შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური აზროვნება 15


27-05-2015, 17:52
ავტორი Qeti.A
ნანახია 5 841

დაძაბულად აყოლებდა საჩვენებელ თითს სტრიქონებს და ოდნავ მოჭუტული თვალებით თითქოს დაფარული კონტექსტის ამოკითხვას ცდილობდა. პარალერურად ფსიქოლოგთან შეხვედრას იხსენებდა და გონებაში ახალი იდეა თანდათან ფორმას იძენდა. რაც უფრო უახლოვდებოდა დასასრულს, მით უფრო იზრდებოდა შიშის გრძნობა, თითქოს ახლა კი არ გრძნობდა, არამედ ძალიან დიდი ხნის ჩაძინებული იღვიძებდა და თან ძალებს იკრებდა ხელახლა რომ შეეტია მისი ნატურისთვის. ღამით მარტო სახლში დაძინებას რომ გადაწყვეტ, საწოლში კომფორტულად მოეწყობი და ოდნავ ღიმილით ტუჩებზე თვალს დახუჭავ, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დაგეძინოს სასიამოვნო მოთენთილობა წამში იცვლება დაძაბულობით, რადგან რაღაც ამოუცნობს გრძნობ ზურგს უკან, თითქოს ოდნავ გამჭვირვალე, გაბოროტებული მოჩვენება ზემოდან დაგყურებს და შენს ძილს უცდის. წამში გახსენდება ყველა საშინელებათა ფილმის ყველაზე საშინელი პერსონაჟი, ისინიც კი, რომელთა გამოჩენის დროსაც თვალებს ხუჭავდი ბავშვობაში, მაგრამ მისი ხატება მაინც გაქვს გონებაში. აქვე დგები დილემის წინაშე, ან უნდა გაახილო თვალები და დარწმუნდე, რომ სახლში მართლაც მარტო ხარ ან არადა, საკუთარ თავს უნდა აიძულო დაძინება. საქმეც ისაა, რომ ყველაზე რთულია საკუთარ თავს რაიმე აიძულო... მაგრამ კიდევ უფრო რთულია არარსებული მოჩვენება გააძევო არა შენი ოთახიდან და სახლიდან, არამედ გონებიდან, სხეულიდან მოიშორო ის შიში, რომელიც რეალურად არ უნდა არსებობდეს, რადგან მისი მიზეზიც წარმოსახვითია, მხოლოდ ძალიან მყარადაა შენს გონებაში არსებული და სხეულში გამჯდარი აქვს უკვე მსხვილი ფესვები. დემეტრესაც ჰყავდა თავისი ღამისეული მოჩვენებები, რომლებიც დღეც არ ასვენებდნენ, არაფერს არ სცემდნენ პატივს და ახლაც თავთან ედგნენ ჯალათებივით. წიგნის ბოლო გვერდიც ჩაამთავრა და გვერდზე გადადო, სახეზე ხელები ჩამოისვა და ესიამოვნა ცივი სხეულის შეხება. მერე რამდენიმე წამი უსასრულობას უყურა, გონებაში ისევ გადაწონა დადებითი და უარყოფითი შედეგები, მაგრამ ღრმა რწმენა იმისა, რომ სწორად იქცეოდა საოცარ ძალას აძლევდა. კიდევ ერთხელ დაარწმუნა საკუთარი თავი ზურგს უკან გამჭვირვალე, უცხო სხეულის არ ყოფნაში და სწრაფად დატოვა ჯერ თავისი კაბინეტი, შემდეგ კი საავადმყოფო.
^^^
გაზქურასთან მოტრიალე ხმადაბლა ღიღინებდა, დემეტრემ მელოდიაც იცნო. უნებურად გაეღიმა ნინას დანახვისას, გოგონამაც შემოსცინა და ანიშნა მაგიდასთან დამჯარიყო. მძიმედ გადააგორა ყელში ბურთულა, ან ვერც გადააგორა...
-ნინა,საქმე მაქვს შენთან, არ უყვარდა, უფრო სწორად ვერ იტანდა ქმრის ასეთ დაძაბულ ხმას, ოდნავ რომ ებზარებოდა ხოლმე ბოლოში.
-მოხდა რამე? ოდნავ შეეკრა წარბები.
-წამომყევი, წინსაფარი ნელა გადაიძრო და მაგრად ჩაჰკიდა ხელი დემეტრეს. ეუცნაურა ივნისის დასაწყისში ასეთი ცივი ხელი რომ ჰქონდა დევდარიანს. გაუკვირდა კიდეც, მაგრამ ახლა მაგის დრო არ იყო. სულ ასე ემართებოდა, როცა ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, რაღაც წვრილმანებით აკავებდა გონებას. უცებ გააჩერა დემეტრემ და ზემოდან დახედა, ნინამ აშკარა მღელვარება შეამჩნია მის თვალებში, ინეტერესი კიდევ უფრო გაუღრმავდა დემეტრემ ხელი რომ უშვა და ავტოფარეხის კარი შეაღო. ნინას მზერა არ მოუშორებია ქმრისთვის.
-შეიხედე, ხელით უბიძგა დემეტრემ და კარი უფრო ფართოდ გააღო. ნინამ წამით სუნთქვა შეწყვიტა, მთელი სხეული დაუმძიმდა და ოთახს თვალი მოავლო. ნაცრისფერი კედლები, ერთი საწოლი და ნათურა, არავითარი ფანჯარა.
-მინდა სიბნელეში დაძინება ისწავლო, მოგუდული იყო დემეტრეს ხმა, თითქოს მეექვსე გრძნობა გაუჩნდა, რომელიც მხოლოდ ნინას აღიქვამდა და სხეულით იგრძნო გოგონას დაძაბულობა. დემეტრეს მოუნდა ზურგს უკან მიეხედა და გაბოროტებული მოჩვენება გაეძევებინა გონებიდან, მაგრამ ნინამ უცებ ხელი გაუშვა და სახლის მიმართულებით გაიქცა, დემეტრეს გული ძალიან ეტკინა ცოლს თვალი რომ გააყოლა, ნინას რამდენჯერმე ფეხი გადაუბრუნდა, არ წაქცეულა, მაგრამ არც სირბილი შეუწყვიტავს, თითქოს ყველაზე საშინელ მოჩვენებას გაურბოდა ისე სწრაფად მიქროდა ქმრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
დემეტრე ფიქრებიდან გამოარკვია სახლის კარის მიჯახუნების საშინელმა ხმამ. არ გაქცეულა, მაგრამ სწრაფი ნაბიჯით წავიდა ნინასკენ.
-ნინა, ხმამაღლა დაუძახა, მაგრამ პასუხი ვერც პირველად მიიღო და ვერც მეორედ. სამზარეულოში არ იყო, არც საძინებელში, თავიანთი ოთახის სააბაზანოს კარი ძალიან ნელა გააღო დემეტრემ, ნინას დანახვის შეეშინდა. გოგონა სარკეში იხედებოდა და საკუთარ ანრეკლს თვალს არ აშორებდა.
-ნინა, დემეტრე ოდნავ შეეხო მხარზე და ნინას მზერაც დაიძაბა სარკეში, -გთხოვ, გამომხედე.
-მეგონა შენ გესმოდა ჩემი, შენ უნდა გაგეგო, ნინა ჯერ კიდევ არ უყურებდა დემეტრეს.
-რა თქმა უნდა, მესმის, გაოცებულმა წამოიძახა დევდარიანმა.
-არა, არ გესმის, არ გაქვს უფლება ერთ დღეს ხელი მომკიდო და წარსულში დამაბრუნო, შენ... შენ მე უნდა მიფრთხილდებოდე, კი არ მაშინებდე.
-გეყოფა, შემობრუნდი სწრაფად, მკაცრი გახდა დემეტრეს ხმა, სხეული ეტკინა ნინას კანკალი რომ იგრძნო. მაგრად მოუჭირა ხელები წელზე და განძრევის საშუალება საერთოდ არ მისცა. თანდათან იგრძნო როგორ დაუმშვიდდა გოგონას გულის ცემა და სუნთქვის რიტმიც, ოდნავ მოიშორა მისი სხეული და საძინებელში გაიყვანა.
-ნინა, მე არასდროს მდომებია შენი შეშინება, ვერაფერს უხერხებდა სიმკაცრეს ხმაში. -მაგრამ შენც ხომ იცი, რომ ეს გჭირდება.
-მე ვიცი, რომ იქ ჩემი ნებით არასდროს არ შევალ, ჯიუტი იყო ნინას თვალები.
-არასდროს არ გიფიქრია თუ რა მოხდებოდა მაშინ რეპეტიციაზე გვიანობამდე რომ არ დარჩენილიყავით? ვერ დამაჯერებ რომ არ გინდა მეხსიერებიდან ამოშალო ის დღეები.
-იცი, დემეტრე, მე თავისუფლად შემეძლო მეთქვა, რომ უბრალოდ სიბნელის შიში მქონდა ბავშვობიდან და შენ გაიგებდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ჩემმა ძმებმა და მშობლებმა იციან, მაგრამ მეგონა შენ შეგეძლო ისეთი მიგეღე, როგორიც ვიყავი. დევდარიანმა ყბები დააჭირა ერთმანეთს თავის ძლიერი ტკივილიც იგრძნო ამ წამს და ნინას მშვიდად გახედა.
-მაშინ ჩემსთვისაც ისეთი მატყუარა იქნებოდი, როგორც დანარჩენო ოჯახისთვის, ნინამ გაოცებული თვალებით ამოხედა ქმარს, წამით ეგონა მომესმაო, მაგრამ დემეტრეს გამოხედვა საშუალებას არ აძლევდა ეჭვი შეეტანა მის სიტყვებში. -ყოველ ჯერზე, როცა შენთვის არასასიამოვნო რაღაც ხდება ლამაზად იღიმი და ადამიანს საშუალებას არ აძლევ პატიება დაიმსახუროს. შენ თვითონ, მარტო წყვეტ როგორ მოიქცე, თითქოს შენი სამყაროს მბრძანებელი იყო. მე არ დამჭირდებოდა ამის გაკეთება თავის დროზე რომ სიმართლე გეთქვა. საჭირო არაა მსხვერპლშეწირვა, ნინა, ჩვენ ყველამ ისედაც ვიცით, რომ სულ ისეთი ღიმილიანი არ ხარ როგორადაც თავს გვაჩვენებ. შენი აზრით, ნიკა და დაჩი მადლობას გეტყვიან სიმართლე რომ გაიგონ? გეტყვიან ყველაზე ძლიერი ხარ ასე რომ მოიქეცი და თავს უკეთესად ყოფნის უფლება არ მიეციო?
-დაჩი და ნიკა ვერასდროს გაიგებენ, ნინას ხმაც მკაცრი იყო უკვე.
-ერთ დღესაც ძალა აღარ გექნება ყველას გრძნობები დაიცვა, აღარ გექნება ტყუილების ძალა, აღარც გაგეღიმება ძალით და მერე უკვე ვეღარავინ შეძლებს შენს დახმარებას, უბრალოდ აღარაფერი დაგრჩება აღსადგენი. ყველა იმედს გაგიცრუებს, თუ არ თქვი, რომ ცუდად ხარ შენს გულში ვერავინ ჩაიხედავს და შუბლზე ვერ წაიკითხავს რა გჭირს.
-შეწყვიტე... ნინას თვალები ჩაუწითლდა, სხეულს ტკენდა დემეტრეს ხმამაღალი საუბარი, თითქოს ყველა სიტყვისგან ცალ-ცალკე იგრძნო ჩხვლეტა.
-ოთხში რომ შემოგივარდებიან საკუთარ სახლში კეთილი უნდა ინებო და ვინმეს უთხრა, შენს თვალწინ რომ კაცს მოკლავენ უნდა თქვა რომ ვერ იტან სისხლის სუნს ან გეშინია მარტო დარჩენის ოთახში, სანამ ნერვულ სისტემას მოიკლავ ხმა უნდა ამოიღო...
-გეყოფა, გაჩერდი, ღმერთო... შენ რა უფლებით მეუბნები რა უნდა გავაკეთო, არ იყავი შენ იქ, არ იყავი იმ დღეს სახლში რომ დავბრუნდი ჩემს გვერდით, არ გინახავს ყველა იმედი რომელიც გქონდა იმ სიბნელეში თანდათან როგორ ცრუვდებოდა. თავიდან არც მიფიქრია, რომ სიმართლე არ უნდა მეთქვა. მაგრამ რთული იყო იმ დროს ლაპარაკი, ღამე კოშმარებისგან რომ ვიღვიძებდი ოჯახში ყველა ჩემზე ცუდად იყო, მათ არაფერი ესმოდათ, ვერ გვეხმარებოდნენ. ბარბარე არ ლაპარაკობდა, გესმის, მთელი ქვეყნის კი არა, მთელი მსოფლიოს ფსიქოლოგებთან ჰყავდათ, მაგრამ მთელი ორი წელი არ ლაპარაკობდა, დაჩი ყოველ მეორე დღეს სისხლიანი მოდიოდა სახლში, ნიკა საერთოდ არ გადიოდა ეზოს იქეთ, ხელს არ მიშვებდა, სკოლაში მივყავდი იქ მიცდიდა და უკანაც ხელჩაკიდებული მოვდიოდით, ავადმყოფობა იყო რაღაც, ქუჩაში თვალს რომ გამოგვაყოლებდნენ ნიკას მაშინაც ნერვები ეშლებოდა. არასდორს რომ არ მინახავს დედას და მამას ცალ-ცალკე გადაწყვეტილი პრობლემები, მაშინ თითქმის არ ლაპარაკობდნენ, ვერც ამჩნევდნენ ერთმანეთს, ეს უფრო მოქმედებდა ღამის კოშმარებზე, ვიდრე ის ოთხი დღე. მერე ერთხელ უცებ გავიცინე და ყველამ ისეთი იმედიანი თვალებით შემომხედა, რომ... ისევ გავიცინე, ისევ და ისევ, უკვე სამი თვე იყო გასული. მერე ჩემთან ერთად დაჩიმაც გაიცინა, მერე ნიკას დაბადების დღე იყო და სტუმრებიც მოვიდნენ, დედამ ისევ გაუღიმა მამას და სამსახურშიც გავიდა. დაჩიმ სკოლაში ჩხუბს მოუკლო, ნიკამ სწავლა გააგრძელა უნივერსიტეტში, მეგობრებს ხვდებოდა, ჩვენთანაც მოდიოდნენ, ახლა მხოლოდ ბარბარე იყო და სახლი შუაში აღარ იხლიჩებოდა. ყველა ბარბარეს კარგად გახდომას ცდილობდა და მე ასე უკეთესად ვიყავი, ჩემ გამო აღარავინ იყო ცუდად, ნინას ბოლოს ყელი ეტკინა ყვირილისგან, ჰაერიც აღარ ჰყოფნიდა და თავბრუ დაეხვა, საწოლზე ჩამოჯდა და სახე ხელებში დამალა. დემეტრეს სახეზე სიმკაცრე კმაყოფილებამ შეცვალა, თან ძალიან ღრმად ტკენდა ნინას სიტყვები და დამფრთხალი ხმა და თან უხაროდა მათი მოსმენა, ისიც იცოდა, რომ ასე ცუდად არასდროს ენახა ნინა, მაგრამ პარადოქსულად გრძნობდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეს. რამდენიმე წუთი აცადა და მერე ცოლის წინ ჩაიმუხლა, ხელები მოაშორა სახეს და ისევ ვერ დაინახა ცრემლები ნინას თვალებში.
-პირდაპირ საოცნებო ოჯახის წევრი ხარ, სევდიანად გაუღიმა ცოლს, -და ახლა მეც ზუსტად ისე მოვიქცევი როგორც შენ იქცეოდი მთელი შენი გააზრებული ცხოვრება, ხელებზე მაგრად მოუჭირა დემეტრემ და ფრთხილად შეახო ტუჩემი თითებზე, -გაიძულებ კარგად იყო, შენი შიშების დაძლევას გაიძულებ და შენს მოჩვენებებს ერთად დავაფრთხობთ, ზედმეტად მშვიდი იყო დემეტრეს ხმა, სიტუაციისთვის შეუფერებლად მშვიდი. ნინა გაუაზრებლად გაყვა დემეტრეს, არც უცდია ხელის გაშვება და მობრუნება, მაგრამ როგორც კი ავტოფარეხს მიუახლოვდა მაშინვე იგრძნო სხეულში ჭიანჭველები და ადგილზე გაჩერდა.
-შუქი არ არის, კარს როგორც კი დავკეტავ აბსოლუტური სიბნელე იქნება, ხმადაბლა უხსნიდა დემეტრე თვალებგაშტერებულ ცოლს და მის რეაქციას თვითონაც შეშინებული აკვირდებოდა. საერთოდ თვითმკვლელობის სურვილი გაუჩნდა ნინამ წელზე მაგრად რომ შემოხვია ხელები და სახე მის ყელში დამალა.
-არა, რა, დემეტრე, თუ გიყვარვარ იქ არ მინდა, გთხოვ ცუდად ვიქნები და მერე მართლა ვეღარ გავიცინებ, საერთოდ ვეღარაფერს ვიზამ, შენ არ იცი რა ცუდია იქ მარტო.
-რა თქმა უნდა, მარტო არ იქნები, ჩემო ლამაზო, ერთად შევალთ და შენ გეცოდინება რომ იქ ვარ შენს გვერდით, გეცოდინება, რომ სიბნელეში მარტო აღარ ხარ და, რა თქმა უნდა, გაიღიმებ შენ სულ გაიღიმებ ხოლმე, მთელი არსებით ცდილობდა დემეტრე ხმა არ გაბზაროდა, ცდილობდა კიდევ უფრო ძლიერი ყოფილიყო და ეს რამდენიმე წუთიც გაეძლო, ცდილობდა ხელში არ აეყვანა ცოლი და სახლის მიმართულებით არ გაექანებინა, ბოდიში არ მოეხადა და ჩახუტებულს არ დაძინებოდა მასთან ერთად. არ ეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა იმ ოთახში მისი შეშვება, მაგრამ მტკივნეული იყო ნინას შიშის სხეულზე გრძნობა.
თითქოს სხვა გამოსავალი არ ჰქონდაო ისე შეაღო ნინამ კარი და საკეტის დაკეტვის ხმა რომ გაიგონა თვალები მაგრად დახუჭა. მუშტები შეკრა, კანი ეტკინა და იგრძნო როგორ გასერეს ფრჩხილებმა ხელის გული, მუხლებიც მოეკვეთა და ეგონა გული წაუვიდოდა, ფიქრები გაეფანტა, ახლა მხოლოდ გონებაში ხედავდა სიშავეს, მაგრამ თანდათან თვალის კუნთები დაეჭიმა, ქუთუთოები თავისით დაშორდნენ ერთმანეთს და თვალებიც გაახილა. ზუსტად იცოდა ახლა რაც მოხდებოდა, იცოდა რომ სუნს იგრძნობდა, სისხლის, ოფლის და კიდევ რაღაცის ამაზრზენ სუნს და ხელები პირზე აიფარა, გულის რევის შეგრძნება არაფრით გაუქრა, მიხვდა რომ ტერფებს ძლიერად აჭერდა მიწას და ფეხები ოდნავ მოადუნა, ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ შეუძლებელი იყო რამე გაერჩია სიბნელეში, უკუსვლით წავიდა და რაღაც მაგარს შეეტაკა ზურგით, წამში მოშორდა ხელები უაზროდ ააქნია, ეგონა რაღაც სიბინძურე აიყოლა თან. მალე თავბრუსხვევაც იგრძნო და ხელი ყელზე მაგრად მიიჭირა. სხეულმა თვითონ აიძულა ესუნთქა, პირი საყვირლად გააღო, მაგრამ ხმა ვერფრით ამოიღო, რამდენიმე მცდელობის შემდეგ ისევ ის უსუსურობა იგრძნო, უმოქმედობისგან გამოწვეული საშინელი სასოწარკვეთილება, ფეხები თავისით მოუდუნდა და იქვე ჩაჯდა, მკლავები ძლიერად შემოხვია საკუთარ მუხლებს და თვალი უსასრულობას გაუშტერა, თითქოს დაინახა მის წინ სისხლის გუბეში მწოლიარე კაცი, რომლის უსიცოცხლოს ღია თვალები ჯერ კიდევ სთხოვდნენ დახმარებას, სიბნელეში გაანათა წარმოსახვამ და ნინამ მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა ფილტვებიდან.
-არ ადგე, არ ადგე, გთხოვ, არ წამოდგე, არ ადგე, დარჩი მასე, არ ადგე, გაუაზრებლად ჩურჩულებდა ნინა და თვალს არ აშორებდა თავის მოჩვენებას. უკვე თვალების დახუჭვისაც ეშინოდა, ეშინოდა რომ ისე ადგებოდა და ისე მოუახლოვდებოდა, რომ ვერ დაინახავდა ვერ გაქცეოდა, გულის რევის შეგრნება კი არაფრით უქრებოდა, თანდათან თავბრუსხვევაც უძლიერდებოდა და სხეულს ვეღარ იმორჩილებდა. მიხვდა თანდათან როგორ კარგავდა კონტროლს. მერე მძიმე ნაბიჯების ხმამ იიპყრო მისი ყურადღება, თანდათან უახლვოდებოდა, მაგრამ ნინას თვალი არ მოუშორებია ილუზიისთვის, თავს არწმუნებდა რომ ის ისევ იქ იწვა თავის სისხლიან უბეში.
-არ ადგება, იმიტომ, რომ არ არ არის, ნინა, არ ადგება, აზრი ვერ დაატანა გოგონამ სიტყვებისგან, მხოლოდ მოსწონდა ხმა, რომელიც ჩურჩულს არ წყვეტდა, მოსწონდა მის გვედით მჯდარი სხეულიდან წამოსული სითბო, აღარ დაფიქრებულა, არც შეშინებია ისე მიაბრუნა მისკენ სახე და ცხვირი ბეჭზე გაეხახუნა შემთხვევით, ღრმად ჩაისუნთქა მისგან წამოსული ჰაერი და სხეული გაუთბო სასიამოვნო სურნელმა, თვალი ისევ გააპარა სიბნელის ცენტრისკენ და შეამოწმა ხომ ისევ თავის ადგილას იწვა, მზერა აღარ გაუშტერებია, უსიამოვნოდ დაუმძიმდა ქუთუთოები და თავი გაუაზრებლად ჩამოადო მხარზე, კიდევ ერთხელ იგრძნო სასიამოვნო არომატი და სხეულიდან მომავალი სითბო, მერე კი თანდათან სუნთქვა მწყობრში ჩაუდგა, გულის ცემაც დაუმშვიდდა, დემეტრე მიხვდა, რომ გოგონას დაეძინა. მაგრად მოხვია წელზე ხელი და მთელი სხეულით ჩაიხუტა, ტუჩები თმებზე მიაწება და ღრმად ჩაისუნთქა.
-ოღონდ კარგად იყავი, უკეთ იყავი, როცა გაიღვიძებ, ნინა, ოღონდ ისევ გაიღიმე... მონოტონურად იმეორებდა და ცოლს ხელს თანდათან უფრო უჭერდა, უკვე ეჭვი ეპარებოდა ყველაფერში, ეჭვი ეპარებოდა, რომ ჰქონდა ამის გაკეთების უფლება, ეჭვი ეპარებოდა, რომ ნინა ისევ შეხედავდა იმედიანი თვალებით, ისევ მოუნდებოდა მასთან დარჩენა. ახლა დემეტრეს შეეშინა და სიბნელეში დახედა ცოლს ზემოდან, გონებაში მისი სახე წარმოიდგინა და გული ძალიან ეტკინა, ნინა მძიმედ სუნთქავდა.
რამდენჯერმე ძილში თვალები გაახილა გოგონამ, მაგრამ უაზრო იყო მისი გამოხედვა, თითქოს მისი ქვეცნობიერი ცდილობდა თვალებით რაიმის დანახვას, სახეს არ აშორებდა დემეტრეს სხეულს, თითქოს გაუცნობიერებლად იცავდა თავს რაღაცისგან. დემეტრეს უნდოდა აქედან გაეყვანა და თავის საწოლსი გაეხილა ნინას თვალები, მშვიდად და სინათლეში გაღვიძებოდა, მაგრამ იცოდა, რომ ამის უფლება მართლა აღარ ჰქონდა. ახლა სისუსტის უფლება არ ჰქონდა, ახლა არ შეიძლებოდა ამ ღამეს შედეგი არ ჰქონოდა, კარგი შედეგი...
როცა იგრძნო, რომ ნინამ მოძრაობებს უმატა ისევ გადასვა მუხლებიდან და ფეხზე წამოდგა, ნელა მოშორდა ცოლის სხეულს და სულმოუთქმენლად დაელოდა მის გაღვიძებას.
სანამ თვალებს გაახელდა სხეულის ტკივილი იგრძნო და წელში გასწორდა. თავი კედელს მოაშორა და დაუფიქრებლად გაახილა თვალი, ისევ ვერაფერი დაინახა და პირველად ისევ საშინელი შიში იგრძნო. ძალიან, ძალიან მოუნდა გაქცევა, ფეხზეც წამოდგა, მაგრამ კიდურები საშინლად მოთენთილი ჰქონდა, თავბრუ ისევ ესხმოდა და სხეულის ტკივილს გრძნობდა, თითქოს მთელი ღამე შეუჩერებლად დარბოდა. ოთახს თვალი ისე მოავლო, გასასვლელს ეძებდა, მერე უცებ ერთ ადგილას გაჩერდა და პირი გაოცებისგან გააღო, კიდევ რამდენიმე წუთი დაჟინებით უყურებდა სიბნელის ცენტრს, მაგრამ აღარ იყო სისხლის გუბეში მწოლიარე კაცი უსიცოცხლოდ გახელილი თვალებით, ნინას შეეშინდა, უფრო მეტად, ვიდრე ადრე, ჯერ კიდევ გრძნობდა რაღაც სხეულის სიახლოვეს, თითქოს სუნთქვის ხმაც ესმოდა, რამდენჯერმე დატრიალდა და მიხვდა, რომ არ ამდგარა არავინ. რამდენიმე ნაბიჯი უმისამართოდ გადადგა და ისევ თავბრუს ხვევა იგრძნო, თითქოს რაღაც დანაკლისი შეამჩნია და მიხვდა გულის რევის შეგრძნება გამქრალიყო, ხელი ისევ მოიკიდა ყელზე და ღრმად ჩაისუნთქა, ნესტის სუნი იგრძნო და რაღაც მკვეთრის კიდევ, ვერ მიხვდა ზუსტად რა იყო, კიდევ რამდენჯერმე ჩაუშვა ჰაერი ღრმად ფილტვებში და ახლა უკვე მიხვდა, ის დღე გაახსენდა წყნეთის სახლს რომ არემონტებდა მამამისი, ერთხელ ის და ნიკა წაიყვანა თან შესამოწმებლად და იმ სახლში გრძნობდა მსგავს მძფრ სუნს ნინა, ალბათ წებო იყო, ან რაიმე... რა თქმა უნდა, ნაცრისფერი კედლები... სახეზე ხელი ჩამოისვა და ხელები წინ გაშალა, მიუახლოვდა რომელიღაც კედელს და ხელი ჩამოუსვა, ქაღალდი იგრძნო ხელის გულის, მერე ისევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და კედელი დაყნოსა, კიდევ უფრო მკვეთრად იგრძნო არასასიამოვნო სურნელი. ნინა შემოტრიალდა და ზურგით მიეყრდნო კედელს, კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. ოდნავ გაეხსნა სახე, თითქოს გაეღიმა.
-დემეტრე, ჯერ ხმადაბლა წარმოთქვა ქმრის სახელი, -დემეტრე, ცოტა უფრო მკაცრად გაიმეორე, -ვიცი, რომ აქ ხარ, წავიდეთ სახლში, რა... რამდენიმე წამში ტკაცუნის ხმა გაიგონა და ოთახი განათდა. ნინას თვალები აეწვა სინათლისგან და უცებ დახუჭა, მერე ნელ-ნელა გაახილა და კართან მდგარი ქმარი დაინახა. თვალებში უაზროდ ჩააშტერდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ. ეგონა მალე წაიქცეოდა. ხელი გამოუწოდა დემეტრემ და ნინამ მაგრად მოუჭირა მის თითებს თავისი. კიდევ უფრო მიუახლოვდა და ცხვირი ბეჭზე გაუხახუნა.
-რა კარგი სუნი გაქვს, ხმადაბლა ჩაილაპარაკა გოგონამ და მოჭუტული თვალებით ახედა ქმარს. გაეღიმა, დევდარიანს მთელი გულით გაეღიმა და გაუხარდა ნინას სიცოცხლით სავსე თვალები რომ დაინახა. იმდენად გაუხარდა რომ ეგონა ემოციისგან გასკდებოდა, გასავლელისკენ უბიძგა გოგონას და ნინა გარეთ გავიდა, სხეულიდან საბოლოოდ მოეხსნა უცნაური დაძაბულიბა და დემეტრეს ხელს მეორე ხელიც მოჰკიდა. მარტივად მოიქცია მისი მხრები მკლავებში დევდარიანმა და შუბლზე აკოცა ცოლს.
თვითონ გაამზადა ცხელი აბაზანა ცოლის საყვარელი სურნელით და საძინებელში გავიდა. ნინა სავარძელში იჯდა, ფეხები აკეცილი ჰქონდა და ჭერს მიშტერებოდა. დემეტრე ნელა მიახლოვდა და სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა ცოლს, მისკენ დაიხარა და ჯერ ნიკაპზე, მერე ტუჩებზე ნაზად აკოცა.
-გცივა შენ, უცნაური მზერით გამოხედა ნინამ ქმარს და სააბაზანოსკენ გაყვა. დემეტრე ფრთხილად აკვირდებოდა მის ქმედებებს, ჯერ კიდევ სიტყვა არ ჰქონდა ნინას ნათქვამი და მისი ეს სიჩუმე აშინებდა, მოსაცმლის ელვის შესაკრავი გაუხსნა და პერანგის ღილებს დასწვდა, აბნევდა ნინას დაძაბული მზერა, გოგონა თვალებდაუხამხამებლად მიშტერებოდა სახეზე. სიტყვა არ უთქვამს ისე ჩავიდა ცხელ წყალში და სხეულის ყველა უჯრედით იგრძნო სასიამოვნო მოთენთილობა. დემეტრე რამდენიმე წუთით უყურებდა მის დახუჭულ თვალებს და ელოდა, სულმოუთქმენლად ელოდა.
-დემეტრე ორადგილიანი რატომ გაყიდინე, იცი? თვალი არ გაუხელია ისე იკითხა და ტუჩის კუთხეები ოდნაც ჩაუტეხა ღიმილმა. დევდარიანმა მხოლოდ რამდენიმე წამში გაიაზრა რა უთხრა და გაეცინა, მაინც რა უცნაური არსება იყო მისი ცოლი. თავადაც გათავისუფლდა ტანსაცმლისგან და სულ მალე მიიხუტა გოგონა. ნინა ბეჭებით გრძნობდა როგორ სწრაფად უცემდა გული მის ქმარს, ღმად ამოისუნთქა და ჩაკიდებულ ხელზე აკოცა.
-მეგონა უარესად ვიქნებოდი, სუნთქვას ამოაყოლა და დემეტრეს მკერდს ზურგით მიეყრდნო.
-კარგად იქნებ, სულ კარგად უნდა იყო. თავზე აკოცა გოგონას და მჭიდროდ შემოხვია მკლავები სველ სხეულზე.
-არ გამიკვირდებოდა, რომ ჩემთვის ფსოქოლოგთან წასვლა შემოგეთავაზებინა, თუნდაც ფსიქიატრთან, მაგრამ ამას არ ველოდი.
-მე გავიარე კონსულტაციები ფსიქოლოგთან, გაეცინა დემეტრეს. გოგონა მისკენ შებრუნდა და გაკვირვებული მზერა მიაპყრო ქმარს.
-აბა გეგონა დამესიზმრებოდა რა როგორ გამეკეთებინა? ნინა, მესმის რატომაც არ უთხარი შენს ოჯახს, მესმის და ვამაყობ შენით ამის გამო, მაგრამ მინდა ჩემთან არასდროს არ გააკეთო იგივე.
-ვითომ შენი მოტყუება შესაძლებელია, წარბები აწკიპა გოგონამ და სახეზე მოეფერა ქმარს.
-მე ისე მინდა შენი კარგად ყოფნა რომ შეიძლება დავიჯერო, შეიძლება სულ უკეთესი დავიჯერო, მაგრამ შენ არ უნდა მომატყუო, მე შემიძლია შენთვის ვიყო ძლიერი.
-დემეტრე, შენ უკვე იყავი ძლიერი ჩემს ნაცვლად დღეს. ხანდახან მაოცებ, ამდენს როგორ ფიქრობ. მე არ მესმის საკუთარი თავის ისე კარგად, როგორც შენ ჩემი.
-უბრალოდ ჩემს ოჯახზე ვზრუნავ, ოღონდ ამის შენგან განსხვავებული ხერხები მაქვს.
-შენი უფრო რთულია, მე არ ვიცი მაგას თუ შევძლებდი.
-არა, ნუ ამბობ მასე. ჩემთვის ისაა წარმოუდგენელი საკუთარი გრძნობები რომ დამალო. მე ვერ გავაკეთე იგივე ჩემებისთვის ომის შემდეგ.
-ანუ თავისებურად ორივე იდეალურია, ოდნავ გაეღიმა ნინას.
-თავისებურად კი, მაგრამ შენ სიმართლეს მეტყვი, თვალებში ჩახედა დემეტრემ და ხმაც დაისერიოზულა.
-ოოო, ნუ მემკაცრები, მე ვარ აქ დაზარალებული, მთელი ღამე იატაკზე მეძინა, ბუზღუნით ჩაილაპარა ნინამ და დემეტრეს თვალები დაუწვრლა. ისევ მოხვია მკლავები დევდარიანმა და თავის სხეულზე აიკრა გოგონა, -არ გეძინა იატაკზე, ძალიან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ნინას მთელი სხეული გაუთბა, ხასიათი საბოლოოდ შეეცვალა და მეამიტური ღიმილი აიკრა სახეზე.
-ქორწინების ერთი წლის თავს გილოცავ, ზედ ტუჩებზე დასჩურჩულა დემეტრემ და ვნებიანი კოცნით გააგრძელა მილოცვა. ნინამაც ხელები მაგრად მოხვია კისერზე და გაუხარდა, უკვე მერამდენედ გაუხარდა მაშინ რომ არ შეეშინდა და ქორწინებაზე დათანხმდა, არ შეეშინდა გაუგებრობების, იმის რომ კარგად არ იცნობდა, რომ არ ჰქონდათ საერთო ისტორია, გაუხარდა, რომ დაუჯერა მაშინ საკუთარ გრძნობებს, დაუჯერა იმ სიახლოვის ყველაზე ძლიერ სურვილს, დაუჯერა განცდას რომ მხოლოდ უიმისობა იწვევდა მელანქოლიას მასში, დაუჯერა იმედს, რომ მის გვერდით იქნებოდა რთულ მომენტებში, დაიჯერა, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო შეუყვარდებოდა და არასდროს იქნებოდა ამის შეხსენების აუცილებლობა მათ შორის.
^^^
დიდი პირსახოცი მოხვია სხეულზე და ისევ ჩაეხუტა, თითქოს დღეს განსაკუთრებით არ ეთმობოდა ცოლი. ნინა უცნაურად ღიმილიანი იყო, რომ არ მოელოდა ისეთი. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო ეთქვა კარგად ვიცნობო, მისი სახის ყველა მიმიკა შესწავლილი ჰქონდა და გემოვნებაც ზედმიწევნით იცოდა უკვე, მაინც შეეძლო ნინას გაეოცებინა დემეტრე თავისი უცნაური გადაწყვეტილებებით და რეაქციებით. მის კისერში ჩარგო თავი და ღრმად ჩაუშვა ფილტვებში ჰარმონიული სურნელი.
-მომწონს სუნამოებს რომ არ იყენებ, ყურთან უჩურჩულა და კიდევ ერთხელ მაგრად აკოცა ლოყაზე. ნინას არ უნდოდა მოშორებოდა ქმრის სხეულს უჩვეულოდ მშვიდად გრძნობდა თავს, მართლა არ ეგონა დემეტრე ასე დადებითად თუ მოქმედებდა მასზე. კი, იცოდა რომ მასთან ერთად სულ კარგ ხასიათზე დგებოდა, იცოდა, რომ დემეტრეს გამო ყველაზე ხშირად იღიმოდა, მოსწონდა, როცა მისთვის მღეროდა... ნინამ ამ წამს მთელი სიძლირით იგრძნო, დემეტრე მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი როგორ გახდა, ნინას ოჯახი. ქმრისკენ მიბრუნდა, ცხვირი ყელზე გაუხახუნა და ნაზად შეახო ტუჩები მფეთქავ არტერიას.
-მე მგონია დაღლილი ხარ და გეძინება შენ, ღიმილიანი ხმით ჩაილაპარა დემეტრემ.
-არ ვარ დაღლილი, მაგრამ შენ ხარ, კიდევ ერთხელ აკოცა ქმარს და საძინებელში გავიდა. -დავიძინოთ, ხო? დემეტრეს მაისური სწრაფად გადაიცვა და საწოლში შეძვრა.
-კი და საღამოს წყნეთში ავიდეთ, გვერიდით მიუწვა დემეტრე და სახიდან თმა მოაშორა.
-რა გვინდა იქ?
-უნდა აღვნიშნოთ, რამდენჯერმე ისევ აკოცა, ხელები მაგრად შემოხვია სხეულზე და თვალები დახუჭა. -მაინც რა მოგწონს ამ ჩემს მაისურებში, თითქმის მძინარე ხმით ჩაილაპარაკა დემეტრემ.
-შენ, ხმადაბლა უპასუხა ნინამ და უფრო კომფორტულად მოთავსდა ქმრის მკლავებში. დემეტრემ უცნაური სიმშვიდის გრძნობით ჩაიძინა ჰარმონიული ჰაერით სავსე ოთახში.
^^^
-ნიაკო, წვენი არ გინდა? ცოლს ეშმაკური ღიმილით გადახედა დაჩიმ
-გეთქვა, ნია, წვენი მომიტანე, თვალები აატრიალა , -ნიკა, ლიზიკო არ გინდათ?
-აუ, სად არიან ამდენ ხანს?
-დაჩი, კიდევ ერთხელ იტყვი და ვეღარ დაინახავ მოსულებს, სასაცილოდ დაემუქრა ნიკა ძმას.
-აცადეთ, რა, აღნიშნავენ, ხმამაღლა გაიცინა ლიზიკომ და ნიას წვენი გამოართვა, -მადლობა, რძალო, და, ნიკოლოზ, სულ ტყუილად იბღვირები, ლოყაზე ქმარს და გააცინა.
-ოჰ, როგორც იქნა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო, დაჩი კარში ახლახანს შემოსულ ნინას და დემეტრეს რევერანსებით მიესალმა.
-ჩაირთო ეს უკვე, ნინამ თავი გააქნია და ყველას გაუღიმა. -ანუკი, ბარაბრე და მარიამი სად არიან?
-პატარების კლასელს დაბადების დღე აქვთ და იქ, მერე მარიამი ამოიყვანთ, ნიაკომ გაიღიმა და მაგიდას მიუსხდნენ.
-ვაიმე, დღეს არაფერი არ გვიჭამია, ნინამ უცებ წამოიძახა.
-სად გეცალათ, მხრები აიჩეჩა დაჩიმ და ნიკა კიდევ ერთხელ დაიბღვირა.
-რა იცი შენ ჩვენ რისთვის გვეცალა, ჰა? დემეტრე აშკარად კარგ ხასიათზე იყო.
-ერთმანეთისთვის, ჩემო, დემეტრე, ისევ გადაიხარხარა დაჩიმ.
-შენც მოიცალე ხოლმე ხანდახან და ენერგო ვამპირი აღარ იქნები, ჩაიხითხითა ნინამ და ჩანგალი ხელში აიღო.
-იცლის, სამზარეულოდან გამოსძახათ ნიაკომ და ყველა გააცინა.
-შედეგებს ვერ ვხედავ რაღაც, ნიკამ დაჩის მხარი გაკრა და ნიშნის მოგებით გაუღიმა
-ნახავ რვა თვეში, ზედმეტად ჩვეულებრივად ჩაილაპარაკა და ნიაკოს გახედა.
-რაა? ლიზიკოს ხედმეტად ხმამაღლა მოუვიდა.
-გილოცავ, ნიაკო, ნინა ფეხზე წამოტა და ძმას და რძალს მაგრად შემოხვია ხელები, -მაგაზე მაგარ საჩუქარს ვერასდროს მოიფიქრებდი, დაჩი.
-ჩემი შვილიც რომ მიისაჩუქრა.
-რა კარგია პატარა ბავშვი გვეყოლება, თავი დემეტრეს მხარზე ჩამოადო და ხმადაბლა ჩაილაპარაკა, დემეტრემ პირველად იფიქრა, რომ ნინა ძალიან კარგი დედა იქნებოდა, სულ წამით წარმოიდგინა თავიანთ სახლში პატარა კაცუნები და როგორც კი თავის ილუზიას ჩაუღრმავდა მაშინვე გადევნა არასასიამოვნო ილუზიები.
მაგრამ როდის იყო ასე ხელაღებით გვემორჩილებოდნენ აშლილი ფიქრები. დემეტრე თითქოს ტრანსში გადავიდა, ღიმილიანი სახით მიშტერებოდა დაჩის და ნიკას ისევ სისულელეზე რომ კამათობდნენ, ლიზიკოს და ნიას მობეზრებულ კომენტარებზე და ნინას სიცილზე გული თვითონაც სიხარულით ევსებოდა, ბარბარემ და ანუკიმ რომ გამოაცხადეს ჩვენ ნორმალურები გავიზრდებითო ამაზე თვითონაც ხმამაღლა გაეცინა, ალექსანდრე, როგორც ყოველთვის, მარიამს აბეზრებდა თავს და ანდრეას საყვედურებს ვეღარ ასდიოდა. ირგვლივ ქაოსი იყო, მხიარული ქაოსი... და ამ ქაოსში პატარა ბავშვივით ჰქონდა ნინაზე ხელი ჩაკიდებული, ხშირხშირად გადახედავდა ხოლმე ისევ ჩემს გვერდით თუ არისო და უცანური სიხარულით გაუღიმებდა ცოლს, თითქოს ეშინოდა ამ მხიარულ ქაოსში არ დაეკარგა ნინა.
^^^
-მე და ნია აქ ხშირად ამოვდივართ, ძალიან მოსწონს აქაურობა, დაჩი ნინას გვერდით ჩამოჯდა ჰამაკზე და ხელი მოხვია. -შენს ქმარს მთვრალი ალექსანდრე სიყვარულს უხსნის, ბოლოს მაინც ვერ მოითმინა სერიოზული ხმის შენარჩუნება და გაეცინა.
-მეც ხანდახან ისე ძალიან მინდა ხოლმე აქ ამოსვლა, მაგრამ...
-ბატონი დემეტრეს სამსახურს დიდი დრო მიაქვს ხომ?
-ხანდახან მთელი ღამე ოპერაციებს ატარებს, არ ვიცი ამდენს როგორ უძლებს.
-თავიდან შენზე ძალიან ვნერვიულობდი, ნინა...
-რაა? რატომ?
-კარგი რა, ჩემი რეკორდიც მოხსენი, მე სამ თვეში დავქორწინდი და შენ და დემეტრე...
-კარგი, კარგი, ნინას გაეცინა და სახლისკენ გაიხედა.
-უბრალოდ, ხანდახან მეგონა ხოლმე რომ შენს ადამიანს ვერ ნახავდი, ისეთი უცნაური სურვილები გქონდა. ჯერ ყველა ძმაკაცი დამიწუნე, მერე ყველა კურსელი მოიძულე...
-არავინ არ მომიძულებია, ყველა ხომ არ შემიყვარდებოდა, ნინა ისევ იღიმოდა.
-დემეტრეც ისეთივეა, როგორც შენ, უცნაურები ხართ ორივე. მაგრამ...
-რა მაგრამ? ნინას წამში დაუსერიოზულდა სახე და დაჩის თვალებში ჩააშტერდა.
-სიტყვებით ვერ გიხსნი, აი, წარმოიდგინე ოთახში ვართ ყველანი ერთად, შენ შემოდიხარ და დემეტრემ რომც არ შეგხედოს მიიწევა გვერდით რომ მასთან დაჯდე, შენ რომ გასწორდები ისიც წამოიწევა, თითქოს სინქრონულად მოძრაობთ, იცი, ნინა, მგონი ძალიან უყვარხარ.
-მერე მაგასთან მაგრამ რა შუაშია, ისევ გაეღიმა ნინას.
-პოზიტიური მაგრამ იყო და ძალიან მიხარია ასეთი ღიმილიანი რომ ხარ.
-მეც მიხარია შენი ნიაკო, ლოყაზე აკოცა ძმას და მხარზე თავი ჩამოადო.
-ლაშა და საბა რომ მოვატყუეთ გახსოვს ვითომ დაჭრილი ვიყავი?
-კი მისაღებ ოთახში იყავი გართხმული, ნინა ახარხარდა, -და როგორ შეეშინდა ლაშას, რა გესხა?
-გუაშინ საღებავით არ მომხატე?
-ხო და ნიკას რომ დაურეკეს, ის სამსახურიდან გამოიქცა და ორი დღე არ გველაპარაკებოდა მანერვიულეთო,
-ხუთი თვის წინ იყო ეგ და ახლა... ღმერთო, ახლა მამა გავხდები, დაჩიმ სახეზე ხელები ჩამოისვა და დას გაუღიმა.
-მე ბევრჯერ წარმომედგინა, რომ ერთ დღეს აქ ამოვიდოდით ჩვენს ოჯახებთან ერთად და რატომღაც სულ მომავალს ვუკავშირებდი, ეგ კი არა თითქოს უფრო ილუზია იყო, ვიდრე მოსალოდნელი რეალობა.
-ერთი დღე დადგა, როგორც ჩანს.
-ჰო, გავიზარდეთ.
-მოდის აგერ შენი დემეტრე, წავალ ნიაკოს წვენი თუ უნდა გავიგებ, ფეხზე წამოდგა და სახლში ჩქარი ნაბიჯით შევიდა.
-არ მითხრა, რომ კიდე გეძინება, დემეტრე ზემოდან დააჩერდა ცოლს და ჰამაკზე გაწვა.
-ძალიან, თავი მკერდზე დაადო ქმარს და თვალები დახუჭა, -დღეს უცნაურ ხასიათზე იყავი.
-შენ მშვენივრად ხითხითებდი, თმაზე აკოცა ცოლს და უფრო მჭიდროდ შემოხვია მკლავები. ნინას თანდათან სხეული მოუდუნდა, ქუთუთოები დაუმძიმდა და ჩაეძინა. დემეტრე სხეულით გრძნობდა ცოლის მშვიდ სუნთქვას და რიტმულ გულისცემას, ნინა საოცრად თბილი იყო, თავისებურად მზრუნველი და უზომოდ საყვარელი. დემეტრემ იცოდა, რომ მალე ნინასთან სერიოზულად მოუწევდა საუბარი, უფრო მეტად უჭირდა ამის თქმა, ვიდრე ეგონა, უფრო მეტად მიეჯაჭვა მის თბილ სხეულს და მზრუნველ გამოხედვას, ვიდრე წარმოედგინა. მაგრამ მიხვდა, რომ ყველაფერს ვერ უშველი ბედნიერებით, წარსულის შავი ხვრელები ვერ ამოუვსო ნინასეულმა ყოველდღიურობამ... არადა ეგონა, რომ ამას შეძლებდა და მის გამო ყველაფერს დაივიწყებდა, რომ მის გამო შეძლებდა... მაგრამ ჩვენ არც ჩვენი გამჭვირვალე, ბოროტი მოჩვენებები გვემორჩლებიან და ისეთ დროს დაგვადგებიან თავზე, როცა ყველაზე მატად არ გვინდა იმ საშინელმა შავმა ხვრელებმა თავი შეგვახსენოს. ძალით დაგვიფრთხობენ მშვიდ ძილს, უკან გაგვახედებენ და ნაცვლად იმისა, რომ გაგვიხარდეს მათი არ ყოფნა ოთახში საშინელ სიცარიელეს ვგრძნობთ, იმ სიცარიელეს, როცა საკუთარ შიშთან მარტო დარჩები, მარტო იქნები წარმოსახვით მოჩვენებასთან და ისიც არ გაქრება არც ერთი უკან მიხედვისას, მხოლოდ უფრო და უფრო ღრმად ჩაგახედებს წარსულის ბნელ ხვრელებში.



№1  offline წევრი ket-kat

ძალიან სერიოზული ნაწერია, ყოჩაღ!!!

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

მეეჭვება, შენზე მაგარი ვინმე იყოს აქ.<3

 


№3  offline წევრი tveni

ვუუუაჰ ძალიან ძალიან მაგარია მართლა... <3 <3 <3 <3

 


№4  offline წევრი Mkitxveli

სერიოზული მწერალი ხარ ))

 


№5  offline წევრი camilita

დასრულებას ველოდები რომ ერთიანად წავიკითხო =) ერთი სული მაქვს, არადა თან მინდა რომ რაც შეიძლება დიდი იყოს =))))))))))))

 


№6  offline წევრი ტატა

ეს რაღაც საოცრებაა, მსგავსი არაფერი წამიკითხავს ამ საიტზე. ძალიან სიღრმისეული, ჩამოყალიბებული და სერიოზული ნამუშევარია, ბრავო, სიტყვები არ მყოფნის.... love love love

 


№7  offline წევრი aneta

სიტყვები არ მაქვს ისეთი მაგარი გოგო ხარ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent