შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ლამბერსექსუალი [დასასრული]


23-05-2015, 15:35
ავტორი Pessimist
ნანახია 4 386

12.
იმ მომენტში განვიცადე ჭეშმარიტი ჰიპნოზი.ცოტნეს უძირო თვალებს ვუყურებდი და ყველანაირად მოწყვეტილი ვიყავი ქვეყნიერებას.რაღაც გაუგებარი გრძნობა მიტევდა,მაგრამ იმდენად ვიყავი დაკარგული მის თვალებში,რომ საღად აზროვნების უნარი დავკარგე.
-გაემზადე და გამოგივლით.-ოთახში გამეფებული სიჩუმე ცოტნემ დაარღვია.
-გამიყვანე სახლში.-ლუღლუღით ვუთხარი და შემოსასველისაკენ წავედი.
კიბეებზე სირბილით ჩავედი,რატომღაც გავურბოდი ცოტნეს.ან იქნებ ყველა იმ პასუხისმგებლობას,რაც მომავალში გველოდა?!საკუთარმა ფიქრებმა თავი უფრო მეტად ამატკია,მანქანაში კომფორტულად მოვთავსდი და ფანჯარას თავი მივადე.
-მე არაფერს გაძალებ.-გაბზარული ხმით მითხრა ცოტნემ და ამღვრეული თვალებით შემომხედა.
-ვიცი.-ჩურჩულით ვუთხარი და თვალი ავარიდე,ვეღარ ვუძლები მის წაშლილ სახეს.
-შენი რეაქცია მაშინებს ნატა.
-მეც უნდა გამიგო ცოტნე,იმდენად მალე მოხდა ეს ყველაფერი ვერ გავიაზრე.შენც კარგად იცი,რომ ოჯახის შექმნა სახუმარო არ არის,ამან დამაფიქრა,მაგრამ მზად ვარ რომ ყველა დაბრკოლება შენთან ერთად გადავლახო.
-იმედი მაქვს მართლა ეგ არის მიზეზი.
-არ მაწყენინო ცოტნე!-გაბრუბულმა ვუთხარი და აკანკალებულ ხელით წვრილი ღერი ავიღე.


***
სიმარტოვე ყველა განცდაზე უფრო მძიმეა.მარტო დარჩენისას იმ საკითხებზე დავიწყე ფიქრი,რაც მანამდე არ გამხსენებია.იმდენად ვიყავი არეული ამდენი მოულოდნელობისაგან,რომ ვეღარ ვიგებდი რა გამეკეთებინა.უარს ვეღარ ვიტყოდი.ერთი მარტივი მიზეზის გამო...ცოტნე არ მაპატიებდა.ჩემი სული კი ვერაფრით თავისუფლდებოდა იმ საშინელი შეგრძნებებისაგან,რასაც მომავლის შიში ჰქვია.ნამდვილი გაორება მჭირდა.ცოტნესთან ყოფნა ყველაზე მეტად მინდოდა,მაგრამ იყო რაღაც ამოუცნობი რაც არ მაძლევდა ამის უფლებას.
ინსტიქტურად გამოვიღე პატარა კოპლებიანი ჩანთა და ტანისამოსის ჩალაგება დავიწყე.არ ვიცოდი,სად მივდიოდით ამიტომ ყველა სეზონისათვის შესაფერისი ტანისამოსი ჩავალაგე.მსუბუქი ჩანთა შემოსავლელში გავიტანე და მინიმუმ ათჯერ შევამოწმე სახლი.იმდენჯერ შემოვუარე წრე სააბაზანოს და სამზარეულოს,რომ საშინელი თავბრუს ხვევა ვიგრძენი,ბოლოს ისევ ჩემს დაბნეულობაზე გამეცინა და ძლივს გავარწიე გარეთ.კარი საგულდაგულოდ დავკეტე და კიბეები კისრის ტეხვით ჩავირბინე.
ცოტნე ეზოში ხის ქვეშ იჯდა,თავი ჩახრილი ჰქონდა და ნერვიულობისაგან უაზროდ ქანაობდა.უფრო მეტად ამეშალა ჩემს საქციელზე ნერვები.ვიცოდი,რომ ჩემს გამო იყო ამ დღეში.ღრმად ამოვისუნთქე და ხის სკამზე ჩამოვჯექი.
-შემომხედე.-გაუბედავად ვუთხარი და აკანკალებული სხეულის დაწყნარებას შევეცადე.-ერთ რამეს გთხოვ უბრალოდ ჩემს საქციელს გაგებით მოეკიდე.ის,რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების მეშინია,არ ნიშნავს იმას,რომ არ მინდა შენი ცოლობა,გესმის?
-მესმის.-ჩახლეჩილი ხმით მიპასუხა და ფეხზე წამოდა.ჩემი ჩანთა მანქანაში ჩადო და კარი გამიღო.
სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი და აბურდული თმა გავისწორე.თვალებში წითელი,მოკაშკაშე ვარდი მომხვდა.სულელივით გამეღიმა.ფრთხილად შევეხე და მისი მომაჯადოებელი სურნელი შევისუნთქე.
-მე გაწყენინე და შენ ვარდს მჩუქნი.მოდი გაკოცო.-სიცილით გადავიწიე და მის გაბუშტულ ტუჩებს შევეხე.
ჩემი ლამბერსექსუალი [დასასრული]



***
იმდენად ქაოსურად დაიწყო ეს ყველაფერი,რომ სულ დამავიწყდა მეკითხა სად მივდიოდით.როდესაც მცხეთას მივუახლოვდით ვიფიქრე,რომ სვეტიცხოველში დავიწერდით ჯვარს,მაგრამ ძველ ქალაქსაც გავცდით.
-სად მივდივართ ცოტნე?-გაოცებულმა შევხედე.
-მაგას არ გეტყვი.-ღიმილით შემომხედა.
-რომ მაინტერესებს?-საწყალი თვალებით შევხედე,მას კი ჩემს აფერისტობაზე გაეცინა.
-ცოტაც მოითმინე და გაიგებ.
-ოოო.-ამოვიბუზღუნე და ფანჯარაში გავიხედე.-და ბიჭები სად არიან?
-წავიდნენ უკვე.
-სად?-ეშმაკურად გავხედე,იმის იმედით,რომ რამე წამოცდება.
-იქ,სადაც ჩვენ მივდივართ.-ღიმილით გადმომხედა.
-ახლა დავიძინებ იცოდე!-ჩემი ჭკუით დავემუქრე და გამაფრთხილებლად თითი დავუქნიე.
-დაიძინე,სიჩუმე მაინც იქნება.-სიცილით მითხრა მან და სიჩქარეს მოუმატა.

ჩემი ლამბერსექსუალი [დასასრული]


***
უსიამოვნო შეგრძნებამ გამომაგდო სიზმრებიდან.კისერი იმდენად მტკიოდა,რომ თითქმის ვეღარ ვგრძნობდი,ხელით დავიზილე და თვალები გავახილე.
-ვაი!-მთელ ხმაზე ვიკივლე და კისერის ტკაცა-ტკუცზე უსიამოვნოს გამაჟრჟოლა.
-რა მოხდა?-დაფეთებულმა შემომხედა ცოტნემ.
-კისერი მტკივა.-ამოვიკრუსუნე და საცოდავი თვალებით შევხედე.
-აქ გაჩერება არ შეიძლება ნატა,ცოტა მოითმინე.-ჩემი ხელი მის ტუჩებთან მიიტანა და ხმაურიანად მაკოცა.
-ვაი!-მეორეჯერ ვიკივლე და ულამაზეს ბუნებას აღფრთოვანებულმა შევხედე.
-გაგიჟდი გოგო?-გაბრაზებულმა შემომხედა და მზის სათვალეები მოიხსნა.
-რა ლამაზია!-ემოციების დამალვა ვეღარ შევძელი და სულელივით გავიღიმე.
-ჯერ ყველაფერი წინ არის.-ეშმაკურად შემომხედა მან.
-მემგონი ვხვდები,სადაც მიგყავარ.-ცივი წყალი მოვსვი და ცოტნეს შევხედე.
-ე,ვითომ ვერ ხვდები რა.-სიცილით შემომხედა მან.-სიურპრიზი არ ჩამიგდო,ჩვენს მომავალ ცოლ-ქმრობას გაფიცებ.
-იმდენად არასერიოზული ბიჭი ხარ,მემგონი გადავიფიქრე შენი ცოლობა.-ენა გამოვუყავი და მუსიკას ხმა ავუწიე.
სასიამოვნო მელოდიას მეც ავყევი და თავისუფლად შემიძლია ვთქვა,რომ ჩემი მომავალი მეუღლე დავაყრუე.მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ცუდად ვმღეროდი,მაინც არ შეიმჩნია და ღიმილით გადმომხედა.
ჩემი მოსაზრება გამართლდა.
ნახევარ საათში ყაზბეგში ვიყავით უკვე.ცოტნემ სულ სირბილით შემიყვანა სახლში და თეთრი ყუთო მომაჩეჩა ხელებში.მეც ღიღინით ამოვიღე თეთრი სადა კაბა და ტანზე მოვირგე.თეთრი,ნაზი თავსაბურავი მხრებზე მოვიხვიე და გარეთ გავედი.
-საოცრება ქალი ხარ.-ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა და ლოყაზე შემეხო.
ბედნიერებისაგან უაზროდ გამეღიმა.ცოტნეს ხელი ჩავჭიდე და ჩავეხუტე.
რატომღაც მგონია,რომ ჩახუტებით ყველაფერი ნათქვამია.ზედმეტი სიტყვებით უბრალოდ საუკეთესო მომენტები ფუჭდება.ჩახუტებით კი-ყველაფერი ფერადდება.



***
ოდნავ ამაღლებულ გორაკზე ვიდექით მე და ცოტნე.არ ვიცოდი,რის გაკეთბას აპირებდა,მაგრამ როდესაც მდელოზე ორი ცხენი დავინახე ყველაფერს მივხვდი.გაოცებული მზერით შევხედე ცოტნეს,მან უბრალოდ გამიღიმა და თეთრ ცხენზე დამსვა.თვითონ შავ ცხნეზე დაჯდა და ხელი მომკიდა.
-ცოტნე...-ამოვილუღლუღე და დაბნეული მზერით შევხედე.
-ვიყოთ განსხვავებულები.-გამიღიმა მან.-ოღონდ არ დამაქვრივო,ფრთხილად იყავი.
-მადლობა ცოტნე.-აკანკალებული ხელით მოვიშორე ცრემლები და ჰოტიზონტზე მოახლოებულ გერგეტის სამებას შევხედე.
-მიხარია ბედნიერს,რომ გხედავ ნატა.
-იცი ძალიან ბევრჯერ ვიფიქრე და მივხვდი,რომ შენი გამოჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი რევოლუცია იყო.ისედაც არეული ცხოვრება სულ უფრო თავდაყირა დააყენე,მაგრამ ეს ყველაფერი ზედმეტად სასიამოვნოა.
-ეგ აუცილებელიც არის ნატა,ჩვენ რაღაც უნდა შეგვეცვალა,რომ მივხვდრილიყავით ერთმანეთის ფასს.
-შენ შეუფასებელი ბიჭი ხარ.-სიცილით ვუთხარი და ცხენიდან ცოტნეს დამხარებით ჩამოვედი.


***
ყველაფერი ფრაგმენტებად მახსოვს.
საკმეველის სასიამოვნო სუნი...
მამაოს ლოცვა...
ცოტნეს თბილი ხელები...
და გადამწყვეტი კითხვა.
-თანახმა ხარ?
ორი დადებითი პასუხი და ბიჭების სიხარულისაგან წამოყვირებული ფრაზები.
მე კი უბრალოდ ცოტნეს ტუჩებს ვუყურებდი.ვგრძნობდი,მის მზერას ჩემს ტუჩებზე და მაშინ პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს,ცოლ-ქმრის სტატუსით.
მაშინ იქ პირველად ვთხოვე უფალს ჩემი და ცოტნეს პატარა ოჯახის კეთილდღეობა.აკანკალებული ხელით დავანთე სანთელი და პირჯვარი გადავიწერე.
-ჩვენი პირველი ბარტყი აქ მოვნათლოთ.-თბილი ხმით მიჩურჩულა და სანთელი სასანთლეში მოათავსა.
-მიყვარხარ.-აკანკალებული ხმით ვუთხარი და ხელები შემოვხვიე.



***
მადლობა მოთმინებისათვის.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.ყველანაირად შევეცადე,რომ კარგი გამოსულიყო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!



№1  offline წევრი Pessimist

ძალიან დიდი მადლობა. love
მეეეეეეც,ასე რომ გამახარეე! love

 


№2  offline წევრი Pessimist

ძალიან დიდი მადლობა love

 


№3  offline წევრი Ignifex

სასიამოვნო მოთხრობა იყო,მომეწონა ძალიან <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent