რამდენად ტკბილი არ უნდა იყოს ოცნება, რეალობა მაინც მწარეა [17]
ჰაიიი .. ესეც ახალი თავი. იმედია მოგეწონებათ . გთხოვთ დააკომენტაროთ ვისაც მოგწონთ და შენიშვნებიც, რიმლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ, დაწეროთ. მიყვარხართ ყველაააა! პ.ს შემდეგი თავი დასასრულიაა =_=_=_= - ვაიმეეე! რა მაგარიაა! ხააალხოოოოო, მეშველააა! - ვყვიროდი და სიხარულისგან აქეთ-იქით დავხტოდი. ელენე უკან დამსდევდა "ჩუმად ცოტა, ნელა კისერს მოიტეხ"-ს ძახილით. უეცრად კარი შემოანგრიეს და ლიზა შეგვრჩა ხელში. "არა, ამ გოგოს არაბუნებრივი ძალები აქვს! როგორ გააღი ჩაკეტილი კარი?" ვფიქრობდი. - რა ხდება? - ინტერესით იკითხა ლიზამ და კარი მიხურა. - რა და ჩემო ლიზიკუნაა... მალე ქორწილიააა! - ბოლო სიტყვები ისევ დავიყვირე და აწითლრბულ ელენეს გავხედე. ლიზას ენა ჩაუვარდა და ხან მე, ხან ელენეს გახედავდა გაფართოებული თვალებით. - აააა! - გონს მოეგი და ბოლო ხმაზე იკივლა. - გილოცააავ! ვაიმეე ქეთაა გვეშველა! - ჩემი სიტყვები გაიმეორა და ჩემთან ერთად დაიწყო ოთახში სირბილი. - ასე ძალიან გინდათ ჩემი მოშორება? - "ნაწყენმა" ამოილაპარაკა და მოიღუშა. მე და ლიზას ხარხარი აგვიტყდა და ერთდროულად მოვხვიეთ ხელები. - რა სულელი ხარ. ვის ოჯახშიც შენ შეხვა.. კი არადა, საწყალო ტატო. - გავასწორე წინადადება და სამივემ გულიანად გავიცინეთ. ასე ჩახუტებულები ვიდექით კარი ლექსომ რომ შემოაღო. - რას შვე.. მეც მინდა. - პატარა ბავშვივით ამოილაპარაკა და გრძელი, ძლიერი მკლავები სამივეს მოგვხვია. მის ქცევაზე სიცილისგან გავწითლდი. "ვაიმე, ლექსო"-ს ძახილით ჩავცურდი კედელზე. მერე ქვევით ჩავედით. ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ. ოთახში შევედით თუ არა, მე და ლიზა ავმღერდით: - ვისია, ვისია, ქალი ლამაზი ეეე... - ელენე ისევ გაწითლდა და ახარხარებულ ტატოს გვერდით აეკრო. მე უტას გვერდით ვაპირებდი დაჯდომას, როდესაც კალთაში მომათავსა. - ეე, გვრიტებო. მე ასე მარტო უნდა ვიჯდე? - ამოილაპარაკა ლექსომ. - რატომ? ქალბატონ უმშვენიერესობას ვერ ხედავ? - ლიზაზე ვანიშნე, რომელიც თვალებით მანიშნებდა მოგკლავო. - ლიზაა... - დაიწყო მაგრამ.. - ლექსო, სანამ მთელი ხარ, მარტომ დაჯექი დივანზე. - მკაცრად ამოილაპარაკა და სიცილით ჩაესვენა პუფში. უკმაყოფილო სახით დაიკავა ლექსომ თავისი ადგილი და ფილმის მოძებნა დაიწყო. =_=_=_= ქორწილი? ელენეს და ტატოს ქორწილი იყო უნიკალური! შეუდარებელი! თქვენ გგონიათ სადმე ძვირიან რესტორანში გადაიხადეს? ნურასუკაცრავად. ჯვარი სამებაში დაიწერეს, მერე კი ყველა ტატოს აგარაკზე, მესტიაში წავედით. აგვისტო იყო, მაგრამ საგრძნობლად გრილოდა. ჩვენ საღამოს წამოვიდოდით და შეყვარებულ წყვილს მარტო დავტოვებდით. პატარძალი ულამაზესი იყო! ქათქათა თეთრი, გრძელი კაბა. წელამდე ვიწრო, შემდეგ კი ყვავილივით იშლებოდა. წელამოღებული და წინ სულ ალმასის თვლებით მორთული. მოკლედ, ჩემზე ძვირი კაბა ეცვა. მეჯვარე ლიზა იყო, რადგან მე ნათლია მსურდა რომ ვყოფილიყავი. ტატოს მეჯვარე-ლექსო. ჯვრისწერის შემდეგ ტატოს აგარაკზე "დავგაზეთ". გზაში ალკოჰოლი და საჭმელი ვიყიდეთ. დროს არაჩვეულებრივად ვატარებდით. ვსვამდით, ერთმანეთს ვადღეგრძელებდით, სიყვარულს ვუხსნიდით. ტატომ ჩემს ელენიკოს კიდევ ერთხელ აუხსნა სიყვარული, იმდენად ემოციურად, რომ ცრემლები მომადგა. მიხაროდა ჩემს გოგოს ასეთ ბედნიერს რომ ვხედავდი. - ახლა შენღა დაგვრჩი გასათხოვარი. - გადავუჩურჩულე ლიზას, რომელმაც მამის მკვლელი თვალებით გამომხედა და დამიბღვირა. საღამოს ათი საათი იქნებოდა, როდესაც მოვტვინეთ და ახალდაქორწინებული წყვილი მარტო დავტოვეთ. ორი მანქანით ვიყავით, უტასა და ტატოს მანქანით. ლექსომ ტატოს მანქანა წაიყვანა, მე კიდევ უტასი, რადგან ჩემი ქმარი ნასვამი იყო. - აბა შენ იცი... არ შემარცხვინო. - ამოიბლუყუნა და მანქანის გასაღები მომცა. - სათანადოდ ვერ აფასებ შენს ცოლს. - კმაყოფილი ღიმილით ვუთხარი და საჭესთან მოვთავსდი. მართვა მამამ მასწავლა, ცამეტი წლის ასაკში. კი, იფიქრებთ პატარა იყავი და რას ისწავლიდიო, მაგრამ ფაქტია ვისწავლე. მამაც ცამეტი წლის იყო მანქანის მართვა რომ ისწავლა. *** - ქეთა, პირველში უნდა ჩააგდო. - მეასედ გამიმეორა ერთი და იგივე წინადადება. - უი, ხო. - სიჩქარის გადამრთველი გავასწორე და გზას გავხედე. - მაინც რა საჭიროა ეს პირველში და მეოთხეში ჩაგდება ვერ ვხვდები. - უკმაყოფულოდ ამოვიფრუტუნე. - ავტომატიკაც არსებობს. - ჩემმა შვილმა მექანიკაც უნდა იცოდეს. - ჩაილაპარაკა და ლოყაზე მიჩქმიტა. - 17 ის გახდები თუ არა, პრავას აგაღებინებ და მაგარ მანქანას გიყიდი. - მართლაა?! - სიხარულისგან წამოვიყვირე და მანქანა გავაჩერე. - ხო, მართლა მა. - გამიცინა და თავზე მაკოცა. *** ჯანდაბა! ისევ ცრემლებმა გამცეს, რომლებიც უტას, რა თქმა უნდა, არ გამოპარვია. - ქეთა.. რა მოხდა? - შეშფოთებული მიყურებდა. - არა, არაფერი, უბრალოდ გამახსენდა მამა რომ მასწავლიდა მანქანის ტარებას. - ვუპასუხე და ჩავიცინე. რა სულელი ვიყავი ადრე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მამა მანქანის მართვას მასწავლიდა, თოვლის ბაბუის მჯეროდა. ჰაჰა. - კაი არ იტირო რა. - მუდარის ნოტები შეეპარა ხმაში და ლოყაზე ხელი მომადო. თბილად მომღიმარმა გავხედე. - შენ გირჩევნია კარგად დააკვირდე როგორ ვმართავ მანქანას და ჩასვლისას შემაფასო. - ვუთხარი და გავიცინე. - არის მემ! - ჯარისკაცივით მიიდო შუბლზე ხელი და გზას გახედა, ღიმილით. - ეი, "კრასოტკა", შევეჯიბროთ? - გვერდით გაგვიარა ლექსომ ტატოს მანქანით და ეშმაკური ღიმილით გამომელაპარაკა. - "ბეზ ბაზარ". - ხმადაბოხებულმა ვუპასუხე და "გონკაობისთვის" მოვემზადე. - ქეთა! - მკაცრად გაისმა უტას ხმა. - კარგი რა უტიკო, მოვუგებ და ვსო. - სიცილით გადაულაპარაკა ლექსომ. - რაღაც მეეჭვება შენ რომ გაიმარჯვო. - ვუთხარი აზარტში შესულ ლექსოს. - ვნახოთ. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა. - აბა მზად ხართ! - ხმამაღლა იკითხა მეორე მანქანაში მჯდომმა ლიზამ. ორივემ თავი დავუქნიეთ თანხმობის ნიშნად. - ერთი.. ორი.. სამი! - გაზს ფეხი დავაჭირეთ... მთავარ გზაზე გასულებმა შუქნიშანზე გავჩერდით. მანქანა გზიდან გადავიყვანეთ. მე სიცილით გადმოვედი და ლექსოსკენ ავიღე გეზი. - ეს რა სირცხვილი ვჭამე. აღუ ქეთა მართვაში მჯობნის. თავი სად გამოვყი? - თავში ხელებს ირტყამდა და ჩურჩულებდა. - ვინაა აღუ? - იკითხა ლიზამ, რომელიც ასშკარად კმაყოფილი იყო. - ეს რა ცოლი მყოლია. - მოულოდნელად მომეხვია უტა და კისერში მაკოცა. - ახლა აქ პროშნაობა არ გამიმართო თუ ძმა ხარ. - ამოიფრუტუნა ლექსომ. სიცილით მოვიშირე დაბღვერილი უტა. - სად ისწავლე ასე ტარება? - ახლა მე მომიბრუნდა. - მამამ მასწავლა, მერე რბოლებშიც ვიღებდი მონაწილეობას და ასე რა. - ამაყად ვიდექი ერთ ადგილას. მერე დავიშალეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ღამის პირველი საათი იყო, სასტუმროში გავჩერდით. რა თქმა უნდა, მე და უტა ერთ ნომერში დავწექით. აი ლიზასა და ლექსოზე რა მოგახსენოთ. ერთი ნომერიღა ჰქონდათ დარჩენილი, ამიტომ ბევრი წუწუნის შემდეგ, ერთად დაწვნენ. - იცოდე, ლოგინზე მე ვწვები, შენ დივანზე და არ გაბედი ღამით ჩემთან გადმოსვლა, ფხიზელი ძილი მაქ და იცოდე "ტრუპი" ხარ! - მეასედ გააფრთხილა გაცეცხლებულმა ლიზამ საწყალი ლექსო, რომელიც სულ "ჰო გავიგე"-თი პასუხობდა. მე და უტა კი სიცილით ვკვდებოდით. მართალია გვიანი იყო, მაგრამ არც ერთს არ გვეძინებოდა, ამიტომ, ლიზას თხოვნით მათ ოთახში შევიკრიბეთ. - ჰა რა გავაკეთოთ? - იკითხა ლექსომ. - ჯოკერი? - შევთავაზე. - ნიძლავზე. - თქვა ლიზამ. - ვთამაშობთ! - წამოვიყვირე და ტაში შემოვკარი. - ოღინდ, ჯერ ლუდი უნდა ვიშოვოთ. - ამის თქმა და უტასთვის შეხედვა ერთი იყო. - ქეთ, ამ ღამე? - საწყლად შემომხედა. - გთხოვ. - ლეკვის თვალებით ავხედე და ავსრუტუნდი, უკეთრსი ეფექტისთვის. "არა, ჩამოყალიბებული აფერისტი ვარ!" გავიფიქრე და ლოყაზრ ვაკოცე წამომდგარ ქმარს. - ამისთვის პასუხს მოგთხოვ ხო იცი. - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია. - ოო, დღეს მხურვალე ღამე ექნებათ ვიღაცებსო. - ამ შანს ხომ არ გაუშვებდა ხელიდან ლექსო, ხოდა მეც ამაწითლა თურაშაულის ვაშლივით. - ხარანაული! - დაიგრგვინა უტამ და ოთახი დატოვა. - კარტი არ გვაქვს. - წამოიკივლა ლიზამ და მეც სწრაფად ავედევნე ჩემს ქმარს. - უტაა! - კიბეებზე დავუყვირე. -რა იყო? რა მოხდა? - შეშინებული მწვდა მკლავებში. - კარტი, კალამი და რვეულო არ გვაქვს და ეგეც იყიდე. - ღიმილით ჩამოვურაკრაკე და უკან ავბრუნდი. =_=_=_= - ჰაა, ჩაარტყი! - ლიზასკენ გავიშვირე ხელი, მანაც უცებ ჩამარტკა. - ქეთ, იქნებ სხვა რამ მოიფიქრო? შენი ქმარი ვარ ბოლოს და ბოლოს. - საცოდავი თვალებით შემომხედა. - არა! პირობა პირობაა! - მტკიცედ განვაცხადე. ბიჭებმა ამოიოხრეს. - კარგი. როდის? - იკითხა ლექსომ. - ტატო და ელენე ჩამოვლენ თუ არა, მაშინ, რუსთაველზე! - თქვა ლიზამ. - უფ, მაგათ თაფლობის თვე კი არა, ეპოქა ექნებათ, ამიტომ მაქამდე დაგავიწყდებათ. - იმედიანად, სიცილით ჩაილაპარაკა ლექსომ და უტას გახედა. - დარწმუნებული ხართ, ბატონო ალექსანდრე? - წარბაწრულმა ვკითხე. - სრულებით, ქალბატონებო ქეთევან. - სამწუხაროდ, იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან მე.. ჩვენ ეს არ დაგვავიწყდება. - ჩავილაპარაკე, ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი. უტამ გაკვირვებული მზერა გამომაყოლა. - მეძინება. - ავუხსენი. ისიც ღიმილით ადგა, მაგრამ წაბარბაცდა და იქვე მდგარ მაგიდას დაეყრდნო. არა, აშკარად ზედმეტი დალია. მივედი და სიარულში დავეხმარე. გასვლისას ლექსომ მოგვაძახა: - როგორც ჩანს ამაღამ გადარჩი კრასოტკა უტას "რისხვისგან" - რასაც ლიზას ისტერიკული სიცილი მოყვა. მეც წამში ავჭარხლდი და სწრაფად მოვიჯახუნე კარი. ჩვენს ოთახში შევედით თუ არა, უტა საწოლზე გაიშხლართა და ფშვინვა ამოუშვა. - ჯერ შარვალ-კოსტუმი გაიხადე და მერე დაწექი! - ხმამაღლა ვუთხარი და შევანჯღრიე. - ჰმმმ. - ზმუილით წამოჯდა, ტანსაცმელი გაიძრო და ისევ ლოგინში შეწვა. საბედნიეროდ, საღამური წამოღებული მქონდა, ხოდა მეც გადავიცვი და უტას გვერდით შევგორდი ლოგინში. წამში მომხვია ხელები და გულზე მიმიხუტა. თავი მის კისერში ჩამერგო და ის იყო ჩამთვლიმა... - ქეთა, მიმღერე რა. - ამოილაპარაკა მძინარემ. - რ-რა? - გაკვირვებულმა ავხედე. აქამდე არავის უთხოვნია რომ მემღერა. - მიმღერე. - თვალდახუჭულმა, ღიმილით წარმოთქვა. საწყის პოზას დავუბრუნდი და ჩავფიქრდი. - "ისევ ამოდის თეთრი მთვარე და სიყვარული მოგონებას გავს, შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერა არ მანებებს თავს..." - დავიწყე ჩემთვის უსაყვარლესი სიმღერა. =_=_=_= თბილისში შუადღით ჩავედით. დილით ოთხივეს თავი გვისკდებოდა და ახლაც მიკვირს, მშვიდობით როგორ ჩაოვედით. დღეს 19 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხ დღეში 20 წელი შემისრულდებაა! - გისმენთ. - ვუპასუხე უცხო ნომერს. - ქეთი. - გავშეშდი. საერთოდ არ მიველოდი მისგან ზარს. ხმაც შეცვლოდა, უფრო სევდიანი და დაღლილი ჰქონდა. - დ-დედა? - ხმაჩამწყდარმა ამოვილაპარაკე და ჩემი ოთახის კარი მოვიხურე - დე, როგორ ხარ? - მშვენივრად. - ჰაჰ, უცებ მოვედი გონს და მთელი სარკაზმი ჩავრთე. არა, მაგას თუ ჰგონია რომ შევურიგდები ძალიან ცდება. თუმცა, ვაღიარებ, ძალიან მომენატრა. - ვატყობ, კარგად დალაგდა შენი და უტას ურთიერთობა. - წყენის ნოტები შეეპარა ისედაც შეცვლილ ხმაში. - ვერ წარმოიდგენ რა კარგად. - დადუმდა. ალბათ ჩემმა უხეშმა ტონმა გული ატკინა. დანაშაულის გრძნობამ იჩინა თავი "არა! ის რომ გტკენდა გულს?! არავითარ შემთხვევაში არ იგრძნო თავი დამნაშავედ, ქეთა!" აყვირდა ქვეცნობიერი. - კარგი, მიხარია ბედნიერი რომ ხარ. მომინახულე თუ გინდა დე, გამიხარდება. - მითხრა და გათიშა. საწოლზე ჩამოვჯექი და ავტირდი. რატომ? არ ვიცი. იქნებ დედის მონატრებამ გამოიწვია, ან დანაშაულის გრძნობამ, ან არ ვიცი, მაგრამ ავტირდი, თუმცა მალევე შევწყვიტე და ქვევით ჩავედი. - აუ ქეთა, მშია. - წინ ამეწურა უტა და საყვარლად ჩამომხედა. მის გამოხედვაზე გამეცინა. - შენ სულ გშია. - ვუთხარი და სამზარეულოსკენ წავედი. უკნიდან ლოყაზე მაკოცა და ტელევიზორს მიუჯდა. სადილს მოვრჩით თუ არა, ელენეს დავურეკე. როგორც ჩანს, გვრიტებს ეძინათ და მათი გაღვიძებისთვის ელენემ კარგად გამომლანძღა. მერე ლიზასა და ლექსოს გადავურეკე. საღამოს ჩვენთან დავპატიჟე, თუმცა მათ დაპატიჟებები და ამბები რად უნდათ? ისეთ დროს შეიძლება დაგვადგმენ თავზე, რომ სირცხვილისგან თავი მოვიკლა. ტელევიზორს ვუყურებდი, კარზე რომ დააზარუნეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.