შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 17


21-05-2015, 19:35
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 615

შაბათი დილაც გათენდა,წინასწარ ვიცოდი რომ გოგოებთან ერთად ბოდიალი და კებებისა და ფეხსაცმლის არჩევა ტანჯვად გადამექცეოდა,მაგრამ იმედი მაქვს ჯინერვა კარგ ხასიათზე იქნება და ის მაინც გამამხიარულებს.ამის გაფიქრებაზე მძინარე მეგობარს გადავხედე და მთელი ხმით დავუყვირე.
-ჯინი უკვე გათენდა.გოგო შიშისგან წამოხტა და გაკვეთილებზე მაგვიანდებას ძახილით კარადას მივარდა.
-დამშვიდდი წითურო არსადაც არ გაგვიანდება.დღეს ჰოგსმიტში მივდივართ.
-მეორედ ასე მომექცევი და შენს თავს დააბრალე.მუშტი მომიღერა ჯინიმ.
მეც სწრაფად წამოვხტი და ფარდები გადავწიე,ოთახში მკვეთრი სინათლე შემოიჭრა.თვალებს არ დავუჯერე ჯერ ხომ ადრეა?
-ჯინი აქ მოდი.გოგომ სწარფად მოირბინა და მანაც გაოცებისგან პირი დააღო.
-როგორ მოუთოვია.აღტაცევას ვერ ვმალავდით,პატარა ბავშვებივით გვიხაროდა პირველი თოვლი.სასახლის მიდამოები თეთრ საბურველში გახვეულიყო,ულამაზესი სანახაობა იყო,ამას ვუყურებდი და ვფიქრობდი,რომ მხოლოდ ამისთვის ღირდა აქ ჩამოსვლა.გულში სითბო ჩამეღვარა,ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ.ირგვლივ ამდენი ხალხია მე კი უბრალო თოვლმა გამაბედნიერა. რაც შეილება სწრაფად უნდა გავსულიყავი გარეთ.თბილი ტანსაცმელი მოვძებნე,ჩავიცვი და სარკის წინ დავტრიალდი.ზედმეტად შავი ვიყავი,მაგრამ არაუშავს.ხელთათმანები ჩავიცვი, ქუდი დავიხურე და ჯინის არც დავლოდებივარ ისე გავედი გარეთ.მგონი ჩემთვის არც ეცალა....
დერეფანი ცარიელი იყო,ეტყობა თბილ საწოლთან განშორება არავის უნდოდა.კარგია მშვიდად ვისერინებ.მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ შევცდი.თითქმის მთელი სკოლა გარეთ იყო გამოფენილი.უხალისოდ გავედი ეზოში და მოგუნდავე მოსწავლეებისგან შორს დავდექი,ზეცა თავს არ იშურებდა და უხვად აყრიდა ფიფქებს არე-მარეს.
ნევილი,ჰარი,რონიც აქ იყვნენ.ჰარიმ მხიარულად დამიქნია ხელი,რონმა კი არც მეტი არც ნაკლები,ჩემხელა გუნდა მთხლიშა,არც მე დავაკელი.ისე გავერთე მათთან ყველაფერი დამავიწყდა,მე და რონი ხელჩართულ „ბრძოლაში“ ვიყავით,როდესაც მისთვის განკითვნილი გუნდა სლიზერინელ ბიჭს პირდაპირ სახეში გავარტყი.მანაც იგივე გაიმეორა, არც მე დავაკელიდა მეორე გუნდაც სახეში ვესროლე.ბიჭი გაცეცხლა და ჩემსკენ წამოვიდა ისეთი სახე ჰქონდა მეგონა შუაზე გამგლეჯდა და არც მე დავაკლებდი ალბათ,მაგრამ უცებ ჩემს წინ შავი სილუეტი ასივეტა.
-რამე პრობლემაა? ჩვეული ხმით მიმართა ბიჭს მალფოიმ.ნეტავ აქ საიდან გაჩდა,გაკვირვებისგან პირდაღებულ მეგობრებს გადავხედე.მთელი ეზო გაშეშდა და ჩვენ სამს გვიყურებდა.ლურჯ ლაბადიანი ბიჭი გასუსული იდგა და მალფოის სასტიკ მზერას ებრძოდა,მერე უხმოდ გააქნია თავი და გაგვშორდა.
-როგორმე მივხედავ საკუთარ თავს.მკაცრად ვუთხარი მალფოის.
-როგორც ჩანს არც ისე კარგად გამოგდის.სიმწრით ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-ხო აბა რა შენი მოსავლელი ვარ.დავიღრინე მე.
მალფოი მომიბრუნდა,მკლავში ხელი წამავლო და სასახლისკენ წამიყვანა.არ მინდოდა წავყოლოდი მაგრამ იმდენად ძლიერად ჩაესო თავისი კლანჭები,რომ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.სწრაფად ავირბინეთ კიბეები და ბნელ დერეფანს გავყევით.
-სად მივდივართ?მე არ მოგყვები.
-სალაპარაკო გვაქვს.მკაცრად მითხრა ბიჭმა.
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.გავაპროტესტე მე.
-მისმინე,ის ბიჭი შავი მაგია(ანუ შავ მაგიას კარგად ფლობს),ისე აგაორთქლებდა ადგილიდან თვალსაც არ დაახამხამებდა.ცოტა აზრზე მოდი.
-ჯერ ერთი ჩემი ბრალი არ ყოფილა შემთხვევით მოხვდა და შენ რა გადარდებს მე რა მომივა,შენთვის უკეთესიც იყოს შეიძლება რომ ავორთქლდე.
-ვინ გაძლევს წასვლის უფლებას.დაისისინა ბიჭმა.ამაზე სულ გავმწარდი და საერთოდ რაზე ვჩხუბობდით.
-ნამდვილი იდიოტი ხა...........სიტყვის დასრულება არ მაცალა მალფოიმ.
-ოდესმე შეწყვეტ ყვირილს?
-არამგონია.დავიყვირე მე და ბნელ დერეფანს გამოვყევი,მაგრამ უშედეგოდ გასასვლელი ვერსად ვიპოვე და უკან დავბრუნდი.დრაკო დამშვიდებულიყო და გაღიმებული მიურებდა.
-რაო ვერ წახვედი? გაეცინა ბიჭს.
-ვერა.კიდევ უფრო მომერია ბრაზი.ცხვირი ავუბზუე მალფოის.
-კარგი რა რატომ მებუტები.ტაქტიკა შეცვალა ბიჭმა.მე უბრალოდ შენი დაცვა მინდოდა.
-რატო ვითომ?არ ვცხრებოდი მე. მალფოი დაიხარა და ნაზად დამეწაფა ტუჩებზე.ცალი ხელი თმაში შემიცურა,მეორეთი კი მაგრად მიმიკრა.მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.ვცდილობდი თავი დამეღწია, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.მალფოი ნაზად დაასრიალებდა ტუჩებს,ჩემს ტუჩებზე,ნელა მკბენდა და დროდადრო თმაში მქაჩავდა.უხეშად, მაგრამ სასიამოვნოდ აკეთებდა ყველაფერს.დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთს,ხამებივით.ბიჭმა უკან დაიხია,ხელიდან დავუსხლტი,ერთი კარგად წავუთაქე და წინ გავიჭერი.ისიც უკან გამომყვა.
-ჩემთან ერთად არ წამოხვალ მეჯლისზე?ზურგს უკანმომესმა ბიჭის ხმა?არაფერი მიპასუხია.
-ხომ იცი რომ..
-რომ რა? მალფოიმ ისევ მაკოცა ოღონდ ამჯერად ხანმოკლედ. უშენოდ არაფერი არ მინდა.მითხრა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში.ეს რა დამემართა მგონი მალფოის შევუყვარდი.ამ აზრმა მთლიანად დაბინდა ჩემი გონება.ახლა რაღა უნდა მექნა.მეც ვერ ვუწევდი თავს წინააღმდეგობას.მე და მალფოი?როგორმე ბოლო უნდა მოვუღო ამ სისულელეს თუ უკვე გვიანი არაა,რადგან ეს შეუძლებელია.........
დრაკო
დიდხანს ვკოცნიდით ერთმნეთს.მთელი დღის ასე გატარებაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს.ნაზად მქაჩავდა თმაში და კისერზე.მთელი გონება დამიბინდა მისდამი ლტოლვამ.ტანში ცივი ჟრუანტელი მივლიდა,გული გიჟივით მიცემდა,ხოლო მისი ყოველი შეხება კიდევ უფრო მაკარგვინებდა თავს,რომ არ დამემთავრებინა ალბათ თავის მოთოკვას ვეღარ შევძლებდი....გოგო ხელიდან დამისხლტა.სუნთქვა წესრიგში მოვიყვანე და უკან დავედევნე...
უხმოდ მივყვებოდით ბნელ დერეფანს...
-გინდა ტბაზე წავიდეთ?
-არა გოგოებს შევპირდი,რომ ჰოგსმიდში გავყვებოდი.
-საღამოს წავიდეთ.
-საღამოს სხვას ვხვდები.ლამის გავცოფდი.
-ვის? ვცადე არაფერი შემემჩნია,მაგრამ ხმაში ბრაზი მაინც შემეპარა.
-ეგ შენი საქმე არაა.უდარდელად მიპასუხა გოგომ.მთელი სხეული ამიკანკალდა.ასე გული არასოდეს მტკენია.ხმა რომ არ გავეცი მომიბრუნდა და გაკვირვებული მომაშტერდა....ჩემს დანახვაზე ფერი დაეკარგა,ნუთუ ვერ ხვდებოდა რომ ჩემთვის განსაკუთრებული იყო...

****
მალფოის სახეზე ფერი არ ედო.თვალები სასტიკად უელავდა და მთელი სხეული უკანკალებდა,მივხვდი რომ უაზროდ ვეხუმრე,მაგრამ არ მეგონა ასეთი მგრძნობიარე თუ იქნებოდა.კიდევ გავაგრძელებდი, მაგრამ მისი ტანჯვა სიამოვნებას ნამდვილად არ მანიჭებდა.ახლა ზუსტად ვიცოდი რომ მალფოის ვუყვარდი და არც მე ვიყავი მის მიმართ გულგგრილი...
-რა გჭირს უბრალოდ გეხუმრე.მივედი და მთელი ძალით მივეწებე.
-მეორედ ეგრე აღარ მეხუმრო.მალფოიმ გამიღიმა და სახე დამიკოცნა.

***
ჰოგსმიტში საინტერესო არაფერი ხდებოდა,მალე მოვიწყინე.მალფოისთან მინდოდა გაქცევა.
-დღეს სად გაქრით სენ და მალფოი.მოულოდნელად მკითხა ჯინიმ,რომელიც გოგონების გუნდს ჩამოშორებოდა.
-არსად.
-ნუ მატყუებ. დაგპატიჟა მეჯლისზე?აღელვდა გოგო.
-ხო მაგრამ არაფერი მიპასუხია.
-აუუ რა დებილი ხარ.ვერ დათანხმდი.
-მაკოცა.
-რააააააა? თვალები გადმოკარკლა ჯინიმ.არა ხო ვამბობდი რა გიჟდება შენზე.შენ რა მალფოი არ გძულს?
-აუუ მაგარი წყვილი ხართ.აღტაცებას ვერ მალავდა გოგო.ასეთ რეაქციას არ მოველოდი.
კიდევ დიდხანს ვიბოდიალეთ.ისეთი დაქანცული დავბრუნდი სასახლეში არაფრის თავი არ მქონდა,ცალკე ჯინი არ მასვენებდა მომიყევი მალფოი როგორიაო,მაგრამ დაღლილობამ თავი წაართვა დ ორივეს ჩაგვეძინა.


პ.ს. აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი,ჩემთვის დიდი სტიმულია თქვენი სიტყვები.მადლობა ყველას



№1  offline წევრი Nina-

vaime vaime vaimeee.... dzalian magaria... malfoyze vgijdebiii <3 <3 <3

 


№2  offline წევრი Khaleesi

ყოჩაღ ყოჩარ გშველის მემგონი ჩემი კომენტარები და მალმალე დებ ხოლმე

 


№3  offline წევრი ana_aneta

Khaleesi
ყოჩაღ ყოჩარ გშველის მემგონი ჩემი კომენტარები და მალმალე დებ ხოლმე

შენ ის მითხარი როგორი თავი იყო იქნება ჩემს მიზასაც ეშველოს :D :D

 


№4  offline წევრი Khaleesi

მაგარია ყოჩარ მარა გაადიდე ცოტა რაა

 


№5  offline წევრი sa sa .)

აუ რა საყვარლობაა love

 


№6  offline წევრი nia^_^

კარგიააა... ასე გაგრძელეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent