შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა (თავი 9)


26-05-2015, 02:42
ავტორი PARVENU
ნანახია 12 682

888
-უპასუხისმგებლო, გატუტუცებული ბავშვი ხარ!-მომაძახა ჯერ კიდევ გაბრაზებულმა ტიმოთემ, როგორც კი სახლში შევაბიჯე.
-მე მეუბნებით?-გაოცებული გავტრიალდი და შუბლშეკრული ავაშტერდი, ჯერ კიდევ შემოსასვლელში გაჯგიმულს.
-შენ გარდა კიდევ ხედავ ვინმეს?!-ირონიულად აწკიპა წარბი.
-დიახ! თქვენ,-მივახალე გაღიზიანებულმა.
არავის არ ქონდა უფლება, ასე დამლაპარაკებოდა.
-ენას ამოგაცლი, შე პატარა ჭინკა!-ალბათ ნათქვამის ასასრულებლად გამოიწია ჩემკენ, მეორე სართულიდან, იანას ტირილი რომ შემომესმა და წამში მოვწყდი ადგილს.
გავიგე, როგორ მომყვებოდნენ უკან, მაგრამ ამისთვის არ მცხელოდა. ანერვიულებული შევვარდი ბავშვის ოთახში და ტირილისგან ლოყებ აწითლებული გოგოს ნახვისგან, გული შემეკუმშა.
-რა მოხდა, იანა?-მის წინ ჩამოვჯექი და თავი ავაწევინე.-რატო ტირი?
-რა სჭირს? ცუდადაა?-ფეხდაფეხ მომყვა ტიმოთეც და ხმააკანკალებულმა მომაყარა კითხვები,-ტკივა რამე?
-მეც მაგის გარკვევას ვცდილობ,-ტუჩებ აბზუებულმა ავხედე დაჟინებით მომზირალს,-იანა, გვითხარი, რა მოხდა? ცუდად ხარ?
გოგონა ისევ სლუკუნს აგრძელებდა და მუშტებით იგერიებდა აღაჟღაჟებულ ლოყებზე დადენილ მლაშე სითხეს. რამდენიმე ქერა კულული შუბლზე მიკვროდა და სიცხიანი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ფრთხილად შევეხე ცხელშუბლზე და გულზე მივიკარი აცახცახებული სხეული. ჩუმად ვბუტბუტებდი დამამშვიდებელ სიტყვებს და რიტმულად ვეფერებოდი თავზე.
-ბიძი, მითხარი, რამე გტკივა? ცუდად ხარ?-ვხედავდი ნერვიულობისგან როგორ უკანკალებდა მამაკაცს ხელები.
-დე-ედასთან მინდა!-ამოისლუკუნა და სახე ჩემ მკერდში ჩამალა.
შეწუხებულმა ავხედე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ კაცს და თვალებით დავუსვი კითხვა.
-ხვალ მივდივართ!..-გასცა ბრძანება და სწრაფად დატოვა ოთახი.
როგორც ჩანს, ბატონ ტიმოთეს, საშინლად არ მოსწონდა ატირებული ხალხი.

888
მეორე დილით უკვე თბილისის გზას ვადექით. ბავშვების მშობლები, როგორც ჩანს უკვე დაბრუნებულიყვნენ და სახლში გველოდებოდნენ.
ჩემებმა კი, არაფერი იცოდნენ, ჩემი დაბრუნების შესახებ. გაუფრთხილებლად მინდოდა თავს დავდგომოდი. ალბათ, გულის შეტევასაც დავმართებდი რომელიმე მათგანს.
როგორც იქნა, ერთი თვის ნატვრა ამიხდა და მშობლიურ კერას ვუბრუნდებოდი, მაგრამ რაღაც მაინც მიღრღნიდა გულს... ლადო.
ისე წამოვედით, დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი, ვერც იმის ახსნა, რომ არაფერზე ედარდა. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მიმძიმდებოდა გული.
"როგორც კი ჩავალთ, ეგრევე დავურეკავ!"-გადავწყვიტე და ამით კმაყოფილი მივაწექი სავარძლის საზურგეს.
ძილი მომინდა, ისეთი სიმყუდროვე სუფევდა სალონში.
"ბლუს" არომატს შერეული უცხო სხეულის სუნი. ნაცნობობის იმპულსებს რომ გზავნიდა ტვინში.
ადამიანები, თავიანთ მეორე ნახევარს სუნით პოულობენო, გამახსენდა სადღაც წაკითხული და გამეტებით გადავაქნიე თავი.
საიდან მოვთხარე ასეთი სისულელე!

888
-მე აქ გამიჩერეთ,-ვანიშნე მამაკაცს და სავარძელზე წამოვიწიე.
-აქ რა გინდა?-უინტერესოდ გადმომხედა, როგორც კი ტაქსების გაჩერებას მოავლო თვალი.
-აქედან ჩემთან წავალ. არ ვთვლი საჭიროდ, მეც გამოგყვეთ,-ავიჩეჩე მხრები.
-ლიკა, ჩვენთან არ მოდიხარ?-წამსვე წამოყო თავი იანამ და სავარძლებს შორის გამოძვრა.
-არა, სახლში უნდა წავიდე.-თბილად გავუღიმე მოღუშულს.-ჩემები მელოდებიან.
-შენც მოგენატრა დედა?-შუბლი შეიჭმუხნა პატარამ.
-აჰა,-დავუქნიე თავი.
-მერე ხომ მოხვალ ჩვენთან?-დაკითხვას არ წყვეტდა.
-მოვალ.-სასურველი პასუხი მიიღო თუ არა, ლოყაზე მაკოცა და თავის ადგილს დაუბრუნდა, ტყუპების შუაში.
-მისამართი მითხარი,-მანქანა დაქოქა და კვლავ მთავარ გზაზე გადავიდა.
-არ არის საჭირო,-უხერხულად გავუღიმე.
-კარგი,-მოულოდნელად დაამუხრუჭა.
ყველაფერს მოველოდი, მაგრამ იმას, რომ შუა გზაზე დამტოვებდა ჩანთებიანად, არა.
თუმცა რა მისი ბრალი იყო, მე თავად დავიჟინე და აჰა!.. ორი ჩანთით დამშვენებული ვიდექი ტაქსების გაჩერებაზე.
ჯენლტმენობა რა ხილი იყო, საერთოდ არ იცოდა ეტყობა. სამაგიეროდ ყვირილი და ჭკუის დარიგება ეხერხებოდა შესაშურად.
-მადლობა!-მაინც თავაზიანად გავუღიმე კაცს, საბარგულს რომ ხურავდა,-ნახვამდის ბავშვებო,-ხელი დავუქნიე მანქანაში მსხდომთ.-ბიჭებო, ნუ იბღვირებით,-გავუცინე განაწყენებულ ბიჭებს, გულზე ხელებ დაკრეფილები, დაჟინებით რომ იყურებოდნენ წინ.
-ხვალ მოდი!-მაინც ვერ მოითმინა და დაქოქილი მანქანიდან გადმომძახა ერთ-ერთმა, კატეგორიული ტონით.
მათი უკულტურო ბიძა გამახსენდა... ესღა მაკლდა!..

888
სახლში მისულმა ისეთი შვება ვიგრძენი... თითქოს, საუკუნე ვიყავი წასული და ეს დრო დასვენების გარშე მქონდა გატარებული. მონატრებული ვუკოცნიდი ლოყებს ჩემ ნათელას და აცრემლებულს, სულ კუდში დავყვებოდი. წამითაც არ ვშორდებოდი დამთბარ ზურაბს და მიკვირდა, ამდენ ხანს, როგორ გავძელი მათ გარეშე.
მოკითხვების, დაკითხვების და ახსნა-განმარტების შემდეგ, დავიჟინე უნდა წავიდემეთქი.
აქეთ დედაჩემი გადამერია, ახლახანს ჩამოხვედი და სად უნდა წახვიდეო. იქეთ მამაჩემი, ისედაც ძლივს ვგუობ შენ ამჟამინდელ მდგომარეობას და მთლად ჭკუიდან ნუ გადამიყვანო, მაგრამ... მეგობრები რომ არ მენახა, გადავირეოდი.
მათაც კარგად იცოდნენ ეს და იმ პირობით, რომ საღამოს ერთად დავბრუნდებოდით, სახლიდან გამომისტუმრეს.
სულ ხტუნვა-ხტუნვით ავიარე უნივერსიტეტის კიბეები. რამდენჯერმე, ვიღაცას დავეჯახე კიდეც და ალბათ კარგი ლანძღვაც დავიმსახურე. ზუსტად მაშინ ავისვეტე ფოიეში, როდესაც ბოლო ლექციები გამოვიდა და მოუთმენლად ავცქმუკდი ადგილზე.
კისერ წაგრძელებული ვეძებდი სტუდენტთა ჯგუფში ნაცნობ სახეს და უაზროდ ვიღიმოდი.
-ლოლაძე!-შევკივლე, როდესაც ბიჭების ჯგუფში, სასურველი სილუეტი ამოვიცანი და გაფართოებულ, თბილ ყავისფერ თვალებს გავუცინე.
სირბილით მოვსწყდი ადგილს და ადგილზე გაქვავებულს მუცელზე შემოვახტი. ყურადღება არ მიმიქცევია მოშტერებული ხალხისთვის, ისე შემოვხვიე წელზე ფეხები და მკერდზე ავეკარი. მანაც ინსტიქტურად მომხვია თბილი მკლავები და ფრთხილად მომიჭირა, თითქოს ჩემს არსებობას ამოწმებდა.
-ვაიმე, როგორ მომენატრე... როგორ მომენატრე, საბა,-ვბუტბუტებდი მის კისერში თავ ჩარგული და ნაცნობ, ასე ახლობელ სურნელს,ხარბად ვისუნთქავდი.
-ალავიძე, მართლა შენ ხარ?!-როგორც კი ძირს ჩამომსვა, ხელისგულები ლოყებზე წამავლო და დაჟინებით დამაშტერდა.
-გახლავართ!-გავუცინე და ბედნიერი ავკისკისდი, ორივე ლოყა რომ დამიკოცნა.
-კიდე გამიღიმე რა,-თვალებ აბრჭყვიალებული მომეფერა ჩაცხვლეტილ ლოყებზე.
-ლიზა და ერეკლე სად არიან? ან რას შვებიან? ისევ მონტეგები და კაპულეტები არიან?-წუთის მერე ვკითხე. და მოზრდილ წვერზე მოვეფერე.
-ეგერ მოდის ორივე და მაგათ კითხე,-ღიმილით მანიშნა, დერეფნის ბოლოსკენ და ნანახისგან გაქვავებულს, ენა ჩამივარდა.
-მართლა ძალიან მომენატრე, ალავიძე!-ზურგიდან მომეხვია და ყურთან მიჩურჩულა, სანამ ისინი მოგიახლოვდებოდნენ.
მე კი პასუხის გაცემა არ შემეძლო. თითქოს თვალებში მქონდა ამომწვარი, ერთმანეთზე მიხუტებული ერეკლე და ლიზა, უშნოდ რომ უღიმოდნენ ერთურთს.
რაღაც გამოვტოვე!

888
-არა, რანაირად დამიმალეთ?! როგორ აქამდე არ მითხარით?!-ჯერ კიდევ არ გაევლო გაბრაზებას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორ საათზე მეტ ხანს ვიჯექით ბარში.
-კარგი რა, ლიკა!.. ხო აგიხსენით, არა?!-შეწუხებული მიმეორებდა ჩხეიძის ქალბატონი, თან ერეკლეს მკერდს არ შორდებოდა სანტიმეტრითაც კი.
-რა ამიხსენით, რომ სურპრიზის მოწყობა გინდოდათ?!-ზიზღით ავიბზუე ტუჩი,-მე კიდე ღამეებს ვათენებდი იმაზე ფიქრში, თუ როგორ დამეწყვილებინეთ თქვენ!-წამოვიძახე და გაგულისებულმა დავიკრიბე გულზე ხელები.
-ისეთი შთაბეჭდილებს მრჩება, თითქოს არ გაგიხარდა!-ლიზას თმასთან თამაში არ შეუწყვიტავს, ისე თქვა ერეკლემ.
-ჰაჰ!-ირონიულად გავიცინე და გაგულისებულმა ენა გამოვუყავი.
-ალავიძე, სულ გამოგასულელეს მაგ ბავშვებმა შენ,-აფხუკუნდა ნირვანაში წასული ქალბატონი.
-ყოველ შემთხვევაში, მე საღ აზრს ვინარჩუნებ, რასაც შენზე ვერ ვიტყვი,-ნიშნისმოგებით ჩავუკარი თვალი დაბღვერილს.-წამოდი საბა, ვიცეკვოთ!-მკლავში ჩავავლე ხელი ბიჭს და სკამიდან წამოვაგდე.
რიტმულად ვაყოლებდი ტანს ჩქარ მუსიკას და ყურადღებას არ ვაქცევდით ხალხის ნაკადს. თითქოს ახალი ენერგიით ვიმუხტებოდი და დაღლილობას სულ არ ვგრძნობდი. მაქსიმალურ დონემდე გამძაფრებული მგრძნობელობა კი საბოლოოდ ოცნებებშო ჩაფლის უფლებას არ მაძლევდა.
განსაკუთრებით კი დაჟინებული, თითქოსდა ნაცნობი მზერა..'

888
-გამარჯობა, უფროსო!-სიცილით მივეგებე ოთახში შემოსულ ტიმოთეს და კვლავ ჯეოსტიკს მივუბრუნდი.
-აქ რა ხდება?-ეტყობა გაღიზიანებული იყო ბატონი.
-"ტეკენს" ვთამაშობთ,-ეკრანისთვის თვალი არ მომიშორებია, ისე ვუპასუხე და ყვირილით წამოვვარდი, ტყუპს რომ მოვუგე.
-ჩემი ჯერია!-წამოიძახა მეორე ტყუპმა და დაბღვერილ ძმას პულტი ააცალა.
-შენც მოგიგებ,-სიცილით გამოვუყავი ენა თამაშის მოლოდინით აცუნდრებულს.
-ვნახოთ!-დაიქადნა აზარტში შესულმა და ძმას ეშმაკურად გადახედა.
-ლიკა მაინც მოგიგებს,-ნიშნისმოგებით გადახედა, ჩემ მუხლზე გადაწოლილმა იანამ ძმებს.
-შენ გართობის მეტი, სხვა საქმე არ გაქ ალავიძე?-ეტყობა დაიღალა ჩვენი ყურებით ტიმოთე და ტელევიზორის ეკრანი, მთლიანად დაფარა.
-ჩემი საქმე, ბავშვებია,-ავხედე ქორივით დაჩერებულს.-აი თქვენი კი, ნამდვილად არ არის ჩემი კონტროლი.
-ნამდვილი თავხედი, გატუტუცებული, ქარაფშუტა ბავშვი ხარ, რომელსაც იქეთ ჭირდება აღზრდა!-დამისისინა აპილპილებულმა.
ვიგრძენი, როგორ. ამასხა ტვინში სისხლმა და გონებაში, სიფათზე შევალეწე პლაზმური ეკრანი.
-თქვენ არ იდარდოთ. მე როგორმე გამზრდიან, აი, თქვენ რა გეშველებათ თორე,-ღვარიანად მივუგე და გაგულისებული გავვარდი სამზარეულოში.
-უზრდელი ჭინკა!-მომაძახა, სანამ კარს გავიხურავდი.
-იდიოტი ბუღა!-არც მე დავრჩენილვარ ვალში.

888
-ლიკა, ხვალ არ მოხვიდე, თავისუფალი ხარ!-სანამ დავემშვიდობებოდი, მანამ მითხრა ქალბატონმა ნონამ.
-რატო, რამე ხდება?-ინტერესით გადავხედე მომღიმარ ქალს და ზღურბლზე გავშეშდი.
-არაფერი, უბრალოდ ლუკას და ნიას მიყავთ ბავშვები გასართობად.
-კარგით, ნახვამდის!-სირბილით ჩავუყევი კიბეებს და ის იყო, ქუჩაში უნდა გავსულიყზვი, მკვრივ მასას რომ შევეჯახე.
-ჯანდაბა! ცხვირი!- ხელი ვიტაცე სახეზე და სიმწრისგან თვალთ დაბნელებული ადგილზე ავქანავდი.
-რომ მირბიხარ, თვალებში ვერ გამოიხედები? თუ მიხატული გაქ?!-ღრენა დაიწყო ნაცნობმა ხმამ ცოფიანი ძაღლივით.
-მიქარგული უფრო,-ამოვიდუდღუნე სახე დამანჭულმა და ქშენით დავიზილე ცხვირი.
-ლიკა, რას ელოდები?-მომესმა საბას ხმა, მანქანაზე რომ აყუდებულიყო.
-კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო უფროსი,-ხმა დაგუდულმა ავხედე შუბლშეკრულს და ქუჩაში. გავედი.
-რა მოგივიდა?-გაკვირვებული დამაჩერდა ლოლაძე და აჭითლებულ ცხვირზე ცივი თითები წამავლო.
-მცირე ავარიაში მოვყევი,-ჩავიქნიე ხელი და ტკივილისგან წამოვიკვნესე, ლოყის გასწვრივ რომ გადამატარა ცერი.
-რა შარიანი ხარ, ლიკა!-გადააქნია თავი საბამ, თავზე მაკოცა და მანამ არ მომცილდა, სანამ მანქანაში უსაფრთხოდ არ ჩამსვა.
კვლავ ეს დაჟინებული მზერა..

♥♥♥♥♥♥
ბავშვებო, მეც დავბრუნდი!!! აწ უკვე ატესტატიანი და პირნათლად აბიტურიენტად წოდებული!!!
ვინც არ იცის, გამოცდების და წინა "საბოლოზარო" მზადების გამო, ვერ მოვახერხე ვერაფრით დაწერა. დიდი ბოდიში ამის გამო. აწი ვეცდები ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს ავტვირთო ახალი თავი და გაცილებით მალე მოვრჩები.
გილოცავთ სკოლის დასრულებას და გამოცდების ჩაბარებას, ვინც წელს ამთავრებდა. წარმატებები ეროვნულებზე!



№1  offline წევრი Ce Ce

გილოცავ <33 და წარმატებეს გისურვებ მომავალში :D

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

გილოცაავ <3 მეეც შენ დGეში ვიყავიი ბოლო ზარი და გამოცდები :D საბედნიეროდ მეც ჩავაბარეე <3 წარმატებებიიი <3 მალე დადეე რააა კარგიაა <3

 


№3  offline წევრი SaLoOme

ჰაა აბა როგორი შეგრძნებაა ატესტატიანობა: დ ისეთ უბედურ ფურცელს ჰქვია ატესტატი რო ვნახე ვიტირე ამისთვუს როგორ მოვიკალი თავი თქო: დ იმედია.მალე დადეებ ❤❤❤ და იმედია ჩემი სმს საც ნახაავ: დ

 


№4  offline წევრი dartymuli princesa

Dzaan magaria da gilocav atestats

 


№5  offline წევრი t i k o

ვაიმე ვაიმე რა კარგი გოოგო ხარრრ love ძლის მეღირსააა ამ ისტორიისს ნხვააა მაგარიიიი იყოოო ძაააანნ <33333333 ჰო და გილოცააავ ატესტატის აგებააააააააას წარმატებები love

 


სამი წლის წინ მეც მასე ვიყავი;დდ ამიტო მესმის შენი;დდ

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

გილოცავ. ატესტატიანი გოგო ხარ და აწი მეტი სერიოზულობა გმართებს:))). ამხელა თავი მაინც როგორ დაწერე?! მალადეც შენ. აგივარდა თავში ქება. ვოტ წიწაკობა:)))). და კიდევ, შენს ფბ.ს რა უქენი?

 


№8  offline წევრი მოჩვენება

ატესტატი ატესტატი მაგან შემიწირა მე :-D მაგრამ მეც ვუერთდები აწ უკვე ატესტატიანებთა რიგს :-Dაიი მაგარი ხარ , როგორც ჯაან ჯერშკები იტყოდნენ ჯააააააააალეეეან მაგარეა :-D ასე გააგრძელე წარმატებები და ახლა ვეღარ იწუწუნებ სასწავლი მაქო ამიტომ მალე დადეეე თორე გცემ! :-D :-D <3

 


№9  offline წევრი kurt cobain

რო ვნახე პირველი რაც წამოვიძახე იყო:"კაი ღადაობ?" დდდ ძაან მომწონს და რაღა ვქნაა. გილოცავ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვეებ. ❤❤

 


ვაი, ეს რა იყო?!
სასწაული ნაწერია, სუფთა, დახვეწილი...
კითხვის დროს არ იღლები, პირიქით, ერთგვარი განტვირთვაა...
ზედიზედ წავიკითხე ყველა თავი და ღიმილი იშვიათად (თითქმის არ) მშორდებოდა სახიდან...
მალე დადე შემდეგი თავი (რა)

 


№11  offline წევრი Annee

გილოცაავვ!!! :*::* აბა შენ იცი ახლა გაგვანებივრე ახალი თავებით.. <3

 


№12  offline წევრი S.likuna

malee dadee raaaa magarii xaaaar dzaan ❤️❤️❤️

 


№13  offline წევრი anna777

გილოცაავ!!უმაგრესი ხარ
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№14 სტუმარი სტუმარი Lia

Ra kargi istoriaa,ratom shewkvite
Gaagrzele g t x o v
Am sauketeso istoriis shewkveta sheizleboda??!!
Emigranti var guls nu matken.❤❤❤

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

Ბატონი ტიმოთეს მზერაა დაყვება ქალბატონს ხოოო???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent