შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 34)


25-05-2015, 11:55
ავტორი llella
ნანახია 5 569

თვალები გავახილე თუ არა დემეტრეს შევეჩეხე, სახეზე ღიმილგადკრული ეთამაშემობა ჩემს თმებს.
-დილამშვიდობისა-გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
-დილამშვიდობისა, რომელი სათია?!
-11 სრულდება.
-შენ რატო არ დგები?!
-გინდა რო ავდგე?!-გულუბრყვილო ღიმილით დამხედა ზემოდან 2 მეტრიანმა სხეულმა.
-არა, უბრალოდ მიკვირს...
-რა?!-წინადადების დასრულება არ მაცადა.
-რა და სამსახურში რატო არ დადიხარ საერთოდ?-სერიოზულად მაინტერესებდა.
-როგორც გითხარი მე საქართველოში უპირველეს ყოვლისა შენთვის ჩამოვედი, ბიზნესს ცოტახანი მამჩემი წაუძღვება-ღიმილითვე მიპასუხა.
-აჰა... გასაგებია.
მისი ეს თავშეკავება მაკვირვებდა, ვერ გამეგო როგორ შეეძლო ასე უბრალოდ შესცვლობა განწყობა, გუშინ ისეთი გაბრაზებული იყო, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ ბარათელს მოკლავდა, მაგრამ სანდრომ გაჩერა, თორე... არც მე მეწერა კაი დღე, მაგრამ აქაც არის მისი „მაგრამ“ ჯაბა რომ არა, ის დებილი თავს არ დამანებებდა, ჩემს მეგობრებს კი ჩემთვის არ ეცალათ, ავსებდნენ თავიანთ „ხორაგებს“ და იმ ბაჩოსგან თავის დაღწევა არც ისე ადვილი არ იქნებოდა. ვიცი რომ ვერ იტანს დემეტრე, ლექსო, უჩა და ნუ საერთოდ ყველა ვერ იტანენ, მაგრამ გუშინდელისთვის მისი მადლობელი ვარ,.
მაინტერესებს რატომ ვერ ეწყობიან ერთმანეთს, არა არასწორად ვთქვი, „რატომ სურთ ერთმანეთის გაგლეჯვა, წამება, დასახიჩრება და მოკვლა?!“ ახლა რომ ვკითხო, არავინ პასუხს არ გამცემს, მაგრამ ხომ უნდა ვცადო არა?! ხოდა ვცდი ახლა თუ არა ოდესმე მაინც გავიგებ...
-რაზე ფიქრობ?!-დემეტრეს ხმამ გამომაგდო ფიქრებიდან, შევხედე და გაკვირვებული დემეტრე შემრჩა ხელთ.
-დემეტრე შეიძლება რაღაც გკითხო?!
-კი...
-რატომ ვერ ეწ...-მინდოდა მეთქვა რატომ ვერ ეწყობით შენ და ჯაბა თქო მაგრამ დემეტრემ არ დამამთავრებინა.
-იმიტომ!
-იმიტომ პასუხი არაა!
-თამუნა ნუ ერევი იქ სადაც არაა შენი საქმე!-მკვახეთ მომიგდო პასუხი და საწოლზე წამოჯდა.
საშინლად გამაბრაზა მისმა პასუხმა, მისგან არ მოველოდი ასეთ ტონს და საერთოდ ესეთ პასუხს.
ავდექი და პირდაპირ აბაზანისაკენ ავიღე გეზი, ისე რომ დემეტრესთვის არც კი შემიხედია. უცებ ხელში მწვდა და მისკენ მიმაბრუნა.
-თამუნა გეყოფა რა!-დამიყვირა და მკლავზე მძლავრად მომიჭირა, შავი თვალები ბრაზს ასხივებდნენ და არა მარტო ბრაზს, მის თვალებში სიძულვილი იხატებოდა და ზუსტად ეს მაშინებდა, რადგანაც არ ვიცოდი ვისკენ იყო ეს ბრაზი და სიძულვილი მიმართული.
-რა მეყო დემეტრე რაა?!-მეც ბრაზი ვეღარ მოვთოკე და დავიყვირე.
-ხმას დაუწიე და წყოიდან ნუ გამოგყავარ!!!-ისევ იყვირა.
-შენ დაუწიე-ცოტა დავმშვიდდი, უფროსოწორად მისმა მშიერი მგლის გამოხედვამ გამაწყნარა.
-პატარავ მაპატ......
-არა დემეტრე, არავითარი მაპატიე გემის?! არავითარი მაპატიე-დავიყვირე და ხელის გამოგლეჯა ვცადე მაგრამ ამაოდ, ცოტათი დავწყნარდი და ჩურჩულით გავაგრძელე-დავიღალე დემეტრე... დავიღალე უკვე ერთი და იგივეს მოსმენით, არ მესმის ასე რატომ ბრაზდები როცა მას ვახსენებ... მე უბრალოდ... უბრალოდ გკითხე და შენ ამ ერთ კითხვაზეც კი არ გინდა პასუხის გაცემა.
-ეგ კითხვა პასუხს არ მოითხოვს!-მკაცრად გამცა პასუხი და თვალებში ჩამხედა.
-მოითხოვს, ჩემთვის მოითხოვს!!! დავიჯერო შენ არ დაგაინტერესებს მე რო ვიღაც დავიკავო ახლა ქუჩაში და ცემით სიკვდილამდე მივიყვანო?!-არ ვიცი საიდან მომივიდა ეს აზრი თავში.
-შენ ესე არ მოიქცევი თამუნა-ფხუკუნით მიპასუხა, უეჭველი წარმოიდგინა თუ როოგრ ვითრევ ვიღაცას თმებით.
-შენი არცერთი მაპატიე არ მჭირდება გესმის?! არცერთი, მომბეზრდა უკვე ეგ მაპატიე, ბოდიში და ა.შ.
-მე კიდე მომბეზრდა ამ ყველაფრის გამეორება, ერთხელ გითხარი რომ ეგ შენი საქმე არაა თქო და მეორედ ამის კითხვა არაა საჭირო, საჭირო რომ იყოს მე თვითონ გეტყოდი ყველაფერს! ეს შენ არ გეხება და არც არასოდეს არ შეგეხება!-ჩუმად საუბრობდა დემეტრე, ჩუმად მაგრამ გამოკვეთილად-არ მინდა რომ გაწყენინო, არ მინდა რომ ხმას ავუწიო და დაგიყვირო, მაგრამ სხვა გამოსავალს არ მიტოვებ! ყველანირად ცდილობ რომ წყობიდან გამომიყვანო!-არაფერი აღარ მიპასუხია, ანდა რა უნდა მეთქვა?! მაინც ვერ დააჯერებდი ვერაფერს და ნერვების მოშლა ბოლო დონემდე არღარ მინდოდა.
ისევ ვცადე განთავისუფლება, გავიბრძოლე მაგრამ ცუდ შედეგს დავადექი... დემეტრეზე ზურგით პირდაპირ აკრული აღმოვჩნდი.
-ნუ ფართხალებ!
-გამიშვი და აღარ ვიფართხალებ.
-ხვდები რომ ყოველთვის ერთი და იგივე გასასამართლებელი საბუთი გაქვს?!-გამახსენდა რომ ზუსტად იგივე პასუხი გავედი 3 დღის წინ, ღმერთო რა სულელია.
-არ ჩამაგდო ერთსა და იმავე სიტუაციაში და არც მე გაგცემ იგივე პასუხს.
-ბავშვობ! მაგრამ მე ეგ ბავშვი მიყვარს!-მისკენ მიმაბრუნა და ჩემს ტუჩებს დაეძგერა, ისე მკოცნიდა ცოტაც და გული წამივიდოდა, ბოლოს როგორც იქნა „დანაყრდა“ ჩემით და ბოხი ხმით მომიგო-მიდი გაემზადე და წავიდეთ.
-სად?!
-დღეს მთელი დღე ჩემი ხარ! გახსოვს რომ დამპირდი შენთან ერთად გავატარებ მთელ დღესო?! ხოდა დადგა ეგ დღეც.
-ისედაც სულ შენთან ერთად არ ვარ?!-სიცილით ვკითხე-ისე ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაგიცია.
-კი სულ ჩემთან ერთად ხარ, მაგრამ დღევანდელი დღე განსხვავებული იქნება.
-და რითი?!-ვცადე რამის დატყუება.
-ნუ ცუღლუტობ, მაინც ვერაფერს ვერ გამომტყუებ-გაიცინა-მიდი გაემზადე, თანაც ის სამი დებილი დაბრუნდნენ და ვნახოთ.
-აუუ რა კარგია-ხმამღლა დავიყვირე და იმ წამსვე აბაზანისაკენ გავეშურე.
გამოსულს დემეტრე ოთახში აღარ დამხვდა, ჩავიცდი და ქვემოთ ჩავედი.

დემეტრეს ნამბობი:
მისაღებში შესულს 5 აყლაყი მომხვდა თვალში, მათკენ დავიძარი და მონატრებულ ძმაკაცებს და ძმას გადავეხვიე.
-რაიყო ტო ამდენი ხანი სად დაიკარგეთ?!-ვკითხე და ბიჭებს მოვავლე თვალი.
-სანამ ყველაფერი მოვაგ......-დაჩი აპირებდა პასუხის გაცემას მაგრამ ლექსომ და უჩამ არ აცადეს.
-აუ ამათ რეები უჩალიჩიათ შენ არ იცი-ყურებამდე გაიღიმა უჩამ.
-ბესო კიდე ჰო, მარა აი შენი ძმაააა-გადიხარხარა ლექსომ.
-რა ქენით?!-ინტერესით გადავხედე ბესოს და დაჩის.
-ანუ მისმინე-ჩაერია ახარხარებული კოკა-ეს ბესო რო ხან გარეთ გავიდოდა და მიგვაგდებდა, ხან სად მიდიოდა ხან სად, ხო გახსოვს?!-მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე-ხოდა მე და დაჩი დავადექით ერთხელ თავზე და ნუ იტოკში დავადგინეთ რომ ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა, მე ტელეფონი ამოვაცალე ეს კიდე ამ დებილს იკავებდა, ნუ მე რო არ მოვეკალი რაა..-გადაიხარხარა და ბესოს გახედა-ხო გამოვართვი ეხა ამას ტელეფონი და ვეკითხები იმ გოგოს რა გქვია და ვინ ხარ თქო, არ მიპასუხა გოგომ, მეთქი მოასწრო გაწვრთვნა ბესომ თქო და გამეცინა.
-მერე კიდე დავიჯინეთ და ყველაფერი ვათქმევინეთ-გააგრძელა დაჩიმ-თურმე ვიღაც გოგო უყვარს ამ შტერს, კაი ხანია, ამ გოგოსაც უყვარს თურმე მარა მშობლები უტ***ენ, ხოდა ისე კონტაქტობდნენ და ნახულობდნენ ერთმანეთს...
-რო ვერავის ვერ გაეგო-„აგრძელებს კოკა, ესენი დამტანჯავენ დღეს“ ჩემივე ფიქრებზე გამეცინა-არ უნდოდა რო პრობლემები შექმნოდა იმ გოგოს, თორე ხო იცი ეს რა ხისთავიანიცა. ხოდა, ვუთხარით მოგეხმარებით და მოვაგვაროთ ეგ საქმეო, ამან ჯერ არაო მარა ვინ რას ეკითხებოდა რო?!-კმაყოფილმა გაიღიმა და გააგრძელა-მის მშობლებთან ასვლა გადავწყვიტეთ, მარა რო მივხვდით მამამისი რანაერიც იყო, პროსტა ასვლა და ბაასი აქ არ გაჭრიდა, ხოდა დაჩიმ...
-მეთქი სიყვარული აუხსენი სადარბაზოსთან თქო , ჯერ არ მოწონდათ ეს ვარიანტი მარა მერე დამთანხმდნენ-გააგრძელა დაჩიმ-ბათუმში ცხოვრობს ეგ გოგოც, მარა ამ საზაფხულოდ თბილისში მიდიოდნენ თურმე ეგ და მისი ოჯახი რაა, არა კი ვერ ვხვდები დასვენებებზე ხალხი აქეთ მორბის და ეგენი იქეთ რას მირბოდნენ.
-აუ რა დებილი ხარ ბიჭო შენ!-თავზე წამოარტყა კოკამ ძმაკაცს-აქ ბესო იქნებოდა, არდადეგებზე სახლში ხო ვერ ჩაკეტავდა და აქედან გამომდინარე ბესოს უეჭველი ნახავდა, თავი დაიზღვია და თბილისში დაგაზა.
-არა სულ ეგეთი დებილიც არ ყოფილხარ შენ-გადიხარხარა ლექსომ.
-მერე?! მერე რა ქენით?!-ვკითხე და გაგრძელებას დაველოდე.
-არც არაფერი, ავდექით და ჩვენაც წავედით თბილისში, ელენემ შეგვატყობინა სადაც ცხოვორობდნენ, ჩვენაც დავიწყეთ ყველაფრის მომზადება, ყვავილებიო ესო ისო, 100 ცალი წითელი ვარდი ვიყიდეთ, ამ დებილს-კოკაზე მიმანიშნა ჩემმა ძმამ-სადღაც წაუკითხავს სტატუსი თუ რა ჯანდაბაცაა, ბიჭი ჩუქნის გოგოს ვარდებს და ეუბნებაო მანამ მეყვარები სანამ უკანასკნელი ვარდი არ დაჭკნებაო და ამ ვარდებში თურმე 1 ხელოვნური იყო და ანუ ხო ხვდები სამუდამოდ ეყვარებოდა რაა... ხოდა ასე ვქნათ ჩვენაცო, ჩვენც მასე ვქენით მე გამიშვეს ბიჯო 100 ვარდის საყიდლად.
-ახლა მე ვაგრძელეეეებ-წამოიზახა ბესომ-წავიდა ეს ვარდების საყიდლად ბიჯო, იქვე ახლოს იყო ყვავილების მაღაზია და მეთქი მალე ქენი, წავიდა და გადის 1 სათი არ ჩანს ეს შენი დაჩი, გადი2 მაინც არ ჩანს, ვურეკავთ და არ გვპასუხობს ბოლოს სულ გათიშა, შენ არ იცი ჩვენ რა ვინერვიულეთ, ამის ამბავი ხო იცი სულ ჩხუბში ყოფს თავს და ახლაც ვიფიქრეთ იჩხუბა და რამე ხო არ დაემართაო, იმ დღეს უნდა მივსულიყავით ელენესთან მარა, ეს დებილი რო არ მოვიდა ვეღარ წავედით.
-და გამთენიისას სადღაც 6-7 საათისთვის კარზე ზარია-ახლა კოკა ალაპარაკდა-მეთქი პატრულია, ან სასწრაფო დახმარება და გვეტყვიან, დაიკარდა, მოკვდა, მოკლეს, ნუ იტოკში რა არ ვიფიქრეთ რაა... ხოდა გავაღეთ ბიჭო კარები და სახეზე ღიმილაკრული, წარბგახეთქილი დაჩი დაგვხვდა, აი როგორ მინდოდა მომეკლა შენ არ იცი... მარა რატო არ მპასუხობდა ეგ უფრო მაინტერესებდა, ამიტომ გადავწყვიტე ჯერ გამეგო რა ქნა და მერე მომეღო ბოლო.
-შემოვიდა და რო ვკითხეთ სად იყავი, რას შვრებოდი, რატო არ გვასუხობნდითო იცი რა გვიპასუხა?! „აუ ჩემი შეყვარებული ვარო“
-აღარ მ,ოგვიკლავს, ამის პირიდან ეგ სიტყვები რო გავიგონეთ აღარ მოგვიკლავს-გადაიხარხარა ბესომ.
-და რაში იყო საქმე არ გამარკვევთ?!
-როგორ არა ტო, როგორ არ, ანუ ეს ხო გავაგზავნეთ ყავავილებზე და თურმე გზაში დაუნახავს, ვიღაც ბიჭები გოგოს რო ეკაჩავებოდნენ რაა, ნუ უყვიროდნენ და ა.შ. ეს გაბრაზებულა, მისულა და დაუნაყია 4 ბიჭი.
-4 კაცი ცემე ბიჯო?!-გავიცინე და ძმას გავხედე.
-ხო ხო, ზუსტად 4 კაცი მარტომ დაჟეჟა, მერე მისულა იმ გოგოსთან და დამშვიდდიო, დაწყნარდიო, რა ხდებაო, რა გქვიაო და ა.შ.
-და იმან რაო?!-ინტერესით სავსე თვალებით გავხედე დაჩის.
-რადა თამთა ნიკოლავა, 20 წლის, ცხოვრობს თბილისში, ყავს ძმა ნიკა ნიკოლავა 23 წლის, მშობლები საზღვარგარეთ.
-და ბიჭო რატო ეჩხუბებოდნენ ის ვიღაც .....?!-კითხა ლექსომ.
-მის ძმასთან ქონისთ პრობლემა, ჩმორები ბიჯო, ნიკასთან ვერ მივიდნენ და ჩერეზ მისი დით უნდოდათ ვითო რამის დაშავება რააა.
-ხოდა მერე როგორც ხდება შეუყვარდა, ღამეებს ათენებდა ბიჯო მის სადარბაზოსთან, ეს გოგო ვითო არიდებდა თავს მარა...
-ვიცოდი რო მასაც ვუყვარდი... ვხვდებოდი რაა, გავარკვიე ვინ იყო მისი ძმა და მივედი მასთან, ველაპარაკე და ეგაა რა!-კმაყოფილმა გაიღიმა დაჩიმ.
-და ისინი ეხლა ერთად არიან-დაასრულა კოკამ.
-და ამ დებილმა რა ქნა?!-ბესოზე ვანიშნე.
-პირველი შტერის საქმე რომ დავამთავრე მეორე შტერის ამბავის მოსაგვარებლად წავედი, ვიყიდე ყველაფერი რაც საჭირო იყო, დავადექით თავზე, დავიწყეთ ყვირილი ჰაი, ჰუი გამოიხედა მთელმა ოჯახმა, შენ უნდა გენახა ელენეს რა გახარებული სახე ქონდა, ხოდა ვიმღერეთ...-თითქოსდა ჩურჩულით თქვა ბოლო წინადადება.
-რა ქენით?!-გადაიხარხარა უჩამ.
-ოოოო ვიმღერეთ.
-ვაიმე მოვკვდები ეხა, აუ ჯასთინ თიმბერლეიქი მიმიქარავს-ბესოზე გვანიშნა და ისევ სიცილი გააგრძელა.
-შენ წარმოიდგინე და მაგრად ვიმღერეთ.
-მერე?!-ჩავეძიე რადგანაც მინდოდა ბოლო მომესმინა.
-რადა მამამისმა დაგვიძახა ამოდითო, ჩვენც ავედით, ამან ის 100 ცალი ვარდი აჩუქა ელენეს და ჩემს მიერ მიცემული და დაზეპირებული ტექსტი უთხრა.
-აუ ბიჯო მთელი 2 საათი მამეორებინებდა ერთი და იგივეს გამაწამა რააა-წუწუნით ამოიოხრა ბესომ.
-დედააა, ესენი დღეს არ დაამთავრებენ-ამოიღო ხმა ლექსომაც.
-ოოო მეტი არც არაფერი მამამისს დაელაპარაკა, არ დავანებებ თქვენ შვილს თავსო, სადაც არ უნდა წაიყვანოთ მაინც ვიპოვი და მის გვერდით ვიქნებიო, თქვენ გცემდით პატივს თორე აქამდე უკვე ჩემთან იქნებოდაო, იმ კაცმაც გაგებით მოეკიდა ამ საქმეს და დაგვილოცა გვრიტები-ბოლოს ქალის ხმა მიიღო და ვითო ცრემლი მოიწმინდა.
-აუ ეს არ გამოსწორდება...-ამოიოხრა ბესომ.
-ახლა სად არიან?!-იკითხა სიცილით უჩამ.
-ბათუმში-გაიცინა ბესომაც-ჩამოვიყვანე!
-ეუფფ, გიგულავით თქვენ.
-თქვენ კიდე ჩემს სოფოს არ იცნობთ! ვოტ!!!-იქეთ-აქეთ ყანყალი დაიწყო უჩამ.
-მერე და გაგვაცნობ რა პრობლემაა.
-დღეს მოვიყვან აქ და გაგაცნობთ, თანაც ელენეს გაცნობაც გვინდა და...
-მე და თამუნა არ ვიქნებით-ძლივს მოვახერხე სიტყვის ჩაკვეხება.
-და სად მიდიხართ რო?!-ინტერესით მკითხა დაჩიმ.
-სადღაც!
-მოიცა შენ რა მშო....
-დემეტრე მოკეტე, არ მინდა რო გაიგოს.
-ვაიმე მოკვდებიან ნანა და გურამა, იმდენი ხანია ოცნებობენ თამუნას გაცნობაზე რო რავიცი რაა-გადაიხარხარა დაჩიმ.
-ძვლებში დაგამტვრევ დაჩი, მოკეტე!!! არ მინდა რო გაიგონოს.
-ბიჭო, სახლში მიგყავს?!-მკითხა ლექსომ.
-ხო, მინდა რო გავცნო რაა... რაიყო წინააღმდეგი ხარ?!-გავიცინე.
-არ ტო, რა წინაღმდეგი პროსტა გკითხე-მანც გაიცინა.
-მაშინ ბიჭო დღეს თქვენს გარეშე და მერე ყველა ერთად დავჯდეთ და ვიქეიფოთ-შემოგვთავზა ბესომ.
-ხო ეგრე აჯობებს, აუ სანდრო ვნახე ეეე, რა მაგრად შეცვლილია რო იცოდეთ, აქედან რო წავედი ბავშვი იყო ტო, ეხა კიდე კაცია ჩამოყალიბებული.
-ხო მეც ვნახე, მაგარი შეცვლილია.
-ხოდა ვუთხრათ და ვნახოთ რა.
-ხვალისთვის ეგ ხვალისთვის, ჩვენ არ გვცალია, უჩვენოთ გაერთეთ-ვუთხაი და თამუნას გავხედე, რომელმაც ბიჭების დანახვაზე ჩვენსკენ გამიოიქცა.
-ეეეე ჩემი გოგო-დაიყვირა ბესომ-აუ რა მაგრად მომენატრე შენ არ იცი რააა.
-მეც მომენატრე შე ხისთავიანო, მეც-გაიცინა და ლოყაზე მაგრად აკოცა.
-და ჩვენ?!-სიცილნარევი ხმით კითხა კოკამ.
-თქვენც მომენატრეთ-მათაც გადაეხვია.
-მომენატრე სარძლო-ყურში უჩურჩულასავით დაჩიმ, რამაც თამუნა გაწითლა.
-დაჩი წელში გადაგხსნი თქო-დავუღრინე და თამუნა მივიხუე.
-კაი ტო რაიყო, რაც არი იმას ვუძახი.
-არა ამაში მართალია და რა ვუყოთ-გამოექომაგა ძმაკაცს კოკაც.
-კაი, ჩვენ წავედით, საქმეები გვაქ და ხვალ გნახავთ.
თამუნას ხელი გადავხვიე და გასასვლელისაკენ წავიყვანე.

თამუნას ნაამბობი:

მანქანაში ჩავჯექით თუ არ დემეტრეს მივუბრუნდი.
-არ იტყვი სად მივდივართ?!
-ახლა მაღაზიაში, კაბა უნდა იყიდო, მერე კიდე სადღაც.
-რა გვინდა მაღაზიაში?! ან კაბა რად გვინდა?! გეთქვა და ჩავიცვამდი, თანაც ფული არ წამომიღია-არ ვიცი ეს რატომ ვთქვი მაგრამ ამ ჩემმა ნათქვამმა დემეტრეს გაბრაზება რომ გამოიწვია შევატყვე.
-ეგ მეორეჯერ არ გაიმეორო!!! ნუ გამაჭედინებ ძან გთხოვ!-წარბები მაღლა აზიდა და ისე მიპასუხა-თანაც მგონი მაქვს იმის უფლება რომ „საცოლეს“ კაბა ვუყიდო ჩემი გემოვნებით-მისი ნათქვამი „საცოლე“ ჩემს ყურს რაღაცნაირად მოხვდა, ტან მესიამოვნა და თანაც დავიძაბე.
-და რა იცი რომ ცოლად მოგყვები?!
-ვიცი.
-იქნებ და არ მინდა შენი ცოლობა-ღიმილით გავხედე და მის პასუხს დაველოდე.
უცებ მანქანა გააჩერა, მისკენ მიმწია, თვალებში ჩამხედა და ისე მიპასუხა.
-მხოლოდ ჩემი ხარ ! მხოლოდ ჩემთვის გაჩნდი და სხვისი ვერავის ვერ იქნები გასაგებია?! შენ ხარ ჩემი მომავალი ცოლი, შვილების დედა, ადამიანი რომელთან ერთადაც მინდა რომ დავბერდე და ადამიანი ვისთან ერთადაც მთელ ჩემს ცხოვრებას გავატარებ! და ეგეთი სისულელე მეტი არარ გაიმეორო!!!-ხმა არ ამომიღია, არ მეგონა ჩემი ნათქვამი ასე თუ გაღიზიანებდა.
უცებ დაეძეგრა ჩემს ტუჩებს, მომთხოვნად მკოცნიდა, ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევდა, ბოლოს მეც ავყევი კოცნაში, ხელები მის კისერზე შემოვაწყვე, თითები კი თმებში ავხლართე, ვიგრძენი როგორ გაეღიმა.
-უგემრიელესი რომ ხარ უკვე გითხარი ხოო?!-მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
წუთის შემდეგ კი უკვე მაღაზიაში ვიყავიტ და კაბას ვარჩევდით.
-რითი შემიძლია დაგეხმაროთ-ჩვენთან მოვიგა ზედმეტად გაშპაკლული გოგონა, ისეთი კაბა ეცვა ჩემმა ტვინმა მისი დანახვისტანავე განაცხადა „რაღას იცვამდი საერთოდო?!“
-კაბა გვინდა ამ ქალბატონისათვის-უპასუხა დემეტრემ, ამ გოგონამ კი ისე გაუღიმა მგონი არც არაფერი არ გაუგონია.
-აჰ... ახლავე-ამათვალიერა და წავიდა, მოიტანა რაღაც კაბები და მეც გასახდელისაკენ წავედი.
ეს ზედმეტად გახსნილი და მოკლე წითელი კაბა ჩავიცვი თუ არა თავი ნამდვილი ბ**ი მეგონა, ფეხშიშველა გავტყაპუნდი გარეთ, სადაც დემეტრე იყო.
-მე ამას არ ჩავიცვამ, საერთოდ არსად!-გამოვაცხადე და დემეტრეს გავხედე, რომელმაც ძლივს ძლივობით გადააგორა ნერწყვი კისერში და ცოტაც მეკლო რომ მისი დამშეული გამომეტყველების გამო სიცილი არ მომერთო, მომიახლოვდა და ყურში მიჩურჩულა.
-ძალიან სექ... მიმზიდველი ხარ ამ კაბაში, მაგრამ დღეისათვის ეგ არ გამოგვადგება, აი მერე კიდე ვიფიქროთ მისი ეფექტურად გამოყენების გეგმებზე-საფეთქელთან სველი კოცნა დამიტოვა და დამტოვა ერთ ადგილს მიჯაჭვული.
-აღარ გვჭირდება თქვენი დახმარება, მე თვითომ მოვძებდი ჩემი საცოლესათვის კაბას-საწყალმა გოგომ საცოლის ხსენებაზე პირი დაღო და კინაღამ ყბა იატაკს ჩაახუტა.
დემეტრე ზუსტად 10 წუთში დაბრუნდა უკან, ლამზ კრემისფერ, მუხლს აცდენილ კაბასთან ერთად.
-აი ეს ნახე... მგონი უნდა მოგიხდეს-მეც გამოვართვი და შევედი გასახდელში.
კაბა მართლაც რომ ულამაზესი იყო. ჩავიცვი და გარეთ გავედი, დემეტრესთან...
-ულამზესი ხარ!-მომიახლოვდა და მაკოცა, მართალია 40 წყვილი თვალი გვიყურებდა მაგრამ ეგ სულაც არ მაინტერესებდა.
-მადლობა, გავიხდი და წავიდეთ.
-ოოო არ უნდა გეცვას... საათი უკევ 3ია ამიტო პირდაპირ უნდა წავიდეთ.
-კაი მაშინ წავედით.
ფული გადავიხადეთ და ავტომობილში ჩავჯექით.
-მაინც არ იტყვი ხო სად მივდივართ?!-გავიცინე და ისე ვკითხე.
-არა-ხელზე ხელი მაგრად მომიჭირა, მისკენ მიწია და მაკოცა, მთელს სხეულში ცხელმა ტალღამ დამიარ-მიყვარხარ პატარავ!!!
-მეც, უხომოდ...
ამის მერე ხმა რცერთს არ ამოგვიღია.
-აი მივედით-გავიგონე დემეტრეს ხმა და ჩვენს წინ მყოფ დიდ სახლს, უფროსწორად ვეებერტელა სახლს თვალი მოვავლე. დემეტრემ მიესალმა ჭიშკართან მდგომ დაცვას და ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა და კარები გამიღო, მეც გაკვირვებულმა გადმოვედი მანქნიდან.
-ნუ დაიბენი პატარავ, მოსაკლავად არ მომიყვანიხარ, ისე ნანას ჩახუტების რო ვიცი ვერ დაგპირდები-გაიცინა და კარებზე დააკაკუნა.
კარები 45 წლამდე ქალმა გაგვიღო, მისი სილამაზით მოხიბლული ვიყავი, ულამზესი ქალი იყო.
-ვაიმე შვილო დემეტრე, როგორ იქნა გვიკადრე და მოხდედი-საყვედულნარევი ხმით მოეხვია შვილს და მე გამომხედა-ეს... ეს თამუნა?!-ღიმილით კითხა დემეტრემაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მე გამომხედა, მომიახლოვდა და ისე მაგრად ჩამიხეხუტა რომ დემეტრეს ნათქვამში დავრწმუნდი-ვაიმე შვილო მეღირსა შენი გაცნობა, როგორ გამახარეთ რომ მესტუმრეთ თქვენ არ იციათ, დემეტრე ბევრს მიყვებოდა შვილო შენზე, ვაიმე რა ლამზია შვილო, სად იპოვე ასეთი ანგელოზივით გოგო დედა.
-დაანებე ქალო თავი ბავშვს, ნუ შეაშინე-ოთახში შემოვიდა კოპიო დემეტრე, ოღონდ ასაკიანი-გამარჯობა შვილო.
-გამარჯობა-მეც ღიმილით ვუპასუხე.
-გამიხარდა რომ გაგიცანი, დემეტრე ბევრს გვიყვებოდა შენზე, მაგრამ გაცნობა მაინც გვინდოდა.
ძალიან გამიხარდა მისი მშობლების გასაცნობათ რომ წამიყვანა, დემეტრე ღიმილით გამოგვხედავდა ხან მე და ხანაც მშობლებს, რომლებიც მიყვაბოდნენ დემეტრეს შესახებ.
დღეს დიდი და ძნელი დღე მესლი... მოგიხელთებ მარტო დემეტრე წერეთელო...



- - - - - -
გამარჯობა ბავშვებო ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ.
წინა თავის კომენტარები წავიკითხე, გამიხარდა რომ მოგეწონათ, მართლაც რომ ძალიან ვიწვალე წერაზე, ჯერ რვეულში თანაც გაკვეთილებზე, საშინელებაა...სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...: დააკომენტარეთ რომ ვიცოდე ვის მოგწონთ და ვის არა... მინდა ვიცოდე რას ფიქრობთ ჩემს ნაშრომზე...



№1  offline წევრი usazgvro

უუკარგესიააა

 


№2  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მომწონს ძაან უმაგრესია love love love

 


№3  offline წევრი malikuna

კარგის მეტს არაფერს არ ვფიქრობ. ძალიან მაგარი და ნიჭიერი გოგო ხარ აი საოცარი love story -ია.. ველოდები მოუთმენლად და ხშირად დაგვიდე თორე გავაფრენ ისე მაინტერესებს:*:*:* ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ:*:-*:-*:-*

 


№4  offline წევრი llella

malikuna
კარგის მეტს არაფერს არ ვფიქრობ. ძალიან მაგარი და ნიჭიერი გოგო ხარ აი საოცარი love story -ია.. ველოდები მოუთმენლად და ხშირად დაგვიდე თორე გავაფრენ ისე მაინტერესებს:*:*:* ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ:*:-*:-*:-*

მადლობა დიდი <3 ვეცდები მალე დავდო... თქვენი თითოეული კომენტარი ჩემთვის სტიმულია <3 <3 ^_^

 


№5  offline წევრი masu

ძალიან კარგია <3 აღარ დააგვიანო ხოლმე იცოდე <3

 


№6  offline წევრი llella

masu
ძალიან კარგია <3 აღარ დააგვიანო ხოლმე იცოდე <3

shevecdebi yvelanairad ro ar davagviano

 


ძგაფ.
გემრიელი თავი იყო...
ემოციებით სავსე ვარ... მგონი პირველად არ გეუბნები, მიყვარხარ ადამიანო (!) შენი ყველა წინადადება და ის უხილავი ძაფებიც მიყვარს რითიც ამ ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებ...
ეს პერსონაჟებიც მიყვარს, მათი სიყვარული მიყვარს...
კიდევ დიდხანს არ დაასრულო (რა)... როგორ მეხმარები "წელში გამართვაში" ვერ წარმოიდგენ...
ამ ისტორიის კითხვა "კაიფია", გეგონება რაღაც "ჯიგრობა" ფილმს ვუყურებდე, ისე მიდგას წინ ყველაფერი...
შემდეგი თავი მინდა... მალე, მალე, მალე, მალე...

 


№8  offline წევრი cancara

Kaia male dade

 


№9  offline წევრი llella

შოკოლადიანი კრუასანი
ძგაფ.
გემრიელი თავი იყო...
ემოციებით სავსე ვარ... მგონი პირველად არ გეუბნები, მიყვარხარ ადამიანო (!) შენი ყველა წინადადება და ის უხილავი ძაფებიც მიყვარს რითიც ამ ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებ...
ეს პერსონაჟებიც მიყვარს, მათი სიყვარული მიყვარს...
კიდევ დიდხანს არ დაასრულო (რა)... როგორ მეხმარები "წელში გამართვაში" ვერ წარმოიდგენ...
ამ ისტორიის კითხვა "კაიფია", გეგონება რაღაც "ჯიგრობა" ფილმს ვუყურებდე, ისე მიდგას წინ ყველაფერი...
შემდეგი თავი მინდა... მალე, მალე, მალე, მალე...

მადლობაააააააააა <3 ხო იცი როგორც მიყვარხარ და საერთოდ მიყვარხართ ყველანი <3 მადლობა თბილი სიტყვებისთვის, გვერდში დგომისათვის და რავიცი... კიდე უამრავი რამისთვის <3

 


№10  offline წევრი -tiko))

Rogorc ki satauri wavikitxe mashinve gulma xnubva daiwyo... dzalian magari ro xar ukve ici magram ar ici ro dzalian miyvarxarrr <3
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№11  offline წევრი llella

-tiko))
Rogorc ki satauri wavikitxe mashinve gulma xnubva daiwyo... dzalian magari ro xar ukve ici magram ar ici ro dzalian miyvarxarrr <3

მეც ძალიან მიყვარხართ <3 <3 <3 მადლობა თბილი სიტყვებისათვის <3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent