შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 20)


25-05-2015, 00:05
ავტორი schizophrenic
ნანახია 2 929

*** (ერეკლე)
მანქანის სერიული ნომერიც და მანქანაც სოსო ბეროშვილის სახელზე არის გაფორმებული, მის პირად ინფომაციაში კიდევ რამოდენიმე იდენტური მოდელის მანქანაა, ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, მაგრამ მისი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული არ არის, ერთი ჩვეულებრივი კომპანია აქვს, ხოლო მისი შიდა სამზარეულოში მარტივად ვერ მოხვდებით, ამიტომაც თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა მსუბუქი ჭორებისა, თუმცა ეს ჭორეი ამ მოტაცებამ უკვე გაამყარა, როგორც ჩანს მათ გარდაცვლილი ვეგონე, ეს კი ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარება, თუ მათ ეგონებათ რომ ჩემი სახით დაბრკოლება აღარ აქვთმე უფრო თავისუფლად შევძლებ მოქმედებას.
მანქანის კოორდინატები მალევე დავადგინეთ, სოსოს მანქანებიდან ორი გორის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, ერთ-ერთი ძველი ფაბრიკის ტერიტორიაზე, მის პერიმეტრზე სიცოცხლე ნამდვილად არ სჩქეფდა, არც სახლები და არც რამე დაწესებულება, სწორედ შესაფერისი ადგილი იყო ადამიანის გასატაცებლად. გეგმა შევიმუშავე, ისინი საკმაოდ მობილიზებულები იქნებიან, მათთან უბრალოდ იარაღებით დაცემა და შუბლზე სასროლის მიბჯენით ვერაფერს გავხდებოდით.. სპეციალური გეგმაც კი სწორედ ამაში იყო მათი თავგზის აბნევა.
*** (ანაბელი)
უკვე აღარ შემიძლია აქ გაჩერება, საშინელებაა, მთელი დღე ეკიდო ხელებით, თან ხედავდე როგორ განიცდის იგივე ტანჯვას შენი საუკეთესო მეგობარი და შენი მეგობრები. გაღიზიანების პიკს ვაღწევ, ეს კი ზედმეტად ცუდია ჩემთვისაც და სხვებისთვისაც.. ერეკლე დიდი ხანია ჩუმადაა და თავის თოკებს ეწვალება, დარწმუნებული ვარ მოახერხებს მის გახსნას, მაგრამ ის აღარ ვიცი როგორ შეძლებს ამდენი შეარაღებული ადამიანის დამარცხებას, ერეკლემ მოახერხა ხელების გახსნა. შემდეგ დემეტრეს გაუნთავისუფლა ხელები, ორივე ჩვენთან მოვიდა, ხელები გაგვიხსნეს, თუმცა იგივე მდგომარეობაში ყოფნა გვთხოვეს, ისინიც დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს, მალევე ერთ-ერთი დაცვა შემოვიდა, ყველანი სათითაოდ აგვათვალიერა, როდესაც ერეკლეს მიუახლოვდა მან ფეხებით ყელში წვდა და მამაკაცი მოიმწყვდია, მოძრაობა აღარ შეეძლო, ამ დროში დემეტრემ მუცელში ფეხი ჩაარტყა.. მამაკაცი გაითიშა.. მისი ჯიბიდან ტელეფონი ამოიღეს, მე და ემილის გვესროლეს, პირველი რაც გაგვახსენდა ტაისია იყო, დავურეკეთ.
-გისმენთ..
-გოგო, ჩვენ ვართ, მისმინე რაღაც ფაბრიკაში ვყავართ სერიოზული დაჯგუფებაა და მარტო არაფერი ქნა.. -შემდეგ პასუხი აღარ იყო, ტელეფონი დამიანემ გამოგლიჯა.
-ანაბელ მისმინე! რამე სისულელე არ ჩაიდინოთ, მალე მოვალთ და ტელეფონს ხმა გამოურთე.. არ შენიშნონ რომ გაქვს.. (დამიანე)
-კარგი.. (ანაბელი)
-მალე გაგათავისუფლებთ. (დამიანე)
დამიანეს გავუთიშეთ, შედარებით გამოყენებადი ნივთები ახლოს დავიწყვეთ, ბიჭებმა ხელები ოდნავ შეგვიკრეს, ნაცემი დაცვა შენობის მიყრუებულ ადგილას გაკოჭეს და დატოვეს, თავადაც თავის ადგილებს დაუბრუნდნენ, ჯერ ჯერობით არავინ მოსულა, მაგრამ ვიცოდით რომ მალე გავაღწევდით იქედან..

*** (დამიანე)
ცოტნე საავადმყოფოდან გვაძლევდა მითითებებს, ყველაფერი ზუსტად იყო დაგეგმილი, ტაისია გეგმაში არ გვყავდა მაგრამ ვერანაირად ვერ გადავარწმუნე რომ დარჩენილიყო, პოლიციელებმა უსაფრთხოების ჟილეტი ჩააცვეს, ყველანი მანქანებში ჩავსხედით, თუმცა არა პატრულის, ხმაურის გარეშე დავიძარით გორისკენ, გადავკეტეთ ქალაქიდან ყველა გასასვლელი, ალყაში მოვაქციეთ შენობა, პოლიციელების რაღაც დანაყოფი მანქანის გარეთ გადანაწილდნენ, მთლიან პერიმეტრს ვამოწმებდით. როდესაც ადგილზე მივედით ნელა მოქმედება გადავწყვიტეთ, ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო უსაფრთხოების ჟილეტი და მსგავსი რაღაცეები, ამიტომაც სრულიად თავისუფალი ხელებით ვიდექი პოლიციის თანამშრომლების გვერდით, წინ არავინ ჩანდა, ამიტომ თავისუფლად შეგვეძლო წინიდან შევჭრილიყავით, პოლიციელებმა შენობას კიდევ ერთხელ შემოუარეს, გამტაცებლების რაღაც ნაწილი ფაბრიკის გვერდით მყოფ პატარა ქოხის ტიპის სახლში იყვნენ და საუბრობდნენ, მაგრამ არამგონია მხოლოდ ეს ნაწილი ყოფილიყო მთლიანი ჯგუფი, მათი აყვანა არ ყოფილა რთული, მანქანაში მოათავსსეს, შემდეგ კი შენობაში დავიწყეთ შესვლა.. რა თქმა უნდა არ შევმცდარვართ, ცეცხლი გაგვიხსნეს, ერთ-ერთ პოლიციელს ზურგში მოარტყეს, რომ არა დამცავი ჟილეტი ალბათ ადგილზევე გარდაიცვლებოდა, ჩემი წინ გაჭრის მიზეზი ჯერჯერობით არ იყო, თუმცა ერთ ადგილზე მაინც ვერ გავჩერდებოდი, ვეცადე შეუმჩნევლად შემეღწია შენობაში, მანქანებს ამოფარებული შენობის უკანა ნაწილთან მოვხვდი, არ ჰქონდა უკანა შესასვლელი, ამიტომაც ხეზე ასვლა მომიხდა, ხიდან კი მეორე სართულის ჩატეხილი ფანჯრიდან შევაღწიე შენობაში, როდესაც უკვე ჩამოვარდნის საფრთხე ან რამე მსგავსი აღარ მემუქრებოდა ჯიბეები შევამოწმე, კასტეტიც და ჯიბის დანაც ადგილზე იყო, თვალი მოვალვე ოთახს, ხის კეტი ავიღე და ქვედა სართულზე ნელა სვლა დავიწყე, ყველა ერთად შეებოჭათ, თავთან კი ორი დაცვა ადგათ, აშკარად ‘გამოიჭირეს’ ამიტომ ნელა მოქმედება გადავწყვიტე, მინდოდა რომელიმე ბიჭისთვის ჩემი ხმა მიმეწვდინა, ამიტომაც ოთახის საპირისპირო მხარეს შეუმჩნევლად მოვისროლე იატაკზე დაგდებული ქვა, როგორც ველოდი სულელების ბრბოც კენჭისკენ წავიდა, ერეკლემ რაღაც ‘’მოწვა’’ და აქეთ გამოიხედა, შემდეგ დემეტრეც გამოახედა, ვანიშნე არ შეემჩნიათ, ჯიბიდან ჯიბის დანა ამოვიღე, ისევ მივახვედრე რომ უნდა მესროლა, ხელები წინ მხოლოდ ემილის ჰქონდა შეკრული, ამიტომ მას უეჭველი უნდა დაეჭირა ეს დანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეც მათ გვერდით მომიწევდა ჯდომა, დაბმულს. დაცვა სხვა ოთახში გავიდა დასათვალიერებლად, დანა ვისროლე ემილის ცოტათი გაუჭირდა მისი დაჭერა, მაგრამ გაგგვიმართლა იატაკზე რომ არ დავარდა და ანაბელის ფეხებზე მოხვდა, ნელ-ნელა აღება მოახერხა და ერეკლეს ხელში გადააწოდა, დანით თავისი ხელების გახსსნას ვერ მოახერხებდა, დანა დემეტრეს გადააწოდა, თოკებს შორის მოათავსა დანა, ცოტა ხანი ამოძრავა და ხელებიც გაუნთავისუფლდა, ახლა დემეტრეს გაუხსნა ხელები, გოგონებსაც გაუნთავისუფლა ხელები, ემილიმაც უკან გადაიტანა ხელები რომ მისი თავისუფლება შეუმჩნეველი ყოფილიყო, დანა დემეტრემ დაიჭირა ხელში და ისევ ძველ ფორმას დაუბრუნდა, როდესაც დაცვა ოთახში დაბრუნდა რაღაც ცოტათი ეუცხოვათ მაგრამ ერთმანეთში საუბარი დაიწყეს..
-ნეტა როდემდე აპირებენ გაფრთხილებებს, რამის თავი მაინც ჰქონდეთ, მთელი მთავრობა ჩვენ ბოსს უჭირავს ხელში!
-გავლენიანზე მეტია ეგ ადამიანი.
-ბოდიშით გეჩრებით, ისედაც მალე მოვკვდებით და მაინტერესებს ვინაა თქვენი ბოსი? (დემეტრე)
-მალე იხილავთ თქვენი თვალით.
-ოჰო, კარგია.
საუბარი ისევ ერთმანეთში განაგრძეს, მერე ისევ დაეჭვდნენ რრომ კარგად იყვნენ დაბმულები, როდესაც ერეკლეს ესამოწმებლად ერთ-ერთი მათგანი მივიდა ერეკლე ადგა და მთელ ძალით ჩაარტყა სახეში, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, ბიჭები სცემდნენ, როდესაც მეორე მათგანი იარაღით წავიდა მათკენ, ამის შეჩერება კი ჩემზე იყო, ზედა ოთახიდან ჩამოტანილი ხის კეტი ავიღე და თავში ჩავარტყი წაბარბაცდა და ზურგში მთელი ძალით დავარტყი წრიხი, ბიჭი წაიქცა, მალე ორივე გავკოჭეთ, გარეთ მყოფებს ვანიშნეთ, კარი გავაღეთ და სპეც ოპერაციის მთავარი ხელმძღვანელი შემოვიდა ოთახში, რა თქმა უნდა ტაისიამაც ვერ მოისვენა მანქანაში და დაქალებთან გამოიქცა, როცა ორივესთან მორჩა მოსიყვარულებას ერეკლეს ჩაეხუტა მთელი ძალით, შემდეგ მათი ერთმანეთზე მოგლეჯა რთული გახდა, მე და ანაბელის შეხვედრაში ახლა არაფერიგანსაკუთრებული არ იყო, მაგრამ ყველაფრის დასრულების შემდეგ უკვე ყველაფერი მქონდა გადაწყვეტილი.. გოგონები მანქანაში ჩასხდნენ, რამოდენიმე თანამშრომელი მიუჩინეს მათ დაცვას, დაახლოებით ნახევარ საათში სოსო ბეროშვილი და თავისი დაცვა მოუახლოვდა ტერიტორიას, ცოტა ხნით ქალაქის შემოსასვლელი გააღეს, როდესაც სოსოს დაცვა და მისი მანქანა ქალაქში შემოვიდა ისევ დაკეტეს გასასვლელი გზა. მალევე ადგილზე იყვნენ, ყველა მანქანა და შეიარაღებული პოლიცია გამოჩნდა, სოსომ მიხვდა რომ გაქცევას აზრი არ ჰქონდა და მანქანიდან გადმოვიდა, მაგრამ მას არ ენდობოდნენ და სპეც ოპერაციის ხელმძღვანელმა გუგამ ხელებში მოიმწყვდია, აბრძანებინა მისი ხალხისთვის რომ დანებეულიყვნენ. თავიდან ბოსის თხოვნა არ გაითვალისწინეს, მაგრამ გუგამ ჰაერში გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, უკვე მუდარით თხოვა დანებება, მათაც ბოსს დაუჯერეს, მანქანაში მოხდა მათი გადაყვანა, გოგონებიც გადმოვიდნენ და ბიჭებიც, ახლა სიტყვები და ჩახუტებები არ გვჭირდებოდა ემოციების გადმოსაცემად, დრო იყო სისრულეში მომეყვანა ჩემი გადაწყვეტილება. ანაბელთან მივედი..
-ანაბელ... დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა, მაგრამ მგონი არც ახლა არის გვიან.
-რა ხდება?
-მე შენ მიყვარხარ!
-მე კიდე შემეშინდა... მეეც ძალიან მიყვარხარ.
-მისმინე.. გამომყვები ცოლად?- არასდროს იყო ჩემი სტილი ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, მაგრამ ვგრძნობდი, შინაგანად ვგრძნობდი ახლა ასე იყო სწორი და ჩემი მთლიანი ცხოვრება იმ ქალისთვის უნდა დამეკავშირებინა რომელზეც ჩავთვალე რომ ‘’ის’’ ის არის და მეც მის გვერდით ‘’მე’’ ვარ.
------
ესეც ასე, როგორ მოგეწონათ?



№1  offline წევრი masu

Auu dzaan dzaan magaria <3 agar daagviano xolme ra <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent