შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (10 ნაწილი)
დემე, ანუ დემეტრე ელენეს ძმაა, ანუ იმ გოგოსი ვინც თოკოს უყვარს. მთელს ბათუმს ის და მისი ძმაკაცები აკონტროლებენ. მაგათ ხელშია ყველაფერი. ორი საუკეთესო ძმაკაცი ყავს: ვატო და ზურა. ელენე ძალიან ლამაზი გოგოა, ქერა თმით და ცისფერი თვალებით. დემე საკმაოდ სპოტრული აღნაგობისაა, ღია ყავისფერი თმითა და თაფლისფერი თვალებით. ბათუმში ცნობილი მექალთანეა, ეს ყველამ იცის, თუმცა მაინც ყველა მასზე გიჟდება. ელენესთან არავის არ უშვებს და ზოგჯერ ზედმეტადაც აკონტროლებს. ამის გამო და-ძმას ხშირად მოსდის კონფლიქტი, თუმცა დემესაც გავუგოთ! პატარა, ულამაზეს დაიკოს დაცვა უნდა. ბავშვობიდან ასე იყო - თუ ვინმე ელეს გააბრაზებდა, საქმე მასთან ჰქონდა. ეს ჩვევა ბავშვობიდან გამოყვა და არც უნდა რომ დაივიწყოს. ელე ყველაფერს ხვდება, მისი ძმის ასეთ საქციელსაც გაგებით ეკიდება, თუმცა ზოგჯერ მართლა არ სიამოვნებს ამდენი კონტროლი. თოკო პირველად მაშინ ნახა, როდესაც დემესთან, ვატოსთან და ზურასთან ერთად კლუბში იყო. მაშინ დემემ მისი მარტო სახლში დატოვება არ მოინდომა და ძალით წამოიყვანა კლუბში. აქ კი თოკო ნახა... დაინახა თუ არა მაშინვე შეუყვარდა. დემემ კი მასთან ურთიერთობა აუკრძალა... ასე უთხრა არ დავინახო მეორედ დაელაპარაკოო. მიზეზიც არ იცოდა, თუმცა ელემ ძმა აღარ გააბრაზა და სცადა თოკოს დავიწყება, მაგრამ არ გამოუვიდა. გულს ვერ უბრძანებ!!! უყვარს ეს ბიჭი და რა ქნას!!! ვერც ვერაფერს ვერ იზამს. სიყვარულისთვის უნდა იბრძოლოს... მორჩა და გათავდა!!! ......თოკოს მონაყოლი..... საღამოს 9მდე სახლში ვიყავი ბიჭებთან ერთად. შაკო და ლიზაც ჩამოვიდნენ ოთახიდან და ერთად ვერთობოდით. ანდა ჩემი დებილი ძმაკაცების ხელში რას ვერ გავერთობოდით!!! შესახვედრად წასულებმა ლიზა სახლში მარტო დავტოვეთ. ვიცოდი, რომ იმ დღეს დემე და მისი ძმაკაცები მას არაფერს არ დაუშავებდნენ, ამიტომ მშვიდად ვიყავი. 10ზე უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით. მათაც არ დააყოვნეს და დანგრეული შენობის ეზოში შავი BMW შემოიყვანეს. მანქანიდან სამნი გადმოვიდნენ. ერთი დემე იყო: წინ მოდიოდა, დანარჩენი ორი კი კლუბში მყავდა ნანახი, თუმცა მათი სახელები არ ვიცოდი. -ბიჭებს გაუმარჯოს(დემე) - მოვიდა ამაყად -ზდაროვა ბრატ(თემო) - არ ჩამორჩა მისტერ სიამაყე მაჩვენე და სიამაყეს გაჩვენებო თუ რაღაცა ასეთი ტონით რა... -ეს ვატო, ეს კი ზურა, თქვენ?(დემე) - გაგვაცნო დანარჩენი ორი -მე თოკო, ესენი კი თემო, ლექსო და შაკო - ვაჩვენე სათითაოდ -კაი... რაზე დაგვიბარეთ?(დემე) -სალაპარაკო გვაქვს(ლექსო) -თქვენთან სალაპარაკო რა მაქვს უკაცრავად?!(დემე) - ამაყ ტონს არ კარგავდა -ელენეზე მინდა საუბარი(მე) - ეს ვთქვი თუ არა შევნიშნე რომ ძარღვები დაებერა. -მასზე ლაპარაკს მე არ ვაპირებ(დემე) - წინ ერთი ნაბიჯი დაგმოდგა -მომისმინე, ელენე მიყვარს და მასაც ვუყვარვარ, ვერ ვხვდები რა არის პრობლემა(მე) -ძველი პრობლემა ხომ არ გაგახსენოთ?(ვატო) - ჩაერია საუბარში ერთ-ერთი -ძველი წარსულს ჩაბარდა, ყველაფერი მოგვარებულია(ლექსო) -მე მასე არ ვფიქრობ(დემე) -რა გინდა...(მე) - არ შეცვლილა, ისევ ისეთი ანგარებიანი დარჩა... -შენი პირობა(დემე) -რა პირობა?(მე) -რაც არ შეგისრულებია: მითხარი სად გადამალე ის ფული(დემე) -ის ფული შენ არ გეკუთვნოდა და არც ახლაა შენი!(მე) -, ის მე მოვიპოვე და მე მეკუთვნის!!! მორჩა! სანამ არ მეტყვი სადაა, მანამდე შენთან ელენეზე კი არა საერთოდ სალაპარაკო არ მაქვს(დემე) -დემე...(მე) -არავითარი დემე!!! აპირებ თქმას თუ არა?! თუ არა მაშინ დროს ტყუილად ვკარგავ - გამაწყვეტინა საუბარი. არ ვიცოდი მეპასუხა თუ არა, მან ხომ ეს ფული მოიპარა, თან რამხელა ფულია - 1მილიონი!!! მე მას ეს წავართვი, დავემუქრე პოლიციაში ვიტყვითქო, თუმცა შემეცოდა, ვარჩიე გადამემალა. ჩვენს შორის მორიგი დაპირისპირებისას, მე მას მშვიდობის სანაცვლოდ შევპირდი მისი მოპარული ფულის ადგილმდებარეობის გამჟღავნებას. ამ ფიქრებში გართულს ხმა არ ამომიღია -როგორც ჩანს არაფერი გაქვს სათქმელი... მე აქ გაჩერებას აღარ ვაპირებ, თუ თქმას დააპირებ დამირეკე(დემე) - მოგვაძახა და წავიდა... -ამის დ****!!!! (მე) -კაი ბრატ დამშვიდდი(თემო) -ჩვენც ვიცით იმ მოპარული ფულის შესახებ(ლექსო) -მომისმინეთ, თქვენ არ გესმით, ის ფული ამ ნაგავი კაცის ხელში არ უნდა ჩავარდეს!!(მე) -ვიცით, მაგრამ სხვა გზა არაა!!(შაკო) -მე ვიცი სხვა გზა...(მე) -რას აპირებ?!(თემო) - მკითხა შეშინებულმა -ბიჭო სისულელე არ გააკეთო რამე(ლექსო) - გამაფრთხილა -მალე გაიგებთ(მე) ეხლა სახლში წავედით. ბიჭები სახლებში ჩამოვარიგე და ბოლოს მე და შაკოც წამოვედით. უკვე ღამის 2 საათი იქნებოდა. ლიზას როგორც ჩანდა, ეძინა. -ბიჭო შენთან სალაპარაკო მაქვს(შაკო) - მომიბრუნდა სერიოზულად -რახდება?! - მისი სახის დანახვისას მეც შევწუხდი -იმიტომ გეუბნები, რომ უფლება გაქვს იცოდე, იმედია წინააღმდეგი არ იქნები, თუმცა თუ იქნები შენს აზრს მაინც არ გავითვალისწინებ... - ასე გააგრძელებდა ბერტყუნს მე რომ არ შემეჩერებინა -არ იტყვი რახდება? - ვკითხე მშვიდად -ლიზას ვუთხარი რომ მიყვარს და მანაც მაპატია -მერე მაგაზე ნერვიულობდი ბიჭო?? გილოცავ ძმა!! - მივედი და ძმურად მხარზე ხელი დავკარი -მადლობა ბრატ! - ერთიანად მოეშვა ჩემი პასუხის გაგებისას -იმედია ლიზას მოტირალ სახეს აღარ დავინახავ -აღარასოდეს - დამპირდა გახარებული -კაია, იმედია მართლაც ასე იქნება. კაი მე წავედი ეხლა დავიღალე, ხვალამდე -კაი - შხაპი მივიღე და მკვდარივით დავეგდე საწოლზე. .....ლიზას მონაყოლი..... დილით მხიარულად გავიღვიძე. ეზოში გავედი და გავისეირნე, შემდეგ კი ჩემს თაკოს დავურეკე -რას შვები მოღალატე?? - ვკითხე მხიარულად -რავი აბა არაფერს, ეს ტიტული რით დავიმსახურე? -რადა 1 კვირაა მგონი უკვე არ მინახიხარ, მოეთრიე ეხლავე ჩემთან! - გავეცი ბრძანება -ახლავე მის... 5 წუთში მანდ ვაარ!! - ჩამძახა ტელეფონში გახარებულმა და დამიკიდა. სამზარეულოში გავედი, ცოტა წავისუსნე და თოკოც შემოვიდა. -რას შვები?? -რავი არაფერს, თაკო მოვა მალე -ჰოო კაია - ჩაფიქრდა და სკამზე ჩამოჯდა -რაიყო?! - ვკითხე მისი ამ ქმედებით გაკვირვებულმა -არაფერი რა უნდა იყოს -გეყო ეხლა ხო იცი რო ვერ მომატყუებ -კაი, რამე ხომ არ გაქვს სათქმელი? -მე?! - ვკითხე და თვალწინ შაკო ამომიტივტივდა -დიახ, შენ - შემომხედა გამომცდელად -რავი, გააჩნია რა თემაზე - დავიწყე უაზრო ბოდიალი -ლიზა... - შემაწყვეტინა - შენზე და შაკოზე -აა, ჰოო.... - ვთქვი და ენა დამება -ხოდა მითხარი -შევრიგდით... - და თავი დამნაშავე ბავშვივით დავხარე -მერე არ უნდა გეთქვა? - მკითხა მზრუნველად -ხო რავი... - ისევ უნდა შევბრუნებულიყავი, როცა კარზე ზარის ხმა გავიგე - თაკოაა!!!! - ვიკივლე და კარისკენ გავვარდი. -რაიყო უფრო მალე ვერ გამიღე კარი?! - იდგა ჩემი დებილი და იცინოდა -არ შემოხვალ მოღალატე?? - და გავიწიე კარში რომ შემოსულიყო -ეს ახალი კლიჩკა როდემდე უნდა მეძახო? - მკითხა მობეზრებულად -სანამ არ მომბეზრდება - ვუპასუხე უდარდელად და ჩემს ოთახში ავედით. -შენ რაღაც ძაან აცუნდრუკებული და აცანცარებული მეჩვენები ხო იცი... -ხოო -შაკო?! - მკითხა ეჭვით და სიხარულით -ხოო!!! - ვიკივლე, კივილში თაკოც ამყვა და ჩამეხუტა. - კაი მოიცა ჩუმად თორემ ვინმე შემოვა - გავაჩერე უცბად. -გოგო მიდი მოყევი რა მოხდა, მართლა რამდენი ხანი არ ვყოფილვარ კაცო, ლამისაა გათხოვდე - ინტერესიანი თვალებით მომაჩერდა და საწოლზე ჩამოჯდა. მეც ყველაფერი მოვუყევი, ხან ბრაზდებოდა, ხან იძახდა რა საყვარელიაო, ხანაც სიცილით იგუდებოდა. როცა ყველაფრის მოყოლას მოვრჩი შთაბეჭდილების მოლოდინში გავირინდე. -ნუ ეხლა... - დაიწყო თაკომ - ბევრი რამე გამომიტოვებია, მარა აწი ერთი დღეც აღარ მოგასვენებ ქალბატონო - საჩვენებელი თითი დამიქნია და ისევ გაიცინა. საღამომდე ოთახში ვიყავით შეყუჟულები, იქიდან არც გამოვსულვართ. ქვემოთ რომ ჩამოვედით სახლში არავინ დაგვხვდა, გამიკვირდა და თოკოს დავურეკე. ტელეფონი გამორთული ჰქონდა, შაკოსაც დავურეკე და იმასაც გამორთული ჰქონდა. შემდეგ ბიჭებს ჩამოვურეკე და არ პასუხობდნენ. ....თოკოს მონაყოლი..... ელენე მოვიტაცე... ................ აი ბავშვებო შემდეგი თავიც. არ ვიცი როგორი გამოვიდა, შემიფასეთ... შევეცდები ხვალაც დავდო და გაგახაროთ პ.ს. მადლობა რომ დაკომენტარება არ გეზარებათ, რადგან ეს ძალიან ძალიან მახარებს და წერის დიდ სტიმულს მაძლევს. ყველა მიყვარხართ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.