შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 19)


21-05-2015, 23:50
ავტორი schizophrenic
ნანახია 2 922

ძალიან ძალიან დიდი ბოდიში, რომ ვერ ვდებდი.. რაღაც მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი დადებას..
____

*** (დამიანე)
ცოტნე საოპერაციოში ყავთ შეყვანილი, ბიჭებს ვერანაირად ვერ ვუკავშირდები, ოპერაციიდან სამი საათის გასვლის შემდეგ ტაისიამ დამირეკა..
-გისმენთ.
-ტაისია ვარ დამიანე..
-ჰო ტაისია, რა ხდება? სად არიან ბიჭები? რატო არ იღებენ?
-მისმინე, ბიჭები და გოგოები გაიტაცეს, მე იმიტომ გადავრჩი რომ იმ დროს სასეირნოდ ვიყავი, როდესაც უკან ვბრუნდებოდი დავინახე როგორ მიჰყავდათ გაკოჭილები, შემდეგ გოგოები მანქანაში ჩაყარეს, ბიჭები გვერდით მიუსვეს და წავიდნენ, მინდოდა შეწინააღმდეგება მაგრამ მივხვდი რომ მე ისე უფრო საჭირო ვიქნებოდი ვიდრე მათთან ერთად, ტელეფონი იქვე მქონდა, ამოვიღე და მანქანას სურათი გადავუღე, სერიული ნომერი და მოდელი კარგად ჩანს..
-ეგ ფოტო გადმომიგზავნე..
-თქვენთან რა ხდება?
-ის ორი აიყვანეს, ცოტნე დაჭრეს, ოპერაციაზეა ახლა და ველოდები..
-აუ არ მინდა აქ გაჩერება, წამოსვლა კი საშიშად მიმაჩნია.. რას მირჩევ?
-მე ცოტნეს ვერ დავტოვებ, მაგრამ ცოტნეს თანამშრომელებს ვთხოვ მოგაკითხონ და წამოგიყვანონ, შემდეგ კი ერთად ვიმოქმედოთ.
-კარგი, შენს ზარს დაველოდები.
ცოტნეს რამოდენიმე თანამშრომელს ვთხოვე ტაისიასთან წასულიყვნენ, თხოვნა შემისრულეს, რამოდენიმე საათში ჩამოვიდნენ, მათ ჩამოსვლამდე ცოტნეს ოპერაციაც მორჩა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ საოცნებო შედეგი მოჰყვა ოპერაციას, ის წელსქვევით სხეულს ვერ გრძნობდა, არვიცი როგორ უნდა ვუთხრა ეს ინფორმაცია, რადგანაც ვეღარ შეძლებს იმუშაოს პოლიციაში, ნუ შეძლებს, უბრალოდ იმ განხრით ვერა რაც მას უნდა.. არ უნდა კაბინეტში უმოქმედოდ ჯდომა, არამედ უნდა რაც შეიძლება მეტი სირთულე გახსნას, მისი ეტლი კი ამ ყველაფერში ხელს შეუშლის, უცნაურია მაგრამ ცოტნეს არც ერთი მეგობარი არ ჰყავდა, ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ მე ვიყავი მის გვერდით, ისეთი ადამიანი რომელსაც წესით ცოტნეს კეთილდღეობა სულ ფეხებზე უნდა მეკიდოს, არ შემიძლია ადამიანს სიკეთე დავუვიწყო, მან მისი საქციელებით დაიმსახურა ჩემი მეგობრობა და არა მხოლოდ ჩემი, ნუკრი და კახა დაპატიმრებული იყო, თუმცა მათ მიღმა ისეთი ძალა იყო, რომელიც ჩემთვის საყვარელ ადამიანებს საფრთხეს უქმნის, მათ სიცოცხლეს, მათ ნერვულ სისტემას, ახლაც ისე ვარ არ ვიცი რაზე ვიფიქრო ცოტნეს ჯანმრთელობაზე ჩემს ძმებზე და გოგოებზე თუ იმ ახვრებზე რომლებიც ციხეში ჩააყუდეს.. ტაისიაც ჩემს გვერდით არის, ცოტნეს ამბავი ისე განიცადა თითქოს საკუთარი ძმა ყოფილიყო, ფიქრობდა, ნერვიულობდა მასზეც, მის დაქალებზე, მის შეყვარებულზეც და დემეტრეზეც, მის ერთ ნერვიულ აკანკალებულ ხელებში უფრო მეტი ემოცია იყო ჩადებული ვიდრე ჩემს ბოლთის ცემაში, მთელი ძალები მოიკრიბა და ყველაფერი დეტალებში მომიყვა, მანქანის სერია გამომძიებლების ჯგუფს გადავეცით, რომლებიც მანქანის ადგილ მდეობარეობას და მფლობელს გამოიკვლევდნენ.
მალევე მოგვეა ცოტნესთან შესვლის უფლება, საწოლზე იწვა, უემოციო გაყინული სახით, თუმცა შინაგანი ტკივილი დიდად არ ეტყობოდა, მაგრამ ამას რა დატყობა უნდა, როდესაც მთელი ოცნებები სურვილები შენს თვალწინ განადგურდა, შეუძლებელიც კია ასეთ მდგომარეობაში იტირო, იყვირო ან რამე სახის ემოცია გამოხატო, მასთან მივედი გადავეხვიე და გამარჯვება მივულოცე, ყველაზე მცდარი რაც ახლა შეიძლება ყოფილიყო მისთვის გამამხნევებელი სიტყვების თქმა იყო, როდესაც ადამიანი ცუდად არის მას არ სჭირდება გამხნევება, სულიერად უნდა იგრძნოს გვერდით დგომა და დახმარება..
-ყველაზე მაგარი დეტექტივი ხარ! (ტაისია)
-მადლობა.. შენ აქ რა გინდა? სვანეთში არ უნდა იყო? (ცოტნე)
-ყველა გაიტაცეს. (ტაისია)
-შენ როგორ გადარჩი? (ცოტნე)
-სასეირნოდ ვიყავი და იმ დროს ვბრუნდებოდი სახლში როდესაც ისინი მანქანებში ჩასვეს.. (ტაიასია)
-ჯანდაბა.. -თქვა ცოტნემ და შეკრული მუშტი საწოლის კუთხეს ჩამოარტყა.
-არ ინერვიულო, მანქანის სერიული ნომერი და მოდელი უკვე საგამომძიებლო ჯგუფს გადავეცით. (ტაისია)
-ეგ კარგია, მაგრამ საიდან? (ცოტნე)
-ფოტო გადავუღე მანქანას, გავარდნით ვერაფერს შევძლებდი, მაგრამ ეს რაღაცაში გამოდგებოდა.. (ტაისია)
-ზუსტად რა დაინახე? (ცოტნე)
-ცოტნეეე... შენთვის ასეთ მდგომარეობაში არ შეიძლება დაძაბულობა.. (ტაისია)
-ცოტნე სიმართლეს გეუბნება, დაისვენე. (დამიანე)
-ტაისია! რა დაინახე? (ცოტნე)
-ისეთი არაფერი, ღამე იყო, ბნელოდა, ჯიპის მოდელის, სამი შავი მანქანა იყო, შავებში გამოწყობილი მამაკაცები, თუმცა ‘’პაცნურად’’ არა, სოლიდურად ეცვათ, საკმაოდ კარგი ტანის მქონე ბიჭები იყვნენ, ნავარჯიშები, თითქმის ყველა ერთმანეთს ჰგავდა ფორმებით, ხოლო სახეზე ბუნდოვნად ვხედავდი. (ტაისია)
-გასაგებია, როდესაც ძიების პასუხები იქნება ჩემთან მოვიდეს საგამოძიებო ჯგუფი, ჩემს გარეშე არ იმოქმედოთ.. დამიანე შენ ტიასიას გაუფრთხილდი, დარწმუნებული ვარ შენზე მეტად მას ვერავინ მიხედავს. (ცოტნე)
--- (ანაბელი)
სვანეთში ვიყავით როდესაც ვიღაცეები ჩვენს სახლს დაესხნენ, ტაისია სახლიდან ახალი წასული იყო, მარტო დარჩენა და გასეირნება ისურვა, ნეტა ყველა წავსულიყავით.. მიწერა მინდოდა რომ ჯერ არ მოსულიყო, მაგრამ ეს ისედაც ნათელი იყო, რადგან წვიმა იწყებოდა, ღამეც იყო, ის კი ასეთ სიტუაციაში მალევე არანაირად არ მოვიდოდა. მათ კარი მე გავუღე, მეგონა ტაისია დაბრუნდა, მაგრამ როდესაც სრულიად უცხო ადამიანები შევნიშნე ბიჭებს დასაძახებლად გავდიოდი, მათ არ მაცალეს და ხელში მომიმწყვიდეს, ყველა ხმაურზე გამოვიდა, ერეკლემ და დემეტრემ ჩხუბი დაიწყეს, მაგრამ 10მდე დაცვასთან ვერაფერი გახდნენ, უბრალოდ ცოტახნით შეძლეს მათი დაკავება, შემდეგ ორივეს იარაღის მოსაჭიდი ჩააარტყეს თავში და გათიშეს, არც ემილი აპირებდა უბრალოდ დანებებას და არც მე, ემილიმ ერთ-ერთს მის გვერდით არსებული მძიმე ჭურჭელი ესროლა, რომელიც სხეულზე მოხვდა, ცოტათი შებარბაცდა მაგრამ დიდი რეაქცია არ გამოუწვევია, ემილისთან მივარდა რამოდენიმე ბიჭი და გაკოჭეს, მე მამაკაცთთათვის მტკივნეულ ადგილებში ფეხი ამოვარტყი ბოროტ მოქმედს, ჩაიკეცა, გაქცევა დავაპირე, მაგრამ ორმა მათგანმა მოახერხე ჩემი დაჭერა და გაკოჭვაც, პირზე სპეციალური ლენტი გადაგვაკრეს და მანქანაში ჩაგვყარეს, რამოდენიმე საათში ფაბრიკის სარდაფში რკინებზე დაგვაბეს.. ბიჭები როდესაც მოფხიზლდნენ ჩვენზე ზეწოლა დაიწყეს, ჩემზე იმდენად დიდი არა, რამდენადაც ემილიზე, დემეტრეს წყობილებიდან გამოყვანა უნდოდათ, ემუქრებოდნენ, ემილის სახეზე ხელს უფათურებდნენ და ფსიქოლოგიურად აგლეჯდნენ ნერვებს, დემეტრე უკვე მხეცს ჰგავდა, გაწყვიტა თოკი რომლითაც დაბმული იყო, იმ ახვარს უნდა მივარდნოდა როდესაც მეორემ დაიჭირა და უკვე ხელ-ბორკილით მიაბა კედელს, ერეკლე მშვიდად და გაწონასწორებულად ცდილობდა განთავისუფლებას, როდესაც ჩემი წამების ჯერი დადგა და შეეცადა ჩემს სხეულზე ხელი ეფათურებინა თავისუფალი ფეხებით უკან გავიწიე (ხელებით ვიყავი მიბმული რკინაზე) და ორივე ფეხები მივარტყი მტკივნეულ ადგილას, ჩემს წინ მოიკრუნჩხა, მალევე გასწორდა სახეში შემომხედა, გვერდით გადააფურთხა და გავიდნენ..
-გოგოებო მისმინეთ! რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა იყოთ დაბმულები იბრძოლეთ, ერეკლეც და მეც განთავისუფლებას ვეცდებით, თქვენც გაგათავისუფლებთ და შემდეგ მათი დამარცხების გეგმას შევიმუშავებთ. (დემეტრე)
-იცოდეთ არაფრის შეგეშინდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ, თუ ამ თოკს ვერ ავწყვეტთ ლითონებს გადავღრღნით და ისე ვაზღვევინებთ მათ.. ხომ გჯერათ ჩვენი? (ერეკლე)
-გვჯერა.. (ანაბელი)
-ხოლო ემილი, რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! გახსოვდეს ეს.. (დემეტრე)
-მეც მიყვარხარ, არაფერი მოხდება, გპირდები.. (ემილი)
-ნეტა დამიანე და ცოტნე როგორ არიან.. (ანაბელი)
-მაგრად იქნებიან, ცოტნეს იმდენად კარგად არ ვიცნობ, მაგრამ დამიანე მაგრად იქნება, მერწმუნე! (ერეკლე)
-ტაისია უკვე შეატყობინებდა მათ ყველაფერს, ისინიც დაგვეხმარებიან და აქედან გავაღწევთ, მათზე კი შურს ვიძიებთ.. (ანაბელი)
-რა თქმა უნდა, მათ გარეშე თუ მათთან ერთად აქედან უეჭველი გავალთ, ხელშეუხებელნი! (ერეკლე)
თითქოს უემოციო ადამიანი ვარ და არაფერი მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ასე არაა.. ახლა ყველაფერს ისე განვიცდი თითქოს ჩემს სხეულში ერთი უჯრედიც კი არ იყოს ისეთი რომელიც არ მტკიოდეს, მთელი ემოციებით, მთელი გრძნობებით განვიცდი ამ ყველაფერს, დამიანესთან სიშორეს, ჩვენს თითქმის შემდგარ წყვილს, განვიცდი იმასაც რომ მე და ემილის ისე გვექცევიან თითქოს ქუჩის ‘ძუკნები’ ვიყოთ, ასევე განვიცდი იმასაც რომ ერეკლეზე და დემეტრეეზე ცდებს ატარებენ, ისინი კიდევ ვერ აფასებენ მათ შესაძლებლობებს, რაშიც ჩვენ ასი პროცენტით ვართ დარწმუნებულნი, ასევე მეშინია კიდეც მათი ბოლომდე აფეთქების, რაც ძალას და რაოდენობას ყველანაირად ავიწყებთ, ისინი საოცრებებს სჩადიან და არ მინდა ეს ძალა გამოიყენონ, რადგან საბოლოოდ მათთვის ექნება ცუდი შედეგი, ვინმე რომ შემოაკვდეთ ეს კატასტროფა იქნება, თავდაცვის თუ თავდასხმის გამო ამას უკვე გადამწყვეეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.


----
იმედია მოგეწონათ ეს თავი და კიდევ ერთხელ ბოდიში...



№1  offline წევრი masu

Dzaan magaria <3 male dade xolme <3

 


№2  offline წევრი Khaleesi

კარგია მაგრამ წერტილებიც წერე ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent