შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ სიზმარში შემიყვარდი. 10


27-05-2015, 16:17
ავტორი Ana-maria11
ნანახია 3 027

ლუკა მაშინვე წამოხტა და ელენისკენ გაემართა.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები. ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მთელს დედამიწაზე ელენ. ჩასჩურჩულა ლუკამ და ლოყაზე ნაზად აკოცა. ელენს მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა მის შეხებაზე, მადლობა გადაუხადა კომპლიმენტისთვის და მასთან ერთად გაემართა მაგიდისაკენ.
-მეგ გასაოცარი ხარ, რომ გიყურებ თავს ვკარგავ. შეეგება დათა მეგის და მადიანად დასწვდა მის ტუჩებს. მეგი გაწითლდა და ირგვლივ მიმოიხედა უხერხულად.
-გიჟი ხარ ხო შენ?ყველამ ჩვენ შამოგვხედა. უსაყვედურა დათას.
ყველანი ერთად მიუსხდენენ სუფრას და ჭიქები შეივსეს. 12 საათს უკვე 5 წუთი აკლდა, ყველა მონიტორს მიაჩერდა სადაც დიდი საათი გამოჩნდა და ათვლა უნდა დაეწყოთ. ლუკა ელენის გვერდით იჯდა და მისი ხელი თავის ხელებში ქონდა მოქცეული. მისი გონება მთლიანად ელენით იყო მოცული, გოგონას სახელის ხსენებაზეც კი ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა და გრძნობდა, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო, რადგან ბოლოს და ბოლოს ელენი მის გვერდით იყო. ისრებმაც ჩამოკრეს თორმეტს. დარბაზში ტაშისა და სტვენის ხმები გაისმა, ხალხი ერთმანეთს ეხვეოდა და ახალი წლის დადგომას ულოცავდა. ლუკამ ელენს ხელები მაგრად მოხვია და მთელი სახე დაუკოცნა.
-მიყვარხარ ელენ, მინდა რომ სულ ჩემი იყო. აღარასოდეს დაგთმობ. ელენს, უზომოდ ესიამოვნა მამაკაცის სიტყვები,თავი ლუკას მკერდზე ქონდა მიდებული და სურდა ეს წუთი სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
საღამო მართლაც არაჩვეულებრივად მიდიოდა. ყველა ბედნიერი და ნასიამოვნები იყო. დათამ მეგის ხელი გაუყარა მკლავში და სთხოვა მასთან ერთად წასულიყო. ოთახში ავიდნენ, დათამ 2 ჭიქა და ვისკის ბოთლი გადმოიღო და მაგიდაზე დადო.
-ეხლა მე და შენ ცალკე ავღნიშნავთ ახალ წელს. თვალი ჩაუკრა მეგის. გოგონამ გაუღიმა, მასთან მივიდა და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. დათამ თავი ვეღარ შეიკავა, ხელში აიყვანა და ლოგინზე გადააწვინა. კაბა თითქმის სულ შემოახია, მისი ვნებისაგან ანთებული თვალები მეგის გონებას აკარგვინებდა,უდიდეს სიამოვნებას განიცდიდა მამაკაცის შეხებაზე, რომელიც მთელ სხეულს გიჟივით უკოცნიდა. ისიც ეკვროდა მხურვალე სხეულზე და ვნება არეული დათა მთლიანად დაეპატრონა სასურველ ქალს.
-მეგ.. ბედნიერი ვარ. ჩასჩურჩულა დათამ მის მკერდზე განაბულ გოგოს.
-მეც დათა.. ასე არასდროს არავინ მომფერებია.შენ ძალიან თბილი და სხვანაირი ხარ. მაგრამ მეშინია... დათამ მისი სახე ხელებში მოიქცია.
-რისი გეშინია?
-მეშინია შენც სხვებივით მალე, რომ გაქრე და ეს ყველაფერი მოგონებად დარჩეს.
-მეგი მე სხვები არ ვარ. და თუ მათ ვერ დაინახეს შენში ვერაფერი ეს შენი ბრალია, რადგან სათანადოდ ვერ შეარჩიე ადამიანი, რომელიც დაგაფასებდა და შეგიყვარებდა. არაჩვეულებრივი ხარ სულელო. სხვების დანარჩენების დედაც.. თვალზე მომდგარი ცრემლი ნაზად მოწმინდა გოგონას და მთელი ძალით ჩაეხუტა.
ელენს ლუკას მაისური გადაეცვა და აივანზე მოკალათებულიყო სავარძელში. ლუკა მის პირდაპირ იდგა, სიგარეტს ეწეოდა და ალერსიანი თვალებით უყურებდა მის წინ მჯდარ ელენს.
- არ გცივა პატარავ? რამეს მოგაფარებ და იჯექი მერე რამდენი ხანიც გინდა აქ. ოთახიდან გამოსულმა ლუკამ, გოგონას პლედი მოაფარა და მის გვერდით ჩამოჯდა.
-ლუკა შენ ცოლზე რატომ არაფერს მეუბნები?
-ხომ გითხარი უკვე, რომ მოსაყოლი არაფერია..
-ხო მაგრამ მინდა ვიცოდე რატომ დაშორდით.
-უცნაური ადამიანია.მდიდარი ოჯახის გათამამებული გოგო, რომელსაც 24 საათი შეუძლია ტანსაცმელებზე იფიქროს. ღამეც კი დოლჩე გაბანას აბოდებდა ხოლმე სიზმარში. სულ წუწუნებდა. თან ძალიან ეჭვიანი იყო. სახლში, რომ მივიდოდი პირველი ჩემს მობილურს დააფრინდებოდა ხოლმე და ყველაფერს ქექავდა. საშინელი ნერვოზი დამმართა. ყველაფერზე ტიროდა. მერე გავარდებოდა დიდ შოპინგს მოიწყობდა, დაქალებს დაპატიჟებდა და სიამაყით აჩვენებდა ახალ კოლექციას და თან აფრთხილებდა, რომ მისნაირი ტანსაცმელი, ან ჩანთა ან აქსესუარი არ გაებედათ და არ ეყიდათ, თორემ სამუდამოდ გაებუტებოდა. ისინიც პირობას აძლევდნენ, რომ ამას არასდროს ჩაიდენდნენ. მაგრამ ერთ დღესაც მოხდა ეს "საშინელება". ერთ-ერთ წვეულებაზე მისი დაქალი იგივე ქვედაბოლოთი მოვიდა, როგორიც ჩემს ცოლს ეცვა. რა ექნა დაავიწყდა, რომ იმასაც ქონდა ადრე ნაყიდი და ნაჩვენები მისთვის იმ ათეულობით კოლექციიდან, თითქმის ყოველდღე, რომ ყიდულობდა. ამის დანახვაზე ჩემს ცოლს ფერი დაეკარგა. მისკენ გაემართა და დაბნეულ გოგონას ისეთი სილა გააწნა, ვიღაც რომ არ მიშველებოდა იქვე წაიქცეოდა. მაშინვე, ხელი დავავლე და თითქმის ძალით წამოვათრიე იქედან. სახლში, რომ მივედით მაგრად ვიჩხუბეთ. ვუთხარი, რომ სამარცხვინო და გულისამრევი იყო მისი საქციელი. ის კი ამას ვერ იგებდა და ბოლოს მოკიდა თავის ჩანთას ხელი და დედამისთან გავარდა, როგორც ყოველთვის.
ეს მისი ტრადიცია იყო, ამიტომ არასდროს ვარღვევდი. პირიქით, როდესაც სახლში არ იყო თავს უკეთესად ვგრძნობდი და შინ დაბრუნება მშვიდ გარემოში ძალიანაც მიხაროდა. მერე ისევ დაბრუნდებოდა 2 დღის შემდეგ და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. თუმცა იმ სკანდალის მერე 2 დღეზე მეტი გავიდა და ის არ ჩანდა. დარეკვაზე არც მიფიქრია..
4 დღის მერე სახლში დაბრუნებულს მისაღებ ოთახში დივანზე წამოსკუპული დამხვდა ვიღაც კაცთან ერთად, რომელსაც ხელში კონვერტი ეჭირა. ორივეს მივესალმე და სახლში დაბრუნება ირონიულად მივულოცე. მან კი წარბ აწეულმა "მიბრძანა", რომ დავმჯდარიყავი და მისთვის მომესმინა. რა თქმა უნდა ამის გაკეთებას არ ვაპირებდი და ვუთხარი, რომ ძალიან ვიყავი დაღლილი და ლაპარაკის ხასიათი საერთოდ არ მქონდა. გასვლა რომ დავაპირე მისი საშინელი კივილი მომესმა: "მე ყველაფერი ვიცი ლუკა და თუ კაცობა გყოფნის ჩემს თვალწინ აღიარე!". გაოგნებული შემოვბრუნდი, მისი თვითდაჯერებული სახის დანახვაზე ისე გავღიზიანდი, რომ დიდი სიამოვნებით გავისვრიდი სახლიდან, მაგრამ თავი მოვთოკე და ვკითხე, მაინც რა იცოდა ასეთი.
იმ საცოდავ კაცს კონვერტი ხელიდან გამოგლიჯა სასწრაფოდ გახსნა და რაღაც ფოტოები მომაყარა."აი ამაზე გეუბნებოდი ვაჟბატონო. ამ კაცს ვთხოვე შენთვის ცოტა ხნით ეთვალთვალა სანამ მე აქ არ ვიქნებოდი და აი ჩემი ეჭვებიც გამართლდა.მოღალატე ვირი ხარ და მეტი არაფერი". ჩემს ფეხებთან დაგდებულ სურათს დავხედე, სადაც მე და ჩემი ნათესავი გოგონა ვიყავით, რომელიც წინა დღეს ვნახე და კაფეში წავედით. სურათი ავიღე, "დეტექტივს" მადლობა გადავუხადე მშვენიერი ფოტოსესიისთვის და ვუთხარი ჩემი სახლიდან მიბრძანებულიყო. გაფითრებული კაცი შურდულივით გავარდა კარებში. შემდეგ ქალბატონს მივუბრუნდი და ვკითხე იცნობდა და თუ არა გოგონას სურათზე. "დიახ ვიცნობ შენი ნათესავია და იმდენად გარეწარი ხარ, რომ საკუთარ ნათესავთან მღალატობ." ამ იდიოტური სპექტაკლის ატანას აღარ ვაპირებდი, მკლავში მოვკიდე ხელი, კარები გავუღე და ვუთხარი, რომ იქ მიბრძანებულიყო საიდანაც მოვიდა. ხოლო მის ძონძებს და განცხადებას განქორწინებაზე ჩემით მივართმევდი. მისი ისტერიული კივილი ცოტა ხანს კიდევ ისმოდა სადარბაზოში, ბოლოს მეზობლის ქალმა გვარიანად გამოლანძღა და ისიც იმწამსვე გავარდა. შემდეგ ჩვენ მშობლებს დეტალურად ავუხსენი, რაც მოხდა და სიამოვნებით ვამცნე, რომ მასთან ცხოვრებას აღარ ვაპირებდი. ჩემმა მშობლებმა ჩემი მხარე დაიჭირეს, არც მის მშობლებს ქონდათ სხვა გზა, რადგან ყველა მიხვდა მისი საქციელის სრულ სიგიჟეს. ასე დამთავრდა ჩემი “გარიგებით” ქორწინება. გაუღიმა ლუკამ ელენს, რომელიც მთელი გულისყურით უსმენდა.
-ღმერთო ჩემო ნუთუ ასეთი ტიპის ადამიანები მართლა არსებობენ, სულ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ხალხი მხოლოდ ფილმებისთვისაა გამოგონებული.
-ხო მეც ესე მეგონა სანამ მაგას შევხვდებოდი, მგრამ დამიჯერე ლენ ის ბევრად უარესი იყო. ელენი ლუკას მოეხვია და ყელში ნაზად აკოცა.
ელენმა და გოგონებმა დარჩენილი ორი დღე მხიარულად გაატარეს. ნინიმ და დათამ გადაწყვიტეს საქართველოში მათთან ერთად დაბრუნებულიყვნენ, ლუკა კი ცოტა ხნის შემდეგ ჩამოვიდოდა, როგორც კი საქმეებს მოაგვარებდა.
აეროპორტში ელენმა ძლივს შეძლო ცრემლების შეკავება, როცა ლუკას ემშვიდობებოდა. დათამ თითქმის ძალით წამოიყვანა საყვარელი მამაკაცის სხეულს მიკრული ელენი. თბილისში, რომ დაეშვნენ საშინელი ამინდი დახვდათ. თოვლი და წვიმა ერთმანეთში ირეოდა.ძლიერი ქარი ქროდა და თვითმფრინავიდან გამოსულებს სახეს უყინავდა. ელენს ჩემოდნის ატანაში დათა მიეხმარა, შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ და დათა დანარჩენი გოგონების დასაბინავებლად გაიქცა. სახლში მარტო დარჩენლ ელენს, გულზე სევდა შემოაწვა, ასეთი სიმარტოვე არასდროს უგრძვნია. მისი სახლი ისეთი უცხო ეჩვენა გაუკვირდა კიდეც აქამდე, როგორ ვცხოვრობდი ამ სიმარტოვეშიო. თუმცა მეორე დღეს ისევ სამსახურში უნდა გასულიყო, ამიტომ სევდიანი ფიქრები თავიდან მოიშორა და ბარგის ამოლაგებას შეუდგა. საღამოს ლუკას ელაპარაკა სკაიპში და ამით ნასიამოვნებმა ტკბილად ჩაიძინა.
ოფისში შესვლისთანავე თანამშრომლები, ათასნაირი კითხვებით მისცვივდნენ. ზოგი კომპლიმენტებს არ იშურებდა მისი რუჯის დანახვაზე და ოხრავდნენ "ვაიმე გოგო სულ თეთრი შურით მშურსო".. უცებ დათოს ვითომ სექსუალური ტონით ამოთქმული სიტყვები გაისმა. "აი ჩემი ფისოც დაბრუნებულა.გოგო მოდი ჩამეხუტე,რა იყო ვინმესთან ხომ არ მიღალატე ჰაა" სიტყვებს ისე წელავდა ელენს სიცილი აუტყდა და თავში წამოარტყა. როგორც იქნა მიაღწია თავის კაბინეტამდე, საყვარელ სავარძელში ჩაეშვა და მიხვდა, რომ ძალიან მონატრებოდა სამსახური. უამრავი მეილი დახვდა.ახალი ივენთები იყო გასაკეთებელი. ელენს გაუხარდა კიდეც, რომ ამდენი საქმე დაუგროვდა, გულს გადავაყოლებ და ლუკას ჩამოსვლაზე ბევრს აღარ ვიფიქრებო. თითქმის მთელი კვირა ისე იყო ჩაფლული თავის საქმეებში, სულ გადაავიწყდა რომ ლუკას ჩამოსვლამდე სამი დღეღა იყო დარჩენილი. დამღლელმა კვირამ მალე ჩაიარა. ელენი სახლში, დივანზე წამოწოლილიყო და ლუკას ესაუბრებოდა. სულ რაღაც ერთი დღე იყო დარჩენილი მის ჩამოსვლამდე და ორივე აჟიტირებულები იყვნენ. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა, ელენს გაუკვირდა ამ დროს ვინ უნდა იყოსო და კარი ფრთხილად გააღო. ოთახში დათა და მეგი შემოცვივდნენ გიჟებივით. -ისევ ჩვენ თუ არ მოგადექით, ისე შენ საერთოდ გადაყვებოდი იმ შენ სამსახურს. უსაყვედურა მეგიმ. დათა კი უკვე ლუკას ესაუბრებოდა სკაიპში და მისი ჩამოსვლის დეტალებს არკვევდა რათა აეროპორტში დახვედროდა.
დადგა, როგორც იქნა ნანატრი დღე.თუმცა ელენს ივენთი ქონდა და ლუკას დასახვედრად ვერ მოახერხა აეროპორტში წასვლა.
საღამოსთვის მორჩა თავის საქმეებს, გარეთ გამოვიდა და დათას ნომერი აკრიფა. სამჯერ სცადა მასთან დარეკვა, მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო. შემდეგ მეგის დაურეკა, თუმცა არც მან იცოდა არაფერი და იმის გაგონებაზე, რომ დათას ტელეფონი გათიშული ქონდა ერთი ამბავი ატეხა. ელენი მთელი გზა ცდილობდა კვლავ დაკავშირებოდა, მაგრამ ამაოდ. გული საშინლად უცემდა, გაურკვევლობისგან აღარ იცოდა რა ექნა. ლუკას ეგვიპტის ნომერზე სცადა დარეკვა მაგრამ არც იქ პასუხობდა ვინმე. სახლთან, რომ მივიდა ფერი უკვე თითქმის დაკარგული ქონდა. გასაღები ძლივს ამოიღო და ათრთოლებული შევიდა ჩაბნელებულ სახლში. შუქის ანთება იყო და ხმამაღალი ღრიალის ხმა გაისმა ოთახში. მის წინ მომღიმარი ლუკა იდგა, რომელსაც გვერდს მეგი და დათა უმშვენებდნენ.
შიშისაგან გაფითრებული ელენი ადგილიდან ვერ იძროდა, ლუკა მასთან მივიდა, ხელები მაგრად მოხვია და ტუჩებზე დაეწაფა. საყვარელი მამაკაცის სიაოხლოვემ, ელენი გონს უცებვე მოიყვანა. ლუკას ხელები სწრაფადვე მოიშორა და გაბუტული სახით შეუტია სამივეს. -თქვენ ნამუსი არ გაქვთ ხო? ეს ხუმრობა იყო ერთი., სანამ სახლამდე მოვედი კინაღამ თმა გამიჭაღარავდა ნერვიულობისგა. ქალბატონო შენ ამ მსახიობობას არ შეგარჩენ. მიაძახა მეგის, რომელიც ხმამაღლა კისკისებდა. - მე ჭაღარაც სიგიჟემდე მეყვარები ჩემო სიცოცხლე.მიუგო ლუკამ. ელენმა მის ალერსიან მზერას ვეღარ გაუძლო და ისე შეახტა კინაღამ ორივე ძირს გაიშხლართნენ. საღამო მხიარულად ატარებდნენ თუმცა ლუკა მალე უნდა წაულიყო, რადგან აეროპორტიდან პირდაპირ ელენთან მოვიდა და ოკახის წევრები არც კი უანახავს. ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს ლუკა ელენს თავის ოჯახს წარუდგენდა.



№1  offline წევრი Elle025

იმედია არ შეწყვეტ წერას..ძალიან კარგია,მომწონს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent