შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიზმარში შემიყვარდი. 9


24-05-2015, 17:51
ავტორი Ana-maria11
ნანახია 3 144

ლუკა საწოლიდან წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა და ელენის პირდაპირ ჩამოჯდა.
-კარგი, ეხლა რაღაცას მოგიყვები და დამპირდი რომ არ შემაწყვეტინებ და არ დამცინებ. ელენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-12 წლის ვიყავი მშობლებმა დასასვენებლად ქობულეთში რომ წამიყვანეს. 2 სართულიან სასტუმროს ტიპის სახლში ვიყავით. ჩვენი ოთახი მეორე სართულზე იყო, პატარა აივნით.გავიდოდი ხოლმე აივანზე და ჩემი ბინოკლით მეზობლების ეზოებში ვიჭვრიტებოდი. ერთ დღესაც სამზარეულოში ვიყავი, სახლის მეპატრონემ დედაჩემს რომ უთხრა პირველი სართულიც ოჯახზე გავაქირავეო. გარეთ გავედი და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად დავიწყე ბურთით თამაში. ისინი მეორე სახლში ცხოვრობდნენ იმავე ეზოში. ბურთი ჩემი სახლის შესასვლელისკენ გავარდა და მეც გავეკიდე. უცებ კარები გაიღო და გარეთ პატარა, ქერა კულულებიანი გოგონა გამოვიდა ვარდისფერ, მოკლე კაბაში. დაახლოებით 5- 6 წლის იქნებოდა . ხელში პატარა ვედრო ეჭირა სათამაშოებით სავსე. გავჩერდი და გოგონას გაშტერებული ვუყურებდი. მან თავისი ვედრო ძირს დადო, ბურთი აიღო და მომაწოდა. მეც დაბნეულად გამოვართვი და ბავშვებთან გავიქეცი.
თვალს ვაპარებდი გოგონასაკენ, რომელიც იქვე მაგიდაზე თავის სათამაშოებს ალაგებდა და სახლიდან თოჯინებს ეზიდებოდა. გულმა ვეღარ გამიძლო და მასთან მივედი.
-გამარჯობა, მე ლუკა ვარ.
-გაგიმარჯოს, მე ელენი დარსალია ვარ. მიპასუხა თავისი წკრიალა ხმით, თან ისეთი თავდაჯერებით, რომ მეტი შეკითვის დასმა ვეღარ გავბედე და უკან გამოვტრიალდი .
მეორე დილით ჩემს ოთახში ლოგინზე ვნებივრობდი, მისი ხმა რომ გავიგონე. გიჟივით წამოვხტი და აივანზე გავარადი.დავინახე პატარა ელენი საცურაო კოსტუმში გამოწყობილი. ფუშფუშა საცვალი ეცვა და თავზე შლიაპა ქონდა ჩამოფხატული. მივხვდი, რომ ზღვაზე აპირებდნენ გასვლას. სასწრაფოდ ჩავიცვი და ჩემს ბიძაშვილებთან გავიქეცი,რომ გამეღვიძებინა და ზღვაზე გავსულიყავით. ცოტა ხანში მათთან ერთად სანაპიროს მივადექი, არც ისე ბევრი ხალხი იყო. უცებ თვალი მოვკარი ელენის ფუშფუშა ბიკინს და იქეთ წავიყვანე ბავშვებიც. მათ გვერდზე მოვათავსეთ ჩვენი ნივთები და წყალში შევედით.
საბედნიეროდ ზღვა მშვიდი იყო. წყლიდან ამოვედი და ქოლგის ქვეშ დასკუპულ ელენს მივესალმე. მანაც ამომხედა თავისი გრძელი წამწამებიდან და მომესალმა. შევთავაზე წყალში შემოდი თქო. მან ნებართვა დედისგან აიღო, რომელმაც მთხოვა ელენისთვის ყურადღება მიმექცია. მე ამაყად ვუპასუხე, რომ საიმედო ხელში იყო და ხელი ჩავკიდე გოგონას. მისი ხელი ისეთი ფაფუკი და ფუმფულა იყო, მომინდა მაგრად მეკბინა მისთვის. ელენი რაღაცას ღიღინებდა და თან კვნესოდა, რადგან ცხელ ქვებზე ფეხები ეწვებოდა. მე ხელში ავიტაცე და ისე შევიყვანე წყალში. ის ისეთი ბედნიერი იყო.. ერთმანეთს წყალს ვაწუწებდით და მისი კისკისი იქაურობას ედებოდა. უცებ ჩვენს გვერდზე მობანავე ბავშვებს მიაშტერდა და მითხრა, ლუკა მეც მინდა ის გასაბერი კამერაო. მათკენ გავემართე და ვთხოვე ეთხოვებინათ ჩვენთვის, მაგრამ ძალიან ჭირვეული აღმოჩნდა და წუწუნი დაიწყო. მეც შევპირდი ნაყინს გიყიდითქო. სულ რაღაც ორი ცალი ნაყინის საფასურად კამერა მაჩუქა და ელენისკენ ამაყად გავემართე.მისი ბედნიერი თვალები არასდროს დამავიწყდება, სიხარულისგან წიკვინებდა და კამერაში ჩასკუპებული ბრძანებებს გასცემდა ხან იქეთ გამაცურე, ხან აქეთო. ამ პატარა თოჯინამ სრულიად დამიმონა.
ეზოში თავის სათამაშოებს, რომ გამოალაგებდა, მეც დამიძახებდა და დამავალებდა ისინი მებანავებინა, თოჯინებისთვის თმები გამეშრო და ასე შემდეგ. არ ვიცი ეს რა იყო, ეს არ იყო გოგოსადმი სიყვარული რასაც მის მიმართ განვიცდიდი, თან ძალიან პატარები ვიყავით. ეს უფრო რაღაც არაამქვეყნიური ბედნიერება იყო.მის გვერდით თავს დიდ ბიჭად ვგრძნობდი და სიამოვნებას მანიჭებდა პატარა ქალბატონზე ზრუნვა.
ერთ საღამოს ყველანი ერთად ვთამაშობდით ეზოში დაჭერობანას. მეზობლის ბავშვებიც გადმოვიდნენ. ელენიც ჩვენთან ერთად დარბოდა. უცებ შევნიშნე, რომ ერთ-ერთი ბიჭი ელენს დასდევდა და თმებს ქაჩავდა. მისი ბუზღუნი და უკმაყოფილო შეძახილები მთელ ეზოს ესმოდა. გადავწყვიტე, იმ თავხედისთვის თავისი ადგილი მიმეჩინა, ჩემს თოჯინას რომ ესე აწუხებდა. ამასობაში მან ელენს ფეხი წამოუდო და გოგონაც ძირს, დაეცა. ფეხი იქვე დაგდებულ რკინის წვერს დაარტყა და დავინახე, როგორ დაიფარა სისხლით მისი მუხლი. თვალებში დამიბნელდა, ისე გავმწარდი, ჩემს ბიძაშვილს, რომ დავეჭირე იმ ბავშვს შუაზე გავგლეჯდი ალბათ. იმასაც შეეშინდა და გაიქცა. მე ელენთან მივირბინე, რომელიც გაყურსული იჯდა და ცრემლიანი თვალებით თავის მუხლს დაშტერებოდა. ხელში ავიყვანე და სასწრაფოდ სახლისკენ გავაქანე. მის დანახვაზე დედამისს ძალიან შეეშინდა, წყლით რომ მობანეს ფეხი, ჭრილობას ეტყობოდა, რომ ღრმა იყო ამიტომაც საავადმყოფოში გააქანეს, ნაკერების დასადებად. მათ დაბრუნებამდე ადგილს ვერ ვპოულობდი, ისე განვიცდიდი, რომ მინდოდა მეტირა. დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდნენ. ელენს ფეხი შეხვეული ქონდა, ხელში კი ნაყინი ეჭირა და კმაყოფილი სახით მიირთმევდა. მასთან მივირბინე, ჩავეხუტე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე. დედამისმა მითხრა, რომ ოთახში შემეყვანა და ცოტა ხნით წამომეწვინა.
ამასობაში დედაჩემმა დამიძახა და მითხრა, რომ ხვალ დილით მივემგზავრებოდით. გული კინაღამ გამიჩერდა. დედას ვთხოვდი დამტოვეთთქო , მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ელენის ოთახში გავიქეცი და მის საწოლზე ჩამოვჯექი. თავის დათუნიას ზღაპარს უყვებოდა.
-ელენ იცი მე ხვალ მივემგზავრები. სევდიანი თვალებით გავხედე.
-რატომ მიდიხარ? აღარ ითამაშებ ხოლმე ჩემთან? აუცრემლიანდა თვალები.
-ელენ მითხარი, თბილისში სად ცხოვრობ და რომ ჩამოხვალ იქ ვითამაშებთ.
- მე მარჯანიშვილზე ვცხოვრობ.
-კარგი, მანამდე სიზმრებში მნახე ხოლმე თუ მოგენატრები. ვთხოვე ელენს.
-კარგი, ლუკა ჩემს სიზმრებში მოდი ხოლმე და იქ ვითამაშოთ. დამპირდა ჩემი თოჯინა. მეც ჩავთვალე, რომ ქუჩის სახელი თუ მეცოდინებოდა საკმარისი იქნებოდა მისი პოვნისთვის. ელენს შუბლზე ვაკოცე და წამოვედი.
თბილისში, რომ დავბრუნდით დედაჩემს ვთხოვე ელენის სახლში წავეყვანე, მაგრამ როცა მკითხა ზუსტი მისამართი თუ იციო ვუთხარი მარჯანიშვილის ქუჩა თქო. დედაჩემს გაეღიმა და მითხრა, რომ ესე ვერ მოვძებნიდით თუ სახლის ნომერი არ გვეცოდინებოდა. გული კინაღამ გამისკდა. მაგრამ მაინც წამომყვა და მთელი ქუჩა მოვატარე, თუმცა ელენი ვერსად ვიპოვე. ძალიან განვიცადე.
ცოტა ხანში ჩემი ოჯახი ეგვიპტეში გადავიდა და მეც თან წამიყვანეს. ელენი ჩემს მეხსიერებაში ტკბილ მოგონებად დარჩა.
24 წლის ვიყავი თბილისში, რომ ჩამოვედი.მაშინ უკვე ცოლი მყავდა. ჩვენს ერთ-ერთ სასტუმროს დარბაზში ღონისძიება იმართებოდა და იქ მეუღელსათან ერთად წავედი.
ორგანიზატორები აქეთ-იქეთ დარბოდნენ. ჩემი სასტუმროს ერთ-ერთმა მენეჯერმა ორგანიზატორების სია მომაწოდა გადახედეო. სახელებს, რომ ვათვალიერებდი, ერთ მათგანზე შევჩერდი და თვალები დავაჭყიტე. ელენი დარსალია. მენეჯერს ვუთხარი ამ გოგონას პირადობის ასლი მომაწოდეთ თუ შეიძლებათქო. სასწრაფოდ მომირბენინა და თან მიხსნიდა, გოგონა ჯერ 18 წლისაა და პრაქტიკებს გადის იმ კომპანიაში, რომელიც ჩვენ დავიქირავეთო. მისამართს დავხედე და სუნთქვა შემეკრა, როცა ნაცნობი აღმოჩნდა ჩემთვის.მენეჯერმა ხელი მისკენ გაიშვირა და მითხრა აი ის გოგონააო. და ჩემს წინ იდგა გამხდარი, საშუალო სიმაღლის, მოქერაო ტალღოვანი თმით და პატარა კურნოსა ცხვირით,უკვე დაქალებული ჩემი თოჯინა ელენი. იმ მომენტში საშინლად მომინდა მასთან მიმერბინა, ხელში ამეტაცა და მისი სახე დამეკოცნა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. მე ცოლი მყავდა, ის კი დიდი გოგო იყო უკვე, ალბათ დამცინებდა კიდეც, რომ მეთქვა მე ის ლუკა ვარ, შენზე რომ იყო ბავშვობაში შეყვარებულითქო. სასტუმრო მაშინვე დავტოვე და იმის მერე ელენი რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ვნახე, ეგვიპტეში, თავისი ფეხით რომ ჩამომაკითხა. ლუკამ დაასრულა თავისი ისტორია. ელენი, თვალცრემლიანი იჯდა და დამუნჯებული უსმენდა მის წინ მჯდომ მამაკაცს, რომელმაც თავისი ბავშვობა თვალწინ გაუცოცხლა. ელენს ბუნდოვნად გაახსენდა, ქობულეთში გატარებული დღეები, მუხლზე დღემდე ჰქონდა პატარა შრამი. თვალები მოიწმინდა და ლუკას გიჟივით მოეხვია. სახეს უკოცნიდა და თან ეჩურჩულებოდა "ჩემი ლუკა, ჩემი პატარაობის გმირი".. ლუკა უზომოდ ბედნიერი იყო. ემოციებისგან გადაღლილებს მალევე ჩაეძინათ.
თვალები, რომ გაახილა ელენმა,უკვე თითქმის შუადღე იყო. ფანჯრებში მზის სხივები ანათებდნენ და ელენს თვალს ჭრიდნენ. ლოგინზე წამოჯდა და მის პირდაპირ ლუკა დაინახა ლეპტოპში შემძვრალი.
-დილა მშვიდობისა. მიაძახა ელენმა და ნაზად გაუღიმა.
-გაიღვიძე ძილის გუდა? გახარებული წამოხტა ლუკა. ელენს მოეხვია და ტუჩებში მაგრად აკოცა.
-რამეს შევუკვეთავ თორემ ძალიან მომშივდა სანამ შენ გეძინა.
-დიდი ხანია ადექი?
-ხო რაღაც მეილები მქონდა დასაგზავნი. მინდა მალე მოვაგვარო ჩემი საქმეები და თბილისში გადმოვიდე. ელენს თვალები გაუბრწყინდა.
-თბილისში იცხოვრებ?
-ხო აქ დრო და დრო ჩამოვალ ხოლმე და გადავხედავ სიტუაციას. აბა რა გეგონა იქ მარტო პარპაშის საშუალებას მოგცემ? ვითომ მკაცრი ტონით უთხრა ლუკამ და ლოყაზე უჩქმიტა.
-ლუკა, შენს ცოლზე არაფერი გითქვამს..
-მოსაყოლი არაფერია მალევე დავშორდით, ეს უფრო ბიზნეს გარიგება იყო ოჯახებს შორის..
საუზმე მალევე, ამოუტანეს ოთახში. გემრიელად დანაყრების შემდეგ ელენმა ლუკას უთხრა, რომ თავის ოთახში ჩავიდოდა, რადგან დღეს უკვე 31 იყო და საღამოსთვის უნდა მომზადებულიყო.
ოთახში მარი და მეგი დახვდნენ, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ მის გამოჩენას. ელენის შესვლისთანავე ორივე ერთად აკაკანდნენ.
-როგორც იქნაა, ვაიმე რა ბედნიერი თვალები გაქვს გოგო, ჩქარა ამოღერღე რა მოხდა. ერთიანად მიაყარა სიტყვები მეგიმ. ელენმა გოგოებს უამბო გუშინდელი თავგადასავალი და ლუკას მოყოლილი ამბავიც. გოგოები აღტაცებულები უსმენდნენ და სიხარულს ვერ მალავდნენ.
-აიი ხომ გეუბნებოდი სადღაც გყავს ნანახითქო და შენ კიდე ფეხებს ფშიკავდი არაო. ნიშნისმოგებით წამიძახა მარიმ.
-როგორი იყო შენი პირველი სექსი?როგორც იქნა შეელიე წლობით შენახულ ქალწულობას? იცინოდა მეგი. ელენი გაწითლდა და მხარზე უჩქმიტა მეგის. ეხლა მთლად დეტალებში ნუ მომაყოლებო.
თავის ტანსაცმელებს, რომ გადახედეს სამივე უკმაყოფილო დარჩა, რომ განსაკუთრებული არაფერი ქონდათ წამოღებული ახალი წლის საღამოსთვის, ამიტომ გადაწყვიტეს პატარა შოპინგი მოეწყოთ.
-ლუკა, მე და გოგოები მაღაზიებში მივდივართ საღამოსთვის კაბები უნდა შევიძინოთ.
-კარგი 10 წუთი მომეცი და მე გაგიყვანთ. შეუთანხმდა ლუკა ელენს.
გოგონებმა ნინისაც გაუარეს და ლუკას მანქანაში ოთხივე აჟიტირებულები ჩასხდნენ.. მაინც როგორ აბედნიერებს ქალის გულს ეს "შოპინგი"... ლუკამ ისინი დიდი სავაჭრო ცენტრის წინ დატოვა, ელენს თავისი საბანკო კარტა მისცა და უთხრა, რომ ყველასთვის მისი ბარათიდან გადაეხადა. ელენი აღშფოთდა, ფული ჩვენც გვაქვსო, მაგრამ ლუკას მკაცრად აზიდული წარბები, რომ დაინახა ბარათი გამოართვა,ტუჩებზე ნაზად აკოცა და გოგონებს შეუერთდა.
დაახლოებით სამი საათი მაინც იბოდიალეს მაღაზიებში, როგორც იქნა აარჩიეს კაბები და დაღლილ-დაქანცულები ჩასხდნენ ტაქსში. სასტუმროში, რომ დაბრუნდნენ, დათა და ლუკა მისაღებში იდგნენ.
-ცოცხლები ხართ თქვეენ? დაუძახა დათამ გოგონებს, რომლებიც დაღლილობისგან ძლივს მოათრევდნენ ფეხებს.
-3 საათია რაღაცა სისულელეების საყიდალდ დაბოდიალობთ. არ ცხრებოდა დათა.
-უკაცრავააად? შენთვის შეიძლება სისულელეა, მაგრამ ჩვენთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენსავით ერთი და იგივე ტანსაცმელში ვერ ვივლით მთელი ცხოვრება. აღშფოთდა მეგი.
-რა აზრი ქონდა ამდენი ფულის და დროის ხარჯვას, მაინც ტანზე შემოგახევ მაგ კაბას ჩემ საძინებელში. თუ გგონია გუშინდელივით დაიძვრენ თავს ძაან ცდები. ალერსიანად უჩურჩულა დათამ მეგის ყურში. საცოდავ გოგოს მთელ სხეულზე დაბურძგლა და სასწრაფოდ გაეცალა.
გოგონებმა გადაწყვიტეს ცოტა ხნით დაეძინათ და საღამოსთვის უფრო ენერგიულად ყოფილიყვნენ.
10 საათი ხდებოდა მეგიმ გიჟივით, რომ ატეხა გოგონების კარებზე ბრახუნი. მარი შეშინებული წამოხტა და კარი გაუღო.
-ადეეექიიიით 10 საათია უკვე. ვერაფერს ვერ მოვასწრეებთ.. მოთქვამდა მეგი და ელენს ეჯაჯგურებოდა. გოგონები ისეთ პანიკაში ჩავარდნენ ვეღარ არკვევდნენ ვინ პირველი შევიდოდა აბაზანაში. საათ ნახევრიანი არეულობის შემდეგ, როგორც იქნა მზად იყვნენ.
ელენს გრძელი წითელი კაბა ეცვა, რომელსაც ზურგი მთლიანად მოშიშვლებული ქონდა და დაბლა, გვერდზე საკმაოდ ღრმად იყო შეხსნილი.თმა ლამაზად აიწია, რომელიც მის სახეს უფრო გამოკვეთილს და დახვეწილს აჩენდა. ნინიმ მათ, გამოუარა და ერთად გაემართნენ იმ დარბაზისკენ, სადაც ხალხი 12 საათის დადგომას ელოდა. კარები იქვე მდგომმა მსახურმა თავისი ხელით გაუღო გოგონებს. მათი შესვლა არავის გამოპარვია, უმალვე მოტრიალდა თავები და აღფრთოვანებული სახეებით უყურებდნენ.
ლუკა და დათა ერთ - ერთ მაგიდას მისხდომოდომოდნენ სასტუმროს თანამშრომლებთან ერთად და საუბრობდნენ. უცებ დათას სიტყვა გაუწყდა და თვალი გაუშტერდა. ლუკამ იქითკენ მიიხედა სადაც მეგობრის მზერა იყო მიმართული და მომღიმარე ელენის დანახვაზე მასაც ენა ჩაუვარდა.



№1  offline წევრი Elle025

სასწაულია..ძალიან მომწონს love

 


№2  offline წევრი მეამეა

ძალიან კარგია, ძალიან. ყველა თავი ერთიანად წავიკითხე, ლოდინს საშინლად ვერ ვიტან და მალე დადე კარგი? და კიდევ რა მინდა გთხოვო ჩემო კარგო, სერიალივით არ გაწელო, კარგათ ვითარდება მოვლენები და ასე გააგრძელე. წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent