შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური საფრთხე (IX თავი)


26-05-2015, 00:25
ავტორი N7
ნანახია 3 229

არ უყვარდა კომპრომისები დემეტრეს და ელენემ ძალიან კარგად იცოდა ეს, მაგრამ მაინც მოისურვა მასზე ეთამაშა, ისევე, როგორც მამაკაცი მანიპულირებდა მისი ნერვებით. არჩევანს არ უტოვებდა, რადგან იცოდა, რომ ასე, უბრალოდ, ხელს ვერ მოკიდებდა მამაკაცი და ვერ წაათრევდა იქ, საიდანაც ელენე გამოიქცა. იცოდა, რადგან კარგად ცნობდა დემეტრეს.
–სერიოზულად? – აღმოხდა რამოდენიმე წუთის შემდეგ გახევებულ დემეტრეს.
–სრულებით, – თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ელენემ.
–არა! – გაბრაზებულმა დაიყვირა და შეშინებული მაშო დაბლა ჩამოსვა. – ფეხებზე ელენე რას იტყვი! – ხელები მუშტებად შეკრა და ისე ძლიერად დაჰკრა ხელი კედელს, რამოდენიმე წამი დარტყმისგან გამოწვეული ხმის ექო გაისმოდა. – ჩემთან ერთად წამოხვალ და მის გარეშე! – გამოსცრა კბილებში.
–ხო? – გაბრაზებით წარმოსთქვა ქალმა. – თორე რა?
–თორეს არ გირჩევ, – ნიშნისმოგებით ააფრიალა საჩვენებელი თითი ჰაერში.
–დემეტრე, ტყუილად იმუქრები! არც გირჩევ ჩემი მოთმინების გამოცდას, რადგან უკვე ყველა ზღვარს გადასცდი! – დაიღრიალა ელენემ და მკერდზე მუშტები ძლიერად დასცხო. მამაკაცი არც შერხეულა, რაც სრულებით არ იყო გასაკვირი.
–ელენე, გეყო! – დაუღრიალა დემეტრემაც და მკლავებში დასწვდა, მაგრად მოუჭირა თითები და ქალს ტკივილისგან სახე დაემანჭა.
–რაებს აკეთებ, არაკაცო! – გაისმა თომას ღრიალი და ძლიერი მუშტი მოხვდა დემეტრეს სახეში.
დემეტრეს საქციელების კულმინაციისთვის არაჩვეულებრივი იდეა იყო, რატომაც არა, მაგრამ მამაკაცი დათმობას არ აპირებდა და ის იყო ცხვირიდან წამოსული სისხლი თითებით მოიწმინდა, დახედა, ჩაიღიმა და საპასუხო დარტყმისთვის მოემზადა, ელენემ შეჰკივლა:
–დემეტრე, არა!
შეჰკივლა და იატაკზე გაიშხლართა კიდეც. დაცემამდე რამდენიმე წუთით ადრეც იგრძნო თავბრუსხვევა, მაგრამ მზის სინათლეს ვერ ანახა, რადგან არც დრო ჰქონდა ამის და არც სიტუაცია იყო შესაფერი. არ თქვა და იმიტომაც მოუვიდა ასე. შეიძლება ვერაფერი ეშველათ, მაგრამ იატაკზე დაცემისგან მაინც ხომ იხსნიდნენ.
მძაფრმა სურნელმა ცხვირი მოსჭრა ელენეს. არ იყო უცხო, მაგრამ პაციენტის ამპულისთვის არც თუ კარგად მორგებული. შეირხა და თავი წამოწია. დემეტრე რომ დაინახა, ამოიხვნეშა და ბალიშს დაუბრუნდა. თავი ფანჯრისკენ შეატრიალა, არ სურდა მამაკაცისთვის შეეხედა და ისე იკითხა:
–რა მოხდა?
დემეტრემ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, რადგანაც იცოდა, რომ რასაც ახლა ქალი გაიგებდა, მისთვის ადვილი არ იქნებოდა.
–შეგიძლია არ თქვა, ექიმი მეტყვის, – დაამატა რამოდენიმე წამის მერე, რადგანაც მამაკაცს ძალიან გაუჭირდა ამოღერღვა პასუხის.
–ორსულად ხარ, ელენე, – მიახალა დაუყონებლივ და ქალი შეშინებული წამოჯდა საწოლში.
–მეხუმრები, დემეტრე? – წამოიყვირა და თვალები იმხელაზე გააფართოვა, ლამის შუბლს ააცილა ისეც გრძელი წამწამები.
–არა, – ნერვიულად თქვა და დაცვარული სახის მოსახმენდად ხელის გულები გამოიყენა.
–შეუძლებელია, – ამოიკვნესა, – ორ თვემდე კავშირი არ გვქონია და... – წამოიყვირა და გაახსენდა ბოლო დროს მომხდარი არეულობები მის თავს, რომლის გაანალიზების საშუალება არ მოუცია პირადი ცხოვრების ქაოსს.
–სწორედ ორი თვის და რამოდენიმე კვირის ხარ, ელენე, – ფეხზე წამოდგა და ქალს მიუახლოვდა. – როგორც იქნა, მივიღებ ჩემი ცხოვრების ოცნებას, – გაუღიმა და შუბლზე თითები დაუსვა.
–შეცდომაა, დემეტრე, შეცდომა, – ამოიკნავლა საცოდავად და ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე.
–არავითარი შეცდომები, საქართველოში კი არ ვართ! – გაუღიმა ისევ და ცერა თითით მოწმინდა ჩამოგორებული ცრემლი.
–არა, დემეტრე, სხვაგან არის შეცდომა... – ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, რადგან ყელში გაჩხერილმა ბურთმა ხმა ჩაუხლიჩა.
–რა შეცდომა, ელენე? – აღმოხდა გაკვირვებულ დემეტრეს.
–ეს ბავშვი შენი არ არის, – ამოღერღა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ და დემეტრემ იგრძნო თუ როგორ მოეკვეთა მუხლები და სკამზე ინსტიქტურად დაეშვა.
იგრძნო, როგორია ღალატი; როგორია, როცა იგებ, რომ ის, ვინც ცხოვრებას ამჯობინე, გღალატობს, შენ წინ ვიღაც სხვას აყენებს და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, რადგან შენს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა ყველაფერი, რადგან ახლა შენ ხარ პაიკი.
რამდენიმე წუთი უაზროდ ფიქრობდა და ვერ გაეგო, როგორ გააკეთა ელენემ ეს, როგორ გაუკეთა დემეტრეს, რომელსაც მუდმივად სიყვარულს ეფიცებოდა, მაგრამ მერე ყველაფრის გასაღები მონახა. ელენეს მოთმინების, ელენეს სიწყნარის და ყველა იმ სიკეთის, რომლითაც ელენე ბოლო პერიოდში შემოიფარგლებოდა. მონახა და თავის თავზე ხელი აიღო.
–რატო გააკეთე ეს, რატო? – იღრიალა ბოლო ხმაზე და ელენე შიშისგან შეხტა. – მითხარი! რატო დაიკიდე ჩემი გრძნობები, ელენე, რატო შემომიბრუნე ცოდვები! – ღრიალებდა და კედელს უშენდა მუშტებს.
–იმიტომ, რომ თავად დაიწყე ყველაფერი! – გათამამდა ელენე და სითამამემ გულახდილობა შესძინა.
–არა! იტყუები! – მწყობრიდან გამოსულმა მისკენ დაიწყო სვლა. – იტყუები ელენე! – დაიღრიალა და კედელს მისცხო მუშტი, – ამის დედაც, სამაგიერო გადაწყვიტე?
–არა, დემეტრე, გეფიცები შენი შვილი არ არის, – აწყლიანებული თვალებიდან ჯერ ერთი წვეთი ჩამოგორდა, მერე მეორე მიჰყვა და წამიერად მონახეს თავიანთი ადგილი ქალის სახეზე. – არ მინდოდა ასე გამოსულიყო, – დამნაშავესავით ჩაღუნა თავი, მაგრამ, მიუხედავად დემეტრეს საქციელებისა, მისას არ ჰქონდა გამართლება, მაინც. ქალი იყო და მეტი მოთმინება მართებდა.
–არა, ელენე, არა! – ღრიალს არ წყვეტდა დემეტრე და გარედან ვიღაც, სავარაუდოდ ექიმი, ჩაკეტილ კარს ამაოდ ეჯაჯგურებოდა. – შეუძლებელია, ელენე, მითხარი, რომ მატყუებ და თავისუფლებას გაჩუქებ... – ვედრებაზე გადავიდა და ჭკუიდან გადასული ჩაიკეცა საწოლთან. – მითხარი, რომ მატყუებ, ამ ყველაფერს თავისუფლების წადილის გამო აკეთებ... გთხოვ, ელენე! – თითებზეკოცნიდა და იმას ამაოდ სთხოვდა, რაზეც ქალი ტყუილს არ აპირებდა.
–დემეტრე... – ამოიკნავლა საცოდავად ელენემ.
–არა, ელენე, ღადაობ! ელენე, შემომხედე და მითხარი, რომ ჩემი შვილი არ არის, – სახე მისკენ მოატრიალებინა და თვალებში ჩახედა.
რამდენჯერმე, ღრმად ჩაისუნთქა ელენემ და აცრელებული თვალები დაბლა დახარა.
–ვერ ამბობ, ხედავ? ვერ ამბობ... – გაუხარდა მამაკაცს.
–მაპატიე, – ამოიკვნესა ელენემ და ცრემლებს კიდევ ერთხელ მისცა თავისუფლების უფლება.
–წავიდეთ სახლში, ელენე, – უთხრა გახარებულმა დემეტრემ.
–არა, დემე, არ მინდა იქ... – ამოიკნავლა საცოდავად და მამაკაცის მაისურს ძლიერად მოუჭირა თითები.
–გთხოვ ელენე, ცოტა ხანიც გაუძელი, – შეევედრა მამაკაცი და ცხელი ტუჩები შუბლზე შეახო. პატარა ბავშვივით დაუქნია თავი ელენემ.
კარი გაუხსნა ექიმებს დემეტრემ, რომლებმაც ლამის მოკლეს მამაკაცი და საყვედურებით აავსეს. ბოლოს მწყობრიდან გამოსულმა ამერიკულად კარგადაც შეუკურცხლა ექიმებს და მოუხაზა, რომ ცალის სახლში წაყვანა სურდა, სასწრაფოდ. სასტიკად იუარეს ექიმებმა, მაგრამ ბოლოს კაცის დაჟინებულ თხოვნასთან ვერაფერს გახდნენ და დანებდნენ.
თომას და მაშოს გაუარეს და სახლისკენ წავიდნენ. მთელი გზა ხმის ამოღებას ვერ ბედავდა ელენე. ამ ჩახლართულ საქმეს რომ თომაც დაამატა, ვერ პატიობდა საკუთარ თავს. ეშინოდა შედეგების, რომლის მოტანა მის დაუფიქრებელ საქციელებს შეეძლო. ეშინოდა და არ უნდოდა კიდე შემცდარიყო, არადა ამ შიშმა მიიყვანა ყველაზე საზარელ გადაწყვეტილებებამდე. გარდაუვალს ვერ გადაუვლიდა.
თომას ყოველდღე სთხოვდა პატიებას, მაგრამ იმას კი ვერ ხვდებოდა, თუ რამდენად კარგი და სასიამოვნო იყო მამაკაცისთვის ელენესთან გატარებული ყოველი წამი. ეს უკანასკნელი იმდენად ლამაზი, მოხდენილი და სასიამოვნო ქალი იყო, რომ შეუძლებლად გახდომოდა თომას მის სიახლოვეზე უარის თქმა.
ელენეს არ გამოვია ტყუილი დემეტრესთვის ბავშვთან დაკავშირებით, რადგან არ შეეძლო მამაკაცისთვის ისეთი დარტყმა მიეყენებინა, როგორსაც იმის გაგონება მიაყენებდა, რომ მისთვის საყვარელი ქალი, სხვის შვილს ატარებდა მუცლით. თუმცაღა შეეძლო ბოლომდე გამოეყენებინა შესაძლებლობა მის საეჭვიანოდ, რადგან, როგორც თავად თომამაც თქვა, ჩათრეული იყო უკვე ამ თამაშში, უნდოდა თუ არა ეს.
ერთ ოთახში ეძინათ ელენეს და თომას, თუმცა ღამე ლამის ხანჯალს აღმართავდა ხოლმე ელენე საწოლის შუაში. მაშო, როგორც იქნა, მიაჩვიეს მარტო ძილს, ოღონდ არც მთლად მარტო, ირაკლისთან ერთად ეძინა, ერთ ოთახში.
დემეტრე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა საეჭვიანო არ ჰქონდა, მაინც კვდებოდა ეჭვიანობით და ხანდახან ეს საშინელი გრძნობა მხეცად აქცევდა ხოლმე.

იმ დილით საშინელი გუნებით გაიღვიძა დემეტრემ. ნამდვილად არ უნდოდა უარესად აეჭრა განწყობა თომასა და ელენეს წყვილის დანახვით, მაგრამ მოუწია. სამზარეულოში ფუსფუსებდნენ და დრო გამოშვებით იცინოდნენ კიდეც. საშინელ ხასითზე დააყენა ამ სანახაობამ, მაგრამ არ შეიმჩნია, არ გაახარა ელენე.
–მშია, – ისე, ვითომც არაფერიო, თქვა და შიშისგან შემხტარ ელენეს გახედა.
არ მოელოდა ქალი ქმრის ასე მალე გაღვიძებას და ცოტა დააფრთხო კიდეც გარემოებამ, რომელიც თომამ შექმნა.
–დილამშვიდობის, – თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა ელენემ და გულს უბრძანა გაჩერება, რაც, თავისთავად ცხადია, არ გამოუვიდა. – რას მიირთმევ?
–რაც არის, სულერთია, – ისეთივე ტონით ჩაილაპარაკა, როგორსაც წინადადება მოითხოვდა აზრობრივად.
–კერძი გავაკეთე, ხორცის, – ისევ თავისთვის ჩაილაპარაკა ელენემ და თომას თითით ანიშნა თეფშზე მომაწოდეო.
მიაწოდა. წელზე ნელა შეუცურა ხელი და თავზე მხურვალედ აკოცა. გაცოფებული წამოხტა დემეტრე.
–მოიცა! – წამოიყვირა და მაგიდაზე ძლიერად დაანარცხა იქვე მიდებული ნივთი.
გაოგნებული და შეშინებული მიაჩერდა ელენე ქმარს.
–ის არ გყოფნით, რომ ოთახი მომთხოვეთ ცალკე და ღმერთმა იცის ღამე რა ხდება თქვენ ორს შორის. ცოლი ფაქტიურად აღარ მყავს და ახლა ისიც გინდა წამართვა, რითიც ვამაყობ? – ღრიალებდა გაშმაგებული.
ნადია, ბავშვებიანად, გამოვარდა და დემეტრეს ეცა, თითქოს რამეს აპირებდა მამაკაცი, დააკავა.
–ხელი აწიე! – იღრიალა მწყტორიდან გამოსულმა მამაკაცმა.
–რა გემართება, დემე, – წვრილი, ნაზი ხმით წამოიძახა ნადიამ და კისერზე ჩამოეკიდა.
–ამის დედაც, დაახვიე! – ხელი აიქნია იმდენად ძლიერად, რომ ქალი მოიშორა და გაშმაგებულმა წაიწია ელენესკენ, რომელიც უკვე თომას უკან იმალებოდა.
–არც გაბედო და ელენეს არ მოუახლოვდე! – შეუღრინა თომამ.
–კრავი ხარ და გგონია შემაშინებ? – ირონიულად ჩაიღიმა დემეტრემ.
–არც ვაპირებ შეგაშინო, გაფრთხილებ, – წყნარად განაგრძობდა თომა გაგიჟებული დემეტრეს დამშვიდებას.
–მოდი აქ, – ხელში მაგრად ჩაავლო დემეტრემ ელენეს და მისკენ მიიზიდა.
__________________________________________
იმედია მოგეწონათ, ძალიან ჩავხლართე და შევეცდები მომავალი თავიდან კვანძების გახსნას შევუდგე.
მიყვარხართ მე თქვენ ძალიან და ისევ თქვენს გვერდში დგომას ვიმედოვნებ თბილებო <3



№1  offline წევრი tveni

ამ ელენეს ვერაფერი გავუგე რა უნდა საერთოდ.. ან ეს თომა რაშიჭირდება... რავიცი.. რავიცი..

 


№2  offline წევრი ფსიქო.13

shevkivle ise gamixarda...
uuf,elene nervebs mishlis tan dzaan :) martla ar momwons misi saacieli.
ibrzolos demestvis dda nadias aaxvevinos!
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№3  offline წევრი human

ვაიჰ , როგორ არ მეყო :(( მალე დადეე ძააან მაინტერესებს

 


№4  offline წევრი N7

დიდი მადლობა ჩემო კარგებო❤❤ ჩემმა ჩარლიმ იმდენი მოახერხა, რომ ორ ნაწილად გაყო სსაზოგადოების აზრები :დ იმედია მალე დაალაგებს ყველაფერს❤კიდევ ერთხელ უღრმედი მადლობა❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი lamazmani

აუ ძაან მაგარია გამიხარა ელენე რომ ორსულადაა ნადიას მასე რო მოექცა კაია მარა ეს თომა ნერვებს მიშლის ძაან მომწონს მაგარი გოგო ხარ უმაგრესი ძაან მიყვარახრ love love love

 


№6  offline წევრი N7

lamazmani
აუ ძაან მაგარია გამიხარა ელენე რომ ორსულადაა ნადიას მასე რო მოექცა კაია მარა ეს თომა ნერვებს მიშლის ძაან მომწონს მაგარი გოგო ხარ უმაგრესი ძაან მიყვარახრ love love love

მადლობა ჩემო უსაყვარლესო, მეც მიყვარხარ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

ვკითხულობ და ვერაფრით გავიგე:ვინ ვისი ვინ არის და ვის ვისგან რა უნდა:((.

 


№8  offline წევრი N7

grafo
ვკითხულობ და ვერაფრით გავიგე:ვინ ვისი ვინ არის და ვის ვისგან რა უნდა:((.

ვშიშობ თლა ყურადღებით ვერ წაგიკითხავს winked
ebe
მთლად ბრაზილიურ სერიალს არ დაამსგავსო გთხოვ... მე არც დემეტრესი მესმის და არც ელენესი.. როგორ უნდა მისცე შენს ცოლს უფლება სხვა კაცთან ერთად დაიძინოს ოთახში,მაგრამ რა ვქნა მომწონს ეს დემეტრე შენ კიდე ძალიან მაგარი გოგო ხარ და რაც არ უნდა დიდი დადო არ მყოფნის love

მეც მაგაზე მეცინებოდა დღეს რომ ვწერდი, ასეე როლებში ჯერ არ შევჭრილვარ wink ვეცდები ბრაზილიურზე მეტად ჩემსას დავამსგავსო winked დიდი მადლობა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent