შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციებით სავსე მოულოდნელობა...(5)


23-05-2015, 14:42
ავტორი kat1998
ნანახია 1 702

ცრემლებმა ვეღარ მოიცადეს და თვალებს მოწყდნენ. ერთს მეორე მოჰყვა, მესამე, მეოთხე და ესე გრძელდებოდა...ჟაკეტში თავჩარგული ყველასგან მალულად ჩემს დიდ სიყვარულს ვგლოვობდი.უმოქმედობას დავტიროდი...ანდრიას სიტყვები კი უფრო და უფრო მისერავდა გულს.

****************
******
ორმა დღემ უმტკივნეულოდ ჩაიარა. ვისვენებდი და მაქსიმალურად ვცდილობდი ანდრია არ შემემჩნია. არც ის იკლავდა დიდად თავს. მოკლე კითხვებით და პასუხებით შემოვიფარგლებოდით. ეს იყო და ეს. მეტი არაფერი, მაგრამ მე ეგრეც მერჩივნა. შედარებით თავისუფლად დავდიოდი. აღარც ჰაერი მეჩვენებოდა უფრო მძიმეთ და არც ჩემი მდგომარეობა გაუსაძლისად.
მოწყენილები ვიჯექით ყველა მისაღებში.. ვერაფერს ვაკეთებდით.
-აუუ რა ნახეთ რა დღეში ვართ. ვერ ვერთობით და რამე მოვიფიქროთ რაა..(მარიკო)
-უყურე ერთი, ამას ფიქრიც ეზარება უკვე (სანდრო)
-მე რომ მომვარდი ეგრევე, შენ რაც ჩამოვედით რა გააკეთე წოლის და ჩემი გაბრაზების მეტი (მარიკო)
-მეტი რაღა უნდა მეკეთებინა...-ჩაიცინა სანდრომ
-კაიი მოვიიფიქრეე (გიორგი)
-ისევ ჩემი გორილა თუ გვიშველის (მე)
-ამოგაცლი ენასთქო (გიორგი)
-ჩუმად ეხლა და თქვიი (ნიკა)
-პიკნიკზე წავიდეთ ტყეში. ბორჯომში ვართ და ბუნება არ გვინახავს ჯერ. სირცხვილია ხალხო (გიორგი)
-ეეე, ძალიან მაგარიაა (დათო)
-აწი დავიწყოთ მომზადება თორემ ვეღარ მოვასწრებთ ვერაფერს (ანდრია)
-თქვა სიბრძნე -ჩავიბუტბუტე ჩემთვის, ჩუმად. მაგრამ როგორც ჩანს არც ისე ჩუმად მითქვამს. ანდრია გადმოიხარა და ყურთან მიჩურჩულა
-აწი, როცა მიკბენ ხოლმე გაითვალისწინე, რომ როგორც უწინ ეხლაც ძალიან კარგი სმენა მაქვს
აღარაფერი მიპასუხია. ბავშვებს მივუბრუნდი და მზადებისაკენ მოვუწოდე. ყველა წამში დატრიალდა. გოგოებმა საჭმელები ჩავალაგეთ და ოთახებში ჩასაცმელად გადავნაწილდით.
კიდევ კარგი, მქონდა ტყისთვის შესაფერისი ტანსაცმელი წამოღებული, თორემ მომიწევდა მარიკოსთან ან ელენასთან თვალების ჟუჟუნი. ან უარესი, საერთოდ სახლში დარჩენა...
ჩემი საყვარელი ნაცრისფერი ელასტიკი ჩავიცვი, რომელიც ისე იყო მომდგარი რომ ჩემი სხეულის ყველა კარგ დეტალს აჩენდა. ზემოდან თეთრი ზედა გადავიცვი, ფეხზე ნაიკის ნაცრისფერი ბოტასები ამოვიცვი და კიბეებზე სწრააფად დავეშვი. მისაღებში მარტო ბიჭები დამხვდნენ
-ვაახ, ეს ნახეთ რა შუსტრი ყოფილა --ადუდღუნდა დათო და თავისი კაუჩუკის ბურთით განაგრძო თამაში
-ხო, ჩემი გოგოაა და აბა სხვანაირი ხო არ იქნებოდა -კმაყოფილმა გადახედა ყველას ნიკოლოზმა, რაზეც ჩემებურად გავიცინე და ნიკაც ავიყოლიე
-კაი გეყოთ ეხლა და წავედით (გიორგი)
-ისევ სვანი....(ნიკა)
-შენ ძმობას გეფიცები ერთხელ თუ მაგრად არ შემომელახო (გიორგი)
-კაი ხო..(ნიკა)
-მალე ხალხოო, მარიკოო..ელენააა--ლოდინით ნერვებ მოშლილმა ბოლო ხმაზე დავიწყე ძახილი.
-აუ ეს ხო ვერ გადაეჩვია რა ბოლო ხმაზე კივილს, გასკდა გოგო ყურები (ანდრია)
-თუ არ მოგწონს ცივი წყალი დალიე, არც მე მეხატები გულზე, მაგრამ როგორც ხედავ გითმენ (მე)
დავინახე, როგორი შურისმაძიებელი სახით გადმომხედა. თვალებით მე შენ გიჩვენებ სეირსო მეუბნებოდა. მახსოვს ადრე ბოლოს ესე რომ შემომხედა კარგი დღე ნამდვილად არ დამიდგა. მდინარეზე ვიყავით, როცა ზუსტად ესე გავაბრაზე, მიყვარდა თავის შავ თვალებს, რომ მიბრიალებდა. მდინარეზე ვიყავით მაშინ. მიუხედავად იმისა, რომ ცურვა ძალიან კარგად ვიცოდი მეშინოდა მდინარის მეორე მხარეს გადაცურვა. არც არასდროს გადავდიოდი..ჩემთვის ვჭყუმპალაობდი შუაში, როცა დავინახე მომღიმარი ანდრია, რომელიც ჩემკენ მოდიოდა. გამიხარდა, მე მეგონა გაბრაზებამ გადაუარა და შესარიგებლად მოდიოდა. როცა იღიმოდა თვალებიც ისე უღიმოდა, რომ უბრალოდ სხვა რამეზე ფიქრი არ შემეძლო. ეხლაც ვერ ვიფიქრე შურისძიების დრო, რომ მოსულიყო. ანდრია უკვე ჩემს წინ იდგა, ხელები წელზე მომხვია და თავის ტანზე ამიკრა. მეც ხელები კისერზე ჩამოვადე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე. რა მექნა სიგიჟემდე მიყვარდა, ისე რომ ყოველთვის მავიწყდებოდა ირგვლივ მყოფები, ეხლაც ესე დამემართა...ჩემსა და ანდრიას ვირტუალურ სამყაროში გადავეშვი..მაგრამ მალევე ვიგრძენი როგორ აღმოვჩნდი მთლიანად წყალში..ვიგრძენი რომ ჩემს ზემოთ ანდრია იყო და ამოსვლის საშუალებას არ მაძლევდა. კიდევ კარგი ხელით ვეკავე თორემ აუცილებლად მდინარე წამიღებდა. თავი რომ ამოვყავი უკვე მეორე ნაპირზე ვიყავი, ანდრია და ყველა ჩვენს ირგვლივ სიცილით მიყურებდნენ. გავბრაზდი, მე კინაღამ დავიხრჩე და ეს კიდევ იცინისთქო. თან გამმიკვირდა ესე რომ მოიქცა, იცოდა, რომ ყვინთაობის, დახურული სივრცის და ეგეთების სულ მეშინოდა. ხელი მომკიდა ანდრეამ და ზემოთ წამიყვანა. კლდეებივით იყო და ის უნდა გადაგვევლო, რომ ცოტა დაბალი მხრიდან შევსულიყავით მდინარეში თორე ეს ადგილები ისეთია, რომ მარტო გადმოხტომა ხერხდებოდა. სულ, მაღლა ავედით გაბრაზებულმა ვუთხარი ჩემს შავთვალას ჩავიდეთ ქვემოთ და მეთვითონ გადავალ იქიდანთქო. გაიღიმა..მარტო ამით მიპასუხა. თმის კოსად გაკეტებას რომ მოვრჩი წელზე ვიგრძენი ხელები, მერე გავიგე თვლა 1..2..3 და მერე უკვე იყო კივილი, ჰაერში ანდრეაზე აკრული ლილე..უსასრულობის შეგრძნება და ბოლოს წყალი....თავი, რომ ამოვწიე ყველა იცინოდა, ჩვენი სამეგობრო ტაშს უკრავდა ანდრიას გმირობისათვის. მაგრამ მე ნასიამოვნებთან ერთად ძალიან გაბრაზებულიც ვიყავი..რის გამოც მთელი ორი დღე ტანჯვაში გავატარე, რადგან ანდრიას არ ვურიგდებოდი და მის გარეშე მე უფრო ცუდად ვიყავი...
ერთ წერტილს მიშტერებული ვიდექი მისაღებში, არავისი არ მესმოდა მთლიანად 10 წლის წინანდელ ამბავში ვიყავი გადართული თან მეღიმებოდა ანდრიას „შურისძიების“ გახსენებაზე.
ყურთან სიმხურვალე ვიგრძენი მერე კი ჩუმი და ღიმილნარევი ხმა ჩამესმა
-კარგი პატარა, გეყოფა იმ დღის გახსენება..მაგრამ გეთანხმები, ძალიან მაგარი კი იყო (ანდრია)
-საიდან მოიტანე, რომ იმ დღეზე ვფიქრობდი...ვუთხარი დაბნეულმა, ჯერ კიდევ ვერ გამეგო რა იყო რეალობა, მდინარე თუ ეს მისაღები ოთახი..
-სახეზე ყველაფერი გეტყობოდა...იმ მოვლენებს მიუყვებოდა შენი სახის მიმიკები თან ამას ემატება ისიც, რომ საკმაოდ კარგად გიცნობ (ანდრია)
გავბრაზდი და გარეთ გავედი გამწარებული. ვერასდროს ვიტანდი ჩემს ტვინში რომ ვინმე ძვრებოდა...ანდრია კი ყოველთვის ახერხებდა ამას..
-დიდება თქვენს გამობრძანებას (დათო)
-ჰე ეხლა აღარ მივდივართ?? (მე)
-ოჰ, კი მივდივართ მაგრამ ვერ გამოახწიე და (ნიკა)
-წამოდით მერე ამდენ ლაპარაკს-ელენამ გადმომხედა და თვალებით მანიშნა ყველაფერს მოყვებიო..როგორ მიყვარს ეს გოგო, ყოველთვის იცის, როდის რა მჭირდება..ეხლაც ბიჭების ზედმეტი კითხვებისგან მიხსნა...

******
ბორჯომში ულამაზესი გარემო, რომ არის ეხლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ბუნებამ ჩემი ხასიათის გამოსწორებაც შეძლო. გოგოებმა პატარა მდელოზე გავშალეთ სუფრა..ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს და მწვადის შეწვას მიჰყვეს ხელი..
ისეთი გარემო იყო, აი, ადრე 10 წლის წინ, რომ იყო ხოლმე...მშვიდი, წყნარი და სიყვარულით სავსე. ოღონდ ეხლა ჩემთვის სიყვარულის გარეშე იყო ყველაფერი...
დრო ისე სასიამოვნოდ შემოგვეხარჯა ვერც გავიგეთ როგორ მობნელდა. უკვე კარგად აცივებულიყო...ამიტომ ბიჭებმა ცეცხლი უფრო გააღვივეს და ყველა ირგვლივ წრეზე შემოვუსხედით. შემთხვევით ავიხედე ზევით და შევამჩნიე ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ცა...ულამაზესი იყო..რაჭის ცის მსგავსი...უამრავი ვარსკვლავებით...მაგრამ ეხლა მეც და ანდრიაც ამ ცას ცალ-ცალკე ვუყურებთ და არა ერთმანეთზე ჩახუტებულები. თვალებზე ცრემლი მომადგა...ის დრო ძალიან მომენატრა...კარგი იყო, არა ძალიან კარგი იყო ბავშვობა თავის პირველ სიყვარულთან ერთად.
ცას თვალები ძლივს მოვწყვიტე, მართლა ძალიან ლამაზი იყო...პირდაპირ გავიხედე და ისევ იმ თვალებს წავაწყდი..იმ შავ თვალებს, რომელიც როგორც ყოველთვის ეხლაც პატარ-პატარა ნაპერწკლებით იყო სავსე...გამიღიმა...მის ტუჩებთან ერთად თვალებმაც..გამიკვირდა მის ღიმილში ცინიზმი ვერ დავინახე...თითქოს ეხლაც მიხვდა წუთის წინ რას ვფიქრობდი და მითანაგრძნობდა...
-ისეთი გარემოა ხუმრობის მუზა დამეკარგა (დათო)
ყველას გაგვეცინა მის ნათქვამზე, მართლაც ისეთი გარემო იყო სიტყვებით გაფუჭება, რომ არ ღირდა.
-ხოდა, ჩვენც ესე ჩუმად ჯდომას ამ სიტუაციის შესაბამისი ისტორიები მოვყვეთ (ნიკა)
-ოოჰ, მაინც რა მისტერ ნიკა --უთხრა ჩვენმა გორილამ ნიკას დაცინვით
-დამცინე ხო და ვნახოთ ეხლა რომ ყველაზე ძლიერი სიყვარულის შესსახებ მოგაყოლინებ, მერე ვინ იცინებს (ნიკა)
-შანსი არ გაქვს (გიორგი)
-აბა ბავშვებო რას იტყვით..ყველამ თავისი ყველაზე ძლიერი ემოციის შესახებ მოყვეს (ნიკა)
-აბა, დავიწყეთ უარი არ მიიღება არავისგან, პირველი სანდრო და ელენა იყვნენ (სანდრო)
-ჩვენ რა უნდა მოვყვეთ ისედაც ყველამ იცით ყველაფერი ჩვენზე (ელენა)
-ვეთანხმები ჩემს მეუღლეს -თქვა სიცილით ვახომ და უფრო ჩაიკრა გულში ელენა. მის ამ ქცევაზე გამეღიმა, რა ვქნა ეს წყვილი სულს მითბობს.
-კარგი ხო, მაშინ სვანი დაიწყებს (ნიკა)
-არაა (გიორგი)
-ეგრე არ შეიძლება, მოყევი ეხლა, ჩვენი რა გიტყდება (დათო)
-კაი ხო. პირველად ბაღში ვიყავი ძალიან ძალიან, რომ შემიყვარდა. ქერა, კულულა გოგო იყო. ულამაზესი თვალები ჰქონდა, ჭაობისფერი. ერთმანეთს ეზოში ვხვდებოდით ხოლმე ჩემზე 1 წლით პატარა იყო. მაშინ ხუთის ვიყავი. ეზოში ჩასვლა მარტო იმიტომ მიიხაროდა, რომ ელიზა უნდა მენახა. სახელიც მაშინ ძალიან უცხო იყო. შორიდან ვუყურებდი ხოლმე, მისვლას ვერასდროს ვბედავდი. სერიოზული კაცივით ხეს მივეყრდნობოდი და ისე ვაკვირდებოდი ლამაზი ფრიალა კაბებით მორბენალ ელიზას. ისე ძალიან მიყვარდა ღამეც მის სახელს ვბოდავდი თურმე. ერთ დღესაც მომბეზრდა ესე უმოქმედოთ ყოფნა და ძლივს, როგორც იქნა მივედი. ელიზამ თავისი ჭაობისფერი თვალებით ამომხედა და გამიცინა. პირდაპირ ვაჯახე მიყვარხართქო..არც არაფერს დავლოდებივარ ისე ვაკოცე ტუჩებზე, ბავშვურად. ამაზე ელიზამ ტირილი დაიწყო და გაიქცა. მეორე დღეს მისი მეორე კლასელი ძმა მოვიდა და ჩემი საქციელის გამო „პასუხიც მომთხოვა“. სულ დალურჯებული ვიყავი...ის იყო და ის ელიზა აღარ მინახავს. აღარც მინდოდა, ისეთი დაბეჟილი ვიყავი დედაჩემის გარდა ააღარავინ მინდოდა...--ღიმილით დაამთავრა გიორგიმ
-ეს ბავშვობიდან სვანი ყოფილა. რომ ეცი იმ ბავშვს ეგრე რა გეგონა აბა -გადაიროხროხა დათომ..
-ხო რავიცოდი, ბავშვი ვიყავი (გიორგი)
-უუჰ კარგად ვიცინე. შენ გენაცვალე გორილა მე რა...მაგ ისტორიას რამდენჯერ ვისმენ იდენჯერ ვიცინივარ --ძლივს დაამთავრა ნიკამ. თან ცრემლებს იწმენდდა თვალებიდან.
-კაი ეხლა მარიკოს მოვუსმინოთ (დათო)
-თქვენ წარმოიდგინეთ და მე არც არავინ მყვარებია...ბავშვობიდან ზედმეტად ცელქი ვიყავი და ბიჭებით არასდროს ვინტერესდებოდი -გადაიკისკისა თავისებურად
-ხო, ბავშვობიდან ქაჯი ყოფილხარ და ვინღა შემოგხედავდა (სანდრო)
-ბავშვობიდან ვცემდი ბიჭებს კარგად და ეხლა შენც მოგიწევს თუ არ დაკავდები (მარიკო)
-უუჰ, შემეშინდა (სანდრო)
-მორჩით ეხლა..ვაახ (გიორგი)
-ხო და შემდეგი ჩვენი ლილეკოა (ნიკა)
მე მეგონა გადავრჩებოდი და ეს თამაშიც დაავიწყდებოდათ მაგრამ, მაინც მომიწია. არ ვიცოდ რა მექნა...რომ გავქაჯებულიყავი არ მინდოდა, ანდრია დამცინებდა გრცხვენიაო მოყოლაც არ მინდოდა. ბოლოს მოკლედ მოყოლა გადავწყვიტე
-რავიცი, ისეთი არაფერი არ მაქვს მე მოსაყოლი. სულ სულ პატარა რომ ვიყავი არავინ არ მყვარებია. პირველად 15 წლის რომ ვიყავი მაშინ შემიყვარდა. თან სულ მოულოდნელი ადამიანი, მოულოდნელად. ხო ამბობებ ხოლმე ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდებაო, დამიჯერეთ ეგგრე არაა. ჩემი მოულოდნელობა მარტო რამდენიმე თვე იყო კარგი, ზაფხულის პერიოდი...ბიჭები ხართ და მოგეხსენებათ ზაფხულობით ბიჭები რომ შეყვარებულებს იჩენენ მარტო ზაფხულის გართობისთვის უნდათ..ესე გამოვიდა ჩემს შემთხვევაშიც, არადა მე მაშინ მაგას ვერ ვხვდებოდი...ზაფხულიდან ერთ თვეში დავშორდით და ყველაზე სასაცილო ისაა რომ მიზეზი სიშორე იყო. შემოთავაზება კი ყველაზე ბანალური-მოდი მეგობრებად დავრჩეთ. იცით თქვენ ჩემი ემოციურობა და მიხვდებოდით რა რთულად გადავიტანდი ამას, მაგრამ ეხლა აქ ვზივარ და ამ ამბავს ღიმილით ვიხსენებ...ეგ იყო ჩემი ყველაზე დიდი ემოცია, ოღონდ ცუდთან ერთად ბევრი კარგი ემოციაც ახლდა თან...
დავამთავრე და ელენას თვალებში დავინახე რომ დავალებას თავი კარგად გავართვი. გამიხარდა, რომ შევძელი...მერე იყო დათოს და ნიკას ისტორიები...ორივეს საასაცილო ურთიერთობები ჰქონდათ გოგოებთან და არასდროს უთქვამთ ვინმესთვის მიყვარხარო. სულ სათამაშოდ ყავდათ გოგოები და თან ისე, რომ ამას თავიდანვე აგებინებდნენ მათ მსხვერპლებს. მერე კი ყველაზე რთული იყო მოსასმენად ანდრიას ისტორია...
-სულ სულ პატარა რომ ვიყავი, მეც გიორგივით ბაღში მიყვარდა გოგო. მაგრამ ჩემი ეგ ისტორიაც კრახით დამთავრდა..მერე რომ გავიზარდე ლილესავით, მოულოდნელად შემიყვარდა მოულოდნელი ადამიანი, რომელსაც მთელი ბავშვობა ვიცნობდი. ეს არ იყო ზაფხულის გასართობი, მაშინ მივხვდი რა იყო სიყვარული...ყველაფერი იმაზე ლამაზი და კარგი იყო ვიდრე წარმომედგინა. მართლა უსაზღვროდ მიყვარდა...როცა ზაფხული დამთავრდა და ის თავის ქალაქში წავიდა მე კი თბილისსში დავბრუნდი მივხვდი რომ უბრაალოდ საშინელება იყო მისი სიცილის გარეშე დღეები. ჩემს უმოქმედობაზე მეთვითონ მეშლებოდა ნერვები, არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი რომ ამდენ წვალებად არ ღირდა. მეგონა ისიც ესე უფრო წვალობდა და მეც. ხოდა მეც ლილეს თქმის არ იყოს ყველაზე სასაცილო მიზეზი სიშორე დავასახელე და ყველაზე ბანალურად მეგობრობა შევთავაზე. მერე იყო ძლივს გაყვანილი ექვსი თვე. მერე ისევ ვცადე შერიგება და შევრიგდით კიდეც. კიდე ვიყავი ბედნიერი მაგრამ ყველაფერს მაშინ მოეღო ბოლო როცა შტერულად ვიღაც გოგოსთან გავაბი ურთიერთობა. იმან კი თავი ჩემს შეყვარებულად გამოაცხადა, მალევე მივიდა იმ გოგოს ყურამდე ეს ამბავი და ყველაფერი მორჩა მაშინ. მერე ნელ-ნელა გავიაზრე ეს რა სისულელე გავაკეთე მაგრამ ვიცოდი რომ უკვე გვიანი იყო. ყველაზე სულელურად მაშინ მოვიქეცი, დღემდე ვნანობ. არ ვიცი რა გადამიტრრიალდა ტვინში მაგრამ ერთი ვიცი, რომ ის გოგო მართლა ძალიან მიყვარდა და ზაფხულის გასსართობი კი არა ჩემი ცცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული იყო.
რას ვგრძნობ ამ ყველაფერის მოსმენისას? არ ვიცი. ისევ არეულობაა ჩემს შიგნით. ისევ ყველაფერი თავდაყირაა...ვიცოდი ეხლა ხმა არ უნდა ამომეღი თორემ ყველა მიხვდებოდა ყველაფერს, ვიცოდი რომ უნდა გავჩუმებულიყავი მაგრამ ძალიან მიჭირდა. ბოლო ხმაზე ყვირილი მინდოდა...დაცლა მინდოდა იმ შინაგანი ტალღებისგან რასაც შიგნით ვგრძნობდი...ცრემლებმა ვეღარ მოიცადეს და თვალებს მოწყდნენ. ერთს მეორე მოჰყვა, მესამე, მეოთხე და ესე გრძელდებოდა...ჟაკეტში თავჩარგული ყველასგან მალულად ჩემს დიდ სიყვარულს ვგლოვობდი.უმოქმედობას დავტიროდი...ანდრიას სიტყვები კი უფრო და უფრო მისერავდა გულს. არაფერი არ ამართლებდა მის ქცევას...არც ეს სიტყვები...მაგრამ გული მაინც ამოხტომას ლამობდა..მაინც ვკანკალებდი...და მაინც მიყვარდა...10 წლის მერეც, ძალიან მიყვარდა...

*******
ძვირფასო მომხმარებლებო, ვინც ამ ისტორიას კითხულობთ ყველას დიდი ბოდიში, ვერაფრით მოვახერხე ახალი თავის დადება
იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი ხატული♥

აუ ეს ისტორია ძაან მომწონს და ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგ თაავს ველოდებიი ♥♥♥

 


№2  offline წევრი kat1998

ხატული♥
აუ ეს ისტორია ძაან მომწონს და ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგ თაავს ველოდებიი ♥♥♥

ძალიან დიდი მადლობა love მალე დავდებ <3 love

 


№3  offline წევრი chopli3

Dzaaankaiaa bevridarhaa..maledadebt??

 


№4  offline წევრი kat1998

chopli3
Dzaaankaiaa bevridarhaa..maledadebt??

არ ვიცი ზუსტად რამდენი თავი დარჩა. love .ისტორია ეხლაა წერის პროცესში, მალე დაიდება love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent