ატეხილი გრძნობები 9
ლოგინში იწვა, წინა საღამოს იხსენებდა, ერთიანად წითელი და ჟრუანტელ დავლილი. როგორ რცხვენოდა, ეს რა დაემართა. ჯერ კლუბში როგორ ჩაუხტა კალთაში და მერე, რა ცეკვა აუტყდა ღამის სამ საათზე. არანაირი წინააღმდეგობა, ჯარჯის რომ მოენდომებინა იქვე დანებდებოდა. ღმერთო, რა სირცხვილია. კიდევ კარგი ლუარა არ მოესწრო მის ასეთ ზნედაცემულობას და ეს ლეაც, მოსაკლავია რაა, კიდევ რომ არ სჩანს... კი ახასიათებს ასეთი გაქრობები, მაგრამ ხომ შეიძლება ორი სიტყვა მოწეროს, ან გასაღები როგორ მიანდო მას. მეზობლის აივნიდან აძრომიალა ჯარჯი, მისთვის კარი რომ გაეღო. ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ დილით როგორი გულსატკენად ცივი იყო მამაკაცი. – სწრაფად ჩაიცვი, სახლში მიმყავხარ. – ადრიანად შეუვარდა საძინებელში და გააღვიძა. – მთელი ღამე არ მეძინა, რამდენჯერმე კინაღამ შემოგივარდი და ვერაფერი გიშველიდა მერე. ფაცაფუცით ჩაიცვა ტანსაცმელი, როგორც ყოველთვის დააფეთა მისმა ბრაზიანმა ტონმა. როგორ ერიდებოდა მისი, არც კი იცოდა წინა ღამის შემდეგ როგორ უნდა დაეჭირა მასთან თავი. უსიტყვოდ მივიდნენ სახლამდე. გრძნობდა ჯარჯის დაჟინებულ მზერას და ცოცხალი თავით არ იხედებოდა მისკენ. მაინც არ წავიდა ჯარჯი ისე, სანამ თვალებით კონტაქტი არ დაამყარა გოგონასთან, ყველა მისი უხერხულობა სანამ არ ამოიკითხა მის თვალებში. დიდხანს, ძალიან დიდხანს უყურა, ცერა თითით ნაზად მოუსრისა ტუჩები და აფორიაქებული დატოვა. და მაინც, ყველაზე სასიამოვნო და ამაღელვებელი რამ გადახდა წინა ღამით თავს. ხვალ ალბათ, ტრადიციულად სადარბაზოსთან დაელოდება და წუხანდელი ღამის შემდეგაც ბევრი რამ შეიცვლება. შეიცვალა კიდევ, რაღაცები ნამდვილად შეიცვალა. ლეას ამერიკაში მოუხდა დაბრუნება. მეგის სიმაგრე აღმოაჩნა მკერდში, საშიში არაფერი ჩანდა, მაგრამ მაინც დაუნიშნეს ოპერაცია. ლეამ მშვიდად ჩააბარა ფეფოს თავი ჯარჯის და დედასთან წავიდა. ჯარჯი და ფეფო უფრო დაახლოვდნენ. ახლა უკვე, შანსს აღარ უშვებდა ჯარჯი და ფეფოს ისედაც დაბუთქულ ტუჩებს კიდევ უფრო უსიებდა და უწითლებდა. ერთი ორჯერ კიდევ იყვნენ იმავე კლუბში, ორნი მხოლოდ და მეორე წასვლაზე უკვე იცოდა ფეფომ კლუბის მეპატრონე თავად ჯარჯი რომ იყო. ძალიან გაუკვირდა, ერთხელ ბარმენის ამპლუაში იხილა, ერთხელ კი დიჯეის, მაგრამ ლეამ "ღამეული ვოიაჟიდან" დაბრუნებისთანავე უთხრა, რომ კლუბი ჯარჯის საკუთრება იყო. ფეფოს მუსიკალური კარიერა ფეხის ადგმას იწყებდა. მწვერვალების დაპყრობას უწინასწარმეტყველებდნენ გოგონას. მუსიკალურ ღონისძიებებზე იწვევდნენ. არცერთ მის კონცერტს დასწრებია ჯარჯი. ფეფომ სთხოვა, უფრო მოითხოვა, ისედაც საშინლად ვღელავ ყოველი გამოსვლის წინ და თუ მეცოდინება მაყურებელთა შორის შენც ხარ, შეიძლება საერთოდ ვერ დავუკრაო. არ უყვარდა ახლობლების წინაშე დაკვრა. ჯარჯის დასანახად არც მეცადინეობდა. ჯარჯის კი უნდოდა და მერე როგორ, ენახა მის ხელებში აკვნესებული ვიოლინო, მაგრამ შეურყეველი სიჯიუტე, რომელსაც იშვიათად, მაგრამ მაინც ავლენდა ხოლმე ფეფო სერიოზულ ბარიერს წარმოდაგენდა მისთვის და სულაც არ აპირებდა ყველაფრის ასე დატოვებას , აუცილებლად მოუვლიდა ამ საკითხს. – დღეს კონცერტი მაქვს, სახლში გვიან მივალ, მოგვიანებით შეგეხმიანები. – თავისი ნივთები მოაგროვა და მანქანიდან გადასვლა დააპირა. უხეშად წაავლეს მკლავში ხელი და შეაბრუნეს. – მგონი რაღაც გავიწყდება სკრიპაჩკა. – ბრაზით დასჩურჩულა ტუჩერბზე და დაეწაფა კიდეც სანამ გონს მოეგებოდა. ეს მეტსახელი, რომელსაც საკმაოდ ხშირად ეძახდა ჯარჯი ამ ბოლო დროს, მეტისმეტად მოსწონდა ფეფოს და არ აპროტესტებდა, თითქოს გარკვეულ სითბოს გრძნობდა ასეთ მიმართვაში. კოცნიდა ჯარჯი და გამხდარ მხრებზე დაასრიალებდა ხელებს. სულ უფრო და უფრო უჭირს ასეთ დროს თავის შეკავება, დროულად დამუხრუჭება, ზღვარს არ გადასვლა. მაინც გაურბის აკრძალული ტერიტორიისკენ ხელები და ტუჩებიც სულ უფრო უხეში და მომთხოვნი უხდება. – გაახილე თვალები! – ძლივს მოსწყდა მის ბაგეებს და თვალებზე დააჩერდა. ო, როგორ უყვარს მისი თაფლისფერები, ემოციებ და განცდებ აღრეული კოცნის შედეგად. არ ეთმობა არც მისი თვალები, არც მისი დაწითლებული ტუჩები. მთლიანად, თავიდან ბოლომდე არ ეთმობა, მაგრამ... – ახლა შეგიძლია გადახვიდე. – აუღელვებელი გამომეტყველებით დაუბრუნდა საკუთარ სავარძელს და უინტერესოდ გაიხედა ფანჯარაში. გაბრუებული ფრთხილად გადავიდა მანქანიდა და ბარბაცით წავიდა სადარბაზოსკენ. დაბუჟებულ ტუჩებზე მიიდო თითები და ანცად გადაიკისკისა. სახლში ასული ძლივს დამშვიდდა და ცოტა წაივარჯიშა. საღამოსთვის დაიწყო მზადება. საქვემოქმედო კონცერტს აწყობს საკუთარი სპონსორობით ერთერთი მსხვილი კომპანია. მიწვეულმა მაღალმა საზოგადოებამ, თითოეული გამომსვლელის მოსმენის შემდეგ სიმბოლურ, დადგენილ ზღვარზე არადაბალ თანხად უნდა შეიძინოს, სასურველი შემსრულებლის გამოსვლა, რომელიც მოეწონა და რომელსაც კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოისმენს სხვა რეპერტუარით. ძალიან ნერვიულობდა ფეფო და იმედოვნებდა, მისი შესრულებით ერთი ადამიანი მაინც მოიხიბლებოდა. შეწირული თანხა კი მოხუცთა თავშესაფარს მოხმარდება. საგანგებოდ იმ დღისთვის ნაყიდი კაბა ჩაიცვა. შავი, სადა, ცოტა მოკლე, მის ტანს კოხტად მორგებული და გრძელი თმა გაიშალა. პატარა ხელჩანთაში ფული, მობილური და სახლის გასაღები ჩადო, ვიოლინო და ხემი ფუტლიარში მოათავსა და გამოძახებულ ტაქსის დაელოდა. ცოტა გაუკვირდა ჯარჯიმ წაყვანა წამოყვანა რომ არ შესთავაზა, როგორც წესი კატეგორიულად მოითხოვს ხოლმე მის მძღოლობას, დღეს კი კრინტიც არ დაუძრავს ამ თემაზე. გაუბედავად შეაბიჯა შენობაში და მორთული დარბაზისკენ აიღო გეზი. დამსწრე საზოგადოებას მოავლო თვალი. ბრჭყვიალა სამკაულები, ლამაზი კაბები, მოხდენილ კოსტიუმებში გამოწყობილი მამაკაცები. იქვე, მაგიდაზე დაწყობილი სასმელებიდან, შამპანურით სავსე ფუჟერი აიღო. მონაწილეებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ერთი ყლუპი სასმელი მოსვა და კონცერტის რიგს დაელოდა. მალე დაიკავეს კუთვნილი სავარძლები მიწვეულმა სტუმრებმა და ლამაზი ჰანგებიც დაიღვარა დარბაზში. წყნარად იდგა და თავის რიგს ელოდა, თუმცა მისი სახელის გამოცხადებისთანავე გაქრა მისი სიმშვიდე, საშინლად აღელდა. ყოველთვის ასე ემართება, იმ მომენტამდე სანამ ხემს ვიოლინოს სიმებს შეახებს. ნელი ნაბიჯით დაიძრა სცენისკენ. ერთი მოავლო თვალი მაყურებელს და გაშრა. სავარძლებში ჩამსხდარი მაყურებლის გვერდით, კედელს აუღელვებლად მიყრდნობოდა ჯარჯი. სმოკინგში გამოწყობილი წარმოუდგენლად მაგრად გამოიყურებოდა და მზერით ბურღავდა ფეფოს. ტუჩის კუთხით გაუღიმა აფორიაქებულ გოგონას და თვალებით დამშვიდებისკენ მოუწოდა. ერთი ღრმად ჩაისუნთქა, საკრავი მოირგო და ხელის კანკალით წაიღო ხემი სიმებისკენ. რამდენიმე წამში აღარ ახსოვდა ვინ იყო და სად იყო, რა ხდებოდა მის გარშემო, აღარც ჯარჯი ახსოვდა და არავინ ამ ქვეყანაზე. ხან ნაზად ირხეოდა, ხან ქაოტურად, ხან ბობოქრობდა და ხან მშვიდდებოდა, გრაციოზულად მოძრაობდა მისი მარჯვენა, თვალებ დახრილი სრულ ექსტაზში იმყოფებოდა. აღარ იყო არხეინად მიყრდნობილი კედელზე. ერთიანად შემართული იდგა, ოდნავ წინგადახრილი, თითქოს ვინმეზე დასადევნებლად მზადმყოფი. გაფაციცებული შესცქეროდა მის თვალწინ გადაშლილ სანახაობას. ჩალისფერთმიანი ამორძალის სულიერი თავისუფლების გამოხატულებას. თავდავიწყებას, გრაციას, თითქოს სიმშვიდეს და ჰარმონიას, მერე ვნებიან თრთოლასა და გიჟურ, გახელებულ, გაბრაზებულ როკვაში გადაზრდილს. გაოცებული უყურებდა მის გარდასახვას და ყველაზე ამაყი იმეორებდა თავისთვის, "ჩემია, ჩემია!" გამაყრუებელმა აპლოდისმენტებმა გამოარკვია და ლოყებშეფაკლულმა გადახედა საზოგადოებას. მტკივნეულად შეეკუმშა გული, აღარსად ჩანდა ჯარჯი. მდაბლად დაუკრა თავი მაყურებელს და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სცენა. სრულიად მოულოდნელად მის გვერდით გაჩნდა ჯარჯი, ხელი ჩაავლო და სადღაც გააქანა. ლამის სირბილით მიყვებოდა სწრაფი ნაბიჯით მიმავალს. ჯერ ვიწრო დერეფანში ამოყვეს თავი, მერე დერეფნის ბოლოს ერთერთ კარს გასაღები მოარგო ჯარჯიმ და გააღო. შიგნით შესული სწრაფად შემობრუნდა ფეფოსკენ, დახურულ კარს ააწება, ერთი წამით გაუსწორა მზერა გოგონას დაბნეულ და გულუბრყვილო თვალებს და ხმამაღალი ოხვრით დაეტაკა ტუჩებზე. გახელებული უკოცნიდა ბაგეებს, მთელს სახეს, ყელს, მის კისერზე შემოხვეულ მკლავებს. ცოტა ხანში მაგიდაზე ყავდა შემოსმული და მისი გულმკერდისკენ მიიკვლევდა გზას. კაბის ქვეშ შეცურებულ ხელებს გამეტებით უჭერდა ბარძაყებზე. გოგონას ათრთოლებულ სხეულს და ნაზ კვნესას, ისე დაებინდა მისი გონება ლამის იქვე დაესაკუთრებინა. საკუთარ კაბინეტში, საკუთარ სამუშაო მაგიდაზე. არც ყოყმანი, არც შიში უგრძვნია გოგონასგან და ეს კიდევ უფრო იწვევდა. ვერაფერი მოუხერხა კაბის დახურულ გულისპირს და ლამის შემოახია. კარზე ატეხილმა ბრაგუნმა გამოარკვია ორივე. ერთიანად წითელი წამოხტა მაგიდიდან ფეფო და ზემოთ ატანილი კაბის სწორებას შეუდგა. – ჯარჯი! ფეფო დოლიძეს სთხოვენ სცენაზე! – მეგობრის ხმის გაგონებაზე მწარედ შეიკურთხა ჯარჯიმ და კარი გამოაღო. – ნუ მიბრიალებ თვალებს ერთი თუ კაცი ხარ, დავინახე შენთან ერთად როგორ დატოვა დარბაზი. – მხიარული ნოტები და დაფარული აზრი იგრძნობოდა მეგობრის ხმაში. – მალე მოვა. – უხეშად მიუგდო ორი სიტყვა და უცერემონიოდ მიუხურა კარი ცხვირწინ. დარცხვენილი ფეფოსკენ მიტრიალდა, სწრაფად მოიქცია მკლავებში და სახე ზემოთ ააწევინა. კიდევ ერთხელ დაუკოცნა ტუჩები, მერე ყურისკენ გაიწია და ჩასჩურჩულა. – წადი, დაუკარი სკრიპაჩკა და იმაზე იფიქრე, რომ ამაღამ ჩემი გახდები. – ღიმილმა ჩაუტეხა ტუჩის კუთხე, ფეფოს გაოცებისგან გაფართოებულ თვალებს რომ შეავლო მზერა. – იქნებ, არ გინდა? – ირონიაშეპარული ტონით ჰკითხა მამაკაცმა. – ამ კომპანიაში რა გინდა ჯარჯი? – მშვენიერი გზა მოძებნა პასუხისგან თავის ასარიდებლად. – აქაც ვმუშაობ. ახლა წადი, მერე მოგიყვები და არ გეგონოს ამაღამ სადმე წამიხვალ, როცა დაუკრავ მინდა, მოსალოდნელ ღამეზე ფიქრობდე. წეღან, დაკვრისას, არ ფიქრობდი არავისზე, ჩემზე არ ფიქრობდი, მეტისმეტად თავისუფალი იყავი, დაგავიწყდა ჩემი რომ ხარ და მე ეს ძალიან, ძალიან არ მომეწონა. – ბრაზიანად დასჩურჩულა და მტკივნეულად უკბინა ქვედა ტუჩზე, ფეფოს წამოკვნესებას ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო. – იქნებ, ამ ტკივილმა არ დაგავიწყოს ჩემი თავი. ისევ თითქმის სირბილით მიიყვანა სცენამდე და მარტო დატოვა, საშინლად აფორიაქებული და ტუჩატკიებული, "ამაღამ ჩემი გახდები" ისევ და ისევ ჩაესმოდა გონებაში და ჰაერს ხარბად ისუნთქავდა პირით. ცდილობდა, კონცენტრირებული გასულიყო სცენაზე... ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.