შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad Boys. (თავი 21)


26-05-2015, 22:38
ავტორი schizophrenic
ნანახია 2 585

*** (დამიანე)
-არ ვიცი, დავიბენი, იქნებ ნაჩქარევია ეს ყველაფერი? (ანაბელი)
-რა თქმა უნდა ნაჩქარევია, მაგრამ შენ თუ რამეში ეჭვი გეპარება და დარწმუნებული არ ხარ არ მაქვს პრობლემა, შეგიძლია უარი მითხრა ან დრო მთხოვო ფიქრისთვის, არ ვარ წინააღმდეგი, თუ არ გიყვარვარ ესეც თქვი.. მირჩევნია ახლავე გავიგო ეს ყველაფერი და არა მაშინ, როდესაც უკვე გვიან იქნება. (დამიანე)
-რა სისულელეებს ლაპარაკობ.. მიყვარხარ და რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, უბრალოდ მგონი ცოტნეს გამო ცოტათი უნდა მოვიცადოთ, დავაყენოთ ის ფეხზე! (ანაბელი)
-რა თქმა უნდა..
ყველაფერი დასრულდა.. ნუკრიზე შური ვიძიეთ, ცოტნემ კახაზე, ხოლო ყველა ნარკოტიკით გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობელმა სოსოზე, გასაკვირი ის იყო რომ ამ სამ პიროვნებას უფრო მაღალ საფეხურებზე მყოფნი არ გამოუჩენია, შეიძლება არც იყვნენ ან უბრალოდ ჩრდილში ყოფნა არჩიეს, მთავარი ის იყო რომ ბავშვობის ფიცი ავასრულეთ. ამიერიდან მთავარი საზრუნავი ცოტნე იყო, რისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ ექვსივე. რატომ? -იმიტომ რომ ის ადამიანია. რატომ? -იმიტომ რომ ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი დაიკავა, ასევე მისი ამ მდგომარეობაში ჩვენი ბრალიც იყო, უბრალოდ ახლა არ გვაწუხებდა იმის შეგრძნება, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ დნაშაულის გრძნობისთვის ვაკეთებთ, პირიქით სასიამოვნო იყო ყველა ის პროცესი რაც ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის გადავდგით.
*** (ცოტნე)
ცხოვრება.. ერთი დიდი ატრაქციონია, რომელიც ხან სიმაღლეზე გვიტაცებს, ხან ერთ ადგილზე გვაშეშებს, ხანაც კი უფსკრულში გვახვედრებს.. ეს ყველაფერი ბუნებრივია და არც არაფერია ამაში გასაოცარი. არც ჩემი ეს მდგომარეობაა გასაკვირი, ძალიან ბევრი ადამიანია შესაძლებლობა შეზღუდული, მაგრამ ცხოვრობენ ცუდის გამოსწორების და კარგის უკეთესისკენ გარდაქმნის მიზნით. მიუხედავად იმისა რომ აქამდე ფეხებით ვმოძრაობდი და ახლა - ბორბლებით მიწევს გადაადგილება, მაინც არაფერი არ მიქმნის დაბრკოლებას, ჩემს საქმეს ეტლშიც და მის გარეშეც თავისუფლად ვაკეთებ, პირიქით ცხოვრების იმედი დამიბრუნა ამ შემთხვევამ, ბრძოლს სურვილი გამიჩინა. ცხოვრებაში ყველაზე ნათელი მაგალითი შენს თავზე მიღებული გამოცდილებაა, ეს კი ჩემთვის კარგი გაკვეთილია. ნარკო დილერები დავაკავეთ, უკვე აღარანაირი საერთო არ მქონდა დამიანესთან და მის მეგობრებთან, მაინც არ შეგვიწყვეტია ურთიერთობა.. ამ ყველაფერმა ჩვენში რაღაც საერთო ‘ჩამოაგდო’ და ერთმანეთს დაგვაკავშირა, ჩვენ, ოთხივემ ხელი ჩავჭიდეთ ცხოვრებისგან ბოძებულ მეგობრობას და ერთად დავიწყეთ სვლა ჩვენი უკეთესი მომავლისკენ. ამ ამბებმა ყველა შეგვცვალა, ჩვენში რაღაც ჰუმანურობის მსგავსმა გაიღვიძა, მზრუნველობის და სიყვარულის სიტყვების გამომხატველმა ფაქტორებმა, ამ ბიჭებიდან ბევრ რამეს ვსწავლობ, ისინი კი ჩემგან. ახლა რომ ისევ იმ ასაკში ვიყო როდესაც არაფერი სადარდებელი მქონდა თამაშის გარდა, ჩემ მიმართ დასმულ კითხვაზე ‘’ვინ გინდა გამოხვიდე?’’ ვუპასუხებდი: ‘’ნამდვილი მეგობარი’’, ვფიქრობ და ვხვდები რამდენი დრო დავკარგე უმეგობრობაში, მარტოობაში, ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი შანსი იქნება იმისთვის რომ მარტო ვიყოთ, მაგრამ ბევრჯერ არ იქნება შანსი ნამდვილი მეგობრების პოვნის, თუ ოდესმე იპოვით ნამდვილ მეგობარს არასდროს! არასდროს არ გაუშვათ ხელიდან, მხოლოდ იმიტომ რომ მარტო გინდათ დარჩენა, ან იმიტომ რომ თქვენი მეგობარი ძალიან განსხვავდება თქვენგან. მათთან ურთიერთობის შემდეგ დავინახე, რომ მეგობარი უნდა გიყვარდეს ყველა ნაკლოვანებით და არა დადებითი თვისებებით, სამაგალითო მეგობრები არიან..
ექიმთან ვიზიტი ნამდვილად არ მინდოდა, ბავშვობიდან მეშინია ექიმების და საავადმყოფოების, არ ვიცი რატომ, მათ ხომ ჩვენი განკურნვა ევალებათ, მაგრამ მე მათი მხოლოდ მეშინია.. ექიმთან წასვლაზე მხოლოდ ბიჭების დაჟინებული თხოვნით წავედი, არცერთი ვიზიტზე მარტო არ დავუტოვებივარ, ყოველთვის რომელიმე მათგანი მიმყვებოდა ექიმთან და ექიმის მოცემულ ყველა დავალების შესრულებაში მეხმარებოდნენ. ჩემი ცხოვრების ატრაქციონი ახლა იმ ეტაპზე არის რომელიც უფსკრულისა და ერთ ადგილზე გაშეშების სადღაც შორისაა, მე კი მივიწევდი უკეთესისკენ, თუმცა ამჟმად უკეთესი მხოლოდ ფეხზე წამოდგომა იყო და არა რამე სხვა, ნორმალურობისკენ და სტაბილურობისკენ სწრაფვა იყო ჩემი მთავარი მიზანი.. ყოველთვის ამბობდნენ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობსო, ასეცაა, უბრალოდ რთულია ეს ყველაფერი გაიაზრო სანამ არ გამოცდი, სანამ არ გამოცდი ეტლში ჯდომას, სანამ თავის მოსაწესრიგებლად ექთანი არ დაგჭირდება, სანამ ისევ ისე არ მოგექცევიან როგორც 2 წლის ბავშვს, დადებითი მხოლოდ იმაშია რომ არ კარგავ შენს საქმეს, სხვა მხრივ გარე სამყაროსთან სრულიად მოწყვეტილი ხარ. წარმოდგენაც არ მინდა რა საშინელება იქნებოდა ეს მდგომარეობა ჩემი ახალი მეგობრების გარეშე, დამიანეს, დემეტრეს და ერეკლეს გარეშე.. მარტოობა, ტკივილი და გამუდმებული ფიქრი მხოლოდ იმაზე, რომ არასრულფასოვანი ადამიანი ხარ, არარაობა და გამოუსადეგარი პიროვნება. მათი წყალობით ეს ფიქრები თავიდან ავირიდე, მათ დამარწმუნეს რომ ეს ასე არაა, არამედ პირიქით, ეს ამ შემთხვევაში უკეთესიც კი არის. ახლა მივუბრუნდები ექიმების საკითხს, ყველა დღე ფეხის ვარჯიშები, რომელზეც ძლიან სუსტი შეგრძნებები მაქვს, დაახლოებით შეღიტინების მსგავსი, ოღონდ რამე ფაფუკით არა, არამედ ნემსით. გაურკვეველი შეგრძნება მოყვება ასეთ რამეს, როდესაც ვერ ხვდები გტკივა თუ გსიამოვნებს, მაგრამ ღიმილს გგვრის, ექიმების თქმით ეს კარგია, მაგრამ ჩემთვის ასე არაა, როდესაც ყველა შეხებას ნემსებივით გრძნობ, საშინელებაა, კარგია იმ მხრივ რომ გავლის შანსი უფრო მეტია, ფიზიკური ვარჯიშები, აუზი, სპეციალური წამლები, მოკლედ ყველაფერი იმისთვის რომ ფეხზე გავიარო, არის შემთხვევები როდესაც კატასტროფულად მტკივა, ოღონდ ამ ტკივილს ვერ ვგრძნობ, როგორც ექიმები ამბობენ ამ ყველაფერმა ჩემს ნერვულ მხარეზე იმოქმედა და გადამეტებული ემოციების ბრალია ტკივილებიც. ჩემი გავლის შანსის უახლოესი დრო კი 2 თვეა, რომელსაც სულ მოუთქმელად ველი.
*** (ტაისია)
ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მაშინ როდესაც პირველად გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში დამიანე და მისი მეგობრები, გაბედული და თავდადებული გავხდი, ჩემს ისედაც მყარ მეგობრობას უფრო დიდი კედელი ავუშენე, უფრო ძლიერი, თვითდაჯერებული გავხდი და რაც მთავარია, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ერეკლე, რომლის საშუალებითაც სიყვარული ვისწავლე, ვიპოვე ჩემთვის იდეალური ასე ყველას არ უმართლებს, ბავშვობაში მეცინებოდა წყვილებზე რომლებიც ამბობდნენ ‘’ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნიო’’, ყველაზე დიდი აბსურდი იყო ჩემთვის, მეგონა ადამიანები სრულფასოვნები ვიბადებოდით, ერთი მთლიანი რომელიც არ საჭიროებს რაღაც ნახევრის პოვნას და სიყვარული უბრალოდ მითი იყო ჩემთვის და არაფერი სხვა, მაგრამ ერეკლეს დანახვისთანავე შემეცვალა დამოკიდებულება ამ გრძნობის მიმართ, მივხვდი ვისთვის ვიყავი დაბადებული და ვინ იყო ჩემთვის.. ეს კი ცხოვრებაში ყველაზე დიდი განძია, რაც შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს.
*** (ემილი)
საშინელება იყო ეს ყველაფერი, ჩემნაირი ადამიანისთვის მითუმეტეს, მთელი ცხოვრება თავისუფლად ვცხოვრობდი, ახლა კი ვიღაც იდიოტი ხელებს მიფათურებდა იმის გამო რომ ჩემი შეყვარებული გაეგიჟებინათ, თუმცა ჩემმა ბიჭმა მაინც ასწავლა ჭკუა მათ.. ეს ყველაფერი დიდი გამოცდა იყო ჩვენთვის, ჩვენი ნებისყოფისთვის და ურთიერთობებისთვის, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, გამოცდაც კარგად ‘ჩავაბარეთ’ და რაც მთავარია უფრო გაღვივდა ჩემი და დემეტრეს გრძნობები.
*** (ანაბელი)
აღარ ვიცი რაზე ვილაპარაკო, განცდილ ტკივილზე თუ იმ უდიდეს ბედნიერებაზე რომელიც ამ ყველაფერმა მომიტანა, ცოტა მაზოხისტურად გამომდის მაგრამ ბედნიერი ვარ იმ უბედურობებით რაც გადავიტანე ჩემი გაუპატიურება რომ არ ეცადათ, ვერ გავიცნობდი დამიანეს. რომ არ მოვეტაცებინეთ ჩვენი ურთიერთობა ისევ ნაცნობების სტატუსის მატარებელი მატარებელი იქნებოდა, ახლა კი დამიანეს საცოლე ვარ.. ყველაზე რთული იყო ჩემთვის დამეწესებინა ზღვარი, გადავწყვიტე რომ ცოტნეს გამოჯანმრთელება ბოლომდე მიგვეყვანა და შემდეგ დავქორწინებულებიყავით.. ცოტნეს მკურნალობაში ყველაზე დიდ ფაქტორს ბიჭები თამაშობს, თუმცა არის დღეები როდესაც მეც და გოგოებიც ცოტნესთან ვართ, ყველანაირი ტკივილი მასთან ერთად გავიარეთ ჩვენც, ტკივილების ძლიერი შეტევა როდესაც ჰქონდა და არავის არ ეცალა ჩემს გარდა, მასთან მივედი ყველა ახირება, ყველა ყვირილი, ყველა სიგიჟე ავიტანე და ბედნიერი ვიყავი იმით რომ ჩემნაირმა ადამიანმა შეძლო დახმარებოდა სხვას, გვერდით დადგომოდა და მასთან ყოფილიყო ისე როგორც საკუთარი თავი. ცოტნე შესანიშნავი ადამიანია, იმსახურებს ნამდვილ მეგობრებს, ისინი კი ჩვენი სახით შეიძინა..


----
იმედია მოგეწონათ ეს თავიც, მადლობთ რომ კითხულობთ და დიდი იმედი მაქვს 2 ადამიანზე მეტი არის ამ ისტორიის მკითხველი..



№1  offline წევრი masu

Auu dzaan magaria <3 mara male dadd xolme ra <3

 


№2  offline წევრი Eko Ekunebi

aiii dzaannn kargiii iyooo me mtlian 21 tavze vambob axla wavawydi da mixaria rom wavawydi ))))

 


№3  offline წევრი Khaleesi

ყოჩაღ კარგია მაგრამ არ გაწელო და არ გააბანალურო

 


№4  offline წევრი schizophrenic

Khaleesi
ყოჩაღ კარგია მაგრამ არ გაწელო და არ გააბანალურო

ყოველთვის ვიცი რა სად და როდის უნდა შევწყვიტო.
Eko Ekunebi
aiii dzaannn kargiii iyooo me mtlian 21 tavze vambob axla wavawydi da mixaria rom wavawydi ))))

ძალიან გამიხარდა რომ მოგწონს love
masu
Auu dzaan magaria <3 mara male dadd xolme ra <3

ვეცდები love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent