ატეხილი გრძნობები 8
მაგიდისკენ წაიყვანა. შოთა პირდაღებული უყურებდათ, ლიოშაც გაოცებული ჩანდა, ლეა და ვერკა კი ეშმაკურად იღიმოდნენ. – აქ მუშაობ? – სანამ მაგიდას მიუახლოვდებოდნენ ჰკითხა ფეფომ. – შეიძლება ასეც ითქვას. – ყოყმანით უპასუხა ჯარჯიმ. კარგად ვერ გაიგო რას ნიშნავდა მისი პასუხი, მაგრამ უკვე მაგიდასთან იყვნენ და აღარაფერი უკითხავს. სასმელი ბლომად დაეხვავებინათ მაგიდაზე. ლეა ადგილზე ირხეოდა, ერთი სული ჰქონდა როდის აცეკვდებოდა. ვერკამ რომელიღაც კოქტეილი შეაჩეჩა ხელში და რამდენიმე მოწრუპვის შემდეგ საოცარი სიმსუბუქე იგრძნო. მალევე რაღაცები აერია, რაღაცები დატრიალდა. ახსოვს, თავისი ინიციატივით, როგორ დაუსკუპდა ჯარჯის მუხლებზე, როგორ ოდნავ გაეღიმა მის ნამთვრალევ სითამამეზე მამაკაცს. თუმცა, ხელი მოხვია და თავისთან უფრო ახლოს მისწია. არ უცეკვიათ, არც ბევრი უსაუბრიათ. ბოლოს მაგიდასთან მარტო ორნი ისხდნენ, არ იცის სად აორთქლდნენ დანარჩენები. ჯარჯი არ სვამდა, ფეფოს ხერხემალზე დაასრიალებდა თითებს და არეულ გოგოს კიდევ უფრო რევდა. აიძულებდა, მზერა მისი თვალებისთვის გაესწორებინა. ეუბნებოდა, შენი მთვრალი მზერა გონს მაკარგვინებსო, ფეფოს კი უჩვეულოდ ამხიარულებდა ჯარჯის ტრადიციულად ბრაზიანი გამომეტყველება, დაბალ ხმაზე კისკისებდა და საშინლად მოსწონდა მამაკაცს მისი სიცილის ხმა. მერე, ჯარჯის მხარზე ლამის ჩამოეძინა. მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა მამაკაცმა. ვერსად მიაგნეს ლეას, ტელეფონსაც კი არ პასუხობდა ქალბატონი. – დიდი გოგოა, როგორმე მოაგნებს სახლს. – უთხრა და მანქანაში ჩასვა განერვიულებული ფეფო. – იცი? – ხელები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს ფეფომ. – სახლის გასაღები მის ჩანთაში დევს. – ჩემთან წავალთ. – მოუჭრა მოკლედ და გასაგებად და მანქანა დაძრა. რა თქმა უნდა დააფრთხო გოგონა, მაგრამ არაფრის ახსნა არ დაუწყია. პირდაპირ საკუთარი სახლისკენ აიღო გეზი. უსიტყვოდ მივიდნენ სახლამდე, უსიტყვოდ შეიყვანა საძინებელში. თუმცა, გოგონას დაძაბულობას და მფრთხალ მზერას გრძნობდა. – თუკი რამე არ მოგწონს, გაშინებს. თუკი რაიმე შენი ნების საწინააღმდეგოდ ხდება, ხმა უნდა ამოიღო. პროტესტი გამოთქვა, წინააღმდეგობა გაუწიო, აქვს თუ არა აზრი მაინც. შენ შენსას უნდა ეცადო. – უხეშად მიახალა ფეფოს და საკუთარი მაისური გაუწოდა. – სააბაზანო იცი სადაც არის. მე შემოსასვლელში დავწვები. სწრაფად მობრუნდა და ოთახი დატოვა. იქვე დივანზე წამოგორდა და სიგარეტს მოუკიდა. როდემდე უნდა იყო ასეთი მორიდებული და უენო? საერთოდ არ შეუძლია თავის დაცვა და არც ისე სახარბიელო ფაქტია ეს. განა, მის თხოვნას თუ მოთხოვნას გაითვალისწინებდა, მაინც წამოიყვანდა თავის სახლში, მაგრამ რომ შეეშინდა, რომ არ უნდოდა ჯარჯის სახლში წამოსვლა და კრინტი მაინც არ დაძრა, ეგ აცოფებს. რაღაც მომენტში მის სიახლოვეს, რომ არ იყოს შეიძლება საშინელება დაემართოს. ამის წარმოდგენაც კი ჭკუიდან შლის. ვერაფრით დაიძინა. წამოდგა, ფანჯარა გამოაღო, ღრმად შეისუნთქა სუფთა ჰაერი. წეღანდელი სიტყვებით, ქცევით, მგონი, გული ატკინა. ტკბილი ძილიც კი არ უსურვა. რა სიუხეშე, რა გულცივობაა. არადა, როგორი საღამო ჰქონდათ, როგორ გაიხსნა გოგონა მასთან... უნდა შევიდეს... ალბათ სძინავს, მაგრამ ეგ არაფერი, უბრალოდ დახედავს, მის მშვიდ სუნთქვას მოუსმენს, იქნებ თავადაც დამშვიდდეს. ფრთხილად, უხმაუროდ შეაღო კარი. არ უნდოდა გაეღვიძებინა და შეშინებოდა. თვალწინ გადაშლილმა სანახაობამ კი ადგილს მიჰყინა. უცებ ვერ გაიგო რა ხდებოდა, მერე მიხვდა, ცეკვავდა გოგონა. ხელში მობილური ჩაებღუჯა, ყურსასმენები ყურებზე დაემაგრებინა და ირხეოდა. ასე საოცრად ლამაზი, ამაღელვებელი და სექსუალური, მანამდე არაფერი ენახა ჯარჯის. მისკენ ზურგით იდგა ფეფო, მისსავე მაისურში გამოწყობილი. გაშლილი ჩალისფერი თმა ლამის წელამდე სცემდა. მუხლებში ოდნავ მოხრილი რითმულად არხევდა უკანალს და ფეხიდან ფეხზე გადადიოდა. თავისუფალ ხელს თმაში იცურებდა პერიოდულად და თავდავიწყებაში გადავარდნილი, ისედაც მოკლე მაისურს კიდევ უფრო ზემოთ იწევდა. უბრალოდ წარმოუდგენელი იყო თავის შეკავება. ვერაფრით გაიხურავდა კარს, ვერაფრით გავიდოდა ასე უბრალოდ, უარაფროდ ოთახიდან. ორ ნაბიჯში მასთან გაჩნდა და ზურგიდან აეკრო. მოულოდნელობისგან სუსტად შეჰკივლა ფეფომ და მინაბული თვალები ფართოდ გაახილა. მაგრად ჩაბღუჯა გოგონას სხეული და განძრევის საშუალება არ მისცა. მის სრიალა თმაში ჩარგო ცხვირი და ხარბად შეისუნთქა ტკბილი სურნელი. თმა ერთ მხარზე გადაუწია და ცალი ყურსასმენი გამოაძრო. – ჯარჯი?! – შეშფოთებით წამოიძახა ფეფომ. – ხვდები მაინც, რას მიკეთებ? – დაბალი, ხრინწიანი ხმით წასჩურჩულა და ბიბილოზე უკბინა. გრძნობდა, როგორი ათრთოლებული და აცახცახებული, როგორი დაძაბული იდგა გოგონა მის მკლავებში მომწყვდეული. იცოდა, მსგავსი რამეებისთვის რომ არ იყო მზად, მაგრამ არ შეჩერებულა, მეტისმეტად შორს წასვლას ისედაც არ აპირებდა... ყურიდან ყელამდე ნელი კოცნებით ჩავიდა, უბრალოდ ტკბებოდა პროცესით და ამ ტკბობამ შეიტყუა. ხელები უნებართვოდ ამოძრადნენ გოგონას სხეულზე, თეძოებზე ჩასრიალდნენ და ნელ–ნელა ზემოთ აასრიალეს მაისური. ცდილობდა კონტროლი არ დაეკარგა, მაგრამ სულ უფრო მომთხოვნი უხებოდა ბაგეები, კბილები, გოგონას ყელზე, ყურზე, ნიკაპზე... უფრო და უფრო ეტმასნებოდა მის სხეულს. ცალი ხელის ხუთივე, გაშლილი თითი მის მუცელზე ედო. პრიალა, ნაზი კანი უფრო მეტი ტერიტორიის შესწავლის სურვილს უჩენდა. მეორე ხელზე ფეფოს გრძელი თმა დაიხვია, უხეშად დაქაჩა ქვემოთ, უკან გადააწევინა თავი და მთლიანი ყელისკენ გაიხსნა გზა. უღონოდ მისვენებული ფეფო კრინტს ვერ ძრავდა. პირით ღრმად სუნთქავდა და გაუგებრობაში მყოფი, მთვრალი ერთდროულად ალკოჰოლით და ჯარჯის ცხელი ბაგეებით, ვერ გარკვეულიყო მოსწონდა ეს ყველაფერი თუ არა. თვალები მიელულა და მამაკაცის თითოეულ კაპრიზს უსიტყვოდ ემორჩილებოდა. – თვალები გაახილე! – ბრძანებამ ჩახლეჩილი, მკაცრი ხმით, უმალ დააქაჩინა თვალები. მადა, გაველურებული ნდომა, წყურვილი, მოთხოვნა, თხოვნა , პრეტენზია და შიშიც კი არაბუნებრივ ნაცრისფერებში. სუსხი და მრისხანება, არავითარი დადებითი. ვერ გაუძლო და ისევ მილულა თვალები. – გაახილე! – ისევ ბრძანება და ისევ მორჩილება. – შენი ემოციების კასკადი მჭირდება! – ნაზი ამბორი თვალებზე და გაველურებული გადასვლა ბაგეებზე. უხეში, მტკივნეული კოცნა. სულშეგუბებული ფეფო და აწყვეტილი ჯარჯი. აზროვნების უნარდაკარგული ორივე. – ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი! – მრისხანედ წარმოთქმული ფრაზა და ფეფოს სუსტი ოხვრა. სულ ოდნავ დაოკებული მხეცი, მოქანცული ფეფოს ჩაწვენა ლოგინში, საბნის მზრუნველად გასწორება, გოგონას ნაზი ღიმილი და აბრჭყვიალებული თვალები. მერე მშვიდი სუნთქვა და არაფერი სხვა, გარდა ცივი შხაპისა, გონზე მოსასვლელად. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ჩამოცხააა... ალბათ გეპატარავებათ, მაგრამ კინაღამ ესეც ვერ დავდე დღეს, ასე რომ... ისიამოვნეეეეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.