ჰამლეტი
მიქროდა ჩემი შავი X5. მოძრაობა გადატვირთული იყო,ბევრი ჩამოვიტოვე. სასწაფოს მანქანას გავუსწარი. 120... 130... 140.. 150'. 160..... მწვანე სატვირთოს ავუვლი გვერდს და მერე დავუკლებ სიჩქარეს-გავიფიქრე. ფიქრი დასრულებული არ მქონდა მწვანე სატვირთის დავეჯახე..... ბურანიდან ძახილმა გამომიყვანა. -როდემდე თეკო, გეკითხები? არაა,არც კი მისმენ. წააგე ვერ ხედავ? მომისმინე. გადაგიყოლებს ეგ X5 და მწვანე სატვირთო თეკო. როდემდე მიიღებ ფიზიკაში 2 ებს? შენ გეკითხები თეკლა სიხარულიძე. -ანუშკი,ჩაი დამალევინე რაა. ორები,სამები,ხუთები და ათები მერე გავარჩიოთ რა. დედაჩემი ქოთ-ქოთით წავიდა სამზარეულოში. არ ბეზრდება ამ დედაჩემს ფიზიკის ორიანებზე ჩხუბი? ან ამ ფიზიკას სულ ორების წერა? აი მე,რომ ვიყო განათლების მინისტრი,ფიზიკას სულ ამოვიღებდი,მაინც არავის უყვარს და არავინ სწავლობს. რა საჭიროა? ზედმეტი თავის,გულისა და ტვინის ტკივილია. -გადამრევს ეს ბავშვი. ადექი გოგო აფრინდა ჩაიდანი. ისევ დედაჩემი. ო,ღმერთო რა დავაშავე. **** -სიხარულიძე,დაფასთან. -აზრი მას? -გამოდი,რომ გეუბნები. -ოოოო,კარგით რა. როდემდე ვიტანჯოთ მას ორივემ? არ მოგბეზრდათ? მე კიი. -დედაა,რაა რო მესმის. გაეთრიე კლასიდან. ახლავეე!! მე კარისკენ წავედი. -ჩანთიანააად!! "უუხ„ ჩავისისინე,ჩანთას ხელი ვტაცე და კიბეებზე დავეშვი. სკოლის უკან წავედი. გვერდით თეატრი გვიდგას. იქიდან ძველ რეკვიზიტეს ყრიან ხოლმე,პარიკებს,მარაოებს და ა.შ. საწყალი პარიკი ეგდო. ჰამლეტის იყო. მეც მეტი რა მინდოდა. და დავიწყე: -შენ მამაჩემი არა ხარ!! განვედ სატანავ. როლებში შევიჭერი და არარსებულ სატანას ვესაუბრებოდი. -ყოჩაააღ!! ტაშის ხმა. ვიღაც მისმენდააა? ჩემი სიკვდილი. სირცხვილი და თავის მოჭრა-შევიცხადე ბებიაჩემივით გულში და შევტრიალდი. ხალხოო,რომ მცოდნოდა "ვიღაც„ ასეთი სიმპატიური იქნებოდა სულ არ შევტრიალდებოდი. შევტრიალდი და ყბა გამექცა. ძლივს დავიჭირე გაქცეული ყბა,მწარე ღიმილი ავიფარე (არადა დავდნი) და სანამ მოვიფიქრე რა მეპასუხა,ბიჭი ჩემ წინ გაჩნდა,პარიკი ამაძრო და თვითონ დაიხურა. სიცილი ამიტყდა. -გიხდება სიცილი. ხელის ზურგი ფაფუკ ლოყაზე ჩამომისვა. გამლვშტერდი,მეგობრებო. გამოვშტერდი! თვალებს სწრაფად ვაფახურებდი, საცრისოდენა გამიხდა თაფლისფერი თვალები. ისევ იცინის ეს! გამომაშტერა და უხარია ამ.. ამ.. ამ ვირიშვილს. გავმწარდი. არა, ეს ის სიტყვა არაა რაც ჩემს მდგომარეობას აღწერს. სისხლი ტვინში ჩამექცა. ეს ვიღაც ხეპრე,ჯერ თავს მაწონებს,მერე დამცინის,მერე მადებილებს და ბოლოოს ისევ დამცინის. ვინაა ამის დასაცინი? ჩემში გურულმა და მეგრელმა ბებიებმა გაიღვიძეს და მისი მოკვლის გეგმები დავსახე. სანამ მე ვფიქრობდი ამ ვირიშვილმა ტელეფონი ამართვა ჯიბიდან,თავი შევიქე რომ ბლოკი არ მეყენა,ხოდა ნომერი ჩაუწერია ამ სიმპატიურ ვირს და წავიდა. ეს ყველაფერი მერე გავაანალიზე,როცა ტელეფონი მეორე ჯიბეში აღმოვაჩინე. ნომერი კი სამი კვირის შემდეგ, როცა კონტაქტების საძიებელში ვიკას ვეძებდი. "ვი" ჩავწერე და თვალში მომხვდა "ვირიშვილი". გავოცდი. ყბა ისევ გამექცა. გვიან მივხვდი ვინც იყო,მაშინ როცა დავურეკე და მისი ხმა გავიგე. -ოოჰ,ინება ჰამლეტმა დარეკვა? კიდევ რაღაცას ამბობდა,როცა გავუთიშე. "ვირიშვილი მართლა. რა დღეშია ეს თავხედი ვირიშ.. მოიცა.. ვაიმე დედა. გული. საიდან გაიგო ვირიშვილობით რომ დავამშვენე? ჩემი სიკვდილი,ხმამაღლა ვთქვი? " საკუთარი "უსაქციელობა" გამოვიგლოვე და გადავწყვიტე სრულიად სამართლიანად მიკერებული იარლიყისთვის ბოდიშიი მომეხადა. სკოლაში წასასვლელად მოვემზადე დილით -ყურსსმენები აქაა,მეორეც აქაა,პულვიზატორიც აქაა,გუაში აქაა,წებო აქაა,ეს რა ჯანდაბაა? „მათემატიკის სახლემძღვანელო მე-10 კლასი. „ ეს რა ჩემ ფეხებად მინდა. ყოველდღიური დიალოგი გავიმეორე ჩემს ჩანთასთან,ორივე ყურზე კარგად შემოვიდე თეთრი,Sony ს ნაუშნიკები და სკოლისაკენ ნაბიჯით იარ. (სანამ თეკულა სკოლაში მიდის,მოკლედ გაგაცნობთ. ესაა ყველაზე მხიარული ადამიანი. ცოტას გარეგნობაზეც გეტყვით. მოკლედ,არის 1.77,58 კილო,აქვს წელამდე წაბლისფერი სქელი თმები,თაფლისფერი თვალები,რომელიც ხანდახან მწვანეში გადადის,ცხვირი აქვს სწორი და ლამაზი,ტუჩები აქვს პატარა მაგრამ საყვარელი. მოკლედ ურიგო გოგო არაა. კიდევ ვერ იტანს შარვალს,უყვარს ნირვანა,მეფე და ზოგადად როკი. თვითონაც მღერის,უკრავს გიტარაზე,ფანდურზე,პიანინოზე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დრამზე. ჰყავს დედა,უმამოდაა გაზრდილი. სინამდვილეში ჰქვია თეო,მაგრამ ბავშვობიდან ეძახიან თეკლას,შემდეგ უკვე პირადობაშიც თეკლა ჩააწერინა. თაყვანისმცემლები ბევრი არ ჰყავს,მაგრამ არ აინტერესებს. შეყვარებული ერჰხელ ჰყავდა,თედო ერქვა ,მაგრამ მერე დაშორდნენ და ახლა ჩვეულებრივი,ნორმალური ურთიერთობა აქვს. სხვათაშორის ყოფილების კვალობაზე ერთმანეთს კარგად უგებენ და ნეგობრობენ,უყვებიან ეთრმანეთს სიახლეებს და ა.შ. და კიდევ მთავარი საკმაოდ გულჩვილია,ყველაფერზე ტირის და ძალიან მოსიყვარულეა. გიჟდება ბავშვებზე. ხუმრობს ყველაფერზე,რელიგიის გარდა. მოკლედ იდეალური გოგოა რა.) სკოლაში უცებვე მივედი. მთელი დღე ვეძებდი ვირიშვილს,მაგრამ არ შემხვედრია. ბოლო გაკვეთილი იყო,ქიმიის კაბინეტში შევედით. ქიმიის ცდები მიყვარს,სულ ვაფეთქებ რაღცებს,(ხუმრობით) და ამიტომ პირველი გავრბოდი. თავი ოლიმპიურ თამაშებზე მეგონა. ის იყო კარი უნდა შემეღო,რომ მიწაზე გავგორდი. მარტო მიწაზე,რომ გავგორებულიყავი რა მიჭირდა. რომ წავიქეცი ვიღაცას ფეხზე მოვეჭიდე,ის ვიღაცა წაბორძიკდა და ბრახ! მე დამეცა. სიმძიმეს ვეღარ გავუძელი და კიბეებისკენ გადავგორდი. ხოდა ბუხ! დავგორდით. ჩახუტებულები მივგორავდით და ამ დროს ცხვირში შემიღიტინა ნაცნობმა სურნელმა. "Dark Night" გავიფიქრე და ბოლო საფეხურსაც დავკარი თავი. მერე კი დამიბნელდა. გაასწორა! არ ვიცი რა მოხდა და რატო გავითიშე,მაგრამ ძაან გაასწორა. რა საშინელი სუნი დგას,სამოთხეში ასეთი სუნი როგორ უნდა იყოს? ჯერ ერთი თვალი გავახილე,ცალი თვალით სამოთხეს არ ჰგავს. მეორეც გავახილე. რა სამოთხე,რის სამოთხე,სკოლაში ვარ,სამედიცინო ოთახში. მარტო ვწევარ დებილივით. ასეთი არაფერი მინახავს. ნუ ჯანდაბას სამოთხეში არ წამიყვანეს,საავადმყოფოში მაინც ვყოფილიყავი. წამოვჯექი. აუ რა დამიბრიალააა. ოთახში არავინ არაა. სად წავიდა ვირიშვილი? "". ჩანთა ავიღე და გავედი. არხეინად მივსეირნობდი დერეფანში,როცა დამიბნელდაა. არა,ვთქვი დაბნელება ასწორებსთქო,მაგრამ ასე ხშირადაც არ მინდა. ირგვლივ მოვიხედე. ვაა. რაღაც მიდგას წინ. "რაღაცას" თვალი ავაყოლე. -ვაა,ვირიშ.... ტუჩებზე ხელი მივირტყი. -ისა... მე... ვირიშვილი.... ბოდიშიი. მე.... ის.... ხო.... კიბორჩხალას ფერზე დავდექი. ავხედე. იცინის! ხო უნდა მიასხმევინო ტვინი ამას. მე ნერვიულობით გავწითლდი,ეს-სიცილით. ზურგი შევაქციე. ის იყო ნაბიჯი გადავდგი,მწარედ მომკიდა მაჯაზე. მივტრიალდი. -ხელს არ გამიშვებ? მეტკინა. ამოვიკრუსუნე. შენც არ მომიკვდე. ეს არ იცინიდა წამის წინ? ახლა რა ცოფიანი ძაღლივით იყურება? -მომისმინე პატარავ! "ვინაა შენი პატარა,შე ვირიშვილო?! -რო გაგიცინე,მაგიტო ზედმეტებში ნუ გადახვალ. გაიგე? თავი დავუქნიე. -ჭკვიანად. ცხვირზე თითი დამკრა,ხელი გამიშვა და წავიდა. *** -აააააა,მტკივა ქალოოო,მტკივა. -რა გაბღავლებს,შე უბედურო? -დედა მტკივაა. ცრემლები გადმოვყარე,მას შემდეგ რაც ჩალურჯებულ მაჯაზე ხელი მომხვდა. -რა გატირებს ამხელა გოგოს? რა გტკივა მანახე. ვაიმეეე,მოგიკვდეს დედა. რა დაგემართა? -წევიქეეცი. -სულ როგორ ხუმრობ შვილო? რა მოგივიდა მითხარი,თორემ არ ვიცი რას გიზამ. -ისა... დე რა მომივიდა და.. მივდიოდი.. მივდივარ,მივდივარ,მივდივარ,მივდივარ,კიდევ მივდივარ და მივდივარ. ჰოოდაა მივდივარ და.. დავეცი. ავფრინდი და დავფრინდი. და დავარტყი მაჯა. ხოდა ასე არ გადამიგრიხა ხელი მაგ ვირიშვილმა? -კარგი რა თეკო. უუუხ. წამოდი წამალი წაისვი. დედაჩემი ადგა. კუდივით ავედევნე მეც. დედაჩემი ჩემს პირადში არასოდეს ერეოდა,რაც საჭირო იყო და მინდოდა თვითონაც ვეუბნებოდი. ხელზე რაღაც წამისვა,დამთხაპნა,შემიხვია და ოთახში შემაგდო,ისწავლეო. ეს ქალი მგონი კიდევ არ მიცნობს. მე რას ვისწავლიდი. ტელეფონი დავიკავე,"ვეფხისტყაოსანი" გავშალე და სოციალურ ქსელს ვესტუმრე. ძაან ზარმაციც არ ვარ,ხასიათს გააჩნია. ისე კითხვაზე ვგიჟდები. ყოველ ღამე ვკითხულობ რაღაცას. თიკუნა მწვანედ აენთო. -აეე ბაბუუ,აქ ხარ? -არააა.(სიცილები) -იმდენი შენ რა გითხარი. გოგო იცოდი? -საყვარელო თინათინ(ვერ იტანს ასე,რომ ვეძახი),ჯერ ერთი ყველა სიტყვას ცალ-ცალკე ნუ მწერ, მეორე თუ აზრს დაასრულებ,შეიძლება ვიცოდე. -ფუ რა უჟმური ხარ.გოგო ელენიკომ ახალი დაიწყო რაღაც. ერთად ჩავუჯდეთ მერე.ოკიიი? -ვიცი. გოგო რა უნდა მოგიყვე. მოკლედ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,Voice message თი. მერე აღშფოთების,შეშფოთებისა და კიდევ ბევრი "შფოთის" შეძახილი გამომიგზავნა. ათას სისულელეზე ვილაპარაკეთ. ვინაიდან და რადგანაც მე ვაჟაზე ვცხოვრობ, ის-ვარკეთილში, (ასე შორს როგორ და რანაირად დავმეგობრდით მერე მოვყვები) ჰოდა ერთ სკოლაშიც არ დავდივართ,ამიტომ ხვალინდელ შეხვედრაზე შევთანხმდით. საერთოდ მეგობარი ბევრი მყავს,მაგრამ დაქალი თიკუნა. ბავშვობიდან ერთად ვართ. კიდევ გვყავდა ერთი დაქალი,მარიამი. გარდაიცვალა. საკმაოდ მტკივნეული თემაა ჩემთვის და ისე დავტოვებ. უბრალოდ სიცოცხლეზე მეტად გვიყბარდა სამივეს ერთმანეთი,მარის გარდაცვალებამ ძალიან შეგვცვალა,მაგრამ შემდეგ უკვე ჩვენს საქციელებს,რომ გადავხედეთ,"მარის არ მოეწონებოდაო" ვთქვით და შეძლებისდაგვარად დავბრუნდით. ყველაზე მხირულები,ყველაზე სევდიანები არიანო,მართალია. ყოველდღე ავდიოდით მარის საფლავზე,ყოველდღე ვტიროდით და მერე ისევ ვცდილობდით ვყოფილიყავით მხიარულები. საიდან სად გადავედი. თიკუნა მამაჩემის ძმაკაცის შვილია. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და საცხოვრებელი ადგილების სიშორემ ვერ დაგვაშორა. ბავშვობაში სამეგრელოში,ზუგდიდში ჩავდიოდით,მერე ანაკლია,ზღვა. ერთხელ ზღვაზე გვინდოდა წასვლა,მაგრამ არ წაგვიყვანეს,ჩვენც ჯიბრზე ახალდასხმულ ბეტონზე,რომელიც მშრალი არ იყო,ოთხი გრძელცხვირა ადამიანი დავხატეთ,დედები და მამები. და წავაწერეთ "ძუნწები". ის ნახატი დღესაც იქაა. კარგი ბავშვობა მქონდა,მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ბავშვობიდან,ჩემი მარიამი მენატრება. *** ვირიშვილის სახელის გასარკვევად იმდენი ვიწვალე,რომ რავიცი. დიტო ლაგვილავა,18 წლის, მე-12 კლასელი. ცხოვრობდა რუსეთში,სკოლაში შეიყვანეს 7 წლის და სკოლას ამთავრებს 18 წლის. ცხოვრობს საბურთალოზე. დედა-ეკა ჭინჭარაული,მამა-ვახო ლაგვილავა. მოკლედ მთელი ბიოგრაფია შევისწავლე,მაგრამ სულ ტყუილად. ვირიშვილი გაქრა... დიტოს გაქრობას არ დავუსევდიანებივარ,არც მომწონდა და მითუმეტეს არც მიყვარდა. თიკუნას ვეუბნებოდი დამავიწყდათქო. მას ვატყუებდი თუ თავს ვიტყუებდი არ ვიცი. ფაქტი ერთი იყო,ყოველ ღამე,3 საათზე,მაშინ როცა ყველაზე საშინელი მომენტი მიდგებოდა,მარისთან ერთად დიტო მახსენდებოდა. საკუთარ თავს ვებრძოდი. და ბოლოს მივაღწიე. საძილე წამლები დავიწყე.უცებ ვიძინებდი და მასზე არ ვფიქრობდი. შედეგი ორი თვის შემდეგ მივიღე. დიტო აღარ მახსოვდა! თუმცა არ მოგატყუებთ,ყველა ბიჭს მასთან ვაიგივებდი. ვცდილობდი თვალებში დაბუდებული ისეთივე ამოუცნობი სხივი აღმომეჩინა. მაგრამ არა! ის ერთადერთი ყოფილა და ისეთს ვერ ვიპოვიდი. ამიტომ შევეშვი. ხელი მის დავიწყებას იკამ შეუწყო. ირაკლი თიკუნას მეზობელი იყო, ახალი გადმოსული იყო წყალი,რომ დამრჩა და ჩაუვიდა. სალანძღავად ამოვარდა მაგრამ ორი მზეთუნახავი რომ დაინახა დაშტერდა. ჰოდა,მეგობრებად ჩამოვყალიბდით. ცანცარა ტიპი იყო,არ მიყვარდა ზედმეტად ცანცარები. ერთ დღეს ისევ გავისეირნეთ. მოდულის შენობას ჩავუარეთ და ტროტუარს დავუყევით. -თეკო, მეფეში რა მოგწონს? -მეფეში? ჩავიცინე. -მე მეფე არ მომწონს. გაოცებული მიყურებს. -მეფე არ მომწონს,მიყვარს. მეფეში მეფე მიყვარს,მისი სიგიჟე მიყვარს. მისი სული მიყვარს თითოეულს რომ გადმოგვცა. მეფეში ზღვა მიყვარს,იმ ერთისთვის რომ გადაცურა,მეფეში 5 წუთი მიყვარს. მეფის სიყვარული მიყვარს, მისი საქართველო მიყვარს. მეფე ჩემთვის ის თემაა,რომელზეც საუბარი არასოდეს მომბეზრდება და იმედია მეც ოდესმე ვიპოვი ისეთ სიყვარულს,მეფესა და ქეთათოს რომ აკავშირებდათ. ირაკლიმ ერთხანს მიყურა,როგორ ვლაპარაკობდი მეფეზე გამალებით,ხელების ქნევით. მერე როცა დავმშვიდდი წინ დამიდგა,წამის მეათედებში შემომხვია ხელი და გულზე ამიკრა. -მიყვარხარ ისე,როგორც არავის არავინ ყვარებია. თავბრუ დამესხა. არ მოველოდი ასე პირდაპირ. ნელა მოვიშორე და სახლის გზას დავადექი. უცებვე ამომიდგა გვერდით და შემომხედა. გამაჩერა. გავჩერდი. ხელის ზურგი ჩამომისვა ლოყაზე. "დიტო",გავიფიქრე და ხელი უხეშად ჩამოვაგდებინე. -დრო მჭირდება. მივუგდე ორიოდე სიტყვა და წამოვედი. ვერ გეტყვიტ რისთვის მჭირდებოდა დრო. დარწმუნებული ვიყავი არ მომწონდა. ვიცოდი,რომ მივწონდი,მაგრამ ასე პირდაპირ,მოულოდნელად თუ შევეჩეხებოდი ან ფაქტს არ მეგონა. სახლში გამოწურული ლიმონივით მივფართხალდი. დედას ვაკოცე და ოთახში შევედი. მშვიდი ღამე იყო. მანქანების ხმაური დიდად არ აღწევდა. მომინდა სამეგრელოში,ჩემი ოთახის დიდ რაფაზე ჩამოვსკუპებულიყავი. ფანჯრის რაფას ვეყრდნობოდი და ვიყურებოდი სადღაც,შორს,უსასრულობისკენ. *** -თეკოო ჩამოდი მივდივართ. -ჰო დე ახლავეე,ბოლო მაისურიც და მორჩა. არადა ჯერ კიდევ ვიწექი. -ამას ჩავდებ და მოვდ... დავიძახე და დედაჩემმა კარები შემოხია. -მოდიხარ ხო? ამას ჩადებ ხო? გოგო და ასეთი ზარმაცი ჯერ არ მინახავს. ადექი დროზე! ენაჩავარდნილი,თვალებგადმოკარკლული ვუსმენდი დედაჩემს. რა დებილი ვარ,კიდევ ვწევარ როცა ზუგდიდში მივდივარ. *** ჩემი წასვლის ამბავი მხოლოდ თიკუნამ იცოდა. ისიც ჩამოვიდოდა,3 დღეში. ოცნება რეალობად მექცა,ფანჯრის რაფაზე ვარ ჩამომჯდარი,ფეხები ნიკაპთან მიდევს,გავყურებ მთვარეს,ვარსკვლავებს,ჭრიჭინების ხმა ისმის. სრული იდილიაა. იმდენად მშვიდი ღამე იყო,რაღაც უცნაური ვიგრძენი. თითქოს ცხოვრება შემძულდა,ან ძალიან შემიყვარდა. არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო,ჯერ კიდევ უცნობი და გამოუთქმელი. და ამ სამი დღის მანძილზე,წამი არ გასულა დიტოზე არ მეფიქრა. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემში. თითქოს ის მხიარული ბუნება დავკარგე. საკუთარ თავთან ბევრი ბრძოლის შემდეგ კი საშინლად რთული აღმოჩბდა მეღიარებინა,რომ მე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული დიტო ლაგვილავაზე. მაგრამ მაინც სულ სხვა გადაწყვეტილება მივიღე,მაშინ მეგონა კარგი ვქენი. ირაკლის დავთანხმდი,რომ მე მისი შეყვარებული ვიქნებოდი. იმის იმედად,რომ იქნებ ურთიერთობაში შემყვარებოდა ის და დამევიწყებინა დიტო. პარადოქსია! იმას რასაც ვერასოდეს დაივიწყებ,წარსული არ უნდა დაარქვა. *** თიკუნას ჩამოსვლის შემდეგ,თითქოს ისევ გავხალისდი. ბავშვებთან გავდიოდით,ბავშვურად ვერთობოდით,თუმცა დიდი ხნით ვერა. მხოლოდ ერთი კვირით ვიყავით ჩამოსულები. ორშაბათს ჩამოვედით და კვირა საღამოს ვბრუნდებოდით და ჩვენც ვცდილობდით როგორმე დრო არ გაგვეფანტა უაზროდ. მაგრამ დრო ვერ შევაჩერეთ. თბილისში ვბრუნდებით. თბილისში დაბრუნება საშინელება იყო ჩემთვის. არ მინდოდა დიდი ქალაქი. მერჩივნა სამეგრელოში გამეტარებინა მთელი დარჩენილი ცხოვრება. მძულდა თბილისის ჰაერი,რომელშიც აზოტზე მეტი სიძულვილი,დაძაბულობა იყო. ნერვებს მიშლიდა ხალხი,გაყინული სახეებით. მძულდა თბილისი,მიჯრით მიწყობილი ბინებით და შევიწროებული გარემოთი. გადაჩეხილი ბაღებით. რომ შემძლებოდა სიამოვნებით დავბრუნდებოდი ზუგდიდში. მაგრამ ჩემს სურვილებს ახლა,ამ სიატუაციაში არანაირად არ ჰქონდა აზრი. **** ყოველდღიური რუტინა უკვე აუტანელი გახდა ჩემთვის. სკოლა,სახლი,ირაკლი,სახლი,სწავლა,ძილი. უფრო ხშირად ვატარებდი თიკუნასთან დროს. ყოველთვის ირაკლიზე საუბრისას,არასწორად იქცევიო მეუბნებოდა. -თეკლა,გეუბნები,არ გიყვარს ირაკლი და რატო ატყუებ? ეს ყველაფერი ფარსია თეკო და დებილი ბავშვივით იქცევი.-ისევ ისე ემოციურად მიხსნიდა ჩემს არასწორობას თიკუნა,როცა ვუთხარი,რომ მე და იკას ურთიერთობა გაგვიცივდა. -ვიცი თიკუნ,ვიცი,მაგრამ ერთხელ, რომ დავთანხმდი,ვალდებულებას ვგრძნობ. ვერ ვეტყვი,არ მიყვარხარ და არც არასდროს მყვარებიხართქო. ჩემთვის რომ ეგეთი გაეკეთებინა ვინმეს ალბათ შევიშლებოდი. მეცოდება გესმის? ჩემი სისულელის გამო მას ვერ ვაწყენინებ. -და რა ჯობს? უფრო ღრმად შეტოპო და მერე უფრო ატკინო გული? -აუ არ ვიცი,არაფერი არ ვიცი. ამოვიოხრე და ცხელი პიცა გავიქანე პირში. *** მე და ირაკლის იმდენად გაგვიცივდა და დაგვეძაბა ურთიერთობა,რომ სეირნობისას მთელი გზა ჩუმად მივდიოდით,თითქოს ახალ დამეგობრებულები ვყოფილიყავით. ნამდვილად სისულელე იყო ჩვენი ურთიერთობა. ახლაც ისე მივსეირნობდით,1კილომეტრის იქით ის იდგა,აქეთ მე. -უნდა დავშორდეთ. ფიქრებიდან ირაკლის ხმამ გამომარკვია. ღამის სიჩუმეში იმდენად ხმამაღლა გაისმა მისი ხმა,რომ შევკრთი. წამით სიხარული ვიგრძენი. -რატო? არაფერი შევიმჩნიე და უემოციოდ ვკითხე. -თეკო სხვა მიყვარს. ალბათ უნდა გამხარებოდა,მაგრამ მეწყინა. ამდენი ხნის განმავლობაში მატყუებდა? -და ამდენი ხანი მატყუებდი არა? არაკაცი ხარ ირაკლი,არაკაცი. მივახალე და წინ წავედი. მაჯაზე მწარედ მომიჭირა ხელი. -არ ვარ არაკაცი თეკო. შენც ხო მატყუებდი არა? აღიარე რომ არასოდეს გყვარებივარ. -დასევდიანებული მეჩვენა ირაკლი. -შენგან ვერ ვგრძნობდი სიყვარულს, ვერ ვკითხულობდი შენს თვალებში. თითქოს ჩემში ვიღაცას ეძებ სულ,მაგრამ მე არა. ვიღაც გიყვარს მაგრამ მე არა. მომბეზრდა ეს სიცივე გესმის? ტყუილი მომბეზრდა თეკო. სხვა შემიყვარდა, ალბათ მთელი გულით არ მყვარებიხარ. შეიძლება ეს შეურაცხმყოფელია შენთვის მაგრამ ტყუილს მირჩევნია ასე პირდაპირ გითხრა. თავი ჩახრილი მქონდა. ავიხედე. გამიხარდა,ის მაინც იქნება ბედნიერი. ცრემლიანი თვალებით შევხედე. -ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ იკა. მაპატიე. მთელი გულით ვუთხარი და ჩავეხუტე. მერე ყველაფერი მოვუყევი,მანაც მომიყვა როგორ გაიცნო ის გოგო. ჩვენს შორის სიყვარული ვერ იქნებოდა. ჩვენ უბრალოდ ყველაზე მაგარი მეგობრები ვიყავით. იმ დღის შემდეგ თითქოს ისევ დაბრუნდა ძველი თეკო,მხიარული და ბედნიერი. მაგრამ მაინც მაკლდა ის რაც მავსებდა. წელიწადი გავიდა დიტოს გაქრობიდან. პრინციპში რაღა გაქრობა,ისიც ვიცოდი სად იყო და რომელ ბინაში,რომელ სართულზე ცხოვრობდა. ლონდონში წასულა. მე აქედან ლონდონში ვერ წავიდოდი. ამიტომ მოთმინებით ველოდებოდი დღეს,როცა კიდევ ერთხელ ვიხილავდი მას. *** საღამო იყო,ჩემს ოთახში საწოლზე ვიწექი,ჭერს შევცქეროდი და Lana Del Reyს Young&Beautiful ს ვუსმენდი. ყოველთვის ცრემლებს მგვრიდა ეს სიმღერა. მამაჩემს მაგონებდა,რომლის ვინაობის შესახებ არაფერი ვიცოდი. დედას რამდენჯერაც ვკითხავდი მასზე,ჩუმდებოდა და თვალები უცრემლდებოდა. მერე მეც ვერიდებოდი მის განერვიულებას. ახლაც,როგორც ყოველთვის,მის შესაძლო ვინობაზე ვფიქრობდი. მამაჩემი მაღალი იქნებოდა,მეც მაღალი ვარ. ალბათ მწვანე თვალები ექნებოდა,დედას თაფლისფერი აქვს,მე გარდამავალი ამ ორ ფერს შორის. უეჭველად ვიცოდი,რომ წაბლისფერი თმა ექნებოდა. დედას ქერა აქვს,მე წაბლისფერი,ანუ მას ვგავარ. ცხვირი სწორი ექნებოდა,მეც სწორი მაქვს,დედას ოდნავ კეხიანი. არ ვიცი რატო,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ასეთი იქნებოდა,თითქოს მენახა სადღაც. რატომღაც უწვეროდ არ წარმომედგინა. "დავხატავ". საიდანღაც მოფრინდა იდეა. ავდექი. უბრალო ფანქარი მოვიმარჯვე. ჯერ პროფილში დავხატე,მერე ჩვეულებრივი პორტრეტი. ფერები ზუსტად დავსვი. მართლა ძალიან ვგავდი. ფოტორობოტი გამოვიდა. "პოლიციაში რომ წავიღო?" "არა,რა სისულელეა,დედას ეწყინება" დაძინებამდე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. ჩემზე,დიტიზე,მარიზე,მამაზე,დედაზე. ცხივრებაზე,არსებობაზე. ღმერთზე,სატანაზე. სიყვარულზე,სიძულვილზე,ბედნიერებაზე,ტკივილზე. მერე დამეძინა და გაქრა ყველაფერი,მხოლოდ ოცნება დარჩა. ოცნება ყველაფერზე. და მაინც... ისევ დიტოზე და ისევ მის თვალებზე. *** დილა იყო ძალიან თბილი. მზე აცხუნებდა. თხლად ჩავიცვი და სკოლში წავედი. ისე დამცხა,სახლში რომ მივალ მაცივარში ჩავჯდებითქო ვიმუქრებოდი. -ხოდა არაო გოგო და ჩანთა ჩვარტყი. სიცილით ვყვებოდი ღევანდელ კურიოზს. უცებ გავშტერდი. ქვეყანას გამოვეთიშე. თავში მხოლოდ ერთისიტყვა მიტრიალებდა. "დაბრუნდა. დაბრუნდა. დაბრუნდა. " აზრზე ნინიმ მომიყვანა,ჩემმა კლასელმა. ისე საშინლად მიბრწკინა ხელზე ლამის ხორცი ამომჭამა. მე ვერაფერს ვგრძნობდი. ფეხები მომეყინა,შემცივდა. ირგვლივ ყველაფერი ბინდით იყო დაფარული,მხოლოდ მისი თვალები ბრწყინავდა არაამქვეყნიურად. და მე მხოლოდ მისი თვალები მეჩვენებოდა მხსნელად. ისევ ისეთი ამოუცნობი სხივით ანთებული თვალები. დაბრუნდა. დაბრუნდა. *** ყველაფერი თავიდან დაიწყო. ვერ დავიწყებული სიყვარული ისევ გაღვივდა. იცით მისი დაბრუნება რიგორი შეგრძნება იყო? აი ახალდაძინებულზე უცებ რომ გგონია ვარდები და გეღვიძება. ზუსტად ეგ შეგრძნება იყო. თითქოს მანამდე სიზმარი ყოფილიყო და ახლა შეშინებულმა გავიღვიძე. საოცარი მხოლოდ ის იყო რომ ყოველთვის იქ იყო,სადაც მე. მაეჭვებდა მისი საქციელები ქიმიის კაბინეტში. მისი საქციელები სპორტის გაკვეთილზე. სხვა გაკვეთილი ჰქონდა და ჩემსას ესწრებოდა. მერე მასწავლებელი ეძახდა. ეს არ ადიოდა. მერე ააწიოკებდნენ სკოლას. ბოლოს დიტო ისევ ჩემს გაკვეთილს ესწრებოდა. და მე მიხაროდა. ცხოვრება მიხაროდა. ის მე მამჩნევდა. მე იცნების კოშკებს ვაგებდი. თურმე ბოლოს ყველაფერი დასრულდებოდა. მაგრამ მანამდე.... *** -ბატონო დიმიტრი,როდიიიიის მოხვაალ? ჩვყვირე შეყვარებულს ტელეფონში. დიახ,შეყვარებულს. დაწყვილება მოულოდნელი იყო. არაფერი განსაკუთრებული. არა რომანტიული. ნუ იფიქრებთ რომ რამე საოცრება მოხდა. გაგაკვირვებთ და იმასაც გეტყვით,რომ 'მიყვარხარ' არც კი გვითქვამს ერთმანეთისთვის. რა საჭირო იყო,უაზრი სიტყვები როცა თვალები ყველაზე მეტს ამბობდნენ. მხოლოდ ორი თვეა ჯერ ერთად ვართ და უკვე რამდენჯერ ვიჩხუბეთ. სწორედ ამიტომ გვიყალიბდება საოცარი ურთიერთობა. მეგონა ყველაზე საშინელება სიკვდილი იყო,მაგრამ ახლა ვხვდები რომ სიყვარულზე საშინელი არაფერია. კუპიდონი ყველაზე დამპალი არსება გამოდგა ჩემთვის. ახლა... ახლა რომ მითხრათ რას შეცვლიდიო შენს,წარსულში,გეტყოდით რომ არაფერს. მე ის ტკივილიანი სიყვარული მირჩევნია დღესაც. *** -ჰოო ლუკიტოო,კი მოვდივაარ. მხარსა და ყურს შორის მედო ტელეფონი,სადარბაზოს კიბეებზე ჩავდიოდი და თან მოტმასნილ,მაღალწელიან ჯინსში ჩაყოლებული 'საროჩკის' ხელებს ვიკაპიწებდი. მაისი იყო,30. პარკში შევხვდი ლუკას. ლყკა ყველაზე განსხვავებული ფენომენი იყო ჩემს ცხოვრებაში. მეგობარი არ.იყო. მეგიბრობაზე მეტი იყო ის გრძნობა რაც ჩვენ გვაკავშირებდა. მთელი ძალით ვეხუტებოდი ლუკას და მგონი მე უფრო ვიგუდებოდი ვიდრე ის. სიჩუმეში ჰაერი დიტოს ხმამ გაკვეთა,რომელიც გაბრაზებით გაჟღენთილი მეჩვენა. -იქნებ ამიხსნა რა ხდება აქ? -არაფერი,რა უნდა ხდებოდეს. ღიმილით ვუპასუხე. -არაფერია? არაფერია როცა ჩემი შეყვარებული ვიღაც პიდარასტს ეხუტება? თითი საყურეებიანი ლუკასკენ გაიშვირა,რომელიც საწყლად აფახუნებდა თვალებს. სიტყვა პიდარასტზე ჩავბჟირდით,მეც და ლუკაც. -უყვარხარ ამ ს**ს არა? მე სიცილით ვკვდებოდი. ძლივს ამოვისუნთქე,ცრემლები მოვიწმინდე და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვუთხარი -მე არა მაგრამ,ფრთხილად შენ არ შეუყვარდე. ლუკა გეია. გაფითრდა,ტუჩები აუკანკალდა და გიჟივით გავარდა პარკიდან. ერთი კვირის მერე ძლივს შემოვირიგე. *** -ჩამოდი. საღამოს ცხრა იყო. -ახლავე. ჩავედი. უხმოდ ჩამეხუტა. მერე განაჩენივით გაისმა. -მივდივარ. გამივშტერდი. -სად? -მამაჩემია ცუდად. -როდის დაბრუნდები? -ალბათ არასოდეს. -სატირლად დავბრიცე ტუჩები. -ეეე არ იტირო. რა სამუდამოდ ტოო,ორი დღე მარტო. ღიმილით მეუბნებოდა. -კინაღამ გული გამისკდა რაა. მოჩვენებით გავუბრაზდი და ჩავეხუტე. მესამყაროებოდა მე ის. *** ორ დღეში დაბრუნდა დიტო,მაგრამ შეცვლილი იყო საშინლად. დღეში ერთხელ ვხედავდი,რომ ვეხუტებოდი ცივად მიშორებდა,არსად აღარ დავდიოდით ერთად. ძლივს აწყობილი ურთიერთობა თავზე მენგრეოდა. ყოველ საღამოს დიტოსთან ერთად ვსეინობდი ხოლმე,მაგრამ რაც დაბრუნდა მას შემდეგ „არ მცალია" იყო პასუხი. მერე ირაკლის ვთხოვე,მაგრამ შორიდან სასეირნოდ ვერ მოვიყვანდი. საბოლოოდ ლუკა დავითანხმე,რომელიც ორი კორპუსით შორს ცხოვრობდა მხოლოდ. საღამოს სეირნობის შემდეგ სახლში დაბრუნებული ტელეფონთან უგონოდ დაცემულ დედაჩემს შევეჩეხე. აკანკალებულმა ძლივს გადავგი ნაბიჯი. სპირტი მოვარბენინე და ცხვირთან მივუტანე. ძლივსღა გამოფხიზლდა. ოთახში ავიყვანე და დავაწვინე. ინტერესი მკლავდა. მაინტერესებდა რა მოხდა და ბევრი შემთხვევა განვიხილე. ბოლოს ვიფიქრე ბებო ხო არ მოკვდათქო? და თვალები ამიცრემლდა. ბებიაჩემი იყო ქალის იდეალი. დედაჩემზე იყო ორსულად ბაბუა რომ ჯარში მოკვდა. ერთი ბიჭიც ჰყავდა,ლადო,სამი წლის. უფროსი შვილი,კობა გარდაცვლილი იყო. ბაბუა რომ წავიდა მერე,ორ თვეში მისი სიკვდილის ცნობა მოუვიდა. ბაბუა თურმე ძალიან უყვარდა,დღესაც სიყვარულით იხსენებს. ბაბუას სიკვდილის შემდეგ ლადო გარდაიცვალა. ქუჩაში სავარცხელი უპოვია,13 წლის იყო. დაშლა მოუნდომებია. ბომბი ყოფილა. მეორე შვილიც მიწას მიაბარა. ერთადერთი ნუგეში დედაჩემი დარჩა. მიყხედავად ყველაფრისა არასოდეს უსაყვედურია ღმერთისთვის,არ დაუწუწუნია. და ახლა რომ მისი სიკვდილი გამეგო,შევიშლებოდი. კიბეზე ფეხის ხმა მომესმა. დედაჩემი ჩამოდიოდა. -თეკო,ახლა რაღაცას გეტყვი და არ შემეწინააღმდეგო-დაიწყო როცა დივანზე,ჩემს წინ მოკალათდა. -რამე ცუდი ხდება დე? -კი. მაგრამ ჯერ დაიფიცე რომ რასაც გეტყვი იმას იზამ. -დე მეღადავები?-ნერვიულად გავიცინე-პტარა ბავშვივით მელაპარაკები. -დაიფიცეე! -ოოო. კარგი. მარის გეფიცები. -მოკლედ... 15წლის ვიყავი პირველად რომ შემიყვარდა. გაგიჟებით გვიყვარდა ერთმანეთი. ორი წელი გავძელით,მესამე წელს გავიპარეთ. ყველაფერი მოხდა,ჩემი სიწმინდე ჩავაბარე. დილით გავიღვიძე და ხმაური მომესმა. პირველ სართულზე კაკო და მისი ძმაკაცები იყვნენ. ტელევიზორი იყო ჩართული და წუხანდელი ღამის ვიდეოს უყყრებდნენ. მე რომ ჩავედი აგდებუკად შემომხედეს. ლამის გული ამერია. არ ვიცი საიდან იყო კაკო ასეთი ნაგავუ და საიდან მოათრია მისნაირი არაკაცები. ფაქტი ერთი იყო. იმ დღეს დავიშალეთ. სიყვარული სიძულვიმა შეცვალა. დედაჩემმა ხალხს არ უსმინა და დამსბრუნა სახლში. მერე ყველაფერი ვაპატიე,ვერ დავიტიე,ვერ შევინახე წყენა. დიდმა სიხარულმა რომელიც შენ გამოიწვიე,ყველაფერი დამავიწყდა. პატარა რო იყავი მოვიდა,პატიება მთხოვა. მეორე ცოლი მოიყვანა,მასთან შვილი ყოლია,სანამ მე მომიყვანდა. პატარა დიტო. გამაცნო ცოლიც,შვილიც. მერე ყოველთვის ფულს აგზავნიდა,რომ თავი გვერჩინა მე და შენ. სულ მოდიოდა შენთან,თოჯინები მოჰქონდა. ერთხელ წვერებით მოვიდა და სანამ არ გაიპარსა,არ გაეკარე.-"აი საიდან მახსოვდა„ გავიფიქრე - დიდხანს არ გავაგრძელებ. მოკლედ,ცუდადაა. ფილტვის კიბო აღმოაჩნდა,წყალი ჩაუდგა. ლონდონში იყვნენ ექიმთან. მერე ისრაელში წავიდნენ. გადარჩენის შანსი არ არსებობს. უკვე აქაა. უნდა რომ გვნახოს სიკვდილამდე. სულ რამდენიმე დღე დარჩა. უარს ნუ ეტყვი. საკუთარი თავი წარმოიდგინე მის ადგილას. წავიდეთ? ორივეს ცრემლები გვდიოდა. უბრალოდ ავდექი და ოთახში ჩავიკეტე. სრული სიგიჟე იყო ჩემი ცხოვრება. მთელი ღამე ვფიქრობდი. ბევრი ვარიანტი განვიხილე და მერე გადავწყვიტე. აუცილებლად ვნახავდი. წავიდოდი. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მამაზე და ახლა შანსს ვერ გავუშვებდი. *** სიყვარული ყველანაირი კარგია თუმცა ალბათ მშობლების სიყვარულს არაფერი შეედრება. დიტო სხვა განზომილება იყო,მშობლები სხვა. მიკვირდა დიტოს ცივი საქციელები. თუმცა ვიცოდი რომ ვუყვარდი. მისი თვალები გაცილებით მეტს მეტყველებდა. ალბათ მამამისის ავადმყოფობით იყო დამწუხრებული და მე არანაირი უფლება არ მქონდა მამაზე წინ დამეყენებინა თავი,ან უბრალოდ მომეთხოვა ეს. ყველანაირად ცდილობდა დიტო თავი აერიდებინა ჩემთვის. *** ვიწექი და ვცდილობდი ყოველი ერთად გატარებული დღე კარგად გამეხსენებინა და უკეთ ჩამებეჭდა გონებაში. ერთხელ,ვიფიქრე დედაჩემს გავაცნობთქო. იმდენი ინერვიულა ლამის გადაიფიქრა მოსვლა. მთელი დღე სამზარეულოდან არ გამოვსულვარ. ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე. დიტო მოვიდა,დედაჩემი გაიცნო,უფრო გაიხსნა,ვიცინოდით,ვიხსენებდით ბავშვობას. წასვლის წინ დიტო მობრუნდა: -ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. შენ გააკეთე? მე მკითხა. სათმელად პირი დავაღე,დედაჩემმა რომ დამასწო. -მე გავაკეთე ყველაფერი. საშინლად გავბრაზდი.დიტო რომ წავიდა გაწიწმატებული მივუბრუნდი დედაჩემს. -ეგრე ნუ მიყურებ თეკო. შენ ისედაც უყვარხარ და ცოტა მეც ხომ უნდა მოვეწონო არაა? მაშინ გამეცინა. ახლა უბრალოდ თვალები ცრემლით ამევსო. არასოდეს ბეზრდებოდა ჩემი სურვილების შესრულება. შემეძლო ნებისმიერ დროს ნებისმიერი რამე მეთხოვა. ერთხელ შუაღამით 'ალპენ გოლდი' მომინდა,მწვანე. ტელეფონზე საუბრის დროს წამომცდა. ჩასვლა არ გაბედოო,გამაფრთხილა. 10 წუტში მთელი შეკვრა მომიტანა. თითოეულ ნაბიჯში,სიტყვაში,საქციელში ეტყობიდა განუზომლად რომ ვუყვარდი. მეც ვცდილობდი იმავე დოზით გამეცა სიყვარული. შუა ღამით ნამღერი ''ანგელოზი შემიყვარდა''. პირველი მიყვარხარ. ის ღამე,როცა სიცხე მქონდა და მთელი ღამე თავთან გამითია. შავი ვარდების თაიგული,'ქინდერებით' სავსე კალათა,ოქროს საათი,ტელეფონი,ეს სულ ცოტაა მათგან რაც მან მაჩუქა. მაგრამ ბოლომდე გულახდილი ვიქნები და გეტყვით,სულ რომ არაფერი ეჩუქნა ისევ ისე ძლიერ მეყვარებოდა. სიყვარული არ იზომება არც შოკოლადების რაოდენობით,არც ნივთების ძვირფასეულობით,არც ნივთების ღირებულებით და საერთოდ არაფრით არ იზომება. სიყვარული იყო ის საყრდენი,ის მიზეზი რაც სიცოცხლის,მიზნის მიღწევის სურვილს მიძლიერებდა. *** მეორე დღეს მამა უნდა მენახა. ვნერვიულობდი. დიტომ დამირეკა წასვლამდე 1საათით ადრე,ჩამოდიო. ისევ ისე ჩამეხუტა. რაც არ უნდა მოხდესო დაიჩურჩულა,ხელები გამიშვა და წავიდა. მანქანას სანამ დაძრავდა შემომხედა და მე ცხადად დავინახე მისი ცრემლები. იმ თვალებს,რომელიც მიყვარდა ცრემლის სქელი ფენა ფარავდა. და წავიდა. მთელი გზა საავადმყოფომდე 'მენატრებას' ვუსმენდი. 'არ მავიწყდება შენი კანი და მენატრება შენი ნაზი ხმა' 'ვიცი ვერ გნახავ დიდი ხანი...' ყველაფერს ფარდა აეხადა საავდმყოფოში. 'მეორე ცოლისგან შვილი ჰყოლია,პატარა დიტო' 'მამაჩემი ცუდადაა' მახსენდებოდა მისი ცივი საქციელები დაბრუნების შემდეგ. ჩურჩულით ნათქვამი 'რაც არ.უნდა მოხდეს' ბოლო ჩახუტება და.... დიტო მამაჩემის პალატაში. დიტო,როგორც ჩემი ნახევარ-ძმა. ცრემლების ღვარი,ნიკაპთან რომ მეკვრებოდა. დიტო,რომელიც ტიროდა,ჩემთვის,ჩვენთვის. და სიბნელე... სიბნელე... სიბნელე... *** რეალობასთან შეგუება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. სანამ პალატის კედლებს ვნახავდი მეგონა სიზმარი იყო. გადასხმა მედგა თავთან. პირაღმა ვიწექი და თვალებიდან ცრემლები უნებურად მცვიოდა. საშინელებაა სიყვარული. ყველაზე დიდი ტკივილისა და ბედნიერების მონიჭება შეუძლია. არ ვიცოდი რა იქნებოდა,როგორ ან რანაირად,მაგრამ ვხვდებოდი 'ჩვენ' აღარ იარსებებდა. მხოლოდ 'მე' და 'შენ'. ან 'მე' და 'ის'. და მე პირველად შემეშინდა მომავლის. *** მამაჩემი გარდაიცვალა. მიუხედავად იმ ცოტა დროის რაც მასთან გავატარე თავი ძალიან შემაყვარა და მისი დაკრძალვა საშინლად მტკივნეული აღმოჩნდა. ერთი თვე იყო გასული. ჩაბნელებულ ოთახში ფანჯარასთან ვიდექი,ისევ 'მენატრებას' ტკბილი ჰანგები ისმოდა ოთახში. უნებურად თვალები მიმელულა და სიმღერას ტანი ავაყოლე ნელი რხევით. მთელი ძალით ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა,მაგრამ მაინც დაედინა ცხელი ცრემლები ღაწვებს და მტკივნეულად დამჩხვლიტა გულში. 'მენტრება,მენატრება, მენატრება შენი ნაზი ხმა' არ ვიცი როდის გაიღო კარი,როდის შემოვიდა დიტო. სიმღერაში ვიყავი ჩაძირული. სიმღერა მიიწურა. მეც თვალგაუხელელად დავუბრუნდი ფანჯარას. ისევ თავიდან იწყებოდა სიმღერა. ვიღაცამ ხმას დაუწია და შუქი აანთო. -დედა გადი რა. არც გავტოკებულვარ ისე ვთქვი. -ვილაპარაკოთ. მონატრებული ხმა გავიგე და თვალები დავჭყიტე. გავშეშდი. -მოტრიალდი თეკო. მივტრიალდი. 'მე აღარ მახსოვს შენი ქუჩა და ამ სიმღერას გამოვატან ქარს' წამში დაფარა ჩვენ შორის არსებული არც ისე დიდი მანძილი და ძლიერად მომხვია დიდი მკლავები. ღრმად შევისუნთქე 'Dark night'ის სურნელი. ვეცადე დიდი ხნით ჩამეტოვებინა ფილტვებში. თავბრუ დამესხა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექით ერთმანეთზე გადასკვნილები უძრავად. შეიძლება 1 წუთი,ან 5,10,15 წუთი,იქნებ საერთოდ 10 წამი,მაგრამ ეს დროც საუკუნედ მეჩვენა. საკმარისი აღმოჩნდა ეს დრო რომ ჭრილობა ისევ გამხსნოდა. თავიდან.. თავიდან... ნელა მოვშორდი ჩემს თმაში თავჩარგულ დიტოს. -არ შეიძლება დიტო. -რა?ჩემს დას რომ ჩავეხუტო? -ნუ მახსენებ. განწირულივით ვიკივლე. -ჩუ,პატარავ,ჩუმად. გაუპარსავი ლოყა საფეთქელზე მომადო. ცხვირი ლავიწის ძვალს ჩამოვადე. -დაიმახსოვრე,თითოეული წამი შენს გარეშე არაფერი იქნება.კარგად ჩაიბეჭდე მაგ ლამაზ თავში,რაც არ უნდა მოხდეს შენ დიტოს ყოველთვის ერთნაირად არ ეყვარები,ყოველდღე გაიზრდება ჩემში შენი სიყვარული. მაგრამ დამივიწყე! ბედნიერი უნდა იყო,გესმის? მონოტონურად ისმოდა დიტოს აღელვებული ხმა. მერე დაიხარა,ყელში მაკოცა,თვალები,ლოყები,ცხვირის წვერი,ნიკაპი დამიკოცნა. ტუჩების შეხების უფლება არ გვქონდა. სულს რომ არ წაეძლია და ცოდვა არ ჩაედინა, ბოლოს ღმრად ჩაისუნთქა ჩემი თმების სურნელი,მეც რაც შემეძლო ჩავისუნთქე. მერე მომშორდა,კარი მაგრად გაიხურა და წავიდა. ლეპტოპი ისევ 'მენატრებას' ამღერებდა. ხმაურს ქმნიდა ეს სიმღერა. ყურებში ჩემი გულისცემა მესმოდა,სიმღერას რომ ერწყმოდა.. სწრაფად მივიჭერი მაგიდასთან რომელზეც ლეპტოპი იდგა და მაგიდიდან გადავგდე. სიმღერა შეწყდა... ჩემი გული კი ისევ ხმამაღლა ცემდა. მთელი ხმით ავტირდი. თმაში წავივლე ხელები,კედელთან ჩავიკეცე და სამყაროს გამოვეთიშე. ალბათ აჯობებდა სამუდამოდ გავთიშულიყავი. *** ისევ იქ გამომეღვიძა. თვალები დასიებული მქონდა,მეწვოდა. ტუჩების ირგვლივ დაწითლებული. იმ საღამოს მოვკვდი მე. იმ საღამოს დავასრულე სიცოცხლე და უბრალო არსებობა დავიწყე.. *** დღესაც არაფერი ვიცი დიტოზე. ცოლი არ ყავსო. სოფელში ცხოვრობსო სადღაც. მე? მე 9წლის შემდეგ დედაც მიწას მივაბარე. თბილისის სახლი გავყიდე,ზუგდიდში გადმოვსახლდი. აქ დავიწყე მუშაობა ექიმად. დღესაც მარტო ვცხოვრობ. და არც ვაპირებ ვინმე სხვას დავუკავშირო ჩემი ცხოვრება. თითქმის 30 წელი გავიდა იმ დღიდან. დღესაც ცხადად მახსოვს თითოეული შეხება,ჩახუტება. დღესაც ვგრძნობ მისი კანისა და სუნამოს სუნს. და ახლა 47 წლის ქალი,ისევ ვდგავარ ჩაბნელებულ ოთხაში,ისევ მონოტონური,მშვიდი ხმით მღერის მეფე 'მენატრება შენი ნაზი ხმა' და მე ისევ ველოდები,იქნებ ისევ გაიღოს კარი და ისევ ვიგრძნო მისი მოახლოებით აჩქარებული პულსი,აწითლებული ღაწვები,ამწვარი შიგნეულობა,ზოოპარკი სხეულში და მთავარი სიყვარულით გაბერილი გული. '-ხო იქნები სულ ჩემი ჰამლეტი? -ყოველთვის ვიქნები შენი გიჟი ჰამლეტი.' 'ნეტვა როდის მოხვალ სტუმრად? მე ვიცი რომ შენ ცხოვრობ შორს. ყველაზე შორს.' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.