შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური საფრთხე (XI, დასასრული)


28-05-2015, 00:26
ავტორი N7
ნანახია 3 874

იმდენად სწრაფად მიაქროლებდა მანქანას დემეტრე, რომ ელენე თვალის გასწორებას ვერაფერზე ასწრებდა. ასე სწრაფად არასდროს ევლო და ცოტა ეშინოდა კიდეც. რა გარანტია უნდა ჰქონოდა, რომ სადმე არ გადაიჩეხებოდნენ, თუმცაღა რამდენჯერ თქმა დააპირა, დემეტრეს განრისხებულ სახეს წააწყდა და გადაიფიქრა. შორი–ახლო მოჩანდა მანქანა, გაჩერებული.
–ისინი არიან? – იკითხა ერთიანად დაძაბულმა ქალმა.
–მგონი, – ნელ–ნელა უკლო სიჩქარეს მამაკაცმა და საბოლოოდ წითელ ჯიპს გვერდში ამოუდგა. – ამის დედაც, – ხელი საჭეს ძლიერად დასცხო, – სად არიან?
–აი! – წამოიყვირა გახარებულმა ელენემ და სანამ დემეტრე რამის თქმას ან გააზრებას მოასწრებდა, მანამ გადახტა მანქანიდან ქალი და მინდვრისკენ სწრაფად გაიქცა.
–თომა! მაშო! – დაიყვირა, მაგრამ სხეულებს ხმა ვერ მიაწვდინა მათი სიშორის გამო. – მაშო! – დაიყვირა კიდევ და სიჩქარეს უმატა.
–ელენე! – გაისმა დემეტრეს ღრიალი და ქალმა ყურადღება მაინც არ მიაქცია. კიდევ ერთხელ გაისმა მამაკაცის ღრიალი, მაგრამ არ გაჩერდა, სხეულებისკენ მიიწევდა, რომლებიც არც კი მოძრაობდნენ, თითქოს ცვილის ფიგურები ყოფილიყვნენ.
ნაბიჯს მოუმატა დემეტრემაც და საბოლოოდ დაეწია ქალს. ხელში ჩაავლო მძიმედ და ერთი მოძრაობით გააჩერა.
–დაიხარე და აქ დარჩი! – კი არ უთხრა, უბრძანა. შეშინებული ქალი ჰაერში გამოეკიდა და ვეღარ გაიაზრა ნათქვამი და იქამდე ვერ მოახდინა ბრძანების რეალიზება, სანამ კიდევ ერთხელ არ გამეორდა მკაცრი კილო.
დახრილი ელენე, რომლის საჯდომი უკვე მიწას ეხებოდა, მძიმედ დაენარცხა და მამაკაცს გახედა, რომელმაც ნელი მოძრაობით ამოაძვრინა შარვლის უკნიდან პისტოლეტი. ის იყო დაკივლება დააპირა, მძიმე ხმა გაისმა გასროლის და ქალმა დაინახა სხეული, რომელიც ხის უკნიდან გამოვიდა. რომ დააკვირდა, გაკავებული ბავშვები, ნადია და თომაც დაინახა, რომლებიც თითქოს ნიავის ქროლაზე ირხეოდნენ. პირზე ხელი აიფარა, რომ არ ეკივლა და აქვითინდა.
მამაკაცი კი მიიწევდა პისტოლეტით წინ და მოხერხებულად იცილებდა ჰაერში გაჭრილ ტყვიებს, თითქოს რაიმე ზებუნებრივი ჩვევა ჰქონოდა. მერე მანაც განახორციელა საპასუხო სროლა და ელენემ დაინახა როგორ დაეცა შორს მყოფი მამაკაცის სხეული. წამწამები ერთმანეთს მიაახლოვა და რაც შეიძლება ძლიერად დააჭირა, რომ არ დაენახა მომავალი მოვლენები.
–გამოდი და დავასრულოთ ეს სპექტაკლი! – იღრიალა დემეტრემ ძალიან ხმამაღლა და ელენემ ინსტიქტურად გაახილა თვალები.
ხეს ამოფარებული მამაკაცი გაშლილი, ცარიელი ხელებით გამოვიდა.
–ხო? – ასე შორ მანძილზეც არჩევდა ქალი უცხო მამაკაცის ასე ნაცნობ ღიმილს. მამაკაცს ეტყობოდა, რომ ხნიერი უნდა ყოფილიყო, რადგან ჭაღარების გროვას დაედო მის თავზე ბინა და მზის სხივები მათ უფრო სიკაშკაშეს სძენდნენ. – აპირებ მოკლა შენი საყვარელი ქალის მამა? – იღიმოდა მოხუცი.
ამის გაგონებაზე ელენემ ძლივს შეიკავა თავი, რომ დაბნელებული თვალები უარესად არ დაებნელებინა და სანამ წყვდიადს ჩაუგდებდა თავს ხელში, მანამ ენახა ეს უკანასკნელი, რომელიც დემეტრეს საყვარელი ქალის მამად აცხადებდა თავს. გაახილა თვალები და გაოგნებისგან უარესად დაუბნელდა თვალთ. ფეხზე წამოიჭრა და ვარაუდით წაიწია კაცისკენ.
დემეტრეც იმდენად გაოგნებული იყო, რომ ვეღარ მოეფიქრებინა რა ეთქვა, რა გაეკეთებინა.
ის იყო ელენე კაცს მიუახლოვდა, საზიზღარი ღიმილით აღჭურვილს. კაცს, რომელსაც ასე უგავდა თვალები ელენესას, მაგრამ ქალისგან განსხვავებით მას ჭინკები უხტოდნენ იქ, სიღრმეში. ის იყო ელენე მიუახლოვდა კაცს, რომელიც წამის მეათედში ასე ძლიერად შეძულდა, გასროლის ხმამ გაარღვია გამეფებული სიჩუმე და მოხუცი მამაკაცი ელენეს ფეხებთან დაეცა.
ქალის ქვითინს მამაკაცისიც აჰყვა და საბოლოოდ ერთმანეთს ჩახუტებულებს, აქვითინებულებს და გათიშულებს სულ არ გახსენებიათ შეკრული ბავშვები, თომა და ნადია. არ გახსენებიათ, სანამ რაღაც სასწაულით არ განთავისუფლდა თომა და შეუფუცხუნათ. იცოდა, რომ არც ერთისთვის იყო ადვილი, მაგრამ არც თავად ეადვილებოდა და მოქმედების დრო იყო.
ქალმა ცრემლები მოიწმინდა და მაშოს გადაეხვია. ძალიან ბევრი ჩაკოცნა. მერე ირაკლისაც არ დააკლო ფერება. თომას გადაეხვია და დიდი მადლობა მოუხადა ყველაფრისთვის. რაც მან გააკეთა, ელენესთვის გმირობაზე მეტი იყო. სხვისი გაჭირვება გაითავისო და ეცადო, რომ მაქსიმალურად დაეხმარო მას, წახვიდე კომპრომისებზე და თავი საფრთხეში ჩაიგდო – ნამდვილი გმირობაა.

ცხედარი იქვე დაასაფლავეს მამაკაცების. ელენეს პირობითი მამა არასდროს ჰყვარებია და მისმა საქციელებმა, იმან, რომ მან დააშორა მამაკაცს, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა, სულ შეაზიზღა. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა მიზეზი, რომ სამშობლოსგან მოშორებით წარწყმდა მამაკაცი.
ვერ აპატია ელენემ „მამას“ ჯერ ის, რომ ბავშვობაში, მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა საყვარელ გოგონას მამის სითბო – მიატოვა და მერე ისიც არ იკმარა და ქალისთვის, შვილისთვის, ყველაზე ძვირფასის წართმევა მოინდომა. დემეტრეს კომპანიას გადაემტერა და ამით სამუდამო მტერი შეიძინა მამაკაცის სახით, რომელმაც დაამშვიდობა კიდეც სიცოცხლეს, რაც სრულებით არ იყო გასაკვირი.

საქართველოში დაბრუნდნენ ელენე, დემეტრე და მაშო. დიკოსთან ნამდვილი საგიჟეთი გადაიარა ცოლ–ქმარმა. გაგიჟებული ქალი ელენეს თმებისკენაც წაიწია, მაგრამ მერე მისი გაბერილი მუცელი დაინახა და მოლბა. პირველი შვილისგან პირველმა შვილიშვილმა ძალიან გაახარა და ყველაფერი წესრიგში მოვიდა.

–დემე, მიყვარხარ, – ჩაეხუტა ისე ძლიერად ელენე ქმარს, რომ შეწუხებულმა მამაკაცმა თვალები ჭყიტა.
–მეც, ელენე, დამაძინე რა... – ამოიხვნეშა და ქალის მარწუხებიდან თავის დახსნას შეეცადა.
–დემე, ტორტი მინდა, – მუდარის ტონით ამოიკვნესა ქალმა და კისერში ძლიერად აკოცა.
–ახლა დაიძინე და დილით იმხელას გიყიდით, რომ გაიბეროთ რა, – თავის გამოხსნას შეეცადა, რადგან ისე ეძინებოდა, რომ ფეხზე წამომდგა შესაძლო იყო კრახით დასრულებულიყო.
–ახლა გვინდა ჩვენ, – პატარა ბავშვივით გაიბუსხა, ხელები აუშვა და გვერდი იცვალა.
–კარგი, კარგი, – დანებდა შეწუხებული დემეტრე და ფეხზე წამოდგა. ჩაიცვა და ცოლთან დაბრუნდა. შუბლზე აკოცა და მერე მუცელზე გადაინაცვლა, – იცოდე დედიკო არ გააბრაზო, – დაიჩურჩულა და მასაც აკოცა.
–მალე რა, – მისძახა სანამ კარში გავიდოდა და საწოლზე წამოჯდა.
–დაწექი და მოგიტან ხუთ წუთში, – უთხრა და გავიდა.
ლამის თითებზე დაიწყო წამების დათვლა ელენემ, როცა ძალიან გაიწელა დრო. ჩახუთულმა ჰაემა ჩაუხუთა ფილტვები და აივანზე გავიდა სუფთა, გრილი ჰაერის ჩასასუნთქად. ესიამოვნა თითქოს, მაგრამ რამდენიმე წამში დავლილმა ცხელმა ჰაერმა მთელ სხეულში გაახურა და ყველა ნაწილი დაუწვა. ნელ–ნელა დაიხია უკან და კედელს აკრული ორად მოიკეცა. შემოუტია ბავშვმა და ააკივლა ქალი. ძალიანაც რომ მოენდომებინა, ალბათ ვერ შეძლებდა ვინმესთვის გაეგონებინა, რადგანაც უახლოესი მეზობელი ტასო იყო, რომელსაც ალბათ ბავშვისგან დაღლილს, ღრმა ძილით ეძინა.
ტკივილმა ყველა კუნჭული მოიარა და ის იყო თავბრუ დაეხვა და იგრძნო მუხლებში ძალა როგორ მოეკვეთა, ძლიერი ხელები მიეშველა და მასშივე მიისვენა.
ქალი ისევ ცხვირის მომჭრელმა სურნელმა გააღვიძა, რომელიც ისევ და ისევ არ იყო უცნობი მისთვის. ნელა გაახილა თვალები და მომღიმარ ექიმებს ახედა, ნაცნობ და საყვარელ კოლეგებს, რომლებიც სახე გაბადრულები დაჰყურებდნენ და უსიტყვოდ, მაგრამ მაინც ძალიან გულწრფელად ესაუბრებოდნენ.
ნელა მიატრიალა თავი მარჯვენა მხარეს და საწოლზე მწოლიარე დემეტრეზე მუცლით მწოლიარე პატარამ გულში სითბო ჩაუღვარა და ამ სითბომ იმდენად გაახურა, რომ კინაღამ თავი დაკარგა.
–დათა, დე, – ხმა ჩახლეჩილმა დაიჩურჩულა და მომღიმარმა დემეტრემ მისკენ წამოიყვანა ბავშვი.
მის თხელ, თბილ კანს რომ შეეხო, მასზე ბედნიერს ვერავის ნახავდით იმ მომენტში. ცალი ხელი საწოლს ჩააცილა და დემეტრეს ხელს შეახო, მეორეთი კი შვილის პატარა კულულებს მიეფერა, რომლებიც უკვე სიგიჟემდე უყვარდა.

სასწაული ბიჭი იზრდებოდა საბა. დემეტრესა და ელენეს სიყვარული, სითბო და სიძლიერე საოცარ ადამიანად აყალიბებდა, ისეთად, როგორზეც ელენე ყოველთვის ოცნებობდა. ბავშვმა ის ოცნებაც აუხდინათ, რომ ფეხბურთის ნიჭი აღმოაჩინა და ბურთი შეიყვარა. ელენე ხომ ყოველთვის ოცნებობდა ფეხბურთელ შვილზე.
სიძლიერეც მშობლების აღმოაჩნდა, შეუდრეკელი იყო დედასავით და შეუვალი – მამასავით.

იმ სიყვარულმა, რომელიც ელენეს ასე უყვარდა და იმ შეცდომებმა, რომელიც დემეტრეს თავისდა საუბედუროდ გაეპარა, უფრო ძლიერი ოჯახი შეაქმნევინათ.
ასე რომ, ნუ იფიქრებთ თითქოს ვინმე უშეცდომოა ან თითქოს ვინმეს მოთმინება ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ, რადგან არც ერთი ჩვენგანი არ არის უშეცდომო და მოთმინება ძლიერების ხვედრია.
______________________________________________
მაპატიეთ, მაპატიეთ, მაპატიეთ!
არც კი ვიცი ახლა ამას რატომ ვდებ, უბრალოდ ასეთ ხასიათზე ვარ, რომ არ დავასრულო საზიზღრობებს ჩავიდენ, ვიცი.. მომიტევეთ, არ მეწყინება თუ ეს ის არ არის, რასაც ელოდით, პირიქით...
მიყვარხართ მე თქვენ და უდიდესი, უ–დი–დე–სი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და სითბოსთვის.
მალე დაგიბრუნდებით ახალი, უკეთესი ისტორიით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ კითხულობდით და მხარში მედექით, ან უბრალოდ კითხულობდით და სიზარმაცე გძლევდათ ხოლმე დასაკომენტარებლად. მაინც დიდი მადლობა, რადგან უდიდესი სტიმული ხართ, ყველა ვარიანტში!



№1  offline წევრი human

dzalian mixaria rom agmogachine aseti magari mwerali... rac sheexeba istorias martla gavda venesuelurs magram sul cotati ... ase ro velodebi axals ogond amjerad qartuli istorias :***

 


№2  offline წევრი N7

human
dzalian mixaria rom agmogachine aseti magari mwerali... rac sheexeba istorias martla gavda venesuelurs magram sul cotati ... ase ro velodebi axals ogond amjerad qartuli istorias :***

ჰაჰა, ანუ ჩემი ჩარლი ვენესუელური სერიალებით არის დაკავებული, როცა მე მათთვის არ მცალია wink მართლა არც ქართულს ვუყურებ და არც სხვას, უბრალოდ როლებში შევიჭერი ძალიან და :D მომავალი მოთხრობა, გპირდებით, რომ კარგი და ბევრად დალაგებული იქნებაა.. დიდი მადლობა❤❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი N7

Mrs. animal
მიყვარს ეს ისტორია <3

მიხარიაა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline წევრი lamazmani

აუ ჩემ საყავრელ ისტორიას ბოლოს მე ვკითხულობ ამ გამოცდების გადამკიდე აუ შენ ხარ ძაან მაგარი გოგო აი სასწაული ვგიჟდები ამ ისტორიაზე ძაან მიყვარს და შენც ძაან მიყვარხარ უმაგრესია ხარ გული დამწყდა რომ დამთავრდა წარმატებები მიყვარხარ ძაან love

 


№5  offline წევრი Annee

კაია კაიიი.. :*:*:* ერთი ვენესუელური თუ ბრაზილიური სერიალის მსგავსი ისტორია შენს კოლექციასაც ჭირდებოდა ალბათ: დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent