შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (7 ნაწილი)


22-05-2015, 21:26
ავტორი ანკა
ნანახია 5 442

როცა შაკოს ვუთხარი წასულიყო, ძალიან გაბრაზდა, კედელს მუშტი მიარტყა და ეზოში გავარდა. ტელეფონზე ვიღაცამ დამირეკა. ნომერს დავხედე და დათო იყო. ესღა მაკლდა ეხლა რა!!! ცოტა დავმშვიდდი და ვუპასუხე:
-ხო დათო
-ალო, ლიიზ რას შვები?
-რავი არაფერს, სახლში ვარ
-დღეს გცალია?
-კიი, ... რახდება??
-არაფერი ისეთი, გამოგივლი და სადმე გავიდეთ კაი?
-კარგი, 8-ისთვის მოხვალ?
-კი არაა პრობლემა
-კაი დროებით მაშინ
-კაი.
არადა დღეს არაფრის ხასიათზე არ ვიყავი. შავი მოკლე კაბა ჩავიცვი, თმები ავიწიე და ქუსლიანი ფეხსაცმელები - მზად ვიყავი. ამასობაში 8 საათიც მოვიდა. ქვემოთ ჩავედი. შაკო ტელევიზორთან იჯდა. რომ ჩავედი კარგად შემათვალიერა
-ეგრე რატომ გამოეწყვე?
-მივდივარ
-სად?
-რა შენი საქმეა?
-რო გეკითხები ესეიგი ჩემი საქმეა - ტახტიდან ადგა და წინ დამიდგა
-მეგობართან ერთად მივდივარ სადღაც
-რა ქვია მაგ შენს მეგობარს?!
-დათო - წავიჩურჩულე, თუმცა მაინც გაიგო
-ნამდვილად მეგობარია? - კედელთან მიმიმწყვდია და ძარღვები დაებერა
-კი - თავი დავხარე, არ შემიძლია ვუყურო თვალებში და რა ვქნა!!!
-არსადაც არ წახვალ - გამოიტანა განაჩენი და მომშორდა
-წავალ და ამას შენ არ გკითხავ. - ვუთხარი მკაცრად
-გოგო... - სათქმელის დასრულება ვეღარ მოასწრო, როცა კარზე ზარი იყო.
-დათო იქნება, გავაღებ - კარისკენ წავედი
-ლიზა, რა ლამაზი ხარ - გადამკოცნა და ხელი წელზე მომხვია, ძალიან არ მესიამოვნა და ფრთხილად მოვიშორე.
-მადლობა..
-გაუმარჯოს - გამოვიდა შაკოც
-გამარჯობა
-გამახსენე რა გქვია... - ისე იყო გაბრაზებული კიდე კარგად აკონტროლებდა თავს. მე კიდევ ძალიან შემეშინდა, შაკო ასეთი არასდროს მინახავს.
-დათო ბრატ - ეს ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა უნდოდა შაკოს... - შენ?
-შაკო
-სასიამოვნოა - და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, თუმცა შაკო რის შაკოა... ზედაც არ შეხედა
-ვნახოთ - თქვა და გაბრუნდა - სასიამოვნო ღამეს გისურვებთ - მოგვაძახა დერეფნიდან
-წავიდეთ, ამ უჟმურს ნუ უსმენ - გავუღიმე დათოს და მისი მანქანისკენ წავედი
-ვინ იყო?
-ჩემი ძმის ძმაკაცია, ჩვენთან არის ცოტა ხნით...
-აჰაა, გასაგებია... - კარი გამიღო და მეც ჩავჯექი.
ერთ რესტორანში მივედით. ისევ რომანტიულ გარემოში დავსხედით. ამჯერად ვნერვიულობდი, რადგან გული ცუდს მიგრძნობდა.
-რაღაც დაძაბული მეჩვენები..
-არაა, არაფერია - შევეცადე სახეზე ყალბი ღიმილი ამეკრო
-კარგი - გამიღიმა და ღვინის ჭიქა აიღო - ამით ჩვენ გაგვიმარჯოს - აი რითი გამოვირჩევით ქართველები რა!! სუფრაზე ერთი სადღეგრძელო მაინც თუ არ ვთქვით არ შეიძლება... ჭიქები მივაჭახუნეთ, დათომ დალია. მე, როგორც იცით, დალევა არ მიყვარს, ამიტომ ისევ მაგიდაზე დავდგი.
-რატომ არ სვავ?
-არ მიყვარს
-წამო ვიცეკვოთ - ადგა და ხელი გამომიწოდა
-ეხლა ცეკვის ხასიათზე არ ვარ...
-გთხოვ ერთხელ მარტო
-კარგი - სკამიდან წამოვდექი და საცეკვაოდ გავედით.
ვალსი დაიწყო. ხელები წელზე მომხვია, მე კისერზე შემოვაწყვე და ტანი მუსიკას ავაყოლე. თვალებში დაჟინებით მიყურებდა, არ მინდოდა შემემჩნია, თუმცა რამდენად გამომდიოდა არ ვიცი. შუა ცეკვისას ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. თავი ყურთან დახარა და ჩამჩურჩულა:
-მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხარ - და კისერში მაკოცა. მის ამ ქცევაზე შევკრთი და მოვშორდი
-რას აკეთებ?
-ლიზა მეტს ვეღარ მოვითმენ, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ - ხელები ისევ მომხვია და ტუჩებში საკოცნელად დაიხარა. გავუძალიანდი და მკლავებიდან თავის დაღწევა ვცადე, თუმცა არაფერი გამომივიდა
-გამიშვი, დათო გაჩე, არა...
-მემგონი გითხრა გაჩერდიო - მომესმა ბოხი ხმა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა
-შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ - მისკენ გაიხედა დათომ
-გირჩევ წესიერად მელაპარაკო
-რატომ უნდა გელაპარაკო, მოდიხარ და მეუბნები თავი დაანებეო, წადი შენს საქმეს მიხედე
-ბიჭო შენ მე ვინმეში ხო არ გეშლები...
-შენნაირი ს**ები ყოველდღე მხვდება
-მაგ სიტყვას განანებ შე ახ***ო!! - და დათოს ეცა. რესტორანში ხალხმა წივილ-კივილი დაიწყო.
-შაკო გაუშვი დაანებე თავი!! - ვუყვიროდი მეც შაკოს თუმცა ჩემი სად ესმოდა... ისე გამწარებული ურტყამდა რო ლამის მოეკლა. - შაკო გთხოვ... - სლუკუნით ვუთხარი და ტირილი დავიწყე, შემეშინდა არ მოეკლა.
შაკოს დაცვა მივარდა და დათო ხელიდან გამოგლიჯეს. ისეთი გამწარებული იყო სამი კაცი ძლივს აკავებდა.
-ახალგაზრდავ დაწყნარდით თორემ პოლიციას გამოვიძახებთ. - შაკო ნელ-ნელა დამშვიდდა
-ეგ სიტყვები არ შეგრჩება, დაიმახსოვრე - კბილებში გამოსცრა - ლიზა წამოდი დროზე! - თქვა და გარეთ გავიდა. ჩანთა ავიღე და შეშინებული გავყევი.
მანქანა სწრაფად დაძრა.
-შენი მეგობარია ხო?! - მკითხა ირონიულად
-იყო... - ვუპასუხე და ფანჯარაში გავიხედე. თვალი ჩემს ფეხებს ააყოლა და შემდეგ თვალებში მომაჩერდა
-მასეთ მოკლე კაბებს რომ იცვამ მაგის ბრალია
-შენი საქმე არაა როგორს ჩავიცვამ
-გოგო ტონს ნუ უწევ - გამაფრთხილა. გზაში ხმა აღარ ამომიღია. როდესაც კიბეებზე ავდიოდი ხელით დამიჭირა და თავისკენ მიმაბრუნა
-ისევ ბუტიაობას აპირებ პატარა ბავშვივით? - თავი გავაქნიე და გვერდზე გავიხედე - მიპასუხე გოგო ჭკუიდან ნუ გადაგყავარ!!!
-არა... - ვუთხარი და თვალებში ჩავხედე. ხელი უხეშად გავუშვი და ოთახში ავედი.
ისეთი დაღლილი ვიყავი წამში ჩამეძინა.
მეორე დღეს შუადღეს გამეღვიძა. ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. ბიჭები იყვნენ მოსულები და რაღაცაზე მხიარულად საუბრობდნენ.
-გამარჯობათ ბიჭებო - მივესალმე ყველას და თვალი შაკოს გადავავლე. მანაც შემომხედა.
-ზდაროვა კრასავიცას(ლექსო) - მოვიდა და გადამკოცნა. - მოდი ერთი დაგვიჯექი აბა რას შვები?
-რას უნდა ვშვებოდე, უთქვენოდ მოვიწყინე - არც მე დავაკელი სიყვარული
-ოოო, ეგ ცუდია(თემო) რატო არ გაგვირთე ბავშვი ბიჭო? - უსაყვედურა თემომ შაკოს.
-აუ ეხლა შენი თავი ნაღდად არ მაქ რა... (შაკო) - უპასუხა უხასიათოდ
-ოჰჰ ბოდიშით ბატონო(თემო)
-თოკო სად არის - სწორედაც რომ დროული კითხვა დავსვი
-რავი მე ეგ შენი ძმა ხო სულ გადაკარგულია სადღაც(ლექსო)
-დავურეკავ აბა(თემო)
-ბიჭო სად ხარ შენთან ვართ ეხლა
-...
-აუფფ, როდის მოხვალ?
-...
-კაიკაი მაგრად აბა ბრატ - ტელეფონი გათიშა
-სად ვარო?(ლექსო)
-სად და ყაზბეგიდან მოვდიოდი და გზებია გადაკეტილიო(თემო)
-როდის ჩამოვა?(ლექსო)
-ხვალ დილით ჩამოვალო(თემო)
-ეგეც რა უბედურ დღეზეა დაბადებული სულ რაღაც პრობლემა აქვს(ლექსო)
-ბიჭო წამო რა სადმე წავიდეთ გავერთოთ(თემო)
-ბაზარი არაა, წამო... წამო შაკო შენც რა უჟმურ განწყობაზე ხარ
-წამოვალ ხო(შაკო) - თქვა და სავარძლიდან წამოიზლაზნა
-პრინცეს შენც მოდიხარ ხო იცი?(თემო) - სასაცილოდ ჩამიკრა თვალი
-აუ მე არ მინდა რა, დღეს სახლში დავრჩები
-აბა მარტო ხო არ დაგტოვებთ?(ლექსო)
-არა თაკოს დავურეკავ და გამოვა
-კაი კაი აბა შენ იცი მაშინ(თემო) - მოვიდა, შუბლზე მაკოცა და წავიდნენ.
კარი გაიხურეს თუ არა ეგრევე თაკოს დავურეკე და ჩემთან დავიბარე.

....შაკოს მონაყოლი....
ბიჭები კლუბში წავედით. ლიზა სახლში დარჩა, თქვა თაკოს დავურეკავ და გამოვაო.
-ბიჭო რა არის სა სახე ჩამოგტირის(თემო)
-აუ თემო ტვინი ნუ ამხადე რა
-აბა რა არი რა როჟა გაქ პროსტა(თემო)
-ბიჭო ისევ იჩხუბეთ?(ლექსო) - მკითხა თანაგრძნობით
-აუ ხოო რა, კაროჩე სულ ვჩხუბობთ. სულ ვატირებ. გუშინაც...
-გუშინ რაღა მოახერხე რომეო?(თემო)
-აუუ თემო ერთხელაც ამოგაძრობ მაგ ენას!!
-კაი დაანებე ამ იდიოტს თავი და თქვი ჰაა!!!(ლექსო)
-ვიღაც დათომ მოაკითხა, მეგობარიაო. გავყევი... რესტორანში წავიდნენ.
-ვინ მეგობარია??(ლექსო)
-რავი მე ბიჭო ვიღაც ს**ია. უნდა ეკოცნა და ლიზა წინააღმდეგობას უწევდა. თავი ვეღარ შევიკავე და ვცემე
-აუფფფ.... საღოოლ შენ(თემო) – „შემაქო“
-მეც ვიცი რო ცუდად მოვიქეცი
-და მაგის გამოა გაბრაზებული?!(ლექსო) - ჩაფიქრდა
-თუ შენ ამბობ კოცნა არ უნდოდაო და არც აკოცნინე რაღაზე გაბრაზდა(თემო) - ხანდახან ჭკვიანობებს კი წამოროშავს ხოლმე რა...
-კიდე რაღაც გავაკეთე...- ვთქვი ნერვიულად
-რა ჩაიდინე(ლექსო) - მკითხა მობეზრებულად
-მმ... რადა... ვაკოცე რა კაროჩე
-რაა???? შენ სულ გარეკე ბიჭო?!(ლექსო)
-აუ ამას მაგრა აკლია რა(თემო)
-კაი ხო მოვრჩეთ ჩემზე, სხვა არაფერი არ ხდება ახალი??
-არა ბრატ, უშენოდ მზე არ მზეობს(თემო)
-აუ ეს გააჩუმეთ რა!!!

.....ლიზას მონაყოლი.....
მთელი საღამო ვიჭორავეთ. ცოტა გავხალისდი და ენერგიაზე მოვედი. საღამოს თაკო სახლში გავუშვი. მე კიდევ შხაპი მივიღე და დასაძინებლად წავედი. არ მეძინებოდა. ღამის 12 საათამდე თვალი ვერ მოვხუჭე. ლამის იყო უნდა დამძინებოდა, რომ ფეხის ხმა გავიგე. ალბათ შაკო იყო, რადგან თოკო ხვალ დილამდე არ ჩამოვიდოდა. კარი შემოაღო და ჩუმად შემოვიდა. თვალები დავხუჭე, რათა არ დავენახე რომ მეღვიძა და ყურები დავცქვიტე. მომიახლოვდა, ჩემს თავთან ჩაიკუზა და ხელით თმები გადამიწია. თითები ნელა ააყოლა ჩემს სახეს და ცერა თითი ტუჩზე გადამისვა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. გული ისე სწრაფად მიცემდა რომ კინაღამ ამომივარდა... ფეხზე წამოდგა... ვიფიქრე დავისვენებ-თქო, თუმცა სასტიკად შევცდი. მეორე მხრიდან მოუარა საწოლს, დაწვა და ზურგზე ამეკრო. ხელები წელზე მჭიდროდ მომხვია, თავისკენ მიმიზიდა, კისერში ნაზად მაკოცა და გაირინდა.... ასეთი რამის შემდეგ დაძინება ძალიან რთულია დამიჯერეთ... მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. ვერც ვმშვიდდებოდი ამხელა გიგანტს რომ ვყავდი ტანზე აკრული. მხოლოდ გამთენიისას ჩავიძინე...
შუადღეს გამეღვიძა. თავი შაკოს მკერდზე მედო, ხელები წელზე მქონდა მოხვეული, მასაც ჩახუტებული ვყავდი. ფეხები კი ერთმანეთში ახლართული გვქონდა სასწაულად... დიდხანს ვიყავი თვალგახელილი და უბრალოდ ვიწექი. შაკოს სურნელს ვგრძნობდი და თავბრუ მეხვეოდა. ადგომა არ მინდოდა, თუმცა ცოტა ხანში შევატყვე, რომ შაკოს ეღვიძა და ნელა მოვშორდი ვითომ მეც ახლა გავიღვიძე. წელზე მოხვეული ხელი დაჭიმა და დამიჭირა.
-შაკო გამიშვი - გავუძალიანდი
-რა კარგი იყავი რომ გეძინა რა... - თვალებში ჩავხედე. ისე საყვარლად მიყურებდა კინაღამ დავდნი.
-შენ აქ რა გინდა შენი ოთახი არ გაქვს? - ვკითხე ვითომ გაოცებულმა
-აქ ჯობია - მიპასუხა უდარდელად
-სულ არ მაინტერესებს, წადი შენს ოთახში ეხლა
-გოგო მოისვენე ეხლა ვააა...
-აუ შაკო გამიშვიი... - ხმაში მუდარა გავურიე.
-არა - გამომიცხადა ამაყად. ფართხალი დავიწყე, რომ როგორმე მისი ტორებიდან თავი დამეხსნა.
ბოლოს ალბათ თვითონაც მობეზრდა და წამოიწია, ხელები ზურგს უკან დამიჭირა და სახე ახლოს მოწია, მის სუნთქვას ვგრძნობდი და გული სულ უფრო და უფრო სწრაფად მიცემდა.
- რომ გეუბნებიან გაჩერდიო უნდა გაჩერდე, თორემ დაისჯები - მითხრა ვნებიანი ხმით და ტუჩებზე მომაშტერდა. ასე ალბათ 5 წუთი ვიყავით ერთმანეთში გადახლართულები და ლამის გაკვანძულები. ნელა მომშორდა და ოთახიდან გავიდა. თითქოს თავისუფლად სუნთქვა დავიწყე. ავდექი და ტანზე უნდა ჩამეცვა, როცა ოთახის კარი შაკომ შემოაღო:
-შარვალი დამრჩა - საცვლებისამარა დავხვდი. თვალებით უსირცხვილოდ შემისწავლა და ადგილზე გაშეშდა
-რას მიყურებ ბიჭო, აიღე რაც გინდა და გადი დროზე. - ხმამაღლა ვუთხარი საშინლად დაძაბულმა. - ოთახში შემოვიდა და მომიახლოვდა.
-წესიერად მოიქეცი, თორემ დაისჯები, მეტჯერ აღარ გაგიმეორებ - საჩვენებელი თითი დამიქნია გაფრთხილების ნიშნად და თვალებში ჩამხედა.
გავშეშდი. ადგილიდან ვერ ვიძროდი. ალბათ ამ წამს უნდა მეკივლა, ოთახიდან გამეგდო ან რამე მაგნაირი მექნა, თუმცა ხელის განძრევაც ვერ მოვახერხე, რომ ელემენტალურად ჩემი სხეული დამეფარა. შაკო ჩემსკენ უფრო მოიწია, თავი დახარა და ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა
-როცა ეგრე გაცვია თავს ძლივს ვიკავებ. არ გირჩევ ჩემს გამოცდას. - და კისერში მაკოცა.
მიტრიალდა, შარვალი აიღო და ოთახიდან გავიდა. საშინლად შემრცხვა, საშინლად...

.........
ესევ მეშვიდე თავი.
გუშინწინ პატარა თავი დავდე, გუშინ კი საერთოდ ვერ მოვახერხე ვერაფრის დაწერა, ამიტომ ბოდიშს ვიხდი.
ჩემი დანაშაულის გამოსასწორებლად დღეს დიდი თავი დავდე. იმედია ისიამოვნებთ.
პ.ს. ძალიან ძალიან ძალიანნნნ გთხოვთ კომენტარებს ნუ დაიშურებთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent