იყო დრო.
ძალიან დიდ მარკეტთან გააჩერა დემეტრემ. რას წარმოიდგენდა, რომ ელენე დიდებულ, მზაკვრულ გეგმას აწყობდა.
ტელეფონი კარგად დაიგულა ჯიბეში, ასევე კარტები, რომელშიც დანაზოგი ქონდა შეტანილი. მაღაზიაში რომ შევიდნენ, დემეტრე სხვა გზით გაუშვა ელენემ, მოიმიზეზა, რომ ისეთი ნივთები ჰქონდა საყიდი, რომლის აღრიცხვა საჭირო არ იყო. მაშოც წაიყვანა.
როგორც მოიშორა დემეტრე, ტელეფონი ამოიღო და ნომრებში თომა მოძებნა. რამდენჯერმე გავიდა და როგორც იყო, უპასუხა ადრესატმა.
_______________________________
უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ კითხულობთ და მამხნევებთ. ძალიან მიხარია, მართლა <3
ვიცი, რომ პატარა თავია, მაგრამ მეტის წერა ვერ მოვახერხე და ვეცდები მალე დავდო შედარებით დიდი.
პ.ს როგორც უკვე აღვნიშნე, ყურადღებით წაიკითხეთ, რომ კითხვები არ გაგიჩნდეთ შემდეგ, არ მიყვარს ერთსა და იმავეზე რამდენჯერმე ტრიალი..



№1  offline წევრი lamazmani

პირველი ვარ აი შენ ხარ ძაან ძაან მაგარი გოგო უმაგრესი მაგარი თვაია მარა დემეტრე ნერვებს მიშლის ველოდები შემდეგ თვას მოუთმენლად მიყვარხარ love

 


№2  offline წევრი N7

lamazmani
პირველი ვარ აი შენ ხარ ძაან ძაან მაგარი გოგო უმაგრესი მაგარი თვაია მარა დემეტრე ნერვებს მიშლის ველოდები შემდეგ თვას მოუთმენლად მიყვარხარ love

მეც მიყვარხარ ჩემო უსაყვარლესოო და აი ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ ასეთი სითბოსთვის❤❤❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი nanako123

Kargi gogo xar <33 girsia demetre chkua iswavlos cota xnit !tore ukve nervebs mishlis... sheecade male dadoo momdevno :*

 


№4  offline წევრი N7

nanako123
Kargi gogo xar <33 girsia demetre chkua iswavlos cota xnit !tore ukve nervebs mishlis... sheecade male dadoo momdevno :*

დიდი მადლობა საყვარელო❤❤ვეცდები❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი N7

ebe
ძალიან მაგარი მოთხრობაა,მაგრამ აი ელენესი არ მესმის ძალიან გავბრაზდებოდი და შემზიზღდებოდა დემეტრე <3 <3

ძალიან მიხარია, რომ კითხულობ და მოგწონს, დიდი მადლობა <3 <3 ხო, ელენე ასეთი მოთმენი ქალი გვყავს winked
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline წევრი ფსიქო.13

auu... dzaan male dade,tore,tavs moviklav.
shenc mogklav.
demetresac gaviyoleb.
da sexniasac.
mokled,sikvdilis epiqis "pontia" raa.
:DD
au gtxov dade male raa...
ra gegma mounda gaficeb,am sicxeshi isedac vixrukebi da amisma gegmam kide ufro amacxela.
"mcxavs"
xoda. miyvarxar me shen!
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№7  offline წევრი human

ძალიან მაინტერესებს ეს ხალხი სად კითხულობს ისტორიებს და რატო არ შემოდიან ,ასეთი მაგარი ისტორიააა და არც ნახვები აქვს და თუ აქვს კომენტარები აქვს ძალიან ცოტა.... შენ ხარ უმაგრესი( უძალიანმაგრესი ) ავტორი მწერალი საინტერესოა მომწონს ძალიან ძალიან და ველოდები ახალს ნუ დააგვიანებ ... დავინტრიგდი:დდდ რა გეგმა აქვს?! ... ან რას დასდევენ დემეტრეს ერთი ,რა შარშია ასეთში საყვარელთან ერთად ცოლს რო აცხოვრებს ...ნწ გიჟი ხარ შენც და დემეტრეც საიდან მოგაფიქრდა ჰაჰაჰჰა

 


№8  offline წევრი N7

psychopath_013
auu... dzaan male dade,tore,tavs moviklav.
shenc mogklav.
demetresac gaviyoleb.
da sexniasac.
mokled,sikvdilis epiqis "pontia" raa.
:DD
au gtxov dade male raa...
ra gegma mounda gaficeb,am sicxeshi isedac vixrukebi da amisma gegmam kide ufro amacxela.
"mcxavs"
xoda. miyvarxar me shen!

მეც მიყვარხარ შენ! უღრმესი მადლობა, შეგიძლია მომკლა, მაგრამ გუშინ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ვერაფრით ვერდავწერდი.. love

human
ძალიან მაინტერესებს ეს ხალხი სად კითხულობს ისტორიებს და რატო არ შემოდიან ,ასეთი მაგარი ისტორიააა და არც ნახვები აქვს და თუ აქვს კომენტარები აქვს ძალიან ცოტა.... შენ ხარ უმაგრესი( უძალიანმაგრესი ) ავტორი მწერალი საინტერესოა მომწონს ძალიან ძალიან და ველოდები ახალს ნუ დააგვიანებ ... დავინტრიგდი:დდდ რა გეგმა აქვს?! ... ან რას დასდევენ დემეტრეს ერთი ,რა შარშია ასეთში საყვარელთან ერთად ცოლს რო აცხოვრებს ...ნწ გიჟი ხარ შენც და დემეტრეც საიდან მოგაფიქრდა ჰაჰაჰჰა

თქვენს გამო მიღირს ყველაფრის წერა, რა მნიშვნელობა აქვს ნახვებს და კომენტარებს, როცა ვხვდები, რომ სამს მაინც მოწონს ის, რასაც ვაკეთებ და ვუყვარვარ love
ძალიან მიყვარხართ მე თქვენ!!! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent