შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური საფრთხე (X თავი)


27-05-2015, 00:01
ავტორი N7
ნანახია 3 524

გახევებლები იდგნენ სამზარეულოში ყველანი. ელენე ხელით ეჭირა დემეტრეს და თვალებში დაშტერებულ მზერას არ აშორებდა. თომამ არ იცოდა რა გაეკეთებინა, რადგან დემეტრესთან ჩხუბს აზრი არ ქონდა. ეს უკანასკნელი როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად ბოლომდე გაწონასწორებული იყო, რაც აფიქრებინებდა, რომ ცოლ–ქმრის შუა არ უნდა ჩამდგარიყო. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და დემეტრეს მიუტრიალდა.
–მისმინე, – უთხრა ლამის ჩურჩულით და ხელი გააშვებინა ელენესთვის, – ცალკე უნდა ვილაპარაკოთ, – ისევ დაიჩურჩულა.
–რამე გაქვს ისეთი სათქმელი, რის თქმაც აქ არ გამოვა? – მაშინვე შეტევაზე გადავიდა დემეტრე, რომელსაც უკვე დიდი ხანია დაკარგული ჰქონდა საკუთარ თავზე კონტროლი.
–წამოდი, – შეუღრინა და ნელი ნაბიჯით დაიძრა სამზარეულოდან გასასვლელად. უკან გაყვა დემეტრეც, მაგრამ სანამ წავიდოდა „ფეხი არ მოიცვალოთო“ შეუღრინა ქალებს.
დიდი კოლიდორი გაიარეს და მინდორში გავიდნენ. არ უნდოდა შორს წასვლა თომას და არც ბევრი ლაპარაკი სურდა, უბრალოდ უნდოდა ცივილურად აეხსნა, რომ არ იყო მართალი და თავისი პოზიცია, თავისი სიჯიუტე ცოტა ხნით დაეთმო.
–მისმინე, – ხეს მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა თომამ, – შენ კონკრეტულ მაგალითს ვერ აცნობიერებ, მესმის და ამიტომ მინდა რაღაც სიტუაცია მოგიყვანო მაგალითად,რომელიც ძალიან გავს შენსა და ელენესას... –ცოტა ხანი შეჩერდა, მოისვენა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა თამბაქოს კვამლი და ისევ გააგრძელა. – რამოდენიმე წლის წინ ერთ მამაკაცთან ვძმაკაცობდი. ცოლი უყვარდა სიგიჟემდე. მეგონა, რომ იმაზე ძლიერი სიყვარული არსად, არც ერთ წერტილში განა არ – ვერ იარსებებდა. ცოლისთვის თავს არ ზოგავდა, მაგრამ მერე რაღაც გადაუტრიალდა. არავინ იცოდა რა მოხდა მასში, რა გადატრიალდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ შეიცვალა. ხელი არასდროს უხლია ცოლისთვის, მაგრამ მორალურად ძალიან, ძალიან შეარყია. სულ ჩხუბობდა და ამაზრზენ საქციელებს სჩადიოდა. ბოლოს კი იმდენს მიაღწია, რომ ქალი ჭკუიდან გადავიდა და საგიჟეთის კედლებს შორის მოექცა, – ამოისუნთქა და უკიდეგანო სივრციდან მზერა ისევ დემეტრეზე გადმოვიდა. – მე ვიცნობ ელენეს. ხშირად მიკვირდა მისი შეგნების და თვითკონტროლის უნარი. მისნაირი გაწონასწორებული ადამიანი არსად, არასდროს არ მენახა, მითუმეტეს, რომ ფსიქოლოგი ვარ და როგორც გიჟებთან, ასევე ძალიან მოწესრიგებულ ხალხთან მიწევდა კომუნიკაცია. მაოცებდნენ ადამიანები, რომლებიც თმა–გაწეწილები, ჭკუიდან გადასულები მოდიოდნენ ჩემთან და მიყვებოდნენ იმას, რომ თავიანთი ქმრები ქალთან ერთად იხილეს, ოღონდ არ იყვნენ დარწმუნებულები. და ახლა ვუყურებ ელენეს, ვუყურებ და ჩემ გაოცებას საზღვარი არ აქვს. მისნაირი ცოლი რომ მყავდეს, რა გადამრევდა, ამის დედა ვატირე! – ხეს ოდნავად გაუხახუნა მუშტი და სიგარეტის ნამწვი ჩააქრო. – უყვარხარ ელენეს, თანაც ისე, რომ თამამად ვიტყვი: მასზე მეტად ვერავინ შეგიყვარებს. ეცადე გაუგო, როცა ეჭვიანობს და გიხაროდეს, რომ ჯერაც შენთან არის. ჩემსა და მას შორის წამითაც არ ყოფილა იმის მეტი სიახლოვე, რასაც ყოველდღიურად ხედავ, პირიქით, ლამის ხანჯალი აღმართოს საწოლებს შორის.
ბოლო წინადადებაზე დემეტრეს გაეღიმა.
–მეც მიყვარს, ამის დედაც, – თქვა და ის იყო სახლისკენ დაიძრა, ისევ შეაჩერა თომას ხმამ.
–შემიძლია, რამოდენიმე დღით, ნადია და ბავშვები მოგაცილოთ, – თანაგრძნობით გაუღიმა მამაკაცმა.
–ჯიგარი ხარ, – გაუხარდა დემეტრეს და სახლისკენ დაიძრა.
საღამოს, ელენესთვის გაურკვეველი მიზეზით წავიდნენ მაშო, ირაკლი, ნადია და თომა ქალაქში. გული ეუბნებოდა, რომ არ უნდა გაეშვა მაშო, ვერ ელეოდა მისთვის საყვარელ, უსაყვარლეს ადამიანს. დემეტრესგან, მარტო დარჩენიდან რამოდენიმე საათი, თავს შორს იჭერდა, რადგან მასთან სიახლოვე ჭკუიდან შლიდა. არადა, სიკვდილამდე ენატრებოდა მისი თბილი კოცნა, მისი გემრიელი ტუჩები.
საღამოს საწოლში იწვა ელენე, ემბრიონის პოზაში, დემეტრე რომ შემოვიდა.
–გძინავს? – დაიჩურჩულა მამაკაცმა და საწოლზე ჩამოჯდა.
–კარებზე კაკუნი არ გასწავლეს შენ? – ოხვრით წარმოსთქვა ქალმა და არც კი შეტოკებულა.
–თავიდან შემოვიდე? – ელენეს ჩაეღიმა მის გულუბრყვილობაზე.
–რა გინდა, დემეტრე? – ისევ დასერიოზულდა ქალი.
–მთვარე ანათებს გარემოს, იცი რა ლამაზია? შენ რომ გიყვარს, ისეთი, – უთხრა და ზურგზე ჩაუტარა თითები. ამ მოძრაობაზე ელენეს ჟრუანტელმა დაუარა.
–მერე რა? – თქვა რამდენიმე წუთის შემდეგ.
–ცუდად ხარ? – ქალის ურეაქციობამ დააბნია დემეტრე.
–არა, – მოკლედ მოუჭრა ელენემ.
–აბა, რა ხდება?
–რამე უნდა ხდებოდეს? – გაღიზიანდა ქალი.
–ელენე, მიყვარხარ, – დაიჩურჩულა რამდენიმე წუთის პაუზის შემდეგ და ელენეს მოშიშვლებული მხრისკენ ნელა წაიწია. გახურებული ტუჩები შეახო და იგრძნო, თუ როგორი ჟრუანტელი გამოიწვია ქალის სხეულში.
–არ გინდა, დემეტრე, – ამოიკნავლა დაბნეულმა ქალმა.
–გავისეირნოთ რა, – მუდარა გაერია ხმაში მამაკაცს და უკვე გადმობრუნებულ ქალს, მთვარით გამკრთალებულ სახეზე დახედა.
–არ მინდა, – უემოციოდ ჩაილაპარაკა და ჭერს მიაპყრო მზერა.
–ამ ერთხელ შემისრულე თხოვნა და მერე არჩევანის უფლებას მოგცემ, – სახეზე ჩამოფარებული თმა გრძელი თითებით გადაუწია.
–დემეტრე, – გაეცინა ელენეს.– პიანისტობაზე არასდროს გიფიქრია?
მამაკაცის სახეზე სასიამოვნო ღიმილმა გადაირბინა.
–ბევრჯერ.
საწოლზე წამოჯდა ელენე და ზურგი აქცია დემეტრეს.
–მპირდები? – თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა.
–ჩვენ შვილს გეფიცები, – მტკიცედ უთხრა დემეტრემ და ჯერ არგანცდილმა, გამოუცდელმა ჟრუანტელმა მოიცვა ელენეს სხეულის თითოეული კუნჭული.
–ჩვენი შვილი, – დაჰიპნოზბულივით ჩაიჩურჩულა თავისთვის და ფეხზე წამოდგა.
–გრილა გარეთ, ჟაკეტი შემოიცვი, – მზრუნველად უთხრა და კარადიდან ჟაკეტი გამოიღო, გაუწოდა.
ქალმა ჩაიცვა და იგრძნო როგორ გააცივა.
–ჩანჩქერის ნახვა მინდა, – უთხრა მოულოდნელად.
–ვნახავთ, – უთხრა და ხელი მოხვია.
ისევ ჟრუანტელი, ოღონდ ამჯერად ძალიან, ძალიან თბილი, გაიფანტა ელენეს სხეულში.
ბევრი სიარული არ დასჭირვებიათ, თურმე ძალიან ახლოს იყო ის სასწაული, რომლისკენაც ქალი მთელი აქ ყოფნის მანძილზე მიისწრაფოდა. აღტაცებული, ლამის თავით გადაეშვა წყალში, რომელიც კლდეს მოუყვებოდა და ქვევით წყალსაცავივით გუბდებოდა. ისეთი ხმაურიანი იყო და თან ისეთი უხმაურო, ელენე გადარია. დიდი ხანი აღტაცებას ვერ გამოსტაცა თავი, ბოლოს კი ამოიგმინა და ფეხზე წამოდგომა დააპირა, როცა დემეტრეს თითები შეეხო და ადგილზე გააკავა. ნელა დაქაჩა მისკენ მამაკაცმა ქალი და გულზე მიიკრო.
–როდესაც არჩევნის წინაშე აღმოვჩნდი, ყველაზე მეტად დავიბენი, რადგან შენ არ იყავი ის, ვინც მირჩევდა, დამაკვალიანებდა, რადგან შენ იყავი კანდიდატი. ეჭვი, ისევე როგორც შენ, არც მე შემიტანია ჩვენ სიყვარულში, მაგრამ მაშინ პირველად დავეჭვდი. რა იქნებოდა თუ არ გაგრევდი და ასე, უბრალოდ მოგანიჭებდი თავისუფლებას? რა იქნებოდა და ჩემი ჩიტი აღმოჩნდებოდა გალიაში, რომლიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იქნებოდა, მე კი ეგოისტური მხარე გამოვავლინე. ვერ წარმოიდგენ როგორ მინდოდა, რომ ყველაფერი იქვე დამემთავრებინა – ან ჩვენი გამწამებელი მომეკლა, ან ჩემი თავი, მაგრამ თუ თავს მოვიკლავდი, რა იქნებოდა შენთვის ეს? ვიცოდი, რომ შენთვის მკვლელობის ტოლფასი იქნებოდა და არ გავრისკე. ელენე, პირველად რომ შეგხვდი, ისეთი გავლენა იქონიე ჩემზე, რომ ვიფიქრე: არავინ ამ გოგოს გარდაო, მაგრამ, როდესაც უარი მითხარი შვილზე, რომელიც ჩემი მთელი ცხოვრების ოცნება იყო, ვიფიქრე: რატომაც არა სხვა ქალიო. მაშინ გადავაბიჯე ჩემ თავს, შენ პრინციპებსაც, როდესაც ნადია, ჩემი ბავშვობის მეგობარი, საყვარლად გავიჩინე და მას ვარგუნე გავებედნიერებინე. ჩვენმა შეხვედრებმა შემდეგ ინტენსიური სახე მიიღო და დღეს შენ ხედავ, რომ ვერ გავიმეტე. იმიტომ კი არა, რომ მიყვარს, მომწონს ან ღამის პარტნიორად მჩირდება, არა! იმიტომ, რომ ჩემი პირველი შვილის დედაა. მეგონა გამიგებდი, ბოლომდე მჯეროდა შენი მოთმინების, მაგრამ შევცდი. თუმცა არ იფიქრო, რომ წამით გამტყუნებ. ლაფის ჩამოსხმის ღირსი ვიყავი, ელენე. მაოცებს შენი მოთმინება...
–ვითმენ იმიტომ, რომ მიყვარხარ, – გააწყვეტინა ვნებამორეულმა და მის ტუჩებს „დაეცა“.
არ ვიცი რამდენხანს ტკბებოდნენ ერთმანეთის ფერებით ჩანჩქერის ჩუხჩუხის ფონზე, მაგრამ მათი ყურადღება ტელეფონზე გადავიდა, როცა აღარ შეწყვიტა რეკვა.
დემეტრემ უპასუხა. რამდენიმე წამს უსმენდა და შემდეგ ელენემ შეამჩნია თუ როგორ ეცვალა მამაკაცს სახეზე ფერები.
–დემე, რა ხდება? – ამოიკნავლა საცოდავად და ფეხზე წამომხტარ, ასწრაფებულ დემეტრეს სირბილით დაეწია.
–ამის დედაც... მოგვაგნეს... – თქვა გაბრაზებულმა და მერე შედგა, თითქოს რაღაც გადატრიალდა მასშიო და ელენეს ჯიბეს სწვდა.
გაოცებულმა შეხედა ქალმა.
–რა ხდება, დემეტრე? – ხმის კანკალით ჰკითხა თავზარდაცემულ კაცს.
–თომა.. დაურეკე, უთხარი შეჩერდეს სადაც არის...
ელენე მიხვდა ქმრის ჩანაფიქრს და სასწრაფოდ აკრიფა მამაკაცის ნომერი. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ სცადა, მაგრამ არც ერთ ჯერზე არ იღებდა მამაკაცი.
–უნდა წავიდეთ, – აჩქარებით წავიდა მანქანისკენ.
–ისინი? – დაფეთიანდა ელენე.
–გზაში შეგვხვდებიან, – მოუჭრა სწრაფად მამაკაცმა და მანქანა დაქოქა.
–კი, მაგრამ არც კი ვიცით სად მიდიან...
–მე ვიცი, დაჯექი.
დაჯდა თუ არა ქალი, მანქანა დაძრა დემეტრემ ძალიან დიდი სიჩქარით.
____________________________________________
ძალიან, ძალიან, ძალიან მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ. რამდენჯერმე ვთქვი უკვე და კიდევ გავიმეორებ, ყურადღებით წაიკითხეთ ხოლმე, რომ კითხვები არ დაგებადოთ, რადგან არ მიყვარს ერთ რამეზე ჩაციკლვა.
ახლა კი, რადგან ეს რაღაც ვერ გაიგეთ, ვეცდები მოკლედ აგიხსნათ: დემეტრე და ელენე ცოლ–ქმარი არიან, რომელთაც შეექმნათ რაღაც პრობლემები როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. დემეტრე გაიჩენს საყვარელს, ანუ ნადიას, რომელიც გაუჩენს შვილს და ამ შვილსა და საყვარელს ვერ უღალატებს და წაიყვანს თან, გადასამალად ელენესთან ერთად. ელენეს ბოლოს მომხდარი ფაქტები დააკარგვინებს თვითკონტროლს და გაექცევა დემეტრეს, ძველ მეგობართან – თომასთან. მერე კი მოაფიქრდება, რომ მისით შეუძლია დემეტრე აეჭვიანოს. მოვიანებით გაიგებს, რომ ბავშვს ელოდება და ეცდება დემეტრე გააგიჟოს, მოატყუოს, თითქოს ბავშვი მისი არ არის, მაგრამ არ გამოუვა და მერე რაც ხდება ამ თავში და მომავალშია.

პ.ს ვეცდები მალე დავამთავრო, რადგან მართლა ბრაზილიურ სერიალს არ დაემსგავსოს (მიუხედავად იმისა, რომ არ ვყურობ სერიალებს და ეს მოთხრობა ბოლომდე ჩემი "მუზის" ანუ ჩარლისია



№1  offline წევრი 11♥

ეხლა წავიკითხე ყველა თავი ერთად :* ძალიან კარგი გოგო ხარ, ასე განაგრძე ♥♥♥
--------------------
ჟ.ძებისაშვილი

 


№2  offline წევრი N7

11♥
ეხლა წავიკითხე ყველა თავი ერთად :* ძალიან კარგი გოგო ხარ, ასე განაგრძე ♥♥♥

დიდი მადლპბა საყვარელო❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი lamazmani

არა რა არ დაამთავრო რა მალე ეს ისტორია ძაან მიყვარს და გული დამწყდება რომ მალე დამთავედეს აუ ჯერ არ დაამთავრო რა ძაან მომწონს უმაგრესია აი ძაან მაგრაია შენც ძაან მაგარი გოგო ხრა უნიჭიერესი ძაან მიყვარხარ love love love

 


№4  offline წევრი N7

lamazmani
არა რა არ დაამთავრო რა მალე ეს ისტორია ძაან მიყვარს და გული დამწყდება რომ მალე დამთავედეს აუ ჯერ არ დაამთავრო რა ძაან მომწონს უმაგრესია აი ძაან მაგრაია შენც ძაან მაგარი გოგო ხრა უნიჭიერესი ძაან მიყვარხარ love love love

შე უსაყვარლესო!!! არც მე მინდა რომ დამთავრდეს, ისე გავითავისე, რომ ვერ წარმომიდგენია სხვა მოთხრობაში თავი, მაგრამ გაწელილი არაფერი არ მიყვარს და მეტად რომ ჩავხლართო, ვიცი მე რასაც დაემსგავსება, ასე რომ, მომიწევს:( მეც მიყვარხარ❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent