შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა (თავი 10)


28-05-2015, 04:09
ავტორი PARVENU
ნანახია 14 903

ესეც შეპირებული თავი. ინგლისური ისევ უსწავლელი დამრჩა!!!
პ.ს. სკოლის მოსწავლეთა საყურადღებოდ: არ დაიჯეროთ, რომ ამბობენ სკოლის დამთავრებასთან ერთად მორჩება წიგნებში ბოდიალიო. მერე იწყება თურმე, რაც იწყება!

888
-ბიჭებო, აბა, დღეს რას ვშვებით?-ოთახში ხტუნვა-ხტუნვით შევუვარდი ბავშვებს და მათ ინდიფერენტულ გამომეტყველებაზე წწარბები ავწკიპე.-რამე გამოვტოვე?
-ბიძია კვლავ გამოიძახეს,-ჭერისთვის მზერა არ მოუცილებია, ისე მიპასუხა ერთ-ერთმა მათგანმა ჩუმი ხმით.
ვიგრძენი, როგორ გამიტოკდა ფილტვებს შორის რაღაც და უცნაური სიმძიმე დამაწვა გულ-მკერდზე. ღიმილი სახეზე შემეყინა და ზურგი უსიამოდ ამექავა.
წამში მივხვდი მისი სიტყვების არსს...
-მის ბატალიონს გზავნიან თურმე, საწვრთნელ ბაზაზე.-გააგრძელა მეორემ. საწოლზე წამოჯდა და იატაკს გაუშტერა მზერა,-არ ვიცით, როდის დაბრუნდება...
-გავიგეთ, მამას რომ ეუბნებოდა, შეიძლება დიდი ხნით მომიწიოს დარჩენა და არ ინერვიულოთო,-ბავშვების ტკივილ შეპარული ინტონაცია, ისედაც დამძიმებილ გულს, უფრო მიმძიმებდა.
-იანა სად არის?-ხმა გამბზარვოდა.
-თავის ოთახშია. თამაშობს,-ერთდროულად აიჩეჩეს მხრები.
-მოდით, ამაზე არ ინერვიულოთ კარგით?-ძალით გავუღიმე ბიჭებს,-არ იცით ბიძათქვენის ამბავი? ერთ კვირაში თავისი ფეხით მოვარდება... ხო იცით, დიდხანს ვერ ძლებს უთქვენოდ,-პირველივე წამზე შემჩნეული ფაქტი დავუსახელე ბავშვებს,-წამოდით, რამე ვჭამოთ და მერე პარკში გავისეირნოთ. მთელი დღე, აქ ხო არ იჯდებით.
კარი გამოვაღე და დაველოდე როდის ადგებოდნენ. ისინიც ზანტად წამოიმართნენ ფეხზე და ნელი ნაბიჯებით გავიდნენ დერეფანში.
რატომღაც, მათი დანახვისას, გამოფიტული, ენერგიისგან დაცლილი, ზრდასრული ადამიანები დამიდგა თვალწინ და ზურგზე ცივმა ოფლმა დამასხა.
არ შემეძლო, ასეთი ტყუპების ნახვა!
-აბა, ცოცხლად! ნუ ბოდიალობთ!-წამოვიძახე აზრების გასაფანტად და წინ გავუსწარი,-იანა გამოიყვანეთ და სამზარეულოში გამოცხადდით.
წუთით განმარტოება მჭირდებოდა, აზრზე რომ მოვსულიყავი და თავი მომეთოკა. მუცელში ემოციათა ქარიშხალი მიტრიალებდა, ზურგი კი კვლავ აუტანლად მექავებოდა.
-ლიკა...-დამიძახეს, სანამ სამზარეულოში შევიდოდი და რაც შემეძლო თბილი ღიმილით მივტრიალდი,-ხომ ყველაფერი კარგად იქნება?-ჩუმი, ფრთხილი ხმით მკითხა ერთ-ერთმა.
-კარგად იქნება!-საკუთარი თავის დარწმუნებას უფრო გავდა ნათქვამი, ვიდრე კითხვაზე პასუხის გაცემას.
არ მინდოდა მომდევნო ერთ კვირაზე ფიქრი. არც იმაზე, რა იქნებოდა მერე...
არც, აწ უკვე ნაცნობ, დანაკლისის შეგრძნებაზე...
...და არც იმაზე, თუ რატო განვიცდიდი ამ ყველაფერს ასე ძალიან.

888
-ბიჭებო, იანას ნუ აწვებთ!-გავძახე პარკში მორბენალებს, როგორც კი ყურმილი დავკიდე და ბედნიერმა გავიღიმე.
ლადოსთან საუბარი ყოველთვის მამშვიდებდა. მუდამ სითბოთი და სინაზით გაჯერებული ხმა, გამტვირთველ იმპულსებს გზავნიდა ჩემ სხეულში. ისიც მახარებდა, რომ ჩემ გამო თავს არ იდანაშაულებდა და არ ღელავდა. არ მინდოდა ვინმეს წუხილის მიზეზი გავმხდარიყავი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბრალი არაფერში არ მიუძღვოდა... ნუ, თუ იმ "მცირე" ინციდენტს არ ჩავთვლიდით, რამაც წყალში ჩასვლა მაიძულდა და...
თავს ვირწმუნებდი, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო და უბრალოდ მე მომეჩვენა რაღაცეები. ის მზერაც, შეხებაც, სიტყვებიც...
არა, არ მინდოდა ამაზე ფიქრი.
ლადო, მართლაც რომ არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და დიდად ვაფასებდი, მაგრამ მეტი არაფერი. არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობა ამ პატივისცემას ოდნავ მაინც გამცდარიყო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ტიმოთე ერთ კვირაში მიდიოდა...
-ჯანდაბა!... რაებსაა რო ვბოდავ!..-შუბლზე ვიტკიცე ხელი და მოულოდნელობისგან შევკრთი, გვერდზე რომ მომიჯდნენ.
-იქნებ მე გამანდო, რაზე დარდობ?-გამიღიმა უცნობმა ცისფერთვალებამ და წარბები აათამაშა.
-არამგონია კარგი აზრი იყოს,-ჩავიქნიე ხელი და კვლავ ატრაქციონებზე შემომჯდარ ბავშვებს გავხედე.
-რატომ? იქნებადა მე ვარ შენი პანდორას ტალკვესი?!-სკამის საზურგეს მიაყრდნო ხელი და აზარტული მზერით ამომხედა.
უნებურად გამეღიმა მის ნათქვამზე. წრფელი, ნათელი თვალებიც გულწრფელად მიღიმოდნენ.
-პანდორას ყუთი სულ სხვა რაღაცაა,-გამეცინა, უხერხულად რომ მოიქექა თავი.
-ნუ, ხო... რაცაა რა!-აიქნია ხელი,-ხომ მიხვდი რაც ვიგულისხმე. აგერ ვართქო თუ რამე გაგიჭირდა დაიათქო, რა!...
-მაგას რამე თუ გაუჭირდა, ჩვენ დავეხმარებით!..-გაკვირვებულმა გადავხედე, შეუმჩნევლად მოსულ ტყუპს, ბრაზიანად რომ აკვესებდა თვალებს.
-შენ ვინ ხარ პატარა კაცო?-ენა მოუჩლიქა უცნობმა და კინაღამ სიცილი წამსკდა, სიბრაზისგან ერთიანად რომ აწითლდა ბიჭი.
-ჩემი ძმაა!-გვერდზე მეორე ტყუპი ამოუდგა.
-რა იყოთ ტო,-აღშფოთდა ლამაზთვალება უცნობი,-რა ომი გამომიცხადეთ, კი არ გართმევთ თქვენ დედიკოს.
-ვერც გაბედავ!-გაეჯგიმა პატარა კაცი ახარხარებულ ბიჭს.
-აუ ესენი ვინ არიან! იმენა ჭიკარტი დვა და ჭიკარტი ტრი... ერთი ჭიკარტი სამეგობროში მყავს, დაშაქრებილი მწნილიკოს ძამიკო,-სიცილით აუჩეჩა დაბღვერილ ტყუპებს თმები,-ნუ მიღრენთ, ძმობას გაფიცებთ, თორე გამეპარა საცაა.
-ლიკა, ეს ბიძია ვინაა?-მუხლზე მომეკრო იანა და ჩუმად მითხრა.
-ეს...-დავიწყე ახსნა, ყვირილი რომ მოგვესმა და გაოგნებულმა ავატრიალე თავი.
ჩალისფერ თმიანი, მაღალი ბიჭი, აქოშინებული მისდევდა რაღაცას ხელების ქნევით და გაბმულად უყვიროდა. ჩემი გვერდით მჯდომი უცნობი, კვლავ იცინოდა. ოღონდ ამჯერად ახალი შემართებით და გაუგებარ სიტყვებსაც აკვეხებდა შიგა და შიგ.
საგრძნობლად რომ მოგვიახლოვდნენ მდევნელი და დევნილი, ნათლად გავარჩიო ორივე ობიექტი და თვალები შუბლზე ამივიდა, დევნილში ფუმფულა კატა რომ ამოვიცანი.
-მოდი აქ!.. გაჩერდი!.. ფისო, ნუ მბრაზებ, თორე დაგაცლი მაგ ბუმბულებს!..-გაჰყვიროდა აქოშინებული ბიჭი და აკნავლებულ კატასთან ერთად, ატრაქციონებს წრეს არტყამდა,-ოხ, მე შენი... თუ დაგიჭირე!.. გაჩერდი მეთქი, რო გეუბნები!.. დაერჭვე ერთ ადგილას!.. ეს რა ჭირი ავიკიდე ტო!..
საჩხუბრად წამოვიმართე, კნუტი პირდაპირ ჩემ გვერდით მჯდომს რომ ჩაუხტა კალთაში და გაოგნებისგან სიტყვა პირზე შემაცივდა. პირდაღებულმა შევათვალიერე, ბიჭის მკლავებში გაყურსული არსება და ბრაზით გადავხედე, ქოშინით მოახლოებულ მდევარს.
-შენ... შე კრეტინო... იცი... რა-რამდენი ვსდიე?!-სიტყვას ძლივს აბამდა ერთმანეთს დაღლილი ბიჭი,-შენი იდი-ოტობის გამო!..
-ჩემგან რა გინდა, ძმობას გაფიცებ რა!..-აუქნია ხელი ცისფერ თვალებამ და ბუთქუნა კნუტი ხელებში შეათამაშა.
-სავაჭრო ცენტრში, ეტლში ჩაგრჩა კნუტი შე კვე*ცხო!..-თავში ჩაცხო მუშტი აპილპილებულმა და სახემომანჭულს პატარა არსება ააცალა,-იცი რამდენი ვსდიე?! ნახევარი მაღაზია დავიმხე... რო დაკარგულიყო, სად მიდიოდი ერთი?!-ცოფებს ყრიდა ფეხზე მდგომი.-იცი რას გვიზამდა ოშხარელი, ამას რამე რო დამართნოდა?! ნამდვილი ლაყე კვერცხი ხარ!..
-უხ, თავი მიბჟუის, უნამუსო ვიყო!-აკრუსუნდა პირველი, თან თავის ზელვა არ შეუწყვეტია.
-მადლობა თქვი, ამას რამე რომ არ მოუვიდა, თორე მაგ ცარელ თავს, ვაფშე წაგაჭამდა ოშხარელი!-კვლავ იღრინებოდა მეორე.
-აუ, ნუ გაახურე რა,-აიქნია ხელი სახე მომანჭულმა,-კრასოტკა, ტყუილად არ დამიტოვებია მაგასთან... გაანეიტრალებს წამში!-აშკარად უფრო გააბრაზა კნუტ ჩაბღუჯული ბიჭი.
-წამოეთრიე, სანამ გირტყი ეგ სკამი, რაზეს ზიხარ!-დაუსისინა გაღიზიანებულმა, მერე მეც მკიდა თვალი და უხერხულად გამიღიმა,-თქვენთან ბოდიში!..
-კნუტი უნდა აწამოთ?-მოულოდნელად ალაპარაკდა იანა და ბიჭის გაოცებული მზერაც დაიმსახურა.
აქამდე ჩუმად მყოფი ტყუპები, წინ აგვეფარნენ.
-არა, რას ამბობ, პატარა,-წამში დაუთმა წყლიანი თვალები,-უბრალოდ, პატრონს უნდა მივუყვანოთ...
-რა წამება, ტო! ამის გამო, იმდენი გვაქ გადატანილი...-შეაწყვეტინა პირველმა,-ერთხელ, დაიკარგა. ხოდა...
-გვეჩქარება!-დაუბრიალა თვალები მეორემ.
-თქვენ ხო არაფერს არ აცდით კაცს რა!-ადუდღუნდა ცისფერთვალება, იანას ლოყაზე აკოცა და ბიჭებს ცხვირზე დაკრა თითი,-აბა, კარგად ჭიკარტებო. დედიკოს დაუჯერეთ, თორემ ბუა წაგართმევთ...
-გუგავა, გამოეტიე!..-ხელის ქნევით და უხერხული ღიმილით უღრენდა მეორე.
-მოვდივარ, ფისო, მოვდივარ!
-გუგავა!!!-ჩუმ ყვირილს უფრო გავდა ნათქვამი.
-შუშუს ვეუბნები, ნუ აიჭერი შენ!-აშკარად თავს იმართლებდა.
-მოეთრევი სახლში!-მუქარით მიალაჯებდა მეორე.
-აბა, კარგად ფემილი! იმედია, ისევ გნახავ დაია!-ენერგიულად გვიქნევდა ხელს და ალალი თვალებით გვიცინოდა.
-ვინები იყვნენ?-აშკარად ლოგიკური კითხვა დასვა განცვიფრებულმა ტყუპმა.
-არ ვიცი!-ავიჩეჩე მხრები,-ეტყობა ვერ იყვნენ მთლად სრულ ჭკუაზე!

888
"ინდაური!"-აი, რამ გამიელვა პირველად თავში, როდესაც მისაღებში შესულთ, თვალწინ სავარძელზე შემომჯდარი ანას ფიგურა გადაგვეშალა.
მეორედ, ინდაურთან ერთად, ნაჯახიც ამომიტივტივდა გონებაში, ინდაური რომ მისდევდა თავის მოკვეთის მოთხოვნით.
აი, როდესაც ტიმოთეს ხელი დავინახე მის მხარზე, ნაჯახმა უმალ აუსრულა თხოვნა, გამოკიდებულ ინდაურს.
თითები აუტანლად ამექავა!..
-ოჰ, ეს კიდევ გყავთ?-ამპარტავნულად ამათვალიერა მისმა უდიდებულესობამ.
არადა, მე მკვდარი მეგონა... იმ ამბის მერე, რაზეც ამჯერად სულ არ მეცინებოდა.
-თქვენც?!-იმავე ტონით მივუგე და მიამიტურად გავუღმიე, სიბრაზისგან რომ გაწითლდა.
აშკარად მიხვდა ჩემ რეპლიკას!..
არც ისე ინდაური ყოფილა.
-სად იყავით?-ბავშვებს გადახედა ტიმოთემ.
-პარკში,-მოღუშულებმა გასცეს პასუხი.
-მერე? როგორ გაერთეთ?-ჩაეკითხა მამაკაცი, თითები კი ქალის მხარზე აათამაშა.
მთელი კიდური ამეწვა!
-კარგად,-სიტყვაძუნწობდნენ ბიჭები.
-კი, მაგრამ რა გჭირთ?-შუბლი შეკრა ტიმოთემ,-რა სახეები გაქვთ? მოხდა რამე?
-არაფერი...-ერთმანეთს მალულად გადახედეს ტყუპებმა.
-ბიჭები გაბრაზევულები არიან,-ატიტინდა ჩემ ხელზე ჩაჭიდებული იანა.
-გაბრაზებული?!-წამოიწია კაცი. ბიჭები აიწურნენ,-რაზე?
-ვიღაც ბიძია ლიკას ელაპარაკებოდა და მაგაზე,-ყელში გახირული ნერწყვისგან, რომ არ დავიხრჩობოდი არ მეგონა.
-ეს რას ნიშნავს?-მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით და მონაცვლეობით გვავლებდა მზერას.
-ბიძიას წაყვანა უნდოდა!..-გაბუსხა ტუჩები გოგონამ. მე კი იმ ნაჯახით ვიკლავდი გონებაში თავს,-ასე თქვა, მიხედეთ, არ მოგპარონო...
-ხუმრობდა!..-წამოძახილით გავაწყვეტინე და უხერხულად გავიღიმე, შუბლშეკრულმა რომ ამომხედა,-ჩვენ... ვსაუბრობდით...-დროზე მივხვდი, უაზრო თავის მართლება რომ გამომდიოდა,-ბავშვების ჭამის დროს. დაგტოვებთ!
ხელი ჩავკიდე იანას და ბიჭებს ვანიშნე უკან გამომყოლოდნენ.
სულ არ მახსოვდა, ანას მხრებზე მოხვეული მკლავი...
სულ არა.

888
როგორც კი ჩემი წასვლის დრო დადგა, ბავშვებს დავემშვიდობე და სახლიდან გამოვიპარე. ღიმილით დავუყევი კიბეებს, როდესაც ტელევიზორთან მჯდომი, ერთმსნეთზე მიხუტებული ნონა და მამუკს გამახსენდა და უჩვეულოდ გამხიარულებულს გამეცინა.
მოულოდნელად, აუტანლად მომინდა სახლში ვყოფილიყავი დედასთან და მამასთან ერთად. მათ შორის ჩამჯდარი და მათ სითბოში გამოხვეული.
ნაბიჯებს ავუჩქარე და სამ კიბეს ერთად გადავახტი.
მეხუთე... მეოთხე... მესამე... და ჰოპ! ვიღაცასთან ერთად კედელს მივენარცხე.
"ბლუს" და კიდევ უცხო სხეულის სუნმა, ნესტოები ამიწვა. ჩაბნელებულ სადარბაზოში კი ნაპერწკლები გაკრთა.
-ისევ შენ!..-გაღიზიანებულმა ხმამ გაკვეთა ჰაერი.
აშკარად მიცნო.
-ისევ მე და ისევ მე... ჩემო ტურფავ, ლამაზო!...-წავიღიღინე და გამეტებით ვიკბინე ენაზე.
-მიკვირს აქამდე, ცოცხალი როგორ ხარ!-დამაიგნორა უფროსმა.
-ვცდილობ,-ავიჩეჩე მხრები, მასზე კვლავ შეხების სურვილი კი კულტურულად დავაიგნორე.
-როგორც ჩანს, დღეს კარგ ხასიათზე ხარ!-უფრო ერეოდა ბრაზი კაცს.
-რასაც თქვენზე, ნამდვილად ვერ ვიტყვით!-ტუჩებ აბხუებულმა ჩავილსპარაკე.-მე დაგტოვებთ. მეჩქარება...
-მოდი აქ!..-ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, მკლავში რომ მსტაცეს ხელი და ისე მიმანარცხეს კედელზე, ხმა ვერ დავიმორჩილე.-ჩემი გაბრაზება გინდა, ხო? მშვენივრადაც გამოგდის!
-მე-ე?-შევიცხადე ხმა წართმეულმა და ლამის კედელი გავიტანე, სახეზე რომ მომეფრქვია გაავებული ქშენა.
-პირველი დღიდან მიშლი ნერვებს! პირველი დღიდან მირევ ცხოვრებას და ნორმალურად ყოფნის საშუალებას არ მაძლევ! შენი დაბდურობა, ქარაფშუტობა და სისულელე ყოველგვარ ზღვარს სცდება!-დაიგრგვინა გამწარებულმა და მთელი ამ დროის ნაგროვები ბოღმა გადმომანთხია.
-თქვენ...-დავიწყე ყელში ბურთ გაჩხერილმა, კვლავ რომ გამაწყვეტინა.
-იცოდე, არ ვნახო ჩემი ძმიშვილები ისევ რომ გახდნენ დღევანდელის მსგავი რამის მომსწრე, თორე მერე აღარ მოვითმენ! არ გაბედო და მათთან როცა ხარ, სიყვარულობანა არ გამიმართო!..-გაავებული ცოფებს ყრიდა.
-თქვენ?-წამოვიყვირე გაანჩხლებულმა და მკერდზე ხელი ვკარი, ცოტა რომ მომშორებოდა და სუნთქვის საშუალება მოეცა,-თქვენ არ გეხებათ ეგ?! თუ თქვენი იმ ქალთან კოტრიალი, საპატიოა და ბავშვებისთვის სასარგებლო?!
-რაო?-აღმოხდა გაოგნებულს.
-დიახაც!-დოინჯი შემოვიყარე და ფეხის წვერებზე ავიწიე, ოდნავ მაინც რომ მივწვდენოდი,-გირჩევნიათ თქვენ თქვენ საქმეს მიხედოთ, აქეთ რომ მარიგებთ ჭკუას!..
-მისმინე შე პატარა ჭინკა!..-მხრებში ხელი ჩამავლო ძარღვებ დაბერილმა და ისე წამომწია, ჰაერში დავეკიდე,-მეორედ ეგ აღარ თქვა, თორე მერე გაჩვენებ რა არის ჩემი საქმე და რა არა!-ჰაერში ჩამოკონწიალებული, კედელს სმაყუდა,-სხვის კოტრიალზე რომ არ გეყურებინა, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კიდე გააგრძელებ და იქ ნანახი, სანატრელი გაგიხდება!-გამაღიზიანებლად დაიდაბლა ხმა, ხელი მიშვა და როგორც კი მიწას დავუბრუნდი ბრახუნით აუყვა კიბეებს.
-უფ, გადავრჩი!-ამოვიქშინე ხმის კანკალით და შუბლზე მიწებებული თმა გადავიწიე.
არეული ნაბიჯით ჩსვუყევი კიბეებს და ის იყო სადარბაზოდან გავედი, თავში ნათქვამი რომ გადავხარშე და ყურები ისე დამიგუბდა, ვეღარაფერს ვეღარ აღვიქვამდი.
-რაო-ო?! რა მითხრა?!-აღშფოთებულმა წამოვიძახე და თითქოს კვლავ ვიგრძენი მწარე ტკაცანი.



როგორ მიყვარს ეს ისტორიაა..ამდენ უაზრო ნაბოდვარში ამისი წაკითხვა სასწაულად მსიამოვნეებს <3 მაგარი ხარ,ავტორ <3 <3 წარმატებები.

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ისევ "ისე" აგრძელებ წერას:((. ახლოს მაინც იყო,რომ მიგჟეჟო:)))).

 


№3  offline წევრი anichka

Ako metreveli da mushu :))) rogor momnatrebian da rogor gamixarda mati danaxva :d sauketesoebi iyvneeen chemtvis chemi bicheeebi ❤ ici raaaa ? Arc me ar vici ubralod madloba :))) sul velodebi shen nawers sul sul momwons miuxedavad imisa ro arasdros myopnis ; ))) tumca und aavgnishno memgoni mteeli es saiti maq wakitxuli magram iseti shesanishnavi da iseti magari arcerti ar yopila rogoric sheni wina ori nashromi iyo !!! Ar arsebobs imat vercerti ver ajobebs verasdros !! Da swored amis gamo xar yvelaze kargi shenc :)) abiturientobas rac sheexeba :d temis dacerashi kacishvili ver gajobebs vici :d da yvelaperi kargad iqneba !! ❤️ warmatebebs gisurveb

 


№4  offline მოდერი MyLove

გუგავააააააააააააააააააა love

ამით ყველაფერი ვთქვი.
ლავლავ ♥
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline წევრი Mkitxveli

სიუჟეტი განსხვავებულია, მაგრამ ურთიერთობა წინა ისტორიაში აღწერილს ჰგავს.
მოუთმენლად ველი მაინც :)

 


№6  offline წევრი Unnamed

Mmm.. Rogor gamixarda :D magram ar meyo :* im gijebis gamochena roogor gamixardaa :D da es timote mabrazebs :D shemmdegi rodis iqneba? :D

 


№7  offline მოდერი D-roni

vgijdebi me shenze ! Au mere gugavaze dawere rame raa pliizz :D

 


№8  offline წევრი S.likuna

haha ramdeni vicineemagari ikoo dzaaaan maleee dadeeee ❤️

 


№9  offline წევრი ტასიკო

ვაიმე შუშუუ თუ გამოჩნდებოდა ამ ისტორიაში არ მეგონა ისე გამიხარდაა
,მიყბარს ეს ისტორია ,ნუ დაიკარგები რა დიდი ხნით

 


№10  offline წევრი monika.niqo

Eloo Kai xart ra ... Martla magrad wer DA vgijdebi sheni istoriiebis kitxvazee. Ukve imdenjer wavikitxe wina namushevreebi lamis gavizepiire. Xo DA aqac velii ,,iset,, momentrbs ra. Kargad weer DA sasiamovnoo wasakitxia.

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uuuhuuuh rakargiaa

 


№12  offline წევრი მოჩვენება

დებილივით გავიცინე გუგავა მეტრეველი და მუშუ რო გამახსენდა :-D აი ის მონაკვეთი სადაც ეგენი იყვნენ 5-ჯერ გადავიკითხე, არ ვაზვიადებ მართლა :-D ესეც ძალიან კარგი ისტორიაა, მართლა ძაან მომწონს თან ის სტილი როგორც წერ კარგია. არაა არც ბავშვური არც ზედაპირული და რაც მთავარია გრძნობების და სიტუაციის აღწერა ძალიან კარგად გამოგდის <3 მაგრამ რა ვქნა ჩემი ფავორიტი მრავალჯერ წაკითხული "შეცდომით მოტაცებულია" . ასე გააგრძელე წარმატებებიიი <3

 


№13  offline წევრი nanako123

ჩემი გუგავა, "შუშუ" , მეტრეველი როგორ მომენატრნენ თავისი სიდებილეებით : <33 არააა რაააა ყველაზე საუკეთესო ხარ

 


№14  offline წევრი SaLoMe:))

ოშხარელი რომ წავიკითხე ავხარხარდი :დ რატო არ ვიცი :დ ეს ტიმოთე ნერვებს მიშლის :დ ისე გუგავასთან რომ იყოს ეგეც მომეწონებოდა :დ კარგი წყვილი იქნებოდა ბეეეევრრიიიი იუმორით :D <3 მაგრამ არც ტიმოთეა "მთლა ცუდი ბოვში" :დ

 


№15  offline წევრი NA NO

ოშხანელის გახსენებაზეე სურვილი გამიჩნდა ,, შეცდომით მოტაცებული " თავიდაან წამეკითხა,,, ძალიან კარგი იყოოო , ტიმოთეეს ეგ საძაგელიი ანაა მოაშორე რა wink და ,,დააჯახე" ესენი ერთმანეეთს wink ველი შემდეგ თაავს love

 


№16  offline წევრი Anuuc^.^

ვაიმეე ჩემი გუგავა და აკო ამაზე მეტად არაფერი გამხარებია როგორ მიყვარდა❤❤გავბედნიერდი
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№17  offline წევრი Annee

ვაიმე როგორ გამახარეეე!!! წინა ისტორიიდან რომ დავინახე გმირები მთლად გადამრიე!! უუუნიჭიერესი ხარ!!!

 


№18  offline წევრი კატალეა

გიგი, აკო და მუში აუუუ ისე გამოზარდა.
იმ უბედურმა ვერ დაიმახაივრა მუშუ რო ქვია რაა

 


№19  offline წევრი Marikagogolqdze

შიამი და ოშხარელი
საიდან სად გამოაძვრინე პერსონაჟები.ძალიან მომეწონა. მიყვარს ის პერსონაჟები და შეცდომით მოტაცებულზე ვგიჟდები ისე მომწონს

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

არააა..... მართლა აკლია ამ გოგოს... თან ბევრიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent