შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიზმარში შემიყვარდი. 8


23-05-2015, 19:00
ავტორი Ana-maria11
ნანახია 3 144

დროს მხიარულად ატარებდნენ. დათა მეგის არ ასვენებდა და ყველა გულიანად ხალისობდა მეგის შეღონებულ სახეზე, რომელიც დათას ყოველ 2 წუთში უმეორებდა, ეხლავე წავალ აქედანო. დათაც ცოტა ხნით გაჩერდებოდა, მაგრამ მერე ისევ ააწიკვინებდა მეგის და ამით დიდ სიამოვნებას ღებულობდა. დათამ, ლუკას სთხოვა საღამოსკენ თუ კარგი ამინდი იქნება გოგონები უდაბნოში წავიყვანოთ და ცოტა ექსტრიმი ვაჩვენოთო. მისი იდეა ყველას მოეწონა, ამიტომაც გადაწყვიტეს ცოტა დაესვენეათ და საღამოს თუ ამინდი ხელს შეუწყობდა წავიდოდნენ. ოთახისკენ მიმავალ ელენს, ლუკა წამოეწია გზაში და სთხოვა ცოტა ხნით ჩემს ნომერში შევიდეთო. ელენი დათანხმდა და მის ოთახში ავიდნენ.
-სულ არ მოგენატრე? . ისეთი ალერსიანი ხმით კითხა ლუკამ ელენმა კინაღამ წამოროშა ძალიანო, მაგრამ უცებვე მოეგო გონს.
-იცი, 3 დღის ნაცნობები, არ მენატრებიან ხოლმე.
-დარწმუნებული ხარ რომ მხოლოდ სამი დღის ნაცნობი ვარ? მე კი ძალიან მომენატრე. ძალიან მომინდა მოგხვეოდი და... სიტყვა ელენმა გააწყვეტინა, რომელიც ანთებული თვალებით უყურებდა.
-ლუკა მორჩი ამ თამაშს და გამაგებინე რას ნიშნავს ეს შენი სიტყვები. დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე არსად მინახიხარ, ან კიდევ სადმე შევხვდით, მაგრამ იმდენად უინტერესო აღმოჩნდი ჩემთვის, რომ ვერც კი გიხსენებ. ცივად მიაძახა ელენმა და ოთახიდან გავარდა. ლუკას თვალები აემღვრა, დივანზე მიწვა და სიგარეტს მოუკიდა. ელენი კი გაცოფებული შევარდა ოთახში. მარი გიორგის ელეპარაკებოდა სკაპიში, მაგრამ ელენის სახის დანახვაზე ქმარს უთხრა ცოტა ხანში გადმოგირეკავო და გაუთიშა.
-ლენ რა მოხდა? ფერი არ გადევს.
-იცი მარი საშინლად გამაღიზიანებელი გრძნობაა, როცა ვიღაც ესე უტიფრად გეთამაშება. თითქოს დაგცინისო.
-ვიზე ამბობ? ლუკაზე?
-ხო იმ ვაჟბატონზე . არ ვიცი.. ეს სიზმრები, მერე მაგის უაზრო ბოდიალი, თითქოს დიდი ხანია მიცნობს საშინლად მაღიზიანებს. ვერ ვიტან გაურკვევლობებს და ესეც ისე იქცევა თითქოს რაღაცას მალავს და ვერ ამხელს.
-იქნებ მართლაც, რაღაც აქვს დასამალი და ეშინია თუ გაგიმხელს ვერ გაუგებ.
- მარი კარგი რა. ვინ ვარ მე მაგისთვის ესეთი ძვირფასი, რომ საიდუმლოს გამხელა მოუნდეს და თან შეეშინდეს ჩემი. აქ რაღაც სხვა ხდება და მაინც გავიგებ. მაგას თუ ჰგონია ამ შერლოკ ჰოლმსობანას თამაშს შევარჩენ ძალიან ცდება. არ ცხრებოდა ელენი.
ცოტა ხანში, მეგი შემოვიდა მათ ოთახში და ახლა იმან დაიწყო დათაზე წუწუნი. ელენს თითქოს გული ეხუთებოდა, ამიტომაც გოგოებს უთხრა ცოტა ხნით სანაპიროზე გავისეირნებო. გარეთ რომ გამოვიდა, ოდნავ წინწკლავდა, თუმცა ელენს ძალიან ესიამოვნა და გზა განაგრძო. უკვე საღამოვდებოდა, ზღვის ტალღები ხმაურობდნენ და ნაპირს ეხეთქებოდნენ, ელენი კი იდგა და ამ სანახაობით ტკბებოდა. სახე ნელ ნელა უსველდებოდა წვიმის წვეთებით. ამ დროს უკნიდან ვიღაცამ ისე ძლიერად შემოხვია ხელები, რომ შიშისგან წამოიკივლა.
-მე ვარ პატარავ, ნუ გეშინია. ელენმა სასწრაფოდ მოიშორა მისი ხელები და თვალებში სევდიანად შეხედა.
-ლუკა, არ მინდა ეხლა შენთან საუბარი. მარტო ყოფნა მინდა.
- კარგი. მშვიდად მიუგო მან, ლოყაზე ნაზად აკოცა და წავიდა. ჰმმ ..სინაგლეც ამას ქვია, ვეუბნები მისი დანახვა არ მინდა და კიდევ ლოყაზე მკოცნის, რა ადამიანია.. გაიფიქრა უკმაყოფილოდ ელენმა.
უკვე დაბინდებული იყო ნომერში რომ ავიდა. მაგიდაზე წერილი დახვდა. "ყველანი დათას ოთახში ვართ და ამოდი. გკოცნი მარი". ისევ იქ უნდა მეჯდეს და მიშალოს ნერვები.მაგრამ არც მე დავაკლებ. გაიფიქრა ელენმა, გამოიცვალა და დათას ოთახში ავიდა. მაგიდაზე საჭმელი და 2 ბოთლი სასმელი ედგათ. დათას გაუხარდა ელენის დანახვა და მხიარულად მიიპატიჟა სუფრასთან.
-რას ავღნიშნავთ? იკითხა ელენმა.
-ლუკას დაბრუნებას და თან ხვალ ახალი წელია და აქედანვე უნდა დავიწყოთ ქეიფი ტო. უპასუხა დათამ და ჭიქა შეუვსო. ლუკა ელენის პირდაპირ იჯდა და თვალს არ აშორებდა. მისი მზერა თითქოს, წვავდა და გრძნობდა, რომ ძალიან უჭირდა ამ მამაკაცთან გამკლავება.
ლუკას მობილური აწკრიალდა, ელენმა თავისდაუნებურად თვალი მისკენ გააპარა. ლუკამ ჯერ ტელეფონს დახედა, მერე ელენს თვალი თვალში გაუყარა და უპასუხა.
-ხო ენდი. კარგად შენ როგორ ხარ? კი ჩამოვედი და ცოტა მოგვიანებით გინახულებ. ელენს, მთელი სხეული აუთრთოლდა, თავი ძლივს შეიკავა, რომ ცრემლები არ წამოსვლოდა. იმ მომენტში ლუკას მიმართ საშინელი სიძულვილი იგრძნო. ის კი მშვიდი სახით უყურებდა და უღიმოდა.
-მოდი დღეს კლუბში წავიდეთ რა, მომწყინდა ეს რესტორანში და მერე ოთახში ჯდომა. დაიწუწუნა ელენმა.
-ეე კარგი აზრია. დაეთანხმა დათა. მეგიმ ტაში შემოკრა სიხარულისგან.
- შენ, ქალბატონო მოკლე კაბები და ის ნახევრად ბიკინი შორტები არ დამანახო ეხლა იქ. არანაირი სურვილი არ მაქვს ვუყურო ენა გადმოგდებულ არაბებს. მბრძანებლური ტონით უთხრა მეგის და თან ლოყაზე უჩქმიტა. მეგის თვალები ისე გაუფართოვდა, ცოტაც და ალბათ გადმოსცვივდებოდა.
-მეგ რაც გინდა ის ჩაიცვი ამას ვინ კითხავს ერთი. გააპროტესტა ნინიმ.
-არა იყოს, გავითვალისწინებ მის რჩევას. დამჯერი ბავშვივით წარმოთქვა მეგიმ ,თუმცა გულში სხვა რამეს ფიქრობდა და ეშმაკურად ჩაეცინა.
-ჩემი ჭკვიანი. ესიამოვნა დათას და შუბლზე აკოცა.
გოგნებმა დატოვეს დათას სამფლობელო და თავისი ოთახებისკენ გაეშურნენ მოსამზადებლად.
-აი ამას ვიცმევ. სიამაყით გადმოიღო მეგიმ რაღაც ნაჭერი, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ მკერდს დაუფარავდა, მუცელი და ზურგი კი მოშიშვლებული იყო და მხოლოდ წრვილი თოკებით აერთიანებდა გვერდებს.
-ხომ თქვა მოკლე კაბები და შორტები არ დავინახოო, ხოდა გრძელ ქვედაბოლოზე ჩავიცმევ. წარმოთქვა გამარჯვებული სახით მეგიმ.
-ვაიმეე შენ რა ხაარ რა, ნეტა ერთი კარგად მოგიგრიხოს ეგ წვრილი კისერი დათამ, მეტი არ მინდა არაფერი. ქოთქოთებდა მარი. ელენი კი გულიანად იცინოდა მათი შემხედვარე.
სამაგიეროდ ახლა ელენი გამოეწყო მოკლე შორტებში და საკმაოდ გულ ამოღებულ ვარდიფერ მაისურში, რომელიც ძალიან მოუხდა ელენის გარუჯულ სხეულს.
-არა თქვენ მართლა გინდათ ხო რო ეს კაცები გადაიყვანოთ ჭკუიდან. არ ცხრებოდა მარი.
უკვე მზად იყვნენ გოგონები, ნინის შეუარეს და მისაღებში ჩავიდნენ, სადაც მათი ლოდინით დაღლილი ლუკა და დათა მოწყენილი სახეებით ისხდნენ. გოგონების დანახვაზე ორივე, ფეხზე წამოხტა და თვალები ჭყიტეს.
-ეს რა არის? გაოცებულმა იკითხა დათამ და მეგის, თვალით მაისურზე ანიშნა.
-ხომ თქვი შორტები არაო, მაისურზე კი არაფერი გითქვამს, ამიტომ სხვა დროს დაკონკრეტდი ხოლმე ჭკუის კოლოფო. დამაჯერებელი ტონით უპასუხა მეგიმ და გასასვლელისკენ გაემართა.
-არა რა შენ, კიდევ კარგად არ მიცნობ! დაიცა დავბრუნდეთ უკან. მაგ ძაფებსაც დაგაწყვიტავ ვითომ რაღაცას, რომ გიფარავს. იღრინებოდა დათა. ლუკა კი ელენის მკერდს თვალს ვერ აშორებდა და თან ეჭვიანობისგან გული ეკუმშებოდა, რომ დაინახა როგორ გააყოლეს მშიერი თვალები იქვე მჯდომმა მამაკაცებმა.
საჭესთან ლუკა დაჯდა,დათამ კი ელენს სთხოვა წინ შენ დაჯექი, მე მეგის უნდა ვუყარაულოო. ელენს გაეცინა დათაზე და თამამად მიუსკუპდა ლუკას. მთელი გზა მხოლოდ მეგის და დათას კამათს უსმენდნენ და ძალიანაც ხალისობდნენ. ლუკა კი სერიოზული სახით იჯდა და თვალს აპარებდა ელენისკენ, რომელიც მეგობრებისკენ იყო მიტრიალებული და მას ზედაც არ უყურებდა. კლუბს,რომ მიუახლოდნენ ელენმა დაინახა კარებთან სექსუალურ კაბაში მდგარი ენდი, რომელიც ლუკას დანახვისთანავე გამოექანა, მამაკაცს თითქმის ზედ შეახტა და მის ტუჩებს ხარბად დაეწაფა.
-ფრთხილად, არ წამაქციო. ნუ გეშინია მთელი ღამე წინ გვაქვს ამისთვის. მიესიყვარულა ლუკა ენდის. "დიდი მადლობა, რომ აქვე არ გაგვხადე ცოცხალი პორნოს მომსწრე" გაიფიქრა ელენმა გულში და ამაყად შეაბიჯა კარებში.
ყველნი ერთ მაგიდასთან დასხდნენ, რომელიც ლუკას სახელზე იყო დაჯავშნული. მალევე შიევსო იქაურობა სასმლის ჭიქებით. ელენი ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და თან ცდილობდა თვალი აერიდებინა მის წინ მჯდომი წყვილისთვის. ენდიმ ლუკა საცეკვაოდ გაიწვია, ისე ეტმასნებოდა მამაკაცის სხეულს, თითქოს მათ გარდა იქ არავინ იყო.ლუკას ხელებს საკუთარ საჯდომზე ილაგებდა და თავს აქეთ იქეთ აქნევდა. ელენი უკვე კარგად იყო გამომთვრალი, ისინი ახლა ორად ეჩვენებოდა და ენდის "სექსუალურ" მოძრაობებზე ძალიან ხალისობდა. ბართან სიმპატიურ ბიჭს მოკრა თვალი და მისკენ გაემართა. ბიჭს უკვე შემჩნეული ყავდა ელენი და როცა, ახლა მისკენ მიმავალი დაინახა ადგილიდან დაიძრა, გოგოს წინ აესვეტა, ხელები წელზე შემოხვია და ცეკვა დაიწყეს.
ლუკამ ელენი მაგიდასთან, რომ ვერ დაინახა თვალები წამოენთო, მარისთან მივიდა და კითხა სად არისო. მანაც ხელი გაიშვირა და როდესაც ლუკამ უცნობ მამაკაცთან ჩახუტებული ელენი დაინახა, სისხლი აუდუღდა, მაგიდას მუშტი დაკრა და მათკენ გაემართა. წინ ენდი შეეფეთა, რომელმაც სცადა ხელები მოეხვია მისთვის, თუმცა ლუკამ გოგონა უხეშად მოიშორა და ელენს უკან ამოუდგა.
მხარზე ხელი მოუთათუნა და როცა ელენი მოტრიალდა და მის წინ აყუდებული ლუკა დაინახა,ირონიულად გაუღიმა და ისევ ზურგით შეტრიალდა. ლუკამ ვეღარ მოითმინა, ელენი ხელში აიყვანა, მხარზე გადაიკიდა და გასასვლელისკენ გაემართა. მანქანაში თითქმის ძალით შეტენა, თვითონაც ჩაჯდა და გიჟივით გაქანდა. ხმას არც ერთი არ იღებდა. ელენი ისე იყო გაცოფებული, გრძნობდა, ეხლა ხმა რომ ამოეღო შეიძლება გზაში რამე დამდართნოდათ, ამიტომაც სასტუმროში მისვლამდე გაჩუმება არჩია. ლუკამ მანქანა დააყენა, სასწრაფოდ გადმოვიდა ელენს კარები გაუღო და გაბრაზებული ტონით უთხრა გადმოდიო. კიბეებზე ასვლისას, ელენს ხელი მაგრად ჩასჭიდა და თავისი ოთახისკენ ძალით წაიყვანა.
ოთახში ბნელოდა. ლუკას არც უფიქრია სინათლის ანთებაზე, გასაღები მაგიდაზე დაანარცხა და ელენისკენ მიტრიალდა, რომელიც გაცოფებული თვალებით უყურებდა.
-კიდევ დიდხანს იდგები ესე გაქვავებული?
-იცი რა მაინტერესებს? ვინ მოგცა შენ ამდენის უფლება? ხო გყავს ის შენი სექს ბომბა, ხოდა წადი იმასთან, რატო დამსდევ მე, ან რა ეჭვიანობის სცენებს მიწყობ კაი შეყვარებულივით. თითქმის ზიზღით უთხრა ელენმა. -უკვე გითხარი, რომ იმ გოგოსთან მხოლოდ სექსი მაკავშირებდა და რომ არა შენ, დღეს არც კი დავპატიჟებდი, მაგრამ ეს შენ ჯინაზე გავაკეთე. მინდოდა გეეჭვიანა და გეგრძნო, რას ნიშნავს როდესაც გაიგნორებენ. თითქმის ღრიალებდა ლუკა.
-ნუ ღრიალებ,მე შენი პატარა ბავშვი არ ვარ და არც ეს იაფ ფასიანი სცენები მხიბლავს, ვითომ ეჭვიანობის. თუ გგონია, ჩემს თვალწინ სხვა ქალთან კოცნაობა და მის საჯდომზე ხელების ფათური ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ცდები. ამით უფრო შემაზიზღებ შენს თავს და თუ კი რამე გამაჩნდა იმასაც გააქრობ.. შედარებით მშვიდი ტონით უთხრა ელენმა. ამ სიტყვებზე ლუკა გაშრა, არ იცოდა რა ეთქვა. მიხვდა, რომ მართლაც დიდი სისულელე ჩაიდინა და ელენს დამნაშავის თვალებით გახედა. ელენს, გული ეხუთებოდა, საშინლად ძაბავდა ეს სიტუაცია და აივანზე გავიდა. ხარბად შეისუნთქა ჰაერი, სახე წვიმის წვეთებს მიუშვირა, ალკოჰოლი ჯერ კიდევ მოქმედებდა მასზე. მხარზე ხელის შეხება იგრძნო, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ლუკამ თავისკენ შემოატრიალა, ელენს თითქმის ფეხები მოეკვეთა, როცა ლუკას ვნებით ანთებულ თვალებში შეხედა. მამაკაცი გიჟივით ეცა მის ვარდისფერ, დაბურცულ ტუჩებს. ისეთი ვნებით კოცნიდა, რომ ელენს სიამოვნებისგან კვნესა ამოხდა, ამან უფრო გააგიჟა ლუკა, გოგონა ხელში აიტაცა და ლოგინზე დააწვინა.
სწრაფად გააძრო მაისური და თავისიც ზედ მიაყოლა. ელენი სიამოვნებისგან თრთოდა, მამაკაცის მხურვალე სხულზე ნაზად აცურებდა თითებს. ლუკა მთელი ძალით იკრავდა გოგონას სხეულს და მისი კვნესა აგიჟებდა, ლიფი თითქმის შემოახია და გაისროლა. მის მკერდს გიჟივით კოცნიდა, გრძნობდა რომ ქალი თავს აკარგვინებდა. საცვალი ფრთხილად გახადა და ბოლომდე დაეუფლა მის სხეულს. ელენემა ჯერ ტკივლი იგრძნო, მაგრამ შემდეგ ძალიან ესიამოვნა, რომ მთლიანად შეიგრძნო მამაკაცი მის სხეულში და ვნებების მორევში გადაეშვა.
უკვე შუაღამე იყო. ელენს ლუკას მკერდზე ედო თავი, თვალებით ფანჯარას მიშტერებოდა და გრძნობდა, რომ უბედნიერსი იყო. ლუკა ნაზად ათამაშებდა თითებს ელენის ფაფუკ თმაში და კმაყოფილი იღიმოდა, რომ ეს ულამაზესი არსება ახლა სრულიად მისი იყო. დიდ სიამოვნებას გვრიდა ის ფაქტიც, რომ ელენისთვის პირველი მამაკაცი იყო.
-ლუკა ხვალ უკვე ახალი წელი დგება.
-ხო, და ახალი ეტაპი იწყება ჩვენ ცხოვრებაში. ელენ მინდა, რომ სულ ჩემთან იყო. არ ვიცი რას მიშვები, შენს გვერდით ყველაფერი მავიწყდება. არც სამსახური მინდა და არაფერი. უბრალოდ მინდა, რომ შენს სუნთქვას ყოველ წამში ვგრძნობდე, შენი კანის ნაზი სურნელი ვისუნთქო.
-ლუკა ყველაფერი ესე მარტივად არაა. მე თბილისში უნდა დავბრუნდე, ჩემი სამსახური მელოდება. შენ კი შენი საქმეები გაქვს აქ.
-ოო ივენთების მოწყობას აქაც მშვენივრად შეძლებ.
- შენ საიდან იცი ჩემი სამსახურის შესახებ? გაოცებულმა შეხედა ელენმა



№1  offline წევრი Nina-

vaime dzalian magaria velodebi shemdeg tavs <3 <3 <3

 


№2  offline წევრი Ana-maria11

Nina-
vaime dzalian magaria velodebi shemdeg tavs <3 <3 <3

მიხარია რომ მოგეწონა. შემდეგი თავი უფრო საინტერესო იქნება winked

 


№3  offline წევრი ხატული♥

მომწოონს <3 მალე დადე რაა შემდეგიი love

 


№4  offline წევრი Ana-maria11

ხატული♥
მომწოონს <3 მალე დადე რაა შემდეგიი love

ხატული დევს უკვე )) მიხარია თუ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent