შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღრუბლებში [სრულად]


25-05-2015, 16:05
ავტორი Pessimist
ნანახია 9 432

დოლიძის ქუჩაზე,რომ გაგევლოთ აუცილებლად დაინახავდით ერთ წყვილს.დანახვისთანავე არარეალურობის შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ.დარწმუნებული ვარ,ვერც კი წარმოიდგენდით,რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთზე შეყვარებულები იყვნენ.ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ,მაგრამ ჩვენი აზრი რა მოსატანია,როცა მათ ერთმანეთი უყვარდათ.
შორიდან ფანჯარის რაფაზე შემოსკუპებული გოგონა მოჩანდა.გაზაფხულის პირველი დღეები იყო და მაინც თავისებური სუსხი ჰქონდა.კოკისპირული წვიმა იყო და ყველა სახლისაკენ მირბოდა.ის კი ღია ფანჯარაში იჯდა და უსასრულობისაკენ იყურებოდა.მის სახეზე წვიმის წვეთებმა მიიქცია ჩემი ყურადღება.ან ვინ იცის მართლა წვიმის წვეთები იყო?!გოგონა კარის გაღების ხმამ დააბრუნა დედამიწაზე,მოწყენილი თვალები შეანათა კარში მდგომ ბიჭს.
-მოვედი.-უთხრა ჩაწითლებული თვალებით ბიჭმა და ოდნავ გაუღიმა.-საჭმელი გვაქვს რამე?-იკითხა მან და თხელი მოსაცმელი სავარძელზე მიაგდო.
-სალაპარაკო მაქვს.-გაისხმა გოგონას ჩახლეჩილი ხმა.
-მშვიდობაა?-იკითხა ბიჭმა და მას მიუახლოვდა.-სულ სველი ხარ ლილე.-უთხრა მან და სველი თმა გადაუწია.
-არ არის მშვიდობა.-ტირილით თქვა ლილემ.
-ნუ მაშინებ.-მოთმინებისგან დაკრგულმა წამოიყვირა ბიჭმა.
-ფეხმძიმედ ვარ სანდრო.-ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ.
-რა?-ფერწასულმა წამოიყვირა სანდრომ და უკან სვლით სავარძელზე დაეცა.-ხუმრობ?-ძლივს ამოიხრიალა მან.
-სახუმაროა?-იყვირა ლილემ.
-შეუძლებელია.-ამოილუღლუღა მან.-ჩვენ ხო თავს ვიცავდით?-შავი კუპრივით თვალები მიანათა გოგონას.
-იმედია არ მკითხავ ვისი ბავშვიაო.-გაბრაზებულმა წამოიყვირა ლილემ და რაფიდან ჩამოხტა.
-ლილე შენ ხვდები ეს რას ნიშნავს?-ძლივს ამოილუღლუღა სანდრომ.
-ვხვდები.-თქვა გოგონამ და თავი ხელებში ჩარგო.-ჩვენ ბავშვისთვის მზად არ ვართ.
-რის გაკეთებას აპირებ?
-არ ვიცი.-ძლივს თქვა გოგონამ და თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა.
-ექიმთან წავიდეთ ხვალ.-ძლივს შეკავებული სიმშვიდით თქვა სანდრომ და სააბაზანოსკენ გალასლასდა.
ლილემ სიმწრისგან ჩაიცინა და გაზქურაზე წყალი დაადგა.ძლივს იკავებდა ცრემლებს და ვინ იცის რის ფასად უჯდებოდა ამ სიმშვიდის შენარჩუნება.გაყინული და აკანკალებული ხელები შემოხვია ცხელ ფინჯანს და მაგიდასთან მოთავსდა.გაუაზრებლად აცეცებდა თვალებს და თან ხანდახან იღიმოდა ხოლმე.ალბათ უხაროდა მასში ჩასახლებული პატარას არსებობა.სამზარეულოში შემოსულ სანდროს გაუღიმა და ცხელი ჩაი მოსვა.
-სადნრო შემიძლია აბორტი გავიკეთო.-ძლივს შეკავებული სიმშვიდით უთხრა და ტირილნარევი ღიმილიღ გაუღიმა.
-ეგ აღარ თქვა!-მკაცრად წამოიყვირა სანდრომ.-ვიცი მაგას რატომაც ამბობ,არ გინდა რომ დამკარგო,მაგრამ ახლა უფრო მეტი შანსი მაქვს,რომ გამოვსწორდე,გესმის ლილე?შენ მაგაზე არც კი იფიქრო.-ნელ-ნელა მიუახლოვდა ლილეს და წელზე ხელები შემოხვია.-შენ ვერ გაგაუბედურებ!-ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა.
-მეშინია.-ტირილით თქვა ლილემ და სუსტი ხელები შემოხვია სანდროს.
-ჩემო ხო გჯერა?-იკითხა ბიჭმა და თვალებში ჩააშტერდა.
-შენი მჯერა,მაგრამ საკუთარი თავი მაშინებს.
-გავუმკლავდებით ლილე.-ამოიჩურჩულა სანდრომ და ყელში ხმაურით აკოცა.
***
მანქანაში ვეღარ ისვენებდა ლილე,ათასჯერ შეიცვალა ადგილი,ბოლოს ძლივს შეატრიალა სახე სადნროსაკენ და ჩახლეჩილი ხმით იჩურჩულა.
-სანდრო ფეხმძიმედ რომ არ აღმოვჩნდე გაგიხარდება?
-რას ამბობ?-გაკვირვებულმა შეხედა ლილეს.-შეიძლება ჩემი სისხლი და ხორცის არ არსებობა გამიხარდეს?ლილე ჩემი რეაქცია იმიტომ იყო ასეთი,რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ გესმის?მე ყველაფერზე ვიფიქრე.რა იქნება,ბავშვი რამე ანომალიით რომ დაიბადოს?ამაზე გიფიქრია?
-კი.-ძლივს თქვა ლილემ და თავი მინას მიადო.-არ ვარ დედობისთვის მზად სანდრო.-ტირილით თქვა მან.
-ნუ ამბობ მაგას!-ბრაზმორეულმა წამოიყვირა სადნრომ.
-დარწმუნებული ვარ კარგი დედა ვერ ვიქნები.-არ ჩერდებოდა ლილე.
-საკუთარი თავი მოთოკე ლილე!-წამოიყვირა სადნრომ და მანქანა გააჩერა.-შემომხედე!-თითქმის უბრძანა მან.
-ვიცი სადნრო ვიცი,რომ საკუთარ თავს ვერ მოვერევი.ან წარმოიდგინე ჩემგან რა უნდა ისწავლოს?-აღარ ჩერდებოდა იგი.
-დაწყნარდი.-ძლივს თქვა სანდრომ და უფრო მეტად მიიხუტა გოგონა.
-საკუთარ თავს როგორ ვაპატიო რამე, რომ სჭირდეს მას?-სლუკუნით თქვა ლილემ და სანდროს მაიკას ჩაებღაუჭა,თითქოს მისი ბოლო იმედი იყო.
-ლილე ექიმი გვეტყვის ყველაფერს.გთხოვ ნუღა ტირი.-ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით თქვა სანდრომ.
გზა იმაზე მეტად გაიწელა ვიდრე ეგონათ.მანქანაში ლილეს სლუკუნი ისმოდა,აქა-იქ სანდროს მძიმე ამოსუნთქვა და ეს ყველაფერი კი უფრო მეტად დაძაბულ გარემოს ჰქმნიდა.მანქანიდან გადასვლისას ორივემ ღრმად ჩაისუნთქეს და კიბეებზე ავიდნენ.ალბათ არაფერია იმაზე საშინელება ვიდრე ლოდინი.მითუმეტეს მაშინ,როდესაც ხვდები,რომ ყველაფერი ამ ვიზითან არის დაკავშირებული.
''თოდუა''-გაისმა ექთანის წვრილი ხმა,მოახლოებულმა რეალობამ ორივეს შიში ჩაუყენა თვალებში,ნელ-ნელა წამოდგნენ და ექიმის კაბინეტში შევიდნენ.ახალგაზრდა ქალი ღიმილით უყურებდა წყვილს,მაგრამ საბედნიეროდ ეცალათ მათ?!
ეკრანზე პაწაწინა სხეულის დანახვამ ყველაფერი დაავიწყათ.ღიმილით უყურებდნენ რაღაც გაურკვეველ არსებას.ლილეს ხელზე ჩაბღაუჭებული ხელი...ერთი საერთო სიხარული...და უამრავი ცრემლი.
-ოთხი კვირის ხართ.-უთხრა ექიმმა და გაუღიმა.
-ყველაფერი ხო რიგზეა?-იკითხა ჩახმეჩილი ხმით სანდრომ.
-ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეა.პლაცენტაც ჩამოყალიბებულია და ფურცლოვანი შრეებიც.
-მე არ ვიცოდი ფეხმძიმედ თუ ვიყავი.-ტირილით თქვა ლილემ.-აქტიური მომხმარებელი ვიყავი ნარკოტიკის.-ხმაწართმეულმა თქვა მან.
-ეგ ძალიან ცუდია.-გაოცებულმა ექიმმა ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.-ამ ეტაპზე არც კი იფიქროთ ნარკოტიკზე,სიგარეტზე და მანვე ნივთიერებებზე.იცოდეთ ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენს შვილზე.მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული.ერთ თვეში გელოდებით.

***
აივანზე ისხდნენ.ნახევარ მთვარეს უყურებდნენ და ალბათ მომავალზე ფიქტობდნენ.მომავალზე,რომელიც აუცილებლად ბევრი განსაცდელით სავსე იქნებოდა.ადამიანები ხო რაღაც ეტაპამდე მივდივართ და ამის შემდეგ ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო.წუთისოფელი ისეთ განსაცდელს მოგვივლენს,რომ ყველაფერ ერთად გვაზღვევინებს.
-სანდრო მეორე დღეა უკვე.-კანკალით თქვა მან.
-ნუ მიხსენებ!-წამოიყვირა სადნრომ.-შენ მაგაზე არც კი უნდა იფიქრო გესმის?დაივიწყე!
-დავივიწყო?მეხუმრები სანდრო?
-მისმინე მე შენზე მძიმე მდგომარეობაში ვარ ლილე.შენზე მეტად დამოკიდებული მე ვარ.ყველანაირად ცუდი ვარ.არაფერზე ვფიქრობდი აქამდე გესმის?ჩემი მთავარი სადარდებელი წამალი იყო,მაგრამ მერე შენ გაგიცანი.შენც ჩაგითრია ლილე.ხვდები მაინც,რომ ამ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე?არარაობად გაქციე და ახლა ვისჯები კიდეც ამ შეცდომისათვის.
-მე რომ არ მდომებოდა არასდროს გავსინჯავდი!
-მაგას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.ახლა მთავარი ჩვენი პატარაა ლილე.შენც კარგად ხვდები,რომ ამ წუმპედან ერთ და ორ დღეში ვერ ამოვალთ,მაგრამ მიზანი გაგვიჩნდა ლილეკო-ჩვენი პატარა.-ჩურჩულით თქვა სანდრომ და გოგონა ხელის ერთი მოსმით კალთაში ჩაისვა.
-ვიბრძოლებთ დე.-ძლივს ამოილუღლუღა ლილემ და ხელი მუცელზე დაიდო.
-დალიე ახლა სტაფილოს წვენი!-უთხრა სანდრომ და გამჭირვალე ჭიქა ტუჩებთან მიუტანა.
***

ადამიანი ცხოვრების რაღაც გარკვებულ ეტაპებს გადის.ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია:''გერქვას მშობელი''.რა თქმა უნდა ყველა ნორმალურ ადამიანს უხარია ახალი სიცოცხლის დაბადება,მაგრამ ადამიანები იმ შეგნებამდე ვერ მივდივართ,რომ ბავშვს კარგი აღზრდა სჭირედება.რატომ არიან გზა აცდენილი ადამიანები?ორი მიზეზი აქვს,პირველი:გაზრდის დეფიციტი და მეორე ბუნება,მართლაც აკაკის სიტყვები გავიხსენოთ ''მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა''.ალბათ იმ მომენტში ლილეს ყველაზე მეტად ამის ეშინოდა.მერე რა,რომ ცხოვრების მეოთხედი ღრუბლებში გაატარა.ეს იმას ხო არ ნიშნავს,რომ ნარკოტიკი ადამიანს ყველა ღირებულს აცლის?!კარგად იაზრებდა,რომ ამ პატარას მომავალი მასზე იყო დამოკიდებული და ალბათ ამიტომ იყო ასე მტკიცედ.
ალბათ ის,რაც ამ ორ ადამიანს ერთად აქვთ გამოვლილი ბევრი ვერ გაუძლებდა.მათი სიყვარული ან უბრალოდ ის გრძნობა,რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ იმაზე მტკიცე იყო ვიდრე თქვენ წარმოიდგენდით...
ლილემ და სანდრომ მეგობრების საერთო წრეში გაიცნეს ერთმანეთი,არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა.მაშინ ლილე თვრამეტი წლის იყო,საერთაშორისო ურთიერთობაზე სწავლობდა,პირველ კურსზე.სანდრო კი ოცი წლის იყო,მესამე კურსელი.რომ გითხრათ პირველივე შეხვედრისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი-თქო მოგატყუებთ,რა საჭიროა ზედმეტი ბანალურობა?!დრო იმაზე კარგი საშუალებაა,ვიდრე წარმოგვიდგენია.დრო გვიჩვენებს ადამიანების ნამდვილ სახეს,სივყარულს და სიყალბეს.ალბათ ეს იყო ძირითადი ფაქტორი მათ შემთხვევაში.
სანდრო კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა საზოგადოებაში,ერთი მარტივი მიზეზის გამო აკეთებდა იმას,რაც უდნოდა.მართალია ნარკოტიკი ისეთი რამ არის რაც ადამიანს კლავს,მაგრამ ის ხო ყველაფერს თავისი ნებით აკეთებდა?!რატომ უნდა განვსაჯოთ იგი?!რაც მთავარია ვერ იტყოდა,რომ ვინმემ ჩაითრია.ალბათ მესამე მსოფლიო ომი,მაშიმ დაიწყო,როდესაც ლილეს მშობლებმა გაიგეს მათი ურთიერთობის შესახებ.გაგიჟდნენ.არა ეს უფრო მსუბუქი ნათქვამია.ვერ აიტანეს ერთადერთი ქალიშვილის ასეთი შეყვარებული და იძუელბული გახადეს სახლიდან წასულიყო.ამ დღიდან დაიწყო ლილეს ცხოვრებაში ფერად ღრუბლებში ფრენა.და მაინც აქ ვინ იქნება დამნაშავე?რა თქმა უნდა ხალხის ენა,რომელიც ყველაფერს ანადგურებს!და პირველ რიგში მშობლები,რომლებიც მხარში არ ამოუდგნენ შვილს!ისევ ვიმეორებ,მარტო ბავშვის გაჩენა რას უშველის,თუ მას მხარში არ ამოუდექი და არ აგრძნობინე,რომ მშობლები ყავს?!

***
დილით მზის სხივებმა გააღვიძა ლილე.სანდროს სახის დანახვამ ბედნიერება მოჰგვარა,ნაზად დაუსვა ხელი შავ წვერზე და ცხვირზე აკოცა.
-სადნრო გაიღვიძე რა.-ოთახში ლილეს ნაზი ხმა გაისმა.
-ო,ლილეკო.-ბოხი ხმით თქვა სანდრომ და ლილე მის მკლავებში მოიქცია.
-მშია.- თქვა მან და თვალები სასაცილოდ დაახამხამა.
-რას შეჭამ?-კითხა სანდრომ და საწოლიდან ზლაზვნით წამოდგა.
-ბოსტნეულის სალათი და ნატურალური წვენი.აივანზე დაგელოდები.-უთხრა ლილემ და კოცნა გაუგზავნა.
სულ ღიღინით გავიდა აივანზე და სკამზე ჩამოჯდა.ორივე ცდილობდნენვ არ გაეხსენებინათ მათი წარსული,ამიტომ ხან რაზე გადაჰქონდათ ფიქრი და ხან რაზე.მაგრამ მათ გარდა ვინ გაიგებს რასთან ბრძოლა უწევდათ.
-სადნრო მაისური ჩაიცვი!ის ქალი გაშტერებული გიყურებს.-გაბრაზებულმა თქვა ლილემ და თან კარებში მდგომ სანდროს შეხედა,რომელსაც ხელში სინი ეჭირა.
-კარგი რა.-ახარხარდა სადნრო.
-შედითქო!-გაკაპასდა ლილე.
-ლილე აცადე ჩემით ტკობობა ქალს.-უთხრა სანდრომ და სკამზე ჩამოჯდა თან მოპირდაპირე აივანზე მდგომ ქალს თვალი ჩაუკრა.
-ეგრე ხო?-გაბრაზებული წამოდგა მაგიდიდან და ოთახში შებრუნდა.
რამდენიმე წამი არ იყო გასული სანდრო თავდახრილი რო შემოყვა ოთახში.კარადიდან მაისური გადმოიღო და ჩაიცვა.ლილეს ჩუმად მიეპარა და წელზე ხელები შემოხვია.
-ჩემი სულელი ლილეკო!
-ნუ მეაფერისტები!შენ სულ ცდილობ,რომ გამაბრაზო სანდრო.-სლუკუნით თქვა ლილემ.
-როგორი მგრძნობიარე გახდი ლილე.-გაოცებას ვერ მალავდა სადნრო.-სხვა შემთხვევაში ბევრს იცინებდა,ახლა კი ტირი.
-შენ ხვდები,რომ ჩემს მდგომარეობაში არ უნდა გამაბრაზო,მაგრამ მაინც იგივეს აკეთებ.-უთხრა ტუჩებმობრეცილმა.
-როგორი საყვარელი ხარ.-არ იმჩნევდა ლილეს უაზრო გამოხტომებს და მის ყელში დათარეშობდა.
-რა საშინელებაა ჩემი სუსტი წერტიელბი,რომ იცი.-ამოიბუზღუნა ლილემ და აივანზე გავიდა.გახარებულმა შეხედა მის საყვარელს სალათას და ჩანგალი ხელში აათამაშა.
-ჭამე და გავისეირნოთ.-უთხრა სანდრომ და ჩანგალზე მოთავსებული პომიდორი ჩუმად მოკბიჩა.
-ვითომ ვერ დავინახე!-თვალები დაუბრიალა ლილემ.-სანდრო შემპირდი,რომ შენს ძველ მეგობრებს აღარ ნახავ.
-ჩვენ ხო მაგაზე ვისაუბრეთ?ხო იცი,რომ ასე მალე ყველაფერი ვერ დალაგდება.ლილე ცუდად ვარ,შენ ვერც კი წარმოიდგენ ისე მთხოვს ორნაგიზმი ამ დედა აფეთქებულ წამალს,მაგრამ ვცდილობ რომ არ გაგრძნობინო გესმის?-ხელები მძიმედ დადო მაგიდაზე და თვალები დახუჭა.
-მეც ცუდად ვარ სადნრო.-ძლივს ამოიულუღლუღა ლილემ და წვენის ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო.
-გაემზადე და გავიდეთ.-უთხრა სადნრომ და სიგარეტს ხელის კანკალით წაუკიდა.
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ლილემ და ოთახში სირბილით შევიდა,არ უნდოდა სიგარეტის კვამლი ეგრძნო,ხვდებოდა,რომ ეს ყველაფერი ისედაც ძლივს შეკოწიწებულ ნებისყოფას სულ მთლად გაუნადგურებდა.

***
-სანდრო წარმოიდგინე ასე,რომ ირბენს ჩვენი შვილი.-უთხრა ლილემ და თვალებით პარკში მორბენალ ბავშვებზე ანიშნა.
-ქერა იქნება.-თქვა მან ღიმილით.
-მე გოგო მინდა.-შეპარული ღიმილით შეხედა სადნროს.
-მეც.კაცისთვის გოგო ყველაზე დიდი სიხარულია.-უთხრა მან და ლილეს წელზე ხელები შემოხვია.
-მიუხედავად,რომ ძალიან მეშინია მომავლის,მაინც ბედნიერი ვარ.
-ლილეკო მე იცი რა მაშინებს?დაუმსახურებელი ბედნიერება.
-მაგას ნუ ამბობ.რადგან ღმერთმა ეს პატარა არსება გამოგვიგზავნა ესე იგი დამსახურებულია.-უთხრა ლილემ ღიმილით და ცხელ ტუჩებზე შეეხო.

***
დივანზე იყო წამოწოლილი ლილე და თან წიგნს კითხულობდა.სანდრო კი მოსუვენრობისგან ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
-ლილე გავალ ბიჭებს ვნახავ.-ხმა ჩახლეჩილმა თქვა.
-ვის ნახავ?-გაოცებულა იკითხა ლილემ.
-ბიჭებს.-თავს ზემოთ ვეღარ წევდა სადნრო.
-შენ ხო შემპირდი?-ძლივს შეკავებული სიმშვიდით თქვა ლილემ.
-მე ვერაფერს შეგპირდები ლილე.ცუდად ვარ,აღარ შემიძლია.
-შენ რა გგონია მე კარგად ვარ?-ფეხზე წამოდგა ლილე და მის წინ დადგა.-გეკითხები სანდრო!
-ვიცი,რომ არ ხარ კარგად,მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება ლილე!-ყვირილით თქვა სადნრომ.
-კი ბატონო წადი.-თქვა მან უდარდელად და შემოსასვლელისკენ წავიდა.
-მართლა ამბობ მაგას?
-კი სანდრო წადი.
გაუბედავად დაიხარა სადნრო და ბაგეებზე დაეწაფა.გარუკვეველი ხმით ჩაიჩურჩულა ''მადლობა''და კარის სახელური ჩამოწია.
-სანდრო დაიმახსოვრე ეს მომენტი.საკუთარ ცოლ-შვილს ნარკოტიკი ამჯობინე!-ხმა შეცვლილმა უთხრა ლილემ და კარი მიუჯახუნა.

იმაზე მწარე აღმოჩნდა რეალობის შეგრძნება,ვიდრე ლილეს წარმოედგინა.ცივ კედელზე ზურგით მიყუდებულიყო,თვალებს უაზროდ აცეცებდა.ყურების ობიექტი კი ძირითადად მოცისფრო ჩარჩოში ჩასმული მისი და სანდროს სურათები იყო.ნელ-ნელა იატაკზე დაეცა და არაადამიანური ხმები ამოუშვა.აკანკალებულმა თავი ხელებში ჩარგო და უფრო მეტად აუტყდა ტირილი.გაურკვეველი ბგერები ისმოდა,მაგრამ ოთახის კუთხეში აცახცახებული გოგონას შემჩნევა მარტივი იყო.იმაზე საშინელი აზრები უტრიალებდა თავში,ვიდრე ოდესმე უფიქრია.სასოწარკვეთილებაში მყოფმა სუიციდიც კი გაივლო თავში,მაგრამ პატარას არსებობამ მწარედ შეაჯახა რეალობას.მთელი ძალით აბრახუნებდა იატაკზე ხელებს და არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა.აღელვებულ ტალღას ჰგავდა,რომელიც ხან ბობოქრობდა ხან კი უხმოდ გაჩუმდებოდა და თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.სახეზე ტირილნარევი ღიმილი გამოესახა,იატაკიდან ძლივს ადგა და გიჟივით მივარდა კუთხეში მდგომ კომოდს.ყველა უჯრა ერთიანად გამოწია და ნივთების ძირს გადმოყარა.გამხეცებულ ნადირს ჰგავდა,რომელიც მსხვერპლის საძებლენად ყველაფერს აკეთებდა.თეთრ ყუთში არსებულმა რამდენიმე აბმა სიხაურლი მოჰგვარა,მომენტალურად გადაიხარხარა სამი ლურჯი ტაბლეტი ჩქარა გადაყლაპა.კედელს მიუახლოვდა.თვალცრემლიანი უყურებდა მისი და სანდროს სურათს.საოცარი ზიზრი იგრძნო.მომენტალური,მაგრამ რაც მთავარია იგრძნო.ილუზიებში გართულმა მთელი ხმით იყვირა ''არაკაცი'' და ემოციებისგან დაცლილი საწოლზე დაწვა.
თვალები ჩაუწითლდა.
გაბრუებული და მომღიმარი სახით იყურებოდა ჭერში და გადაჭარბებული ნეტარებისგან თვალები ეხუჭებოდა.
იმ მომენტში არც კი ფიქრობდა რა გააკეთა.ადამიანური ჟინი დაიკმაყოფილა,მაგრამ იმაზე არც კი დაფიქრებულა,რომ ეს რამდენიმე საზიზღარი აბი საკუთარი შვილის ჯერ არ ჩამოყალიბებულ ორგანიზმს ანადგურებდა.და მაინც როგორი ცხოველები ვართ ადამიანები.ინსტიქტებით ვცხოვრობთ.წუთიერი სიამოვნება გვირჩევნია ყველაფერს,თუნდაც საკუთარ სიცოცხლეს.და ამის მერე კიდევ ვიტყვით,რომ ცხოველებზე წინ ვდგავართ?!
უცბად განცდილი ''ბედნიერება'' ისევე სწრაფაც გაქრა,როგორც მოვიდა.ღრუბლებიდან ნელ-ნელა ეშვებოდა ძირს.პირველივე თავში,რაც გაუელვა მისი შვილი იყო.ყრუ ტკივილი იგრძნო მარცხენა მხარეს და მიხვდრა,რომ ვერასდროს აპატიებდა საკუთარ თავს ამას.მაგრამ ეს სინანული ისეთივე ყალბი და ცრუა,როგორც ეს წუთისოფელი.რაღაც მომენტში ინანებ,ღმერთს სთხოვ პატიებას,მაგრამ მეორე წუთში იგვეს იზავ.ეს ყველაფერი ციკლურად გაგრძელდება,მანამ სანამ შენი ცოდვების საზღაურს იგრძნო...
ნელ-ნელა წამოდგა საწოლიდან,ფეხის ბორძიკით შევიდა აბაზანაში.ცივი წყალი შეისხა სახეში.საკუთარი თავის დანახვამ იმდენად შეაძრწუნა,რომ წამით უკან დაინახა.ნიჟარას ხელებით დაეყრდნო და ჩუმად ამოილუღლუღა ''ეს რა გავაკეთე.''მაგრამ სინანულს რამე აზრი ჰქონდა?!
დრო იმაზე სწრაფად გადიოდა,ვიდრე მას სურდა.არ იცოდა რას ეტყოდა სანდროს.ხვდებოდა,რომ ამ ყველაფერს სანდრო მშვიდად არ შეხვდებოდა,მაგრამ ამ ამბავში ორივე რომ დამნაშავე იყო ამას კარგად იაზრებდა.ალბათ რამოდენიმე საათი იყო გასული,რაც იატაკზე იჯდა და გაუაზრებლად სივრცეში იყურებოდა.ვერც კი იგრძნო სანდროს შემოსვლა ოთახში.
ისევ გამეორდა.
ჩაწითლებული თვალები.
იგივე კითხვა: ''გვაქვს რამე საჭმელი?''
მომენტალურად მზერა ლილესკენ და სანდროს აღელვებული მზერა.სირბილით მიირბინა მასთან და ლილეს გაყინული სახე მის ხელებში მოიქცია.
-რა გჭირს ლილე?-ხმა ჩახლეჩილმა იკითხა.
-გამიშვი ხელი!-გამოსცრა ლილემ და სანდროს თბილი ხელები მოიშორა.
-რა გჭირს-თქო?-ნელ-ნელა ხმას უწევდა სანდრო.
-შენ იცი რა გავაკეთე?აბები დავლიე სანდრო.მიზეზი გაინტერესებს?-ხმას ვეღარ იმორჩილებდა ლილე და ნელ-ნელა ყვირილზე გადადიოდა.-შენ ხარ მიზეზი.ყველა უბედურების მიზეზი ხარ.იცოდი,რომ ასეთ რამეს ვიზავდი,მაგრამ მაინც წახვედი.ამაზრზენი წამლის გამო საკუთარი შვილი დაიკიდე!დღეს კი მე სინდისი მღრღნის.შენგან გასხვავებით ვიაზრებ,რომ რამდენიმე თვეში დედა გავხდები.იმასაც კარგად ვხვდები,რომ ნარკომანი დედა არ სჭირდება ამ ბავშვს!მაგრამ შენ ხვდები ამას?რა თქმა უნდა ვერ ხვდები.არ ხარ შენ მამობის ღირსი სანდრო.არ ხარ!-ბოლო ხმაზე ყვიროდა ლილე.ვერც კი იაზრებდა ისე ყრიდა ყველაფერს ძირს.
-გაჩერდი!-ხმაჩამწყდარმა თქვა სანდრომ.
-ხედავ?ვერც კი გაიგე რა გითხარი.-ცინიკურად გაუღიმა ლილემ და ხელები კრა სანდროს.-აღარ მინდა შენთან ცხოვრება.აღარ მინდა!ვიცი,რომ რაც მე დღეს გავაკეთე,ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს,მაგრამ შენ მე დაღუპავ!-ტირილით ამბობდა ლილე და გარდირობიდან ჩანთის გადმოღებას ცდილობდა.
-რას აკეთებ?-ოთახში გამეფებული წამიერი დუმილი სანდროს განწირულმა ღრიალმა დაარღვია.
-მივდივარ.აღარ მინდა შენთან ცხოვრება!-ჯიუტად აგრძელებდა ლილე ტანსაცმლის გადმოლაგებას.
-ვერ წახვალ!არა არც კი მჯერა,მასეთ რამეს როგორ ამბობ.-გაუაზრებლად შლიდა ხელებს სანდრო.
-და რა გინდა?გინდა,რომ ჯერ არ დაბადბული შენი შვილი მოკვდეს?
-მაგას,როგორ ამბობ ლილე,როგორ?-ყვიროდა სანდრო.-ნუთუ არ იცი,რომ ერთადერთი ძალა ხარ,რომელიც ამ დამპალ ცხოვრებაში იმედს მაძლევს.ჩვენი შვილი კი უბრალოდ მოტივია,რომ ვიცოცხლო.რა ვქნა ეს დედააფეთქებული,რომ ასე მარტივად ვერ ვეშვები ამ ჯოჯოხეთს რა?-ნერვიულობისაგან ერთი ადგილიდან მეორე ადგილას დადიოდა სანდრო და თან ჩანთაში ჩალაგებულ ტანსცმელს უკან უყრიდა.
-სანდრო გაჩერდი,თორე არ ვიცი რას ვიზავ!-გამწარებულმა დაიკივლა ლილემ და უღონოდ დაეცა საწოლზე.
-არ წახვიდე ლილე.-თითქმის ტირილნარევი ხმით ამოიღმუილა სანდრომ და გვერდით მიუჯდა მას.-მოვკდები უთქვენოდ.
-მე უბრალოდ აღარ მინდა შენთან ცხოვრება.-ძლივს ამოილუღლუღა მან და ძლივს ჩალაგებული ჩანთა კარებისაკენ გააგორა.
-გთხოვ!
საოცარი ტკივილი იგრძნო ლილემ გულში.ვერასდროს წარმოიდგენა სანდროს ასეთ განადგურებულს,მაგრამ მისი სული იმდენად იყო გაჟღენთილი საკუთარი ცოდვებით,რომ აღარ იცოდა ამის გამო ვინ დაესაჯა.ნელა მიუახლოვდა სანდროს,მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა.ნელა ჩამოუსვა ხელი დაძარღვულ კისერზე და აკანკალებული ტუჩები მის ბაგეებს შეაწება.
-და მაინც იცოდე,რომ ამ ქვეყანაზე შენზე ძვრიფასი არავინ მყავს.-ჩურჩულით თქვა ლილემ და სანდროს ტუჩებს მოშორდა.
იმაზე მტკივნეული იყო მათი სახლის დატოვება,ვიდრე წარმოიედგინა.უკვე ლიფტთან იდგა სადნროს ღრიალმა,რომ შეახტუნა...შემდეგ ლეწვის ხმა...გული საშინლად ეტკინა,უნდოდა რომ მასთან მისულიყო,მაგრამ იმას კარგად ხვდებოდა,რომ იქ შესული უკან ვეღარ გამოვიდოდა.ყველა ფიქრი უკუაგდო და ლიფტში შევიდა.დახურულმა სივრცემ იმაზე მეტად ცუდად გახადა ვიდრე რეალობამ.ერთადერთი რამ უნდოდა,ვიღაცის მხარზე თავის დადება და ტირილი.

***
მშობლების სახლის კარების წინ იდგა ათი წუთი.არ იცოდა,როგორ უნდა აეხსნა მათთვის ეს ყველაფერი,იმაზე მეტად ნერვიულობდა,ვიდრე მას ეს წარმოედგინა.მიუხედავად იმისა,რომ მასზე უარი თქვეს,მაინც ყოველ დღე მათი მონატრება უტევდა.ხელაკანკალებულმა დააჭირა ზარს ხელი და ფერდაკარგული დაელოდა კარის გაღებას.კარს იქით ნაბიჯების ხმის გაგონება და მისი სუნთქვის შეკვრა ერთი იყო.
მის წინ დედამისის დანახვამ უფრო მეტად დაახვია თავბრუ.
-შეიძლება?-ძლივს ამოილუღლუღა მან.არაფერი უთქვამს დედამის,მხოლოდ და მხოლოდ თავი დაუქნია და შინ შეუშვა.
ბავშვობის ნოსტალგიამ შემოუტია.სახლში ყველაფერი შეცვლილი იყო.ახალი ავეჯი...ახალი ნივთები...თითქოს ახალი სუნიც კი ტრიალებდა ამ სახლში...განსხვავებული და უცხო ოჯახის სუნი...
ძლივს შევიდა მისაღებ ოთახში.მამამისის ჭაღარა თმის დანახვამ,უფრო მეტად ატკინა გული.სახეზე ხელი აიფარა და ტირილის ხმის ჩახშობას შეეცადა.მამამისის შემოხედვა და მისი წაბორძიკება ერთი იყო.დედამისის თბილი ხელები იგრძნო,ისევ...ორი წლის მერე...უფრო მეტად დაეხვა თავბრუ...ნიშადურის სპირტი...მშობლების დამფრთხალი თვალები...და ორი წლის შემდეგ აღმოჩენილი საკუთავი თავი ძველ საძინებელში.არაფერი იყო შეცვლილი.ლილეს თოჯინა ისევ ისე იდო,როგორც ადრე.
-კარგად ხარ?-გაისმა დედამისის ტირილნარევი ხმა.უბრალოდ თავი დაუქნია და მომავალი საუბრისათვის მოემზადა.
-შეიძლება დაგელაპარაკოთ?-ძლივს ამოილუღლუღა ლილემ და თავი ჩაღუნა.
-გისმენთ!-მამამისის მკაცრმა ხმამ მთელ ტანში გასცრა.
-ფეხმძიმედ ვარ.არაფერს გთხოვთ და არც მაქვს იმის იმედი,რომ მიმიღებთ.მე უბრალოდ არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი.-ძლივს ამოილუღლუღა ლილემ.
-ახლა გაგახსენდა მშობლები?-ჰკითხა მამამისმა.
-არ უნდა მოვსულიყავი...ბოდიში.-ჩურჩულით თქვა ლილემ და ლოგინიდან წამოდგა.ტანსაცმელი შეისწორა და შემოსასვლელისაკენ გავიდა.მეტს არც ელოდა.უფრო უარესის მოლოდინში იყო,მაგრამ იმის გააზრებამ,რომ მონატრებული მშობლები ნახა გული ოდნავ დაუცხრა ამდენი ტკივილისაგან.
-მოიცადე!-მამამისის ხმამ შეაჩერა.-შენ კარგად იცი,რომ შენ როგორც შვილი ორი წლის წინ დაგივიწყე.შენ ჩვენი ლაპარაკი არაფრად ჩააგდე და მაინც ისე მოიქეცი,როგორც გინდოდა.მე უბრალოდ ჩემს შვილს და შვილიშვილს გარეთ ვერ გავაგდებ.ყველაფერი გაპატიეთ,მაგრამ იცოდე მორიგ სისულელეს აღარ გაპატიებთ ლილე!
ბედნიერებისაგან მოულოდნელად გაეღიმა.მოულოდნელად გადაგდა ნაბიჯი და მამამისს მსუბუქად შემოხვია ხელები...მის მხარზე არსებულმა თბილმა ხელმა,უფრო მეტად აანერვიულა და ამდენი ემოციისგან დაღლილმა თვალები დახუჭა...
დაუმსახურებელი პატიება ყველაზე მეტად ანერვიულებდა.ხვდებოდა,რომ მშობლების სიყვარულით ცუდად სარგებლობდა.ამდენი წლის შემდეგ გამოცხადება და ყველაფრის პატიება არარეალურობის შეგრძნებას უტოვებდა.ყველა იმ წუთს ნანობდა,რაც თავისი მშობლებისგან შორს ჰქონდა გატარებული.მაგრამ სანდროსთან ურთიერთობას როგორ ინანებდა?ეს ყველაზე წრფელი გრძნობა იყო მის ცხოვრებაში.სულ,რომ არაფერი ამ გრძნობამ აჩუქა პატარა.ჯერ არ დაბადებულმა შვილმა ბედნიერების ღიმილი მოფინა სახეზე.გაუაზრებლად დაიწყო ხელები მუცელზე და რაღაც გაურკვეველი ჩასჩურჩულა.იმის გააზრება,რომ რამდენიმე თვეში მას ხელში აიყვანა,აჭმევდა,ეთამაშებოდა ან თუნდაც მასზე იზრუნებდა გულს უთბობდა.უკვე ათასჯერ წარმოედგინა მისი შვილის სახე,თვალები,ტუჩები.ძალიან უნდოდა სანდროსნაირი ბუთხუზა ტუჩები რომ ჰქონოდა მათ შვილს...მაგრამ რეალურობის შეგრძნებამ ყველაფერი გააფუჭა.იმაზე მწარე იყო სინამდვილე,ვიდრე ამას წარმოიდგენდა.აშინებდა სანდროს თითოეული ნაბიჯი.არ იცოდა რა იქნებოდა მომავალში,ან როგორ გზას აირჩევდა,მაგრამ იმას დანამდვილებით ხვედბოდა,რომ ამდენი შეცდომის მერე,რაღაც კარგი უნდა გაეკეთებინა.პირველი რაც თავში გაივლო მშობლები იყვნენ.გაუაზრებლად გაიღიმა და თავი მძიმედ დადო ბალიშზე.
გურამ დოჩანაშვილის სიტყვები გავიხსენოთ : “ძილის წინ ყოველთვის არის გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით”...არ მეგულება დედამიწის ზურგზე ისეთი ადამიანი,რომელიც საკუთარ თავს ძილის წინ არ ჩაღრმავებია.ალბათ იმიტომ,რომ ღამე მარტო ვრჩებით,საკუთარ თავთან და ფიქრებთან.ყველაფერს გამწვავებულად ვგრძნობთ და გაასმაგებულად განვიცდით.
ლილეს გულში კი ქარბორბალა ტრიალებდა.ყველაფერზე ფიქრობდა,განსაკუთრებით კი სანდროზე.ხვდებოდა,რომ მისი დატოვება ყველაზე მწარე იყო სანდროსთვის,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.დედის ინსტიქტზე,რომ ვისაუბო ცოტა არ იყოს სასაცილო იქნება.და მაინც სად იყო ის დედის ინსტიქტი,როცა ადამიანურმა ჟინმა ყველაფერი გადაფარა.ან სად იყო დედა-შვილობა,როცა გაბრუებული და თვალებჩაწითლებული ხარხარებდა?!
აი ასეთები ვართ ადამიანები გვიყვარს ჩვენი შეცდომების სხვაზე გადაბრალება.იმდენად გვაქვს სისხლში გამჯდარი ეს თვისება,რომ უკვე ინსტიქტურად ვაკეთებთ.
***
დილით ტელეფონის გაუჩერებელმა ხმამ გააღვიძა.დამძიემბული თავი ძლივს აიღო ბალიშიდან და ტელეფონს თვალებდახუჭული დასწვდა.
-გისმენ.-გაგუდული ხმით ამოიხრიალა.
-როგორ ხართ?-ტელეფონში ნაცნობი ხმის გაგონებამ სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა ლილეს.ხმას ვეღარ იღებდა,იმდენად დაამძიმა სანდროს განადგურებულმა ხმამ,რომ საკუთარი თავი შეზიზღდა.
-ჩვენ არაგვიშავს.-ძლივს თქვა ლილემ.-შენ?შენ როგორ ხარ?
-ამას ყოფნა თუ ქვია,ვარ ლილეკო ვარ.-ძლივს მოაბა სანდრომ სათქმელს თავი.
-გინდა,რომ გნახო?-ვეღარ მოითმინა ლილემ.
-მინდა.
-ერთ საათში მოვალ.
საწოლიდან წამოფრინდა.იმის წარმოდგენა,რომ სანდრო ასეთ მდგომარეობაში იყო,გულს უღრღნიდა.ელოდა მისი მდგომარეობის სიმძიმეს ,მაგრამ ეს უკვე გადაჭარბებული იყო...
ათ წუთში გაემზადა და კიბეებზე ჩავიდა.მისაღებში მშობლები დახვდნენ.ისე,როგორც რამდენიმე წლის წინ...გაეღიმა,მათთან მივიდა და სავარძელზე მოთავსდა.
-დილამშვიდობის!
-დილამშვიდობისა!-უთხრა დედამ და გაუღიმა.
-სალაპარაკო მაქვს თქვენთან.-ხმაჩამწყდარმა თქვა ლილემ.
-გისმენთ.-მაინც ნაწყენი ხმით უპასუხა მამამისმა.
-ვიცი,რომ ვსარგებლობ თქვენი სიყვარულით.იმასაც ვხვდები,რომ ჩემი თქვენდამი დანაშაული იმდენად დიდია ვერაფრით გამოვისყიდი.მაგრამ მე თქვენი მხარში დგომა მჭირდება.მე სანდრო მიყვარს და ისე თქვენი მოამვალი შვილიშვილის მამაა,იმედია მომცემთ იმის უფლებას,რომ ვნახო.-ნერვიულობისაგან თითებს ერთმანეთსი ხლართავდა ლილე და თან თავს მაღლა ვერ წევდა.
-შენთვის ჩვენი აზრი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი და ახლა რატომ გვეკითხები ლილე?როგორც გინდა ისე მოიქეცი!-გაბრაზებულმა მამამისმა მისაღები ოთახი დატოვა.
აღარ იცოდა რა გაეკეთებინა ლილეს,მაგრამ იმას კარგად ხვდებოდა,რომ ახალა ახსნის დრო არ იყო.სანდროს ნახვა ისე უნდოდა,რომ უკვე სუნთქვაც კი უჭირდა.



***
ნაცნობმა გარემომ ყველაფერი ახლიდან გაახსენა.
იმდენად დამძიემბული ჰქონდა გული,რომ ფეხზე მყარად დგომა უჭირდა.
ძლივს გადადგა ნაბიჯი სანდრომდე.ვერც კი მოსაწრო გააზრება,ისე აღმოჩნდა სანდროს მკლავებში.
ოთახში გამეფებულ სიმშვიდეს,მხოლოდ ამ ორის გულის ცემა არღვევდა.
-მომენატრე ლილე.-მთელი ტკივილი ამოაყოლა ამ სიტყვებს სანდრომ.
-მაპატიე სანდრო.-ტირილისგან ხმაშეცვლილმა ძლივს მოაბა ამ ორ სიტყვას თავი.
-შენ რა უნდა გაპატიო ლილე?ვერ ხედავ რა მდგომარეობამდე მიგიყვანე?
-სანდრო არ აქვს მაგას მნიშვნელობა.მე მინდა,რომ ყველაფერი აგიხსნა.
-შემოდი.-ახლაღა მიხვდნენ,რომ კარში იდგნენ.
იატაკზე დაყრილი ნამსხვრევები...
დაფშვნილი შუშის მაგიდა...
გაოგნებული აცეცებდა თვალებს ლილე და თან სანდროს დასისხლიანებულ ხელს უყურებდა.
-და ამის შემდეგ კიდევ მეუბნები,რომ არ ვარ დამნაშავე?-გაგუდული ხმით თქვა ლილემ და სავარძელზე ჩამოჯდა.თავი ხელებში ჩარგო და თვალები ძლიერ დახუჭა.გაქცევა უნდოდა...ამ ყველაფრის წაშლა უნდოდა...
-ნუ ნერვიულობ რა!შემომხედე ჩემს გამო როგორ უნდა ინერვიულო?-ძლივს მოაბა სიტყვებს თავი სანდრომ.
-სანდრო არ გეგონოს,რომ მიგატოვე.არც ის გეგონოს,რომ მძიმე მდგომარეობაში დაგტოვე.ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბავშვზე ვფიქრობ რამდენიმე თვეში სანდრო...რამედნიმე თვეში მამა გერქმევა.პირველად დაიჭერ ამ პატარას,მაგრამ მე არ ვიცი მას თვალებში,როგორ შევხედავ.მას ძლიერი და ნორმალური მშობლები სჭირდება სანდრო.უნდა გამოსწორდე გესმის?ყველაფერი უნდა გააკეთო.უნდა იბრძოლო!მე უბრალოდ ვიცი,რომ ვეღარ გავეკარები ამ დამპალ აბებს ან თუნდაც მოსაწევს,იმიტომ,რომ მაშინ ჩემი თავი ისე შემზიზღდა,რომ წამლის ხსენებაზეც კი ცუდად ვხდები.იმდენად დიდია ჩემი სიყვარული ამ არსებისადმი,რომ ყველაფერზე უარი ვთქვი.შენც ასე უნდა მოიქცე სანდრო.უნდა დაანებო ამ ყველაფერს თავი.ვიცი,რომ შენ ჩემზე მძიმე მდგომარეობაში ხარ,იმაზე მეტად დამოკიდებული ხარ წამალზე ვიდრე მე,ამიტომ წადი რომელიმე კლინიკაში.-ამ სიტყვებს ამოაყოლა ლილემ მთელი გული და თვალცრემლიანმა ძლივს შეხედა სანდროს.
-გამოვსწორდები ლილეკო.-ამ მომართვაზე ლილეს სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.-მთავარია ვიცოდე,რომ მელოედბით!
-მე შენ ყოველთვის დაგელოდები!-თქვა ლილემ და წამოზრდილ წვერზე ხელი ჩამოსუვა.-მე იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული,რომ თვალებში ვეღარავის ვუყურებ.ვეღარც შენ...მიგატოვე გესმის მიგატოვე?ახლა კი მოვდივარ და ისევ ისე გეფერები,როგორც ადრე.გახსოვს პირველი დღეს რა ვთქვით?
-ერთმანეთს შევპირდით,რომ ვიბრძოლებდით.
-ვერ შევასრულეთ.მე შენ მიგატოპვე სანდრო.ხედავ რა სუსტი ვარ?-აღარ ჩერდებოდა ლილე.
-შენ რომ არ წასულიყავი მე მოგთხოვდი წასვლას ლილე.თავს ნუ იდანაშაულებ.იმდენად გულქვა არ ვარ,რომ ვერ ვხვდებოდე რა არის საჭირო ჩვენი შვილისთვის.
-სანდრო გახსოვს მამიდაშენმა,რომ მოგვცა კლინიკის სავიზიტო ბარათი?
-კი.
-დღეს წავიდეთ,გთხოვ!-უთხრა ლილემ და თან ბავშვურად ყელზე ხელი გამოიწია.
-მე წავალ ლილე,არ მინდა იმ გარემოში იქ რომ იყო.-უთხრა სანდრომ და ხელი შემოხვია წელზე.
-მინდა,რომ შენს გვერდით ვიყო!
-არა ლილე,მარტო წავალ.-უთხრა სანდრომ და ტუჩებზე ნაზად დაეწაფა.
-იცი,როგორ მინდა ბედნიერი ოჯახი გვქონდეს?მაგრამ რეალობას,როდესაც ვუბრუნდები აღარაფრის სურვილი მაქვს.-ტირილით თქვა ლილემ და თავი სანდროს მხარზე დადო.
-ლილე ვერ დაგავმშვიდებ,ვერც იმას გეტყვი,რომ ყველაფერი კარგად არის.ვერ მოგატყუებთ...-ხმაჩახლეჩილმა ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.
-ვიცი სანდრო.გთხოვ დღესვე წადი.-მუდარით შეხედა ლილემ.
-წავალ.
-ყველაფერი გააკეთე რაც საჭიროა.შემპირდი,რომ ბოლომდე იბრძოლებ.
-გპირდები!-ძლივს თქვა სანდრომ ეს სიტყვა,იმაზე მეტად გაუჭირდა,ვიდრე მას ეგონა.არაფერია იმაზე საშინელება,როდესაც შენს საყვარელ ადამიანს,რაღაცას პირდები,მაგრამ იმის გააზრება,რომ შესრულების პერსპექტივა დაბალია,უფრო და უფრო გიყინავს სისხლს ძარღვებში.

***
სახლში სულიერად დამძიმებული დაბრუნდა.ლასლასით შევიდა სამზარეულოში.მშობლების მზერამ მიახვედრა,რომ ყველაფერი უნდა მოეყოლა.მძიმედ მოკალათდა სკამზე და მათ შეხედა.
-კლინიკაში მიდის.
-უნდა გიხაროდეს ლილე!-აღფრთოვანება ძლივს დამალა დედამისმა.-მიხარია მაგ შეგნებამდე,რომ დახვედით.
-მეც მიხარია,მაგრამ მის გარეშე გამიჭირდება.-ტირილით თქვა ლილემ და თვალიდან ცრემლი მოიწმინდა.
-ყველანაირად გვერდში ამოგიდგებით.-უთხრა მამისმა და ოდნავ გაუღიმა.
-დიდი მადლობა.იმაზე მეტად ამაყი ვარ თქვენით ვიდრე წარმოგიდგენიათ.დიდი მადლობა,რომ ისევ მიმიღეთ.-ვერ დამსახურებული ბედნიერება სულ უფრო და უფრო უტევდა ლილეს.
-შენ ჩვენი შვილი ხარ!-უთხრა მამამისმა და თავზე აკოცა.
ყველაფერი დატრიალდა.
ბოლოს აღარც კი ახსოვს მამამ,როდის აკოცა.სიხარულის ცრემლები წასკდა და რაღაც გარდამავალი იგრძნო.ალბათ იგრძნო პატიების გემო,ოდნავ გაუღიმა დედას და ნელი ნაბიჯებით გაემართა.სუსტი ხელები მაგრად შემოხვია დედას და ყელში რამდენჯერმე აკოცა.

***
უკვე ოცი წუთი იყო გასული მას შემდეგ,რაც თეთრი უზარმაზარი შენობის წინ იდგნენ ლილე და სანდრო.ცრემლიანი თვალებით უყურებდა შენობას და თან სანდროს ხელს არ უშვებდა.იმაზე მეტად უჭირდა რეალობის შეგრძნება,ვიდრე მას წარმოედგინა.გულში საოცარი აფეთქებები ხდებოდა.ერთის მხრივ უხაროდა,რომ სანდრო მათთვის ბრძოლას აპირებდა,მაგრამ მეორე მხრივ ვერაფრით ეგუებოდა მის გარეშე ყოფნას.ყველაზე მეტად მტკივნეული განუსაზღვრელი დრო იყო.არ იცოდა რამდენ ხანში დამთავრდებოდა ეს ტანჯვა და სწორედ ამიტომ განიცდიდა ამ ამბავს ასე.ყველაზე ბედნიერი იქნება სანდრო რამდენიმე თვეში,რომ ნახოს მაგრამ ეს უბრალოდ ფანტაზიის ნაწილია,რომელსაც ახდენა არ უწერია.არც ის იცის სანდრო თუ გაიგებს მათი შვილის პირველ ტირილს.ამ ყველაფრის წარმოდგენამ უფრო მეტად დაუმძიმა გული,საშინელი მწვავე ტკივილი იგრძნო მარცხენა მხარეს და ინსტიქტურად სანდროს ხელს ჩაებღაუჯა.
სანდრო ამ ხნის განმავლობაში შეეცადა ლილესათვის არ ეგრძნობინებინა მდგომარეობის სიმწვავე.იმაზე მეტად განიცდიდა ამ ყველაფერს,ვიდრე გარეგნულად ჩანდა.ყოველი ის წამი გულს უღრღნიდა,რაც მათ გარეშე უნდა გაეტერებინა.იმის წარმოდგენა,რომ რამდენიმე კვირაში მათი შვილის გულის ცემას გაიგებდა ლილე,სიმწრისგან გააკანკალა.ბავშვური ეგოიზმით აევსო გული და ძლივს შეკავებული ცრემლით ლილეს მოეხვია.ასეთ მძიმე სიტუაციაშიც კი შეეცადა არ ეგრძნობინებინა ლილესთვის მისი მდგომარეობა.მიუხედავად იმისა,რომ ყველაზე მეტად უჭირდა ამ ყველაფრის ატანა,მაინც ფიქრობდა ლილეზე და ბავშვზე.პატარას გახსნებამ ღიმილი მოჰგვარა,გაუაზრებლად დასვა ლილე კლინიკის ეზოში მდგომ სკამზე.
-ლილეკო.-გაგუდული ხმით ამოიჩურჩულა სანდრომ.-ჩემი პატარა ლილეკო...ყველაზე ძლიერი ლილეკო...
-არ ვარ სანდრო ძლიერი.ძლიერი,რომ ვიყო ახალა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი.-კანკალით ძლივს მოაბა ორ სიტყვას თავი.
-დაწყნარდი გთხოვ.ჩვენს პატარაზე იფიქრე,ხო იცი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი მდგომარეობაა.მე კარგად ვიქნები.გპირდები.-გაბზარული ხმით უთხრა სანდრომ და მფეთქავ არტერიაზე ცხელი ტუჩები შეახო.
-გპირდები,რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ბედნიერებისთვის!სანდრო იცოდე,რომ აქ მე და შენი შვილი გელოდებით.
-აქ არ მოხვიდე ლილე.
-ხო იცი,რომ მოვალ?!
-გთხოვ.-გაგუდული ხმით ჩაილაპარაკა სანდრომ და სკამიდან წამოდგა.-გამიჭირდება ლილეკო.როგორ გგონია შენი ნახვა ხელს არ შემიშლის?გაბერილი მუცლით შენი ნახვა იმაზე მეტად დამამძიმებს ვიდრე შერ წარმოგიდგენია.შენი დანახვა და ჩემი აქედან გამოქცევა ერთი და იგივე იქნება ლილე.-ანერვიულებული გაუაზრებლად იქნევდა ხელებს.
-კარგი.-ყოყმანის შემდეგ ძლივს უთხრა ლილემ.-ახლა კი ჩამეხუტე...ისე,რომ ეს ჩახუტება დიდი ხანი მეყოს.-ცრემლმორეულმა ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.
იმაზე მეტად აუჩუყა ორივეს გული ნაცნობმა სურნელმა,რომ ნერვიულობისაგან ორივე სინქრონიულად აკანკალდა.შუა ეზოში,სადაც უამრავი ხალხი მოძრაობდა მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანი იდგა...ერთმანეთზე მიკრულები...აკანკალებული სხეულებით და ბევრი ცრემლით...
-მიყვარხარ.-ამდენი ხნიანი ურთიერთობისას პირველად გაიგო ლილეს ეს სიტყვები.საოცარმა ჟრუანტელმა დაუარა სანდროს.ცოტაც და ეგონა კანიდან ამოხტებოდა ამხელა ბედნიერებისაგან.
-მე თქვენ!-ძლივს ამოილუღლუღა და ლილეს მუცელს ნაზად შეეხო ჩურჩულით თქვა : ''მამას პატარა'' და საბოლოო კოცნა დაუტოვა ლილეს ცხელ ტუჩებზე.
მიმავალი სანდრო იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა ლილე,რომ ცოტაც და სიმწრისგან იკივლებდა.წაშლილი სახით იდგა ეზოს ცენტრში და მიმავალ სანდროს უყურებდა.დაბინდული თვალებით შეჰყურებდა მის სილუეტს,რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა.განწირული ხმით დაიკივლა მისი სახელი,მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გამვლელთა სიბრალულით სავსე მზერა დაინახა.
ვერც კი გაიაზრა ისე ჩაიკეცა და მიწაზე დაეცა.ვერც ფიზიკური ტკივილი იგრძნო და ვერც ხალხის გაოცებული მზერა.მიწაზე პირქვე დაემხო და დაუძლურებულმა თვალები დახუჭა.ყველა ის ემოცია ერთიანად ამოხეთქა რასაც ამდენი ხანი იკავებდა.საოცარი შვება იგრძნო,რაღაც გაუაზრებელი.მზის სხივების მიეფინა სახეზე და გაუაზრებლად გაეღიმა.ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდა აფექტურ მდგომარეობაში,რომ არა მოხუცი ქალი,რომელიც ლილეკოს გაოცებული წამოსდგომოდა თავს.
-ადექით გოგონა!ძირს რატომ წევხართ?-გაოცებულმა იკითხა მოხუცმა.ჩაწითლებული თვალებით შეხედა ლილემ მოხუცს და ხმაჩახლეჩილმა უთხრა.
-ველოდები.
-აქ?-გაოცებას ვერ იაკვებდა მოხუცი.
-კი.მალე მოვა.-ღიმილით უთხრა ლილემ.
-რას ამბობ შვილო?როგორ შეიძლება მიწაზე წოლა.გაცივდები შვილო...-აწყლიანებული თვალებით შეხედა მოხუცმა და დამჭკნარი ხელები ლილეს ნაზ და გლუვ კანს ჩამოუსვა.ვერც კი მიხვდა მოხუცი ისე ჩაიკეცა ლილეს წინ.
-აქ რომ არ დავხვდე გაბრაზდება!-ძლივს ამოილუღლუღა ლილემ.გაოცებული მოხუცი ლილეს ჩაწითლებულ თვალებს უყურებდა და ხვდებოდა,რომ რაღაც უჭირდა.
-სკამზე დაჯექი შვილო.-გოგონას ნატანჯმა სახემ უფრო დაამძიმა მოხუცი და ძლივს უთხრა ლილეს.
-ღმერთო...-ხმამაღალი ტირილი წასკდა ლილეს და თვალებზე ხელები აიფარა.-დამიბრუნე ღმერთო!-მთელი ხმით გაჰკიოდა ლილე.გაოგნებული მოხუცი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და აღარ იცოდა რა ექნა.
-კარგი დაველოდოთ!-უთხრა ღიმილით მოხუცმა და მიწაზე ლილეს გვერდი დაიკავა.
და მაინც რამხელა მნიშვნელობა აქვს რწმენას...
რომ მოვა...
***
იმაზე მეტად გაუჭირდა დაცარიელებულ სახლში შესვლა,ვიდრე მას წარმოედგინა.ამდენი ემოციისაგან დაღლილი ძლივს მილასლასდა სავარძლამდე.თავი აკანკალებულ ხელებში ჩარგო და არაადამიანური ბგერები ამოუშვა.კარგად ხვდებოდა,რომ მისი ასეთი გამოხტომა ჭირვეული ბავშვის საქციელს წააგავდა,მაგრამ გულს ამას როგორ აუხსნიდა?!ჰაერივით სჭირდებოდა სანდროს გვერდში დგომა,ერთი მარტივი მიზეზის გამო...თანადგომა და სითბო უნდოდა.არ არის მარტივი შენი ცხოვრება მთლიანად ამოატრიალო,რადიკალურად შეცვალო და იმის გააზრება,რომ შენს არეულ ცხოვრებაში ახალი სიცოცხლე გაჩნდა ეს საერთოდ ყველაფერს ცვლიდა.ისევ შვილის არსებობამ მოიყვანა გონს.ოდნავ ჩაეღიმა და სამზარეულოში გავიდა.ასეთ რთულ მომენტშიც კი ზრუნავდა ჯერ არ დაბადებულ სიცოცხლეზე...ორი მწვანე ვაშლი აიღო და წვენი გააკეთა.სანდრო გაახსნედა,მისი მზრუნველობით.გულში საოცარი ჩხვლეტა იგრძნო,მაგრამ შეეცადა აღარ ეტირა.ხვდებოდა,რომ ტირილი მხოლოდ და მხოლოდ მის სისხლს და ხორცს ავნებდა. დიდი ძალა იგრძნო მომენტალურად და ბედნირებისაგან გაეღიმა.და მაინც რა უცნაურია ეს ცხოვრება?არ არსებობს აბსოლიტურად ბედნიერი ან უბედური ადამიანი.რაღაც დოზით მაინც ყველას ანიჭებს ამ ორი გრძნობის შეგრძნების უფლებას.განა შეიძლება ერთსა და იმავე წუთს ბედნიერიც იყო და უბედურიც?!
მწვანე სითხით სავსე გამჭირვალე ჭიქა მაგიდაზე დადო და საწოლზე წამოწვა.საწოლზე არსებული სანდროს სურნელი კიდევ ერთხელ შეიგრძნო და კენტად არსებული ცრემლი მოიწმინდა.გაზაფხულის მზიან ამინდშიც კი იგრძნო მომაკვდინებელი სიცივე.სულის სიცივე...ინსტიქტურად წამოდგა და კარადამდე ლასლასით წავიდა.დაკეცილი პლედი აიღო,მაგრამ ძირს დავარდნილა ბლოკნოტმა გააშეშა.იმის წარმოდგენამ,რომ შეიძლებოდა ეს სანდროს დღიური ყოფილიყო უფრო მეტად აანერვიულა.სადღა ახსოვდა სიცივე?!საწოლზე უსულოდ დაეცა და აკანკალებული ხელი ჩამოუსვა შავ ყდას.ინსტიქტურად გადაშალა პირველი ფურცელი და შავი კალმით დაწერილმა მისმა სახელმა გააოგნა.''ლილეკოსთვის''...ამ ერთმა სიტყვას გაშტერებული უყურებდა რამდენიმე წუთის განმავლობაში.ვეღარც იმას გრძნობდა,რომ ცრემლები ინსტიქტურად სდიოდა.შვილისადმი მიცემული პირობაც კი დაავიწყდა.
აცახცახებულ სხეულზე პლედი შემოიფარა და კითხვა დაიწყო.
''ლილეკო შენ თუ ამას კითხულობ,ესე იგი ჩვენს სახლში ხარ.იმაზე ბედნიერი ვარ ვიდრე შენ წარმოგიდგენია.ახლა ზუსტად ვიცი,რომ ტირი,მაგრამ სატირალი არაფერი გაქვს.რა მნიშვნელობა აქვს მანძილს ან დროს,როდესაც სიყვარულია.სადაც არ უნდა ვიყო ხო იცი,რომ თქვენ ორი ყოველთვის მეყვარებით.მხოლოდ თქვენს გამო ვცდილობ შეცვლას და ყველაზე მეტად შენი სიძლიერე მჭირდება.ცრემლები მოიწმინდე ლილეკო!
გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა?
როდესაც დაგინახე მაშინვე ვიგრძენი რაღაც ამოუცნობი.რომ გითხრა ერთი ნახვით შემიყვარდი-თქო,ვიცი გაგეცინება.უბრალოდ მომეწონე.შენმა გრძელმა თმამ,რომელსაც წამდაუწუმ ისწორებდი დამადებილა.გაოგნებული გიყურებდი,მიკვირდა დედამიწაზე უფრთო ანგელოზის არსებობა.რა არ ვიფიქრე...ისიც კი წარმოვიდგინე,რომ უხეში იქნებოდი...უჟმური და თვითკმაყოფილი...მაგრამ შენმა დაბნეულმა სახემ და აწითლებულმა ლოყებმა ყველაფერი არია.იმაზე მეტად დამაბნია შენმა ბავშვურობამ,რომ ისიც კი გავიფიქრე ამას სპეციალურად აკეთებდი.
და ჩვენი მეორე შეხვედრა?
თხელი სიფრიფანა კაბა გეცვა.ქერა თმა ისევ უსწორ-მასწოროდ გეყარა ზურგზე.
შემთხვევით შეგეხე თმაზე და ჩემს სხეულზე არსებულმა ბუსუსებმა მიმახვედრა,რომ ცუდ დღეში ვიყავი...
გინდა პატარა საიდუმლო გაგიმხილო?სახლში მისული რამდენიმე დღე იმ ხელს დავყურებდი,რომლითაც თმაზე შეგეხე.არ დამცინო რა ლილეკო!
უბრალოდ ჩემთვის ეს ყველაფერი პირველი იყო და იმაზე ტკბილი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი.
პირველად შენზე იცი როდის გავბრაზდი?
ალექსანდროვის ბაღში იყავი ისე ჩამიარე არც კი შემომხედე.ღიმილიანი სახე უცბად სიმწრით შემეცვალა,გაოგნებული ვიდექი შუაგულ სკვერში და ისევ შენს მოფრიალე თმას ვუყურებდი...ისე გავბრაზდი მახსოვს მთელი ერთი კვირა შენზე ფიქრიც კი ავუკრძალე საკუთარ თავს.
გაბრაზება მალევე გაქრა,მაგრამ შენი მონატრება არაფრით არ ქრებოდა.ვეღარსად გნახე,სად აღარ დავდიოდი.მოსიარულე ზომბი ვიყავი,რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ შენი ნახვა უნდოდა.მაგრამ ხო იცი ჩვენი ბედი ცაში,რომ არის დაწერილი?!ხოდა ამიტომ ჩვენმა მფარველმა ანგელოზმა შეგვახვედრა ზაფხულის ბოლოს...ისეთი ლამაზი იყავი რამდენიმე წამი გაოგნებული გიყურებდი.მაგრამ შენი გარეგნობა რა მოსატანი იყო შენს სულის სილამაზესთან?!შენი დაბნეული თვალები სულ მთლად მაგიჟებდა და შედეგიც გამოიღო შენმა თვალების ცეცებამ...ხედავ რა მაგრად შემაბი?''
ყველა ემოციამ იხეთქა ლილეს გულში.ყველა ის მომენტი გაახსენდა,როდესაც სანდრო ნახა.ვერასდროს წარმოიდგენდა თუ სანდროზე თავიდანვე ასეთი გავლენა მოახდინა.ალექსანდროვის ბაღში კი მართლა არ შეუმჩნევია.იმდენად მოუნდა სანდროსთვის ბოდიში მოეხადა,რომ გული შეეკუმშა.იმის გააზრება,რომ ამ ინციდენტზე ასე გაბრაზდა ოდნავ გაეღიმა.თავი მძიმედ დადო ბალიშზე და სანდროს მომღიმარე სახე წარმოიდგინა.იმდენად უნდოდა ჩახუტებოდა და კოცნით დაეხრჩო,რომ ინსტიქტურად ბალიშს შემოხვია ხელები.საკუთარ საცოდაობაზე უფრო მეტად აუჩუყდა გული.არ უნდოდა ტირილი,მაგრამ როდის იყო ემოციები ადამიანებს რამეს ეკითხებოდნენ?ისე უცბად ამოხეთქავენ,როგორც ვულკანი-ლავას.
იმდენად იყო დაუძლურებული ამდენი ემოციისაგან,რომ ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებოდა.სანდროს სიტყვები უტრიალებდა თავში ''შენი სიძლიერე მჭირდება''...მაგრამ იმაზე უფრო მეტად ატირდა,რომ სანდროს დანაპირებს ვერ უსრულებდა.ხელები ოდნავ დასცხო ლოგინს და მთელ ხმაზე დაიკივლა.
-სანდრო მინდა!
იმედი ჰქონდა,რომ მოვიდოდა.
ან უბრალოდ დიდი რწმენა...მაგრამ რწმენა ხო უმთავრესია.მადლობა უფალს,რომ ადამიანებს რწმენის მცირე დოზა მაინც შემოგვრჩა!

***
მარტოობის და მონატრების მეხუთე საათი იწყებოდა.
მოკუნტული იწვა საწოლზე,სანდროს მაისური ჰქონდა მიხუტებული და სივრცისკენ უაზროდ იყურებოდა.აღაც იმის ძალა ჰქონდა,რომ დღიურის წაკითხვა გაეგრძელებინა.ზედმეტი იყო ამდენი ემოცია ერთი დღისთვის.
მთელი ღამე ტირილში გაატარა.იმდენად იყო ემოციურად დამძიმებული,რომ ნერვიულობისაგან კანკალი დაიწყო.ცრემლებით დაბინდულ თვალები სულ მთლად ჩაშავდა და ბოლოს იგრძნო თბილი ხელების შეხება.გაეღიმა და უმალ იგრძნო შვება.ჩაეძინა...
მონატრება ძალიან ბევრ რამეს ცვლის.
იმდენად დიდი იყო იმის სურვილი,რომ სანდრო მოსულიყო წარმოსახვითაც კი იგრძნო მისი თბილი ხელები.რა მნიშვნელობა აქვს იმას მართლა მივიდა თუ არა?!რაც მთავარია იგრძნო...
მთელი ღამე გაყვა არ არსებული სითბო.მასაც დამშვიდებულს ეძინა და ხანდახან სახეზე ღიმილი ეპარებოდა.მზის შემაწუხებელმა სხივებმა გააღვიძა.ღიმილით გადაბრუნდა მეორე მხარეს,იმის იმედით რომ სადმეს სანდროს მომღიმარ სახეს შეხედავდა,მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი ოთახი დახვდა.ისევ ისსურათები...ფანჯრის რაფაზე მდგარი ტიტები,მაგრამ სანდრო არსად იყო...იმაზე მწარე იყო რეალობაში დაბრუნება ვიდრე სანდროს წასვლა.თვალები მომენტალურად აევსო სითხით.თავში ათასი ფიქრი ერეოდა,მაგრამ მიხვდა რომ ეს ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფი იყო.თავი ხელებში ჩარგო და ატირდა.მთელი ძალით ჰქონდა ხელებში ჩაბღაუჭებული პლედი,თითქოს ყველა ის სულიერი სიმძიმე მასზე გადაჰქონდა.ფეხზე წამოხტა და სააბაზანოში შევარდა.სარკეში საკუთარი თავის ანარეკლის ნახვამ გააოცა.იმაზე საცოდავად გამოიყურებოდა ვიდრე წარმოიდგენდა.განა ჩაწითლებულ თვალებს დარდობდა?!მხოლოდ და მხოლოდ ჩამქვრალი თვალები აშინებდა.ტანში საშინელი სიცივე იგრძნო,მაგრამ არც ეს შეიმჩნია.სახე ცივ წყალში ჩაყო და თვალები დახუჭა.მიძინებული და მკვდარი უჯრედების გაცოცხლებისაკენ ლამობდა.ვეღარ იტანდა საკუთარი თავის სისუსტეს და ვერც იმას,რომ საკუთარ შვილს ასეთ დღეში აგდებდა.ჰაერის უკმარუსობამ შეაწუხა და იძულებული გახდა აკანკალებული სახე წყლიდან ამოეღო.საკუთარ თავს ყოველ წამს უმეორებდა,რომ სისუსტე არ გამოეჩინა,მაგრამ ადამიანებს ვინ გვეკითხება?!ყველა ის შინაგანი იმედგაცურება და ტკივილი ისე ამოხეთქავს,ჩვენ ვერც კი ვიაზრებთ.მხოლოდ ბოლოს ვგრძნობთ,როდესაც საკუთარ საცოდაობას ვხედავთ.

***
მშობლების დანახვამ ოდნავ შეუმსუბუქა მდგომარეობა.დედის სუსტ სხეულს აკანკალებული ხელი შემოხვია.შვილის წაშლილმა სახემ გული ატკინა თამარს.სიტყვებს ვერ პოულობდა,არ იცოდა რა ეთქვა შვილისთვის.
-ლილე რამდენი ხანია არ გიჭამია?-ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა თამარმა შვილს.
-არ მახსოვს დედა.-ტირილით თქვა ლილემ.
-წამოდი ახლავე სამზარეულოში!-იმდენად შეუვალი იყო თამარი,რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა.ბავშვურად აუჩქარდა გული,მომენტალურად უდიდესი სიხარული იგრძნო,რამაც სახეზე ბედნიერების ღიმილი მოჰგვარა.
-დე შენ რომ იცოდი ხოლმე ისეთი კარტოფილი შემიწვი.
-ოღონდ შენ ჭამე და რასაც მეტყვი იმას გაგიკეთებ.-ღიმილით უთხრა თამარმა შვილს.
-დედა ჯერ მეორე დღეა და უკვე აღარ შემიძლია.
-ლილე მისმინე ახლა.-თამარმა რამდენიმე ახალი კარტოფილი თასში მოათავსა და შვილის წინ დაჯდა.-ცოტა უნდა მოითმინო დედიკო.ვიცი როგორი რთულია შენს მდგომარეობაში ემოციების კონტროლი.ისიც კარგად ვიცი,რომ სანდროს გვერდში დგომა გჭირდება.ის მხოლოდ თქვენს გამო წავიდა კლინიკაში,უნდა სრულფასოვანი ოჯახი შეუქმნას თქვენს შვილს,შენ კი საკუთარ თავს არ უვლი და შენი სიჯიუტით ბავშვს საფრთხეს უქმნი.
-შენ რა გგონია მე მინდა,რომ ჩემს შვილს რამე დაემართოს?-ძლივს შეკავებული სიმშვიდით იკითხა ლილემ.-მე უბრალოდ სანდრო ჰაერივით მჭირდება.ოთხი წელია რაც ერთად ვართ აქედან ორ წელზე მეტი ერთად ვცხოვრობდით და რატომ არავის გესმით,რომ მის გარეშე ცხოვრებას ჯერ ვერ ვსწავლობ?-თითქმის წამოიყვირა ლილემ.
-მესმის შვილო,მაგრამ დაიმახსოვრე,რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული,სანდროს გამოსწორება და რაც მთავარია თქვენი შვილის ჯანმრთელობა!
-მზად რომ იქნება დამიძახე.-აღარ იცოდა რა ეპასუხა და ამიტომ სამზარეულო ანერვიულებულა დატოვა.
რამდენჯერაც მის ძველ ოთახში შევიდა,იმდენჯერვე სანდროს და მისი შეყვარებულობის პერიოდი გაახსნედა.ძველი მოგონებების გახსენებისას გაუაზრებლად გაეღიმა.ფანჯრის რაფაზე მის საყვარელ ადგილას ჩამოჯდა და ჩანთიდან სანდროს დღიური ამოიღო.ხელის კანკალით გადაშალა და კითხვა განაგრძო.
''ლილეკო ის დღე გახსოვს წვიმაში რო მოვყევით?
ახლაც კი მეღიმება.გაწუწული წიწილა იყავი.მაშინ მთელ ხმაზე,რომ ვხარხარებდი აი ეს იყო მიზეზი.შენ კი ვერც მიხვდი.შენ თავს გეფიცები მართლა პატარა წიწილა იყავი.ისეთი მობუზული იყავი და თან თმა ისე გქონდა აბურძგნული,რომ ეგრევე ბებიაჩემის წიწილები წარმომიდგნენ თვალწინ.ახლა მანდ,რომ ვიყო დარწმუნებული ვარ გამებუტებოდი.ტუჩებს სასაცილოდ გამოვურცავდი და ზურგს მაქცევდი,იმის იმედით რომ შეგირიგებდი.შენი ლამაზი თვალებიდან წამოსული ცრემლები სასწრაფოდ მოიშორე ლილეკო!(ნუ გეშინია არ გითვალთვალებ,უბრალოდ იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე შენ წარმოგიდგენია.)
ის გახსოვს ჩვენს პირველ ''ოფიციალურ'' შეხვედრაზე ტალახში რომ ჩავარდი?ახლაც ვზივარ მარტო და ბოლო ხმაზე ვხარხარებ.ისეთი სასაცილო იყავი,დარწმუნებული ვარ ის მომენტი არასდროს ამომივარდება თავიდან.თეთრი კაბა გეცვა და ''ციდან ათ მეტრზე'' იდექი,შენდა საუბედუროდ მთელი ორი დღე გადაბულმად წვიმდა,ამიტომ სადაც დიდი გუბე ნახე იქ ჩახტი.იმის მერე ის ფეხსაცმელი აღარც ჩაგიცვამს...
საგულდაგულოდ დახვეული ქერა თმა წამში შეგეღება ყავისფრად.აი მაშინ წიწილა აღარ იყავი...მაშინ საყვარელი გაპრანჭული ბაყაყი იყავი.''
ყველა მოგონება ერთად გაახსენდა.ისე წასკდა სიცილი ვერც კი მიხვდა,ყველა ის წუთი და მომენტი გაახსენდა,რამაც უდიდესი ბედნიერება მიანიჭა.ბედნიერებისაგან გაეღიმა,მაგრამ არსებულ მონატრებას ვერაფრით ივიწყებდა...


***
სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა ლილეს და პატარას შეხვედრა.მართალია ვერაფრით იგებდა როგორი იყო მისი შვილი,მაგრამ იმის წარმოდგენა,რომ მის გულის ცემას მოუსმენდა სიცოცხლეს უფერადებდა.მაინც რა საოცრებაა,ასეთი პატარაა და უკვე ამდენი კარგი რამ მოუტანა მის პატარა ოჯახს.
ნაზად გადაისვლა ამობურცულ მუცელზე ხელი და ბედნიერებისაგან გაეღიმა.უკვე მეხუთე თვეში იყო,მაგრამ წინასწარ ფიქრობდა როგორი ოთახი ექნებოდა მის პატარას.ის კი არა უკვე გეგმავდა ცურვაზე შეყვანას.საკუთარ სისულელეებზე გაეცინა და ხის მუქ კარზე ოდნავ მიაკაკუნა.
-მობრძანდით.-ექიმის დაღლილი ხმა გაისმა.-როგორ ხარ?-ღიმილით შეხედა ლილეს.
-უკეთ.მემგონი ყველაფერი უკეთ არის.-ღიმილით შეხედა ექიმს.
-ჰემოგლონინი შედარებით აგეწია.ძალიან კარგი.-სათვალე მოიხსნა და ლილეს გაბერილ მუცელს შეხედა.-სქესი გავიგოთ ხო?
-კი,ერთი სული მაქვს.-სიხარულით წამოიყვირა მან.
-გოგოა.
საოცარმა ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში.
მომენტალურად სანდროსთან დიალოგი გაახსენდა.იცოდა,რომ ძალიან უნდოდა სანდროს გოგო,ლილესნაირი ქერა გოგონა...

***
25 ივნისის დადგომა იმაზე მეტად სტკენდა გულს,ვიდრე სიმარტოვე.ეს პირველი შემთხვევა იყო,როდესაც სანდროს დაბადების დღეს ვერაფერს აკეთებდა,ვერ ულოცავდა ღამის პირველ საათზე,ვერ უცხობდა ტორტს და რაც ყველაზე მთავარია ვერ კოცნიდა გაბუშტულ ტუჩებზე.
წამიერად გაუელვა თავში გენიალურმა იდეამ.საკუთარი იდეეით კმაყოფილმა გაიღიმა და შუშის მაგიდასთან ჩამოჯდა.სულ ხუთი ფოტო ჰქონდა მათი პატარა გოგონასი.პირველ ფოტოზე ვერც კი გაიგებდა ადამიანი რა იყო,მაგრამ დანარჩენებზე უკვე ნათლად ჩანდა პატარა არსების სხეული.
ვარდისფერ კონვერტში ჩადო სურათები.მისალოც ბარათი და საწერი კალამი აიღო,მაგრამ უჭირდა რამის დაწერა.იმაზე რთული გამოდგა,რამის დაწერა ვიდრე მას ეგონა.
''საყვარელო მამიკო,
გილოცავთ,ორივე მთელი გულით.გვინდოდა შენთან ერთად შევხვედრილიყავით შენს დაბადების დღეს,მაგრამ ეს შეუძლებელია.ვეღარაფერს ვამბობ...უბრალოდ იცოდე,რომ მე და ჩვენი პატარა გელოდებით.
იმედი მაქვს ამ კონვერტის ერთ-ერთი ფრაგმენტი რაღაცას მიგანიშნებს.''
კმაყოფილმა გადაიკითხა წერილი და კონვერტში ჩადო.
იმედი ჰქონდა ლილეს,რომ ეს ვარდისფერი კონვერტი მიახვედრებდა სანდროს მათი გოგონას არსებობას.




***
თხუთმეტ სექტემბერს მოევლინა ქვეყანას პატარა ანგელოზი.სანდროს მოსაზრება გამართლდა...ულამაზესი,ქერა გოგონა იყო.იმდენად დალაგებული სახე ჰქონდა, ვერავინ იფიქრებდა,რომ მხოლოდ და მხოლოდ 1 საათის იყო.
ლილე აკანკალებული ხელებით მიიხუტა პატარა სხეული გულზე.მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ბედნიერი იყო,მაინც აკლდა სანდრო...ვერავის უზიარებდა ბედნიერებას და ტკივილს,აცრემლიანებული თვალებით დაჰყურებდა ფითქინა არსებას და გაურკვეველ რაღაცეებს ეჩურჩულებოდა.ლილეს გულში საოცარი არეულობა იყო,გვერდით მშობლები ჰყავდა,მაგრამ თავს მაინც მარტო გრძნობდა,უნდოდა პატარა პირველად მხოლოდ მას და სანდროს ენახათ,მაგრამ სურვილი მხოლოდ სურვილად დარჩა...
-ანგელოზია.-აცრემლიანებული თვალებით შეხედა შვილიშვილს და ლილეს თმაზე ხელი გადაუსვა.
-ზუსტად შენნაირია ლილე.-ბედნიერებისაგან გაბრწყინებული თვალებით შეხედა დავითმა შვილს.
-მადლობა ღმერთს,რომ ჯანმრთელია.-ხმაჩახლეჩილმა ამოილუღლუღა და თავი ბალიშზე დადო.
-რას დაარქმევ ლილე?
-არ ვიცი დედა.მე და სანდრომ ვერ მოვასწარით ამაზე საუბარი.-ტკივილნარევი ხმა ამოუშვა და თვალები დახუჭა.
-შენ რა გინდა,რომ დაარქვა?-არ ეშვებოდა ნინო შვილს.
-დეა.-უცერად წამოსცდა და შვილს დახედა.-დეა უნდა დავარქვა.-სულელივით გაეღიმა და შვილს ნაზად შეახო ტუჩები.

***
სულაბერიძეების ოჯახში სრული ქაოსი იყო.დღე და ღამე მხოლოდ დეას ტირილის ხმა ისმოდა.მას ლილეს ტირილიც აყვებოდა და საბოლოოდ სახლი საგიჟეთს ემსგავსებოდა.ვერაფრით იგებდა ლილე საიდან ჰქონდა ასეთ პატარას ამხელა ენერგია.იმდენად ჭირვეული იყო,რომ ვეღარ იგებდა რა გაეკეთებინა.ბოლოს იმდენად ანერვიულდებოდა ხოლმე,რომ მთელ ხმაზე იწყებდა ტირილს.ისედაც ძალიან უჭირდა ასეთ სიტუაციაში მხნედ ყოფნა,მაგრამ საკუთარი შვილის ხათრით ყველანაირად ცდილობდა საკუთარ თავს მორეოდა,მაგრამ დეას გაუთავებელი ტირილი ყველანაირ ენერგიას აცლიდა.
დეას თვეები ემატებოდა,მაგრამ ხასიათი აკლდებოდა.ლილე კი მხოლოდ ძვალი და ტყავიღა იყო შემორჩენილი,მთელი ღამის ნათენები მაინც არ აძლევდა ნინოს იმის უფლებას,რომ დეასთვის მიეხედა.თითქოს ამაში,რაღაც შვებას პოულობდა,უნდოდა რომ დატანჯულიყო,იმ დიდი ცოდვის გამო,რაც დეასთან ჰქონდა ჩადენილი.
პატარა ქალბატონი მუცელზე ეწვინა,იმდენად იყო დაღლილი ყოველდღიურობით,რომ თვალები მასაც წამში მიელულა.მხოლოდ და მხოლოდ პატარას სითბოს გრძნობდა,რაც უფრო მეტად თენთავდა.ტკბილი და სასიამოვნო სიზმრებიდან სიცივის შეგრძნებამ გამოარკვია.ნელა გაახილა თვალები და იმ საყვარელ თვალებს წააწყდა,რომელიც ასე ენატრებოდა.გაოგნებული უყურებდა მომღიმარ სანდროს და უფრო მეტად ეპარებოდა რეალობაში ეჭვი.
-მელანდები ხო?-ტირილით იკითხა და სახეზე ხელები აიფარა.
-ხო.-სიცილით უპასუხა სანდრომ და დეა,რომელიც ხელში ეკავა საწოლში ჩააწვინა.-შემომხედე ლილეკო!-აკანკალებული ხელი შეახო მოცახცახე ლილეს და მის საყვარელ თმას ხელი ნაზად შეახო.
-სანდრო,-ტირილით ამოილუღლუღა და საყვარელ სხეულს ჩაეხუტა.-შენ მე გამაგიჟებ,ასე როგორ მოხვედი,გაუფრთხილებლად...არ გეცოდები მაინც?-ტირილნარევი ხმით ლუღლუღებდა და სანდროს მაისურს ებღაუჭებოდა.
-მომენატრე.-გაბზარული ხმით ამოიჩურჩულა და ლილეს ტუჩებს შეეხო.-ერთ წელზე მეტია არ შეგხებივარ ლილე.
-აღარ შემიძლია მეტი სანდრო.
-დამთავრდა ლილე,ყველაფერი წარსულშია.-თბილი ტუჩები შეახო შუბლზე.-ვარდისფერი კონვერტმა მიმახვედრა,რომ გოგო იქნებოდა ჩვენი შვილი,იცი რა დამემართა?გიჟივით ვყვიროდი მთელი დღე.რა დაარქვი ლილე?
-დეა.-ბედნიერებისაგან გაეღიმა და თეთრი საწოლიდან პატარა არსება ამოიყვანა.
-ჩემი ორი ქერა სიცოცხლე!-აკანკალებულმა შეახო შვილს ტუჩები და ლილეკო მიიხუტა.


***

ბოლოს კი ერთი რამის თქმა შემიძლია ყველაფერი შესაძლებელია,ისეთი ადამიანის ''შემობრუნებაც'',რომელიც ძალიან არის აცდენილი დედამიწას.უბრალო მცირე პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით ამას,მთავარი ალბათ რწმენაა და ყველაფერი კარგად იქნება.
პირობისამებრ დავასრულე ეს ისტორიაც,იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ.



№1  offline წევრი BvBArMy

ვაიმე ძალიან კარგი იყო >_< :'(
--------------------
I Hate Everything About You

 


№2  offline წევრი რახელი

ძალიან კარგიი იყოოო...გეთანხმებიი მთავარია მოინდომოო და ყველაფრის შეცვლა და თავიდან დაწყებაა შესაძლებელია.

 


№3  offline წევრი Pessimist

დიდი მადლობა. love

 


№4  offline წევრი kurt cobain

ღმერთო ჩემო მთელი მოთხრობის კითხვის დროს ცრემლები თავისით მომდიოდა. ❤

 


№5  offline წევრი marisa

ჯერ ერთი, მინდა აღვნიშნო, რომ ვერ ვხვდები, ეს ნიკი რატომ გაქვს?! პესიმისტი კი არა, ოპტიმისტი ხარ შენ :) მეორეც, რა ვქნა, არ მგონია ასე მარტივი ნარკომანიისგან თავის დაღწევა. არ შემიძლია ასეთებთაბ ურთიერთობა. შეიძლება, ვიცნობ ეგეთს ვინმეს და არ ვიცი. უბრალოდ, საზიზღარი დამოკიდებულება მაქვს, თორემ უამრავი მსახიობი თუ მომღერალი ყოფილა ნარკოტიკის მსხვერპლი, ვინც მე მიყვარს :))

 


№6  offline წევრი Pessimist

ცოტა დავიბენი ჩემს სახელთან დაკავშირებით.ერთი რამის თქმა შემიძლია მე პესიმისტი ვარ ჩემს რეალურ ცხოვრებაში და საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ,რომ ჩემი შინაგანი ამღვრეული სამყარო სხვას გადავდო,უბრალოდ ვერ ვიტან ამას.არ შემიძლია სხვა ადამაინებს მოვხვიო ჩემი აზრები,ეს მემგონი ძალიან მარტივი გასაგებია.
შეიძლება სიმსივნე ვერ დაამარცხო,ტუბერკულიოზი...შიდსი,მაგრამ ნარკომანიის დამარცხება შესაძლებელია,ეს მარტო ჩემი აზრი არ არის,დამტკიცებულია. winked
მსგავს თემას არ შევეხებოდი გამოცდილება,რომ არ მქონოდა.ჩემი უსაყვარლესი ადამიანი იყო ''ნარკომანი'',მონასტერში წავიდა და ზუსტად 3 თვეში სხვა ადამიანი ჩამოვიდა.იმ დღის შემდეგ ზუსტად ვიცი,რომ ნარკოტიკს აღარ გაკარებია.
ეს ერთი მარტივი მაგალითია და კიდევ რამდენი მსგავსია ცხოვრებაში?
ასე,რომ მასე მკაცრადაც ნუ შეხედავთ ამ თემას. winked

 


№7  offline წევრი coco girl

მიყვარხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent